შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ (4)


25-01-2016, 13:58
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 1 992

ძილბურანში ვიყავი, როცა ვიღაცის ხმამაღალი ხმა ჩამესმა.
-ელე!
უნიათოდ შევეცადე გამოფხილება, მაგრამ აზრზე ვერ მოვედი.
-ელე! - კიდევ ერთხელ დამიძახა ხმის პატრონმა.
აუ, რა ნაცნობია. ვინაა ნეტავ? ან მე სად ვარ?
-ელენეეეე! - უკვე ბოლო ხმაზე დაიღრიალა ვიღაცამ.
ამჯერად გაჭრა და ვიკადრე თვალების გახელა. ყველაფერი ერთბაშად დატრიალდა. უშედეგოდ შევეცადე წამოდგომა, მაგრამ ვიღაც თუ რაღაც ხელს მიშლიდა. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ უცხო ბინაში, უზარმაზარ აბაზანაში ვიწექი და კალთაში ლევან გამრეკელის აქოჩრილი თავი მედო.
-ელენე, მომაქციე ყურადღება! - კატეგორიულად მომთხოვა მაღალმა ფიგურამ, რომელიც აბაზანასთან ასვეტილიყო და მე და ლევანს გამკიცხავი მზერით გვიყურებდა.
-რა ხდება??? ხანძარია???? - დენდარტყმულივით წამოვარდა ლევანი.
-დაახლოებით - ცივად გადახედა ზაზამ და კარი გაიხურა.
***
დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როცა მე და ლევანი აბაზანიდან ამოვფორთხდით და ხელ-პირი დავიბანეთ, ზაზამ მისაღები ოთახის იატაკზე დასჯილი ბავშვებივით დაგვსხა.
-ელენე, მე შენგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოველოდი - მკაცრად დაიწყო ხიზანიშვილმა და თვალი თვალში გამიყარა.
-რა დავაშავე? - პირი დავაღე მე. არა, ნუ, დაშავებით როგორ არ დავაშავე, მაგრამ მაინც.
-გუშინ შენ და ეს ვაჟბატონი რომ წახვედით, ცოტა ხანში ავნერვიულდი, მეთქი დილის სამ საათზე გოგო მარტო როგორ გავუშვი თქო და დაგირეკე. არ აიღე. დავიკიდე, ალბათ ძინავს თქო. დილით მოგწერე და დაგირეკე, ისევ არ მიპასუხე. მერე ნინა დეიდას დავურეკე, სახლში არ მოსულა, ანოსთან დარჩაო. შემდეგ ანოს დავურეკე. ანომ გუშინდელის შემდეგ არ მინახავსო. ანუ გამოდის უკანასკნელმა ლევანმა გნახა. ამ იდიოტს მობილური ავუფეთქე და არ აიღო. მაშინ უკვე ძალიან ავნერვიულდი და ბინაში ამოვედი, სადარბაზოსთან შენი მანქანა დამხვდა კარი ჩამოვიღე - არ გამიღეთ. ბინა ჯერ კიდევ ჩემზეა გადაფორმებული, სანამ ლევანი პრაღში იყო მე ვეხმარებოდი ყიდვაში და ზედმეტი თავის ტკივილის ასაცილებლად ჩემს სახელზე ვიყიდე, ამიტომ წავედი და ზეინკალი მოვიყვანე, გასაღები დავკარგე ბინაში ვერ შევდივარ თქო და საკეტი გავატეხინე - ერთი ამოსუნთქვით მიპატაკა ზაზამ და მოიღუშა
-რა ვიცოდი - უმწეოდ ავიჩეჩე მხრები.
-უნდა გცოდნოდა - თვალები დამიბრიალა ზაზამ.
-მე შენს ადგილზე მეტი ეფექტურობისთვის ყურსაც ავუწევდი და კუთხეშიც დავაყენებდი - გულწრფელად ურჩია ლევანმა
ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა და ზაზას მივუბრუნდი
-ზაზა, მისმინე, ძალიან სასიამოვნოა ასე რომ ზრუნავ ჩემზე და ძალიან დიდი ბოდიში თუ განერვიულე, მაგრამ დიდი გოგო ვარ უკვე და მე მგონი ჩემი გადასაწყვეტია სად და როდის წავალ.
-ახალგაცნობილი ბიჭის სახლში დარჩენა ნამდვილად დიდი და პასუხისმგებლობიანი გოგოს საქციელი - ირონია გაეპარა ხმაში ზაზას.
-ეს “ახალგაცნობილი ბიჭი” შენი ბავშვობის მეგობარია, მე შენ -გენდობი და შესაბამისად ვენდობი მასაც. თუ არ მაქვს საფუძველი რომ გენდო? - ცხოვრებაში პირველად გავბრაზდი ზაზაზე და ის ფაქტი რომ ნაბახუსევის გამო თავი მისკდებოდა, საერთოდ არ მეხმარებოდა.
-ბოდიში - შერცხვა ზაზას და შუბლიდან ქერა კულულები გადაიყარა.
-ვუაიმეეეე, ძალიან საყვარლობთ - ფონზე გაისმა ლევანის ძალით გაწვრილებული ხმა. კამათის თავი აღარ მქონდა, უბრალოდ თვალები დავუბრიალე.
-კაი, წავედი მე, საქმეები მაქვს. - წამოდგა ზაზა - ელე, არ მოდიხარ?
-ისაა… - დავიბენი მე და ლევანს გავხედე.
-ელე - გაკვირვებული ტონით მითხრა ზაზამ.
-მოვდივარ - წამოვდექი მე.
-აბა ჰე და აბა ჰო - წამოხტა ლევანიც.
-კარგად და ისა.. მადლობა - უხერხულად დავემშვიდობე მე. სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი რომ ლევანი ჩამეხუტა.
ზედმეტად, ძალიან ზედმეტად ბევრი ფიზიკური კონტაქტის მოყვარული იყო ეს ბიჭი. რამდენიმე წამი ჩუმად მეხუტებოდა, მერე თავი დახარა და ყურში მხოლოდ ჩემს გასაგონად ჩამჩურჩულა:
-არ გეგონოს, რომ შენი კოცნა დამავიწყდა.
***
-როდის მოასწარით თქვენ ასე დამეგობრება - შემეკითხა ზაზა იმ წამსვე, როცა ლევანმა კარი მიხურა.
-რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე. რა მეპასუხა, მაშინ დავმეგობრდით რომ გამომიჭირა შენზე შეყვარებული რომ ვარ თუ იმ მომენტში ტუჩებზე უნახავივით რომ ვეცი თქო.
-ან ეს ჩახუტება რაღა იყო? - არ მომეშვა ზაზა.
-უიმე, არ ვიცი თქო. - გავღიზიანდი უეცრად.
-მე ეგრე არასდროს არ ჩამხუტებიხარ - სასხვათაშორისოდ შენიშნა ხიზანიშვილმა და ირიბად გადმომხედა.
-ეგრე როგორ? - ლამის კბილები გავაკრაჭუნე ბრაზისგან. დებილია ეს ბიჭი.
-რა ვიცი. მე ხელს მითათუნებ ხოლმე ზურგზე უაზროდ და ლევანს ჩაადნი ლამის მკლავებში- მხრები აიჩეჩა ზაზამ.
-ოო, ეგეთი პრობლემა თუა ეს ჩახუტება, ჩაგეხუტები შენც - ხელები ავიქნიე გამწარებულმა.
-მინდა.
-ბატონო? - დავიბენი და ზაზას გავხედე.
-მინდა თქო ეგრე რომ ჩამეხუტო - ძალიან ხმადაბლა მითხრა ზაზამ.
თვითონ არ ვიცი რატომ, მაგრამ თავი დამნაშავედ ვიგრძენი. დამნაშავედ ვიგრძენი რომ ლევანთან ავედი, დავლიე, ვაკოცე, დავრჩი, რომ ზაზა ვანერვიულე, რომ ნინაც და ანოც მოვატყუე. ამიტომ როცა ოდნავ აწითლებულ ზაზა ხიზანიშვილს ჩავეხუტე, აასე მეგონა ეგ ჩახუტება წინა ღამის ყველა ცოდვას გამოისყიდდა. 3-4 წუთი ჩუმად ვიდექით, ზაზას ცხვირი ჩემს თმებში ჰქონდა ჩარგული და მე ჩემი 1.70-იანი სიმაღლით, წელზე ვეხვეოდი. ბოლოს როცა ერთმანეთს მოვშორდით, ზაზას თვალებში უცნაური ნაპერწკლები უთამაშებდა.
-ლევანის სუნი გაქვს. - მოკლედ მითხრა და სადარბაზოდან გავიდა.
***
სახლში რომ მივედი, შხაპი მივიღე, ადამიანს დავემსგავსე და როგორც იქნა წინა ღამით დამჯდარი მობილურიც შევაერთე, გამოტოვებული ზარების რაოდენობამ გულწრფელად შემაშინა. სავარაუდოდ ზაზამ რომ ანოს უთხრა ვერ ვპოულობო, ანომ ყველას ვინც გუშინ ბარში იყო, ჩამოურეკა, იმათმა თავისი მხრივ მე მომიკითხეს. ამოვიოხრე და ილოს ნომერი ავკრიფე..
-დიდება შენს გამოჩენას - ლამის ყურმილში გადმომიძვრა წერეთელი.
-ნუ ყვირი რა - შევეხვეწე - თავი მისკდება.
-მეც - ამოიოხრა ილომ - განგრეულ “პახმელიაზე” ვარ. მოიცა, შენ -რატომ გისკდება თავი?
-შენ წარმოიდგინე და მეც “პახმელიაზე” ვარ - გამოვტყდი საწყალი ხმით.
-რაოოოო? - კიდევ რამდენიმე ოქტავით აუწია ილომ ხმას.
-ჰოო… - სულ მოვისაწ.... თავი.
რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოწვა. ილო სავარაუდოდ იმას ფიქრობდა ახლავე დაეყარა კითხვების კორიანტელი თუ ცოტა ეცლია.
-მოკიდე, უბედურო, დევდარიანს ხელი და წამოეთრიე, ხინკალი -ვჭამოთ - მოიფიქრა ბოლოს.
***
ანოსთვის ხელის მოკიდება და წამოყვანა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა, სულ ნაწილ-ნაწილ მომიწია აწყობა და მანქანაში შედება, თუმცა ხინკლის პერსპექტივამ მოხიბლა. ბოლოს რამდენიმე ათეული ხინკლის და ლუდის შთანთქმის მერე (ლუდი ამათმა დალიეს, მე სასმლის დანახვაც კი არ მინდოდა) კმაყოფილმა ილომ ხელები მოიფშვნიტა და გადმომხედა:
-აბა, გადმოალაგა.
მეც გადმოვალაგე. ერთადერთი ლევანის მშობლების შესახებ არ მითქვამს არაფერი, ჩავთალე რომ ზედმეტად პირადული იყო ჩვენს საჭორაოდ. როცა ლაპარას მოვრჩი ხელებში აღფრთოვანებული ანო და თვალებდაქაჩული ილო შემრჩა.
-მოიცა, კიდევ ერთხელ გამიმეორე, შენ თვითონ აკოცე? - ჩამეკითხა თვალებმოწკურული.
-ჰო, რა ვიცი. - შემრცხვა მე.
-ჰო თუ რა იცი? - მკაცრად გადაამოწმა ილომ.
-ჰო - ამეწვა ლოყები.
-დებილია რა ეს გოგო - დაასკვნა წერეთელმა და თმები აიჩეჩა.
-რას ერჩიი - გადნა ანო - საყვარლები არიან.
-ვინ არიან საყვარლები? ელენე და ლევანი თუ ელენე და ზაზა? - დამცინავად გადახედა ილომ.
-ელენე და ლევანი - ტუჩები გაბუსხა ანომ.
-არა, რა საყვარლები - ხელები გავასავსავე მე - დიდი-დიდი მეგობრები ვიქნებით მე და ლევანი.
-ძმასავით ხომ არ უყურებ შემთხვევით? - ირონიულად გაეცინა ილოს.
მწარე პასუხის გაცემისგან ხელი მობილურის ზარმა შემიშალა, ამიომ მხოლოდ თვალების დაბრიალებით შემოვიფარგლე,
-სად ხარ, ელე - ყურმილიდან მომესმა ლევან გამრეკელის ხმა.
-ილოსთან და ანოსთან - დავიბენი მე - მოიცა, ნომერი საიდან გაქვს?
-გუშინ შენი მობილურიდან ზარი გამოვუშვი ჩემზე - იყო მხიარული პასუხი.
ამოვიოხრე. რა თქმა უნდა…
-მნახე რა - შემეხვეწა ლევანი.
-საჩქაროა რამე? - გადავხედე თვალებდამრგვალებულ ანოს და ილოს.
-კი. არა. ანუ საყიდლებზე მინდა წასვლა და ზაზას არ სცალია და შენს მეტი არც არავის არ ვიცნობ, მაგრამ თუ არ გცალია…
-სად გნახო? - დავნებდი იმ წამსვე და ილოს გამკიცხავ მზერას თვალი ავარიდე.



№1  offline წევრი Firefly

უმაგრესია!კარგი გოგო ხარ შენ.
მალე დადე შემდეგი
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი პოლკოვნიკი

Firefly
უმაგრესია!კარგი გოგო ხარ შენ.
მალე დადე შემდეგი

უაიმეე, მადლობა request love

 


№3 სტუმარი Barbi......

Ha ha ha magrebi arian orive....... Momwons me es gijebi.....

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vau dzaan momewona ogond cota avirie magram mgonia rom axla zazas uyvars ele da eles gamrekeli sheuyvardebaaa momwons dzaan da male gaagrdzelee♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5 სტუმარი darina

Me elene da levani momwons, ra magari tipia es levani uxdebian ertmanets.

 


№6 სტუმარი Black

Sg sg magaria dzaan velodebi shemdeg tavs

 


№7  offline წევრი სესილია

უფს კარგია, მესიამოვნა :) შემდეგ თავს ველიი love

 


№8  offline წევრი tvinischia

Vaime ra kargiaa yvela tavi wavikitxeee da gaagrdzle dagaardr tavebi ra

 


№9 სტუმარი ფორთოხლის გოგონა მარტი

მალე დადე რაა .. საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent