შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (4)


24-01-2016, 00:50
ავტორი Masho_97
ნანახია 4 436

მე და ლუკა ბართან მივედით. თვალებს არ ვუჯერებდი, ბარის კუთხეში ლაშა იჯდა ვიღაც გამომწვევად ჩაცმულ გოგონასთან ერთად... ლუკას შევხედე, ისიც ლაშას უყურებდა, მერე მე შემომხედა, გამიღიმა და კოქტეილი მოსვა.
- ლუკა, წავიდეთ გთხოვ, სანამ დაგვინახავს...
ხმა არ ამოუღია,ადგა და გამომყვა. გარეთ გავედით, საშინლად წვიმდა, მანქანაში ჩავსხედით, ლუკა ხმას არ იღებდა, მე კი ფიქრებში წავედი, წარმოვიდგინე ლიზი, რომელიც ლაშას ღალატის შესახებ იგებს, როგორ ეტკინება გული, ის ხომ ისედაც მგრძნობიარეა, დავუმალო?! არა, სისულელეა, ამას ვერ დავუმალავ..
- ლუკა, მითხარი რამე... -ძლივს ამოვილუღლუღე
- საგანგაშო არაფერია... -მითხრა ისე რომ არც კი შემოუხედავს ჩემთვის, ფანჯარაში თავი გაეყო და სიგარეტს ეწეოდა.
- როგორ უნდა მოვიქცე?
- რატომ გამოვედით? - მითხრა და შემომხედა
- არ მინდოდა დავენახე, არ მინდოდა... მერე ... მე არც კი ვიცი ლიზის როგორ უნდა ვუთხრა ეს..
- მიხვალ ლიზისთან, ჩაეხუტები და ეტყვი, ლიზი შენ არაკაცი გიყვარს.. აი ასე...
- ადვილია სათქმელად - ვთქვი და თავი ფანჯარას მივადე, ფანჯარა ცივი იყო, ტანში სიცივემ დამიარა, ცუდი ფიქრები თითქოს წამით გაქრა.
- ჩვენზე რას ფიქრობ? - მოულოდნელად მკითხა ლუკამ. პასუხი არ დამაცადა - მაპატიე, მე, უბრალოდ.. მინდა რომ რაღაც გითხრა...
- გისმენ - ვუთხარი ისე რომ ფანჯრისათვის თავი არ მომიცილებია.თვალები დახუჭული მქონდა.
- მთელი ეს 20 წელი საშინლად გავატარე, სმა,სიგარეტი, კაიფი, ქალები, კაზინო... - ნერვიულად ლაპარაკობდა - 1 წელია რაც ვცდილობ ნორმალურად ვიცხოვრო, მაგრამ არ გამოდის, ხომ ხვდები? უბრალოდ ეს ძველი ნაცნობები.. შეიძლება ცოტა არეულად ვლაპარაკობ.. ბევრ საქმეში ვარ გარეული, ცუდი სამეგობრო წრე, მამიკოს ფულით განებივრებული ლაწირაკები... არ მინდა რომ ჩემი წარსულის გამო დაგკარგო, ხო, მესმის, სიგიჟეა, არაა დიდი ხანი რაც გიცნობ, მაგრამ, ჩემთვის ბევრს ნიშნავ, არ მინდა რომ დაგკარგო, ნია, მისმენ?
- სახლში წავიდეთ- ვუთხარი და ფანჯარას ჩავუწიე
- კარგად ხარ?
- სახლში წამიყვანე გთხოვ. - ვუთხარი და ჩემი ხმა მეთვითონ მეუცხოვა, ჩემთვის ლუკას წარსულს მნიშვნელობა მართლა არ ჰქონდა, ჰო, აღიარა, ის ისეთი იყო, ისეთი ბიჭი რომლებსაც დასანახადაც კი ვერ ვიტან, მაგრამ ხომ ცდილობს? ის ცდილობს რომ შეიცვალოს, მე კი ის ისეთი მომწონს როგორიც არის. უბრალოდ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი, ლიზი მედგა თვალწინ, როგორ უნდა მეთქვა? იქნებ ამის მერე ლიზის სულაც მე შევზიზღებოდი.სახლში მივედით. მანქანიდან გადმოვედი, ლუკაც გამომყვა.
- ნია... თუ ჩემი ნათქვამის გამო გინდა რომ წახვიდე, მითხარი, საერთოდ აღარ დაგენახები გეფიცები. - მითხრა და წინ ოროსანი ბავშვივით დამიდგა
- ლუკა... მე შენ ისეთი მომწონხარ როგორიც ხარ და შენს წარსულს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მინდა რომ გვერდით დამიდგე, ჩემს საუკეთესო მეგობარს საზიზღარი ადამიანი უყვარს, უყვარს კი არა, აფანატებს, მე კი ცუდი გოგო უნდა გამოვიდე და დავაშორო... ლიზის რომ ყველაფერი ვუთხრა, ლაშას სიტყვასიტყვით ეტყვის, მერე ლაშა გაიგებს რომ ჩემს გამო დაშორდნენ, არ შემარჩენს...
- ერთი თმის ღერიც რომ ჩამოგვარდეს არავის არ შევარჩენ მითუმეტეს მაგ.. - ლუკა აიჭრა, ხმას აუწია.
- კარგი, გეყოფა.
- ცუდზე არ იფიქრო, ხვალ ერთად ვნახოთ ლიზი, დილით გამოგივლი
- 11 საათზე გელოდები.
-დროებით...
- დროებით - ვუთხარი და გადავკოცნე.სანამ სახლში არ შევედი და კარი არ მოვხურე სადარბაზოში ჩემი კარის წინ იდგა. დედა მისაღებში იყო.
- მოხვედი დე?
- არა ჯერ.
- როგორი დრო ატარე?
- უკეთესს ვერც ვინატრებდი
- მალე მოხვედი...
- მეძინება დე. ღამემშვიდობის.
ოთახში შევედი, აზრებს ვალაგებდი, წარმოვიდგენდი როგორ ვეუბნებოდი ლიზის ამ ყველაფერს .მერე როგორ გამწარდებოდა ლაშა ამაზე, მერე როგორ მოუვიდოდათ ჩხუბი ლუკას და ლაშას, მათი წარსულიდან გამომდინარე კი ეს ჩხუბი მხოლოდ ლაპარაკზე არ გადაივლიდა.
დილით მაღვიძარამ არ დარეკა.ტელეფონზე ხუთი გამოტოვილი ზარი და 8 შეტყობინება დამხვდა, ლიზის მესიჯები, ლუკას ზარები. ავდექი და პიჟამოებით გავედი სამზარეულოში წყალის დასალევად, მისაღებში ლუკა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა
- ვაიმე! - დავიყვირე და ჩემი დათუნებიანი პიჟამოებით აღარ ვიცოდი სად დავმალულიყავი. ჩემს დანახვაზე სიცილი აუტყდა, დიდხანს იცინა გულიანად. - ნუ დამცინი!
- შენ არ დაგცინი,უბრალოდ... - ისევ სიცილი აუტყდა
- აქ რას აკეთებ?
- დედაშენმა გამიღო კარი 2 საათის წინ და მას მერე აქ ვზივარ.
- მერე ვერ დამირეკე? - შევუტიე სწრაფად
- ხო ვერ მოვიფიქრე, ხუთი ზარის შემდეგ კიდევ დარეკვა...
- უი.. - ვუთხარი და დამნაშავე ბავშვივით გავიღიმე - წავალ ჩავიცმევ და გამოვალ
- რატომ, მე ეგრეც მომწონს - თქვა და ისევ გულიანი სიცილი მორთო.
უნივერსიტეტში წავედით, შევთანხმდით რომ ლიზის ყველაფერს ვეტყვოდი. დავურეკე, არ მიპასუხა. ლუკას დავემშვიდობე და უნივერსიტეტში შევედი, წესით ახლა 212 აუდიტრიაში ფილოსოფიის ლექცია გვაქვს, აუდიტორიის კარი შევაღე, ლექცია დაწყებული იყო, ლიზის თვალით ვეძებდი, „ჩვენს“ ადგილად იჯდა, ფანჯარასთან.აუდიტორია გავიარე და გვერდით მივუჯექი.
- სად ხარ გოგო მთელი დილაა გირეკავ
- დამეძინა
-ჩშშშ!! ცოტა ჩუმად თორემ გაგვაგდებს. - მითხრა და ლექტორზე მანიშნა.
- შენ რას შვები, იყავით კინოში?
- არა გოგო,ლაშა ნელისთან იყო მთელი საღამო.შენ რას შვები
- გუშინ კლუბში ვიყავი ლუკასთან ერთად და...
- კარგია, ცოტა დროც უნდა მივცეთ ლუკას და მოგარჯულებს
- ლიზი... - მინდოდა ყველაფერი მეთქვა,მაგრამ:
- გოგონები, უკანა რიგში, თუ არ გაინტერესებთ ლექცია შეგიძლიათ ადგეთ და დატოვოთ აუდიტორია.. აქ ჯდომას არავინ გაძალებთ... - ატიტინდა ფილოსოფიის ლექტორი...
ლექციის შემდეგ ეზოში ჩავედით.
- ლიზი შენთან საქმე მაქვს
- ხო მშვიდობაა? რა ხმა გაქვს
- ლაშა ვნახე გუშინ კლუბში ვიღაც ნახევრად შიშველ გოგოსთან ერთად იჯდა და სასმელს სვამდა - ეს ყველაფერი ისე სწრაფად ვთქვი გული ამიჩქარდა და ძლივს ამოვისუნთქე. ლიზიმ ჯერ ვერ გაიგო რა ვუთხარი, გონებაში აზრებს ალაგებდა.
- გუშინ ლაშა მთელი საღამო ნელისთან იყო. - მიამიტურად მომიგო ლიზიმ.
- და მე გატყუებ? რისთვის?
- ვიცი რომ ლაშა არ მოგწონს...
- და შენი აზრით ეს ყველაფერი მოვიგონე?
- ლაშამ დაგინახა?
- არა მალე წამოვედი, არ მინდოდა დავენახე..
- ნია, გეყოფა , კარგი?
- ლიზი, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, შენი ბედნიერება ყველაზე მეტად მინდა, არ მინდა გვერდით არაკაცი გყავდეს, რომელიც ყოველ ორ სიტყვაში გატყუებს, გაცნობის პირველი დღიდან ლაშას კონსპექტებზე დარბიხარ, ლაშას ლექტორებთან საქმეებს აგვარებ, ხელს აფარებ. ლაშა ერთი ცანცარა ბიჭია, რომელიც ყველას იყენებს, რატომ არ გესმის? გატყუებს, ადამიანო, გატყუებს!!! რაც გინდა ის იფიქრე, იფიქრე რომ მე გატყუებ, რომ მე შენი ბედნიერება არ მინდა, მაგრამ თვალებაცრემლებული ჩემთან რომ მოხვალ, მე არაფერი დამაბრალო... მე მოვედი და გითხარი, ალბათ კარგი მეგობარი ასე არ მოიქცეოდა, დაგიმალავდა და გაცდიდა ბედნიერად და მოტყუებულად ყოფნას, ალბათ ძალიან ცუდი ვარ, რაც გინდა ის იფიქრე...
ლიზის ვეღარ ვუყურებდი, სასწრაფოდ გავეცალე, უნივერსიტეტთან ლუკა იდგა მანქანით.
- შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ...
- სიგიჟემდე უყვარს... - ვუთხარი ლუკას და საცოდავი თვალებით შევხედე.
- შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე. მეტს ვერაფერს იზავ.. ახლა კი ჩვენი დღევანდელი გეგმა...
მთელი დღე მუშტაიდის ბაღში გავატარეთ, ხან ეშმაკის ბორბალი აიტეხა, ხან „ბზიკებზე„ კატაობა, ხან დევებთან სურათი. სახლში საღამოს მივედი.ინტერნეტში ლიზის მეისჯი დამხვდა....
„ნია, ვიცი რომ ვერ იტან ლაშას, შეიძლება მართლა ლაშა იყო იმ საღამოს, ან შეგეშალა, ხომ შეიძლება ის გოგო უბრალოდ გასართობად ყავს, მე ლაშას ვერ დავუშლი რომ ქალებთან არ იყოს,არ გაერთოს, და მაპატიე რომ არ დაგიეჯერე.“
წერილი გაოგნებულმა ათჯერ გადავიკითხე, ვერაფერი ვუპასუხე, წყალი გადავივლე, ვიმეცადინე და დასაძინებლად დავწექი. ტელეფონმა დარეკა.
- ხო ლუკა
- რას შვები?
-ახლა დავწექი. შენ?
- მეგობარი მივაცილე სახლში
- ლიზიმ მომწერა, ბოდიში მომიხდა და არაუშავს ლაშამ იგულაოსო
- და შენ რას ფიქრობ?
- მე საყვარელი ადამიანისგან ერთგულებას მოვითხოვ.
- მისმინე, ხვალ ბათუმში მივდივარ.
- შემოგომის მიწურულს ზღვის სეზონი გაიხსნა?
- არა, პატარა საქმე მაქვს. ეს დღეები აქ არ ვიქნები და..
- რამდენი დღით მიდიხარ? - სიტყვა შევაწყვეტინე
- ორი სამი დღით ალბათ. დიმა იქნება თბილისში, სანდრო ჩემთან ერთად მოდის, მისმინე, მაგ ადამიანს შეგიძლია ისე ენდო, როგორც მე მენდობი, ნომერს გამოგიგზავნი, თუ ჩემს აქ არ ყოფნაში რამე დაგჭირდეს, მოურიდებლად შეგიძლია დიმას დაურეკო.
- მადლობა.. და მალე ჩამოდი.
- ტკბილი ძილი
- თავს გაუფრთხილდი. - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. მალევე დამეძინა.
დილით უნივერსიტეტში წავედი, ლიზი მთელი დღე არ მინახავს. უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, ეზოში ლაშა შემხვდა ძმაკაცთან ერთად.
- ვა ნია, როგორ ხარ?
- კარგად.
- გამარჯობა- მომესალმა ლაშას გვერდით მდგარი ბიჭი.
- გაგიმარჯოს - ვუთხარი და ავათვალიერე, ნაცნობი სახე ჰქონდა თუმცა ვერ ვიხსენებდი..
- მე ნიკა ვარ, ადრე ლაშასთან ერთად ვიყავი...
- აა მახსოვს, ლაშა რომ ბებოსთან ერთად იყო.. ეგ დღე.. ნელიკო გქვია ხო?
ლაშა აიჭრა. არაფერი უთქვამს
- ვერ გავიგე? - თქვა ბიჭმა.
- დაივიწყე, მეჩქარება, კარგად
- მე ლიზი უნდა ვნახო და აი ნიკა გაგაცილებს - მითხრა ლაშამ და უაზროდ გაიკრიჭა
- გაცილება არ მჭირდება
- მეტროსკენ მივდივარ - თქვა ბიჭმა, მერე ლაშას დაემშვიდობა და მეტროსკენ წავედით.
- ესეიგი ნია გქვია ხო? - უაზროდ წამოიწყო ნიკამ საუბარი
- კი.
- სხვას რას მეტყვი შენზე?
- მაინც რა გაინტერესებს?
- რავი ტო, რას საქმიანობ..
- ვსწავლობ. - მოკლედ ვუპასუხე და ცოტახანს ჩუმად მივდიოდით. ნიკა შეჩერდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან „მობირჟავე სასტავს“ მიესალმა. მოშორებით გავჩერდი და ველოდები როდის ჩამოართმევდა 30 ბიჭს ხელს.
- ბოდიში რომ გალოდინე - მითხრა და გაიღიმა. რა აცინებდა ვერ მივხვდი, ხმა არ ამომიღია, მეტროში ჩავედით.
- სად მიდიხარ?
- მარჯანიშვილზე, მაგრამ მარტო გავალ, ნუ შეწუხდები.
- მეც ეგ გზა მაქვს.
- კარგი, როგორც გინდა.
- არ გინდა დღეს საღამოს გავიაროთ?
- მაპატიე მაგრამ მე სხვა ბიჭი მომწონს.
- მერე რა, მოწონებით გამვლელიც შეიძლება მოგეწონოს, მთავარი სიყვარულია
- ხოდა თუ მოწონებით ნებისმიერი შეგიძლია მოგეწონოს რომელიმე გამვლელს სთხოვე საღამოს შენთან ერთად გაისეირნოს.
- რა მწარე ხარ..
- ხო, ამბობენ...
- ესეიგი, არა?! - მკაცრი ტონით თქვა ნიკამ.
- არა! - უფრო მკაცრი ტონით ვუპასუხე.
მეტროდან ამოვედით. სახლისკენ წავედი, უკან მომყვებოდა, კორპუსში რომ შევედი, უკან გამოვიხედე, მაღაზიასთან შეჩერდა და მიყურებდა. არ მესიამოვნა. საღამოს მაღაზიაში ჩავედი პურზე, იქ იყო. მარტო „აბირჟავებდა“. რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა
- კიდევ უარზე ხარ? - მითხრა და გაიღიმა.
- მე გითხარი რომ სხვა მომწონს და..
- მომისმინე, სულ ფეხებზე ვინ მოგწონს, დღეს ჩემთან ერთად გაისეირნებ,გაიგე?!
გაოცებული ვუყურებდი. შემეშინდა.
- შემეშვი გთხოვ..
მაღაზიის წინ ჩემმა ძმამ ჩაიარა, სასწრაფოდ მივედი ბექასთან.
- რა გჭირს? - მითხრა და გაკვირვებულმა შემომხედა. ნიკამაც არ დააყოვნა და მოგვიახლოვდა.
- ზდაროვა ბრატ... - მიესალმა ჩემს ძმას და სიგარეტს მოუკიდა
- გაგიმარჯოს - უთხრა ბექამ და აათვალიერა, მერე მე შემომხედა.
- 2 წუთი ცალკე გავიდეთ შეიძლება?
- ჩემი ძმაა - ვუთხარი ნიკას და დაბღვერილმა შევხედე.
- გასაგებია
- წამოდი აბა ერთი - საშინელი ტონით უთხრა ბექამ და ცალკე გავიდნენ, სასაცილოდ ვიდექი შუა ქუჩაში და ვუყურებდი ოდნავ მოშორებით მდგარ ბიჭებს. უცებ ნიკამ დაიყვირა და დავინახე როგორ დაარტყა ბექამ. შემეშინდა, ვერ გავიგე რა უნდა გამეკეთებინა, ბიჭებს მივვარდი და შუაში ჩავდექი. ნიკას უკვე უნდა დაერტყა ბექასთვის და მუშტი ცხვირთან გამიჩერა, საშინელი სახე ჰქონდა, ნესტოები დაებერა და ტუჩიდან სისხლი სდიოდა, მერე ბექას შევხედე.
- წავიდეთ!.- ვუთხარი ბექას, მკლავში ხელი წავავლე და ადგილიდან ძლივს დავძარი. ნიკა გაშეშებული იდგა, კორპუსში ისე შევედით იმ ადგილს არ მოშორებია.
- რა მოხდა? - ვკითხე ბექას.
- მეორედ ეგ ბიჭი მოგიახლოვდება თუ არა მიშინვე მირეკავ, გასაგებია?
- მისმინე, ეს ამბავი აქვე მორჩეს, აღარ ნახო, გეტყვი თუ კიდევ შეეცდება ჩემთან მოახლოებას.
სახლში შევედით. მთელი დღე ვცდილობდი ლუკასთან დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გადავწყვიტე დიმასთვის დამერეკა და მეკითხა ხომ არ იცოდა როგორ ან სად იყო ლუკა.
- გისმენთ - მიპასუხა ბიჭმა
- დიმა შენ ხარ?
- კი მე ვარ ნია.
- როგორ ხარ?
- რავი, რა ხდება ხო მშვიდობაა?
- ვცდილობ ლუკას დავუკავშირდე, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს
- რაღაც საქმეზეა, არ ინერვიულო, თვითონ დაგიკავშირდება.
- კარგი, მადლობა
- არაფრის, თუ რაღაცაა ხოიცი შეგიძლია დამირეკო.
- მადლობა.
ტელეფონი გავთიშე და გავბრაზდი, განა რა საქმეზეა ლუკა მთელი დღე ერთხელ რომ არ დამირეკა, ან არ მომწერა. დასაძინებლად დავწექი, ტელეფონმა დარეკა, გიჟივით ვუპასუხე, უცხო ნომერი იყო, ლუკა მეგონა
- ბატონო
- ბოდიში მინდა მოგიხადო
- ბატონო?
- ნიკა ვარ, არ გათიშო
- გისმენ
- ბოდიში დღევანდელისთვის, უბრალოდ ყოველთვის იმას ვიღებ რაც მინდა.. შენ კიდევ ერთ უბრალო გასეირნებაზე უარი მითხარი...
- მე არ მინდა შენთან გასეირნება.. და დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი, მეროედ ჩემს ძმას ახლოს აღარ მიეკარო!
- კარგი, მაშინ ერთი სურვილი უნდა შემისრულო. . ხვალ საღამოს სადმე წყნარ ადგილას გავისეირნოთ.
- არა
- მაშინ შენს ძმას ამ მუშტს ვანანებ...
-ხვალ სად და რომელ საათზე?
- ექვსი საათისთვის გამოგივლი.
- კარგი!- ვუთხარი და ტელეფნი გავთიშე. ისევ ვცადე ლუკასთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, არაფერი დამემალა. მომდევნო დღემ მშვიდად ჩაიარა, ლიზი ვნახე, ლაშაზე არაფერი მითქვამს. საღამოს 6 საათზე გავემზადე, ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, ნიკა იყო,სადარბაზოსთან გელოდებიო მწერდა.
- გამარჯობა - მითხრა და დამნაშავე ბავშვივით მიწას დახედა
- გაგიმარჯოს, და მისმინე, ამ გასეირნებას არ ექნება არანაირი მნიშვნელობა, არც ჩემთვის არც შენთვის, ეს იქნება იძულებითი გასეირნება რომელიც ასე ძალიან გინდოდა და გილოცავ, შენსას მიაღწიე.
- კარგი, დამშვიდდი, პირველი და უკანასკნელი გასეირნებაა.
ორივე ჩუმად მივუყვებოდით გზას, აცივდა, თხელი ჟაკეტი მეცვა, ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ ხელები მიკანკალებდა სიცივისგან. ქურთუკი გაიხადა და უხმოდ მომაწოდა.
- არ მინდა!
- ჩაიცვი, მე თუ გაწყენინე ჩემი ქურთუკი არაფერ შუაშია, თანაც ჩემს გამო თუ გაცივდი წარმოდგენაც არ მინდა როგორ შემიძულებ
- არც ახლა მეხატები გულზე - ვუთხარი და ქურთუკი გამოვართვი.
- კაფეში შევიდეთ, ყავა დავლიოთ.
- არ მინდა, ასე სიარული მირჩევნია.
- შენი ნებაა.
- არ გცივა? - ვუთხარი და საცოდავად შევხედე
- ამაზე დიდი სიცივე ამიტანია, დაიკიდე.
გავჩუმდი, ვერ ვიგებდი ამ ადამიანთან რაზე უნდა მელაპარაკა, სიგარეტს ეწეოდა და ჩუმად მოდიოდა.
- ხომ არავინ გაწუხებს? - მკითხა და ახალ ღერს მოუკიდა.
- კი, მაწუხებს
- მითხარი ვინ და ვეღარ შეგაწუხებს
- ნიკა.. გვარი არ ვიცი...
- ბერიძე - მითხრა და საოცრად გაიღიმა, ცალი ლოყა „ჩაეჩხვლიტა“.
- ხო, ნიკა ბერიძე...
- აღარ გაგაბრაზებს გპირდები.
- ამდენი სიგარეტი მოგკლავს - ვუთხარი და დავახველე.
- გინდა ერთი ლამაზი ადგილი განახო?
- სხვა გზა მაქვს?
- არა - მითხრა და სიგარეტი გადააგდო.
- და სად მივდივართ?
- სურპრიზია.
მეტროში ჩავედით. ეს „გრუბი“ ბიჭი კარგ ხასიათზე მოვიდა, ცანცარებდა. ხან ვიღაც კაცს აჯავრებდა, ხან ქალს... ხასიათზე მოვედი. მეტროდან რომ ამოვედით უკვე შებინდებული იყო. მეტეხის ეკლესიისკენ წავედით. გზაში დაჭერობანა მეთამაშა, დამავიწყდა კიდევაც რომ ეს ბიჭი მძულდა და აქ მხოლოდ ჩემი ძმის უსაფრთხოების გამო ვიყავი. ბოტანიკურ ბაღამდე ფეხით ჩავედით.
- ამ დროს ღია იქნება? - ვუთხარი და დაეჭვებულმა შევხედე
- არა.. - მითხრა და ხელი ჩამკიდა. - შევიპარებით
- მერე დაცვა?
- შევიპარებით.. ანუ ... დაცვამ არ უნდა დაგვინახოს...
ხმა არ ამომიღია, ყოველთვის მინდოდა რაღაც სიგიჟის გაკეთება და ოცნება მიხდებოდა, მაგრამ მეშინოდა. დაცვას გვერდი ავუარეთ და შიგნით შევედით. ულამაზესი იყო, ვიწრო ბილიკს გავუყევით.
- ჩანჩქერთან მივიდეთ.. - მითხრა და ქურთუკი გამისწორა.
- არ გცივა?
- არა... ჩუმად...
ჩუმად გავუყევით ბილიკს. ცოტახანში ჩანჩქერთან მივედით.
- როგორ ცივა აქ... - ვუთხარი და დავახველე.
- მგონი გაგაციე - მითხრა უკმაყოფილო ხმით.
- არა, მგონი შენ გაცივდები - ვუთხარი და ავათვალიერე, თხელი შავი სვიტრი ეცვა.
- ამაზე უარესები ამიტანია - მითხრა და მკლავში ხელი წამავლო. - გავიქცეთ.
ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შემდგომ ფანარით ხელში ჩვენსკენ მომავალი დაცვა შევნიშნე. გავრბოდით, ორივეს სიცილი გვიტყდებოდა. სახლამდე მიმაცილა. ქურთუკი გავიხადე და დავუბრუნე
- მადლობა..
- არაფრის..
- არ მეგონა ეს საღამო თუ ასეთი იქნებოდა. ბოდიში რომ ძალიან მძულდი..
- ახლა აღარ გძულვარ?
- ისე ძალიან აღარ.. - ვუთხარი და გავიღიმე
- შედი თორემ გაიყინები, დროებით - მითხრა და თვალით მანიშნა სადარბაზოში შედიო. სახლში შევედი,საშინლად მშიოდა. მე და ბექამ ვივახშმეთ, მამა ოთახში იყო ჩაკეტილი, საბუთებს აგვარებდა, დედა კომპიუტერში ადგენდა რაღაც დოკუმენტს.
- ის ბიჭი ხომ აღარ გამოჩენილა? - მკითხა ბექამ და ჩაი მოსვა
- არა აღარ - ვთქვი ისე რომ მისთვის თვალებში არ შემიხედავს.
11 საათი ხდებოდა, ოთახში შევედი, სასწავლი მქონდა, თუმცა დამეზარა. ლუკა ისევ არ გამოჩენილა, დიმასთან ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ გადავიფიქრე.
მომდევნო დღეს გადავწყვიტე უნივერსიტეტში არ წავსულიყავი და დამესვენა. 12 საათისთვის ავდექი, მალევე ტელეფონმა დარეკა, ნიკაა.
- გისმენ
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- ვიფიქრე ხომ არ გამიცივდა თქო გუშინ..
- არა კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
- რავი ნორმალურად, დღეს რა გეგმები გაქვს?
- არანაირი, თავისუფალი ვარ.
- ხოდა ვიფიქრე..
- ნიკა, მისმინე, მე გუშინ ჩემი ძმის გამო შეგხვდი, დღეს აღარ ვაპირებ შენს ნახვას.
- კარგი გასაგებია, წარმატებები. - მითხრა და ტელეფონი გათიშა. გამიკვირდა. მეგონა ისევ შეეცდებოდა რამის მოფიქრებას. მთელი შუა დღე უსაქმურად გავატარე, ყოველ ორ წუთში ვამოწმებდი ტელეფონს იმ იმედით რომ ლუკა ან მომწერდა, ან დამირეკავდა. ვეღარ მოვითმინე და დიმას დავურეკე.
- ხო ნია
- ლუკასგან ხომ არაფერი ისმის?
- არა, დღეს ველაპარაკე სანდროს, ამ დღეებში ჩამოვლენ, ალბათ ხვალ, ან ზეგ.
- და თუ სანდროს შეუძლია დარეკვა, იქნებ დამირეკოს ლუკამაც?
- რავი, ეტყობა ვერ მოიცალა.
- კარგი მადლობა,კარგად. - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ძალიან ვიყავი ნაწყენი, რა საქმეზეც არ უნდა ყოფილიყო, შეეძლო ერთხელ მაინც დაერეკა და მოვეკითხე, რახან დიმაა აქ ეს იმას არ ნიშნავს რომ თვითონ არ უნდა დამირეკოს და მომიკითხოს, საღამო ნერვებ მოშლილმა გავატარე. 7 საათი ხდებოდა, გარეთ უკვე შებინდებული იყო, ლიზიმ დამირეკა.
- ხო ლიზ
- გოგო სად ხარ?
- სახლში, რა ხდება?
- მიდი რა მაკდონალდსთან ვარ და გამოდი.
- მარტო ხარ
- კიი
- კარგი მოვდივარ.
ჩავიცვი და 10 წუთში მაკდონალდსთან ვიყავი. წინ ლიზი იდგა.
- შევიდეთ.
შიგნით შევედით. ერთ მაგიდასთან ლაშა და ნიკა ისხდნენ. არ მესიამოვნა, ლაშას დანახვა მითუმეტეს.
- ლიზი... - ჩავიბურტყუნე სანამ მივუახლოვდებოდით.
- ნიკამ მთხოვა - ხმადაბლა მითხრა და მხრები აიჩეჩა. მაგიდასთან მივედით.
- მე ბევრი დრო არ მაქვს... - ვთქვი და უხალისოდ დავჯექი.
- მე კიდევ ამათ საჭმელებს ვერ ვიტან - თქვა ნიკამ.
- ხოდა გავიდეთ - ვუთხარი ნიკას. ლიზის გაოცებული სახე მომხვდა თვალებში, ბოდიში მოვიხადეთ და გარეთ გამოვედით. ქუჩას ჩავუყევით.
- ჩვენ პიშკები ვჭამოთ - მითხრა და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა.
- კარგი.. - ვუთხარი და ტელეფონს დავხედე.
ქუჩაში ვიღაც ორი ბიჭი შეგვხვდა. ნიკა მოიკითხეს, სად დაიკარგე რომ აღარ ჩანხარო, უსაყვედურეს, მალევე წავიდნენ.
- ამ არასასიამოვნო ტიპებთან რატომ ძმაკაცობ.
- სულაც არ არიან არასასიამოვნოები. - მითხრა მკაცრი ტონით.
- ვისთვის როგორ...მოიცადე - ვუთხარი და მანქანას თვალი გავაყოლე, რომელმაც გვერდით ჩაგვიარა.
- რა ხდება? - მკითხა ნიკამ და მანაც მანქანას გააყოლა თვალი. მანქანა შუქნიშანთან გაჩერდა
- ლუკას მანქანაა - ამოვილუღლუღე
- ჰო, ლუკა ანდრიაძის, შენ საიდან იცნობ? - გაკვირვებულმა შემომხედა ნიკამ.
- რომ გითხარი სხვა მომწონს თქო..
- ამაზე მითხარი? - თქვა ნიკამ გაოცებულმა და შეჩერდა.
- კი, მაგრამ ახლა ის ბათუმში უნდა იყოს...
- ალბათ ჩამოვიდა, ხშირად დადის ხოლმე.. - მითხრა და გამიცინა
- ბატონო?
- ბათუმში ბო*ები ყავთ მაგათ სასტავს, ხშირად დადიან-მეთქი.
- ხო, ნუ სერიოზული ჩვენს შორის არაფერი ყოფილა... და არც იქნება.. - ვთქვი ჩუმად და გზა გავაგრძელე, ნიკა უკან გამომყვა.
- ბოდიში, არ უნდა მეთქვა.
- უნდა გეთქვა, თუმცა მაგას მაინც გავარკვევ სად იყო და რატომ - ვთქვი და ჩემმა სიტყვებმა მეთვითონვე დამაეჭვა.
- ცუდი ბიჭი არაა - თქვა ნიკამ - ვიღაცეებისგან განსხვავებით ესმის კაცური ლაპარაკი,ნუ სიტუაციას გააჩნია, თან მდიდარი მამიკოს ბიჭია, ჩემგან განსხვავებით... - ბოლო სიტყვები განსაკუთრებული სიჩუმით თქვა.
- პიშკები ვჭამოთ და ამაზე აღარ ვილაპარაკოთ -ვუთხარი და ნაბიჯს ავუჩქარე. იმ საღამოს ლუკა არ გამოჩენილა. ნიკამ სახლამდე მიმაცილა. 10 საათი ხდებოდა.ძლივს ვითმენდი რომ ლუკასთვის არ დამერეკა. მომდევნო დილით უნივერსიტეტში წავედი, უნივერსიტეტიდან გამოსულმა წინ ლუკას მანქანა შევნიშნე, ახლოს მივედი. დიმასთან ერთად იყო. რომ დამინახა მანქანიდან გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.
- როგორ ხარ? -მითხრა და გადამკოცნა
- სად იყავი?
- ბათუმში - გაოცებული სახე მიიღო, მე გული ამიჩქარდა, მინდოდა მეთქვა ნიკას ნათქვამი, მაგრამ მშვიდად გავაგრძელე საუბარი
- როდის ჩამოხვედი?
- გუშინ.
- და რატომ არ მირეკავდი? ან მწერდი..
- ვერ მოვიცალე, ნია, ხომ გითხარი, საქმეზე ვიყავი...
- და გუშინ? რომ ჩამოხვედი, რატომ არ დამირეკე? ან რატომ არ მნახე?
- ვერ მოვიცალე. - მოკლედ გამიმეორა პასუხი.
- რა ჯანდაბა გჭირს?
- მე? - გაიოცა ლუკამ - შენ თვითონ რა ჯანდაბა გჭირს? კარგი ეჭვიანი შეყვარებულივით მისვამ შეკითხვებს...
- მართალი ხარ, ჯობდა არაფერი მეკითხა - ვუთხარი და გაბრაზებული გზაზე გადავედი
- ნია!!! - დაიყვირა და უკან გამომყვა.დამეწია - მისმინე, ცოტა უხეშად გამოვიდა, მაგრამ რომ შემძლებოდა ხომ დავრეკავდი?
- არ ვიცი - ვუთხარი დათვალებში ჩავხედე, მინდოდა დამენახა რომ არ მატყუებდა, რომ შეიძლებოდა მისი ნდობა, მაგრამ მისი დიდი შავი თვალები არაფერზე ფიქრი საშუალებას არ მაძლევდნენ.
- მანქანით გაგიყვან სახლში.
- ფეხით მინდა სიარული... - ვუთხარი და ჩანთა შევისწორე.
- კარგი რა, გთხოვ, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი...
- კარგი . -ვუთხარი და მანქანისკენ გავყევი, მანქანიდან დიმა გადმოვიდა
- ნია, როგორ ხარ?
- კარაგად, შენ?
- რავი... - ლუკას მიუბრუნდა - მე აქ დავრჩები გუკა უნდა ვნახო.
- კაი ბრატ. - თქვა ლუკამ და მანქანის კარი გამიღო. ჩავჯექი, ღვედი უხალისოდ გავიკეთე. ლუკას გვერდით ყოფნა რაღაცნაირად არ მესიამოვნა. ლუკაც ჩაჯდა მანქანაში, ღვედი,ჩვეულებისამებრ არ გაიკეთა, მე არაფერი მითქვამს.
- რა ჩუმად ხარ? - მკითხა და გადმომხედა.
- რა ვთქვა?
- რავიცი, შეცვლილი მეჩვენები.
- თმა შევიღბე - ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
- უი, ვერ შევნიშნე, ოდნავ გაქვს თმა გაღიავებული,ხო?
- ხო.. - ვუთხარი უხალისოდ.- შენ რას შვებოდი ბათუმში?
- აუ რავი... - თქვა და გაჩუმდა. მეც აღარაფერი მითქვამს. პადიეზდთან გამიჩერა. - დღეს რომელზე გამოგიარო?
- და რატომ უნდა გამომიარო?
- გავისეირნოთ სადმე, სამი დღეა არ მინახიხარ.
- მეზარება, ხასიათზე არ ვარ.
- კარგი როგორც გინდა.
- კარგად - ვუთხარი და კიბეებზე სწრაფად ავირბინე. ჩანთა შესასვლელში უხალისოდ მივაგდე, სახლში არავინ დამხვდა. ოთახში შევედი და მუსიკა ჩავრთე. ვიჯექი უაზროდ და არაფერზე ვფიქრობდი, ამ წამს ცხოვრება ძალიან უაზროდ მომეჩვენა, გული მწყდებოდა რომ ლუკაში სხვა პიროვნებას ვხედავდი და ის არ აღმოჩნდა, იმედგაცრუებას არა , სიცარიელეს ვგრძნობდი, ალბათ დროზე აღმოვაჩინე რანაირი ბიჭიც იყო, დღეს არც გული ამჩქარებია, არც მის ღიმილს გამოუწვევია ჩემში განსაკუთრებული გრძნობა. ალბათ ყველაფერი ასე აჯობებდა რომ ყოფილიყო. მერე ჩემდა უნებურად ნიკა გამახსენდა და გონებაში ლუკა და ნიკა ერთმანეთს შევადარე, არა, რაღაცით თითქოს გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ნიკა სხვა იყო, რაღაცნაირი, ვერ ვენდობოდი, ჩემში რაღაცნაირად შიშს იწვევდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაცაზე არ ვეთანხმებოდი და უცებ საზარელი ხმით იწყებდა ლაპარაკს, ლუკა შედარებით თავდაჭერილი იყო, მაგრამ... მატყუარა. ნიკას კი არ ვიცნობდი კარგად, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ლუკასაც არ ვიცნობდი... ნიკამ დამირეკა
- რას შვები?
- არაფერს, შენ?
- რა ხმა გაქვს, ხო მშვიდობაა?
- რავიცი კი. უბრალოდ ვერ ვარ ხასიათზე
- ნახე ლუკა?
- კი ვნახე
- რაო?
- არაფერი საქმეზე ვიყავიო, რა საქმეზე არ მითხრა. სახლში მომაცილა წეღან..
- კაი, დაისვენე, გამოიძინე და გადაგივლის ეგ ხასიათი. წავედი მე, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.
- კარგი ნიკა, კარგად.
ტელეფონი გავთიშე და დასაძინებლად დავწექი. მალევე ჩამეძინა. მომდევნო დღეს გვიან ავდექი, 1 საათი ხდებოდა, ლექცია სამზე მქონდა, ჩავიცვი და მისაღებში გავედი, იქ ბექა და თავისი მეგობარი ლილი ისხდნენ.
- გამარჯობა ლილი, როგორ ხარ?
- კარგად ნია შენ?
- რავი.. რას წერთ?
- რეფერატს.. ნია შენს ძმას უთხარი რამე - თქვა ლილიმ და ბექას გაბრაზებულმა შეხედა
- რა ხდება?
- ყურადღებას ნუ მიაქცევ - გაიცინა ბექამ და წერა გააგრძელა
- რა ხდება და - დაიწყო წვრილი ხმით ლაპარაკი ლილიმ - მომდევნო კვირას სკოლაში არჩევნები გვაქვს, საპრეზიდენტო, სკოლის პრეზიდენტს არჩევენ, და შენი ძმა მონაწილეობას არ იღებს, არ მინდაო..
- ნუ თუ არ უნდა.. - გამეცინა და ბექას შევხედე.
- ჯიგარი ხარ, დილიდან ტვინს მიჭამს - თქვა ისე რომ წერა არ შეუწყვეტია..
- ვინ გიჭამს ტვინს... - აწუწუნდა ლილი.
სამზარეულოში შევედი. ლილის წუწუნი დიდხანს ისმოდა. უნივერსიტეტში წავედი. ლაშა და ლიზი შესასვლელთან იდგნენ.
- გამარჯობათ- მივესალმე და მათთან ერთად დავდექი. ხმა არ ამოუღიათ.- რა გჭირთ?
- მებუტება.. - თქვა ლაშამ და გაიცინა
- აჰა, კიდევ იცინის.
- და რაზე იბუტები? - მივხედე ლიზის
- გოგო - მომიბრუნდა სასაცილოდ, მე და ლაშამ სიცილი ერთდროულად ავტეხეთ - რატომ და ანტიკურის ლექტორს ეკაიფებოდა მთელი ლექცია, ვეუბნები ლაშა მოისვენე თორემ გაგებუტები, ლაშა ჩუმად თორემ მართლა გაგებუტები მეთქი და აჰა, მაინც ვერ მოისვენა.. ხოდა გავებუტე!
სიცილს ვერ ვიკავებდი. ლაშას ღალატი „გაატარა“ და ახლა ყველაზე დიდ სისულელეზე იბუტება, სექტემბრიდან მოყოლებული ლაშა ან აცდენს ლექციებს, ან ლექტორებს სისხლს უშრობს... ამას კი დღეს აუტყდა გაბუტვა.
- გეგონება პირველად ვიქცევი ასე - თქვა სიცილით ლაშამ
- აჰა - მე შემომხედა ლიზიმ - უთხარი მაგ ვაჟბატონს რომ არ მაინტერესებს...
- მესმის - სიცილით თქვა ლაშამ
- ხოდა კიდევ უთხარი რომ ხვალ წერა აქვს ანტიკურში და რამდენიც უნდა ებლატაოს ლექტორს!
- კიდევ მესმის...
- მე თქვენი ნერვები არ მაქვს.. - ვთქვი და უნივერსიტეტში შევედი. ლექციის შემდეგ სახლში წავედი. არც ლუკას დაურეკავს, არც ნიკას. საღამოს ნიკას დავურეკე.
- ხო ნია.. - მისი ხმა არ მომეწონა.
- რა გჭირს?
- რავი არაფერი, ხო მშვიდობაა?
- კი, მოსაკითხად დავრეკე..
- კარგად ვარ, მადლობა, შენ?
- რავიცი მეც.. რომ აღარ გამოჩნდი.. ვიფიქრე მოვიკითხავ თქო.
- ხო- მოკლედ მიპასუხა
- დღეს რას აკეთებ? - ჩემდა გსაოცრად წამომცდა ეს კითხვა
- ნია. მე...
- გისმენ...
- დღეს იმიტომ არ დაგირეკე, არ მინდოდა ასე გენახე, მაგრამ რაღა დაგიმალო და ვერ ვძლებ, ნახევარ საათში მანდ ვარ.
- კარგი - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ნია, რა ჯანდაბა გჭირს, ურეკავ და შენთან იბარებ იმ ბიჭს რომელმაც პაემანზე ძალით, შანტაჟით წაგიყვანა. რომლის „სასტავსაც“ ლუკა სულ ზიზღით იხსენიებდა. ვინანე რომ დავურეკე. ნახევარ საათში ნიკაც მოვიდა. გარეთ წვიმდა. სახლში შემოვიპატიჟე, დიდი ხვეწნის შემდეგ შემოვიდა, მამა სახლში არ იყო, დედა სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა. ჩემს ოთახში შევედით. ახლაღა შევამჩნიე ნიკას თვალთან სილურჯე, ხელი კი გადაყვლეფილი ჰქონდა. ხმა არ ამოუღია, საწოლზე ჩამოჯდა.
- რა გჭირს? - შეშინებული მივუჯექი გვერდით, მისი ხელი ავიღე და სახესთან მივიტანე - ხელი რას გიგავს, იჩხუბე?
თავი ჩაღუნა, ხმას არ იღებდა.
- ნიკა...
- ხო, ვიჩხუბე.
- რატომ?
- ლუკა ვნახე.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავი დამნაშავედ ვიგძენი.
- რატომ?
- არ მინდა გული გატკინოს. ვლაპარაკობდით. მერე გამოტყდა ბათუმში რატოც იყო, მერე ისიც დააყოლა რომ სერიოზულად არ გიყურებს მერე კიდევ უაზროდ, არასწორად ილაპარაკა და...
- ლუკა როგორაა?
- მე მარტო ვიყავი.. - ჩუმად ლაპარაკობდა
- და ის?
- ეგ და მაგის რამდენიმე ძმაკაცი.
- ღმერთო ჩემო... - გაოგნებული ვუყურებდი, თვალებში ვერ მიყურებდა. ხელი დამალა. დალურჯებულ თვალზე დავაშტერდი.
- არ ინერვიულო.. - მითხრა ბოლოს
- როგორ არ ვინერვიულო? ჩემს გამო მიდიხარ ბიჭთან და სცემ.. ჩემს გამო.. მას ხომ არაფერი დაუშავებია...
- ვიცი... და ვერც დაგიშავებს- ისევ თავჩაღუნული ლაპარაკობდა.
- მე შენთვის არავინ არ ვარ, გესმის? და არ ღირდა ეს ამბავი ჩემს გამო... მე არც ლუკასთვის ვარ რამე...
- როგორ არა, შენი მუღამი აქვს...
- რას ქვია მუღამი?! - ხმამაღლა დავიყვირე
- შენნაირი გოგო რომ უნდა ადამიანს და მოსწონს ადვილად მისაღები რომ არაა, აი მაგას.
დავიბენი, გაშტერებული ვუყურებდი, ხელები კალთაში ედო და სასაცილოდ იჯდა. ლუკაზე ვბრაზობდი მაგრამ გამეცინა.
- რა გაცინებს? - მითხრა და ამომხედა
- შენც ხომ ჩემი მუღამი გაქვს - ვუთხარი ღიმილით
- მქონდა.. - მითხრა ისე რომ თვალი არ მოუცილებია
ხმა ვეღარ ამოვიღე, ასე ვისხედით გვერდიგვერდ რამოდენიმე წუთით.
- და ახლა ლუკამ თუ მომწერა, ან დამირეკა, ან სადმე დამხვდა, რა უნდა ვქნა?
- მაშინვე უნდა დამირეკო..
- რატომ, კიდევ რომ იჩხუბო და მეორე თვალიც ჩაგილურჯოს?
- ნეტა მარტო ყოფილიყო.. - დანანებით თქვა ნიკამ.
- გაჩერდი გთხოვ.. რაც მოხდა მოხდა, ლუკასგან თავს შორს დავიჭერ..
- ნიააა- დაიძახა დედამ
- ხო დეე
- გამოდით შენ და შენი სტუმარი, ვახშამი მზადაა.
ნიკა ძლივს დავიყოლე ვახშამზე დარჩენილიყო. მამა სახლში არ იყო, ბექა კი გვიან დაბრუნდა, მაგიდასთან რომ მოვიდა და ნიკა დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა. მერე მე გადმომხედა, უხერხულად გავუღიმე, არაფერი უთქვამს, არ მშიაო და ოთახში შევიდა. ნიკას გავხედე, შემომხედა.
- ჩემი წასვლის დროა - მერე დედაჩემს მიუბრუნდა- მადლობა, ყველაფერი გემრიელი იყო.
- არაფრის - გაუღიმა დედამ. სადარბაზოში ჩავაცილე. სადარბაზოს წინ ლუკას მანქანა იდგა. უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ვიგრძენი როგორ შემცივდა. ნიკას შევხედე.
- სახლში ადი - მითხრა მკაცრი ტონით.
- არა.. - ვუთხარი და ხელი ჩავჭიდე.მანქანის კარი გაიღო, ლუკა გადმოვიდა. მანქანაში მეტი არავინ იყო. ნიკამ ხელი გამიშვა და ლუკასკენ წავიდა. ადგილზე გავქვავდი. ლუკასთან მივიდა თუ არა მაშინვე დაარტყა. ლუკა წაბარბაცდა, თავი ძლივს შეიკავა. დავიყვირე. ლუკამ ცხვირიდან წამოსული სისხლი შეიწმინდა და ნიკასკნ წავიდა, უნდოდა მუშტი დაერტყა, მაგრამ ნიკამ გვერდით გაწევა მოასწრო. ახლა მეორე მუშტი უთავაზა. ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა და ძირს დაეცა.
- შენი ერთგული ძაღლები რა უყავი? - დაიღრიალა ნიკამ - მარტოს არაფრის თავი არ გაქვს?
ლუკას ხმა არ ამოუღია, მე გამომხედა. წამოდგა, ტანსაცმელი დაიბერტყა, უსიამოვნოდ გაიღიმა
- არ შეგარჩენ - უთხრა ნიკას, მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით წავიდა. ნიკასთან მივირბინე.
- კარგად ვარ.. - მითხრა ისე რომ ლუკას მანქანისთვის თვალი არ მოუცილებია. - ადი სახლში, ცივა..
- არ მცივა, მეშინია
- რის გეშინია სულელო? - მითხრა და ხელები ლოყაზე დამადო, ნუ გეშინია მოდი აქ - მითხრა და გულზე მიმიკრა, ცოტახანს ასე ვიდექით, მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა, აღარ მციოდა, განაბული ვიდექი, მერე შუბლზე მაკოცა და თვალები თვალებთან გამისწორა.
- ერთი რაღაც იცოდე.. შეიძლება მე ძალიან ცუდი ვარ, ბევრისთვის, ჩემებისთვის, ჩემი დისთვის, ნათესავებისთვის, ბევრი არასწორი რაღაც გამიკეთებია, შენთანაც არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ამისნაირ არაკაცებს არ მივცემ უფლებას გული გატკინონ.. ახლა კი სახლში დაბრუნდი და არ ინერვიულო, მეტი აღარაფერი მოხდება..
- არ შეგარჩენო რომ თქვა.. - ძლივსგასაგონად ვთქვი
- დღეს მარტო ვიყავი, მე დიდი სამეგობრო მაქვს, თვითონაც კარგად იცის არფრის ტ*აკი რომ არ აქვს.. ვერაფერს გაბედავს
- კრგი, თავს გაუფრთხილდი გთხოვ, არ მინდა ჩემს გამო რამე შარში..
- ჩშშშ.. შედი სახლში.
წამოვედი. გაქვავებული იდგა. სახლში შევედი. ბექა მელოდებოდა
- ამიხსნი რა ხდება?
ბექას ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე ეთქვა რატომ დაარტყა იმ დღისით ნიკას.
- მითხრა რომ არასდროს დაგანებებდა თავს.. მითხრა კი არა დაიყვირა... მე კიდევ თავი ვეღარ შევიკავე..
- შევალ დავიძინებ, რთული დღე მქონდა..
- ნია..
-ხოო..
- არაფერი დამიმალო, თუ გინდა კიდევ ერთხელ დაველაპარაკები..
- არა, ყველაფერი რიგზეა..ნიკა სხვანაირია..
- შენ ლუკაზეც ზუსტად ასე მითხარი..
- ერთხელ შევცდი.. მაგრამ ნიკა.. არ ვიცი როგორ გითხრა..
- მიდი დაიძინე - საცოდავი ხმით მითხრა ბექამ. დასაძინებლად შევედი. ვერ ვითმენდი, ვნერვიულობდი, წარმოვიდგენდი როგორ დახვდებოდა სახლთან ნიკას ლუკა თავის მეგობრებთან ერთად... ნიკას დავურეკე
- ხო ნია
- მიხვედი სახლში?
- კი, ამ წამს შევედი.შენ რას შვები, დაწყნარდი?
- კი, ვიფიქრე მოვიკითხავ თქო.. შემეშინდა..
- ნუ გეშინია სახლთან არავინ დამხვედრია
- კარგი, დროებით.
- ტკბილი ძილი. ხვალ დაგირეკავ
კიდევ დიდხანს არ დამძინებია.



№1  offline წევრი mani156

ძააან მომწონდა ლუკა მაგრამ ამ თავში ნიკა უფრო მომეწონა :დდ ძააან საყვარელი ბიჭი ჩაანს ^^ ლუკასთან არ დააბრუნო რა :დდ

 


№2  offline წევრი Masho_97

mani156
ძააან მომწონდა ლუკა მაგრამ ამ თავში ნიკა უფრო მომეწონა :დდ ძააან საყვარელი ბიჭი ჩაანს ^^ ლუკასთან არ დააბრუნო რა :დდ

მომდევნო თავი უკვე მზად მაქვს :დდ <3 დიდ ინტრიგებს ვხლართავ am მიხარია რომ მოგწონს <3 გპირდებით იმედს არ გაგიცრუებთ love

 


№3 სტუმარი A

Oe.... Dzalian chaxlartuli istoriaa da tan saintereso male dade ra sjemdegi.

 


№4  offline წევრი Masho_97

A
Oe.... Dzalian chaxlartuli istoriaa da tan saintereso male dade ra sjemdegi.

ხვალ დავდებ ახალ თავს <3

 


№5 სტუმარი smallest

ნერვები მეშლება ამ ლუკაზე :/ მალე დადე რა.

 


№6  offline მოდერი bibo

vae es nika ra biskviwia ra cxovreba vgijdebi nikaze gadmomigde...au ra shemecoda eg puliani mamikos shvilia me araooo sawyali.ar minda lukastan me nikastan .inda warmatebebi tkbilo aba shen ici shokoladooo mal male dade didize didi tavebi ra

 


№7  offline წევრი Masho_97

bibo
vae es nika ra biskviwia ra cxovreba vgijdebi nikaze gadmomigde...au ra shemecoda eg puliani mamikos shvilia me araooo sawyali.ar minda lukastan me nikastan .inda warmatebebi tkbilo aba shen ici shokoladooo mal male dade didize didi tavebi ra

გაიხარე საყვარელოო მადლობაა <3 <3 <3 ხვალ დავდებ ახალ თავს <3 <3 და შევეცდები რაც შეიძლება დიდი იყოს და ბევრი საინტერესო რამ მოხდეს <3

 


№8  offline მოდერი bibo

Gelodebiii icode chitooo.exa ise ar qna nika cudi ro iyo da luka ro kargi ro moswonda ....me nikaze vgijdebi da imedia amasac sheuyvardeba ragac kargia nika saocreba.warmatebebi tkbiloo chokolado gelodebi icode sulmoutqmelad sixarulooo didze dididz dididz dididze didi tavit raa

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

ეს ,,ჩათლახი" ლუკა :დდ ნიკა მომეწონა მე და იმედია ბოლომდე შეინარჩუნებს კარგი ადამიანის იმიჯს <3 ძალიან მომწონს ისტორია,ველოდები შემდეგ თავს.

 


№10  offline წევრი Masho_97

bibo
Gelodebiii icode chitooo.exa ise ar qna nika cudi ro iyo da luka ro kargi ro moswonda ....me nikaze vgijdebi da imedia amasac sheuyvardeba ragac kargia nika saocreba.warmatebebi tkbiloo chokolado gelodebi icode sulmoutqmelad sixarulooo didze dididz dididz dididze didi tavit raa

ვაიმე რა თბილი ხარ შენ <3 მადლობა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები love

Lanas Statusebi
ეს ,,ჩათლახი" ლუკა :დდ ნიკა მომეწონა მე და იმედია ბოლომდე შეინარჩუნებს კარგი ადამიანის იმიჯს <3 ძალიან მომწონს ისტორია,ველოდები შემდეგ თავს.

ლუკაზე გეთანხმები :დ შემდეგი თავი ხვალ დაიდება <3

 


№11  offline მოდერი bibo

Ooooo vnaxot ara ux vgijdebi me nikaze da ar minda male dasasruliii didi tavebi da kai erti 30tavii meore nawilzec ar vityvi uars meate nawilzec shoklado tkbilo warmatebebi da imedia nika bolomde gaqachavs am imijit warmatebebi chitooo chemi shoki moki gogo gelodebi sashinlad

 


№12  offline წევრი Masho_97

bibo
Ooooo vnaxot ara ux vgijdebi me nikaze da ar minda male dasasruliii didi tavebi da kai erti 30tavii meore nawilzec ar vityvi uars meate nawilzec shoklado tkbilo warmatebebi da imedia nika bolomde gaqachavs am imijit warmatebebi chitooo chemi shoki moki gogo gelodebi sashinlad

ძალიან დიდხანს გასტანს ეს ამბავი და საინტერესოდ განვითარდება მოვლენები გპირდები <3

 


№13  offline მოდერი bibo

Uhuuu momwons kargia vgijdebi shenze imedia nikac bolomde iqnebaaa da minda uyvardet ertmaneti da ar daishalos es wyvilii tkbilo aba shen iwo warmatebebi

 


№14  offline წევრი Masho_97

bibo
Uhuuu momwons kargia vgijdebi shenze imedia nikac bolomde iqnebaaa da minda uyvardet ertmaneti da ar daishalos es wyvilii tkbilo aba shen iwo warmatebebi

მადლობა love

 


№15 სტუმარი nino k.d..

nika am tavshi dzalian momewona misi sityvebi qceva da imedia bolomde ese gagrdzeldeba. luka ar momwondao ver vityvi magram, nikam rom shtabechdileba moaxdina chemze imdenad momewona rom luka vafshe agar momwons. tan nika mgoni zustad isetia me rom momwons. uyvars tbilia da sayvareli qalis dacva sheudzlia. mesrolet ra vinmem eseti. rac shegexeba shen dzalian magri gogo xar da imedi maqvs bolos Nikas darcheba. love

 


№16  offline წევრი Masho_97

nino k.d..
nika am tavshi dzalian momewona misi sityvebi qceva da imedia bolomde ese gagrdzeldeba. luka ar momwondao ver vityvi magram, nikam rom shtabechdileba moaxdina chemze imdenad momewona rom luka vafshe agar momwons. tan nika mgoni zustad isetia me rom momwons. uyvars tbilia da sayvareli qalis dacva sheudzlia. mesrolet ra vinmem eseti. rac shegexeba shen dzalian magri gogo xar da imedi maqvs bolos Nikas darcheba. love

უკცე ისე მაქვს გათვლილი,რომ ერთი სული მაქვს როდის გავაგრძელებბ:* მადლობა დიდი <3

 


№17 სტუმარი Black

კaia dzaan da velodebi semdeg tavswink

 


№18  offline წევრი Light

Arvici ravtqva luka dzalian momwonda wina tavebshi. am tavshi nika momewona. Ver vxvdebi romeli aris sando. Es nika ise uceb gamochnda tan imis shemdeg gamochnda rac niam lizis utxra rom lasha vigac gogostan ertad klubshi dainaxa. Dzalian avirie

 


№19  offline წევრი Masho_97

Light
Arvici ravtqva luka dzalian momwonda wina tavebshi. am tavshi nika momewona. Ver vxvdebi romeli aris sando. Es nika ise uceb gamochnda tan imis shemdeg gamochnda rac niam lizis utxra rom lasha vigac gogostan ertad klubshi dainaxa. Dzalian avirie

ღამე, თორმეტ საათს გადასცდება თუ არა, მაშინვე დავდებ ახალ თავს <3

 


№20 სტუმარი MariaM

Makled ra :Ddd suratebze iseti simpaWiuri bichebi arian erti gamirige :Dddd
Dzalian kargia.. Es tavi nagvlianad chavikitxe :(((
Otxive tavia xla wavikitxe da nikas sityvebma sashinlad damasevdiana .. Tu ar vcdebi ase tqva "mamikos fulebit gatamamebuli bichia me ki ara " tu ragac magdagvari ))))) tirili mominda magram ver vitire pirobas ar vargvev da vcdilob araferze vitiro chemi gulchvilobis miuxedavad :Dddd sashinlad kargad shedzeli chemi emociebis "dapyroba"... Gelodebi aucileblad <3

 


№21  offline წევრი Masho_97

MariaM
Makled ra :Ddd suratebze iseti simpaWiuri bichebi arian erti gamirige :Dddd
Dzalian kargia.. Es tavi nagvlianad chavikitxe :(((
Otxive tavia xla wavikitxe da nikas sityvebma sashinlad damasevdiana .. Tu ar vcdebi ase tqva "mamikos fulebit gatamamebuli bichia me ki ara " tu ragac magdagvari ))))) tirili mominda magram ver vitire pirobas ar vargvev da vcdilob araferze vitiro chemi gulchvilobis miuxedavad :Dddd sashinlad kargad shedzeli chemi emociebis "dapyroba"... Gelodebi aucileblad <3

შენ ემოციები მომდევნო ორ თავში ნახე love <3 დღეს, 12ზე დავდებ ახალ თავს.

 


№22 სტუმარი MariaM

Masho_97
MariaM
Makled ra :Ddd suratebze iseti simpaWiuri bichebi arian erti gamirige :Dddd
Dzalian kargia.. Es tavi nagvlianad chavikitxe :(((
Otxive tavia xla wavikitxe da nikas sityvebma sashinlad damasevdiana .. Tu ar vcdebi ase tqva "mamikos fulebit gatamamebuli bichia me ki ara " tu ragac magdagvari ))))) tirili mominda magram ver vitire pirobas ar vargvev da vcdilob araferze vitiro chemi gulchvilobis miuxedavad :Dddd sashinlad kargad shedzeli chemi emociebis "dapyroba"... Gelodebi aucileblad <3

შენ ემოციები მომდევნო ორ თავში ნახე love <3 დღეს, 12ზე დავდებ ახალ თავს.

Opa... Tu cudad gavxdi shen gabraleb wink
Geli geli mogeli me wuti yoveli lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent