დრო ვერ კურნავს იარებს (8)
გონს მოსული ნანა ექთანს ატყუებს ,რომ სწყურია და თავს ისულელებს. ქალი გარეთ გადის და მისთვის ჭიქა მოაქვს. ექთანმა ხელები გაუხსნა რადგან იგი უკვე დამშვიდებული ჩანდა და ნორმალური ადამიანივით იქცეოდა. მოულოდნელად ნანამ ხელი აჰკრა და მინა სახეში შეაფშვნა. ქალმა დაკივლებაც ვერ მოასწრო ისე დაეცა ძირს უგონოდ. მერე ხალათი გახადა და გარეთ გავიდა. მაია კი ნანას სანახავად საავადმყოფოში მიდის.ექიმი მას დის მდგომარეობას უხსნის მერე კი ის პალატაში შეყავს რომ ნახოს მაგრაიქ არ ხვდება.ექნანი ძირს აგდია უგონოდ. მაშინვე საავადმყოფოს დაცვას გადაცემენ რომ პაციენტი გაიქცა და მონახონ ,მაგრამ უკვე გვიანია. ნანა ქუჩაში მიდის და ცდილობს რაიმე მანქანა გააჩეროს რომ სახლამდე მივიდეს. თეთრ ხალათში გადაცმულს რომ ხედავენ მანქანას არავინ უჩერებს. განერვიულებული მაიასანდროს ურეკავს და ატყობინებს რომ ნანა ფსიქიატრიულიდან გაიქცა და რომ ის შესაძლოა საშიში იყოს მარტო ყოფნისთვის. ვინაიდან არ არის გამორიცხული საკუთარ თავს რაიმე დაუშაოს. სანდრო მაშინვე დეიდასთან მიდის. ნანას ყველგან ეძებენ მაგრამ ვერსად ვერ პოულობენ. თავად კი მისი უიღბლობის გამო სახლში ფეხით აპირებს დაბრუნებას.მან ჯერ კიდევ არ იცის რომ ლეო დაიღუპა და მეორე დილით ასაფლავებენ.მაია და სანდრო საშინლად ნერვიულობენ.პრობლემა პრობლემაზე დაემატათ. -ხვალ დილით დაკრძალვის საქმე უნდა მომეგვარებინა და ახლა ნანა გამიხდა საჯავრებელი. ნეტავ რაიმე არ დაიშავოს თორემ სხვა ყველაფერს მოვაგვარებთ.ღმერთმა იცის ასეთი სიგიჟე თუ ჩაიდინა ახლა რა ჭკუაზეა._ამბობს მაია -ექთანს მისთვის ხელები არ უნდა გაეხსნა.მაგრამ რადგან მშვიდად იყო ალბათ ამის გამო მოტყუვდა.იმედია შორს არ წასულა და ვიპოვით.ის არა მარტო საკუთარი თავისთვის არამედ საზოგადოებისთვისაც საშიშია.მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ყველაფერ სიგიჟეს ჩაიდენს მიზნის მისაღწევად._უხსნის ექიმი ორივეს. მისი საუბარი კი ორივეს უფრო მეტად ანერვიულებს. ნანას ვიღაც მოხუცი კაცი ქუჩაში მანქანას უჩერებს ,ეცოდება რადგან ხედავს რომ ფეხშიშველია და საცოდავად გამოიყურება. ნანა ძალიან გახარებულია და მოხუცს ეუბნება სადაც უნდა მიიყვანოს.ისიც მას მანქანაში ისვამს და სახლისკენ მიყავს. ექიმი მაშინვე მიხვდება იგი სახლში წავიდოდა და მაიას ეუბნება,რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდნენ სახლში რადგან სხვაგან წასვლის მიზეზი არ ქონდა და რომ ის იმ ადგილას მივიდოდა სადაც დანაშაული ჩაიდინა. მაია ექიმს ეთანხმება,ის და სანდრო ექიმთან ერთად მიდიან ნანას და ლეოს სახლში.მოხუცი კაცი ნანას მანქანას უჩერებს,ქალი მას მადგლობას უხდის და სახლში შერბის,თუმცა იქ რამდენიმე მსაახურის გარდა არავინაა და მას ვერავინ ამჩნევს. ნანა აივანზე გადის და იქედან იხედება. მერე საძინებელში შედის,მაგრამ ვერავის პოულობს. ამ დროს მას სანდროს და ექიმის ხმა ესმის.ისინი ნანას ეძებენ. ისიც მაშინვე სხვენზე ადის და იქ ძველ ნივთებში იმალება, რადგან ხვდება ,რომ ექიმი მას კვლავ ფსიქიატრიულში დააბრუნებს. სანდრო და მაია მას ყველგან დაეძებენ .მსახურებიც ამბობენ რომ არ უნახავთ.ისინი სხვენზეც ადიან და ოთახს ათვალიერებენ მაგრამ ნანას ვერ პოულობენ. -დეიდა საავადმყოფოში ხომ არ წავიდოდა მამასთან?_ამბობს სანდრო - მან ხომ არ იცის რომ ლეო გარდაიცვალა?... მარიანას ეს ყველაფერი ესმის ,ყურებს ვერ უჯერებს და ცრემლები მოსდის. ერთი სული აქვს გამოვარდეს და იყვიროს, მაგრამ თავს იკავებს და ადგილზე ისუსება. -რომ არ იცის ეგებ მაგიტომ წავიდა იქ მის სანახავად. -შეიძლებ ასეცაა_ამბობს ექიმი. -ისიც არ იცის რომელ საავადმყოფოშია,თან ღმერთმა უწყის ახლა რა ჭკუაზეა და მაგდენს საერთოდ თუ აზროვნებს. -აბა სხვა რა ვიფიქროთ დეიდა -იქნებ ჩვენს სახლში წავიდა დედასთან? -ხო მაგრამ იქ რა უნდოდა ? იქ მისვლის მიზეზი არ აქვს. ისიც არ იცის ბებიას ინფაქტი, რომ მოუვიდა. -არვიცი მაგრამ თუ იქ არის მაშინ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ ვინმეს რამე არ დაუშაოს._ამბობს კვლავ ექიმი. -ღმერთო ჩემო აღარ ვიცი რა ვაკეთო ,ლეოს დაკრძალვის საქქმეზეც წასასვლელი ვარ -ამბობს მაია -იქნებ იქ მე წავსულიყავი დეიდა. -მგონი ასე აჯობებს ხვალ დილით უნდა დავკრძალოთ ,ჩვენ კი ყველაფერი უპატრონოდ მივაგდეთ. თქვენ ნანა მონახეთ მე კი დაკრძალვის საქმეებს მოვაგვარებ და საღამოს საავადმყოფოში მოვალ. ყველანი ოთახიდან გადიან და მსახურებს უბარებენ, რომ თუ რამეს გაიგებენ მაშინვე დაურეკონ. ნანა სამალავიდან უფრო მეტად განერვიულებული გამოდის,ახლა უკვე აღარც იცის სად წავიდეს.ლეო მკვდარია,ამიის აგფიქრება კი მას ყველაზე დიდ ტკივილს აყენებს. თუმცა ეს არაფერია იამსთან შედარებით როცაა გაახსენდება რომ ეს მან ჩაიდინა. მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებს.''მისი ბრალია!'' ალბათ ძნელი მისახვედრი არცაა რომ ამას მამამისზე ამბობს ნანა სხვენს ტოვებს და ქვემოთ ჩამოდის ,ტანსაცმელს იცვლის და ისევ წასვლას აპირებს. მოულოდნელად მას ერთ-ერთი მსახური შენიშნავს და გადაწყვეტს რომ მასთან მივიდეს და რამაენაირად სახლში დააკავოს მაგრამ აგრესიული ხდება და მსახურიც მასთან ვერაფერს ახერხებს. სახლიდან მიდის ,თუმცა მსახური მაშინვე სანდროს ურეკავს და ატყობინებს რომ დედამისი სახლში იყო და მან მისი შეჩერება ვერ მოახერხა. -დედა სახლში იყო და მსახურმა მისი შეჩერება ვერ შეძლო ,წასვლა მაინც მოახერხა ამბობს სანდრო. -დაცვისთვის უდნა დაგვებარებინა რომ თუ სენიშნავდა ძალიის გამოყენების ფასადაც კი სეეჩერებინათ –ამბობს მაია, რომელიც ჯერ ისევ მათთან ერთადაა -ხომ არ გავიწყდება დეიდა რომ დედა იმ სახლის ერთ-ერთი მეპატრონეა. როგორ გგონია რომელიმე მსახური მასზე ძალის გამოყენებას გაბედავს? მითუმეტეს ასეთ მდგომარეობასი, საკუთარ თავს არ გავს. -თუ ვიპოვით დამამშვიდებელს გავუკეთებ და წინააღმდეგობას ვეღარ გაგვიწევს ამბობს ექიმი. -ახლა სადღა აპირებს წასვლას ნეტავ.უთუოდ მართალი იყავით ექიმო დედამ სახლში იმიტომ მივიდა რომ იქ დანაშაული ჩაიდინა -ღმერთო ჩემო,ჩვენ ხომ ყევლგან ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი ხმა გაიიგო და დამალვა მოასწრო და არც ისაა გამორიცხული რომ ჩვენის საუბარი მოისმინა -დამაჯერებელ დასკვნებს აკეთებ დეიდა. რგორ გგონია ახლა მაგდენს აზროვნებს? -ნუთუ ვერ ხვდები რომ მას ერთი მიზანი აქვს ლეო ნახოს,სახლში სწორედ ამ მიზნით მივიდა -დეიდაშენი მართალია სებასტიან დედაშენს ლეოს ნახვა უნდა და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. და დარწმუნებული ვარ ის საავადმყოფოში არ მივა ,პირველი იმიტომ რომ არ დაიჭირონ და მეორე იმიტომ რომ არ იცის რომელ საავადმყოფოშია. -აბა რა ვქნათ ვუცადოთ თვითონ როდის მოვა? -მე ვიცი ის სადაც უდნა დავიჭიროთ ამბობს ექიმი -სად?–ახლა უკვე აღარაფერი აღარ ესმის სებასტიან -სასაფლაოზე, ნანა ლეოს დაკრძალვაზე აუცილებლად მოვა, ჩუმად მაინც და ჩვენ ყურადღებით უდნა ვიყოთ რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს. გაბრიელი სანდროს დერეფანში ხედავს და პირდაპირ მისკენ მიდის -სანდრორამე ხომ არ გჭირდება? -არა?დედას ვერსად ვპოულობთ.ესღა გვაკლდა პრობლემად -გამოჩნდება სულ ხომ ვერ დიამალება -ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ,ექიმი ამბობს რომ არა მარტო საკუთარი თავისთვის არამედ სხვებისთვისაც საშიშია.შეილება ვინმეს რამე დაუშაოს. -ექიმთან აქამდე უნდა მიგეყვანათ _მეგონა რომ ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ და ამიტომ ჩხუბობდნენ რას ვიფიქრებდი რომ ნამდვილი მიზეზი ... სანდრო დერეფანში კატოს ხედავს და ყურადღება მასზე გადააქვს. ახლა გაბრიელიც იქეთ ბრუნდება. მის დას სწორედ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა როგორც იმ საქმეების წინ , რომელსაც იგი ‘’სერიოზულს’’ ეძახდა. ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მისი პირველი ფრაზა ქინებოდა ‘’უნდა დაგელაპარაკოთ’’ არც შემცდარა. -კატო მოხდა რამე? -კი მოხდა და თქმას ვეღარ გადავდებ. საქმე ნიტას ეხება. -ნიტა ჯერ ისევ საოპერაციოშია. ველდებით რა შეიცვლება. -მანამდე სხვა საქმე მაქვს. -მე წავალ. არ მინდა ხელი შეგიშალოთ_შეიშმუშნა სანდრო -არ წახვალ. ეს შენც გეხება. -რას გულისხმობ? -ნიტასთან ერთი ეჭვი მაქვს და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მე მგონია, რომ ის თქვენი ნამდვილი დაა... ორივე სახტად დარჩა. ქალს კი სახეზე ნერვიც არ ატოკებია -რა სისულელეა დაიკო -სულელს ვგავარ? -ეგ არ მიგულისხმია. -იშვილეს, 26 წლისაა, ღარიბთა უბნიდან. არ იცის ვინაა მისი ნამდვილი მშობლები და მისი დაბადების დღე შენსას ემთხვევა. საეჭვო ვითარებაში ზუსტად შენნაირი თვალები აქვს. ნუ გავიწყდება ჩემი პროფესია ,რომელსაც იმაზე კარგად ვფლობ ვიდრე შენ შეგიძლია წარმიდგინო. -რასაც კატო ამბობს სიმართლეა?_გაოცდა სანდრო -ჰო. მისი ბიოგრაფია ასეთია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი დაა. -რატომაც არა. შესაძლოა მართლაც ისაა. უნდა გავარკვიოთ. რას ვკარგავთ? -დეენემის ანალიზია საჭირო._დაადასტურა კატომ. _მის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვცადე. ეს მაშინვე გავაკეთე როგორც კი შენი ტყუპისცალის ამაბვი გავიგე ,მაგრამ ამაოდ. ამ გოგოს წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. ისევე როგორც შენი იყო ბურუსით მოცული აქამდე. -გაბრიელ შენი და ლოგიკურად მსჯელობს. -მე ვაზროვნებ და ფაქტებს ვაკავშირებ. მისმინეთ არ მინდა ამ ამბავში უხეშად გავერიო , მაგრამ ალღო მკარნახობს ,რომ სწორ გზზე ვდგავარ. ჩემი ინტუიცია კი არასდროს შემცდარა. ყოველშემთხვევაში აქამდე. -საიდან გაიგე როდის აქვს დაბადების დღე?_ გაიკვირვა გაბრიელმა -მის დას ვკითხე. -იქ იყავი? -რათქმაუნდა არა. სხვა მივაგზავნე. -ბავშვია კატო. უცხო ადამიანი რატომ მიუგზავნე? -მოსაკლავად კი არ მიმიგზავნია..._გაბრაზდა კატო._და ბოლოს და ბოლოს დამანახე, რომ პროფესიით ადვოკატი ხარ და არა მზარეული. შენი აზრით ერთ დღესაც სერიოზულ საქმეს , რომ აიღებ იმ თემაზე გაპრანჭვა მოგიხდება რომ ვიღაც ბავშვია?ან ინვალიდი? ან უსუსური? თუ ჩემი არ გჯერა და არ მენდობი პირდაპირ მითხარი. მე ჩემს ეჭვს გიზიარებ და მაქვს ამის უფლება_ ხმას აუწია კატომ და აშკარად შეეტყო, რომ ეწყინა. -კარგი რა, აარ იცოდე მაინც რომ ჩემთვის სენი აზრი ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი და ღირებულია_ მოეხვია დას და სუბლზე აკოცა._ მესმის რომ ლოგიკურად მსჯელობ ,მაგრამ არ მინდა ამის დაჯერება. სიბრაზე მიპყრობს როცა წარმოვიდგენ ,რომ ჩემმა დამ ის გამოიარა რაც ამ გოგონამ. სანდრო რას ფიქრობ? გავიკეთოთ ანალიზი? -არაფერი გვაქვს დასაკარგი. თუ ჩვენი და არ არის გვეცოდინება მაინც ეს. - მისი თმა საკმარისი იქნება. -კატო შეგვიძლია ექთანს ვთხოვოთ საოპერაციოში შევიდეს და თმა შეაჭრას. იქნებ სისხლიც დასჭირდეს და ბოლოს და ბოლოს გვეცოდინება რა შეგვიძლია გავაკეთოთ. -ამას მე მივხედავ. ფულსაც გადავიხდი რომ პასუხები მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ. -გმადლობ დაიკო_ ხელები მოხვია გაბრიელმა და მაგრად ჩაიკრა გულში. კატომ თავი გაითავისუფლა და დერეფანში იმ მიმართულებით გაუჩინარდა სადაც საოპერაციო იყო. სანდრო და გაბრიელი მარტონი დარჩნენ. შორი-შორს იდგნენ და არ საუბრობდნენ. დაძაბულობა ნამდვილად შეიმჩნეოდა. თითქოს უცხონი იყვნენ ერთმანეთისთვის. -მამაცვენი ვნახე_სიცუმე დაარღვია გაბრიელმა -რაა? _გაოცებით არმოხდა სანდროს -მორგში შევედი და ვნახე. მინდოდა მისი სახე მენახა. მინდოდა დამემახსოვრებინა ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, მაგრამ იცი რა მოხდა? -რა? -ვერ დავიმახსოვრე. ახლა, რომ გაცოცხლდეს და ქუჩაში შემხვდეს ვერ ვიცნობდი. მამად ვერ აღვიქვი. მე მყავდა მამა და ოჯახი. არ შემიძლია ეს კაცი ჩემს მამასთან გავაიგივო. ამის გაკეთება არ შემიძლია. -მესმის შენი. შესაძლოა არ გჯერა, მაგრამ მართლა მესმის. -მჯერა -დეიდა რეკავს. _ტელეფონს დახედა სანდრომ_ დეიდა ხომ არ გიპოვნია? -ბებიაშენის პალატაში ვარ. შეგიძლია მოხვიდე? -ჰო შემიძლია. გაბრიელიც აქაა. -წამოიყვანე , თორემ მოხუცს საწოლზე ვეღარ ვამაგრებ. მისთვის კი სიარული დაუშვებელია. სთხოვე მოვიდეს. -კარგი ახლავე მოვალ დეიდა. -ყველაფერი რიგზეა? -ბებო ადგომას და შენს ნახვას ითხოვს. მისთვის სიარული არ შეიძლება. წამოხვალ? გაბრიელი შეყოვნდა ,მაგრამ თავი მაინც დაუქნია. მერე კი უკან გაჰყვა. გული გამალებით უძგერდა. არ უნდოდა იმ ქალის რეაქციის წარმოდგენა. მასთან შეხვედრა ემძიმებოდა. ასე არასდროს უნერვიულია. მაშინაც კი როცა ზმას და დეიდას პირველად შეხვდა. ერთდროულად შემოაწვა სევდა და პასუხისმგებლობის გრძნობა. გული ლამის ბუდიდან ამოუარდა. -მზად ხარ?_გამოაფხიზლა სანდროს ხმამ -ჰო_არც ისე დამაჯერებლად თქვა მან. სანდრომ კარი შეაღო და საწოლში მყოფ მისუსტებულ, მაგრამ ისევ მებრძოლ მოხუცს გაუღიმა. პირდაპირ მასთან მიიჭრა და კისერზე მოეხვია. გაბრიელს თითქოს ზღურბლზე გაუშეშდა ფეხიო. ვერც შიგნით შდიოდა და ვერც იქედან წასვლას ახერხებდა. -გაბრიელ? შენ ხარ გაბრილი?_ ხელი გაიშვირა ქალმა მისკენ_ შენ ხარ. შენ ... ეს თვალები ისევ ისეთი გაქვს. დედაშენის თვალები. _ტუჩები აუკანკალდა ქალს ,მაგრამ ხელი ისევ და ისევ მამაცად ეჭირა ჰაერში. -მოდი გაბრიელ_ გაუღიმა მაიამ -შემოდი. როგორც იქნა გიპოვნე და ასე შორიდან ყურებით ნუ მტანჯავ. ისედაც ორი დღე დამრჩენია. მოდი მოგეხვიო ჩემო ბიჭო. გაბრიელი ისევ შეყოვნდა, მაგრამ საოცარმა სურვილმა შეიპყრო შიგნით შესულიყო და ამ სიყვარულით აღსავსე მოხუცს ჩახუტებოდა. გამბედაობა მოიკრიბა და ოთახში შევიდა. მთავარი გზა უკვე გამოვლილი იყო. მის ჯერ ისევ ჰაერში მოკანკალე ხელის მტევანს თავისი შეაშველა და გადაეხვია. სხეულში ისეთი სითბო ჩაეღვარა როგორიც აქამდე არავისგან უგრძვნია. არც შეზენილი და რათქმაუნდა არც ნამდვილი მშობლებისგან. -ჩემი ბიჭი მოვიდა. ჩემი მწვანეთვალება. ხედავ მაიკო? შენ კიდევ მეუბნებოდი ხოლმე გაჩერდიო ... ის რაც შენია აუცილებლად დაგიბრუნდება. -ვხედავ დედიკო_ ცრემლი გადმოუგორდა მაიას თვალებიდან. -მოვა, ისიც მოვა...ნიტაც მოვა ... ისე არ გამიშვებს. ღმერთი მოიყვანს აქამდე. -მოიყვანს ბებია_ გაამხნევა სანდრომ -რამხელა ბიჭი გაზრდილხარ. როგორი ძლიერი და სიმპატიური _ გაბრიელის სახე მის დამჭკნარ ხელებში მოიქცია ქალმა და თვალებში ჩახედა. -მიხარია, რომ გაგიცანით. თქვენს შესახებ ბევრი მიამბეს. -სიკვდილის წინ მაინც გნახე -არაა აუცილებელი ასე მოხდეს. გამოჯანმრთელდებით... -ჰო მაგის უკვე ღმერთსაც აღარ სჯერა ჩემო ბიჭო. ან აწი თუ მოვკვდები გგონია ვინაღვლებ? მე სიკვდილის მანამ მეშინოდა სანამ თქვენ არ იყავით ჩემთან. -ნიტასაც დავაბრუნებთ. გპირდებით -დაპირება რა აუცილებელია როცა ვიცი,რომ ასე იქნება. თქვენ ერტმანეთს აუცილებლად იპოვით. ბავშვობაში ის, რომ ტიროდა შენც აჰყვებოდი ხოლმე. შენ რომ ავად იყავი ისიც ავად ხდებოდა. თუ ერთი არ დაიძნებდა არც მეორე იძნებდით. ტყუპებს ასეთი ჩვევა აქვთ... -ყველაფერი გახსოვთ? -ყველაფერი. მისი თვალები მახსოვს და მგონია ახლა ორივეს გხედავთ? ერთნაირი თვალები გქონდათ და ძალიან ჰგავდით. ალბათ ახლა ძალიან ლამაზი გოგონააა. იქნებ ოჯახიცც ჰყავს... ვინ იცის სადაა, ვისთანაა... -ვიპოვნით... -დედაშენი...მან იმდენი შეცდომა დაუშვა. იმდენს ატკინა გული, მაგრამ ისიც დაიტანჯა. არ ვაპატიე მისი საქციელი. ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე და ... დედაშენი გაუბედურებული და გაბოროტებულია. ხელს ნუ კრავ გაბრიელ. ამას არ იმსახურებს, მაგრამ შენც მისნაირი ნუ გახდები. ეცადე გადაარჩინო სანამ ჯერ კიდევ უფსკრლის პირას დგას და არ გადავარდნილა. შვილების ვალია მშობლებს ვაპატიოთ და ყველაფრის და მიუხედავად მათ გვერდით ვიდგეთ. სიძულვილი არაფერს მოგიტანს. მისნაირად გაქცევს. გახსოვდეს, რომ ქალია, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა. ნუ გაკიცხავ და ნუ დაადანაშაულებ. მას ისიც ეყოფა რისთვისაც ისჯება. -ჰო, მაგრამ... -მე, მხოლოდ მე მაქვს მისთვის საყვედურის უფლება. მე დედამისი ვარ. შენ არა. მეტისმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ გულში სიძულვილი შემოუშვა. უბრალოდ აპატიე. გახსოვდეს ყველაზე დიდი ნიჭი პატიების ნიჭია. ბედნიერი არ იქნები თუ სიძულვილის გემოს გაიგებ. შენც დაგტანჯავს და გაგაუბედურებს. დამპირდი, რომ აპატიებ... არ გთხოვ შეიყვარო, მაგრამ ნუ შეიძულებ... იმსახურებს ,მაგრამ არ გინდა ...გახსოვდეს ყველა იმას ,რომ იღებდეს რასაც იმსახურებს ამ დედამიწაზე კაცობრიობა არ იარსებებდა. ადამიანებს იმხელა ცოდვა გვაწევს არსებობის უფლებაც არ გვაქვს, მაგრამ რადგან უფალი გვაძლევს არსებობის უფლებას იარე მის გზაზე. ის კი პატიებას ქადაგებს. პატიებას და არა სიძულვილს. თავად ღმერთია სიყვარული ... გაბრიელს ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში. იგრძნო რომ რამდენიმე დღის მანძილზე გაყინული სისხლი როგორ ამოძრავდა ძარღვებში. თითქოს გონებაში ნათელმა წერტილმა იფეთქა. არანორმალურად მოუნდა ამ მოხუცს ჩახუტებოდა და უბრალოდ ეთქვა, რომ მისი არსებობა ახარებდა. ხელებზე ჩაეჭიდა და დაუკოცნა. -ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მეტყვი.....როგორც შენ მეტყვი ბერია ... ვაპატიებ, ისევე ვაპატიებ როგორც მამაჩემს სიკვდილის წინ -ბებია ... _აღმოხდა ქალს და ხელები ზეოთ აღაპყრო _ ამ დღესაც მოვესწარი... ___ ბოდიში რომ დავაგვიანე ჩემო ტკბილებო სახლში არ ვიყავი და ვერ დავდე მიყვარხართ და გელოდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.