ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (4)
გაოგნებული ვუყურებდი შავ ცხენს და ფრთხილად ვუსვამდი ხელს ზურგზე. გაბრიელს ოდნავ ღია ფერის შეერჩია. გულედანმა უნაგირები გამოიტანა. რამდენიმე წუთში ორივე მზად იყო. -აირჩიე. _მითხრა ღიმილით. -შავს წავიყვან. რა ჰქვია? -კარგი არჩევანია! ეს არიელაა,ელენეს საყვარელი ცხენია,სხვათა შორის. _მითხრა გაბრიელმა და ისე ოსტატურად მოახტა ცხოველს,მგონი შეჯიბრი გადავიფიქრე. ამასობაში ეზოში მაგდა და სანდრო შემოვიდნენ. მაგდამ გაკვრივებული თვალები შემომანათა და იკითხა: -რას აპირებთ? -გაბრიელს უნდა დავუმტკიცო,რომ მასზე კარგი მხედარი ვარ! _გავიჭიმე ამაყად. -ეგ გაგიჭირდება. ჩემი ძმა ბავშვობიდან ცხენზე ზის,მამაჩემი ასწავლიდა ჯირითს. ბოლოს ისე გაიწვრთნა, ფეხზე დამდგარიც კი დაჰქროდა ხოლმე მთებში,მაგრამ მერე დედაჩემმა გაიგიჟა თავი და ცოტა ხნით ცხენზე ჯდომა აეკრძალა. _ელენე მოგვიახლოვდა და სიცილით მოგვახსენა გაბრიელის ბავშვობის შესახებ. -ხომ არ გადაიფიქრე? _ირონიული ღიმილით მკითხა უფროსმა გულედანმა. -გაბრიელ,გაგიკვირდება და მეც ბავშვობიდან ვჯირითობ. გამოდის რომ ბარი-ბარში ვართ. -კარგი,შენი საქმის შენ იცი. ხედავ დიდ ლოდს მინდვრის ბოლოს? _მკითხა და ხელი პირდაპირ გაიშვირა. -ვხედავ! -მაშ,კარგი. ვინც პირველი მივა იმ ლოდამდე,გამარჯვებულიც ის იქნება. შევთახმდით? მსუბუქად დავუკარი თავი და ცხენზე შევხტი. გაბრიელის გაკვრივებული სახე არ გამომპარვია. -რა იყო,გაბრიელ,გადაიფიქრე?_ვკითხე ნიშნის მოგებით. არაფერი უპასუხია,მხოლოდ ჩაიცინა. -სამამდე დავითვლი და დაიწყეთ. _ხმამაღლა თქვა სანდრომ. -ერთი..... _ჩემმა სიძემ პაუზა გააკეთა,თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. _ სამი.... სანამ გაბრიელი გონს მოეგებოდა,ცხენს ოდნავ მივკარი ფეხი და მთელი ძალით გავაჭენე. წელში ოდნავ მოვიხარე და დრო და დრო უკან ვიხედებოდი. გაბრიელი ნელ-ნელა მეწეოდა. ქარი სახეში მეცემოდა,აქეთ-იქით ჩამწკრივებული ხეები მხოლოდ პაწაწინა,წამიერ კადრებად მეჩვენებოდნენ. ამხელა სიამოვნება დიდი ხანია არ განმიცდია. გაბრიელი წამომეწია. ტუჩების მოძრაობით მივხვდი რაღაცას მეუბნებოდა,მაგრამ ვიფიქრე ჩემი ყურადღების მიქცევა უნდა-მეთქი და მისკენ აღარ გამიხედავს. ლოდს ვუახლოვდებოდით,სულ ცოტაც და გაბრიელი გადამისწრებდა. წავაგებდი და სურვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ,მისი ყბიდან ვეღარ ამოვიდოდი. „ხერხი ჯობია ღონესა,თუ კაცი მოიგონებსა“-ო ხომ გაგიგონიათ? გაბრიელს მივუახლოვდი. გულედანმა შემომხედა,მე კი მთელი ხმით დავიყვირე: -გაბრიელ,ფრთხილად,წინ დიდი ქვაა! ისეთი დამაჯერებული ხმა და სახე მქონდა, გაბრიელმა აღვირს მოქაჩა და გაჩერდა. მე კი უფრო მაგრად გავაჭენე. მალე ლოდთანაც მივედი,გაბრიელი რამდენიმე წუთში შემომიერთდა ირონიული სახით. -ითაღლითე! -მაგრამ მოვიგე! ერთით-ნოლი,გაბრიელ! _თვალი ჩავუკარი და ცხენზე შევჯექი. გზაში აღარაფერი გვითქვამს. ეზოში შესულებს,ბავშები მაშინვე მოგვეგებნენ. -ბიჭო,რატო გაჩერდი? _იკითხა გაოცებულმა ლევანმა. -ნინემ ითაღლითა. _გაიცინა გულედანმა, _მაგრამ,რა გაეწყობა. მომიგო და სურვილიც მისია! გაკვირვებული ვუყურებდი. არ მეგონა ასე ადვილად თუ შეეგუებოდა ჩემს თაღლითობას. -გილოცავთ,შე ქაჯო! _ლევანი და გიგა მაშინვე ჩამეხუტნენ. სანდრომ თვალები დამიკვესა და ისე მკითხა: -ასეთი რა უთხარი რომ გააჩერე? -ისეთი არაფერი,როგორც გაიგე,’ვითაღლითე’! -უკვე იცი სურვილი? _მკითხა გულედანმა. -არა,მომავლისთვის შემოვინახავ. უცნაურად გამიღიმა. ღიმილი და იაგუნდისფერი თვალების შერწყმა,მართლაც მომაკვდინებელია და არასოდეს გამოსცადოთ! ^ ^ ^ საღამოს ბიჭებმა კოცონი დაანთეს სახლთან. გარშემო შემოვუსხედით. გაბრიელმა ჭყინტი სიმიდნით სავსე პარკი მოიტანა და იქვე ახლოს დადო. -აუ,სიმინდი! _მაგდას სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა, _შეწვით რა! -არა,საყურებლად მოვიტანეთ! _სერიოზული გამომეტყველებით უთხრა ლევანმა და სანდროსგან მუჯლუგუნიც მიიღო. -რას მირტყამ, შე*ემა,შენი გაზრდილი ვარ? _სიცილით იკითხა ლევანმა და ახლა გაბრიელს მიუტრიალდა. _მიდი,მოაცუნცულე ჯოხები და შევწვათ! გაბრიელმა კუშტი მზერით გადახედა. -აეთრიე და მოიტანე,რას მიკეთებ? ლევანი უკმაყოფილო მზერით წავიდა და რამოდენიმე წუთში წვრილად დათლილი ჯოხებითა და გიტარით ხელში დაბრუნდა. -ვინმე გიტარაზე უკრავს? _ინტერესით გადავხედე ხალხს. -გაბრიელი. ყველაზე ნაკლებად ამ პასუხს ველოდი. ყველაფერი წარმომედგინა,მაგრამ გაბრიელ გულედანი თუ გიტარაზე დაუკრავდა და მით უმეტეს იმღერებდა,ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. -ნინე,თვალები არ გადმოგცვივდეს! _გაიცინა სანდრომ და სიმინდები სათითაოდ ააცვა ჯოხზე. როგორც კი სიმინდებით კუჭი დავიკმაყოფილეთ,გიგამ გიტარა გადააწოდა გაბრიელს და სთხოვა დაუკარიო. გულედანმა ცივი უარით გაისტუმრა,ახლა დაკვრის ხასიათზე არ ვარ,შემდეგში იყოსო. გულში რაღაც ჩამწყდა,მინდოდა მისი ხმა მომესმინა. -დაუკარი,გაბრიელ,რა მოგივიდა! _გაუწყრა ელენე და ტუჩები სასაცილოდ დაბუშტა. -რას ჩამაცივდით,ვილაპარაკოთ უბრალოდ,რა საჭიროა დაკვრა. . . -დაუკარი,გთხოვ! _თვითონაც არ ვიცი რატომ ვთქვი. როგორც ჩანს,საშინლად მინდოდა გაბრიელს დაეკრა. გაკვირვებული მზერით შემათვალიერა. -ჩემი სურვილია დაუკრა! სიმწრით მოგებული სურვილი ამაზე დავხარჯე. იქნებ სულაც არ უკრავდა კარგად? ან საშინელი ხმა და სმენა ჰქონდა? არ ვიცი რატომ,მაგრამ ინტერესი მკლავდა. გულედანმა ჩაიცინა,ნიშნის მოგებით გამომხედა და გიტარა ხელში აიღო. ახლა დავაკვირდი მის თითებს. ჰო,რა გაგიკვირდათ. იმდენად ლამაზი თვალები აქვს,მისი ხელებისთვის საერთოდ ვის ეცალა. გრძელი,თხელი და ნატიფი თითები ჰქონდა გულედანს,თეთრი და რაღაცნაირად ლამაზი. ისე მომინდა დაძარღვულ მტევნებზე შევხებოდი,თავი ძლის შევიკავე. ფიქრებში გართული,გიტარის ხმამ და გულედანის ულამაზესმა ხმის ტემბრმა,მომიყვანა გონს. ისეთი მომაჯადოებელი,მისტიური და საოცარი ხმა ჰქონდა,სუნთქვაც კი შევწყვიტე. გაბრიელი ირაკლი ჩარკვიანის „მე გადმოვცურავ ზღვას“ მღეროდა. - „ მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას ,რომ მე არ მოვალ, - მე შენთან მოვალ,დავბრუნდები“.... უნდა გენახათ,როგორ ელავდა მისი ნათელი,სხივმოკიაფე-იაგუნდისფერი თვალები,როგორ ეთამაშებოდნენ ცეცხლის ალს ისინი და დრო და დრო როგორი,ლაღი და უბრალო ღიმილი გადაურბენდა სახეზე. ჰარმონიულად ათამაშებდა გიტარაზე თითებს. მისი ტემბრი,მზერა და ღიმილისგან წამოსული ემოციები მთელს სხეულში მივლიდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. არ ვიცი,წარმოდგენაც კი არ მაქვს რა მომივიდა. გულედანმა სიმღერა დაასრულა და მაშინ გავაგრძელე სუნთქვა მეც . დანარჩენებმა ტაშით დააჯილდოვეს მომღიმარი გულედანი,მე კი ინსტიქტურად ვამოძრავებდი უნარწართმეულ ხელებს. ურცხვად მიყურებდა გაბრიელი,სულში აღწევდა მისი მზერა და მაფორიაქებდა,გულს მიჩქარებდა. ყოველი მისი შემოხევდა მიმტკიცებდა ,რომ საოცარი იყო ყოველი მისი ნაკვთი,ღიმილი,ყოველი მისი მზერა და ნათქვამი სიტყვა. მგონი გავები! ^ ^ ^ სიმინდების ჭამით რომ გავძეხით,სანდრომ წინადადება წამოაყენა. -დახუჭობანა ვითამაშოთ,არ გინდათ? -სიცხე ხო არ გაქვს,იმდენი ვჭამე ვერ ვინძრევი,მარბენინე და შენი თავი მასტუკებინე ახლა! -გააპროტესტა ლევანმა,გაბერილ მუცელზე ხელები დაიდო და ხვნეშას მოჰყვა. -შენ საქონელი იყო და სირბილი გეზარებოდეს,სიმინდს ნუ აბრალებ,ძალიან გთხოვ! -უთხრა გიგამ და ჩვენ გადმოგვხედა. _მე მომწონს,სიბნელეში დახუჭობანას თამაშს არაფერი სჯობს,თან ბავშვობა გავიხსენოთ ცოტა. -რავიცი,მე ვითამაშებ,გავერთობი სანამ ტასიას სძინავს. _გაეღიმა ელენეს და გაბრიელს გადახედა. _გაბრიელ,ახლა შენებურად სახლის სახურავზე ნუ აძვრები და იქ ნუ დაიმალები! ყველას გაგვეცინა. -სახლის სახურავზე იმალებოდი,შეჩ**ა? _ხარხარით ჰკითხა ლევანმა. გაბრიელს გაეცინა მხოლოდ. -ჰო,ბავშები რომ ვთამაშობდით,ეს სახურავზე ძვრებოდა ხოლმე. არ ვიცი როგორ ასწრებდა ასე სწრაფად,მაგრამ ისე ოსტატურად აკეთებდა,ვერავინ ხვდებოდა სად იყო. ერთხელ ჩაეძინა კიდეც,ძლივს ვიპოვეთ მე და მამაჩემმა. სახლის სახურავზე ჩაძინებული გულედანი წარმოვიდგინე კუშტი მზერით და კინაღამ გადავბჟირდი. ისეთი სახით გამომხედა,კინაღამ დავიხრჩე. -ანუ ყველა ვთამაშობთ? _იკითხა სანდრომ. დავეთახნმეთ და თამაშიც დაიწყო. ლევანი იხუჭებოდა. არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი,ამიტომაც იქვე მდგარ ხეს ამოვეფარე. ლევანმა სათითაოდ იპოვა ყველა.მიხაროდა ვერ მომაგნო-მეთქი,მაგრამ უეცრად უკნიდან მომეპარა და იმხელა ხმაზე დაიყვირა ‘სტუკო’ ,კინაღამ გული გამისკდა. -შენ ნორმალური ხარ? გული გამიხეთქე! -ესეც ასე ნინე! _გაეცინა ლევანს,სანამ ის მე დამცინოდა,გაბრიელი მიეპარა და ‘დაასტუკა’. აზრი არ ჰქონდა,მაინც მე ვიხუჭებოდი. -ნინე,გახილვებს არ ვიყოთ! _დამეჯღანა სანდრომ და წამში აორთქლდა. გავიხილე და სათითაოდ დავუწყე ძებნა. ყველაზე მეტად მინდოდა გაბრიელის პოვნა,მაგრამ არსად ჩანდა. ლევანი,სანდრო,ელენე და გიგა მაშინვე დავასტუკე. უკნიდან მეპრებოდნენ,მაგრამ სირბილში ვერც ერთმა ვერ მაჯობა. მაგდა და გაბრიელი დამრჩა. ჩემი და მალევე ვიპოვე ,გაბრიელი კი არსად ჩანდა. ღრმად შევედი ბაღში. ყველა კუთხე-კუნჭულს ვნახულობდი,უნახავი არაფერი დამრჩეს-მეთქი,მაგრამ არსად იყო. -კარგი,ჯანდაბას! გნებდები,გაბრიელ,გამოდი! -ბოლოს ფარ-ხმალი დავყარე და მობეზრებულმა ვუთხარი. მეგონა გაბრიელი გამოვიდოდა,მაგრამ შენც არ მომიკვდე. -გაბრიელ,გეყოფა,არ არის სასაცილო!_მოთმინება დავკარგე და ყვირილზე გადავედი. ბუჩქებიდან ხმა მომესმა. იქით წავედი და უცბად გადავწიე,მაგრამ კატის გარდა ვერაფერი ვიპოვე. -გაბრიელ,გეყოს! ხომ გითხარი,გნებდენი-მეთქი,მოიგე! უეცრად უკნიდან ვიღაც მომეხვია. გაბრიელის სუნი ვიგრძენი. მოტრიალებას ვაპირებდი,მაგრამ უფლება არ მომცა. ყელში მაკოცა და ყურთან ჩამჩურჩულა: -ერთით-ერთი,ნინე! ხელები მალევე შემიშვა და გაუჩინარდა. რამდენიმე წუთს გახევებული ვიდექი,ვეღარ ვინძრეოდი. ის ადგილი,სადაც გაბრიელმა მაკოცა,საშინლად მიხურდა. ბოლოს ძლივს მოვედი გონს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიე დანიშნულების ადგილს. გაბრიელი უკვე იქ იყო,კმაყოფილი მზერა ჰქონდა. -სტუკა! _მითხრა ნიშნის მოგებით და გამიღიმა. კინაღამ მუხლები მომეკვეთა. -კარგი,ნინე,რა სახე გაქვს,ვის არ წაუგია!_დამცინა გიგამ და ლევანს გადახედა. ეს უკანასკნელი დაღლილობისგან ქოშინებდა და სახე ისე დაემანჭა,რომ სიცილი ვერ შევიკავე და მთელი ხმით ავხარხარდი. კიდევ კარგი ყურადღება გადავიტანე,თორემ გაბრიელის დაჟინებულ მზერას ახლაც ვგრძნობდი და ალბათ მალე ჩავიკეცებოდი კიდეც. -შინ შევიდეთ რა! უკვე აცივდა,თან ტასიასაც დავხედავ!_თქვა ელენემ. ელენეს უკან მივყევით და დივანზე დაღლილები დავსხედით. გაბრიელი პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა,თვალს ვარიდებდი,ვცდილობდი მისთვის თვალებში არ შემეხედა,თორემ საკუთარ თავზე კონტროლს აშკარად დავკარგავდი. ვეღარ გავუძელი მის მომთხოვნ,ირონიულ მზერას და ფეხზე წამოვდექი. -ყავა ან ჩაი ხომ არ გინდათ ვინმეს? -ჩაი გაასწორებდა!_დაიყვირა ლევანმა. -აუ მეც მინდა! -მეც! მოკლედ ძლივს დავიმახსოვრე ვის რა უნდოდა და დაბნეული გავლასლასდი სამზარეულოში. ჩაიდანი გაზქურაზე დავდგი,კარადები დავძებნე იმ იმედით,იქნებ ჩაის მივაგნო და მისაღებ ოთახში გასვლა აღარ დამჭირდეს-მეთქი,მაგრამ ვერ ვიპოვე. გაბრაზებული მივტრიალდი უკან და ვიღაცის მაგარ მკერდს შევეჯახე. -ფრთხილად,თორემ ერთხელაც იქნება კისერს წაიმტვრევ!_გულედანმა ფრთხილად გამწია გვერდზე და ზედა მარჯვენა თაროდან ჩაი ჩამოიღო._გამახსენდა,რომ შენთვის არ მითქვამს ჩაი სად იდო. -იქ ვერ მითხარი? ვეძებდი!_ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა,მაგრამ თან ინტერესი მკლავდა, ერთი სული მქონდა მეკითხა,რატომ მოიქცა ბაღში ასე სულელურად. სიმართლე რომ გითხრათ,ნაკოცნი ადგილი ახლაც მიხურდა. -დამავიწყდა._მითხრა უდარდელად. -კარგი. -ანგარიში გავათანაბრეთ,ხომ ასეა?_მკითხა გაპარული ხმით და სახეზე ირონიული ღიმილი მოეფინა. ბრაზმა მთელს ტანში დამიარა. -ასე რატომ მოიქეცი?_ვკითხე მოთმინება დაკარგულმა. -რავიცი,ისე უბრალოდ! -რას ნიშნავს,ისე უბრალოდ?_ტონს ავუწიე. -ისე საყვარლად მეძებდი,მომინდა მეკოცნა._გაიცინა. -გაბრიელ,არ არის სასაცილო! -უბრალოდ დაგასტუკე,მოგიგე და ანგარიშიც გავათანაბრეთ! აბა მარტო შენ ხომ არ ითაღლითებ?_თვალებში შემომხედა და ცხვირზე ხელი დამკრა. ჩაი ჭიქებში დავასხი და ლანგარზე დავდე. -მომეცი,მე წავიღებ._ჩამომართვა და ოთახში გავიდა. ვეცადე არაფერი შემემჩნია და მას მივყევი. კიდევ რამდენიმე საათს ვისხედით მისაღებში,უამრავ რაღაცაზე ვილაპარაკეთ. უნებურად გამექცეოდა ხოლმე გაბრიელისკენ,ისიც ურცხვად მაშტერდებოდა,იცოდა რომ პირველი მე დავნებდებოდი. -მე ავალ და დავწვები,თორემ ფეხზე ძლივს ვდგავარ._ელენემ დაამთქნარა და ფეხზე წამოდგა. -კარგი აზრია,მეც წავალ ბავშვებო,ღამემშვიდობის._დავემშვიდობე და წამოვდექი. ადგომისას სისუსტე ვიგრძენი,მაგრამ დაღლილობას დავაბრალე და კიბეებს ნელ-ნელა ავუყევი. უეცრად თვალებში დამიბნელდა,მუხლები მომეკეცა და კეფაში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. -მაგ..და... -დავიყვირე და ჩავიკეცე. ალბათ დავგორდებოდი რამდენიმე წამში ვიღაცის ძლიერი მკლავები რომ არა. თვალები მიმენაბა,როცა ჩემი სხეული ქაღალდივით აიტაცეს ჰაერში. ბიჭების ყვირილი და ჩემი დის შემაშფოთებელი ხმა მაინც მესმოდა. გონს მოვედი და მაშინვე ღია იაგუნდისფერი მეცა თვალებში. კიბეებზე ავყავდი გაბრიელს. -ნუ გეშინია,ნინე,კარგად იქნები! -ჩამჩურჩულა და საფეთქელთან მაკოცა. უკანაკნელი რაც დავინახე,გაბრიელის შიშჩამდგარი,შეშფოთებული,მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი-იაგუნდისფერი თვალები იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.