შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (18) ნაწილი (2)


26-01-2016, 14:16
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 742

უხმოდ წამოიზლაზნა საწოლიდან,მძინარე გიგას და ლადოს ერთი გემრიელი მუჯლუგუნი უთავაზა ღიმილით და მისაღებში გამოვედით
-მართლა როგორ ცივა-შეიშმუშნა
-აბა მოგატყუებდი?-გამეცინა-მიდი დროზე ბუხარი აანთე
-სადაა შეშა?-თვალი მოავლო ბუხრის მიმდებარე ტერიტორიას
-გარეთ-კმაყოფილმა ვუპასუხე
-ამ ყინვაში გარეთ უნდა გავიდე?-საწყალი თვალებით გადმომხედა
-კი აკო გარეთ უნდა გახვიდე,აბა შეშა თავისით ვერ შემოვა
უხმოდ გავიდა და შეშა შემოიტანა,დიდი წვალეის შემდეგ დაახლოებით 15 წუთში ბუხარში ცეცხლი გიგზგიზებდა
-რა გვაქვს საჭმელი?-გადმომხედა კმაყოფილმა
-არ ვიცი რა დევს მაცივარში
ხელი დამავლო და საზმარეულოში შევედით,მაცივარში გაყინული ქათამი და ღორის ხორცი იდო,რამდენიმე კვერცხი და საწებელი. ქათმის გალღობას ალბათ მთელი საღამო მოუნდებოდა,ცხელ წყალს შევუშვირე და 20 წუთში ძლივს გალღვა.საოჯახო საქმეები არასოდეს გამომდიოდა,თუმცა მაინც ვიყოჩაღე და ქათამი ისე გემრიელად შევწვი დანელიამ სულ გადაჭამა
-იმათაც რო დავუტოვოთ არა?-გაბრაზებულმა გადავხედე
-კაი ღადაობ? 7 კაცს რას ეყოფა 1 ქათამი?
-აბა იმათმა რა ჭამონ?
-ეგ თვითონ მოიფიქრონ-თვალი ჩამიკრა და ჭამა განაგრძო
-რა უნამუსო ხარ,მარტო შენს თავზე ფიქრობ
-ჭამე ნია,ჭამე ეგ ფრთები თორე მაგასაც აგაცლი და მერე მეძახე უნამუსო-თეფშზე საცოდავად დადებულ 2 ფრთაზე მიმითითა
მეც სხვა რა გზა მქონდა დავყევი მის ნებას.ღორის ხორცი მალევე გალღვა და იმათთვის მოვხარშე,ეს მაინც იყო ბევრი და ეყოფოდათ.
-აკო
-ჰო
-ისე მაღაზიაში გასვლა რომ მოგვეფიქრებინა არ იქნებოდა ცუდი,პურიც კი აღარ გვაქვს
თბილად ჩავიცვით და მაღაზიაში წავედით,თუმცა აქ პირველად ვიყავი დააზრზე არ ვიყავი სად იყო მაღაზია,მალე მივაგენით კიდეც,პროდუქტები ვიყიდეთ და გაყინულები დავბრუნდით უკან,ამასობაში ბავშვებმაც გაიღვიძეს,მოხარშული ხორცი უვე გადაუსანსლავთ.
-მოასწარით ხო უკვე?-გაეცინა დანელიას და პროდუქტებით სავსე პარკი მაგიდაზე დააწყო
-შენს ძმობას გეფიცები სულზე მომისწარი-ეცა გიგა პარკებს
-სულ ნუ შეჭამ ახლა ყველაფერს ჩვენც დაგვიტოვე-მივარდა ელენეც
ისე სასაცილოდ ილუკმებოდნენ მე და დანელია ვკვდებოდით სიცილით. სულ შეჭამეს ჩემმა დამშეულმა ბავშვებმა ყველაფერი,მერე ბუხარს მივუსხედით მაძღარი ხალხი და სიჩუმე ჩამოვარდა,ლაპარაკის თავიც არავის ჰქონდა. ღამის 12 საათი იყო,არც არავის გვეძინებოდა,ხვალ საღამოს კი უკან ვბრუნდებოდით თბილისში.დანელია გადმოიხარა და თავი კალთაში ჩამიდო,მერე ამომხედა და გამიღიმა,მისი მწვანე თვალები ბუხრის მკრთალ შუქზე საოცრება იყო.არაფერი ყოფილა იმაზე ტკბილი ვიდზე მის გვერდში ყოფნა და მისი სუნთქვის რიტმულად სმენა.ორივეს გვეღიმებოდა და ამას ორივე გრძნობდით,მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთის სახეებს ვერ ვხედავდით.რა იქნებოდა ხვალ? ან თუნდაც ზეგ? ვგრძნობდი რომ ის ისევ წავიდოდა,არ ვიცი რატომ,როგორ ან რანაირად თუმცა ისევ იგივე შეგრძება დამეუფლა,როგორც მაშინმეორედ რომ წავიდა. წავა? წავიდეს,არც არავინ იჭერს,მივეჩვიე რომ ის ყოველთვის მიდის და შემდეგ უკან ბრუნდება,არ ვიცი ამას რა შეიძლება ეწოდოს,რატომ აკეთებს ამას,თუმცა მიუხედავად იმისა,რომ მიყვარს უკვე ჩემთვის სულერთია. თურმე შესაძლებელია მოითმინო სიყვარული,მოითმინო,ისე რომ ღიმილიც კი შეძლო და გული საერთოდ არ გეტკინოს,მერე რა თუ ხანდახან ისე წამოგივლის ტკივილი,რომ გულში არწივის ბასრი ბრჭყალებივით გკაწრავს,მაგრამ გყოფის ძალა და რამდენიმე წუთში ისევ იღიმი.არ ვიი ამას რა ქვია,ალბათ ის,რომ საკუთარ თავთან ბრძოლა მოიგე. სწავლობ როგორ მოითმინო ტკივილი,როგორ აჯობო მას და საკუთარ თავსაც.
–აუ ასეთი სიჩუმე ბოლოს როდის იყო გახსოვთ?–სიჩუმე გაარღვია გიგამ
–თქვენს ხელში სიჩუმე ვის გაუგია?–გამოაჯავრა ელენემ სიცილით
–ხედავთ სიყვარულს რამდენი შეუძლია?–წამოყო თავი დანელიამ
–აი შენ ყველაზე ბოლოს უნდა ლაპარაობდე სიყვარულზე–არ ჩამორჩა სალომეც
–რატო ვითომ?–თვალი ჩამიკრა და გამიღიმა
–ისე ეს კაცები რატო ხართ ასეთი დებილები?–სიცილით იკითხა თეონამ
–დებილებში რას გულისხმობ?–სამივეს გაეცინა
–იმას,რომ გვიან ხვდებით ყველაფერს
–კაი ღადაობ? შენი დაქალის შემხედვარე მაგას ჩვენ როგორ გვეუბნები?–აშკარად მე მიგულისხმა დანელიამ
-აუ დანელია,შენ რატო სუნთქავ გამახსენე?-კითხა ელენემ მკვლელი სახით-აა,ხო გამახსენდა ნიას უყვარხარ და იმიტომ
-და ისე არ მაქვს ხო სუნთქვის უფლება?-გაღიმებულმა გადმომხედა აკომ
-ისუნთქე კაცო რამდენიც გინდა-სიცილითვე ვუპასუხე მე
გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა,თვალები დავხუჭე და გავიტრუნე.
არ ვიცი რატომ,თუმცა შინაგანად მაინც ვგრძნობდი,რომ ეს ყველაფერი მალევე დასრულდებოდა,ვანგად ვიქეცი მგონი,ჩემს ფიქრებზე თვითონვე გამეცინა.შიგნით ისე ჩაიხუთა,რომ სუნთქვა აღარ შემეძლო,სწრაფად ავდექი და აივანზე გავედი.აქოშინებული ვიდექი,არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად მომინდა ტირილი,ალბათ იმის ბრალია,რომ დიდი ხანია არ მიტირია.ჩემდაუნებურად ამეტირა,სლუკუნი მოვრთე,მერე თვითონვე გამეცინა საკუთარ თავზე და ტირილი სწრაფად შევწვიტე,უკნიდან დანელია მომეკრო,გულის ცემამ იმატა,როგორ საოცრად მოქმედებდა ეს ბიჭი ჩემზე.
-გაიყინები გოგო-ყელში ხმაურით მაკოცა და გაეცინა
-შიგნით საშინლად ცხელა-მეც გამეცინა
-ხო მარა აქ გაცივდები,წამოდი შევიდეთ-ხელი ჩამკიდა
-აკო
-ჰო
-ისევ ისე ხომ აღარ მომექცევი?-ტუჩები სატირლად დამებრიცა
-ვაიმე სულ რო წიხლით გამაგდო მაინც არ წავალ ნია-გაეცინა და მომეხვია
-მაშინაც იგივეს მეუბნებოდი-ცრემლები შევიმშრალე
-მაშინ არეული ვიყავი,აღარ იტირო რა გთხოვ
-ჰო კაი-გამეღიმა და შიგნით შევედით
ჯოკერს ვთამაშობდით დილამდე,ხან მე და აკო ვიგებდით ხან კიდევ სალომე და ლადო,დანარჩენები სასაცილო ვიდეოებს უყურებდნენ კომპიუტერში და იმხელა ხმაზე იცინოდნენ მთელ მხეთას ესმოდა. ამასობაში შემოგვათენდა კიდეც.
ყველა დაწყვილდა და ერთმანეთის გვერდში იჯდა,ჩემი ეული თEო კი მე მოვისვი გვერდზე,მეორე მხარეს კი აკო იჯდა.
-ნია
-ჰო აკო
-იცოდე რაც არ უნდა მოხდეს,რაც არ უნდა გავაკეთო,როგორც არ უნდ ამოვიქცე და რაც არუნდა ვთქვა ერთი იოდე,რო აი ვაბშე ყველაზე ძაან მიყვარხარ
-მაგას რატო მეუბნები?-გამცრა ტანში
-ისე,მინდა იცოდე რო მიყვარხარ და ეს ყველაზე მთავარია
-მეც მიყვარხარ-გავუღიმე და მოვეხვიე
მალე გათენდა კიდეც,ვჭამეთ,იქაურობა მივალაგეთ და თბილისში წამოვედით,მალევე ჩამოვედით,გადაღლილი შევედი სახლში,აბა რა იქნებოდა დღე და ღამე მქონდა არეული,კარებში ნინო იდგა,ისე გაუხარდა ჩემი ჩამოსვლა 2 საათი მეხუტებოდა.
-როგორ დაისვენე დე?
-კარგად დე რავი,აქ რა ხდებოდა?-ჩანთა მოვიხსენი და საწოლზე მივაგდე
-რავიცი დედიკო,ისეთი არაფერი მომხდარა,როგორ გამხდარხარ-შეიცხადა ნინომ
-კარგი რა დედა,2 დღე ვიყავი წასული და რა გამახდუნებდა-ტავი გავაქნიე ღიმილით
-ოჰ! მშვიდობის მტრედი მოფრენილა ოჯახში-სიცილით შემოვიდა ნათია ოთახში
-იუმორი დაანაყრე?-არც მე ჩამოვრჩი ვალში,ისეთები ვიოდი დანელიას ხელში
-ნია ესეთი რაღაცეები საიდან მოიტანე?
-მაგ ვაჟბატომა ასწავლა ახლა ვინც ურეკავს-გადაიხარხარა ნათიამ და ტელეფოზე მიმანიშნა
ალეკომ დამირეკა,ცოტახანს ვისაუბრეთ შემდეგ კი ორივეს ჩაგვეძინა.დილით ადრე ავდექი წყალი გადავივლე და უნივერსიტეტში წავედი,საშინელი ამინდი იყო,გაჩერებაზე ვიდექი სალომე რომ დავინახე
-ვაიმე ნია! გავიყინე! ვერ მივატან უნივერსიტეტამდე-კანკალებდა
-წამოდი ტაქსით ავიდეთ გოგო
ამასობაში ჩვენი უნივერიტეტელი გოგო დაინახა სალომემ,რომელიც მესამე კორპუსში სწავლობდა,ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა,როგორც ჩანს ჩვენს კორპუსში ქონდა ლექცია
-ნია,გაიცანი ეს ნინოა
-სასიამოვნოა ნინო-გავუღიმე
-ჩემთვისაც ნია,თქვენ დანელიას და გიგას ჯგუფელები ხართ ხო?
-კი,კი-გაეცინა სალომეს-გვაქვს ეგ ბედნიერება
-აუ დანელია რა ტიპია პროსტა,არაა ეგ მთლად დალაგებული,ერთხელ გამოცდაზე შემოვიდა და ეს ჩემი შეყვარებულიაო დამკვირვებელს უთხრა,მეთქი შენღა მაკლიხართქო,იცით როგორ გავიცანი? გამოვედი უნიდან და ეს იდგა ბიჭებთან ერთად და მოვიდა მომესალმა მეთქი ეს ბიჭი ვერაა დალაგებულითქო-სალომე წინა სავარძელზე იჯდა და თვალებგაფართოებულმა გადმომხედა,ეს გოგო მგონი ვერააო ისეთი სახე ჰქონდა
-ჰო,დანელია კი გვყავს ერთი ეგზემპლიარი-გამეცინა,რას ვეტყოდი მგონი ამან არ იცოდა ჩვენი ამბავი
-აუ გიგას კიდე მე ვუყვარვარ-სიცილით თქვა
რაო? ამაზე მე და სალომემ თვალები ვჭყიტეთ,მერე კი ისტერიკული სიცილი აგვიტყდა
-რატო იცინით?-აშკარად ვერ მიხვდა რაზე გაგვეცინა
-არა,არაფერი,ისე გიგას შეყვარებული ყავს-ნიშნის მოგებით უთხრა სალომემ
-ხო ვიცი,მაგრამ ახლაც მე ვუყვარვარ-ისევ სიცილით გვიპასუხა
მე და სალომემ ერთმანეთს გადავხედეთ,ახლა ამას სახეს ავახევო,მაგრამ ვანიშნე გაჩერებულიყო,ან რა აზრი ჰქონდა მასთან რამის გარჩევას? ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით როგორ ეტრფოდა გიგა ელენს. ხმა არ ამოგვიღია მეტად მე და სალომე მორჩილად და დიდი მოთმინებით ვუსმენდით ამ გოგოს იდიოტობებს.




_________________________
ესეც შემდეგი თავი,მაპატიეთ დაგვიანებისთვის.



№1 სტუმარი nia

ვერ ვიჯერებ რომ რეალობაა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საპნის ოპერას ვუყურებ. შენი გამბედაობა და მოთმინება მაოცებს feel ფბში როგორ მოგძებნო, დაგამატებ და თან მინდა პმში რაღაც მოგწერო... love

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ბოლოს ცოტა ავირიე ნინოს გამო.ვაიდა სიმართლე აღმოჩნდეს :/ ნიას წინათგძნობაბიმედია არ გამართლდება. თან პლიუს დანელიას სიტყვები... არ ვიცი რა ვიფიქრო,ველოდები ახალ თავს.ძალიან კარგია.

 


№3  offline მოდერი Anye-Any

სოციალური ქსელი აღარ მაქვს გავაუქმე ბავშვებო,ამისთვის არც დრო მქონდა და არც ნერვები,თუ რამის მოწერა გინდათ აქ მომერეთ პირად ჩატში. რაც შეეხება ისტორიას მართალია.ნინო კი გიგას ძველი შეყვარებული იყო და დანელიასთან კი არაფერი აქვს საერთო უბრალოდ იცნობენ ერთმანეთს.

 


№4  offline წევრი Firefly

კარგი გოგო ხარ ძალიან?შემდეგს როდისდადებ?
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent