უცნაური სიყვარული 4
-მარი მალე ახალი წელია და არაფერს არ გეგმავთ?? -არ ვიცი სანდრო შენ რაიმე იდეა გაქვს? -კი "სეკრეტ სანტა"... -მაგარია. -აუუ ხო გავაკეთოთ რა.(ნათია) -კარგი მოდით სახელებს დავწერ აი იმ ყუთში ჩავყრი და თქვენ ამოიღეთ. სანდრომ სახელები ჩამოწერა ყუთში ჩაყარა რიგრიგობით იღებდნენ მე ბოლო მივედი ფურცელი ამოვიღე და "სანდრო" 'ოღონდ ეს არა' გავიფიქრე. -აუუ ნეტა ჩემი სანტა რას მაჩუქებს?(ნათაი) -ერთი კვირა აქვს იმისთვის რომ მოიფიქროს.(მარი) -შენ რას ფიქრობ სანდრო?? რა გინდა გაჩუქოს სეკრეტ სანტამ??(ვაჩე) -მნიშვნელობა არ აქვს მე ყველაფერი გამეხარდება... -მე ვიცი რა გაეხარდება სანდროს უფრო სწორად რომ ვთქვა ვინ მე რომ ვიყო მისი სეკრეტ სანტა იმ ადამიან შევუფუთავდი და ვაჩუქებდი...(მარი) -მერე გაარკვიე და შემიფუთე.(სანდრო) -დღეს ჩემთან წამოდით არაყი დავითრიოთ და დავლიოთ.(ვაჩე) -მე ვერ წამოვალ ვაჩე.(რუსო) -მოდიხარ.(სანდრო) -შენ რატომ მიბრძანებ რა გავაკეთო?(რუსო) -ეს შენი უფროსის ბრძანებაა.(სანდრო) -მე არ ვსვამ.(რუსო) -ნუთუ?(სანდრო) -ხო მე ალკოჰოლს არ ვეტანები.(რუსო) -კარგი უბრალოდ წამოდი ჩვენთან ერთად.(სანდრო) -წამოვალ კარგი.(რუსო) მარისთან და ვაჩესთან წავედით... მარიმ კონიაკი მოიტანა ჩვენთვის ბიჭები კი არაყს სვამდნენ სანდრო ბევრს სვამდა ძალიან ბევრს... "სანდრო მეტი აღარ დალიო." "ეს შენ არ გეხება,რატომ ნერვიულობ რამდენს დავლევ ეს ჩემი ცხოვრებაა და მასში ცხვირის ჩაყოფის უფლება არ გაქვს." "რაც გინდა ის გააკეთე, არ მაინტერესებს მართალი ხარ ეს შენი ცხოვრებაა სადაც ჩემი ადგილი არ არის." "სხვათაშორის შენ თვითონ თქვი უარი ჩემს ცხოვრებაში ყოფნაზე." "მართალი ხარ." "ააა ცოტა დალიე და მეთანხმები კიდეც." -მარი მე წავალ კაი გვიანია უკვე.(რუსო) -მე გაგიყვან.(სანდრო) -არა იყოს ტაქსს გამოვიძახებ შენ ნასვამი ხარ.(რუსო) -მერე მე კი არა მანქანას ჩემი მეგობარი მართავს მოვა ხუთ წუთში.(სანდრო) -კარგი მაშინ წავედით.(რუსო) მანქანასთან მივედით მაგრამ არავინ ჩანდა... -დაჯექი მანქანაში.. -არა..აბა შენი მეგობარი უნდა მოსულიყო. -დაჯექი თორემ ძალით ჩაგსვამ. -ხმას დაუწიე.. -დაჯექი დროზე. სანდროს მანქანაში ჩავჯექით მაგრამ სანდრო ხმას არ იღებდა თან მანქანას მშვიდად და ნელა ატარებდა... დუმილი მე დავარღვიე: -სანდრო რა ხდება?? -არაფერი. -როგორ თუ არაფერი? -ხო აი ესე არაფერი. -სანდროოო.... ეს გზა ჩემი სახლის არ არის სად მივდივართ?? -მოგიტაცე. -რააა? შენ ხომ არ გაგიჟდი? -ხო გავგიჟდი. სანდროს მშვიდი ლაპარაკი უკვე ძალიან მაღიზიანებდა.... მე ძალიან ვნერვიულობდი ის კი მშვიდად და აუღელვებლად ატარებდა მანქანას. -გახსოვს ერთხელ მკითხე ფეთქებადი ვარ თუ არა? -კი მერე? -ჩემი პასუხი გახსოვს? -კი... შენ მიპასუხე რომ ბევრის მოთმენა შეგეძლო ძალიან ბევრის იშვიათად თუ გაბრაზდებოდი, მითხარი რომ ბუნებით მშვიდი ადამიანი ხარ. -აბა რატომ გიკვირს ჩემი სიმშვიდე?? თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობს... ამან უფრო გამაკვირვა. -სად მივდივართ? -ჩვენს სახლში. -სიტყვა ჩვენ არ არსებობს. -სიტყვა ჩვენ იმ დღიდან არსებობს რაც მე დაგინახე... ეხლა შენს დას დაურეკე და უთხარი რომ გოგოები დალევას აპირებთ და დღეს სახლში არ მიხვალ... ხვალ კი ერთად მივალთ და ვეტყვით რომ ვიქორწინეთ. -ეგ არ მოხდება... ამიტომ ჩემს დას არ დავურეკავ. სანდრომ ტელეფონი წამართვა და მარის დაურეკა.. -ალო მარი გთხოვ ეხლა სალოს დაურეკე და უთხარი რომ რუსომ დალია გაითიშა ამიტომ ამაღამ შენთან რჩება.. დანარჩენს მერე აგიხსნი.. სანდრომ ლაპარაკი დაამთავრა და ტელეფონი გამორთო. -რა გააკეთე? -არაფერი ის რაც უნდა გამეკეთებინა.. -სანდრო არ მიყვარხარ ამიტომ გთხოვ მანქანა მოატრიალე და სახლში წამიყვანე. -არა.. სანდრომ ხმას აუწია. -შენთან მაინც არ გავჩერდები... არ გესმის არ მიყვარხარ, ნუ დაინგრევ ცხოვრებას გთხოვ. -არა შენ გიყვარვარ უბრალოდ არ გინდა აღიარო. -რომ მიყვარდე რატომ ვიტყვი უარს შენთან ყოფნაზე... შენ სიმპატიური, თბილი, განათლებული და პერსპექტიული ბიჭი ხარ, ყველა ქალს მოეწონები. -მე ყველა არ მინდა... მე შენ მინდიხარ, შენ მიყვარხარ რატომ არ გესმის? -შენ რატომ არ გესმის ჩემი? -მე მესმის შენი და იმიტომ მოგიტაცე შენ რომ არ გიყვადე ჩემზე ისე თბილად არ ილაპარაკებდი. -სანდროოო. -აი მოვედით. -სად? -ჩვენს სახლში... მანქანა სიღნაღში დიდ სახლთან გაჩერდა...სახლი გემოვნებით იყო მოწყობილი მისაღებში მდგარ დივანზე ჩამოვჯექი. -ესეიგი არ რჩები ჩემთან?? -არა. -მოდი შეთანხმება დავდოთ. -რა შეთანხმება? -5 დღე. -რა ხუთი დღე? -ხუთი დღე მომეცი იმისთვის რომ თავი შეგაყვარო. -მხოლოდ ხუთი? -ზუსტად იმდენ დღეს გთხოვ რამდენი დღის შემდეგაც მე მივხვდი რომ მიყვარდი. -სახლში დამაბრუნებ.. -სულელო როგორ დაიჯერე რომ შენი თანხმობის გარეშე ჩემთენ გაგაჩერებდი?? გცივა ეხლავე მოვიტან შეშას და ბუხარს გავანთებ. -ხო მცივა. სანდრომ ბუხარი გაანთო ყავა მოადუღა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -რუსოოო. -ხო. -მართლა არ მოგწონვარ? საერთოდ? -დუმილი თანხმობის ნიშანია ესეიგი მეტი შანსი მაქვს. სანდრომ ყავის ჭიქა გამომატრთვა და ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია...თმები ყურს უკან გადამიწია... სახე ჩემს სახესთან ისე ახლოს მოიტანა რომ მისი ამოსუნთქვა სახეზე მეფინებოდა... სუნთქვა გამიხშირდა და გულმა გამალებით დამიწყო ძგერა... სანდრომ ჩემი სახე ხელებში მოიქცია წამიც და მის ტკბილი ტუჩების კიდევ ერთხელ დავაგემოვნებდი მაგრამ სანდრომ შუბლზე მაკოცა მერე გულზე მიმიხუტა და სიცილი დაიწყო... -რა გაცინებს?? -ჩემი სურვილით იფერფლები რუსოო... ერთისული გქონდა როდის გაკოცებდი იმედი გაგიცრუვდა ხომ ასეა?? -შეცდი ერთისული მაქვს როდის დავიხსნი თავს შენი მკლავებიდა. -ნწ არციოცნებო ეს ხუთი დღე როცა მომინდება მაშინ ჩაგეხუტები და გაკოცებ შენ კი არ შემეწინააღმდეგები. -და რატომ ფიქრობ რომ ასე იქნება? -იმიტომ რომ ხვალიდან ხუთი დღის შემდეგ შენ თუ არ შემიყვარებ სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან. -შევთანხმდით. -მაშინ წავედით დავიძინოთ. -სად?? -ჩვენს საძინებელში. -შენთან ერთად?? -ხოოოო ჩემთან ერთად ჩემო სიხარულო... -არა დივანზე დავიძინებ. სანდრომ ხელში ამიტაცა და კიბეს აუყვა.. -დამსვი სანდრო. -მხოლოდ საწოლზე დაგსვამ... გეფიცები არაფერს დაგიშავებ უბრალოდ შენთან ერთად დავიძინებ ჩახუტებული. დავთანხმდი სანდრომ დიდ ოთახში შემიყვანა და საცოლზე დამაწვინა. -ეს ჩემი დის პიჟამოებია ჩაიცვი მე გავალ. სანდრო გავიდა პიჟამოები ჩავიცვი და საწოლში შევძვერი ცივი იყო.... სანდრო შემოვიდა და ჩემს გვერდით დაწვა. -გცივა?? -კი... -მოდი გაგათბო... შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა მაინც გაიტანდა თავისას თან დამპირდა რომ არაფერს დამიშავებდა... მის მკლავებში კომფირტულად მოვკალათდი და მალე ჩამეძინა... შუა ღამე იქნებოდა რომ გამეღვიძა სანდრო მოუხერხებლად იწვა ამიტომ გავაღვიძე და ისე დაწვა რომ კომფორტულად იქნებოდა... დილით რომ გამეღვიძა სანდრო ჩემს გვერდით არ იწვა... **** დღე 1 **** კარი გაიღო სანდრო საუზმით ხელში შემოვიდა.. -დილა მშვიდობის პრინცესა. -დილა მშვიდობის სანდრო. -მუდო ხარ ცოტა თბილად რომ გეპასუხა ხომ შეიძლებოდა.... -დილა მშვიდობის მწვანეთვალება... ესე მოგწონს? -ცოტა დასახვეწია. ნახე შენთვის საუზმე მოვამზადე. -შენ მოამზადე?? -ხო სულ ჩემი თბილი ხელებითა და დიდი სიყვარულით მოვამზადე. -აუუუ ყიყლიყოები...როგორ მიყვარს... შენ საიდან გაიგე? -შენი და გიმზადებდა იმ დილით შენ რომ ეჩხუბე... იცი როგორ გიხდება ღიმილი. -მადლობა.. -როცა იმორცხვებ ლოყები გიწითლდება,როცა იცინი გეჩხვლიტება... გასაოცარი ხარ, ულამაზესი, მინდა რომ მაგ ლამაზ ლოყებზე გაკოცო თან ბევრი... იცი ტუჩები დაგესვარა. -სად? -აი აქ.. სანდრომ დასვრილ ტუჩზე ცერა თითი გადამისვა და მომწმინდა... გამაჟრჟოლა... -რუსო მიყვარხარ.. ძალიან მიყვარხარ... -სახლში მალე წავალთ? -მშვიდად ისაუზმე ჩაიცვი და წავალთ.. ისე ჩავედით თბილისში არცერთს ხმა არ ამოგვიღია, სანდრომ სახლში მიმაცილა და წავიდა წასვლისა ლოყაზე მაკოცა... მთელი დღე ისე გავიდა სანდრო არ შემხმიანებია საღამოს კი დამირეკა.. -ალო გისმენ? -დაისვენე?? -კი შენ? -მეც.. გელოდები თბილად ჩაიცვი მივდივართ შენს დას უთხარი რომ გვიან მიხვალ არ ინერვიულოს. -აუუ ცივა ხვალ რომ იყოს? -მე ამოვიდე?? -არა დამელოდე ჩამოვალ. თხუთმეტ წუთში სადარბაზოსთან ვიდექი და სანდროს ვუყურებდი რომელის იქვე მანქანასთან იდგა ჩემს დანახვაზე ჩემსკენ წამოვიდა.. -სად მივდივართ?? -მთაწმიმდაზე. -სად? -მთაწმინდაზე ჩემი დიშვილი მიგვყავს მანქანაში გველოდება წამო გაგაცნო. ელენე უსაყვარლესი ბავშვი აღმოჩნდა ისეთი მწვანე თვალები ქონდა როგორც სანდროს აქვს... ელენე საქანელაზე იჯდა მე და სანდრო კი გვერდიდან ვუყურებდით.. -ჩვენი შვილიც ასეთი იქნება.… არა უფრო ლამაზი ჩემი თვალები და შენი ღიმილი ექნება ისე ჩაეჩხვლიტება ლოყები როგორც შენ გეჩხვლიტება. -ჩვენი შვილი?? -მაპატიე ჩვენი შვილები.. -შვილები?? და რამდენი გვეყოლება ხომ ვერ მეტყვი??? -ოთხი.. ორი გოგონა და ორი ბიჭი.. -ასეც ვფიქრობდი.. -ბიჭებს შენი თვალები და ჩემი ღიმილი ექნებათ... გოგონებს კი ჩემი თვალები და შენი ღიმილი. ელენესთან ერთად კარგად გავერთეთ... თითქმის ყველა ატრაქციონზე ვიჯექით ბამბის ნაყინები ვჭამეთ ბოლოს დაჭერობანა ვითამაშეთ სანდრომ ორივე დაგვიჭირა.. სახლში მიმიყვანეს ძალიან ვიყავი დაღლილი ელენიკოს ჩემს კალთაში ჩაეძინა... დასაძინებლად ვემზადებოდი როცა სანდროს სმსი მოვიდა "დღე პირველი დასრულდა ხვალ დღე მეორე დაიწყება მოემზადე ჩემო პრინცესა..:* <3 " ********** დამაგვიანდა მაპატიეთ... იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.