შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი მეუღლე (დასასრული)


24-01-2016, 20:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 491

მისი უკანასკნელი სურვილი?! ფიქრები ამერია..არ ველოდი,თუ ამის გამკეთებელი იყო ნიკა..არ ველოდი თუ ასე ბავშვურად მოიქცეოდა,უბრალოდ არ ველოდი..მისადმი მხოლოდ სიბრალული ვიგრძენი,შემეცოდა,რომ ასე დაემართა,რომ ასე იტანჯებოდა...დარწმუნებული ვიყავი,რომ ჩემსა და ვატოს შორის ის ვეღარასდროს ჩადგებოდა..ეს უბრალოდ ვიცოდი...
გადავწყვიტე,რომ მისი უკანასკნელი სურვილი ამესრულებინა,გადავწყვიტე წავსულიყავი და ბოლოჯერ მენახა.მსგავსი სიუჟეტი ფილმში რომ მენახა,ცრემლებს მომგვრიდა,ამატირებდა და თან როგორ,იცით? მთელი ემოციითა და გრძნობით,მაგრამ ასე არ დამემართა.ეს ამბავი ჩემთვის უბრალოდ შოკი იყო,გაშეშებული ვიდექი და ვცდილობდი სიტუაციიდან გამოვრკვეულიყავი,მინდოდა,რომ გზა მეპოვნა...
-წავალ...-ჩავილაპარაკე და საათს დავხედე,შემდეგ მუცელზე დავიხედე და გამეღიმა..მალე დედა გავხდებოდი,ცხოვრება ახალ გზებს მიხსნიდა,ჩემი მატარებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიდიოდა..არა,არ მიდიოდა და ეს იყო საოცარი ბედნიერების მომგვრელი რამ...
-სად წახვალ?-მომესმა გვერდითა ოთახიდან ხმა და გამეღიმა..ვატოს ხალათი შემოეხვია და თმებს იჩეჩდა.
-სად წავალ?-ვკითხე და ცხვირზე ხელი პატარა ბავშვივით მოვუჭირე.
-მარიასთან?-მკითხე სასხვათაშორისოდ.
-ჰო,მარიასთან...-ავწითლდი,ალბათ,არ შემეძლო,რომ ის მომეტყუებინა,თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი ხოლმე ასეთ დროს.
-რა ხდება,ანეტ?-ხმა დაისერიოზულა,შუბლი შეკრა და ჩემკენ წამოვიდა..წინ დამიდგა და ისე შემომხედა,რომ ტყუილის თქმა ვეღარ შევძელი.
-ვატო,არ გამიბრაზდე!-მუდარით ავხედე და ამისური შევისწორე.
-მითხარი,ანეტ...ჰო იცი,რომ არ გაგიბრაზდები?-თბილად შემომხედა,ხელი მხარზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა...
-ვატო,ნიკა გადამხტარა..მისმა ცოლმა დამირეკა..
-ვინაა ნიკა?-სულ დამავიწყდა,რომ ვატოს მის შესახებ არაფერი სმენოდა.
-გრძელი ამბავია..ადრე მომატყუა,რომ ცოლი არ ჰყავდა..მომწონდა და მერე დავშორდით...ლაჩარი აღმოჩნდა...მერე სმა დაიწყო,ავარიაში მოყვა,მერე კი თვითმკვლელობა სცადა..
-ცოლმა დაგირეკა?-უკან გაიწია და ისეთი გამომეტყველებით შემომხედა,თითქოს ყველაფერს მიხვდა..იქნებ ასეც იყო კიდეც?
-დღეის მეტს ვეღარ გასტანს,ალბათო...უნდა,რომ ვნახო..მან აპატია,ის კი სულელი აღმოჩდა..-თვალზე ცრემლი მომადგა,მაგრამ არ შევიმჩნიე და ის განვაგრძე საუბარი.
-ანეტ,მეც წამოვალ,ჩემო სიცოცხლე..
-ვატო...იქნებ სჯობს მარტო წავიდე..
-გვერდში დგომა გჭირდება..რა იცი რა ხდება..უცხო ხალხია მაინც..
-კარგი,ვატო...

საავადმყოფოში მისულს უცნაური ხმები მესმოდა..წიკვინი და ტირილი ჩამესმოდა..ბავშვების ხმა,მოხუცების ოხვრა,მშობლების ნერვიული სიარული...და ბოლოს რა? ისინი უსუსური ჭირისუფლები იყვნენ და მეტი არაფერი..ისინი მარტოსულები და საცოდავები იყვნენ..სად იყო საშველი? არსად..მათ სტკიოდაც,მე კი შესასვლელში ვიდექი,მივხუტებოდი ვატოს და ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არა..თითქოს რაღაც ძალა მაკავებდა და უკან მექაჩებოდა..
-ვატო...
-ჰო,ანეტ..
-შემომყვები?-მუდარით შევხედე,თავი მხარზე მივადე და ხელზე ძლიერად მოვუჭირე ხელი.
-აბა რა...ჩემო სიხარულო...-წელზე ხემი მომხვია და გამომყვა...
-ვერ ვიტან აქაურობას..-ჩემთვის ვთქვი,მაგრამ ვატოს არ გამოჰპარვია ჩემი უიმედო სიტყვები.
-ჩვენ კარგად ვართ...მალე ქორწილი გვექნება...აგვისტოში იყოს,ჰო?-გაბმულად დაიწყო საუბარი..მიყვარდა მისი სიტყვების მოსმენა,მისი ბაგეების მოძრაობის ყურება და განა მარტო ეს იყო? მიყვარდა,როცა ჩემს გვერდით იყო და მთელ სხეულს მიფორიაქებდა.
-ჰო,აგვისტო....ორივენი დავისვენებთ და..თან ლინდას პატარა მოვა...ღმერთო,ვატო,ეს საოცრება იქნება..
-დღევანდელ დღეს გადაიტან...მისმინე,ყველაფერი რომ მორჩება,ჩვენს საყვარელ რესტორანში წავიდეთ...პატარას მოშივდებოდა..
-კარგი..ოღონდაც ეს დღე....-ამოვიოხრე და ხელზე ჩამოვეკიდე..მიჭირდა წონასწორობის შენარჩუნება...
-მოდი,რამე დალიე..წვენი იქნება სადმე..ამოგიტან,გინდა?
-რა დროს ეგაა..უბრალოდ ვნერვიულობ...-ვუთხარი და წელში გავსწორდი..-უი,დღეს იოგაზე ვერ მივდივარ და დარეკე,კარგი?
-აუცილებლად...
-რომელი პალატა იყო?-ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს,შემდეგ გამახსენდა და წინ წავედი...66-ე პალატა...66-რიცხვი,რომელსაც ვერასდროს ვიტანდი..მხოლოდ 66-ე სონეტი მიყვარდა 13 წლის ასაკში...
-ანეტ,ძალა მოიკრიბე...
-66-ე სონეტი მიყვარდა...ცუდი ციფრიაო,ვამბობდი...
-მართლა?
-მას შემდეგ ორმაგი დრო გავიდა..მაშინ რა პატარა ვიყავი..-ნოსტალგიურად ვთქვი და მუცელზე დავიხედე.
-ანეტ,ის ქალი გუყურებს..იცნობ?-ცნობისმოყვარეობა ჩაგუბებოდა თვალებში ვატოს..
-მისი ცოლია..-ვიცანი წითური ქალი და მისკენ წავედი....წელში გამართული და მოღიმარი მივაბიჯებდი.
-თქვენ..გამიხარდა..მადლობთ..-დაბნეული ამბობდა..
-დამშვიდდით-ხელი მოვხვიე ათრთოლებულ ბეჭებზე..არ მინდოდა,რომ თავი უხერხულად ეგრძნო..ეს არანაირად არ მჭირდებოდა.
-ის...რამდენიმე საათი დარჩაო,ექიმმა..
-ვწუხვარ...ვწუხვარ..თქვენი სახელი?
-ნონა..-ცრემლიანი თვალებით შემომხედა..იმ წამს გული ჩამწყდა..შემეცოდა ნონა,შემეცოდა მისი სუფთა თვალები..
-ის ჩემთან არ წოლილა..-არ ვიცი რამ მათქმევინა,მაგრამ მაინც ვთქვი..
-ვიცი..
-ჩვენ რამდენიმე ხანს ვხვდებოდით...მერე...ვწუხვარ...კიდევ კარგი,რომ გავიგე და..
-ვაფასებ ამ ყველაფერს-უემოციოდ თქვა..
-შევიდე...შემიძლია ვატო შემომყვეს...-ვატოს თვალით ვანიშნე.
-ჩემი საცოლეა ანეტი...ვწუხვარ თქვენი მეუღლის გამო.
-მადლობთ...ეს საშინელი რამ იყო...ჯერ სულიერად მოკვდა,ახლა კი..-ქალს ხველა აუწყდა,ისტერიულად ვერ ჩერდებოდა..
-დამშვიდდი,ნონა...-თავი ავაწევინე და შევეცადე მასზე გავლენა მომეხდინა..
-ცხორვება გრძელდება,ნონა...უკეთესს კაცს შეხვდები..-ვატო იმეორებდა და ცდილობდა დაემშვიდებინა.
-ახლა შევიდეთ და დავემშვიდობოთ,კარგი?-მშვიდად ვკითხე ქალს.
-კარგი..-თავი დამიქნიე,წამოდგომაში დავეხმარე და პალატაში შევიყვანე.

-ჩაიარა!
-ნონას დედა მოვიდა...წავიდეთ!-გავუღიმე ვატოს და კარისკენ ვანიშნე.
-ღმერთო,საწყალი ქალი..-დაიწყო ვატომ.
-ჰო..ქმარი ისე დაკარგა,რომ მისგან ერთი სიტყვაც ვერ მოისმონა..
-ჰო,აზრზე არ იყო..
-იქნებ ასე სჯობდა...
-არ ვიცი..-სევდიანად თქვა.
-როგორი დამაჯერებელი იყავი...
-მიყვარხარ,ანეტ...დავივიწყოთ,რაც მოხდა და უბრალოდ დავისვენოთ.
-კარგი იდეაა..
-ისე ჩემთვის არასდროს მოგიყოლია ნიკაზე..
-დღეს მოგიყვები...ხომ ხედავ,რომ ნეიტრალური ვიყავი...ხომ ხედავ,რომ ჩემს წარსულის იმ ბნელ წერტილს არ ვაცხოვრებ ჩემში..
-კი,ვხედავ..
-რომ მცოდნოდა ცოლი ჰყავდა,ახლოსაც არ გავიკარებდი..
-ცხოვრება ასეთია,ანეტ...ახლა კარგად ხარ,გაიღიმე! იცი,რა ბედნიერი ვარ?
-მეც..-გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.

ნიკას დაკრძალვაზე ვიყავი,სადაც მეცვა და გვერდით ვატო მედგა...ეს ჩვენი გამოცდა იყო,ჩვენი ბედნიერების გამოცდა..ნონა ქვითინებდა და ეს გულს მიკლავდა..მტკიოდა,რომ მისი ცხოვრება ასე დასრულდა,თუმცა ნონა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე იყო..
-ნონა..დამშიდდი...უბრალოდ რამისთვის იბრძოლე,მიზანი დაისახე..-ხელი მოვხვიე და ვცადე,რომ დამემშვიდებინა.
-არ ვიცი...
-იქნებ მალე ბავშვი გყვდეს,როცა შეხვდები ღირსეულ მამაკაცს..
-ბავშვის ყოლა აღარ შემიძლია,ანეტ..-უიმედო თვალებით შემომხედა.
-ვწუხვარ..არ უნდა მეკითხა.
-შენ არ იცოდი..ან საიდან გეცოდინებოდა..-ათრთოლდა მთელი სხეულით,შემდეგ კი კედელს ძლიერად მიეყრდნო.
-უბრალოდ გწამდეს...კარგი? დამპირდი,რომ არ დანებდები?-ვკითხე გამომშვიდობებისას..
-ჰო..-თავი დამიქნია და დედამისისკენ წავიდა.

ბავშვის სქესის გაგებაზე უარი ვთქვით.არ გვინდოდა,რომ გვცოდნოდა,საიდუმლო გვჭირდებოდა..ეს იყო ის,რაც გვაცოცხლებდა დ აიდუმალებას გვმატებდა..თითოეული დილა მისი კოცნითა და ღიმილით იწყებოდა..მისი შეხებითა და მისი თავისებური სუნით..ვატო მიყვარდა,ვაღმერთებდი..ის იყო ჩემი ბედნიერების საწინდარი..ყოველი დღე ფერადი იყო ჩემთვის,არ ვიცოდი რა იყო სევდა..სამსახურშიც ყველაფერი კარგად მიდიოდა,საღამოებს სულ ჩემს საქმროსთან ვატარებდი..მუდამ მის ხუმრობასა და ღიმილს ვუსმენდი...
ვერონიკაც კი გვესტუმრა ერთხელ..მოგვიკითხა და შვილიშვილზეც მკითხა..გაიხუმრა,თუ გოგო იქნება,ჩემი სახელი დაარქვითო..
ჩვენი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა..ერთადერთი ის იყო,რომ ივნისის დასაწყისში ნერვიულობა შემომეჩვია..ერთი თვე იყო,რაც ლინდასთან არ მესაუბრა...მგონი,უფრო ნაკლებიც,მაგრამ ასე მეჩვენებოდა..მენატრებოდა ღუპუცა დედიკო და მისი მეუღლე.

-ნუ დარდობ..ან დაურეკე...საღამოს შედი სკაიპში..-დამარიგა მარიამ.
-ჰო,ასე სჯობს...მე ვარ რაღაც ტრაგიკოსი..-წავიბუზღუნე.
-ორსულობამ იცის..-დამამშვიდა მარიამ.
-ასეა ..ნამდვილად ასეა..-ოთახში ვატო შემოვიდა და მუცელზე ხელი გადამავისვა.
-მამობა საოცარი რამაა...-ჯორჯმა გახედა ცოლს და შემდეგ ჩვენ გაგვიღიმა.
-ნონა როგორაა ნეტა...-ჩემთვის ვთქვი,მის შესახებ არაფერი მსმენოდა,თუმცა ზედმეტი ინტერესის გამოჩენას არც ვაპირებდი...

მშვიდად მეძინა,თავი ვატოსკენ მქონდა და მისი სუნთქვაც მესმოდა..არ ვაპირებდი გამოღვიძებას,უსიზმრო ზმანებაში ვიყავი გართული,მაგრამ ტელეფონის ზამრა გამომაფხიზლა..თავი ზემოთ წამოვსწიე,ავხედე ჭერს და თვალები მოვიფშვნიტე...საკუთარი ოთახი სხვაგვარად წარმომიდგა თვალწინ...მალევე გამოვედი ზმანებიდან და ყურმილი ავიღე...
-რომელი ხარ?-გაუცნობიერებლად ვიკითხე.
-მაქსი..-მომესმა სასოწარკვეთილი ხმა.
-რა მოხდა,მაქს? ლინდა როგორაა?-ტელეფონიდანვე ვიგრძენი,რომ ლინდას გაგონებაზე სუნთქვა შეეკრა.
-ანეტ...დედაშენი ავიაზკატასტროფაში მოყვა...მოფრინავდა საქართველოში,ბავშვი იქ უნდა გავაჩინო..მე კი საქმეები მქონდა,ჯერ არ იმშობიარებ-მეთქი..ჩემი ბრალია..
-რა ხდება?
-მძიმედა...ოპერაციას უკეთებენ..
-არ არსებობს..მითხარი,რომ დამცინი..მითხარი,მაქსს?-სლუკუნი ამივარდა,საკუთარ ხმას ვერ ვიმორჩილებდი...ეს გრძნობა მთელ მუცელს მწვავდა...
-ასეა...ვწუხვარ..
-არაა შენი ბრალი..არ დაიწყო ახლა,თორემ მოგკლავ..-წამოვიკნალე..
-არ ინერვიულო ძალიან,ორსულად ხარ.
-არა..ის დედაჩემია,რომელიც მუცლით ატარებს ჩემს დას...ანუ მოვიდე? ჩამოვფრინდე?-რაციონალურად დავიწყე აზროვნება.
-ჰო..უბრალოდ..ფრთხილას იყავი!-ხმა უწყდებოდა მაქსს.
-მაქს,დამპირდი,რომ მათთან იქნები..
-აქ ვარ,ანეტ...-ცრემლი მოადგა,ალბათ...მეც წამსკდა ცრემლები და თავისით გაექანა ბალიშისკენ.
-კარგი,მაქს..ახლა ვთიშავ...ვეკონტაქტოთ ხოლმე ერთამეთს..
გავთიშე ტელეფონი,მივაშტერდი კედელს და შემდეგ ხმამაღალა ავტირდი...
-რა ნაგავია ეს ცხოვრება..ბედი...სადაა ბედი? ამის დედაც....ლინდა...დედაჩემი,რომელიც ასე მიყვარს და..ღმერთო,მართლაც არსებობს? რატომ გამწირე...არა,არა...-სულ დამავიწყდა,რომ ვატოს ეძინა...ეძინა,მე კი ასეთ ხმებს გამოვსცემდი..
-ანეტ..-მართლაც გაეღვიძა ჩემს ხმაზე,მგრძნობიარე ძილი იცოდა ვატომ.
-დავიღუპე,ვატო...ბილეთი უნდა ავიღოთ...ავიაკატასტროფა მომხდარა...ინტერნეტში შედი რა...
-ღმერთო,რა გჭირს..
-ლინდა და ჩემი დაიკო...ავიაკატა...სტროფა...-წავიკნავლე და მის მხრებში ძალაგამოცლილი ჩავესვენე.

-დედა და ბავშვი..
-ტერორისტეი ყოფილან...-ამოიხვნეშა მარიამ..გავიგე მისი ხმა..მაშინვე ვიცანი..ფეხზე წამოვდექი და მისაღებში გავედი.
-ანეტ..-ფეხზე წამოდგა მარია და მომაშტერდა...სახე ჩამოსტიროდა..
-კარგად ვარ..-გავუღიმა და თმა უკან გადავიწიე.
-არ გეტყობა,ანეტ...ეს ნორმალურია!-ხელი მომხვია ვატომ და კალთაში ჩამისვა..თვითონ ჩავესვენე მის ფართოსა და ნაცნობ მუხლებში..
-ღმერთო..არ მჯერა...იმედია,კარგად იქნება ყველაფერი..ბავშვს დავუტოვებ ჯორჯს და შენთან წამოვალ...
-მე,შენ და შენ...-ვატომ ჯერ მე შემომხედა და შემდეგ მარიას.
-მადლობთ..-ამოვიხვნეშე და ცრემლები ვატოს მაისურს მივაწმინდე.
-მიყვარს ეს ცრემლებიც-ყურში ჩამჩურჩულა და თავი მხარზე ჩამომადო.
-უნდა მოვემზადოთ-სწრაფად წამოვდექი მისი კალთიდან.
-არ ინერვიულო,კარგი? ვაიმე,რას ვბოდავ..-სევდიანად თქვა მარიამ და ცრემლი შეიკავა.

აეროპორტში რეგისტრაცია გავიარეთ..მივდიოდით ჩვენ სამნი,მე,მარია და ვატო...გული მიძგერდა შიშისგან..შეპყრობილი ვიყავი უცნაური განცდებით და ერთი სული მქონდა როდის დასრუდლებოდა ეს ყველაფერი.თავი კოშმარში მეგონა და არ მინდოდა,რომ ეს დიდ ხანს გაგრძელებულიყო...არ მინდოდა,მტკიოდა ეს..მტკიოდა და მტანჯავდა.
-რამეს დალევ?-უცნაური ხმით მკითხა ვატომ.
-ჰო...რამეს,ჩაის..-დავაკონკრეტე და თავით საზურგეს ძლიერად მივაყრდენი.

გზა აეროპორტიდან დედაჩემის სახლამდე და შემდეგ გზა მისი სახლიდან საავადმყოფომდე ძალიან მეგრძელა..ეს შემაშფოთებელი და შემზარავი წუთები მანადგურებდა,არსებობის საშუალებას არ მაძლევდა..ზაფხული იყო,მე კი მაინც მციოდა,მციოდა..რა გრძნობაა ეს? ეს უბრალოდ შემაძრწუნებელი რამაა.
-მოვედით...-ამოიხვნეშა მარიამ.
-აი,ეს...აი,ეს...-სახეზე ხელები ავიფარე,შევჩერდი..შემდეგ თავი გავიმაგრე,მოვძებნე რაღაც ძალა და საავადმყოფოს მთავარი შესასვლელისკენ გავემართე.

-მაქს..-გადავეხვიე მაქსს და ავქვითინდი..უკნიდან ვგრძნობდი ვატოსა და მარიას მზერას..გული მეწვოდა,მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა.
-თქვენ მისი შვილი ხართ?-სახეწაშლილი ექიმი გამოვიდა.
-ჰო..მე ვარ..-მისკენ წავედი და მივაშტერდი..მეცნობოდა ეს უიმედო გამომეტყველება..მეცნობოდა და ისევ მიკლავდა გულს.
-რა მოხდა? თქვით...
-ბავშვი კარგადაა...-კარგი ამბით დაიწყო..
-დედა კი....
მეტი აღარ მომისმენი..ან ვეღარ...გული წამივიდა...მგონი,ვატოს მკლავებმა დამიჭირა,თორემ თავს მივარტყამდი კიდეც რამეს...

საშინელი სიზმრებიდან გამოვერკვიე და ვატოს დამწუხრებულ სახეს წავაწყდი..
-ბედი არ ჰქონია...-ვთქვი და წამოვიწიე.
-ანეტ,შემაშინე..
-ბავშვი კარგად იქნება..-დავამშვიდე და მხარზე ხელი დავადე.
-გოგოა..ლამაზი,მაგრამ ლინდა..ვწუხვარ მის გამო..-ცრემლები მოადგა თვალზე..მე კი უბრალოდ მოვეხვიე და ერთად ავტირდით..
-დედაშენი მიყვარდა..ის ყველაზე მაგარი სიდედრი იქნებოდა..
-საოცარი ქალი იყო..-ვთქვი და მოვიშორე ვატო.
-წამოდი,ნახე..დედაშენი...-გაუბედავად თქვა.
-ჰო,ახლა უნდა მეთხოვა...ლინდა..ლინდა...როგორ ვიცხოვრო მის გარეშე არ ვიცი...-ცრემლები ისევ წამსკდა,ისევ გავინთავისუფლე სახე და ვატოს მხარზე თავი დავადე.

საქართველოში ჩამოვასვენეთ დედაჩემი...ჩემს დას ლინდა დავარქვით...აღარ ავღწერ ამ ცერემონიებს..მაქსი საქართველოში გადმოვიდა,ბავშვს ძიძა დაუქირავა,თუმცა ხშირად ვნახულოდი და ვუვლიდი ხოლმე ჩემს დას...
სიცარიელეს ვგრძნობდი,მაგრამ ბრძოლას მაინც ვაგრძელებდი...ამ განსაცდელმა ნონა გამახსენა და მას დავურეკე..ტელეფონს არ იღებდა,შემდეგ გადავწყვიტე სახლში მივსულიყავი,არც იქ დამხვდა..არ ვიცოდი რა მეფიქრა..ნერვიულობამ ამიტანა..ერთი კვირა ვცდილობდი მისი ამბის გაგებას..შემდეგ შევიტყვე,რომ ზუსტად იმ აივნიდან გადმომხტარა,რომლიდანაც ნიკა...
გული შემიწუხდა...სევდამ მომიცვა თავიდან ბოლომდე..არ მინდოდა დამეჯერებინა,რომ ადამიანი ასეთი სუსტია...

-ისინი თვითონ უქმნიან საკუთარ თავებს სუსტი ადამიანის ილუზიას..-ამოვიხვნეშე და კარი გავაღე.
-დაგაგვიანდა...-ვატომ ღიმილით შემხვდა.
-შვებულება ხვალიდან..-უხასიათოდ ვთქვი და საწოლზე დავეხეთქე დიდი მუცლით..
-კიდე რაღაც მოხდა..ჰო ასეა?-ვერაფერს ვაპარებდი მას.
-ჰო...მოხდა...ნონას შესახებ გავიგე..თვითმკვლელობით დაუსრულებია ცხოვრება...
-კარგი...მოდი,უბრალოდ მოდი აქ..ჩამეხუტე...-ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა..-ძლიერები უნდა ვიყოთ,ანეტ!
-ქორწილი მომდევნო წლისთვის გადავიტანოთ..დიდი მუცელი მაქვს..თან ჰო იცი? ახლა მაგის დრო არაა..რამდენი რამ მოხდა..
-მართალი ხარ..-მუცელზე გადამისვა ხელი.
-ჰო..ასეა...-თვალები დავხუჭე და პატარა ლინდა გამახსენდა..ვგრძნობდი,რომ მასში ცხოვრობდა დედაჩემი..
-მინდა პატარას მოძრაობა შევიგრძნო..-თავი იდაბლა ჩამოსწია ვატომ და მუცელთან მომადო ყური.

დრო გადიოდა..ვიბერებოდი და ღიპუცა ვხდებოდი..ჩემს თავზე ლინდა მახსენდებოდა და დისკენ მიწევდა გული..დედაზე ვუყვებოდი ხოლმე..ვიცოდი,რომ არ ესმოდა ჩემი,მაგრამ მაინც ვუყვებოდი,თუ როგორი კარგი და მოსიყვარულე დედა ჰყავდა..

-მალე მეც მეყოლება შვილი..-ვუთხარი ბავშს და გამეღიმა.
-მოვედი,ანეტ..-ოთახში ვატო შემოვიდა.
-ღმერთო..ისე ცუდად ვარ ხოლმე,ეს კი მართობს..
-მაქსმა მოიყვანა?-მკითხა და ჩაიმუხლა.
-ვაიმე,ვატო..მგონი,მეწყება..მუცელზე სიმძიმეს ვგრძნობ...ძლიერად მარტყამს..გამომართვი ბავშვი..
-ახლავე...-ბავშვი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვია.
-წ....ბს ვღვრი,მგონი..-ძირს დავიხედე და სახე შემეცვალა.
-უნდა წავიდეთ..მაქსი სადაა?-ნერვიულად იკითხა ვატომ.
-გვერდითა ოთახში ჩათვლიმა..
-კარგი,გამოვახედებ აქეთ..-გავვარდა ვატო...

ვატოს ხელს ვგრძნობდი და ტკივილი მავიწყდებოდა...ვცდილობდი,რომ ძლიერი ვყოფილიყავი..დრო გადიოდა,სახე მეცვლებოდა...ეს პროცესი მწარე იყო,მაგრამ ბავშვის ხმამ ყველაფერი შეცვალა..მისი ტირილი და ბედნიერების შეგრძნება ერთი იყო...
-ვატო...ნახე...ბიჭია...ვყვიროდი,რაც ძალი და ღონე მქონდა..ვატო,ბიჭია,ბიჭი...
-ანეტ,მიყვარხართ...-ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და შემდეგ ბავშვს ტუჩები შუბლზე მიაკრო.
-არ მჯერა...ეს ჩვენია,ჩვენი...ლინდას გაუხარდება,უნდა ვაჩვენო..-წამოვიწეი და სულ დამავიწყდა,რომ წუთების ნამშობიარები ვიყავი.
-გილოცავ,საყვარელო..-საწოლზე ამოხოხდა მხოლოდ ნახევრად და თავი მხარზე ჩამომადო..-რა ლამაზია...
-რა დავარქვათ?-ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
-შე რა გინდა?
-მინდა,რომ ნიკა დავარქვათ...არ ვიცი,უბრალოდ მინდა..ის ადამიანი არ იყო ნორმალური,მაგრამ ის პირველი იყო,ვინც ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დამანახვა...და მერე ...ის უბრალოდ სულელი იყო!-სიცილი ამიტყდა.
-კარგი...ნიკა დავარქვათ...ლამაზი სახელია..-გამიღიმა და კმაყოფილი გამომეტყველებით შეხედა ბავშვს..
-რა პატარა ხელებია და მერე თითები..-მხიარულად წარმოვთქვი და ნაზად შევეხე მის პატარა თითებს.

-ლინდა,ეს პატარა ნიკაა...-მეოთხე დღეს გამოგვწერეს სამშოაბიროდან..მაშინვე ლინდასთან მივედი,რასაკვირველია..
-გილოცავთ..-მაქსმა გაგვიღიმა და ჩვენკენ წამოვიდა.
-მადლობ...მოდი,დავტოვებ და გაერთეთ..გვერდითა ოთახში ვიქნები..
-ზარია..-ვატო კარისკენ წავიდა.
-მარიაა,ალბათ..და ჯორჯი..
-სიუპრიზი..-გადამეხვია დაქალი.
-ბავშვთან იყავით...გაერთეთ!-გავუღიმე წყვილს და გვერდითა ოთახში გავედი.
-ვატო,ორკვირაში ფორმაში ჩავდგები და სამსახურში გავალ...ხვალიდან დავუბრუნდები ძველ ცხოვრებასა და ფიტნესს..მოკლედ,ძიძა დაგვჭირდება..რას იტყვი?
-რა თქმა უნდა..-გამიღიმა და თავზე მაკოცა.

-როგორ არის ჩემი ნიკა?-ღიმილით შევაღე სახლის კარები.
-ახალი ამბავი მაქვს..-გაეღიმა ვატოს.
-რა? საახალწლოდ სადმე მივდივართ?
-არა..უკეთესი...ძალიან მაგარ გუნდში ამერიკაში მიმიწვიეს...რას იტყვი,რომ შენც დაგეწყო სამუშაო...
-ჰო,მაგრამ მე...აქ მაქვს ყველაფერი..
-აქ ჩამოხვალ ხოლმე..იქ მაგარი კომპანია ვნახე..შენი რეზიუმე გავაგზავნე და ძალიან მოეონე ყველას...
-მართლა? რატომ ამდენი სიუპრიზი?
-ასეთი ლამაზი და საუკეთესო ცოლი ტყუილად ხომ არ მყავს..-ღიმილით მითხრა და გულში ჩამიკდა.
-მაქსი და ლინდა...ისინიც რომ წამოვიდნენ?-ვკითხე და ცნობისმოყვარე გამომეტყველებით შევხედე.
-რატომაც არა..დაელაპარაკე...
-მარია და ....აუ,ისინი მომენატრებიან...თუმცა ისინიც აპირებნენ წასვლას,ჩემს გამო იკავებდნენ თავს.ჰო იცი,რომ აქ არ ცხოვრობდა მარია...ყველანი წავიდეთ...-გაფართოებული სახით ავხედე ნიკას....სიამოვნება და სიხარული დამეუფლა მთელ სხეულში,როცა ძლიერად შემომხვია მკლავები და საწოლზე დამაწვინა..თმა ჩამომიშალა და თვალებში ჩამხედა..
-ულამაზესი ხარ..
-ბავშვი ტირის-ფეხზე წამოვვარდი და ნიკა ხელში ავიყვანე.
-იქ კარგად ვიქნებით..უკეთ..ის კომპანია ათჯერ მეტს გადაგიხდის,ანეტ...იქ უფრო მოგეწონება,მერწმუნე..
პასუხად თავი დავუქნიე და დავფიქრდი თუ როგორი ბედნიერი ვიქნებოდი,გვერდით ლინდა რომ მყოლოდა.

აგვისტოში საქართველოში ჩამოვედით შვებულების გასატარებლად..გვინდოდა,რომ მშობლიურ მიწაზე გადაგვეხადა ქორწილი..ვღელავდი..არ ვიცოდი როგორ შევძლებდი ამ ყველაფერს ლინდას გარეშე.კიდევ კარგი გვერდით მარია მედგა და მამხნევებდა..
-იცი,ყოველთვის ვოცნებობდი,რომ მამა მოსულიყო ჩემს ქორწილში..
-ახლა გყავს...-გამიღიმა მარიამ..-ხომ გითხარი,ბედნიერი იქნები-მეთქი..
-მითხარი..კი,მითხარი..-თავი დავუქნიე და სარკეში საკუთარ ანარეკს დავაკვირდი..ლინდა გამახსენდა და ისევ შემეკუმშა გული,მაგრამ მაინც გავიღიმე..ვიცოდი,რომ დედაჩემს ჩემი ბედნიერება გაუხარდებოდა.

ცხოვრება ჭირშიც და ლხინშიც...ვატო ოფიციალურად გახდა ჩემი მეუღლე..ყველაზე ლამაზი ქროწილი გვქონდა,არ იყო ქართული ტრადიციული სუფრა,არც მსმელი თამადები გვყავდა,არც ასობიც ხალხი,მაგრამ გვყავდა ის,ვინც ძალიან გვიყვარდა და ძალიან მნიშვენლოვანი იყო ჩვენთვის...
რამდენი რამ გამივლია..ცხოვრება რთულია..რამდენჯერ მითქვამს,რომ ყველაფერი დასრულდა,მაგრამ მაინც გამიგრძელებია ცხოვრება,მაინც გამიგრძელებია ბრძოლა...მუდამ მწამდა სინათლის...და ბედნიერებას მოვიპოვე...ბედნიერება თავისით არ მოდის,მას დამსახურება სჭირდება..დიახ,მოპოვებას უნდა..უნდა და უნდა!
სხვისი მეუღლე მიყვარდა.დედა დავკარგე,ნონამ თავი მოიკლა...რამდენი რამ ვნახე და რამდენი რამ განვიცადე...მაგრამ მაინც მწამდა..ვტიროდი,მტკიოდა,მაგრამ მაინც მწამდა,მწამდა,უბრალოდ მწამდა!
და ისევ მწამს...

-მეცეკვება პატარძალი?-მკითხა ვატომ.
-რა თქმა უნდა..-დავეყრდენი და მისკენ გავიწიე.
-საოცრად ცეკვავ..
-ბავშვობაში ცეკვაზე დავდიოდი..-გავიღიმე და ჰარმონიულად ვიცვალე ადგილი..
-მიყვარხარ,ანეტ..
-ვგიჟები შენზე,ვატო..
-ვაფანატებ ჩემს ცოლზე...ჩემს ერთადერთსა და განუმეორებელზე...პირველსა და უკანასკნელ მეუღლეზე...
გავუღიმე და თავი მხარზე ჩამოვადე..ინერციით მივყვებოდით ერთმანეთს და ვინ იცის რაზე ვფიქრობდით..ვინ იცის რამდენი რამ გვქონდა საფიქრალი...
ვფიქრობდი მომავალზე და მეღიმებოდა...ეს უკანასკნელი ხომ რაღაც ახლისა და ლამაზის საწყისია..საწყისია იმის,რაც ყველას გვჭირდება..საწყისია ცხოვრების,სწორე დიმ ცხოვრების,რომელიც ადამიანებს ასე ძლიერ გვწყურია...საწყისია ცხოვრებია და კვლავ საწყისი...საწყისის გარეშე გაგრძელება ვერ იარსებებდა..

თვალი გავახილე და გვერდით,ჩემსა და ვატოს შორის,ლინდა და ნიკა დავინახე...გამეღიმა...ეს ბავშები ახლის საწყისნი იყვნენ...ცხოვრება სწორედ ესაა..ცხოვრებას სჭირდება დასაწყისი..მთავარია მოვძებნოთ ეს და შემდეგ ყველაფერი თავისით გრძელდება..
საწყისი,საწყისი სჭირდება ყველაფერს..
-ბავშვებს გამოუცვალე საფენები..სამსახურში მაგვიანდება...
-ჯერ მაკოცე..-ტუჩები მომისვირა ვატომ და შემდეგ ორი პატარა აიტაცა.
-საყვარლები..-ღიმილით წამოვდექი ფეხზე და სარკის წინ დავდექი..გამახსენდა ის დრო,როცა ორი ამხელა ვიყავი და გამეღიმა...მერე ისევ დედა გამახსენდა,მაგრამ შევეცადე,რომ ხასიათი არ გამფუჭებოდა...
-აქ მართლაც სჯობს..-გავძახე ვატოს და საშხაპეში შევედი.დიდ ხანს ვიდქი წლის ქვეშ და გამოსვლას არ ვაპირებდი..
-აქ ხარ?-ვატოს ხმა მომესმა..
-გამოუცვალე?
-კი..შეიძლება დაგეწვიო?-დარწმუნებული ვარ მუდარით აღსავსე მზერა ჰქონდა..ისეთი გამოხედვა,მე რომ მიყვარს..
-ჰო,რა თქმა უნდა..-გამოვისწიე თავი და თვალი ჩავუკარი.
-საოცარია ცხოვრება,ანეტ...-თავი ახლოს მომიტანა და მღელვარედ მაკოცა...ტალღებად ვგრძნობდი მის ტუჩებს და სუნთქვა მეკროდა..

-დღეს ერთი წლის გახდა ჩვენი პატარა...გაიღვიძე,ვატო!-დავახტი ვატოს და კისკისით წამოვაყენე,თან ხელში ნიკა მეჭირა..
-გადარეულები ხართ...-ფეხზე წამოხტა და საათს დახედა.
-კიდევ კარგი ადექი,მძინარე მზეთუნახავო..
-არა,შენ ხარ ჩემი მზეთუნახავი..მღვიძარე მზეთუნახავი..-ბავშვი გამომართვა და ჩაკოცა,შემდეგ მე დამიკოცნა სახე და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
-ჯერ გადაივლე...
-არა..
-რატომ?
-მარტო მეზარება.
-მე რომ უკვე ვიყავი შესული.
-მეორედ-ბავშვი გამომართვა,საწოლში ჩააწვინა და ხალათი გაამძრო...ხელში ამიტაცა და ჩემი ყვირილის მიუხედავად,არ გაჩერებულა...

ჩვენ ისევ ასე ვცხოვრობთ...ისევ ტკიბილად და ისევ ერთად..
გვტიკა კიდეც,იმედიც გვეწურება,ვტირივართ კიდეც,ვღელავთ კიდეც,განვიცდით კიდეც,მაგრამ მაინც ვცხოვრობთ,ვცხოვრობთ ერთმანეთითა და ერთმანეთის ბედნიერებით...ჩვენ ჩვენ ვართ,მე,ვატო და ნიკა,ლინდა და მაქსი,მარია,ჯორჯი და ბარბარე...
ჩვენ გვწამს,ერთმანეთის გვწამს და ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას..ასე ვუმკლავდებით მის ტალღებს,არც მისი შემოტევა გვაშინებს,რადგან ჩვენ ჩვენ ვართ და ჩვენ ერთმანეთის გვწამს...
ცხოვრება რწმენაშია..თუ გინდა იყო შენ,უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და საკუთარ სხეულში საკუთარი სული უნდა იგრძნო...უნდა იყო კომფორტულად შენი პიროვნების შეგრძნებისას...
უბრალოდ მეტი რა გითხრათ...ეს არის ჩემი 3 ათლწლეულზე ნაკლები ცხოვრების შედეგად დაგროვილი გამოცდილება....

___
დასასრული..
იმედია,მოგეწონათ..
მიყვარხართ და გკოცნით ყველას...ვგიჟდები თქვენზე...
დღეს კვირა იყო და დრო ვიხელთე..თან დილიდან დებილურსა და მოშხამულ ხასითზე ვარ და ამან შემიწყო ხელი...კარგ ხასიათზე მყოფი იშვიათად ვწერ...ასე უფრო მეწერება..

ახლა ვაპირებ,უახლოეს მომავალში ახალი სიტორიის დაწერას..თუ არაფერი შეიცვალა,ამ საიტის ერთ-ერთი მომხმარებლის მოყოლილის მიხედვით დავიწყებ წერას..ისტორია იქენბა რეალურ ამბებზე და ძალიან საინტერესო,ალბათ.

სათაურს გაგიმხელთ და გეტყვით,რომ ერქმავე "მეგობრობიდან სექსამდე"...
იმედია,არ გადაიფიქრებს და მომიყვება..რა ვიცი,აბა...

მე კი თქვენ მიყვარხართ და მიხარიხართ,რომ ასეთი კარგი,თბილი და ტკბილი მკითხველი მყავს..

ვაღიარებ,რომ მწერლობის სურვილზე სასიამოვნო ხალხისგან წამოსული სიყვარული და ემოციაა..იმ გრძნობას არაფერი შეედრება,როცა ვიღაცა გრძნობს იმას,რასაც შენ და,როცა მასზე ზემოქმედებ,როცა ახალ რამეს უღვიძებ...ან როცა უბრალოდ ხასიათს უსწორებ...საოცარი გრძნობაა მართლა..ასე რომ მწერალი თუ ვერ გავხდი,თქვენ ხომ მაინც გართობთ და ესეც კარგია!

მიყვარხართ და კიდევ ერთხელ გკოცნით.



№1 სტუმარი tatuka

Kargi iko dzalian.martla visiamovne vato arachveulebrivia da bednierebac esaa.velodebi shemdeg istorias.carmatebebiii

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

tatuka
Kargi iko dzalian.martla visiamovne vato arachveulebrivia da bednierebac esaa.velodebi shemdeg istorias.carmatebebiii

მადლობ love

 


№3  offline მოდერი Kira

ვაიმ რა კარგი იყოო.. რავქნა რო ნიკა მომწონდა და ვიტირე კიდეც რო მოკვდა მაგრამ ალბად ასე ჯობდა <3 ნუ ვატოც არიყო ცუდი მაგრამ მე ხო ყველა უშნო მომწონს :D მოკლედ ძალიან მაგარი იყო შენსავით <3 წარმატებებს გისურვებ და ველოდები მოუთმენლად ახალ ისტორიას <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

Kira
ვაიმ რა კარგი იყოო.. რავქნა რო ნიკა მომწონდა და ვიტირე კიდეც რო მოკვდა მაგრამ ალბად ასე ჯობდა <3 ნუ ვატოც არიყო ცუდი მაგრამ მე ხო ყველა უშნო მომწონს :D მოკლედ ძალიან მაგარი იყო შენსავით <3 წარმატებებს გისურვებ და ველოდები მოუთმენლად ახალ ისტორიას <3

მადლობ.
შენ მუდამ ცუდები მოგწონს.რას ვიზამ აბა.

 


№5  offline წევრი Firefly

კარგი იყო ძალიან,აუცილებლად წავიკითხავ შენს შემდეგ მოთხრობასაც...
--------------------
M.T

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Firefly
კარგი იყო ძალიან,აუცილებლად წავიკითხავ შენს შემდეგ მოთხრობასაც...

მადლობ love

 


№7  offline წევრი gogaa

ძაან მაგარი იყოო ველოდები შემდეგახალ მოთხორბას წარმატებეებიი

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

gogaa
ძაან მაგარი იყოო ველოდები შემდეგახალ მოთხორბას წარმატებეებიი

მადლობ

 


№9 სტუმარი Guest სოფი

უაზრობა იყო.. რა რატომ ხდებოდა რა რაში ირეოდა ან საიდან სად ხტებოდა ავტორი :))))) თან ძალიან მარტივად იცვლებოდა გრძნობები ერთიდან მეორეზე.. იმედია უკეთეს მოთხრობებს დაწერ :) წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent