შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (18) ნაწილი (2)


26-01-2016, 19:42
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 700

უნივერსიტეტში რომ მივედით სწრაფად დაემშვიდობა ნინოს სალომე,ხელკავი გამომდო და აუდიტორიაში შევედით
-ხომ იცი რომ გიგას ელენე უყვარს?
-ვიცი სალომე,გგონია ამ სულელი გოგოს ნათქვამს ვეტყვი ელენეს?-გამეცინა
-რა იდიოტია პროსტა აზრზე ხარ?ეს რომ გიგამ გაიგოს შუაზე გაგლეჯს-ანერვიულდა სალომე
-კარგი,რა დაგემართა? მე და შენ არ ვეტყვით და ნინო ხომ არ მივა და ეტყვის?
-ფუ,აი პროსტა ასეთი დებილი და ბატი გოგონები რატომ არსებობენ?
გამეცინა და ვეცადე დამემშვიდებინა სალომე,მალე ლექციაც დაიწყო,ბიჭებიც შემოლაგდნენ გაკრეჭილები აუდიტორიაში,დანელიამ თვალი ჩამიკრა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-პაწუწა,როგორ ხარ?-გამიღიმა
-კარგად გოლიათო,შენ?-გავეკრიჭე
-გოლიათო რამე ახალია?-ჩაეღიმა
-აბა შენ რომ პაწუწას მეძახი?
-ხარ და მაგიტომაც
-კარგი,კარგი ჯობს გავჩუმდეთ თორემ ნახე ლეილა როგორი თვალებით გვიყურებს-სიცილით ჩავჩურჩულე
ლექცია რუსულ გრამატიკაში გვქონდა,მე დიდად არ გამოვირჩეოდი რუსულში,თუმცა დანელიას შეეძლო ამით დაეკვეხნა,ეს ერთადერთი იყო რაც იცოდა მგონი,თანაც ძალიან კარგად.რაღაც ტესტები მოგვცა ლეილამ,თუმცა მე აზრზე არ ვიყავი,არც გოგონებმა იცოდნენ დიდად რუსული,სამაგიეროდ დანელია გვყავდა ამაში ექსპერტი,ტეტსტები დაგვირიგა ლეილამ
-აკო-ვეცადე ჩუმად მეთქვა
-ჰო ნია
-რუსული ხომ იცი?
-მერე?
-დამაწერინე
ისეთი ხარხარი აუტყდა მთელმა უნივერსიტეტმა გაიგონა,მგონი ნახევარი საათი მაინც იცინოდა,ყველანი გაოცებულები ვუყურებდით
-ალეკო! გაჩუმდი,რამხელა ხმაზე იცინი?-მწარედ ვუჩქმიტე
-ვაიმე ნია,ეს რას მოვესწარი,შენ მთხოვ მე დამაწერინეო? ახლავე ჩემო სუნთქვავ!-სიცილს არ წყვეტდა,ისე გაკრეჭილმა გამომართვა ჩემი ტესტი და 2 წუთში გააკეთა
-მორჩი?-გაოცებულმა შევხედე
-ჰო
-ასე უცებ?
-ნია დაგავიწყდა,რო ცარიელი ტვინი ვარ?პროსტა არ მაფასებთ რა
-იცოდე ეს რომ არასწორი იყოს 0 ქულას ავიღებ და მერე ამოგაცლი მაგ ტვინს-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და ჩვენი ტესტები ჩავაბარე ლეილას
-ნია
-ჰო
-უყვარხარ აკოს-იმხელა ხმაზე მითხრა რომ ყველამ გაიგონა,შემრცხვა სახეზე წამოვხურდი და უხმოდ დავჯექი ჩემს ადგილას
სიცოცხლე სიგიჟეა,ცხოვრებაც სიგიჟეა,სიყვარულიც სიგიჟეა...
დღეს ბოლო ლექცია გვქონდა,მალე საახალწლო არდადეგები დაიწებოდა და ფინალური გამოცდებიც. უნივერსიტეტის კაფეში ვისხედით.
-აბა ბიჭებო,რას იკისრებთ?-ტაში შემოსცხო სალომემ
-ლობიანი,ხაჭაპური თუ ჰოთ დოგი?-სიცილით გასცა პასუხი ლადომ
-ეგენი შენ ჭამე! მალე ფინალურები დაიწყება,ყველა ვარიანტში ჩვენგან მოგიწევთ გადაწერა,აბა თქვენ წყალწაღებული ოროსნები ხართ,ხოდა რას იკისრებთ გამოცდების ბოლოს?
-გოგო მე შენი შეყვარებული რო ვარ დაგავიწყდა?-აშკარად დაეტყო ლადოს სახეზე გაბრაზება
-ელენე შენ ხო უანგაროდ გადამაწერინებ?-მოეხვია ელენეს გიგა
-კი აბა რა გიგუჩი,ელოდე შენ მაგას-გაეკრიჭა
-ნიაჩკა შენ ხო არ გავხარ შენს დაქალებს?-ამაყად გადმომხედა დანელიამ
-ეგ ჩვენზე უარესია-სიცილით უპასუხა სალომემ
-მოკლედ,თუ გინდათ რომ ამჯერადაც ჩვენს ხარჯზე გამოძვრეთ როგორც ბოლო 3 წელია აკეთებთ რამე უნდა იკისროთ-კმაყოფილი სახე მიიღო ელენემ
-და მაინც რა გინდათ?-მობეზრებული სახით გადმოგვხედა ლადომ გოგონებს
-ბაითი ჰიმალაიზე
-არც კარიბის კუნძულებზე ვიტყოდით უარს-სიცილით გადავხედეთ ბიჭებს
-მაგის ტრ*კი რო გვქონდეს რათ გვინდა გამოცდების ჩაბარება, ფეხს არ შემოვადგამდი ამ უნივერსიტეტში-ოჰო! არ ჩამოგვრა იუმორში გიგა
-კი,კი ეჭვი არ მეპარება მაგაში-გაეკრიჭა ელენე
-გოგონებო ბევრს თუ გაატრაკებთ ლობიანსაც არ გიყიდით ზაირას საცხობში-კმაყოფილმა გადმოგვხედა ლადომ
-ვაი შე საწყალო,ვნახავ ერთი რას იზამ გამოდებზე პირს რო დააღებ სალომე გადამაწერინეო
-აგერ აკოსგან გადავწერ,ან გიგასგან
-კი როგორ არა,ნელა ქენი
-ჩვენგან რანაირად გადაწერ შეჩ*ემა?-გაკვირვებულმა კითხა დანელიამ
-ნია ხო დაგაწერინებს? ხო დააწერინებ ნია?-მერე მე მომიბრუნდა ლადო
-გადავყვები თან-გამეცინა
-აი ხო ხედავ ძმაო,მოილაპარაკეს-მხრები აიჩეჩა დანელიამ
-გადაგაწერინებ აკო,აბა რას ვიზამ როდის დამიტოვებიხარ ისე?-ხელი ხელზე დავადე
-ვაიმე ჩემი პაწუწა!-ისე გაუხარდა ცხვირზე მაკოცა
-აი ხო ხედავ სალომე უანგარო სიყვარულს?-გულდაწყვეტილი მიუბრუნდა ლადო სალომეს
-ნიასნაირი კეთილი არ ვარ მე,იმდღეს როგორ მახვეწნინე ბიბლიოთეკაში გახსოვს? გგონია მაგას შეგარჩენ?-თითი აუფრიალა
ცხვირწინ
იდევ დიდხანს იკამათეს,ბოლოს კი სახლებში წამევდით.ისევ და ისევ არ მჯეროდა და რომ მე და აკო ისევ ერთად ვიყავით.თავი სიზმარში მეგონა.ოღონდ მართლა.ამდენი ტანჯვის შემდეგ ისევ ერთად ვიყავით,ისევ შემეძლო მას მოვხვეოდი როცა მომინდებოდა არ მომიწევდა მისთვის შორიდან გულმოკლულს ყურება,ენით აღუწერელი,საოცარი შეგრძნება იყო,რომელიც ფრთებს გასხამს და გაბედნიერებს.
სიცილი ერთადერთია რაც სიმხნევებს გმატებს,ეს სამყარო ისევ და ისევ გატირებს ყოველდღიურად,არ უნდ ამისცე შენში არსებულ ბოროტებას დაგაჩოქოს,სიგიჟე ტრიალებს ირგვლივ,ჩვენს გარშემო,ყველაგან,განა სიგიჟე არ არის ამ ყველაფრის შემდეგ ირწმუნო რომ ყველაფერ კარგად იქნება? განა სიგიჟე არ არის ირწმუნო სმაუდამო ბედნიერება? როცა გიყვარს გინდა მასთან ერთად სამუდამოდ იცოცხლო ამ ლამაზი ლურჯი ცის ქვეშ.ზოგი თვლის რომ რწმენა უბრალოდ ბავშვური თამაშია,რომლისაც მხოლოდ ბავშვებს სჯერათ,მაგრამ რწმენის გარეშე ხომ ცარიელნი ვართ? მამაცი უნდ აიყო მაშინ,როა ხედავ რომ ყველაფერი თავზე გენგრევა და ბედნიერებისკენ გრძელი გზაა გასავლელი,უნდა გჯეროდეს რომ მარტო არ ხარ,ვისაც უყვარხარ მარტო არასოდეს დაგტოვებს.
გაყინული შევედი სახლში,ისე ციოდა ძვალსა და რბილში ატანდა,გავიძრე შუზები და მანტო იქვე მივაგდე დივანზე.
-მოხვედი დედი?-ღიმილით მომეგება ნინო
-ხო დე,რა გვაქვს საჭმელი?-ხელები გადავიბანე და სამზარეულოში შევედი
-ქათამი და კარტოფილი დე,ნია შენთვის კარგი ახალი ამბავი მაქვს-ხელები გაასავსავა ნინომ
-რა ხდება?-ქათამს ბარკალი მოვაგლიჯე და მთლიანად ჩავიდე პირში
-ამ არდადეგებზე შენ და ნათიას რუსეთში გიშვებთ ბებოსთან ერთად-სიხარულით მახარა
-ვააა,მართლა? ეგ როდის გადაწყვიტეთ?-ბარკალი დავდე და ნელა განვაგრძე ღეჭვა
-არ გაგიხარდა?-შემატყო რომ ამ ამბით დიდად მოხარული არ დავრჩი
-აუცილებელია წავიდე?ინებ ნათია წაყვეს მარტო
-მეგონა გინდოდა წასვლა,ლუკას და მარიამსაც ნახავდით რამდენი ხანია არ გინახავს დეიდაშვილები,დეიდა ბიზა,არ გენატრებიან?თანაც გიამ უკვე ყველაფერი მოაგვარა,გახსოვს პატარაობაში როგორ გიხაროდა იქ წასვლა?
-ვაიმე დედა ეგ რა შუაშია? მაშინ 5 წლის ვიყავი და საერთოდაც მაგრად არ მევასება ეგ რუსეთი და რუსები!
-ნია,რანაირად ლაპარაკობ?მგონი სულ გამოგაშტერა იმ ალეკომ! ან საერთოდაც რას ელოდები მაგ ბიჭისგან? მომავალზე არ ფიქრობ?რა უნდა შემოგთავაზოს? ერთი უსაქმური არაფრისმქონე ტიპია
-დედა,რანაირად ლაპარაკობ? ეგ საერთოდ რა შუაშია? ან როდის იყო ფულით ვანსხვავებდი ადამიანებს? შენ თვითონ არ მასწავლიდი მატერიალურს არასოდეს შეხედოო? ახლა რა შეიცვალა?-გავბრაზდი ძალიან
-მე შენთვის გეუბნები დედიკო,იმას არ ვამბობ რო აკო ცუდი ბიჭია,უბრალოდ მინდა კარგი მომავალი გქონდეს,ხომ იცი მე და მამაშენს ყველაფერი თქვენთვის რომ გვინდა?არასოდეს არაფერი დაგკლებია ყოველთვის ყველაფერი გქონდა რაც გინდოდა,გექნება იგივე ალეკოსთანაც? პატარა გოგო არ ხარ ნია,უკვე უნდა იფიქრო ამაზეც
არაფერი ვუპასუხე,ვიცოდი დედა მართალი იყო,ლანაც ყოველთვის ამას მიმეორებდა რა გელოდება დანელიასტან ტიპს ცხოვრებაში არ უმუშავია ქუჩაში დგომის და საქმის გარჩევის მეტი არაფერი იცისო.დედის ხარჯზეა და საკუთარი არაფერი გააჩნიაო.ვიცოდი ორივე მართალი იყო,თუმცა ალბათ მაინც ჩემი ოჯახის იმედი მქონდა,არასოდეს არაფერს გამიჭირვებდა მამაჩემი.
მეორე დღეს აკო გამოვიდა ნახალოვკაში,სკვერში ხის სკამზე ვისხედით,ისე ციოდა ვკანკალებდი,თუმცა ვცდილობდი არ შემემჩნია,ვიცოდი ფული არ ქონდა სადმე რომ დავეპატიჟე,ჩემს დაპატიჟებულზე არ წამოვიდოდა და ამიტომაც მოთმინებით ვიტანდი გამყინვარებას
-ნია,გცივა ხო?
-არა-გავეკრიჭე
თავისი ქურთუკი გაიხადა და მომაცვა
-ვაიმე რას აკეთებ?ასე ხომ შენ გაიყინები?თბილად მაცვია აკო,აი ნახე რამდენი მაცვია
მაინც არ დამნებდა და მომახურა ქურთუკი და ჩამეხუტა
-ასე თბილად ხარ?
-კი
-ცოტახანიც და გაგიშვებ,არ მინდა ჩემს გამო გაცივდე
-კარგი რა,დაიკიდე
-ვერ დავიკიდებ ნია,ელემენტარული ისიც კი არ შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო
-კარგი რა აკო,ეგ რა ლაპარაკია,ხო იცი რო მე ეგეთები არ მაინტერესებს?
-მოვა დრო და დაგაინტერესებს ნია
-ოოო,კარგი რა,ბედნიერება შენს გვერდითაა,ჩვენს ერთად ყოფნაში თორე ფული მაგრად არ მაინტერესებს
-აი ამიტომაც მიყვარხარ ნია,სასწაული გოგო მყავხარ!



№1 სტუმარი nia

ასეთ მატერიალურ საკითხებზე მეც ხშირად მაქვს ხოლე ჩემს ოჯახის წევრებთან კამათი. გამოცდილი ადამიანები მაინც სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას winked თუმცა გულის სიღრმეში ვიცი და ალბათ შენც ხვდები რამდენი სირთულის გადალახვა მოგიწევთ ერთად გაჭირვების გამო. ერთს გირჩევ მამის დახმარების იმედად ნუ შექმნი ოჯახს. ბატონმა ალეკომ უნდა გაითავისოს, რომ საკუთარი ფული აუცილებელია, თორემ ოდესღაც ყველას ბეზრდება სხვისი რჩენა და ესე რომც არ იყოს სათქმელად ყოველთვის ექნებათ რომ მათ კისერზე ხართ.

 


№2  offline წევრი cancara

მომწონს კარგია მალე დადე

 


№3 სტუმარი EmiIy

Ici ragacnairad alekoc martalia dznelia ojaxis sheqmna rodesac arc tavisi xelfasi aqvs aseve ar mushaobs mitumetes arc mshoblebi kavs "milioneri" mesmis rom sikvaruIs ukureb ubralod sanam ojaxs sheqmni ifiqre kvelaferze, dafiqrdi da mxolod mamashenis xarjze nu iqnebi, dznelia roca ojaxs ar aqvs tavisi shemosavali da mshoblebi archens. ubralod gisurveb bednierebas da sanam did nabijs gadadgamde mxolod sikvarulis imedad kvelaferi awon-dawone, nu albat gaxsovar wina tavebis komentarebidan da martla dzalian mixaria sheni bednireba da isic rom mis gverdze kargad grdznob tavs. Ubralod dafiqrdi es cxovreba da ara zgapari. Nu mokled bevri vilakbe:d ubralod gisurveb bednierebas❤da ubraiod dafiqrdi chem sitkvebze cudad ar gamigo ❤

 


№4 სტუმარი Neni

ფოტოზე გაბრიელაა უმაგრესი ბლოგერია...♥

 


№5 სტუმარი EmiIy

Daa kidev sheni foto dadeee((❤

 


№6  offline მოდერი bibo

ეხა წავილითხე ანუ ვერ გეტყვი რო პული მეასე ხარისხოვაი არი მაგრამ ეგეც მთავარია მე ვთვლი თუ სიყვარულია ყველაპერი იქნება არა პულიმთავარი მგრამ პულის დროც მოდის როცა გინდა და არ გაქ გეც არი მაგრამ პულის გამო სიყვარულს ნუ გაწირავ უარს ნუ იტყვი ყველაპერი იქნება ორივეს მონდომებით და ღვტის წყალობით გჯეროდეს გწამდეს რო გამოგივათ ყველაპერ.....როცა დაჭირდება მუშაობა იმუშავებს კიდევაც და გარჩენს და ყველაპერი ასე როო მთავარი არა პული ცხოვრებაში ბევრს პული აქ მაგრამ სიყვარული არა ასე როოო იბრძოლე შეი ბედნიერებისტვის და პული და კაი ცხოვრებისგამო ნუ დაიხევ უკან და უარს ნუ იტყვი...ვიცი მესმის კარგი ცხოვრებიდან ეგეთ ცხოვრებაზე გადასვლა რა მაგრამ მთავარია ერთად იყოთ კარგად პულიც იქება და ყველაპერი....შენ იცი ტკბოლო წარმატებებიიი სოკოლადოოო იმედია ეხა რო ბედნიერი ხარ ეგეთი იქნები ბედნიერი აკოსთან ღმერთი შეგაბერებთ ერთმანეთს love love

 


№7  offline მოდერი Anye-Any

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო ასეთი თბილი სიტყვებისთვის და გამხნევებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent