ორმაგი ცხოვრება - 4
თვალები , რომ გაახილა თავზე ხარძიანი ედგა და ყვავით დაჰყურებდა. თვალები მოიფშვნიტა და ოდნავ წამოჯდა. ტანზე დაიხედა , ისევ შავი ელასტიკები და უბრალოდ შავი მაისური ეცვა. იმ განსხვავებით , რომ უგები გაეხადა და დაბალი წინდების ამარა ჰქონდა ფეხები გაშლილი. პლედი ძილში გვერდით მოუსროლია და საწოლის მეორე მხარეს გადაუგდია. გაკვირვებულმა ახედა მის წინ ჩამომჯდარ ხარძიანს , ჯერ ნეწრწყვი ძნელად გადააგორა , შემდეგ თითები ერთმანეთში ახლართა. - შენ მითხარი გავქრებიო ... - ჩუმი ხმით ამოილუღლუღა და ისევ ეშმაკური მზერით ახედა , აშკარად გაკვირვებულ მამაკაცს. - მე? - საჩვენებელი თითი მკერდთან მიიტანა და წარბები შეკრა. - ხო ... - აშკარად ვიღაცაში გეშლები ! - მტკიცე ტონით ჩაილაპარაკა და კითხვისნიშნებანი მზერა სტყორცნა. - ვითომ ? - ქვედა ტუჩი გადაატრიალა ნაწყენმა . - აქ როგორ აღმოვჩნდი ? - მიუხედავად იმისა , რომ ყველაფერი კარგად ახსოვდა , ( ამას რა დაავიწყებდა ) , ამ შანს ხელიდან გაუშვებდა ? - საიდან დაა ... - ჯერ დაფიქრდა , შემდეგ ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალებში მიაჩერდა აწითლებულ დეას. - ჩემმა დამ , მოშუშული კომბოსტო გამიკეთა ... - თქვა შეპარვით და გაოგნებულ ნატროშვილს , რომ ჰკიდა თვალი გაეცინა. - ახლა არ მითხრა , შიგნით გიპოვეო - გაბრაზებულმა შეკრა წარბები. - არ გეტყვი ... - მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. - კარგი მართლა ... ჩემი მობილური სად არის ? ჩემებს უნდა დავურეკო ,რომელი საათია ? - კითხვები მიაყარა და მამაკაცს ხელიდან , თავის მობილური გამოართვა. - საღამოს 10 საათია ... - ალიო დე ... - სად ხარ შენ ? არ უნდა დაგერეკა და გეთქვა , რომ მარიამთან რჩებოდით გოგოები ? გული გამისკდა ! - დე ... მარიამთან ვრჩებოდი ? - იკითხა ჩუმი ხმით და მამაკაცს ჩაეღიმა. - ხო რა არა ? - შეიცხადა ქალმა. - რა არა დედა ... უბრალოდ ხომ იცი მარიამის სააბაზან , როგორ მიყვარს , ვბანაობდი და ალბათ დაავიწყდა მარიამს იმის თქმა , რომ გელაპარაკა ... - ხო კაი , წავედი ახლა გკოცნი , ჭკვიანად ! მობილური გათიშა და სწრაფად გადარეკა მარიამთან. - შენს გაზრდა გახარებას ! კინაღამ გამეპარა ნონას ხმა , რომ გავიგე - აფხუკუნდა და მერე მიხვდა მარტო , რომ არ იყო ოთახში. აწითლებულმა ჩახარა თავი და გაიცინა. - შენი ბედი რემიმ ,რომ მიპასუხა და მითხრა ყველაფერი ! რა ჭირი დაგემართა იმ შუა ქუჩაში ? - რავი რაა , ხო იცი ნანერვიულები ვიყავი , იმ იდიოტი ტაქსისტის გამო ...- ისე წამოცდა ვერც გაიზრა , რომ მიხვდა რემის არანაირი რეაქცია ქონდა თამამად გააგრძელა . - ეგ დეგენერატი ! - ენა გამოყო და გაიცინა . - შტერი ! - აგრძელებდა და მამაკაცზე ცდებს ატარებდა . - ხო და გოგო ... - რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა გაჩერდა . - ყველაფერი ამტკივდა და გული წამივიდა , მერე აღარაფერი მახსოვს ... - იმას ხომ არ ეტყოდა ის დამადგა და წამომიყვანაო ? წამის წინ "არ ახსოვდა" . - არ გახსოვს ხო ? -აკისკისდა მარიამი. - მოხვალ ჩემთან ? - აუ აბა სად ხარ , სახლში თუ არ ხარ ? მე რა ვქნა ? სახლში ვერ მივალ მიხვდებიან რამეს , თან ისე გავიკვირვე წეღან ნონასთან. - დარჩი აქ ! - უთხრა ჩუმი ხმით ხარძიანმა და ნატროშვილმაც აწითლებულმა დაუქნია თავი. - ვერ ხარ ? - ბოლო ხმაზე ხაოდა და იცინოდა მარიამი. - კარგი არაუშავს , წავედი დავრჩები აქ ... - თქვა , თითქოს მოწყენილმა . - შენი ჭირიმე , მანდედან ბავშვიანი არ წამოხვიდე ... - ისევ "ახავლდა" კიკნაძე და მობილური სწრაფად გათიშა. დეას ჯერ სახე აელეწა , მერე გაეღიმა , სულ ბოლოს კი თვითონაც გაეცინა. - შენ აქ დაიძინე , მანამდე წამოდი ჭამე , თუ გინდა იბანავე , რა ვიცი თავი როგორც საკუთარ სახლში , ისე იგრძენი ... თავში მზაკვრულმა აზრმა გაუელვა. - დიდი მადლობა , ჯერ ვიბანავებ და მერე შევჭამ ... შეგიძლია სააბაზანო მაჩვენო და პირსახოცი მომცე ? - წინ დაუდგა და გაუღიმა. - კი ახლავე ... - მხრები აიჩეჩა ხარძიანმა და კარადიდან გამოღებული პირსახოცი მიაწოდა ხელში , შემდეგ კი სააბაზანოს კართან მიაცილა ... - დამელოდე , არ შეხვიდე ... - ოთახში შევიდა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა შავი პერანგით მისკენ ... პერანგი ხარძიანის ზომის იყო , წინ ღილებით . - აი ეს აიღე , მაგით ვერ დაიძინებ . - ხელში მიაწოდა . - საწოლზე დამიდე თუ არ შეწუხდები ... - ახედა და გაუღიმა. - არა , რა შეწუხებაა ? - სასხვათაშორისოდ იკითხა და ოთახისკენ წავიდა. ნატროშვილი სააბაზანოში შეიძურწა , კარგა ხანს იდგა იქ და ცხელი წყლის ქვეშ ათბობდა სხეულს. სწრაფად გადმოვიდა და შიშველ სხეულზე , რემის მიცემული მოკლე პირსახოცი მოიხვია. კარში გასულმა ოდნავ მიიხედ-მოიხედა , ყველაფერი დაზვერა და ფეხის წვერებზე აწეული წავიდა ოთახისკენ. - ყავა თუ ჩაი ? - მოესმა ზურგსუკან , ძალიან ახლოს ნაცნობი ხმა და ჩახშული ტონით ნათქვამი სიტყვები. უკან ნელა შეტრიალდა და ოდნავ შეხტა ხარძიანის , ასე ახლოს დანახვაზე. ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და გულზე ხელი მიიდო. - შემაშინე ... ჩაი , ყავა , რომ დავლიო მთელი ღამე არ დამეძინება ... - აწითლებულმა თქვა და უკან გადადგა ორი ნაბიჯი. - კარგი ... - მხოლოდ ეს თქვა და ისევ ისე შეიცვალა , მისი ცასავით თვალები , როგორც ტაქსისტის , ისევ ცეცხლი გიზგიზებდა ორივე სფეროში. - კარგი ... - ხმადაბლა თქვა და უკან მიბრუნდა , ისევ ფეხისწვერებზე განაგრძო სიარული და ის ის იყო ოთახში უნდა შესულიყო , მამაკაცის სიტყვებმა ისევ ადგილზე , რომ გაყინეს. - შაქარი ? - მიაძახა და მისკენ წავიდა. - უშაქრო ... - თქვა ჩუმი ხმით და დაკეტილ კარს დაეჯაჯგურა , ძალა წაერთვა ხელებში და თითქოს უბრალოდ დახურულ კარს ვერ მოერია , რომ გაეღო. - უშაქრო ? რატომ რამე ტკბილი უნდა მიაყოლო? - კითხა და მასთან ძალიან ახლოს დადგა. ნატროშვილს სუნქვა შეეკრა და კარს მთელი ძალით აეკრო. სუნთქვა გაუხშირდა და იგრძნო , როგორ დაეცვარა სველი სხეული , წყლის გარდა , ჭიანჭველებით . ხელები აათამაშა პირსახოცზე და თვალების ძლივს დაიმორჩილა , რომ ხარძიანის სუნთქვსი შეგრძენისთანავე არ მიბნედვოდა. - ხო... კი არადა არა ... - სათქმელს ვერ მოაბა თავი და სახე წაეშალა , როცა მამაკაცის ხელი იგრძნო ზურგზე. "მგონი მომიწევს აქედან მართლა ბავშვით წასვლა" - გაიფიქრა და გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა. რემი მის ამ ქცევას ღიმილით შეხვდა და ერთი ხელი ჯერ კისერში შეუცურა , შემდეგ კი თითები სახეზე და კერძოდ ტუჩებზე გადმოაცურა. ნატროშვილი სიამოვნებისგან სახეზე წამოწითლდა და მთელი სხეულით აკანკალდა. ჭკუისგან იშლებოდა ისე სიამოვნებდა მისი შეხება. მამაკაცი მისკენ საკოცნელად გაიწია , მაგრამ დეამ საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიადო და თავი მაქსიმალურად ააკრა კარზე. - ჯერ მითხარი , შენ ხარ თუ არა ის ტაქსისტი ?! - იკითხა და ოდნავ წამოიკვნესა , ფეხზე გახურებული ხელი , რომ იგრძნო. - ნამდვილად გინდა ახლა , მაგაზე საუბარი ? - ჰკითხა და გახურებული ბაგეები , ტუჩის კუთხეში მიაკრა. ისეთი სიძლიერით დაცხა და აცახცახდა , ეჭვი ქვს ამას აბაზანა ვეღარ უშველიდა. - ჯანდაბა ! - ესღა თქვა და თავისი ინიციატივით წაეტანა მის გამომწვევად ლამაზ ბაგეებს. მამაკაცს ჩაეღიმა და ხელი მაგრად მოუჭირა წელზე. თითები მენჯებისკენ გადაასრიალა და მაგრად მოუჭირა. სიამოვნებისგან ვერაფერი , რომ ვერ მოიფიქრა საწყალმა დეამ , კბილები მამაკაცის ქვედა ტუჩს მთელი ძალით ჩაავლო და კისერი გადააკონწიალა უკან. მისი გმინვა და გაცხოველება ერთ იყო. - გაჩერდი ! - მკერდზე მიბჯენილი ხელებით უკან გასწია და გაცხოველებული თვალებით მიაჩერდა. არა გამორიცხულია , ძალიან კი უნდა მაგრამ ... მაგრამ , როგორ დაწვეს კაცთან , რომელიც არ იცის , ბიზნესმენია თუ ტაქსისტი ? არა ფაქტია ორივეა , მაგრამ ეს , რომელია ? ჯაბდაბა ისევ აერია ყველაფერი . - გეყოფა ! - დაიჩურჩულა და კარის სახელურს დაეჯაჯგურა. - მშვიდად ნატროშვილი , მშვიდად ! - ირონიულად ჩაიჩურჩულა რემიმ და კარი ძალიან ნელი მოძრაობით შეაღო. დეამ ჯერ გაკვირვებულმა ახედა მამაკაცს , შემდეგ წარბები შეკრა და უკანალის ქნევით შევიდა ოთახში . საწოლზე დაფენილი მისი პენგი აიღო და ცხვირთან მიიტანა. ისევ ის სურნელი ! ტანზე შემოცივა და ღილები შეიკრა. პირველი რამდენიმე ღილი , შეუკრავად დაიტოვა ისინიც , რომ შეეკრა ნამდვილად გაიგუდებოდა. სამზარეულოშიც პერანგის ამარა ჩავიდა და ხელებზე იკეცა სახელოები. - წესით უნდა მოგეწონოს ... - მაგიდაზე დადებულ რამდენიმე თეფშზე გადანაწილებულ , რამდენიმე საჭმლის სახეობაზე მიანიშნა და გამზადებული ჩაიცს წინ დაუდო. მიხვდა მასთან ლაპარაკს , იმაზე თუ რომელი იყო , ტაქსისტი თუ ბიზნესმენი ... აზრი საერთოდ არ ჰქონდა. ამიტომ , მორიებულად დაჯდა თავის ადგილას და ჩაი ფრთხილად მოსვა. - მადლობა ... - თქვა ჩუმი ხმით და თვალები ფანჯარას გაუსწორა , რომლიდანაც ხვდებოდა , რომ არა კორპუსის ბინაში , არამედ საკუთარ სახლში იმყოფებოდა. - ჭამე ! - მკაცრი ხმით თქვა რემიმ და თავისი ხელით გადაუღო თეფშზე საჭმელი. - მართლა არ მაქვს მადა ... - სირცხვილისგან თავი სად გაეტრიალებინა ვერ ხვდებოდა. ახლა ვერც მარიამთან ვეღარ წავიდოდა , რადგან ისეთი სისულელე გაითამაშა , მამაკაცი ყველაფერს მიუხვდებოდა. - არ შეიძლება , შეიძლება მაგიტომაც გახდი ცუდად და არა ვიღაც იდიოტი ტაქსისტის გამო ! - თავი არც კი აუწევია ისე თქვა , რაღაცნაირი უდარდელი ტონით . ნატროშვილს ცხელი ჩაი გადაცდა და ყველა აუტყდა. სახეზე წამოწითლებულმა , ჩაწითლებული თვალებით ახედა ხარძიანს და შემდეგ მის უნაკლო სახის ფორმებს დააკვირდა. - შენ ... - სათმელს ვერ მოაბა თავი , ეგონა როგორც ფილმებში ხდებოდა , ახლაც ისე შეაწყვეტინებდა რემიც სიტყვას , მაგრამ ასე არ მოხდა. წარბშეკრულმა ახედა მამაკაცს და მის ირონიულ ღიმილზე სახე აელეწა. - ელოდები , რომ გაგაწყვეტინებ ? - სწორად მიუხვდა და წარბები აათამაშა. - არა ! უნდა მეთქვა , რომ არასწორი ხარ ! - თქვა თავის აქეთ-იქით ქნევით და ტუჩები გააწკაპუნა. - ეს ტაქსისტის კი არა , ჩემი მოუთმენლობის ბრალია , ვერასდროს ვიტანდი იმ მომენტებს , როცა გაურკვევლობას ვაწყდებოდი , ახლაც ასე მოხდა და რაღა თქმა უნდა ისე გადავუსვი ყველაფერს ხაზი , არაფერს დაველოდი . - მისუსტებული ხმით თქვა . ისევ იგრძნო , ჯერ გულის მხარეს დენისავით რამდენჯერმე გავლა , შემდეგ კუჭში და სულ ბოლოს მუცელში. ხელი გულზე მიიდო , შემდეგ კუჭზე ჩამოაცურა და სულ ბოლოს მუცელე მიიჭირა ძალიან მაგრად , სახე დამანჭულმა. სახე სატირლად დაბრიცა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. - კარგად ხარ ? - უცებ წამოდგა სახე შეცვლილი ხარძიანი და მის წინ ჩაიკუზა. - იგივე გრძნობა მაქვს , რაც დღეს მქონდა ... - თავი გადააქნია და იგრძნო როგორ აუხურდა მთელი სახე. ხარძიანმა მისი ხელი , თავისაში მოიქცია და შუბლზე გახურებული ტუჩები მიაწება. მთელი სხეული სიამოვნებისგან მოუდუნდა და კისერი გადააკონწიალა. ხელებში ძალა გამოეცალა და თავი მის მხარს მიადო. რემი უცებ წამოჯდა , სკამი მისკენ მიაჩოჩა , რომ თავი არ გაენძრია და გვერდით ჩამოუჯდა. ერთი ხელი წელზე მოხვია , მეორეთი კი ჩანგალი აიღო და საჭმელი მისი პირისკენ გააქანა. - ახლავე გააღე პირი და ეს შეჭამე ! - ხმა აშკარად ძალიან ბოხი და მკაცრი ჰქონდა. ისეთი შეუვალი ტონით საუბრობდა , ნატროშვილი წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა და პირს ძლივს აღებდა. - აღარ მინდა რაა ... - აბუზღუნდა და ტუჩები აამაცმაცუნა. - ძალიან გთხოვ , პირის გაღების ძალაც კი აღარ მაქვს ... - ჩაილაპარაკა მისუსტებული ხმით და ოდნავ ახედა რემის , რომელიც ზემოდან დაჰყურებდა თბილი და ამავდროულად მკაცრი სახით . - კარგი დაიძინე მაშინ ... - ხელში აიტაცა და მისი თავი მხარზე მოთავსებული , რომ დაიგულა ჩუმად მიწება თმაზე ტუჩები. ოთახში შეიყვანა და ზეწარზე ზემოდან დააწვინა. - არ გადამაფარო, ძალიან მცხელა ... - პირგამშრალმა ამოიხრიალა და ტუჩები გააწკლაპუნა. - დალიე წყალი ! - გვერდით მდგომი ტუმბოსკენ ხელი წაიღო და ჭიქა ტუჩთან მიუტანა დეას. მანაც მოწყურებულმა დალია ნახევარი ჭიქა და ცარიელი ჭიქა ისევ იქვე დააბრუნებინა. მამაკაცმა წამოდგომა დააპირა მაგრამ დეამ მაჯაში ჩაავლო ხელი და შეშინებულმა ახედა. - არ წახვიდე რაა ... მეშინია ისევ ცუდად არ გავხდე . - პატარა ბავშვივით მილულა თვალები და მისი ხელი ჩაიხუტა. - კარგი , გამოვიცვლი და მოვალ . - შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. სპოტული შარვლის ამარა შებრუნდა ოთახში და სიცილით დახედა პატარა ბავშვივით საწოლზე გაშხლართულ ნატროშვილს. ერთი ფეხი სწორად ედო , საწოლის მეორე ნახევარზე , მეორე კი მუხლში მოკეცილი თავის მხარეს. ორივე ხელი ლოყის ქვეშ ედო და დროდადრო ტუჩებს აცმაცუნებდა ისე , როგორც პატარა ბავშვი . პერანგის ღილები ოდნავ შეხსნოდა და მკერდიც კარგად უჩანდა. ხარძიანს ღიმილი მოეფინა სახეზე და გვერდით მიუწვა. ორი ღილი შეუკრა და მაგრად მოხვია ხელები. დეამ საყვარელი სურნელი , როგოც კი იგრძნო მაშინვე ააფოფხდა მამაკცს და ზემოდან მოექცა. ხელები კისერზე მოხვია და ცხვირის კისერშივე ჩაყო. მოძრაობა მოძრაობაში აჩაჩული პერანგი ქვემოთ ჩამოუწია და უკანალი დაუფარა. არადროს ისარგებლებდა მისი ძილით და ხელებს სასურველ ბურთებზე არ ააათამშებდა. იცოდა ამის დრო მაინც მოვიდოდა და ღიმილით კოცნიდა ძილში გაბუშტულ და აწითლებულ ლოყებზე. საყვარელი ქალის სურნელით . ფილტვები გაივსო და ნასიამოვნები გადაეშვა მორფეოსის სამყაროში , იქ სადაც იცოდა ზუსტად იცოდა , რომ აუცილებლად შეხვდებოდა ნატროშვილს . დილით თვალებს სანამ გაახელდა , მანამდე ეგონა ეს სურნელიც და შეხებაც სიზმარი იყო და კიდევ ეძინა. ნასიამოვნებს გასცრა სხეულში და თავი ოდნავ წამოწია . წამში გააზრება იმის , რომ შენს სახლში არ ხარ და მთელი ღამე , საწოლზე კი არა ხარძიან°ზე° გძინავს არც თუ ისე ადვილია . ნატროშვილმა ხელები რემის კისრიდან , მის ხელებზე ჩამოაცურა და საწოლზე მაგრად დააჭირა. მხოლოდ შემდეგ შეხედა მშვიდად მფშვინვარეს და მისი კონტურები , დილის სხივებით შეფერილი უფრო ლამაზი ეჩვენა. თვალებ დახუჭული ისეთი მშიდი იყო , ძილშიც რომ ეტყობა მისი სიძლიერე ? არა თვალებგახელილი და ფხიზელიც ძალიან მშვიდია , უბრალოდ მძინარე სულ სხვა საქმეა. ნელა იწყი მამაკაცის ნაკვთებმა შერხევა , ჯერ ლამაზი ტუჩები შეირხა , შემდეგ სწორი ცხვირი , სულ ბოლოს თვალები და უკვე მოჭუტული მზერით იყურებოდა , ზედ მწოლიარე ქალისკენ. თვალები ფართოთ გაახილა და ღიმილით მიაჩერდა ნატროშვილს. ხელები მაგრად შემოაჭდო წელზე და ღიმილით აკოცა ცხვირზე . ამ ყველაფერმა დეა ისე დააბნია , გონს ვერ მოსულმა მხოლოდ სახს ნაკვთები შეარხია , გაკვირვების ნიშნად. შემდეგ კი ზეწარზე ჩაფრენილი ხელები მოადუნა და ოღუნოდ დაუვარდა თავი , მამაკაცის მკერდზე. - ეს ... - რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ ხარძიანმა არ აცადა. - ნუ გავიფუჭებთ განწყობას , რაღაცეების გამო ! - მკაცრად გააფრთხილა და თითები მისი პერანგის ქვეშ , შიშველ და ნაზ კანზე აასრიალა. მთელი სხეული აუწითლდა , ნატროშვილს და გული ისეთი სიჩქარით აუჩქარდა , ეჭვი მაქვს ეს რემის მკერდმაც იგრძნო. მის მუცელში დატრიალებული ამბავი , ნამდვილად არ ყოფილა პეპლების მიფრენა-მოფრენა. იმდენად უსიამოვნო გრძნობა იყო , იმდენად დისკომფორტული , რომ გაძლენაც კი აუტანლად სასიამოვნო ოყო. მამაკაცმა ხელები ერთმანეთს მიაბჯინა და მის წელზე მოთავსებული ხელით , დეა მის ქვეშ მოაქცია , ტანით მაინც თავის ადგილას იწვა , თავით კი მას დასცქეროდა . საწყალმა ნატროშვილმა , ერთი გულამომჯდარმა ამოისუნთქა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში. - რას აკეთებ? - გაკვირვებულმა ჰკითხა და თავი ოდნავ წამოსწია , ხელებით იდაყვებს დაეყრდნო და რემის სახეს , თავისი გაუთანაბრა. - რას ვაკეთებ ? - ჰკითხა გაჯავრებით და გაიღიმა. - სერიოზულად გეკითხები ! - წარბები შეკრა საყვარლად. - სერიოზულად მეკითხები ! - საყვარელ ცხვირზე ოდნავ შეახო ტუჩები . გაბრაზებული ნატროშვილი მიხვდა , რომ ამ ყველაფერს მის დასაბნევად აკეთებდა და უფრი გაცხარდა. - ნუ მაჯავრებ ! - მართალი ხარ ! მე უკეთესი გასართობი ვიცი ... - ეშმაკურად ჩაიცინა და თითები მის შიშველ მუცელზე , ძალიან ნელა აათამაშა. დეამ თვალები მინაბა ... ეს ის არის , რის გამოც შეუძლია სამშობლოც კი გაყიდოს. ნუ მთლად სამშობლო ვერა მაგრამ მგონი ... მგონი სიამაყე გაყიდა და ახლა წევს , თვალებმინაბული . - კარგია ? - თითები ოდნავ ქვემოთ ჩამოაცურა და მენჯებს მთელი ძალით მიაჭირა ცერა თითები. ხარძიანს ხომ დაემართა თავისი ? თქვენ არ იცით რა ენითაღუწერლად ესიამივნა ეს ყბელაფერი დეას. სიამოვნებისგან გამოწვეული კრუსუნი , რომ შეეკავებინა ქვედა ტუჩს მთელი ძალით ჩაავლო კბილები და ზურგი ოდნავ დააშორა , საწოლის ზედაპირს. მობილურის ხმამ გამოაფხიზლა - გაჩერდი ! - ოდნავ შესამჩნევად თქვა და საწოლზე წამოჯდა . მობილურს დახედა და დედის ნომრის დანახვაზე ფერი დაეკარგა , ასე ადრე არასდროს ურეკავდა , თანაც იცოდა რომ მარიამთან იყო და შესაბამისად ეძინა. - ხო დე , მშვიდობაა ? - ჰკითხა გულისფანცქალით. - დე , ღამე აღარ დაგირეკე , მამაა ცუდად და საავადმყოფოში ვართ , არ ინერვიულო რა და მოდი მალე , ახლა ცოტა უკეთ არის , უკვე პალატაშია. ხარძიანს იმის გამო , რომ მასთან ძალიან ახლოს იყო , ყველაფერი ესმოდა. ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა , ცრემლიან თვალებზე ცერა თითი გადაატარა და ანიშნა დამშვიდდიო. - რომელ საავადმყოფოში ? - იკითხა ხმის კანკალით . - რესპუბლიკურში ... - კარგი , მალე მოვალ ! , შენ კარგად ხარ ? რამე ხომ არ გინდა ? - კი დედი კარგად ვარ , არაფერი მინდა ... - კარგი , ჭკვიანად და თავს მოუფრხილდი , მალე მოვალ. მობილური გათიშა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან. ელასტიკები ამოიცვა და უგებიც ჩაიცვა . პერანგი არც კი გაუხდია , ისე ჩაიტნია ოდნავ და როგორღაც მოირგო. თმაზე ხელი გადაისვა , მობილურს ხელი დაავლო და ხარძიანს შეხედა. - ბოდიში და მადლობა ყველაფრისთვის , ახლა უნდა წავიდე ... - ლოყაზე აკოცა და გაბრუნდა. დაბნეულმა მამაკაცმა , მაჯაში ხელი ჩაავლო და უკან მოაბრუნა. - შენი აზრით , ახლა ასე განერვიულებულს მარტო გაგიშვებ ? დამელოდე 5 წუთში მოვემზადები და მე გაგიყვანთ . ოდნავ გაიღიმა და თავი დაუქნია. მალე გამოვიდა ოთახიდან , კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ხარძიანი და დეას ანიშნა გაჰყოლოდა. ბოლოჯერ მოავლო სახლს თვალი და სწრაფად ჩახტა მის მანქანაში. ახლა დააკვირდა მის მანქანას და აშკარად სხვანაირი სალონი იყო , სურნელი მაინც ერთი ... სად ეცალა ამისთვის , ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან და მამამისის გამოხედვას იხსენებდა. ჭკუაზე შლიდა იმაზე ფიქრი , რომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა მას. კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა და ნოსტალგიურად მოაწვა , ბავშვობის დროინდელი მოგონებები. მუცელი ეტკინა , მოსალოდნელი საშიშროებისგან და უფრო ხმამაღლა ატირდა. მანქანა სწრაფად გაჩერდა , მარიამის კორპუსთან და გოგონაც მაშინვე ჩახა მანქანაში . - გამარჯობა ... - მიესალმა ხარძიანს და დაქალს მიუბრუნდა . - რა ხდება ? მშვიდობაა ? - ჰკითხა და ცრემლიან თვალებზე , თითები ჩამოუსვა. - მამაა ცუდად , მეშინია ... - ფეხები მოკეცი და დაქალის ხელებში გაიტრუნა. - კარგი რა , გთხოვ დამშვიდდი ... რამდენი დღეა ტირი , არ შეიძლება ასე ! დეა მისმენ ? ცუდად გახდები ! - შუბლზე აკოცა და ხელზე ფრჩხილები დაუსვა. - ხომ ყველაფერი კარგად იქნება ? - კითხა და მავედრებელი მზერით ახედა. - ცრემლები მოიშორე ! მამაშენს ძლიერი სჭრიდები ! - ხელზე , ხელი მაგრად მოუჭირა ხარძიანმა და თანაგრძნობით შეხედა ... - ძლიერი და არა სუსტი , მომტირალი ! შენ თუ დაენახები ასეთი შეწუხებული სახით , როგორ გგონია ? დამძიმდება თუ გამოკეთდება ? - წარბია უწია ჰაერში. - დამძმდება ... - დასჯილი ბავშვივით ამოიფრუტუნა და მის ხელს დახედა. - ხოდა გამაგრდი ! - მისი სიტყვები , გულს იმედის ისრებივით ერსობოდა და უფრო ღრმად შედიოდა შიგნით . ხვდებოდა , რომ არაფერი ჭირდებოდა ახლა მასზე მეტად , მის გულს ... და ყველა მთავარი ... ის მასთან იყო და არსად წასვლად არ აპირებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა , რომელი იდგა მის წინ , ტაქსისტი თუ ბიზნესმენი ... მნიშვნელობა მის ქცევასა და გვერდში დგომას ჰქონდა. დეა კი კარგად ხვდებოდა , რომელიც არ უნდა ყოფილიყო , მას ის ძალიან სჭირდებოდა ! რის ფასად დამიჯდა ამის დაწერა , თქვენ ხომ არ იცით ! ნამუსი მაწუხებს , ჩაგდებული იმ ერთი დღისთვის რაც ვერ დავდე. მაგრამ მგონი მეპატიება , ერთადერთხელ დავიგვიანე და არ ჩამცხრილოთ :დდ მიყვარხართ და შეცდომებისთვის ბოდიში , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დომხალში ვწერდი , არ ვიცი რა გამოვიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.