ადვოკატი მე! 7
ჩემი მშობლები?! ეს ის თემაა, რომლის შესახებაც არ ვსაუბრობ. პატარა ვიყავი, დეიდა მზრდიდა. შემდეგ გათხოვდა და ჩემთვის აღარ ეცალა. ჩემს ოჯახში გადმოვინაცვლე, სადაც დედისერთა ვიყავი. ვერ ვიტყვი, რახან დედისერთა ვიყავი არაფერი მაკლდა თქო, რადგან ღარიბულ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი და მამაჩემი მუშაობდნენ და მეც დამოუკიდებლობა ვისწავლე. სკოლაში დავდიოდი და ბავშობიდან ერთი მიზანი მამოძრავებდა, ვყოფილიყავი წარმატებული ადვოკატი! მახსოვს დედაჩემი, როგორ მიშლიდა სკოლაში სიარულს. კვირაში ერთი დღე, რომ წახვიდე არაუშავს, ხომ ხედავ სახლის საქმეებისთვის გვიან იცლიო?! სწავლა მინდოდა, მაგრამ დედასაც ვუგებდი. სკოლაში დავდიოდი და დედაჩემისთვის, არ დამიჯერებია. მამაჩემმა დაკარგა სამსახური და ყოველდღიური სამუშაო არ ქონდა. წამოვიზარდე, დადგა დრო, რომ მიმეხედა ჩემი თავისთვის. დედაჩემს, რომ ვუთხარი იურიდიულზე უნდა ვისწავლო, მაგრამ ვიცი თქვენ ამის ხარჯები არ გაქვთმეთქი. ვისწავლი, მოვინდომებ, რომ ჩავაბარებ სამუშაოს მოვძებნი და ჩემმ ხარჯებს მე მივხედავთქო. მჯერა, რომ გამოცდას წარმატებულად ჩავაბარებ.-ვეუბნებოდი დედას თუმცა ამაოდ. ლაპარაკი დავასრულე თუ არა დედა დივნიდან წამოდგა და გაბრაზებულმა ხელების აქეთ-იქით ქნევა დაიწყო: -იცი მაინც, რას ბოდავ?! სწავლა?! სისულელეა სწავლა! მამაშენს დაელაპარაკე ამის შესახებ? რათქმაუნდა წინაამღდეგი იქნება, მაგრამ ჯერ მე ვარ წინააღმდეგი და ამას არ გააკეთებ. გათხოვდი, გადი გარეთ ვინმე მონახე ფულიანი. გათხოვდი! რა დაგრჩენია ამ წიგნებში?! ყოველდღე ბიბლიოთეკიდან წიგნები, რომ მოგაქვს, წადი იარე და იქნებოდა გაგიმართლოს და ვინმეს მოეწონო!-დედაჩემმა დაასრულა და მე ღაპა-ღუპით ცრემლები მომდიოდა. -დედა, მე თქვენ არაფერს გთხოვთ! ვისწავლი, ჩემი ხარჯებით გავაკეთებ ყველაფერს! ვიმუშავებ, ის ფული თქვენც წაგადგებათ! ძალას არ დავიშრებ, რომ კარგად ჩავაბარო გამოცდა. -შენ, კიდევ იგივეს იმეორებ? არა, არა და არა! ამ დროს მამაჩემი შემოვიდა ნასვამი: -რა ხდება? -სად დალიე?-შეეკითხა დედაჩემი. -სამუშაოზე!-უპასუხა მამაჩემმა. -იცი, ამ ქალბატონს, სწავლა რომ სურს? -რაც უნდა ის უქნია!-ხელი ჩაიქნია და საძინებელში შევიდა. -ვერ ჩააბარებ და მერე მოხვალ და იწუწუნებ დეე, სწავლის ფული გადამიხადეო!-თქვა დედაჩემმა. -არ გთხოვ, თუ ასე მოხდება საერთოდ არ ვისწავლი!-ვთქვი მე. -ხოდა თუ სწავლა გსურს ქალბატონო, წადი ახლავე იმუშავე და იცხოვრე შენთვის! შუქის ფული ვერ გადამიხდია და კდიევ შენ უნდა მოგხედოთ?!-დედაჩემმა დაასრულა, კარები გამოვაღე და ქუჩაში გამოვედი. მივხვდი, რომ ამ წამიდან უნდა დაწყებულიყო ყველაფერი და ჩემი თავისთვის მე უნდა მიმეხედა. ბოლო სიტყვები გულში ჩამწვდა: ,,შენ უნდა მოგხედოო?" შვილი არაფერს ნიშნავს მისთვის? ვფიქრობდი და ამ ფიქრის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. უნივერსიტეტის შემდეგ ვმუშაობდი. კაფეში, რესტორანში... უამრავ ადგილას მაქვს მუშაობა დაწყებული, ჩემი თავისთვის, რომ მეზრუნვა. ჩემი მშობლების სანახავად, რამდენჯერმე მივედი, ხან კარი არ გამიღეს, ხანაც კი სახლში არ იყვნენ. შემდეგ, როგორ განვვლე გზა? თქვენც ხედავთ, რას ვსაქმიანობ, რა სავარძელში ვზივარ. ჩემი ოცნება ავიხდინე და ოცნებას მივაღწიე. ალბათ ის დღე, რომ არა ვერც ვიოცნებებდი ამაზე. *** -ქალბატონო, დათა არველაძეა შემოვუშვა?-შემეკითხა ლანა. -შემოუშვი!-მისი სახელის გაგონებისას გამეღიმა, თუმცა რას უნდა მიმეწერა ეს ღიმილი არ ვიცი. -როგორც ვხედავ, ჩვენი მაკატერინე კარგ ხასიათზეა!-ხელები გაშალა და სკამზე ადგილი დაიკავა. -ლანა, ორი ყავა შემოგვიტანე!-ვუთხარი და დათას გავხედე, რომელსაც სკამიდან, დივანზე გადაენაცვლა და კომფორტულად მოთავსებულა. -რას აკეთებ?-გაბრაზებული დავდექი დივნის წინ. -გელოდები, როდის მოხვალ!-ირონიულად და მომიგო და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. ლანა შემოვიდა და გაკვირვებულმა შეხედა დათას. ალბათ ის უფრო გაუკვირდა, მე რატომ გავაბედინე ამდენი. -მაგიდაზე დადგი და გადი!-ვუთხარი და ჩემი სავარძლისკენ წავედი. -ყავას მანდ ინებებთ თუ მობრძანდებით?-დამცინავად ვუთხარი მე. -როგორც, ქალბატონი ინებებს!-როგორ ჩამორჩებოდა ,,ბატონი" დათა დაცინვას?!-თუმცა, სანამ შენ იტყვი თავი გამისკდა, ყავა მინდა!-ადგა და ფინჯანი აიღო. სული შეუბერა და წარბაწეული დავაკვირდი მას. -რას აკეთებ?-ვკითხე მე. -ვაციებ!-გაკვირვებულმა ამომხედა მე. დებილი არ ვარ, რომ ვერ მივხდე! მისს ყურებაში გართულმა ფინჯანი პირისკენ წავიღე და ცხელი სითხე გაუაზრებლად მოვსვი. -ცხელია!-წამოვიკივლე და ახლა იმას ვფიქრობდი ამ ყავისთვის რა მექნა, ვერც ორგანიზმში ვუშვებდი და ვერც უკან ვაბრუნებდი. როგორც იქნა ჩავყლაპე და არველაძეს შევხედე, რომელიც ბოლოხმაზე იცინოდა. ლანა შემოვიდა და კითხულობდა: -ქალბატონო, მაკატერინე ხომ არაფერი დაგემართათო? -ამის შემდეგ ცივი ყავა შემომიტანე!-ხელით ვანიშნე, ახლავე გასულიყო. დათა კი სიცილს აგრძელებდი, ვითომ აქ ჩემს დაბრიალებულ თვალებს და ცხელი სითხისგან გაწითლებულს ვერ მხედავდა. -კიდევ დიდხანს გააგრძელებ?!-ვუთხარი მე. -არა!-ფეხზე ადგა, ჩემსკენ ახლოს მოიწიია და ტუჩებზე დამეწაფა. გაბრაზება, სიამოვნებამ მოიცვა. კიდევ ვიგრძენი დაბნეულობა და არაამქვეყნიური განცდა. -სულ ეს იყო?-როდესაც ჩემს ტუჩებს მოშორდა ვიკითხე. -შენთვის ზედმეტი არ შეიძლება!-თქვა და სკამზე დაჯდა.-რაღას უცდით, ქალბატონო მაკატერინე? მივხედოთ საქმეს. გაუცნობიერებლად და ჯერ კიდევ სხვა სამყაროში ჩარჩენილმა გავემართე სავარძლისკენ. საბუთებს ხელი მოვკიდე და მაგიდაზე დავდე. -გამოცოხლდით, ეს ჩემი კი არა სხვისი საბუთებია.-მითხრა დათამ. მე კი რას ვაკეთებდი არც ვიცოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.