შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიცა ... სერიოზულად? (თავი 6)


24-01-2016, 12:23
ავტორი daiana
ნანახია 3 086

ბედნიერება წამებში ჩაცხრა და დაბნეულმა სახეებმა გაიელვა.ყველა ექიმს უყურებდა და ყველაზე ცუდის მოლოდინში გაისუსნენ.
-მაგრამ?
-მაგრამ შესაძლოა ... ქვედა კიდურებმა დროებით მოქმედება შეაჩეროს .. - ექიმიც დაძაბული ჩანდა,თითქოსდა სასიკვდილო განცხადებას ავრცელებდა - მოკლედ,თეკლე ვეღარ გაივლის,დროებით! ინტენსიური ვარჯიშით,შემოწმებებით ყველაფერი მწყობრში ჩადგება!
შეშლილი სახეებით ყველა ექიმს უყურებდა,ცოტა აკლდათ და ალბათ იმ საწყალს კაცს დაესეოდნენ.ანდრეამ გაშეშებული სხეული აამოძრავა და პალატის კართან მივიდა,ხელი სახელურისკენ წაიღო მაგრამ ისევ უკან გამოწია და სწრაფად დატოვა იქაურობა,ბიჭებიც გაყვნენ.იცოდნენ რაღაც სასწაულს ჩაიდენდა .. ლიკა იდგა გაშეშებული,სავადმყოფოს კედელზე თავმიყრდნობილი და ცრემლებიც თავისთვის,მდორედ მოედინებოდნენ თეთრ ლოყებზე.როგორ არ უნდოდა ახლა ამის გაგონება,როგორ არ უნდოდა .. მან ხომ იცის რომ თეკლე განადგურდება,ხომ იცის არა .. სანდრო ნიკოლოზის მხარს ეყრდნობოდა და ცდილობდა ღრიალი როგორმე შეეკავებინა.
და მაინც ყველაზე მძიმე მომენტი თეკლესთვის ამ ყველაფრის თქმა იყო. კარგს არაფერს ელოდა გოგონაც,იცოდა რაღაც რომ რიგზე არ იყო მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება.ლიკა,ანდრეა,გაბრიელი,სანდრო,ნიკოლოზი ყველა თეკლეს პალატაში გამწესებულიყვნენ და ელოდებოდნენ რეაქციას. მაგრამ განა არ იცოდნენ როგორი რეაქცია ექნებოდა? გოგონას რომელსაც წამით ვერ აჩერებდნენ ურყევ მდგომარეობაში .. ახლა.
არა ისე მაინც ბედისწერის ბრალია ყველაფერი,იქ რაც დაიწერება,ვერ აცდები,იმას ვერ აცდები,გინდა შენ ეს თუ არა!
-თეკლე მოდი პირდაპირ გეტყვი ყველაფერს ... - დიდი ხნის დუმილის შემდეგ მოთმინებიდან გამოსულმა ლიკამ წამოიძახა და საწოლთან ახლოს დადგა,თეკლეს ხელი მის ხელში მოიქცია და აცრემლებული თვალები ჯანდაბაში გააგზავნა,ახლა ის უნდა ყოფილიყო ძლიერი თეკლე რომ გაეძლიერებინა - ვიცი ძლიერი ხარ და ადვილად გადაიტან ..
-ვიცი ლიკა - აკანკალებული ხმით ძივს ამოილუღლუღა და დაძაბულ საზოგადოებას თვალი გადაავლო,ანდრეაზე მზერა შეაჩერა,მერე ისევ ყველას გახედა - ვიცი ყველაფერი .. წავალ საზღვარ გარეთ და ვიმკურნალებ,ასე ადვილად არ დავნებდები .. - დამაიმედებლად გაუღიმა მეგობარს და თვალები დახუჭა - ანდრეასთან საუბარი მინდა - ყველა წამებში გაქრა ოთახიდან ანდრეას გარდა,დაძაბული სხეულები ძილივსღა სუნთქავდნენ.არასდროს ენახა მისი თალები ასეთი უიმედო ანდრეას,ეტკინა ამ ყველაფრის მიზეზი თავად რომ იყო,იცოდა თეკლე მის გამო გადაუდგა მანქანას წინ,იცოდა მისი სიუხეშის გამო გააკეთა ყველაფერი,იცოდა და სინდისი წვავდა ..
-მიუხედავად იმისა რომ ყველას მირჩევნიხარ უნდა დავშორდეთ,არ შემიძლია მე უკვე,შენი შეცვლილი ხასიათი,შენი შეცვლილი ბუნება,ასე მეგონა სხვა ანდრეა იდგა ჩემს წინ .. არც გაბედო და შენი თავი არ დაიდანაშაულო იმაში რომ მე დღეს ასე ვარ,არ გაბედო! - თითზე მორგებული ბეჭედი მოიხსნა და ანდრეას ხელში ჩაუჩურთა - ეს შენს მომავალს ეკუთვნის,მე უკვე უცხო ვარ ამ ბეჭდისთვის ..! ახალ გთხოვ დამტოვო დასვენება მინდა - უსიტყვოდ გამოვიდა პალატიდან,და თქვენ რა გგონიათ იქედან ანდრეა გამოვიდა? არიყო ის ანდრეა...ის ვიღაც სხვა იყო! თვალებიც აღარაფრად უვარგდა,სხეული ხომ ერთიანად მოტეხილიყო ..
-აღარ უნდა .. - ხელში შენახული ბეჭედი დაანახა მეგობრებს - დამიბრუნა .. მორჩა! - ძლივს ამოილაპარაკა და გაქრა.
გაქრა ..
განა დროებით გაქრა?
5 წლით გაქრა ..
5 წლით!
...
-ლიკა ჩამოდი გაგიყვან უნივერსიტეტში - სარკის წინ შესუსტებულ სხეულს გაუღიმა დ აკიბეებზე უემოციოდ დაეშვა.უკვე ერთი თვე იყო თეკლეს წასვლიდან გასული და საშინელ სიცარიელეს გრძნობდა.
-გამარჯობა - ქვემოთ ჩასულს სანდრო და გაბრიელი მანქანაზე აყუდებულები დახვდა.სანდროს ლოყაზე აკოცა,გაბრიელისკენ რომ წავიდა ბიჭმა არც ყელში და არც ლოყაზე რაღაცნაირად აკოცა,გაეყინა და გაუცხელდა ის ადგილი სადაც ლიჩელის ტუჩები შეეხო,ბედნიერს გულში ჩაეღიმა და ურეაქციო ლიკა ოდნავ გაათბო.
-სანდრო ბატონს რატო გავახსენდი - გაბრიელსი გვერდით მოთავსებულ ბიჭს გადასძახა უკნიდან და ჩანთაში ტელეფონი ჩააბრუნა.
-აუ ლიკა - სწრაფად მობრუნდა ბიჭიც უკან და საცოდავი თვალებით გაუღიმა - აი ძმობას გაფიცებ ის შენი კურსელი მარიამი გამაცანი რა ..
-ჯერ ერთი ეგ კატის თვალები მომაცილე,მერე მეორე ძმობას მაფიცებ ხო? და მერე მესამე იოცნებე ეგ ბავშვი შენ რო გაგაცნო! - ჯიბრიანად გაიცინა და სარკეში „დამკვირვებელს“ გახედა,ბიჭმაც გაუღიმა და თვალი ჩაუკრა,ამ საქციელზე უაზროდ გაეცინა და სანდროს გახედა,გამწარებუი რომ უმზერდა.
-გეეთრიე ბიჭო იქით - ხელი კრა და წინ გააბრუნა.
-აუუ ლიკა კაი რაა ... რა გინდა მოვკვდე? ტიპს ეგრე აი არავინ დამვასებია - წამოიყვირა და ისევ წინ გაბრუნდა - როგორ იცინის,ვგიჟდები ..
-მაინც არ გაგაცნობ - „დამპრლურად“ გაუღიმა და დაფიქრდა. არა ისე რომ გააცნოს ამ ველურს კი დააჭკვიანებს მაგრამ ის ბავშვიც ცოდვა ..
-ამოგიწყდა თავი - დედაბერივით დაიწყევლა და უაზროდ ჩასხო ხელი „ბარდაჩოკს“ (ქართულად არ ვიცი რა ქვია). სანდროს წყევლაზე ერთი გემირელად გადაიკისკისა და დამაიმედებლად გაუღიმა.
-ჯანდაბას შენი თავი,მარა აი რომიქარო რამე იცოდე მე ამოგიწყვიტავ მაგ თავს !
ისევ მოზუზუნე ტელეფონს დახედა და ნერვები მოეშალა ხომ ვერ მოიცილა ეს ბიჭი რაა.ამათაც ვერ ეტყოდა იცოდა გადაირეოდნენ,გაბრიელი მითუმეტეს ..
-ვინა? - გაისმა ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ გაბრიელის დაბოხებული ხმა და გული ლამის გაუფრინდა.
-არავინ ისეთი - ვითომ არაფერი ისე უპასუხა და ისევ გათიშა ტელეფონი.
-ლიკა რომ გეკითხები ვინაათქო ესეიგი უნდა მიპასუხო - გაცხარებული მობრუნდა უკან და ჩანთაზე დადებული ტელეფონი ააცალა.გაბრაზდა! რა უფლებით თხოვდა რაიმეს საერთოდ?
-შენ ვინ გკითხავს საერთოდ? - როგორც კი მანქანა უნივერსიტეტთან გააჩერა მაშინვე გამწარებულმა დაიყვირა.
-ლიკა გადადი ახლა,დაგაგვიანდება - ხმაზეც ეტყობოდა ცოტაც და აფეთქდებოდა.
-არა .. ტელეფონი დამიბრუნე!
-ლიკა გადადი ახლა დროზე - ვეღარ მოითმინდა და გაბრაზებულმა დაუყვირა.ეწყინა,გაბრაზდა მაგრამ ეხლა ლიკა მაგის ჩიტი იყო ასე გაჩერდებოდა?
-ტელეფონი მომეცი დროზე და გადავალ - წყნარად ჩაილაპარაკა და სანდროს გახედა,ფანჯრიდან მარიამს რომ აკვირდებოდა.
-ლიკა გადადი და ტელეფონს საღამოს მოგიტან სახლში - ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კმაყოფილმა გაუღიმა.
-ვერ გიტან - გაბრაზებულმა ახლა ლიკამ დაიყვირა და გაბრიელის გაგიჟებაც გამოიწვია.სწრაფად მიბრუნდა უკან და მაჯაში ჩაავლო ხელი,წინ წამოსწია გოგონა და ზღვისფერ თალებში ჩააშტერდა.
-რა თქვი გაიმეორე - ძაღლივით დაუღრინა და ცხელი ჰაერი მიაფრქვია,ცოტაც და გააგიჯებდა ლიკასაც.არ იყო მიჩვეული ბიჭთანასეთ სიახლოვეს და რაქნას? გული დარბოდა,პულსაცია ნულიდან ასამდე იზრდებოდა.
-ვერ გიტან! მეზიზღები! - ლიკას ამ სიტყვების თქმა და გაბრიელსი დატაკება ერთი იყო.
აკოცა ხალხოოოოოოოოოოოოოოოო.
არა მართლა
სერიოზულად !
მოიცათ ... რაა? სერიოზულად?



№1 სტუმარი Black

Umagaresi tavia da velodebi axal taavs;p

 


№2  offline მოდერი giorgi63

კარგია, საინტერესოა შემდეგი tongue

 


№3  offline წევრი Tako(Psycopath)

ვაიმე ვეღირსე ახალ ტავს :დდდ დააყენეს როგორც იქნა საშველი ^_^ დიდი ხანი ველოდებოდი ამის დადებას,მაგრამ მიპატიებია ისე განავითარე ამ ორის ურთიერთობა <3 მპკელდ კარგი ხარ და აბაა შენ იცი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent