შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (5)


25-01-2016, 01:18
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 7 073

ქუთუთოები ისეთი დამძიმებული მქონდა,ძლივს ავზიდე. თავიდან ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს,მაგრამ ნელ-ნელა საგნებიც გავარჩიე და ჩემს საწოლთან მჯდარ ელენესაც მოვკარი თვალი. როგორც კი შემამჩნია,რომ გავიღვიძე,მაშინვე ფეხზე წამოხტა და მკითხა:
-ნინე,თავს როგორ გრძნობ?
წამოწევა ვცადე,მაგრამ მხრებში მეცა და ისევ კუთვნილ ადგილს დამაბრუნა.
-რას აკეთებ,შენი ადგომა არ შეიძლება საღამომდე. უკეთ არ ხარ?
-არამიშავს ელენე. რა მოხდა გუშინ?_ფრაგმენტებად მახსოვდა ყველაფერი. ბოლო მონაკვეთი კარგად მახსოვს,გაბრიელის კოცნას და მის სიტყვებს ვგულისხმობ. აი,ამის მერე რა მოხდა,უკვე ვეღარაფრით ვიხსენებ.
-გული წაგივიდა. გაბრიელმა ოთახში ამოგიყვანა,ჩვენ სასწრაფო გამოვიძახეთ და სანამ მოვიდოდნენ ვცდილობდით გონზე მოგვეყვანე. ბოლო დღეებში რამდენჯერმე რომ გამოიცვალე კლიმატი მაგის ბრალი ყოფილა,წნევა დაგივარდა და ამიტომ წაგივიდა გული. _ელენე მშვიდად მიყვებოდა გუშინდელ ამბავს,მაგრამ თვალებზე აშკარად ეტყობოდა,რომ უძილო იყო._ნუ გეშინია,ჩემო კარგო,საშიში არაფერია. წამლები გამოგიწერეს,იმას დალევ და საღამოს ადგომაც შეგეძლება.
-ჰო,წნევა ხშირად მივარდება ხოლმე,დიდი ხანია არ მიმიქცევია ყურადღება და ალბათ მაგიტომ მოხდა. მაპატიეთ,განერვიულეთ ალბათ._შევწუხდი და ელენეს ბოდიში მოვუხადე.
-როგორ არ გრცხვენია?_გაიბუსხა უმცროსი გულედანი. _იცოდე ეგ მეორედ აღარ გამიმეორო,თორემ ძალიან გავბრაზდები.
-კარგი,მაპატიე! მაგდა სად არის?
-მთელი ღამე გყარაულობდა,ბოლოს დაღლილობისგან შენს საწოლთან ჩაეძინა და სანდრომ საძინებელში გაიყვანა. ბიჭებსაც მთელი ღამე არ ეძინათ,გაბრიელმა შენს კარებთან გაათენა._გაიღიმა და კარები გამოაღო. _უი,წასულა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა ელენეს სიტყვების გაგებისას. ისეც დაბნეული ვიყავი გაბრიელის საქციელის გამო და ახლა ეს რომ გავიგე,უცნაურად იმოქმედა ჩემზე. ოთახში მაგდა და ბიჭები შემოცვივდნენ.
-როგორ ხარ? უკეთესად არ გრძნობ თავს?_მაგდა თავს დამტრიალებდა და თან წამლებს ეძებდა. _სულ შენი სამსახურის ბრალია,ნინე! ისე იღლები,რომ სვანეთის კლიმატს ვერ შეგუებიხარ!
-რა შუაშია ახლა ეგ? _გამეცინა ჩემს დაზე,რომელიც ყველა წვრილმანს ჩემს სამსახურს უკავშირებდა. _უბრალოდ წნევა დამივარდა.
-ზუსტადაც რომ შუაშია. კიდევ კარგი ცოტა ხნით წამოგიყვანეთ,თორემ ვინ იცის,ფეხებიც გაგეფშიკა! _მაგდა ცოფებს ყრიდა,სანდრომ ძლივს დააწყნარა.
-გული გაგვიხეთქე,შე ალქაჯო!_ლევანი საწოლთან ჩამომიჯდა და თმა ამიბურდა.
-ხედავ,გიწია ამდენმა ცოდვებმა!_გამიცინა გიგამ და მეორე მხრიდან მომისკუპდა გვერდით.
-შეეშვით ახლა და გამოეტიეთ გარეთ,დაისვენოს! _ჩაერია სანდრო და ბიჭები სულ კინწისკვრით გაყარა ოთახიდან.
მაგდამ ძალით დამალევინა წამლები. მინდოდა გამეგო სად იყო გამოშვებული,მაგრამ არც სახელი მითხრეს და არც კოლოფი დამანახეს. ექიმმა გამოგიწერა და ლოგიკურია,უსაფრთხო იქნებაო. როცა მაგდა და ელენე ჩემთვის საუზმის მოსამზადებლად გავიდნენ,მხოლოდ მაშინ შემოვიდა ოთახში გაბრიელი.
-თავს როგორ გრძნობ? _მკითხა ოდნავ თბილი ხმით.
-არამიშავს,დიდი მადლობა.გავიგე გუშინ შენ გადაგირჩენივარ კიბეებზე დაგორებას.
-გაიგე? _მკითხა ‘ისე,სულერთიას’ სახით. _შენ არაფერი გახსოვს?
-არა,არ მახოვს. _არც კი ვიცი,რატომ მოვიტყუე. ალბათ მეშინოდა,იმ კოცნაზე და ჩემს დაბნეულ სახეზე არ ჩამოეგდო ლაპარაკი.
-გინდა მოგიყვე რა მოხდა? _მკითხა ეშმაკური სახით.
თავი დავუქნიე.
-მთელი საღამო დაჟინებით მიყურებდი,მე ყურადღებას არ გაქცევდი,შენ ადექი,ყველას დაგვემშვიდობე და კიბეებზე ასვლის დროს დაიყვირე,ცუდად ვარო. მაშინვე შენთან გავჩნდი,შენ კი დემონსტრაციულად ჩამივარდი მკლავებში. არადა,მგონი სულ არ იყავი ცუდად. _საუბარი კმაყოფილი მზერით დაასრულა და ფეხი ფეხზე არხეინად გადაიდო.
ტვინში სისხლმა ამასხა. ბრაზი ისე მომეკიდა,კინაღამ ყურებიდან ბოლი გამოვუშვი.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? ეგრე სულაც არ იყო! ყველაფერი მშვენივრად მახსოვს! მთელი საღამო მე კი არა, შენ მაშტერდებოდი ურცხვად,არც ცუდად ყოფნა გამითამაშებია და არც დემონსტრაციულად ჩაგვარდნივარ მკლავებში.
გაბრიელმა მთელი ხმით გადაიხარხარა. ჯანდაბა,ახლა მივუხვდი ოინს.
-აბა არაფერი არ მახსოვსო? _მკითხა ნიშნის მოგებით,როცა სიცილით გული იჯერა.
-საზიზღარი ხარ!_სიწითლემ დამიარა და ლოყები საბნის ქვეშ დავმალე.
-ისე რა მძიმე ყოფილხარ,ძლივს ამოგათრიე ოთახამდე,აშკარად დიეტა გჭირდება._მითხრა სერიოზული სახით.
რაო? არასდროს ვყოფილვარ მსუქანი. ბავშვობიდან სწორად და ჯანსაღად ვიკვებებოდი,თანაც მოცეკვავე ვიყავი და მუდმივად ფორმაში მიწევდა ყოფნა. ახლა კი გადატვირთული გრაფიკის გამო,ჭამაც კი მავიწყდებოდა და ეს უჟმური მეუბნება,რომ დიეტა მჭირდება?
-გაბრიელ,ახლავე გადი ჩემი ოთახიდან!_ტონს ავუწიე და ძლივს შევიკავე მომდგარი ცრემლები.
გულედანი წამოდგა,ჩემს საწოლს მოუახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა.
-ისეთი საყვარელი ხარ,როცა ბრაზები,რომ გეფიცები,მინდა სულ ნერვები გიშალო! _დაიხარა და საფეთქელთან მაკოცა.
-რა... რას აკეთებ? _აღმომხდა გაოგნებულს.
-ხომ მითხარი არაფერი მახსოვსო,ჰოდა გაგახსენე.
წამოდგა და კმაყოფილი გამომეტყველებით დატოვა ოთახი.
^ ^ ^
-გოგონებო,ავდგები რა,გეხვეწებით!_ვთხოვე ელენეს და მაგდას,რომლებიც ექიმებივით დამტრიალებდნენ თავს.
-ცოტაც და ადგები,მოითმინე! _გამიღიმა მაგდამ და ოთახში ახალ შემოსულ სანდროს ჩაეხუტა.
-გამოდი რა ცოტა ხნით,საქმე მაქვს. _სთხოვა სანდრომ და მერე მე გამომხედა. _დიდი ხნით არ წაგართმევ,გპირდები!
მაგდა და სანდრო გავიდნენ,მხოლოდ მე და ელენე დავრჩით.
-შენც როგორ გაგაწვალე,ელენე. ტასია რას აკეთებს? ხომ არ გაცდენ?
-რას ამბობ,სულელო. ტასია ბიძიებს ჰყავთ,ეთამაშებიან. _გაეცინა ელენეს და ფანჯრიდან გადაიხედა. _არ მოაწყენენ,შენ არ ინერვიულო.
რაც ჩამოვედით ელენეს არც ერთხელ უხსენებია ქმარი. თანაც მუდმივად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. მიუხედავად ღიმილისა,მის ლამაზ თაფლისფერ თვალებში მუდმივად იმალებოდა სევდა და დარდი.
-ნინე,შენზე მომიყევი რამე. _მთხოვა გულედანმა.
-მგონი ჯობია მკითხო და მე გიპასუხებ,კარგი?
-სად სწავლობ?
-უკვე აღარსად. _გამეცინა. _ნუ გაქვს ეგეთი სახე,წელს დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ახლა კლინიკაში ვმუშაობ მედდად. მშობლები არ გვყავს,მხოლოდ მე,მაგდა და დემეტრე ვართ. მე მეთორმეტე კლასში ვიყავი ავარიაში რომ მოყვნენ,მაგდა მეათეში,დემეტრე კი მესამე კურსზე იყო. მაშინ ვცეკვავდი,სხვათა შორის,ძალიან კარგადაც,მაგრამ ისე მოხდა,რომ სტრესის გამო თავი დავანებე. მაგდა პროფესიონალი მოცურავეა.ყველაფერი გააკეთა დემეტრემ,რომ მას მაინც შეენარჩუნებინა საყვარელი საქმე. _ნაღვლიანად გამეღიმა. _მე და მაგდა რომ ჩავირიცხეთ,დემეტრე სასწავლებლად წავიდა გერმანიაში. ისიც ექიმია,სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოვიდა. კიდევ რა გაინტერესებს? _ვკითხე ღიმილით.
-ძალიან საყვარელი ხარ,ნინე. _გამიცინა ელენემ. _ჩვენც ადრე დაგვეღუპა მამა. ავარიაში მოყვა და ადგილზევე გარდაიცვალა. მხოლოდ ბებია და ბაბუა დაგვრჩა. ამ რამდენიმე წლის წინ ბებომ დაგვტოვა,ბაბუმაც ვეღარ გაუძლო და დარდს გადაყვა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-კი მაგრამ დედა?
-დედაჩემმა მიგვატოვა. მამაჩემის საუკეთესო მეგობართან ერთად გაიქცა თურქეთში და მას მერე აღარ გვინახავს. მაპატიე,არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. _მითხრა უხერხულად.
-ბოდიში რა,ხომ არ გეწყინა?
-არა,ნინე,რას ამბობ! _ ელენე ჩამეხუტა. _იცი,მხოლოდ რამდენიმე დღეა გიცნობ და უკვე ახლობელ ადამიანად მიმაჩნიხარ,მიხარია რომ გაგიცანი!
კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. მალე მაგდაც შემოვიდა და ადგომის ნება დამრთო. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი,ამიტომ სიარულიც არ გამჭირვებია. მისაღებში ისხდნენ,იქ მისულს კი ოვაციებით შემხვდნენ.
-აღსდექ? _შემომეგება გიგა. _ამხელა თითქმის ექიმი ქალი თუ წაგვექცეოდა რას ვიფიქრებდი?
-გიგა,მოგხვდება!_ვუთხარი სიცილით და სავარძელზე მოვკალათდი. -გირჩევნია წაბრძანდე და ჩაი გამიკეთო!
-მაგაზე გაწყენინებ,გოგო? _მაშინვე ფეხზე წამოხტა და სულ ბზრიალ ბზრიალით შევიდა სამზარეულოში.
-ნინე,კარგად ხარ ხო? _მკითხა შეწუხებულმა მაგდა.
-მაგდა,თუ ყოველ 3 წუთში ერთხელ უნდა მკითხო,ოთახში დავბრუნდები იცოდე! _ვუთხარი ღრენით და სანდროს გადავხედე. _უთხარი შენს ცოლს რამე!
-კარგი,გავჩერდი. _მაგდამ დანებების ნიშნად ხელები ასწია.
გაბრიელი ოთახში შემოვიდა,ხელებზე ტასია ჰყავდა გადაწვენილი.
-ელენე,მოდი რა ,ოთახის კარები გამიღე და შევიყვან,თორემ ხელები დამეღალა.
უმცროსმა გულედანმა ოთახის კარები გააღო და გაბრიელიც მალე დაბრუნდა მისაღებ ოთახში. მაინც და მაინც მე მომიჯდა გვერდით. სურნელმა რომ ჩემამდე მოაღწია,კინაღამ მეორედ წამივიდა გული,მაგრამ ამჯერად მართლა შეგნებულად ჩავეშვებოდი გაბრიელის მკლავებში.
-რამე ვითამაშოთ რა! _დაიწუწუნა მაგდამ.
-მოდი,ჯოკერი ვითამაშოთ. თან წყვილებში ვიქნებით. გიგამ და ელენემ თამაში არ იციან,ლევანი კიდევ ისე საშინლად თამაშობს,მაგასთან არ ღირს. _შემოგვთავაზა სანდრომ და ლევანს გახედა.
-ჰო,რას მიყურებთ,გრეხია ჯოკრის თამაში რომ არ იცი? _გაბრაზდა ამაშუკელი და ჩაი გვერდით დამიდო. _მიირთვი,გენაცვალე,შეგერგოს.
-მადლობა გიგა!
-ვითამაშოთ ჯოკერი,მე და სანდრო -გაბრიელის და ნინეს წინააღმდეგ. _ომახიანად წარმოთქვა ჩემმა დამ.
-ოღონდ რამე სურვილზე. აბა ისე რა მუღამი აქვს.
-წაგებულებს ფეხები შევუკრათ თოკით და ერთმანეთზე გადავაბათ. _იდეა წამოაყენა ლევანმა.
-გაგიჟდით? არ მინდა! _გავაპროტესტე და ჩაი მოვსვი.
-ნუ ბავშვობ,მიდი რა! _მთხოვა მაგდამ.
-მე პრობლემა არ მაქვს! _გამოაცხადა გაბრიელმა და გამომწვევად გამომხედა. ფრთხილად მომიახლოვდა და ისე მიჩურჩულა,რომ სხვებს არ გაეგოთ. _ჩემთან სიახლოვის ხომ არ გეშინია?
-ჯანდაბას,მეც თანახმა ვარ! _გამოვაცხადე მის ჯინაზე და სათამაშოდ მოვემზადე.
გაბრიელის ჩაცინება გავიგე. არც მისი გამაფრთხილებელი მზერა გამომპარვია.
სანდრომ კარტი,კალამი და ფურცელი მოიტანა. სათანადოდ გავნაწილდით და თამაშიც დაიწყო. ლევანი და ელენე ჩვენკენ იყვნენ,გიგა კი სანდროს და მაგდას გულშემატკივრობდა და ჩვენს დაბნევას ცდილობდა უაზრო რეპლიკებით.
-გიგა გაფრთხილებ,ახლა თუ არ გაჩერდები,ავდგები და ამ კარტს სათითაოდ გადაგაყლაპებ,იცოდე! _დაუღრინა გაბრიელმა.
-ნუ იბღვირები და ითამაშე ერთი,თუ კაცი ხარ! _გაეცინა ამაშუკელს და ‘გამხნევება’ განაგრძო.
პირველი ოთხი ხელი მე და გაბრიელი ვიგებდით. პრემიაზეც გავდიოდი,მაგრამ სანდრომ ისეთი ფოკუზები ჩამიტარა,პრემია კი არა,ორჯერ გავიხიშტე სამ ხელში.
-ბოლო ხელია და ჯერ-ჯერობით ნინე და გაბრიელი იგებენ! _გამოაცხადა მაგდამ და კარტი დაარიგა.
უკანასკნელი კარტი მეჭირა ხელში. ვიცოდი გაბრიელი მოჯოკრავდა,სანდრო ‘გაიხიშტებოდა’ და მოვიგებდით,მაგრამ უეცრად გულედანმა ‘ნიჟე’ თქვა.
-რა გააკეთე,გაგიჟდი? _ვკითხე მოთმინება დაკარგულმა.
მაგდამ დაიანგარიშა და გამოვიდა,რომ წყვილმა სულ რაღაც მეათედებით გადაგვისწრო.
-რატომ არ მოჯოკრე,ბიჭო,ხო არ გადაირიე? _გაბრაზდა ლევანი და გაბრიელს მიეჭრა.
-ახალდაქორწინებულები გავახარე,რა იყო?!_ვითომ სულ არ აინტერესებსო,ისე ჩაილაპარაკა და როცა მე გამომხედა,მხოლოდ მაშინ ჩაეცინა.
-მერე ნიძლავი,შე შტერო?! _არ ეპუებოდა ლევანი.
-უი,ეგ სულ აღარ მახსოვდა. _’გაიკვირვა’ გაბრიელმა და ისევ ჩემზე შეაჩერა მზერა.
გახარებულმა მაგდამ სამზარეულოდან თოკები გამოიტანა.
-შესრულების დროა!
მაგდამ მე და გაბრიელს თოკები გადაგვიჭირა და ასე რომ ვთქვათ,ერთმანეთს მიგვაბა. გამწარებული ვიჯექი და მინდოდა გულედანის კმაყოფილი სახე გემრიელად დამეჟეჟა.
-წყალი მინდა! ნინე,წამოყოლა მოგიწევს. _მითხრა ირონიულად და ფეხზე წამოდგა. თოკმა მატკინა და წამოვიყვირე.
-ნელა,მეტკინა ფეხი! _დავუღრინე. _გაბრიელ,ნუ ადგამ მაგხელა ნაბიჟებს,წავიქცევი!
ყველას გაეცინა,მარტო მე ვიყავი იდიოტის როლში. როგორც კი სამზარეულოში შევედით,გაბრიელს ვეცი.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ? რატომ წააგე ძალით?
-სულაც არ წამიგია ძალით! _მითხრა მშვიდი გამომეტყველებით და წყალი დაისხა.
-გაბრიელ, ნერვებზე ნუ თამაშობ,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,იცოდე!
-ვერ ვხვდები საერთოდ რა გინდა,რას მერჩი...
-ძალით გააკეთ ხომ? _არ ვცხრებოდი.
-გოგო,რა გინდა ვერ ვხვდები! _გაეცინა და ბოლოს დააყოლა. _ორით-ერთი.
ერთი ამოვისუნთქე.
-წყალი დამისხი რა! _ „ჭკუას გასწავლი,დამაცადე! „ გავიფიქრე და გაბრიელს გამოწვდილი ჭიქა გამოვართვი. მაშინვე მივატრიალე მისი მიმართულებით და სავსე ჭიქა მთლიანად მას დავაცალე თავზე. _ეგეც შენ, ორით-ორი.
ისეთი სახე ჰქონდა,წამით შემეშინდა. სახე არეოდა,გაწუწული თმიდან წვეთები სახეზე ჩამოსდიოდა და ისეთი გამომეტყველება მიეღო,სიცილი ვერ შევიკავე.
-მე შენი გიჩვენებ სეირს! _წამოიძახა და მაგიდაზე მდგარი კოკა-კოლის ბოთლი მთლიანად მაიკაზე შემასხა.
-რას აკეთებ გაგიჟდი? _ღიმილი სახეზე შემეყინა.
დაიხარა და ყურთან მიჩურჩულა.
-მაგაზე ადრევე უნდა გეფიქრა. ახლა მაისური უნდა გამოიცვალო,თანაც ჩემთან ერთად. _კმაყოფილი სახით გაისწორა თმა .
გაოცებისგან ადგილზევე გავშეშდი.



№1 სტუმარი darina

Uh rogor miyvaran me eseni, gabrieli ra magari vinmea, sazizgari eg :-D :-D bevri vicine.

 


№2  offline წევრი natia-natia

მაგარიააა რაა

 


№3  offline მოდერი bibo

Uxuuu aq ambebi datrialda vgihdebi shenze tkbilo shokolado

 


№4 სტუმარი A

Ra sulelebi arian. Dzalian miyvars ez 2 giji magari wyvilia...... Shemdeg tavs ramdenxans unda davelodo?

 


№5  offline წევრი Gone With Dreams

A
Ra sulelebi arian. Dzalian miyvars ez 2 giji magari wyvilia...... Shemdeg tavs ramdenxans unda davelodo?

მაქსიმალურრად ვეცდები მალე დავწერო :*
--------------------
...

 


№6  offline წევრი Pepper

ძალიან მომწონს ეს ისტორია , ხუთივე თავი დღეს წავიკითხე. ძალიან სასიამოვნო წასაკითხია <3 გაბრიელი ძალიან მომწონს და რაღაცეებს ხლართავს ეგგ ^_^ ნინეც ძალიან საყვარელია ^_^ კარგად წერ საკმაოდ <3 იმედია ახალ თავს მალე დადებ ^^ ველოდები <3

 


№7  offline წევრი Gone With Dreams

Pepper
ძალიან მომწონს ეს ისტორია , ხუთივე თავი დღეს წავიკითხე. ძალიან სასიამოვნო წასაკითხია <3 გაბრიელი ძალიან მომწონს და რაღაცეებს ხლართავს ეგგ ^_^ ნინეც ძალიან საყვარელია ^_^ კარგად წერ საკმაოდ <3 იმედია ახალ თავს მალე დადებ ^^ ველოდები <3

ძალიან დიდი მადლობა,გამახარე ^___^ მაქსიმალურად ვეცდები მალე დავდო. :*
--------------------
...

 


წერის სურვილი მიჩნდება ასეთ კარგ რამეს რომ ვკითხულობ და მშურს შენი :'(

 


№9  offline წევრი Gone With Dreams

ჭორფლიანი გოგონა
წერის სურვილი მიჩნდება ასეთ კარგ რამეს რომ ვკითხულობ და მშურს შენი :'(

ამ აბიტურიენტობას რა ვუთხარი :/
--------------------
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent