შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ (3)


24-01-2016, 14:08
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 1 741

მეთერთმეტე კლასში პირველად დავდექი ქუსლებზე. დავდექი რა… დედაჩემმა სულ ძალით შემაყენა და ძალითვე წამიღო მისი დეიდაშვილის შვილის ქორწილში. მთელი ქორწილის განმავლობაში ერთ ადგილზე მიყინული ვიჯექი და განძრევას ვერ ვბედავდი. ბოლოს ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა ძალიან რომ შემაწუხა, გავრისკე და საპირფარეშოში წავედი, მიღწევით კი მივაღწიე, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდი, რაღა თქმა უნდა ფეხი ამისრიალდა და ნეფე-პატარძლის, დასაჭრელად გამზადებულ, სამსართულიან ტორტში ჩავემხე. იმ დღეს ვფიქრობდი ამაზე სამარცხვინო მომენტი ალბათ არასდროს არ მექნება თქო, თუმცა სამწუხაროდ მწარედ შევცდი…
მანქანაში გაშეშებული ვიჯექი და იმას ვნატრობდი ახლავე ცხრა ტორტში ჩავხტებოდი, ოღონდ ლევან გამრეკელი ისევ იმ თავის პრაღაში, ჩემგან შორს აღმოჩენილიყო თქო.
-დიდი ხანია ზაზა გიყვარს? - ჯიუტად გაიმეორე შეკითხვა ლევანმა თითქოს ერთხელ თქმული საკმარისზე მეტი არ ყოფილიყო.
-ვინ ზაზა? - გავილენჩე თავი.
-ვინ ზაზა და ფაჩულია, ვინ ზაზას ვიცნობთ მეტს? - თავი გაილენჩა ლევანმაც.
დაძაბული ვიჯექი და გონებამახვილური პასუხის მოფიქრების თავიც -კი არ მქონდა. ლევანი ზაზას მეგობარი იყო და რა თქმა უნდა ეტყოდა ზაზას…
-ნუ გეშინია, არაფერს არ ვეტყვი - ჩემი ფიქრები წაიკითხა ლევანმა - -უბრალოდ მიპასუხე, დიდი ხანია?
-მეორე წელია - ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი საჭეზე ჩამოვასვენე.
-აუუუუ…. - გაწელა გამრეკელმა და თანაგრძნობით გადმომხედა.
-კარგი, რაც არის, არის - თავი ავწიე და მანქანა დავქოქე.
***
ნახევარი საათის შემდეგ ხსენებული მანქანა ლევანის სადარბაზოსთან გავაჩერე.
-ასე მგონია პაემანზე ვიყავი და იქიდან მაცილებ - უკბილოდ გაიხუმრა ლევანმა.
არაფრისმთქმელი მზერით გადავხედე.
-ელე, მისმინე... - დაიწყო შუბლშეჭმუხნულმა.
-ელენე - გავაწყვეტინე მე.
-ბატონო? - ვერ მიხვდა ლევანი.
-ელეს მარტო ახლო მეგობრების მეძახიან. - ავუხსენი მოკლედ.
-და ზაზა - ჩაეღიმა გამრეკელს.
-და ზაზა - დავეთანხმე მე.
-ჰოდა, ელე, მისმინე - ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი ზედმეტსახელი და თვალებმოწკურულმა გადმომხედა, აბა გაბედე და რამე მითხარიო. - ახლა მე შენ რაღაცას გეტყვი და თუკი ვინმესთან წამოგცდება, თუნდაც იმ შენს ილოსთან, ენას მოგაჭრი.
-გისმენ. - გამიკვირდა მე. ბოლო 6 საათის განმავლობაში ამ ბიჭს ვაკოცე, მერე ზაზაზეც მიმიხვდა და ახლა რაღაც საიდუმლოს გამხელას აპირებდა.
-ზაზა და ნოკა დაშორდნენ.
-რააააა??? - იმხელაზე წამოვიყვირე, ლევანი შეხტა.
-ჩშშშ - პირზე ხელი ამაფარა ლევანმა - ნუ ღრიალებ, ძინავს ხალხს.
-რას ჰქვია დაშორდნენ? - ხელი მოვიშორე ეგრევე.
-გუშინ თუ გუშინწინ, ზუსტად არ ვიცი - მხრები აიჩეჩა გამრეკელმა.
ნოკა დაშორდა ზაზას თუ ზაზა ნოკას? - ჩავეკითხე გაოცებული.
-რა მნიშვნელობა აქვს? - გაუკვირდა ლევანს.
-ძალიან დიდი!
-ელე, კარგი რა.
აღარაფერი არ მიპასუხია, თვალები დავხუჭე და სავარძელზე გადავწექი. ნოკა და ზაზა ის წყვილი იყვნენ, ყველა “ყველაზე ლამაზები”-ს ტიპის გვერდს მათი ფოტო მთავარზე რომ ეყენა, ჯერ კიდევ სკოლიდან ერთად რომ იყვნენ - ფაქტობრივად ერთად გაზრდილები და მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის გამოაცხადებდებდნენ ნიშნობას.
-ნიშნობა არა ფეხები - ჩაიფრუტუნა ლევანმა.
-ხმამაღლა ვთქვი? - დავიმორცხვე მე.
-არა, სახეზე გაწერია ყველაფერი.
-ნიშნობას მივუბრუნდეთ. - თვალები ავატრიალე მე.
-დაკვირვებული ხარ, რომ ეგეთი იდეალური წყვილები ვერასდროს ვერ ქაჩავენ ხოლმე? ან შორდებიან ან ღალატობენ ან რომელიღაც ლოთდება ან ნარკომანდება ან თავს იკლავს ან თავს იკლავს და მეორესაც კლავს.
სულაც არა.
-ნუ, კაი, ერთი-ორი მაქსიმუმ. გამონაკლისი კიდევ ყოველთვის ამტკიცებს წესს. არ შეიძლება ყოველთვის სიამტკბილობა და იდეალურობა, ნეგატიური ენერგიაც უნდა დახარჯო სადმე, თუ არა და დაგროვდება და პუუუუფ.
-ერთი ცოცხალი მაგალითი დამისახელე და დაგიჯერებ - თვალი თვალში გავუყარე მე.
-ჩემი მშობლები - მშრალად გამიღიმა ლევანმა.
ერთი საღამოს განმავლობაში უკვე მეორეჯერ მომაკეტინა ისე მწარედ, რომ წინადადების ლოგიკური დაწყობის უნარი დავკარგე.
-ამოხვალ ჩემთან? - ისევ დაარღვია სიჩუმე.
საათს გავხედე. ოთხი სრულდებოდა. ნინას ალბათ ადრე დაეძინა და არ იცოდა უთენია სად დავდიოდი, თორემ აქამდე მობილურს ამიფეთქებდა. მეორე მხრივ ახალგაცნობილ ადამიანთან (მით უმეტეს ბიჭთან რომელსაც რამდენიმე საათის წინ არც მეტი, არც ნაკლები ვაკოცე), თან ასე გვიან ასვლა არ მინდოდა.
-არ ვიკბინები - არ მომეშვა ლევანი.
-არა, არ ავალ. შანსი არაა. ტეხავს. რა მინდა იქ.
-კარგი, ჰო - წამოვაყრანტალე უცებ და იმ წამსვე ვინანე.
***

-არეულობაა ცოტა, ვერ დავლაგდი ჯერ- ბოდიში მომიხადა ლევანმა და კარი გამიღო.
უზარმაზარ ოთხოთახიან ბინაში უამრავი ყუთი და ძალიან ცოტა ავეჯი ელაგა.
-მდააა - გაშეშდა ლევანი.
ისე გაოცებული იყურებოდა, მივხვდი ამ ბინაში პირველად მარტო მე არ ვიყავი.
ზაზა კი მეუბნებოდა, ყველაფერი ჯერ არ ჩამოსულა და ეს კვირა ჩემთან დარჩიო, მაგრამ მოვიკალი თავი არა თქო. რას ვიფიქრებდი - სინანულით აიჩეჩა მხრები ლევანმა.
-არა უშავს, სხვა დროს შემოვივლი - თავის დაძვრენის საშუალებას ჩავებღაუჭე მე.
-ახლა აქ მარტო არ დამტოვო. - ისეთი მუდარით შემომხედა ლევანმა რომ უარის თქმის შანსიც კი არ დამიტოვა.
***
ათი წუთის და უამრავი ყუთის გახსნის შემდეგ ლევანმა გამარჯვებული სახით ამოძვრინა “ჯეკ დენიელსის” ბოთლების შეკვრა.
-ყოოოოჩააააღ - შევაქე წარბშეკრულმა - ახლა რამე ისეთიც იპოვე, რაზეც დაჯდომას შევძლებთ.
-არ გვჭირდება ჩვენ არაფერი - გამეკრიჭა ლევანი, ერთი ხელი შეკვრას დასტაცა, მეორე - მე და სააბაზანოში წამათრია.
-არა-ვი-თარ შემ-თხვე-ვა-ში. - ამოვუმარცვლე ბედნიერ გამრეკელს, რომელიც უზარმაზარ აბაზანაში ჩაძვრა.
-კარგი, რა, ელე. აზრზე არ ვარ ამ ბინაში სკამი ან რაიმე მსგავსი საერთოდ თუ არის. ეს აბაზანა კიდევ კომფორტულიცაა და დიდიც. დაგვიტევს ორივეს.
გულში ვაღიარე რომ აბაზანაში ჯდომა და სმა ნამდვილად არ იყო ყველაზე უცნაური რამ, რაც ერთი საღამოს განმავლობაში გადამხდა, დანებების ნიშნად ხელები ავწიე და მოცინარე ლევანის გვერდით მოვკალათდი.
გაბადრულმა გამრეკელმა ბოთლი გახსნა, უზარმაზარი ყლუპი მოსვა და გადმომაწოდა.
-ვერ დავლევ - თავი გავაქნიე მე.
-რატომ?
-მანქანით ვარ.
-დარჩი.
-ვერა
-გეხვეწები - ისეთი სახით მითხრა ლევანმა, რომ ეგრევე მობილური ამოვიღე და ტექსტის აკრეფა დავიწყე.
-რას შვრები? - დაიბნა გამრეკელი
-დედაჩემს ვწერ რომ ანოსთან ვრჩები, დილით რომ არ დავხვდები - ინერვიულებს.
***
როცა ლევანმა უკვე მესამე ბოთლი გახსნა მივხვდი რომ მთვრალი, არა, ძალიან მთვრალი ვიყავი.
-სხვათა შორის - დავიწყე დემაგოგიური ტონით, როცა გამრეკელმა ბოთლი გადმომაწოდა - ერთი ბოთლიდან სმა არაჰიგიენურია.
-ნუ, ეგ არაფერი, მთავარია ერთმანეთს არ ვაკოცოთ … თუმცა, უი, უკვე ეგეც ხომ ვქენით - ირონიული ტონით შენიშნა ლევანმა.
-შენზე არ მიკოცნია მე - ლოყები ამიხურდა ეგრევე.
-დარწმუნებული ხარ? - სიცილით ჩამეკითხა ლევანი.
-სრულიად. ზაზა მეგონე ანუ იდეურად ზაზას ვკოცნიდი. - ჯიუტი სახით დავამტკიცე ეგრევე.
-ანუ ზაზა გეგონე. - ახლოს მოიჩოჩა ლევანმა და უცებ ვიგრძენი, როგორ შემეკრა სუნთქვა.
-კი. - თვალები დავხუჭე მე.
-და მე არაფერ შუაში ვარ - მომესმა გამრეკელის ხმა ძალიან, ძალიან ახლოს.
-არა. - ამოვილაპარაკე ჩუმად.
და მეორედ არ მაკოცებდი - ლევანის ცხელ სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობდი. საღი აზრი მკარნახობდა, რომ ახლავე ამომვძვრალიყავი ამ აბაზანიდან, გამეხურა კარი და დღევანდელი დღე ცუდი სიზმარივით დამევიწყებინა.
-მითხარი რომ გავჩერდე და გავჩერდები - უკანასკნელი შანსი მომცა ლევანმა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
არ ვიცი რისი ბრალი იყო. შეიძლება იმისა, რომ ორი ბოთლი ჯეკ დენიელსი ყოველგვარი წასახემსებლის გარეშე დავლიე. თუ იმისა, რომ იმ ღამით უკვე იმდენი რამ გავაკეთე, რასაც არასდროს არ გავაკეთებდი, რომ კიდევ სიგიჟეს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ დავიხარე ლევან გამრეკელს გახურებულ ტუჩებში ვაკოცე.



№1  offline წევრი მარიამ18

მომეწონაა ^_^ აუ აღარ დააგვიანო ხოლმე რა love

 


№2  offline წევრი tekka

სრულად რომ დადო არა?ცოტა ჭირს მოთმენა სანამ დადებ ახალს და...ან ცოტა დიდი თავები დადე რა.

 


№3  offline წევრი გაიღიმე

მაგარია ^^ ლევანი უფრო მომწონს რა :D

 


№4  offline წევრი BvBArMy

Levani momwons me. Agar daagviano.
--------------------
I Hate Everything About You

 


№5  offline წევრი cancara

რატო ეს გოგო ასეთი გულუბრყვილო კარგია მალე დადე მმალეეეეეეე

 


№6  offline წევრი პოლკოვნიკი

მადლობები ყველას <3
რა ხდება იცით, აბიტურიენტი ვარ მე და ცოტა ჭირს სწრაფ-სწრაფად წერა, მაგრამ ვეცდები აი ფრომის love

tekka
სრულად რომ დადო არა?ცოტა ჭირს მოთმენა სანამ დადებ ახალს და...ან ცოტა დიდი თავები დადე რა.

დავდებდი, თეკა, სრულად, მაგრამ ჯერ არც მე არ ვიცი რა მოხდება, არ მაქვს დამთავრებული, უხეშად რომ ვთქვათ "ნახადუ" ვიგონებ :დ
მადლობა რომ კითხულობ <3

 


№7  offline წევრი tekka

პოლკოვნიკი
მადლობები ყველას <3
რა ხდება იცით, აბიტურიენტი ვარ მე და ცოტა ჭირს სწრაფ-სწრაფად წერა, მაგრამ ვეცდები აი ფრომის love

tekka
სრულად რომ დადო არა?ცოტა ჭირს მოთმენა სანამ დადებ ახალს და...ან ცოტა დიდი თავები დადე რა.

დავდებდი, თეკა, სრულად, მაგრამ ჯერ არც მე არ ვიცი რა მოხდება, არ მაქვს დამთავრებული, უხეშად რომ ვთქვათ "ნახადუ" ვიგონებ :დ
მადლობა რომ კითხულობ <3



მადლობა შენ,რომ ყოველდღიურობისგან, ცოტათი მაინც ,მაძლევ საშუალებას თავი დავიძვრინო ამის კითხვით. კაი გოგო ხარ ^_^

 


№8 სტუმარი Lapiarlok

Magari tavi roa eg iasnia mara es "demagogi"raa ver gavige amdeni xani magas vekitxebi yvelas da aravin icis chemianebma da aq ro vnaxe gamixarda iqneb amatma mainc amixsnastko da mitxarit raa

 


№9  offline წევრი პოლკოვნიკი

Lapiarlok
Magari tavi roa eg iasnia mara es "demagogi"raa ver gavige amdeni xani magas vekitxebi yvelas da aravin icis chemianebma da aq ro vnaxe gamixarda iqneb amatma mainc amixsnastko da mitxarit raa

დემაგოგი ძირითადად ნიშნავს ადამიანს, რომელიც რომელიმე საკითხში კაარგად განსაწავლული/კვალიფიცირებული/პროფესიონალი არ არის, მაგრამ ამ საკითხის შესახებ მაინც მცოდნე და დამრიგებული ტონით გესაუბრება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent