შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება - 5


24-01-2016, 18:31
ავტორი D-roni
ნანახია 8 352

მანქანა საავადმყოფოსთან გაჩერდა , ხარძიანს წამით გადახედა და როცა დაინახა , მამაკაცი მანქანიდან გადავიდა , გაოგნებულმა გააყოლა თვალები.
- რა ? რას აკეთებ ? - ჰკითხა დაბნეულმა და ცრემლები შეიმშრალა.
- მოვდივარ ! - მხრები აიჩეჩა და წელზე მოხვია ხელი.
იმდენად ესიამოვნა , მასთან ახლოს ყოფნა და იმდენად დამშვიდდა , რომ ისიც კი დაივიწყდა , როგორი სტატუსით უნდა გაეცნო დედასთვის.
დერეფანში შესულმა , დედა რომ დაინახა მისკენ წავიდა და მაგრად ჩაეხუტა.
- როგორ არის ? ნახვა შეიძლება ? - ჰკითხა და იქვე დაყუდებულ , მარიამს და რემის გადახედა.
- ჯერ ძინავს , მერე ნახე ... ახლა კარგად არის , საფრთხე აღარ ემუქრება. ეს ვინ არის ? - გაუღიმა და თავით უკან მდგომებზე მიანიშნა.
- ეს რემია , ჩემი მეგობარი ... - დაბნეულმა ამოიბურდღნა და დედის ეშმაკურ ღიმილს თავი აარიდა.
მარიამი ნონსთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა.
შემდეგ რემი მიუახლოვდა.
- გამარჯობა შვილო ... - გაუღიმა ნონამ და წამით შვილს გადახედა.
დარცხვენილმა ნატროშვილმა , თავი გვერდით გაატრიალა და ღიმილი შეეპარა ბაგეებში.
- გამარჯობა ... - ტუჩის კუთხე ჩატეხა , დეას საქციელით გახალისებულმა ხარძიანმა . - ძალიან ვწუხვარ , მომხდარის გამო ... იმედია მალე გამოჯანმრთელდება ... - ტონის უცვლელად ლაპარაკობდა მამაკაცი.
ნონამ ერთი აათვალიერ-ჩაათვალიერა და გაეცინა , როცა შვილმა თვალები დაუბრიალა.
მარიამი ცალკე იღიმოდა.
ხარძიანი კი ჯერჯერობით თავის შეკავებას ახერხებდა.
- მადლობა შვილო ... - გაუღმა და იქვე ჩამოჯდა.
მარიამი გვერდით მიუჯდა და ეკითხებოდა რაღაცეებს.
მათ წინ სკამზე , ჯერ დეა დაჯდა , შემდეგ რემის ანიშნა დაჯექიო და ისიც მორჩილად მიუჯდა გვერდით .
მამაკაცის ხელი , წელზე რომ იგრძნო უცებ მოდუნდა და თავი მხარზე მიადო , ერთი ხელი მკერდზე დაადო და დედას გაუღიმა , მარიამს კი ანიშნა მერე ვისაუბროთო.
რამდენიმე წუთი იხსნენ ასე , რემიმ შუბლზე ტუჩები მიაკრა და ოდნავ წამოსწია წინ.
მაშინვე მიიქცია , ნატროშვილმა დედის და დაქალის ყურადღება.
დაბნეულმა ახედა ორი თავით მაღალს და კისერი წატყდა ძირში.
- არ გშია ? დილიდან არაფერი გიჭამია ... წავალ რამეს მოვიტან ... - ფეხზე წამოდგა და მისი დაბრეცილი სახე , რომ დაინახა , ტონი გაიმკაცრა . - ენა ! - მოუჭრა და ღიმილით გადახედა ნონას და მარიამ.
რამდენიმე წუთში დატვირთული ამოვიდა და ყავები დაარიგა ფუნთუშებთან ერთად.
მარიამმა მადლობა გადაუხადა , ნონამ კმაყოფილი სახით ახედა და თვალებით გაუღიმა - მადლობა შვილოო ...
დეამ დაბღვერილმა აიღო ხელში და სახე დამანჭულმა ახედა მამაკაცს.
- აუ არ მინდა რააა ... - აბუზღუნდა და ფუნთუშა გაუწოდა .
- ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითა ? - წარბი აუწია ჰაერში და ფუნთუშა პირთან მიუტანა . - გააღე პირი ! - უთხრა მკაცრი ხმით და ნატროშვილიც პატარა ბავშვივით დაემორჩილა.
მის ყურთასმენას ფხუკუნი , რომ მისწვდა დაბღვერილმა გაიხედა წინ და დაქალს თვალებით ანიშნა მოგკლავო , დედას კიდე " მიშველეს" მზერით გადახედა.
ჰოლში გულამოვარდნილი შემოვარდა , ჯერ ნია და მერე ვაკო.
ყველაფერი , რომ მოიკითხეს მერე შეხედეს , ჯერ დეას , შემდეგ რემის.
- რემი ხარძიანი , ჩემი მეგობარია ... - ჩუმად ამოლუღლუღა და ცხელი ყავა მოსვა . - ეს ნიაა , ჩემი და ... ეს კი ვაკო , ჩემი დის შეყვარებული.
- სასიამოვნოა ... - სამივემ ერთ ხმაში თვქა.
- ძაან ინერვიულე ? - მასთან ჩაიკუზა ვაკო და ლოყებზე აკოცა ...
- კი ... - ჩუმად თქვა და მაგრად ჩაეხუტა ვაკოს.
- ჩემი სულელი ფერია . - ღიმილით თქვა და თავზე აკოცა.


- მე წავალ ! - თქვა და ფეხზე წამოდგა .
გულში რაღაც ღრმად ჩასწყდა ნატროშვილს , უნდოდა კიდევ ყოფილიყო ცოტა ხანს მასთან , მაგრამ უსედაც დიდი ხანი დაჰყო , თავისი დროიდან მისთვის.
ამიტომ ღიმილით წამოდგა ფეხზე .
- ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ... - ჩაილაპარაკა , ნაღვლიანი ტონით.
- არაფერს ... საღამოს გამოგივლი და წაგიყვანთ კარგი? - ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა და შუბლზე აკოცა.
- არ არის საჭირო , ვაკო აქაა და წაგვიყვანს ...- მიანიშნა სასიძოზე , რომელიც ცრემლებად დაღვრილ ნიას ამშვიდებდა.
- კარგი ... - მხრები აიჩეჩა და იქვე მჯდარ ხალხს დაემშვიდობა. - კარგად , გამოჯანმრთელებას ვუსურვებ !
- კარგად შვილო , მადლობა ყველაფრისთვის.
ხარძიანმა უბრალოდ გაიღიმა და საავადმყოფოდან გავიდა.
მოწყენილი დეა კი დისკენ და სასიძოსკენ წავიდა.
იქვე ჩამოჯდა და დას მიეხუტა.

***
როგორც კი ტერიოტია რემიმ დატოვა , უკანმოუხედავად გაქრა მარიამიც.
შეეცადა ნატროშვილს არ დაენახა , თუმცა დეას ახლა მისი თავი არც ექნებოდა.
მარიამი ავტოსადგამოთან შეყოვნებულ , ხარძიანთან მივიდა და წინ დაუდგა.
მამააცმა გაკვირვებულმა ჩამოხედა , ორი თავით დაბალ გოგონას და ანიშნა დამელოდეო.
მბილურზე საუბარს , როგორც კი მორჩა , მაშინვე დადო მანქანაში , გაღებული ფანჯრიდან და გოგონას მიყტრიალდა .
- ლუკას დეიდაშვილი არა ? - საკმაოდ თბილი ტონით მიმართა რემიმ კიკნაძეს , ამიტომ საჩხუბრად მომართული მარიამიც მაშინვე მოლბა.
- აჰამ ... - თავი დაუქნია და გაუღიმა .- იცი ... მე შენთან ლაპარაკი მინდოდა

- არ არის პრობლემა , სადმე დავჯდეთ და ვისაუბროთ ... მშვიდობაა ? - თან მანქანას მოუარა , თან ჰკითხა.
- კი კი . - თავი დაუქნია და ღვედი შეიკრა.
იქვე კაფესთან გააჩერა ხარძიანმა და პირველი კარში მარიამი შეატარა.
შეკვეთა , როგორც კი მისცეს ხელების ხახუნით მიუტრიალდა კიკნაძეს.
- აბა ? - წარბი აუწია ჰაერში და გაუღიმა.
- იცი ... შეიძლება მოგეჩვენოს , რომ ზედმეტად ვერევი შენს საქმეში , მაგრამ ... ეს ყველაფერი ჩემი დაქალის მდგომარეობაზე ისახება.
მე ... მე მართლა არაფერს ვეტყვი , თუ შენ მენდობი და სიმართლეს გამიმხელ . უბრალოდ მეცოდინება შემდეგში , როგორ დავამშვიდო დეა.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ ? - იკითხა და მიმტანს გაუღიმა , მადლობის ნიშნად.
სწრაფად დააწყო , გოგონამ შეკვეთა და იქაურობას გაეცალა.
- რემი ... კარგად ხვდები , დარწმუნებული ვარ ! - წარბები შეკრა კიკნაძემ.
- ძაან ცუდად იყო ? - მოჭუტული თვალებით მიაჩერდა , წინ მჯდომს და ბოლოს მის სახეზე გაეცინა.
- ანუ შენ ხარ ის ტაქსისტი ? - გახარებულმა შეჰყვირა.
- მე ეგ ვთქვი ? - თავი ოდნავ გვერდით გადასწია და გაუღიმა.
- კარგი რაა ... - აბუზღუნდა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
- ჰო კარგი , კარგი ... - ხელები დანებების ნიშნად , აღმართა ზემოთ .
- რა მაგარიაა ! - ტაში შემოკრა და გაიცინა.
- კიდევ კარგი დღეს არ მკითხა საიდან ვიცოდი , შენი მისამართი ... მერე რა უნდა მეთქვა ? ტაქსისტი , რომ გეგონე მე მიგიყვანეთ სახლებშითქო ? - ჩაიფხუკუნა და უცებ დასერიოზულდა .
- იცი ბოლო დღეს რა ცუდად იყო ? აი არ ვიცი , როგორ გითხრა შენ არ იცნობ , შეიძლება ბევრისთვის ეს აზარტია , მაგრამ ... ის იმდენად სხვანაირია ... ვერ იტანს , როცა გაურკვევლობაშია.
- ვინ გითხრა , რომ არ ვიცნობ ? - თვალებმოჭუტული მიაჩერდა , დაბნეულ მარიამს . - მე მას იმაზე კარგად ვიცნობ , ვიდრე თქვენგან , რომელიმე , ან თუნდაც თვითონ ! - ამაყი გაიჯგიმა ადგილზე.
- რა ? - წარბი აუწია ჰაერში.
- გახსოვს ? წაღვერში აგარაკზე

- წაღვერში ? აგარაკზე ? შენ რა ... - ენა აება , დანეულობისგან მარიამს.
- არ გემახსოვრებით , ბოლოს რომ გნახეთ ყველა ძალიან პატარები იყავით , დეა იყო 5 წლის ...
- მერე ? მერე რა მოხდა ? - აზარტში შევიდა და წვენი მოსვა.

***
- დეა დეე , ნუ დარბიხარ გაოფლიანდები ! - ლუკას ტანის სამოსში გამოწყობილ , შვილს ნონა გაავებული , ნერვიულად დასდევდა.
- არ გავცდივდები ... - მიაყვირა და ველოსიპედს მოაჯდა , რომელსაც 3 ბორბალი ჰქონდა.
- დეა მოდი აქ ! - ასპარეზზე ლევანიც გამოჩნდა და შვილს გაჰყვირა , რომელიც უკვე შორს იყო წასული.
- მოვალ მალეე ... - ისევ შორიდან ყვიროდა ნატროშვილი და წყაროსკენ მიჰქროდა .
წყაოსთან მისული , გუბესთან დაიხარა და ბაყაყი , როგორც კი დაინახა ,მაშინვე ამოიყვანა იქიდან.
წყაროსთან მიიყვანა , და ხელის გულზე მოქცეული წყალს შეუშვირა.
ბაყაყმა ხვანცალი დაიწყო და დეას ხელიდან გადახტა.
ესეც გაავებული გაეკიდა და გუბეში ჩამხტარი , რომ დაინახა მისკენ დაიწია.
როცა ფეხი აუცდა და თავზე დაახტა მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს.
ჯერ გაოცებული იყურებოდა , მერე გაბრაზებული , სულ ბოლოს კი პატარა კაცივით წამოხტა ფეხზე და ბოხი ხმით დააყვავა.
- ნელა შე*ემა ! - რაც ლუკასგან ჰქონდა გეგაბული , იმას იმეორებდა !
აბა ვინმე მისულიყო და რამე ეთქვა ? ერთადერთი სიტყვა იყო , რომლის თქმასაც არავინ უშლიდა , ნონას გარდა.
ქალი შეწუხებული უყურებდა , უმცროს შვილს და დანანებით აქენევდა თავს.
აი ლევანი სიამაყით იჯგიმებოდა და იძახდა " ვინმემ გამიბედოს და მკითხოს , ბიჭი შვილი არ გყავსო ?" ...
ლუკაც თავმომწონეთ , აქნევდა თავს და დეას ორმაგი მონდომებით ასწავლიდა , სწორად " შეჩ*ემის" თქმას.
ესეც ჯერ , ენისმტვრევით ამბობდა , შემდეგ კი გამართულად და ყოველ მეორეს ბედნიერი ეუბნებოდა ... ( როგორ ხარ "შეჩემ*" ? ) ...
- რა ? - ბიჭს გაოცება დაეტყო სახეზე და გაბრაზებული მიაჩერდა " მოკაჩავე ვაჯკაცს"...
ხო თავიდან ბიჭი ეგონა , აბა ლუკას ტანსაცმელში გამოწყობილი და თან
"მოგინავე" ბარსიტა , ვინ ეგონებოდა?
- რა და თვალებში გამოიხედე ! - ბოხი ხმით დაიღრიალა და ველოსიპედს მოახტა , წამში გამოიქცა იქიდან.

***
- მერე ? - სიცილი კვდებოდა მარიამი და გაყურსული უსმენდა მამაკაცს.
- მერე , ლუკა გავიცანი , მითხრა ჩემი დეიდაშვილის დაქალიაო და ოჯახებით ახლოს ვართო , ერთად ვისვენებთ აქო ... მერე გამეცინა , წარმოდგინე ლუკას ტანსაცმელში დეა და თან , შეჩემ*ას ძახილით .
- ნანახი არ მყავს თუ ? - გაიცინა და საზურგეს მიეყრდნო . - მაგ წელს მე , ანამ და ელენემ , ბარსიტა შევარქვით ... - ამოიქშინა და ისევ გაიცინა.
- შეეფერება . - თვალი ჩაუკრა და ჩაიღიმა.
- მერე? ...
- მერე იყო ის , რომ ლუკასთან მოვედი სახლში და ეგ , რომ დამხვდა ვკვდებოდი სიცილით , მაგის სახეზე.

***
- წამოდი რაა ! - აწუწუნდა ჩიქოვანი .
- აუ ლუკა , არ მინდა რააა , თან იმ ქაჯის ნახვა , უნდა მომიშალოს ნერვები ! - წარბები შეკრა და მეგობრისგან , შორს გადადგა ორი ნაბიჯი.
- ეეე ! - გაბრაზდა და ხელის ველურული მოძრაობით , შეაგდო თავის ჭიშკარში.
- დაგბრიდავ ! - წარბები შეკრა და კბილებში გამოსცრა ხარძიანმა.
სახლიდან მომვალი , რუჯისფრად შეფერადებული დეას დანახვა მისთვის , არც თუ ისე ადვილი იყო.
ფეხების ტყაპუნით დახტოტა ეზოში , პატარა ქერა და აქეთ იიქით იქნევდა ფეხებსაც და ხელებსაც.
ბავშვობაში ხუჭუჭა თმა ჰქონდა ნახევრად , ბოლოებში ხვეული.
ყველაზე ლამაზი დასანაზი იყო , როცა ხელის ნაზი მოძრაობით დალალებს უკან იგდებდა და თვალებს აციმციმებდა.
ხარძიანს თითქოს თავში რაღაც ჩაარტყეს და ახლა გაილანძღა თავი , სახეზე მაინც როგორ არ შეხედა ? ხმაც , როგორი ცქრიალა ჰქონდა?
13 წლის ბიჭი იდგა და თვალებგაშტერებული უცქერდა , ამ სანახაობას.
- ეს ... ისაა ? - ყბა ხელით დაიხურა და ლუკას თვალებმოჭუტული მიაჩერდა.
- ხო , გიკვირს არა ? - გაიცინა და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა პატარას . - ჩემი ციცქნა ფერიაა რაა ... დეაკო , მოდი ჩემთან გამოიქეცი ! - ლუკამ დაუძახა და მუხლებში მოიხარა.
დეამ საყვაელი ხმა , რომ გაიგონა ფეხების ტყაპუნით წავიდა მისკენ და ხელები მაგრად შემოჰხვია კისერზე.
ჩიქოვანმაც მოჰხვია ხელზე ხელები და მაგრად ჩაიკრა გულში.
- სად იყავი ? - ჰკითხა და თვალები ააფახულა.
- ჩემი ძმაკაცი მოვიყვანე , შენი გაცნობა უნდა ... - წარბები ეშმაკურად აათამაშა და გაოგნებულ მეგობარს მხარზე ხელი მიჰკრა.
ხარძიანმა თვალები დაუბრიალა და პატარა ქალბატონს გაუღიმა.
- გამარჯობა , მავნე ! - ჩაილაპარაკა , ბოხი ხმით და იგივე მზერით მიაჩერდა ნატროშვილს.
- მა ... მა , რა მითხრა ? - ენა დაება , პატარას და ლუკას კითხვით მიუბრუნდა.
- მავნეო , ანუ ყველაფერს , რომ აფუჭებს რაა ...
- რას ვაფუჭებ მერე მე ? - გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა და წამწამები ააფახუნა , ხარძიანს მისი სილამაზე და სისაყვარლე ჭკუიდან შლიდა უკვე . - რატომ ვარ მავნე ? - თვალები აემღვრა და ცრემლები წამოუვიდა.
რემიმ ვეღარ მოითმინა და პატარა ხელში აიყვანა .
მანაც სწრაფად მოხვია , პატარა ხელები კისერზე და ცხვირიც იქვე ჩამალა.
- ბაყაყების წვალება , ხომ გიყვარს ? - ჰკითხა თვალებმოჭუტულმა.
- მე ... არა , ისინი ბინძურ წყლაში იყვნენ და მინდოდა სუფთაში წამეყვანა ... - გულუბრყვილოდ ამოისლუკუნა და ცრემლები , პატარა შეკრული მუჭით მოიშორა.
ხარძიანს გაეღიმა და ცხვირზე აკოცა.
- კარგი ნუ ტირი ... თმაზე ხელი გადაუსვა და , როგორც კი სიცილი ატეხა ბავშვმა , თვალებმოჭუტულმა დახედა მას.
ნატროშვილმა , შეკრული მუშტი მაგრად ჩაარტყა მუცელში და კალთიდან ჩამოხტა.
ხარძიანი ირონიული ღიმილით დააჩერდა , პატარა ჭინკას და გაიღიმა.
- ჯერ ბიჭი გეგონე , მერე გოგო , ნუ არა გეგონე რა არ ვარ თუ ? - დატრიალდა კეკლუცურად და გადაიკისკისა. - მერე წყანარი გეგონა , მერე ნაზი , ახლა ? - გაიცინა და იქიდან გაიქცა . - ორმაგი ცხოვრება ! - ჩლიფინით მიაყარა და ადგილიდან საერთოდ გაქრა.

***
- სულ ეგეთი იყო ... - ღიმილით საუბრობდა მარიამი დაქალზე. - მაგიტომ მოატყუე შენც ? ჯერ ტაქსისტიო , მერე ესო , ისო ...
- ხო ... თან ვერთობი ჩემ პონტში რაა - გაიცინა და წვენი მოსვა.
- რამ აგაცანცარა ამხელა კაცი ? - თვალები დაჭყიტა გაბრაზებულმა , მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შეიკავა.

- რავი ტოო , ცოტა მეც ხო უნდა გავერთო ? სერიოზულობა სამსახურში არ მეყოფა ? იქ , რომ შემოიხედო ხალხს მონსტრი ვგონივარ ... - ახარხარდა და უცებ გაჩუმდა. - იცოდე არ უთხრა ! - გააფრთხილა მკაცრად.
- არა მაგრამ ... იცოდე ცუდად , რომ იქნება შენ დააწყნარებ ! , ახლა წამიყვანე საავადმყოფოში , უნდა ვიფიქრო გოგოებს და მაგას როგორ გამოვაპარო ეგ ყველაფერი .

მამასთან შესულები , ის და ნია ეცნენ ორივე მხირდან და ლოყები დაუკოცნეს.
კაცი იცინოდა და შვილებს შუბლზე კოცნიდა.
ნია ცრემლებად იღვერებოდა , დეამ რამდენჯერაც ტირილი მოინდომა და დააპირა , მაშინვე ხარძიანის სიტყვები გაახსენდა და მამასთან ალერსით დატკბა.
- რა მოგივიდა მაა ...- თავი მხარზე დაადო .
- არაფერი მამიკო , ნუ გეშინია არაფერი არაა საშიშიო , ხომ თქვა ექიმმა ? -შვილს თმაზე მოეფერა. - ფანჯრიდან დავინახე , ის ბიჭი ... ვინ იყო ? - გაიღიმა და ნიასკენ გადაწია თავი , კარგად რომ დაენახა შვილის სახე.
მზადაც კი იყო ნატროშვილი ამ კითხვისთვის.
უბრალოდ გაიღიმა და მეგობარიო უთხრა.
უფროსმა ნატროშვილმა თავი დაუქნია და თვალებით გაუღიმა.
- ლევან , შეგიძლიათ წაიყვანოთო და არ მოემზადები ? - ცოლმა ტანის სამოსზე ანიშნა და ოდნავ წამოჯდა .
- კი , კი მოვემზადები .

***
სახლში მისულებს , არც ერთს გაუდგიათ ფეხი გარეთ .
მამა რამე , ხომ არ გინდა ? , მამა კარგად ხარ ? , წნევა ხომ არ გაგიზომო? .
მსგავსი შეთავაზებებითა და კითხვებით , სული ამოხადეს კაცს.
- აბა ეხა ! კი არ მოვკვდარვარ , აგერ ჩემი გოგო მომივლის ! - ნონაზე ანიშნა და გაუღიმა . - არა ნონაჩკა ? - წარბები აუთამაშა ცოლს.
- მასხარა ! - ტუჩები აიბზუა ქალმა და ღიმილით გააბრტყელა ცომი.

***
გოგონებთან ერთად იჯდა და ყავას წრუპავდა.
უხალისოდ ყვებოდა ყველაფერს და დასასრულს ძლივს იღიმოდა.
- გაკოცა ? მოგიხაჭუნა ? მოიცა აბა მოდი მუცელი მანახე ... - გადაიკისკისა ელენემ .
- ეგრე , რომ კეთდებოდეს ბავშვი , ჩინელები ვიქნებოდით . - ტუჩები აიბზუა გიორგაძემ.
- ხოო ... - ჩაილაპარა მარიამმა და ღიმილით მოავლო სადაქალოს თვალი.
- რა ჭირს ამას ? ნამეტან დაუტკბა დღეს ენა . - ეჭვით აათვალიერა დაქალი დეამ.
- დამიტკბა არა ის ... - ენა აება და თავი გვერდით გაატრიალა.
- რა ხდება ქალბატონო ? - წარბი ასწია ჰაერში სამივემ.
- აი ... მირეკავენ ! - გაკრეჭილმა აუფრიალა მობილური გოგონებს ცხვირ წინ და ყურთან მიიდო , უცხო ნომერი.
- შენი გაცნობა შეიძლება ლამა"ს"ო? - მოესმა ბოხი ხმა და ქშენა.
- ხო საყვარელო ... - ხმა დაიტკბო და საცოდავი სახით გაატრიალა უკან თავი.
- რას შვები ? - განწირულად კიოდა მობილურში ვიღაც.
- არაფერს , ჩემო სიცოცხლე შენ ? - ხმა გაინაზა და თავი დაწყევლა .
"ჯანდაბა " !
- ჰა ? - ვიღაცას რაღაც კიტხა ბოხი ხმით , რომელიც გაბრაზებული უფრო იყო , ვიდრე მხიარული . - აა ხო , ისა ... არაფერს შენ ?
- არაფერს , გოგოებთან ვარ , გამომივლი ? - კითხა და ერთი წარბი ზემოთ აქაჩა , მეორე ქვემოთ .
- მე უკვე ანას სახლის ქვემოთ ... ვდგავარ ? - კითხის ნიშანი დააყოლა და დაიბნა - ხო ვდგავარ ! "თურმე" ... - ხმადაბლა ჩაილაპარაკა , ბოლო სიტყვა .

- ჩამოვდივარ ძვირფასო ... - თავის ასარიდებლად , თვალები გადაატრიალა და გოგონებს ანიშნა მერე მოგიყვებითო.
სადარბაზოში გავარდა და კიბეები ჩაირბინა.
- იმედია მანიაკი არ ხარ ! - ჩაისისინა და გარეთ გავარდნილმა დაინახა , როგორ გადმოიხედა სამივემ აივნიდან. - დროზე გამოდი და დამენახე !
მანქანიდან მობილურით ხელში , სპორტულებში ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა და ზემოთ აიხედა , შემდეგ მანქქნისკენ გაიხედა და თვალების ბრალით წამოვიდა მარიამისკენ.
მანაც ზემოთ ააპარა თვალები და მობილური გათიშა.
მამაკაცისკენ წავიდა და წინ დაუდგა.
მან ისევ უკან მიიხედა და შემდეგ ისევ მარიამს შეხედა.
ღრმად ამოისუნთქა და მაგრად ჩაიხუტა გოგონა.
კიკნაძე ისე დაიბნა ხმა ვერ ამოიღო .
ენა ვერ მოატრიალა პირში და მისგან განთავისუფლებულმა , თვალებში ჩახედა.
შავი , მუქი თვალები უკვე შეისწავლა.
მის მკაცრ მზერას თვალი გააყოლა და ჩაბურულ მინებში , ძლივს დაინახა ლუკა და რემი.
პირზე ხელი აიფარა და ფხუკუნი ატეხა.
მანქანისკენ წავიდა და უკან ჩასკუპდა.
მამაკაცმაც მოუარა და მის გვერდით დაკვა ადგილი.
- სწრაფად წადი , მთელ ხმაზე უნდა ავხარხარდე ! - რემის მხარზე ხელი დაჰკრა და სიცილი ატეხა.
- მობილურზე , რომ მომწერე მიშველეო , მეტი ვერაფერი მოვიფიქრე . - გაიცინა და გაავებულ ძმაკაცს გადახედა. - ეს კიდე , ეს მართლა სვანი , სანამ არ ვუთხარი მოკლავენ იმ გოგოსთქო , მანამდე კი არ დაგირეკა !
- მე მოგკლავ ახლა შენ ! - თვალები გადაატრიალა ვიბლიანმა.
- ჯერ მე მაკოცნინეთ , ჩემი ბიჭისთვის , მერე თუ გინდათ სისხლი აგიღიათ . 0 გაიცინა და ლუკას აკოცა უკნიდან . - რავა ხარ ძმა ? - წარბები აუთამაშა გახარებულმა.
- რა ხდება შენ , რამ დაგატკბო? - ეჭვით გადმოხედა და ახარხარდა.
- შენც მისადასაყრელი ხარ ! - ტუჩები გააწკლაპუნა და უკან გადაძვრა ისევ.
- ქაჯო , მოისვენე ! - ხმა დაბოხებულმა გადმოხედა ვიბლიანმა.
- რაო , რა მიწოდა ? - წარბი აწია ჰაერში გაავებულმა კიკნაძემ.
მამაკაცმა თვალები გადაატრიალა და მუხლებზე ხელი დაირტყა.
ქაჯს გაეცინა და ადგილზე გაიყურსა.
"ეს კაი ნერვების მოსაშლელი ვიპოვე" ...
გაიფიქრა და ფხუკუნით დაუბრუნდა ადგილს.

***
- დეა , მისმინე მე ლუკასთან ვარ და ამოვიდნენ უთხარიო და მიდი ამოდით გოგოები რაა .
- კაი ამოვალთ ... - მობილური გათიშა და გოგონებს მიუტრიალდა - მიდით ჩაიცვით , ლუკასთან ავიდეთ .
- აუ მე არ მინდა რაა . - აბუზღუნდა გიორგაძე. - თქვენ წადით , თან მე მუცელი მტკივა , წამალს დავლევ და დავიძინებ .
- მაშინ არც ჩვენ არ გვინდა . - ტუჩები გაბუსხა ორივემ.
- ოო , კაი წავიდეთ მაშინ ... - დანებდა და ფეხზე წამოდგა.

***
ნაცნობ ადგილას დადგნენ და ტაქსის დაელოდნენ.
გულის სიღრმეში , მაინც ელოდებოდა ნაცნობი მანქანის გამოჩენას ნატროსვილი , მაგრამ ამას საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა.
სამაგიეროდ ძალიან ამაღლებულ ხასიათზე იმყოფებოდა და გახარებული იყო , მამის კარგად ყოფნისა და რემისთან მომხდარი სიახლეების გამო.
გაკრეჭილმა მიაჭირა , ზარს თითი და გაბმულად დარეკა.
კარი ლუკამ გააღო , უკან მარიამი ედგა და იკრიჭებოდა.
- მოდით ... - ჩაკოცნა სამივე და გვერდით გაიწია. - ვაა , ვაა გიორგაძე , რა ნაშა ხარ გოგო ? - გაეკრიჭა და ლოყაზე აკოცა.
- მუშტი გხიო ახლა სახეში თუ ფეხი ? - ჰკითხა წარბაწეულმა და დაუბღვირა .
- ძუძუები , ძუძუები ! - მისაღებისკენ გაიქცა სიცილით .
ლუკას ოთხივე ძალიან უყვარდა , ამიტომ არც ერთს ჰქონდა პრეტენზია , ბავშვობის მეგობრისგან მსგავსი უხამსი რეპლიკები მოესმინა.
ერთადერთი დეა იყო , რომელთანაც ლუკა არ თავხედობდა.
დანარჩენი სამი გაგდებული ყავდა.
ჩიქოვანი , გიორგაძე და მარიამი ნათესავები არიან.
ასე , რომ რომელი განაცხადებს ამ ყველაფერზე პრეტენზიას ? არც ერთი !
ერთადერთი ელენეა , რომელიც ვერა და ვერ შეეჩვია ასეთ რაღაცეებს .
სულ იერიშზე გადადის და ლუკას ხან კისერზე ახტება , ხან თავზე ...
ერთხელ უხერხულ ადგილზე " მოუხვდა" მუხლის თავი , მაგას ლუკას გინება და სიცილი მოჰყვა.
ეს ბიჭი არასდროს არის სერიოზული !
- ელენ , ტოო რა ლამაზი ხარ , აი პირდაპირ "მაკაჟებ" !- დაშოკილმა ჩაილაპარაკა და გაიცინა.
- ხო არ გინდა , ცხელი რაღაცეებით გაგაკაჟო ? რაღაც ძააან გითუხთუხებს ჰორმონები აშკარად ! - წარბი აუწია ჰაერში და ქურთუკი საკიდზე დაკიდა.
- ხო , ავკუნჩხულდი . - გაიცინა და გაბრაზებულს ენა გამოყო.
- სიამოვნებით ... - უნდა დაემთავრებინა და გაჩუმდა.
მერე მიიხედ - მოიხედა და გარშემო , რომ ვერავინ დაინახა გაიღიმა.
რა სულელი გოგონები ყავს !
ყველა კარგად ხვდება საქმის ვითარებას , მაგრამ არც ერთი იღებს ხმას.
- რა სიამოვნებით ?- გაიღიმა , და პირველად ასეთი მზერით წაიწია მისკენ.
გოცირიძე დაიბნა და უკან სვლა დაიწყო.
რაღაცას ფეხი წამოკრა და შებარბაცდა.
ლუდის გაუხსნელი ბოთლი , სწაფად გადაიტანა მეორე ხელში და თავისუფალი ხელი წელზე მოხვია .
შეშინებულ ელენეს მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და ეს კარგად იკვეთებოდა მისი მოტკეცილი მაისურიდან.
ლუკამ შეშინებულს და მის ხელებში აცახცახებულს ცინიკურათ დახედა და ლოყაზე მიაკრა გახურებული ტუჩები.
- წამოდი ჩემო ციცქნა ... - გაასწორა და სხეულზე მიხუტებული გაიყვანა მისაღებში. - ღრმად ისუნთქე , კორსიზი ხომ არ გინდა ? - ჰკითხა სერიოზული სახითა და ტონით .
მზრუნველად და თან ცინიკურად.
ჰაეროვნად და მსუბუქად.
- არა ! - დაუბღვირა და ღიმილით შეერია მეგობრებს.
ლუკამ ერთი შეათვალიერა " მეგობარი " და თავის ქნევით წავიდა სამზარეულოსკენ.

***
ნატროშვილი , როგორც კი მისაღებში შევიდა , მაშინვე მიიქცია მისი ყურადღება , კუთხეში სავარძელზე ჩამომჯდარმა სპორტულებში გამოწყობილმა ხარძიანმა.
მამაკაცს ქუდი ეფარა თავზე , და ზემოდან კაპიშონი ჰქონდა გადმოფარებული , სპორტული ჟაკეტის.
სპორტული შარვალი და უცხვირო კედები , უფრო ამშვენებდა და სურვილს უასმაგებდა , მასთან დაახლოების და იგივე ნეტარებითი წამების განცდისა , რაც მის სახლში გამოიარა.
ეშმაკური ღიმილით წავიდა მისკენ და ლუდის ბოთლი , ხელიდან ააცალა.
ოდნავ მოსვა და მის მუცელზე , იგივენაირად დადო.
- ტაქსისტი ? - ჰკითხა და ოდნავ წამოჯდა.
- ვინაა ეს ტაქსისტი ? რატომ მეკითხება ყველა მაგას ? - იკითხა ოდნავ გაბრაზებულმა და სავარძელზე ისიც წამოჯდა.
- ვინ გეკითხება კიდევ ? - ცნობისმოყვარეობას სძლია და მიხვდა , რომ მის კითხვაზე პასუხი უარყოფითია და ის ახლაც "რემი ხარძიანია" ...
- კიდევ ? ერთი გოგოა , ბარსიტას ეძახიან ... ბავშვობაში ბაყაყებით თამაში უყვარდა , მათზე ზრუნავდა ... ჭუჭყიან წყალს გუბეს ეძახდა და იქიდან სუფთა წყალში გადაყავდა ... "შეჩე*ას" ძახილიც უყვარდა , ორმაგი ცხოვრებაც იზიდავდა ... - ჩახშულად ლაპარაკობდა და თანდათან უახლოვდებოდა მის ტუჩებს . - ხომ არ გეცნობა ? - თვალები მოჭუტა და ღიმილით გაუხახუნა მის ტუჩებს თავისი . - დუმილი თანხმობის ნიშანია ... - მხრები აიჩეჩა და მთელი გრძნობით წაეტანა , უკვე მონატრებულ ბაგეებს .



№1  offline მოდერი bibo

Vgijdebi me shenze saswauli xar tkbilo saocreba sityvebi ar myopnis ra gitxra vgijdebi chito shen istoriaze maoceb ra gitxra ar viciiii....elene da luka momwons dzlian ai udzalianesad :*kido mari da bichis saxeli ar maxsovs egenic ertad mgonia remize arapers vambob bichi biskviwi bichi saocreba warmatebebi shokolado.da isic momewona sxva gogoebis gancdebsac ro wer da maagt siyvarulis ambavsac chito kargi xar

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ვგიჟდები უკვე ამათზე ლუკა და ელენე რა საყვარლები არიან wink მგონი ეშველათ რემის და დეას და დავისვენებთ . მარიამის ამბავს ველიიიიი wink საინტერესო დასაწყისი იყო ისე და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებიი

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra sayvarlebi ariaan ❤️

 


№4 სტუმარი A

Ai martla saocrebaa. Male dade lamazo gagrdzeleba umagresia dzalian. Yochagi xar da tan chkvianic.

 


№5  offline წევრი NieMaND

ბარსიტა რა არის?
--------------------
L.T.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent