შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (17) ნაწილი (2)


24-01-2016, 18:31
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 846

მთელი ღამე ჭორაობაში გავატარეთ გოგონებმა,სწორად აღნიშნეს ბიჭებმა,ნუ მთლად ზურგები ვერ მოვიფხანეთ,მაგრამ არც არაფერი გვაკლდა.
-მე მაინც მგონია რომ უყვარხარ დანელიას,რა გავაკეთო ასე მგონია-ტუჩი მოიკვნიტა თეომ და შეშინებულმა გადახედა სალომეს
-მგონი მეც მომიწევს დავეთანხმო თეონას-გადმომხედა სალომემ
-მეც ვეთანხმები გოგოებს ნია,იქნებ კიდევ ერთხელ სცადოთ? ყველამ ვიცით რომ შენც გიყვარს-ახლა ელენემ გამოყო თავი
-ვუთხარი რომ ისევ მიყვარს,თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ერთად ვართ-მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე გოგონებს და მათ პასუხს დაველოდე
-რაა? მერე რა გიპასუხა?-სამივეს რეაქცია ერთი და იგივე იყო,გაოცებული სახეები და გადმოკარკლული თვალები
-ისედაც იცოდა,რომ მიყვარს,თუმცა ამის მოსმენა ჩემგან უნდოდა-გამეცინა
-რა გადაწყვიტეთ?
-არ ვიცი სალომე,ვერ ვენდობი,რა ვქნა? გამამტყუნებთ რომელიმე? ისევ და ისევ მგონია,რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული,ჩამოუყალიბებელია
-გეთანხმები ნია,თუმცა იმაზე რატომ არ ფიქრობ რაში სჭირდება ეს ყველაფერი? კარგი ისედაც ხო ყველას დაუმტიცა რომ შენზე იძია შური? ახლა მართლა რა მიზანი უნდა ჰქონდეს? დავიჯერო მართლა ასეთი არაადამიანია?–გადმოგვხედა სალომემ ყველას
–ნუ მოკლედ არ ვიცი რა სალომე,დრო გვიჩვენებს ყველაფერს,კარგი ახლა მოდი შევვალოთ თემა–გამეცინა და ელენეს გადავხედე–სანამდე უნდა იყო ასე გიგასთან? ხო ხედავ რო კვდება შენი სიყვარულით?
–მართალს გეუბნება ელენე ნია,რამე უნდ აგადაწყვიტო,რა გინდა შნც ნიას ბედი გაიზიარო? ყველანი ვხვდებით რომ არც შენ ხარ ის მიმართ გულგრილი და ჩვენს მაგალითზე მაინც ისწავლე ჭკუა–დაარიგა სალომემ
–კარგით რა! რადროს გიგაა? ხომ იცით ისედაც,რომ მხოლოდ მეგობრობა მინდა მასთან და მეტი არაფერი?–კოპები შეყარა
–კი,როგორ არა–გაეცინა თეონას
–რატო გოგო რატო ჰა?–სამივეს გაგვეცინა
–რას უწუნებ ბიჭს?
–კარგი ქალბატონო ნია,თუ გინდა რომ მე და გიგა ერთად ვიყოთ მაშინ შენ და ალეკოც უნდა შერიგდეთ–მომახალა ღიმილიანი და გაკრეჭილი სახით
–ეგ ახლა რა ლაპარაკია ელენე? ჩვენი სიტუაცია სულ სხვაა,თანაც შენ ზუსტად იცი როგორ ძალიანაც უყვარხარ გიგას
–და შენ არ უყვარხარ აკოს? კარგი რა ნია,ყველანი მომსწრე ვართ იმის როგორ ტანჯავდი და ამწარებდი ბიჭს,არ ვამართლებ ალეკოს,თუმცა აბა კარგად დაფიქრდი,ზუსტად ასე აწვალებდი როგორც ის ახლა შენ გაწვალებს,იქნებ იგივეს განიცდიდა მაინ ალეკოს რასაც ახლა შენ განიცდი?
–გოგო შენ კაცს და ქალს ამ შემთხვევაში ერთმანეთს ადრი?–წამოენთო სალომე
–რა შუაშია აქ სქესი? კარგით რა! რეალურად შეხედეთ ერთმანეთს შენზე ნაკლებად არ დატანჯულა დანელია ნია! ხოდა ახლა კეთილს ინებებ დაბლა ჩაეთრევი და შეურიგდები თორე სულ თმით ჩაგათრეევ!–ფეხზე წამოიჭრა ელენე,პირდაღბულები ვუყურებდით,მის ასეთ რეაქციას არცერთი მოველოდით
ხელი დამავლო და სულ რიხინით ჩამატარა კიბეები და ალეკოს წინ დამაყენა
–მიდი ნია!–თვალები დამიბრიალა–მე? ვიდექი უხმოდ გაშტერებული და კიდევ ვერ მოვდიდოი გონს
–რა ხდება?–გაუკვირდათ ბიჭებს
–რაო მოიფხანეთ უკვე ზურგები?–ოხ ამ ლადოს იუმორი რა!
–ლადო მოკეტე! ნიას რაღა აქვს სათქმელი–ისევ განაგრძობდა ელენე
–ნიას კი არა ჯერ შენ თქვი შენი სათქმელი!–გამოვერკვიე და გაბრაზებული მივუბრუნდი
–მხოლოდ თქვენს შემდეგ–ღიმილით მომაგება
–ესენი სანამ სათქმელს იტყვიან გათენდება კიდეც,მოკლედ დანელია იას უყვარხარ და გირიგდება,გიგა ელენესაც უყვარხარ და გამოტყდომა უნდოდა,ჰა მორჩა კინო–ჩამოარაკრაკა თეონამ და მაღლა მოქუსლა წამებში
მე და ელენე აი ასე ერთმანეთზე მიშტერებულები ვიდექით და ვიწურებოდით ბიჭების პასუხის მოლოდინში
–სალომე წამოდი–თავით ანიშნა ლადოს და სალომეც უხმოდ გაყვა,თუმცა კი აინტერესებდა რა მოხდებოდა იყურებოდა უკან
–რაც თეონამ თქვა სიმართლეა?–თვალები ააფახურა გიგამ,ეტყობოდა რომ თეონას ნათვამმა ძალიან გააბედნიერა
–თავში არ აგივარდეს ახლა!–თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ელენემ,გაუღიმე და მოეხვია
ჩვენ? ვიდექით ასე ერთმანეთზე მიშტერებულები და ვერც ერთი ვერ ვხვდებოდით რა უნდა გვექნა. სულაც არ ვაპირებდი მონატრებულ სხეულს მოვხვეოდი,კეთილი ინებოს და თვითონ მომეხვიოსთქო.არც დაუყოვნებია,მომეხვია.რა ვიგრძენი? ისეთი რამ რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს ადამიანი,მთელი სხეული სითბომ და ბედნიერებამ მოიცვაგულში მადლობასაც კი ვუხდიდი თეონას,რომ ჩვენი სათქმელი თქვა და ასე უსიტყვოდ შეგვარიგა ერთმანეთს.როდესაც ამხელა სიყვარულს განიცდი სიტყვები ხომ ისედაც არაა საჭირო?
მე მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია.და მაინ რა არის სიყვარული? ის უბრალოდ მისატევებელი სიგიჟეა.მასზე ძლიერი ქვეყნად არაფერია,საერთოდ არაფერი,გიმონებს,გკლავს,გაწამებს,გაბედნიერებს,და კიდევ 1000 რამეს გაკეთებინებს.ნებისმიერ თქვენგანს უგრძვნია
როდესაც უყვარდა(ან უყვარს) , თუ როგორ გასხამდათ თავბრუს ის, მისი ნებისმიერი ქმედებით, გტანჯავდათ, მაგრამ
ძალას გმატებდათ.როდესაც გიყვარს, სხვასთან ერთად გამარჯვებას, მასთან ერთად მარცხი გირჩევნია, როდესაც გიყვარს მხოლოდ მას ხედავ,მხოლოდ მას აღმერთებ და მასზე ოცნებით, ფიქრით არსებობ, ცეცხლში იწვი, და ცრემლად იღვრი, გკლავს სიყვარული. მის გარეშე
მზეც კი არ ანათებს.
დიდხანს ვიდექით ოთხივე ამ პოზაში,შემდეგ ოტახი ხმაურმა მოიცვა,ლადო,სალომე და თეონა გაკრეჭილები შემოცვივდნენ
–ხოდა ეგრე რა!–ტაში შემოცხო ლადომ და გადაგვეხვია–აი პროსტა დანელია,სახეს გაგაძრობ კიდე რო გული ატკინო ამ გოგოს,იმენა ხო ჩემი ძმა ხარ მარა შუაზე გაგხევ,გაიგე?–გააფრთხილა ძმაკაცი და გადაეხვია
–ლადოს ვუერთდები მეც–ახლა გიგამ დაუქნია სიცილით თითი აკოს
–მარტო ლადო და გიგა კი არა ჩვენ სამივეც გაგაძრობთ ტყავს ნიას რო კიდევ ერთხელ აწყენინო–ახლა სალომეც გამომესარჩლა
–ეგ არ მოგიწევთ,იმიტო რო თქვენი დაქალი ვაბშე ვერასოდეს დამაღწევს თავს,ასე რომ ეგ თქვენი მუქარა შეინახეთ–მომხვია ხელი
–რევანშის პონტს ხო არ აჩალიჩებ ნია?–სიცილით მკითხა ლადომ
–არაა,მაგრად მეზარება–თავი გავაქნიე და ღიმილითვე ვუპასუხე
–აუ თეონას უნდ ამოვუძებნო ვინმე რა–გაიღადავა დანელიამ
–ოღონდაცა რა,აი იმ შენი დარტყმული ძმაკაცებიდან თუ აპირებ ვინმე გამაცნო ჯობს სამუდამოდ მარტო ვიყო–თვალები გადაატრიალა ჩვენმა კენტად დარჩენილმა მეგობარმა
–მოიცა და ჩვენს ძმაკაცებს რას ერჩი?–სამივე ერთად გამოუდგა თეონას
–სათითაოდ ჩამოგითვალოთ?
–ვაიმე! თეო გაჩუმდი,ამდენი სიცილი აღარ შემიძლია–ხარხარებდა ელენე
ისევ დაგვათენდა,ამჯერად კი ვერცერთმა ვერ ვიგრძენით დაღლა,ძილი მხოლოდ დილის 10 საათზე მოგვერია.ოთახებში გადავნაწილდით,ღამურად ვიყავი ქცეული,დღე მეძინა,ღამე მეღვიძა.
ისევ რომ იგივე გამიკეთოს?ისევ რომ წავიდეს? მერე? მერე რა გავაკეთო? იდიოტივით მეცინებოდა,მერე რას გავაკეთებ და არც არაფერს ფეხებზე დავიკიდებ,რა უნდა გავაკეთო? ხომ ვერ მოვკლავ?ცხოვრება ასეთია ხან განებივრებს,ბედნიერებას გჩუქნის,შემდეგ ჰოპ! და უკანვე გართმევს,შევეგუე,მივხვდი,რომ სამუდამო არაფერია,უნდ აგაუღიმო ამ დამპალ ცხოვრებას და არ უნდა დააანახო რომ მან მოახერხა შენზე გამარჯვება.რა ქინება ხვალ? ან ზეგ? ან თუნდაც 1 თვის შემდეგ? ვიქნებით ისევ ერთად? უკვე იმდენად აღარ მჯეროდა ჩვენი ერთად ყოფნის რომ სულ ცუდზე ვფიქრობდი.ტკივილი? ვეღარც მას ვეღარ ვგრძნობდი,დროსთან ერთად ყველაფერი ნელდება,ეჩვევი და აანალიზებ,რომ ყველას ჯანდაბაში უნდა გაუშვა ვინც არ დაგაფასა.
თვალები რომ გავახილე ტელეფონს ვწვდი და ეკრანი გავანათე.საღამოს 7 საათი იყო,უკვე ბნელოდა,დედაჩემის გამოტოვებული ზარები რომ დავინახე გულმა მხია,მაშინვე გადავურეკე
–ვაიმე ნია! ერთხელა იქნება და გული გამიკდება! სად გაქვს ტელეფონი? გულს რატო მიხეთქავ გოგო?–ისე სწრაფად ლაპარაკობდა სიტყვის ჩაგდების საშუალებაც კი არ მომცა
-დედა,ბოდიში მეძინა ახლა გავიღვიძე,როგორ ხართ სახლში?-ძლივს მოვახერხე მისი გაჩუმება
-ჩვენ კარგად ნია,ამ დროს რატომ იღვიძებ დედი?
-წუხელ გავათენეთ და
-ხომ იცი რომ შენთვის არ შეიძება ზედმეტი გადაღლა? დაგავიწყდა რა გამოიარე?
-ვიცი დედა,ვიცი,შევეცდები იგივე არ განმეორდეს
-როდის მოდიხართ?
-ხვალ საღამოს ჩამოვალთ
-კარგი დე,ჭკვიანად იცოდე მანდ
დედას დავემშვიდობე და ავდექი,ყველას ეძინა,არც ბუხარი ენთო,ისე ციოდა წამეყინა ფეხები.აკანკალებული ავედი დაბლა,ბუხრის დანთების აზრზე არ ვიყავი,ან საიდან მეცოდინებოდა.ბიჭებს პირველ სართულზე ეძინათ,ფეხაკრეფით შევედი მათ ოთახში და დანელიას დავეჯაჯგურე
-აკო,გაიღვიძე-ვეცადე ჩუმად მეთქვა
-აუ,რომელი საათია?-მოიფშვნიტა თვალები
-შვიდია უკვე,ადექი გთხოვ ყინავს სახლში,თან მგელივით მშია-ისე დავეჯაჯგურე
-ძილი რო გადავაბათ და დილით ავდგეთ არა?-ცალი თვალი გაახილა
-ასეთ სიბრძნეს მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებ,ადექი რა დროზე დილამდე ვერ გავატან





_______________________________________________
ვერ მოვახერხე წერა,თუმცა ვეცდები რომ უფრო ხშირად დავდო ამის მერე.რამდენიმემ მომწერა რომ აინტერესებთათ როგორ გამოვიყურები,ამიტომაც ვდებ ჩემს ფოტოს.მადლობა ყველას :*



№1  offline წევრი cancara

მომწონს კაია ასე გაგრძელე და ნუ აგვიანებ ხოლმე ცუდო

 


№2 სტუმარი nia

ეს მართლა შენ ხარ? love

უი ბოდიში ბოლო მინაწერი აღარ წამიკითხავს და.... აკოს ფოტოც რო დადო არა? მოვკვდი ინტერესით wink

 


№3  offline მოდერი Anye-Any

არა მის ფოტოს ვერ დავდებ სამწუხაროდ :(((

 


№4 სტუმარი kesso

იცი რა მაინტერესებს, აქ სახელები და გვარები შეცვლილი გაქვს?

 


№5  offline მოდერი Anye-Any

kesso
იცი რა მაინტერესებს, აქ სახელები და გვარები შეცვლილი გაქვს?


არა,ყველა სახელი რეალურია

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა თბილი თავი იყო <3 იმედია მორიგ შეცდომას აღარ დაუშვებს.პს ძალიან ლამაზი ხარ ^_^

 


№7 სტუმარი EmiIy

VAu❤rogorc koveItvis shoki moki tavebi gaq :D dzalian momwons sheni midgoma vfiqrob rom am kveIafers mere cotaxans mainc unda iko bednieri! Vfiqrob rom unda icxovro dgevandeli dgit da ara imaze fiqrit ra moxdeba momavaIshi, cxovreba dzalian xanmoklea amistvis amitom rogorc itkvian bednierebas xom wvrilmanebshia❤da shen gisurveb ulev bednierebas!❤ai mag daneliam ro rame miqaros vipovi da movklavs :D :D mikvarxar dzalian❤

 


№8  offline მოდერი Anye-Any

დიდი მადლობაა ჩემო კარგებოო,უკვე დავიწყე მომდევნო თავის წერა და დავდებ მალე, :*მადლობ თქვენ რომ კითხულობთ და ასე მამხნევებთ <3 მიყვარხართ ძალიან

 


№9  offline წევრი ninas gogo

ვაიმე რა გოგო ხარ❤ როგორიც ხარ შინაგანად ლამაზი ისე ხარ გარეგნულადაც. მოკლედ ძალიან მაგარი გოგო ხარ რა, ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ, ნამდვილად იმსახურებ❤❤❤ არ გიცნობ მაგრამ შემიყვარდი ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent