შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება - 7


26-01-2016, 19:19
ავტორი D-roni
ნანახია 9 418

ცრემლმორეული იჯდა თავის ოთახში და ცრემლებს აიგნორებდა .
სრუტუნებდა და თან ისევ ისეთ აუტანელ ტიკივლს გრძნობდა შიგნეულად , როგორსაც მაშინ .
რას არ მისცემდა ისევ , რომ უდარდელად ეცხოვრა და უბრალოდ , ჩვეულებრივად გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში ხარძიანი.
ყველაფერს დათმობდა უბრალოდ , ერთხელ მაინც ჩახუტებოდა და კიდევ ეკოცნა მისთვის.
თავსთვის ლუღლუღებდა , გაურკვეველ ბგერებს და თავბრუს ხვევა უფრო უმძაფრდებოდა.
მონატრება ტანჯავდა , მაგრამ არაფრის დიდებით არ ნახულობდა მას.
ორ კვირაზე მეტი იყო , ბებიასთან და ბაბუასთან ჩამოვიდა.
ეზოში გავიდა და ძველ სამბორბლიან ველოსიპედს შეხედა , ამხელა გოგო ზედ მოაჯდა და ისევ ისე გაქროლდა წყაროსკენ , როგორც მაშინ .
არც ლუკას ტანის სამოსი ეცვა.
უბრალოდ თავისი ჯინსის მოკლე შორტი და გაშლილი ტოპი ჰქონდა მორგებული.
ფედზე კი საზაფხულო ° შოპანცები° ...
ამჯერად ბაყაყი აღარ ამოუყვანია გუბედან , უბრალოდ უყურებდა , როგორ დახტოდა ჭაობისფერ სითხეში მომრავლებული ჯიში.
ფეხზე წამოდგომა დააპირა , როცა ფეხი სველ ქვაზე აუსრიალდა.
რომ არა ძლიერი ხელები , აწითლებული თვალებით გადაეშვებოდა გუბეში .
თვალები სახუჭა და ნაცნობ ხელებსა და სურნელს მიენდო.
თავი მის მხარზე გადააგდო და მისი შეხებით ნასიამოვნები , საერთლდ გამოეთხოვა ამ სამყაროს.
არც ნელა შეჩემ°ა აღარ უთქვამს და არც არაფერი .
ასე უსიტყვოთ იყო , მის წელს ახუტებული და ხმას ვერ იღებდა.
- იქნებ გაგეშვა ხელი ? უკვე სამშვიდბოს ვარ ! - როგორც კი მისი ტყუილი გაახსენდა , მაშინვე ბრაზი მოერია.
- კიდე არ გადაგიარა ? - ჰკითხა და ჯერ მისკენ მიაბრუნა , შემდეგ ხელი გაუშვა.
- რამ ?! რას უნდა გადაეარა ? შენ მე მომატყუე ! მო-მა-ტყ-უე ! - დაუმარცვლა და თვალებანთებულმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
- შენც მომატყუე , შე პარარა ჭინკა ! - ირონიულად და ნიშნისმოგებით გაუღიმა ხარძიანმა .
- მე მოგატყუე ?! - შეიცხადა მთელი გულით .
- არა მე ვიყავი ჯერ , ბიჭი გეგონეო , მერე სუსტიო , მერე გოგოო , ახლა ძლიერიო და სულ ბოლოს რა ქენი ? მუცელში ჩამარტყი და გაიქეცი ორმაგი ცხოვრების ძახილით , ან ტაქსში ! გული გამიხეთქე , კინაღამ დამლეწე , შენი აკვიატების გამო ! - იმდენად მკაცრად და სერიოზულად ლაპარაკობდა , ნატროშვილმა დასჯილი ბავშვივით ჩახარა თავი .
- ეგ სულ სხვაა რემი ! შენ ჩემს გრძნობებზე თამაშობდი ! - წარბები შეკრა ნატროშვილმა.
- დეა , ტყული ტყუილია , არის თუ არა ის კეთილი , მწარე , მაინც ტყუილია ! , შეიგნე რა ეს !
- ხო და ახლა მე მიყურე , კეთილ ტყუილებში ! - უკანალის ქნევით მოაჯდა ველოსიპედს და ფეხებით ჩააგორიალა სახლამდე.
ხარძიანი ღიმილით უყურებდა , გაჯიუტებულ თხას , რომელიც სულ ცოტახანში უკვე მორჯულებული ეყოლებოდა.
ზუსტად იცოდა კარგს არაფერს , რომ არ უნდა დალოდებოდა მისგან, ამიტომ ფსიქოლოგიურად მომზადებული დაუბრუნდა შინ.
ეზოში შესულმა , მონატრებული დაქალები , რომ დაინახა ერთოანად დაერია.
რაღა თქმა უნდა მარიამზე ბრაზმა გადაუარა , არც იკო მისი დაქალი ამის ღირსი , რადგან დეა , რომ ყოფილიყო მის ადგილას , ალბათ ისიც მის მსგავსად მოიქცეოდა და მხარს , დაქალის ბედნიერებას დაუჭერდა.
იქვე საწყლად აწურულ კიკნაძეს გადახედა და გული მიეწურა.
მისკენ დაბღვერილი წავიდა და ახლოს , როგორც კი დაიგულა , მთელი ძალით გაექანა და ზედ შეახტა.
ისიც მინდორზე დავარდა და და ხელები მაგრად მოხვია დადნაფიცს.
- ხომ მაპატიე ? - ჰკითხა შეპარვით.
- შენ რა გაქვს საპატიებელი ?! იმ მიწაჩასატანმა იკითხოს თორე ...- გაიცინა და ფეხზე წამოდგა. - ვაა , ვაა რა სასტავი °ტოო° - გაიკრიჭა და ბიჭები გადაკოცნა.
ვიბლიანს ცივი ყავა ეჭირა , პლასმასის ჭიქით და საწრუპით ისე გემრიელად სვამდა , რომ მარიამი უკვე ცოცხლებში აღარც ეწერა .
ოდნავ გააქნია თავი და მათკენ წავიდა.
- დღეს , დათა ჩამოდის - დაიძახა რემიმ და რკინის ღობე , რომელიც მათ ეზოებსა და სახლებს ყოფდა , ერთი ხელის მოსმით გააქრო.
- ვინ ? - იღრიალა სამივემ ერთად .
გახარებულები ხან იგინებოდნენ , ხან ერთმანეთს ურტყავდნენ .
- ვაიმე , ნუ აიმყრალეთ რა ეს ენა ! ჩამოდის , ჩამოდის ! ფეხები არავის მოჭამოს ! - გაბრაზდა გიორგაძე და ყველამ მას შეხედა. - რა ? - გაიკვირვა .
- იმენა სადათაო გოგოა ! - აფხუკუნდა ლუკა.
- თუ გცხე ახლა თავში , ეს ნაჯახი მერე თქვი ეგ ! - დაუბღვირა და სიცილით აათამაშა ხელში , მჭრელი საგანი.



°°°


გოგონები , ერთ ოთახში შეეყარნენ.
ყველა თავისთვის საუბრობდა , მარიამიც კი ლანძღავდა ვიბლიანს .
გიორგაძე იჯდა და არ ჩამოსულ დათაზე ფიქრობდა.
ხომ იცით , როცა წინასწარ ხვდებით , რომ ვიღაცას უეჭველი , ორი თვის განმავლობაში გაგირიგებენ , მასზე ფიქრები

თავიდანვე ამოგიტვტივდება .
აინტერესებს , როგორია .
ვინ არის , აქამდე რატომ არ შეხვედრილა და რატომაა სადათაო გოგო.
- ანა რა გჭირს ? - კითხა , თავთან ჩამომჯდარმა დეამ .
- არაფერი , უბრალოდ ... იმ ვიღაც დათაზე მეფიქრება , თავიდანვე , რომ ასე დაიწყეს ალბათ მაგიტომ ...
- აუ დაგენიძლავებით , ამ ზაფხულს რაღაც ძაან მაგარი მოხდება ! - ჩაკლაპარაკა ელენემ და შემოვარდნილ ლუკას , კისერზე ჩამოეკიდა.
- რაო , მოგენატრეო უკვეო ? - მუცელზე შეიჯინა და გოგონებს თვალი ჩაუკრა , კარი გაიხურა და ელენეც გვერდითა ოთახში შეაგდო.
- რას აკეთებ ! დაგვინახავს ვინმე ! - მკერდზე ხელები მოაბჯინა და კაბა გაისწორა.
- იმას , რაც შენც ჩემსავით გინდა ! - უთხრა და ისე ეცა ტუჩებზე , სიტყვის თქმა არ აცადა.
გაბადრულმა ელენემაც ° ფარხმალი დაყარა° და ბედს შეეგუა.
°°°
- კუჭი მაგინებს ! - სასტუმრო ოთახში შესულმა , ვიბლიანი დაინახა , რომელიც ისევ საწრუპით სვავდა , ამჯერად კოლას და მობილურში იჭყიტებოდა.
იმდენად ესინმპატიურა , ამ მომენტში ყბელაფერი დაავიწყდა.
თავის აქეთ-იქით ქნევით წავიდა სამზარეულოსკენ და როგორც კი ნიკორას ბულკი დაინახა , გახარებული ეცა.
- პატარაათქო ვამბობ !- ჩაიქირქილა და სამზარეულოში შევიდა.
- უკაცრავად ? - კიდევ რაღაც კომპრომისზე წავიდოდა , რომ არა თოკოს გველური ენა !
- ვერ გაიგე და გაბიმეორო , თუ გინდა , რომ ნათქვამი შევცვალო ? - დახლს მიეყრნო , ფეხებ გადაჯვარედინებული.
- არც ერთი და არც მეორე !
- ჩვეულებვრივად ჩაილაპარაკა და მარიამს შეხედა.
- მეც , გავაკეთებ რამეს თორემ მართლა ცუდად ვარ უკვე ! - ფეხზე წამოდგა და ვიჩინის შეკვრა იქვე დადო.
- უი , რას აკეთებ ბებო ? - შეიცხადა ნინიამ .- ისედავ ძვალში ტყდები და ერთი გარეცხვა ხარ დარჩენილი ! დაჯექი , ახლავე გაჭევთ რამეს , წამი მაცადეთ ! - სკამზე ძალით დასვა , გაოგნებული მარიამი.
ვიბლიანი ფხუკუნს ძლივს იკავებდა და უკვე სახეზე იყო წამოწითლებული.
სწრაფად გამოვიდა სამზარეულოდან და სიცილი ატეხა.
მარიამი წარბაწევით უყურებდა და თვითონაც ეცინებოდა.
- რა გაცინებთ? - კიბეებზე დეა ჩამოვიდა გოგონებთან ერთად სიცილკით.
- ელენეს და ლუკას დიალოგს ვუსმენდით , ამას თუ დიალოგი ერქვა , გოგონები და დაგვწვეს , გამოვიქეცით , ჰუჰ .... მმმ აქ რა სუნებია ბებო ? - ცი თვალით შეიჭყიდა სამზარეულოში .
- რამე უნდა გაჭამოთ, თორე ერთი გარეცხვა ხართ ბებია დარჩენილი!



°°°


საღამოს ეზოში ისხდნენ , მთელი შემადგეობით , როცა მანქანა გაჩერდა ჭიშკართან .
ხარძიანი მშვიდი ნაბიჯებით წამოდგა და ჭიშკარი გააღო .
მანქანა შემოვიდა და ძრავა გამორთო.
იქიდან სპორტულებში ჩაცმილი დათა გადმოვიდა და თვალი მოავლო საზოგადოებას.
ბიჭები ისე ეხუებოდნენ , რომ სითბო ეღვრებოდა ყველას .
ისიც გაბადრული კრავდა , ძმაკავებზე მხარზე ხელს.
- გოგოებო გაიცანით ეს დათაა ..
- ლუკამ ძმაკაცს გადახვია ხელი და გოგონების წინ ჩამოაყენ.- ეს დეაა , ჩვენი იმედი და ფერია - რაღაც ჩასჩურჩულა ყურში ჩიქოვანმა ძმაკაცს და მასაც გაეცინა .- ეს ელენეა - ჩაილაპარაკა სიამაყით და გოჰონა სხეულზე აიხუტა .- ეს მარიამია - თავით რაღაც ანიშნა და დათაც უმალვე მიუხვდა. - აი ეს კიდე ანაა , ჩიტივით თავისუფალი , ლამაზი და ცოტა მწარე ენის პატრონი ... სულ ცოტა - გაიცინა და მამაკაცს მხარზე ხელი დაჰკრა . მას მი ჩაეღიმა.
- სასიამოვნოა - გოგონებმა ერთიანად წამოიძახეს , ანამ ისე თქვა , მობილურიდან თავი არ აუწევია.
- ჩემთვისაც - ჩაილაპარაკა და მზერა გიორგაძეზე შეაჩერა , რომელიც ვიღაცას გახარებული წერდა.

- ანა ! ეს რა ზრდილობაა ? გაუსკდა ბიჭს გული , გონია , რომ ვიღაც მოგწონს ! - ლუკას მკაცრმა ტონმა , მოიყვანა გონს და წარბი მაღლა აქაჩა.
- გამასწრებ თუ მაინცდამაინც უნდა გამოგეკიდო ? - ირონიული ღიმილით ჰკითხა და მობილური დაბლოკა.
- ეს გაგასწრებს , შენ გაეკიდე და მერე თქვენ და თქვენმა ქალობა-კაცობამ იცის . - აფუკუნდა და ელენე აიფარა ზედ.
- შენ გირჩევნია , შენი კაცობა მალე დაამტკიცო , თორემ ნათესავები დავრჩით , გაუმრავლებლები ჩემს იმედზე თუ გადმოხვალთ . - წარბები აუთამაშა და დაქალს თვალი ჩაუკრა.
- ახლა ვხვდები , რომ შენ და მარიამი ნათესავური კავშირით ასე ძალიან გავხართ ერთმანეთს! ისეთი მწარეები ხართ , ვერც ერთი კაცი გაგიძლებთ თქვენ . - ტუჩები გაბუსხა ელენემ.
- შენ გყავს ტკბილი და ატკბეთ ერთმანეთი - ენა გამოუყო დაქალს გიორგაძემ. - და კიდევ , მარიამს ყავს მგონი თავისი გლუკოზა , და შენ ეს ძალიან კარგად იცი . - წაებები აათამაშა ეშმაკურად ისევ.
- ხო , ისე ეგეც მართალია .- აფხუკუნდა და კიკნაძეს თვალები აუფახულა - რაა , გიორგაძემ თქვა , მე რას მიყურებ. - ამჯერად ლუკას ამოუდგა უკან.
-ჯერ მაგას გავიტან და შენ , რომ მოგწვდები , მაგ ჰორმონებით გითრევ ! - დაემუქრა და თვალები მიჭუტა.
- ეგ არ გვაწყობს , ისედაც დათრეულია ეს ჰორმონებით . - ამჯერად შეყვარებულის წინააღმდეგ ლუკა წავიდა და ხარხარით ამოუდგა უკან დათას.
- შენ დაბმული , რომ ხარ აზრი ? - ირონიული გაუხდა ტონი და გიორგაძის კალთას ამოეფარა.
- რძალი გვაჩმორებს . - სიცილი აუტყდა დათას.
- მოგიწევთ შეგუება მამრებს , გვაღიარეთ მდედრები , როგორც ყველაზე ძლიერი სქესის წარმომადგენლები . - გაიცინა გიორგაძემ და ელენეს თვალი ჩაუკრა . - შენ არ ინერვიულო , სანამ ჩემთან ხარ , თვით მარიამ კიკნაძეც კი ვერ მოგწვდება ! - დაამშვიდა და მარიამს გადახედა.
- პრაქტიკაში არ გამომაცდევინოთ იცოდეთ ! - სიცილით დაემუქრა გოგონებს და დათას გადახედა , რომელსაც ლუკა რაღაცას დიდი მონდომებით უხსნიდა. -რას ჩურჩულებ , დეიდაშვილო ? - ჰკითხა წარბაწევით .
- რას და ... გიორგაძემ დამიჩაგრა ძმაკაცი , სიტყვა პასუხში , არაა ეგ მოსული პონტი ძმა . - დათას გადახედა და რაღაც ანიშნა.
- მთავარია სხვა რაღააცებში , არ დავიჩაგრო . - გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი ძმაკაცს და აწითლებულ ანას გადახედა.
- აგერ ძროხები , მიაკითხე დაგასპეცებენ . - ბოსლისკენ მიუთითა და ფეხზე წამოდგა.
ფეხზე წამოდგა , გახევებული დატოვა ქავთარაძე და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა სახლისკენ გზას .
- რაო ? მე მითხრა ეს ? - წარბები შეკრა მამაკაცმა.
- გაეკიდე დათა და გატყიპე ! - ლუკამ სრულიად სერიოზულად უთხრა და როცა დაინახა , ძმაკაცი როგორ აედევნა გიორგაძეს სიცილი ატეხა.

- მოგივლი შენ მერე ! - გამოსძახა დათამ და ანას ამოუდგა გევრდში . - მეჩვენება თუ ურთიერთობას , აქედანვე იაზვურად და პრობლემურად იწყებ ? - ცალი წარბი აქაჩა ზემოთ .
- და რატომ გადაწყვიტე , რომ საერთოდ ვიწყებ ურთიერთობას ? - არც კი შეუხედავს ისე გააგრძელა გზა.
- ნერვებზე მოქმედებას ცდილობ ? - ჩაეღიმა მამაკაცს. - გინდა გითხრა შენს საქციელს რა ქვია ? - გაუღიმა და სახლში შესული , თავისკენ შეაბრუნა.
გიორგაძე წამით ადგილზე შედგა და მის თვალებს , მზერა გაუსწორა.
- როგორ გინდა ... - მხრები აიჩეჩა და მობბილური ხელში აათაშა.
- ცდილობ დამალო , ჩემს მიმართ გაჩენილი სიმპატია . - არ იფიქროთ , რომ ქავთარაძეს თავში აქვს ავარდნილი და თავის თავზე ისეთი წარმოდგენა აქვს : მე ვარ და ჩემი ნაბადიო.
უბრალოდ ძალიან პირდაპირია , რასაც ფიქრობს იმას ამბობს.
თუ არ არის დარწმუნებული და ეჭვი რაღაც დოზით მაინც ეპარება , შანსი ნულის ტოლია , რაიმე წამოროშოს ისე ჰაერზე.
მაგრამ გამოცდილი კაცის გულს და თვალს რა გამოეპარება ? ერთი გამოუცდელი გიორგაძის , ახლად გაჩენილი გრძნობები ? , რომელიც გოგონას საერთოდ გააზრებული არ აქვს ? და იქ სადღაც , ღრმად ატეხილი ჩოჩქოლი , მისი სიმპატიურობიდან გამოწვეული ჰგონია?
არამც და არამც ! დათა ქავთარაძე ასეთი სულელი არ არის !
ანამ , რომ გაიზარა რა უთხრა , ვინ და რატომ , სახეზე მიცურინის ვაშლის ფერი გახდა.
ბრაზისგან თუ სირცხვილისგან სისხლი მოაწვა და თვალებზე ძარღვები დაეტყო.
რომელ დირკაში შემძვრალიყო ისიც კი არ იცოდა.
აქეთ იქით იყურებოდა და თვალებს აცეცებდა.
მამაკაცს მზერას საერთოდ ვერ უსწორებდა და ნერვებ მოშლილი თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
- დუმილი თანხმობის ნიშანია ... - ორი ნაბიჯი გადადგა დათამ და ისევ ეზოში გაბრუნება დააპირა.
გიორგაძემ ხელი წამითაც არ შუეშალა , არ აპირებდა არაფრის ახსნას.
გონებოდა ის რაც უნდოდა , მისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.
ხო მართლები ხართ ! ის ყველასგან განსხვავებული გოგონაა , რომელიც თავის სიცოცხლის მანძილზე , მხოლოდ და მხოლოდ ჭიხვინებს ცხენივით , იკბინება და იგესლება გველივით .
ჰა , ჰა ათასში ერთხელ აქლემურადაც შეიფურთხოს.
ათასში ერთხელ !
ასე , რომ ძალიან წყნარად ავიდა კიბეებზე და უკნიდან მომავალი დაჟინებული მზერაც დააიგნორა.
ქავთარაძე კმაყოფილებით აღსავსე მზერით უყურებდა უკვე გრძნობდა , რომ ასეთი ამაყი არსება ჯერ არასდროს ენახა.
არც ქაჯივით ავარდა და არც არაფერი გაუცხია მისთვის.
არც სიტყვა უთქვამს , არც შეწინააღმედეგებია , არც ახსნა დაუწყია , უბრალოდ აადგა და წავიდა.
მოეწონა , მოეწონა კი არა აღბრთოვანდა .
რაღაცნაირი გრძნობით აღივსო მის მიმართ და ზუსტად იცოდა , ძმაკაცებმა სწორად აღნიშნეს ! ეს ჩიტივით თავსიფულა და ლამაზი გოგო , ზუსტად სადათაო !

თავისთვის იჯდა ოთახში და მობილურში თამშობდა.
ვერ მიხვდა , როგორ უნდა გაეყვანა ლურჯი ხაზი ისე , რომ ყვითელი არ გაეწყვიტა.
ნერვები მოეშალა და იქვე მიაგდო .
- ჯანდაბა ! - ფეხები ააბაკუნა და ნერვიულად მიაბოტა ოთახის ბოლოსკენ.
ფანჯრიდან კარგად ჩანდა , როგორი დიდი მონდომებით იცინოდა ქავთარაძე.
მანქანაზე იყო მიყუდებული და დროდადრო შიგნით იყურებოდა.
- მახინჯი !- თავისთვის ჩაიფრუტუნა და საწყლად დამანჭა სახე . - სიმპატიური კი არა ... დეას თქმის არ იყოს , კაი ყვერჩიტა იქნება !
- ვინცხას , რაცხა უნდა და ეს რაცხა მე ვიცი , რაცაა ... - ელენე კისკისებდა და დაქალს ხან იქიდან კოცნიდა , ხან აქედან.
- შენ რა გინდა ახლა , რომ აქედანაც იმასქნა და იქიდანაც და ... - ენა აება და ფანჯრიდან კინაღამ გადავარდა იმდენი იცინა.
ბიჭებმა გაოგნებულებმა ამოიხედე ზემოთ და გიორგაძეს მიაშტერდნენ.
მანაც კიდევ გაიცინა და ხმა მაღლა ჩასძახა.
- ლუკა , ამოდი შენ შეყვარებულს "რაცხა" უნდა და გვიმასქნა ჩვენ საცაა ... - სიცილისგან იგუდებოდა უკვე.
ბიჭები ქვემოთ ახარხარდნენ , ზემოთ ელენე დაქალისკენ მიდიოდა და ხელებით , ფანჯრიდან გადაგდების იმიტაციას აკეთებდა.
- დროზე თორე , მართლა იმასქნის ეს ... - განწირულმა დაიკივლა და ოთახიდან მოკურცხლა.
გაბრაზებული ელენე უკან გაეკიდა და კარიდან გავარდნილისთვის , ხელი უნდა წაევლო , რომ გიორგაძე დათას მუცელზე შეახტა და წელზე გადააბობღდა.
მამაკაცი გაოგნებული იყურებოდა აქეთ იქით და იცინოდა.
- ახლა შენ გინდა , რომ დათას იმასქნა ? -ეგონა სამაგიეროს გადაუხდიდა ანას.
- ხო აი ვუმასქენი უკვე . - იცინოდა ისიც და დათას ხელს არ უშვებდა. - აჩუ , აჩუ ქავთარაძე , აქეთ გამაჭენე , უნაგირი რათ გინდა , შიდ არავინ კიდია , ტუჩი გთხოვე , მაჭამე და ჩემი ცოდვას არ გკიდია .- აკისკისა და ბოლოში მართლა "იმასქნა" . სინქრონში მოძრაობდა მამაკაცის წელზე და აჩუ-აჩუს იმიტაციას აკეთებდა.
დათამ მსუბუქი მოძრაობით , ისევ მუცელზე გადმოიჯინა და დამორცხვილს , რომელსაც სიტყვა შუა გზაში გაუყდა სიცილით გაუქნია თავი.
- რა ? - თვალები ააფახულა და ტუჩები გაბუსხა.
- აჩუ , აჩუ-სვის პატარა ხარ ჯერ შენ . - გაუცინა და ქვემოთ ჩადო.
-აჩუ, აჩუ-სთვის პატარა ხარ ჯერ შენ - გამოაჯავრა და უკანალის ქნევით წავიდა სახლისკენ.
მერე დაინახა , როგორ გაეკიდა ელენე და დეასკენ შეუხვია.
დეა გადაყირავდა და ზემოდან დაეცა ხარძიანს.
წამში ყველა გაიკრიფა ეზოდან და არავის ხმა აღარ ისმოდა არსად.
- რაო , შენც მოგინდა აჩუ - აჩუ ? - გაიღიმა და ცხვირზე აკოცა გოგონას.
- აჩუ , აჩუ კი არა გადამსვი აქედან .- ხელები და ფეხები ააფართხალა , ვითარცა თევზმა , ხმელეთზე.
- ნწ !- თავი გაუქნია და ხელები მაგრად მოხვია წელზე.
- ჩიორა , ჩიტო უარს ნუ მეტყვიი ! - დაიკივლა და სიცილით მოკვდა , როცა ჩიტის სკინტლი ზემოდან მათი მიმართულებით წამოვიდა.
რემიმ ჩაიღიმა და ნატროშვილი ფარად აიფარა.
სულ მალე თავზე რაღაცის დაცემა იგრძნო და ზიზღით დამანჭა სახე.
- ჩიორა ჩიტო , უარს ნუ ეტყვიი - გამოაჯავრა და სიცილით წამოაყენა , დაზარალებული.
-განანებ ! - წარბები შეკრა და მამაკაცისკენ გაიწია , ხარძიანმა ორივე ხელი მაგრად დაუჭირა და ვნებიანად წაეტანა მის ბაგეებს.
ხელები კაბის ქვეშ შეუცურა და ნაზ კანზე მოეფერა.
სიტყვა შუაზე , რომ გაუწყდა დანებდა და ხელები კისერზე მოათავსა.
განაბული სიტყვას ვერ ამბობდა და წამწამებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა.
დათას მანქანას აყუდა სასურველი სხეული და კაბის სამხრეები მკლავებზე ჩამოუსრიალა.
გამგელებული უკოცნიდა ტუჩებს და ვერც კი იაზრებდა , რომ უკვე აზარტში მძაფრად შედიოდა.
არც ნატროშვილს ანაღვლებდა გაშიშვლებული გრძნობები , არც ვითომ ფეხქვეშ გათელილი სიამაყე და არც არაფერი.
სიამოვნებდა და აკეთებდა !
ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა ამაში !
ხარძიანმა , უკანალით ისე მაგრად მიაჯახა მანქანას , რომ წამში ჩაირთო სიგნალიზაცია და ნატროშვილის უკანალმაც იგრძნო ტკივლი.
ტკივილი , რომელსაც ხარძიანის მოძრავი ხელები , საერთოდ აქრობდა და გაურკვეველი გრძნობებით ისროდა სადღაც.
- ჩიორა ჩიტო , უარს ნუ მეტყვიი - ღიღინით წავიდა რემი სახლისკენ და ბოლოსკენ ნაბიჯებს აუჩქარა. - ოღონდ შენ თხოვე და როგორ გაკადრებს . - შორიდან დაუძახა და სიცილით შევარდა სახლში.
გაავებულმა დეამ თმაზე ხელი გადაისვა და ზიზღით დამანჭა სახე.
აჭიჭყინებულ მანქანას , რომელიც სავარაუდოდ შემაწუხებელს აგინებდა , სწრაფად მოშორდა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
რომელი მზაკვრული გეგმა განეხორციელებინა , გონზე არ იყო.
გონზე არც მისი კოცნისგან და დაცინვისგან გაბრუებული ვერ მოდიოდა.
ერთი ნამდვილად იცოდა , ამ ყველაფერს , ოდნავადაც კი არ შეარჩენდა იმ თავხედს !
- მხოლოდ ჯიშს არ დავუწყევლი ! რა იცი , რაში წავაგო ... - ტუჩები გააწკაპუნა და სააბაზანოდან გავიდა. - მხოლოდ ჯიშს ! როგორც ჩანს , ბაყაყები მოენატრა , ღამე ! საწოლში ! - ეშმაკურად გაიღიმა და გვერდით გაიხედა , ფანჯრიდან გარკვევით ჩანდა მოცინარი ხარძიანი. - მაგ სიცილს , ამ ღამითვე დაგავიწყებთ ! ბაყაყების თავსიფულების დრო მოვიდა ხარძიანო , მიფრთხილდი !


ვიცი , ძალიან პატარა თავია , მაგრამ ძალიან ცუდად ვარ და მაპატიეთ რა , რა გამოვიდა არც კი ვიცი ... მთელი დღეა ვწევარ , ის არის რისი დაწერას მოვახერხე , ბოდიში და მადლობა ასე , რომ მოგწონთ და გვერდში მიდგახართ .
მიყვარხართ და იცოდეთ , რომ სამი თავიც და დავასრულებ.



№1 სტუმარი A

Vagiareb umagresia da dzalian miyvars me es istoria....

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაააან მაგარიააა ... ყველა წყვილი რა საყვარლებიაა <3 ფუუუ ბაყაყები მეზიზღებაა :X

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმე ცუდად ვარ კუჭი მტკივა....გული კუჭი ფილტბი ყველაფერი მტკივა იმდენივიცინე ცუდად ვარ სიცილიზგან :დ :დ :დ ლ;დ :დ: დ: დ :დ wink მალე გამოჯამრთელებას გისურვებ ჩიტო აბა წარმატებები...მეეშოკოლადები მეტკბილები მეშოკიმოკები და მერაფაელოები სხიარულო აბა შენ იცი love

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ვიცინე ისევ!
მის კომიკოსის სტატუსი შენ!
ყვერჩიტა მაგარი შერქმეულია რა!
პატარა იყო,მაგრამ კარგი.
მგონი,დათას მოტაცებაც მომიწევს :დ

 


№5  offline წევრი natia-natia

აუუ მაგარა ძაან

 


№6  offline წევრი Pepper

dzalian bevri vixalisa am tavis wakitxvisas <3 mteli tavi siamovnebit da erti amosuntqvit chavikitxe <3 dzalian saxalisod wer <3 am istoriis wakitxvisas katg xasiatze vdgebi <3

 


№7  offline წევრი Lana Tomlinson

ყველა თავი ერთად წავიკითხე.ვაიმე უკვე მიყვარს ეს ისტორია.ძალიან კარგია,უუუუკარგესი,მომწონს სიგიჟემდე.ველოდები ახალ თავს.

 


№8  offline წევრი eni

ყველაზე ტკბილი თბილი და სახალისო ისტორიაა ძალიან შემიყვარდა ამ ისტორიის თავები ერთდგეში წავიკითზე მეშვიდე თავის ჩათვლით და ესეც არაჩვეულებრივია და რა გავაკეთო რომ ვერ ვჩერდები ისე რომ შენი უუმაგრესი ისტორიები არ წავიკითხო გელოდები სულ მოუთქმელად აი ანა და დათო მარიამი და თოკოო უკვე ძალიან მომწონს ძველი წტყვილებიც ამავდროულად <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent