შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (21 თავი)


26-01-2016, 23:44
ავტორი murachashvili
ნანახია 3 905

ოცდამეერთე თავი
ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ალბათ ლოდინი იყო. დრო თითქოს გაჩერდა, ითვლიდა წამებს, წუთებს, საათებს და ელოდა. შეხედავდა საათს, სულ რაღაც თორმეტი საათია გასული, მას კი საუკუნედ ეჩვენებოდა. ალბათ ასეთ დროს გრძნობდა, როგორი უსუსური ყოფილა ბედისწერის წინაშე, არადა თავი ყოვლისშემძლე ეგონა.
დრო ისევ გადიოდა, საათს აღარც უყურებდა, უკვე იცოდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა. დრომ დინება შეწყვიტა, გაჩერდა, გაიყინა ერთ წერტილზე...
ერთ თვეზე მეტია გამჭვირვალე ვიტრაჟიდან ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა აკა აპარატზე მიერთებულ ქალს. ოჯახის წევრების გარდა პაციენტთან არავის უშვებდნენ, აღამებდა და ათენებდა მიმღებში. გადაღლილი, ამოღამებული თვალებით ელოდა ყოველ დღე ექიმის გამოსვლას.
პალატიდან თეთრი ხალათით ეკა გამოვიდა. თვალები დასწითლებოდა ქალს. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ისევ იტირა. მუდამ ხალისიანმა და ბედნიერმა ღიმილი დაივიწყა.
- ჩვენები სად არიან? - ემოციებისგან დაღლილმა ჰკითხა აკას.
- მირიანი სამლოცველოში. ბავშვები სასამართლოში. დღეს გიორგის პროცესია...
- არ დაიღალე?! დასვენება არ გაწყენდა, აკა.. - სახეზე მოეფერა, ჟრუანტელმა დაუარა აკას თეკლეს ისე ჰგავდა დედა. ცრემლები მოაწვა, მაგრამ შეიკავა.
- სახლში ვერ მოვისვენებ. ფიქრები მჭამს, თვალებს ვხუჭავ და იმ ავბედით დღეს ვხედავ. მისი სახე არ მცილდება... - ხმა უკანკალებდა ბიჭს. - კარგი იქნებოდა დროს უკან დაბრუნება რომ შეეძლოს...
მოწყენილი უმზერდა ქალი, გრძნობდა როგორ სტკიოდა თეკლეს ტკივილი.
- ის გადარჩება, აუცილებლად მოვა გონს, ვერ მიგვატოვებს, არ მიგატოვებს... ექიმი ეხლახანს იყო შემოსული, სავარაუდოდ ორ საათამდე არ გამოჩნდება, თეკლესთან შესვლა თუ გინდა შედი...
- ქალბატონო ეკა... - ემოციებს ვერ იოკებდა აკა, სიხარულიგან თრთოდა.
- მე ხელს არ შეგიშლით, - ისე გახედა აპარატზე მიერთებულ შვილს, თითქოს იგრძნობდა ვაჟის იქ ყოფნას - მირიანთან შევალ... მართალია არ იმჩნევს, მაგრამ ღელავს, იქნებ ცოტა მაინც დავამშვიდო...
გამბედაობა მოიკრიფა ვაჟმა, ღრმად ჩაისუნთქვა და პალატაში შევიდა.
თეთრ, ნათელ ოთახში მხოლოდ ერთი ლოგინი იდგა. გვერდით მოციმციმე აპარატი ტეხილებს ავლებდა. ეს ერთად-ერთი სიცოცხლის ნიშანი იყო ლოგინში მოთავსებული პაციენტისა. უძრავად იწვა, თვალებ დახუჭული თეკლე. სიცოცხლესაც კი დასთობდა, ოღონდ ერთხელ კიდევ ჩაეხედა მის ცისფერ თვალებში. იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა. ქალის გაცრეცილი, გამხდარი თითები მუჭში მოიქცია და პატარა ბავშვივით ალუღლუღდა:
- არ დამტოვო, გთხოვ... შენს ჩანახატში შეყვარებული ბიჭი აცოცხლებდა ქალს. ყოველთვის მიკვირდა, რაგორ დასცინოდი სიკვდილს. შენ ხომ სიცოცხლე გიყვარს. მე კი შენ მიყვარხარ. ჩემი სიცოცხლე შენ ხარ. რა გჭირს? დანებდი? არ გაბედო თეკლე, გთხოვ შემიცოდე, ვეღარ ვუძლებ, უცნაურია, დღემდე არ ვიცოდი, სიჩუმეს ფერი თუ ჰქონდა. უშენობას სიჩუმის ფერი ჰქონია... შენი სიცილი მომენატრა, შენი კისკისი. თავი მაგარი მეგონა, შენ კი შიშიც მასწავლე. ბრძოლისთვის სტიმულს მაძლევდი, ეხლა კი მეშინია.
სჯეროდა, თეკლეს მისი ესმოდა. უფლება არ ჰქონდა, უნდა გაეგო.
- არ დამტოვო, თეკლე გთხოვ, - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ის - არ ვარ ისეთი ძლიერი შენ რომ გგონივარ, უშენოდ ვკვდები... - ხელებს უკოცნიდა თეკლეს, გულში ძლიერად იკრავდა.
აშკარად წამი წყვეტს ცხოვრებას, ტვინს იმპულსი მიეწოდება, რეფლექსი, მუხტი, ელექტრო შოკივით ურტყავს, გაციებულ სხეულში ჯერ წერტილი ცხელდება, გესმის გულისცემა, პულსი მატულობს, ბაგ... ბუგ.. ბაგ... ბუგ... თურმე რამხელა ხმა ჰქონია გულს, თურმე როგორი ყვირილი შესძლებია, აპარატი თითქმის კივის.
- ექიმი ჩქარა, გესმით ექიმი... - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო აკამ. წითელ ღილაკს ძლიერად უჭერდა ხელს.
სწრაფად შემოცვივდნენ ექთნები პალატაში.
- დატოვეთ პალატა.. - მკარცი ხმით გამოუცხადა კახა ექიმმა.
ალბათ ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებდა აკა, გასვლა, რომ შესძლებოდა. პაციენტის სუსტი თითები ძლიერად უჭერდა, მარწუხებივით ჩასჭირებოდა ვაჟს და გასვლის საშუალებას არ აძლევდა. დაკრუნჩხული თითების გაშლას ეცადა ექიმი, საიდან ჰქონდა ამ გოგოს ამხელა ძალა? გაოცებულმა გამოხედა კახამ აპარატს მიჩერებულ ბიჭს, უსიტყვოდ უმზერდა ორმაგად შეშინებულ, გაფითრებულ ყვაწვილს, ამ ბუმბერაზმა ღიმილი ვეღარ შეიკავა.
ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა თეკლეს. აშკარად არ ეჩვენებოდათ, ნელ-ნელა შეირხა ქალი, თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა ბიჭმა. წამებს ითვლიდა, შეშინებული შემოვარდა ეკა, სადღა ახსოვდა, მირიანისთვის ემოციები რომ არ უნდა ეჩვენებინა.
- მოითმინე, ეკა... მოითმინე... - ყელიდან წამოსული კივილი ჩაუხშო მეუღლემ. გულში ჩაიკრა ქალი, თვალს არ აშორებდა თეკლეს ბიჭის თითებს ჩაბღაუჭებულ ხელებს - არ დამღუპო შვილო... - ცრემლები ვეღარ შეიკავა კაცმა.
ცხოვრებაში დღესაც ხდება სასწაულები, მაგრამ ჩვენ, ადამიანები ან ვხედავთ, ან ვერა. ბედნიერია ვინც ამას გრძნობს, ვინც ცხოვრებისგან სიხარულს იღებს.
მედიცინაში ამას კომატოზურ მდგომარეობიდან გამოსვლას ეძახიან. ცხოვრებაში?! ალბათ ხელახლა დაბადებას, ალბათ - არა, ნამდვილად ხელახლა დაბადებას. ცხოვრებას ფერები დაუბრუნდა, ერთ ადგილზე გაჩერებული დრო ამოძრავდა.

ჯიუტმა პაციენტმა თვალები გაახილა, სინათლემ ალბათ თვალი მოსჭრა, უცებ დახუჭა, ნელ-ნელა ისევ გაახილა. ცისფერი, ნათელი თვალები შეანათა აკას. არაფერი უთქვამს, სიტყვა არ დასცდენია, თუმცა ისეთი მზერა ჰქონდა, სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ბიჭს. ალბათ იგრძნო მისი რეაქცია, ოდნავ გაეღიმა გოგოს.
უკან დაიწია აკამ და მშობლებს მისცა საშუალება შვილთან მისულიყვნენ. გაუბედავად მიუახლოვდნენ თეკლეს ლოგინს, თითქოს ეშინოდათ რამე არ დაეშავებინათ ქალიშვილისთვის. ერთმანეთის გვერდზე მდგომ წყვილს ხელით ანიშნა ჩახუტებოდნენ, კახას დამფრთხალმა გახედა ეკამ, და როგორც კი მისგან თანხმობა მიიყო მაშინვე გულში ჩაიკრა გონს მოსული შვილი:
- მაპატიეთ! - ჩუმად ლუღლუღებდა თეკლე.
- ჩემი ლამაზი, ჩემი დახატული... - თავზე ეფერებოდა და გაცრეცილ სახეს უკოცნიდა ქალი. ალბათ საკუთარი ბედნიერების არ სჯეროდა მირიანს, ხან ცოლს იკრავდა გულში და ხან შვილს.
- კარგით, ახლა საკმარისია... ძლივს გონზე მოსულ პაციენტს მოფერებით ნუ გაჭყლიტავთ... - ხვდებოდა დასატოვებლად, რომ არ ემეტებოდათ ახლობლებს თეკლე, მაგრამ მაინც სთხოვა პალატიდან გასულიყვნენ, - ერთხელ კიდევ ჩავუტარებთ სრულ გამოკვლევას და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ჩვენი გოგონა სტუმრების მიღების განწყობაზეა, მნახველებსაც შემოგიშვებთ...
- კახა ბიძია, გთხოვთ რა... სულ ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ...- ცრემლიანი თვალებით ქვემოდან გამოხედა აკას. ღიმილი გაეპარა სახეზე ექიმს.
- ეს ბიჭი აქედან მთელი თვეა ვერ გავუშვით, დარწმუნებული ვარ არც ახლა წავა, დაგელოდება... ეხლავე თუ არ წაგიყვან ანალიზებზე, გოგაც გამოჩნდება, შემდეგ სეფე ქალების ამალაც, თავისი გადარეული კავალრებით, სად შემიძლია ამდენი... - ხუმრობდა კახა - ჯერჯერობით ისევ მე ვარ ექიმი, აბა დროზე, დროზე... - გასასვლელისკენ უბიძგა მნახველებს - თეკლესთვის გადაღლა არ შეიძლება..
- ამის გამოსწორება არ იქნება... - სიცილს ვერ იკავებდა მირიანი - შეხედე რა დღეშია, ისე უხარია, მე მგონი დამამშვიდებელი უნდა მიგვეცა... შეხედე ეკა, შეიძლება ამ გიჟს შვილი ვანდოთ....
ვიტრაჟიდან ხედავდნენ, როგორ ცეკვა-ცეკვით უღებდა თეკლეს ანალიზებს.
- საკმაოდ სუსტი იყო პატარაობისას, კახას ხშირად ვსტუმრობდით, ანალიზების აღების დროს ყოველთვის ტიროდა და ასე ართობდა... - სიცილით გადაულაპარაკა აკას.
- მართალია, აშკარად მაშინაც ურიკინებდა... - ხმამაღლა როხროხებდა ძმაკაცის ცეკვის შემხედვარე მირიანი.
ღიმილით შესცქეროდა ბედნიერ წყვილს ვაჟი. სიამოვნებდა მათი გაბრწყინებული სახეების დანახვა, როგორც იქნა დაბრუნდნენ ძველებურად ხალისიანი ეკა და მირიანი.

აი, უკვე მეოთხე თვე იყო რაც წინასწარ გამოძიების საკანში იჯდა გიორგი. ნარზე წამოწოლილი მისჩერებოდა თეთრად შეღებილ ჭერს და ფიქრობდა.
ციხე ალბათ ერთად-ერთი ადგილი იყო, სადაც დროს არავინ უთვლიდა. წარსულს იხსენებდა, ფიქრობდა სად დაუშვა შეცდომა, სად დაიკარგა. როგორ მივიდა პატარა, ცელქი ბიჭიდან კაცის მკვლელამდე. არ უყვარს ეს სიტყვა, მკვლელი, მაგრამ უკვე ისეთი სიხშირითა და ინტენსივობით მოიხსენიებდნენ, თვითონაც კი დაიჯერა, თურმე არაკაცია, სასტიკი პირუტყვი.
თვალებს ხუჭავს და სასამართლოს სხოდომას იხსენებდა.
ადვოკატი რიგ-რიგობით აწარმოებდა მოწმეების დაკითხვას, ლიკაც კი ჩამოვიდა სოფლიდან. ყველანი ერთიდაიგივეს ყვებოდნენ, როგორ ესროლა ამ პროცესისთვის აწ უკვე „დაზარალებულმა“ თეკლეს, როგორ უმიზნებდა დაჭრილი ქალიშვილისკენ დახრილ აკას, იარაღზე ხელის აკვრის მიზნით უბიძგა გიორგიმ და სწორედ ეს ბიძგი გამოდგა საბედისწერო, ბიჭმა წონასწორობა ვეღარ შეიკავა და მოწყვეტილი დავარდა. თავი ჩამოარტყა ბორდიურს და გარდაიცვალა.
- თქვე ნაძირლებო, მოსყიდულო ღორის შვილებო, - ბოლო ხმაზე კიოდა შავოსანი ქალი, როგორც შემდეგ გაიგო გარდაცვლილის დედა - რადგან ჩემს შვილს ჩინოვნიკი მამა არ ჰყავდა, ამიტომ მიჩაგრავთ? მიცვალებულს აბრალებთ თქვენს დანაშაულს? მოგისყიდეს? რა შემოგთავაზეს სანაცვლოდ?
მოსამართლემ რამდენიმეჯერ მოუწოდა გამწარებულ დედას სიმშვიდისკენ, თუმცა უშედეგოდ. მართლა სხდომის დარბაზიდან ხომ არ გააძევებდა?!
ხედავდა გიორგი, როგორ განიცდიდა თამაზი ქალის სიტყვებს, გაფითრებული, თავდახრილი იჯდა, თითქოს თავის აწევის ეშინოდა, სცხვენოდა. იცოდა ასათიანმა, რომ მის დაბადებას თითქმის ათი წელი ელოდა ოჯახი. ჩვილი გიორგი კერპივით ჰყავდათ, უყვარდათ, თავს ევლებოდნენ, ეხლა კი მოსპო და გაანადგურა მამა. მან მათმა საამაყომ და ერთად-ერთმა მოუღო ბოლო, წაართვა იმედი. ორმაგად განიცდიდა გიორგი მის ტკივილს, სჯეროდა მამას, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამმაინც სტკიოდა, მაინც გული უკვდებოდა.
- დამპალო არამზადავ, ნაძირალავ, ამაყობ შენი შვილით?! მკვლელებო.... მტარვალებო.... - ისევ კიოდა და პიჯაკზე აჯანჯღარებდა ქალი, მანდატურებმა ძლივს მოაცილეს მამაკაცის პიჯაკს ჩაბღაუჭებული თითები და მისგან მოშორებით დასვეს.
რამდენიმეჯერ გულზე მიიჭირა კაცმა ხელი, შეშინდა ბიჭი, მამას თვალს არ აშორებდა.
ადვოკატს სთხოვა: - რაღაც კარგად არ გამოიყურება და იქნებ დარბაზიდან გაიყვანოთ...

ლიკას და თეკლეს უნდა მიეცათ ჩვენება, წინასწარ იცოდა, რომ გოგონების დარბაზში შესვლას წყევლა-კრულვის ახალი ტალღა მოჰყვებოდა.
ჯიუტი იყო თამაზი, ვაჟის თხოვნა არც ამჯერად გაითვალისწინა. პირველად თეკლე შემოვიდა დარბაზში. ფრთხილად, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ტრიბუნას, მოსამართლის თანაშემწემ მისი ვინაობა ერთხელ კიდევ გადაამოწმა და ხელწერილზე მოაწერინა ხელი, მხარე ადასტურებდა, რომ იტყოდა მხოლოდ სიმართლეს.
- ქალბატონო თეკლე, შეიძლება გვითხრათ რა გაკავშირებთ ბრალდბულ გიორგი ასათიანთან? - პირველი კითხვა პროკურორმა დაუსვა.
- გიორგი ჩემი ჯგუფელია...
- როგორი ურთიერთობა გქონდათ ბრალდებულთან?
- ახლო, ბატონო პროკურორო, ჩვენ ვმეგობრობდით....
- ქალბატონო თეკლე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენი მეგობრობა რბილად რომ ვთქვათ „შეხლა-შემოხლითა“ და „საქმის გარჩევებით“ დაიწყო...
- ბოდიშს ვიხდი, ბატონო მოსამართლევ, აღნიშნული კითხვა საქმესთან კავშირში არაა... - გააპროტესტა ადვოკატმა.
- უკაცრავად, მე უბრალოდ მსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ კარგად დაინახოს ბრალდებულის ბუნება, მიხვდეს, რომ აღნიშნული პირი ერთი ცნობილი ბუნტიორი და ჩხუბისთავია...
- ქალბატონო თეკლე, უპასუხეთ დასმულ კითხვას... - მკაცრად გამოუცხადა მოსამართლემ.
- თქვენი ინფორმაცია ალბათ ნაწილობრივ მართალია. ჩვენი ნაცნობობა კამათით დაიწყო. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. - ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა, წარსულის გახსენებაზე - ეს კამათი კი დიდი მეგობრობის დასაწყისად იქცა...
- კამათი? ალბათ ზედმეტად ალამაზებთ სიტუაციას ქალიშვილო... - ირონიულად აღნიშნა პროკურორმა - ანუ თქვენ არ ადასტურებთ, რომ გიორგი ასათიანი მთელ კურსს ატერორებდა და აშინებდა?!.
სხვა დროს მწარე კომენტარს არ დაიშურებდა თეკლე, მაგრამ გაჩუმება არჩია, არ უნდოდა გიორგისთვის ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო დაემძიმებინა, კითხვაზე პასუხი არ გასცა.
- კეთილი, იყოს თქვენებურად, ჩავთვალოთ, რომ დავიჯერეთ თქვენი მეგობრობის შესახებ ... - გესლიანად გაიცინა მამაკაცმა - რას გვეტყვით იმ დღევანდელ მოვლეებთან დაკავშირებით?
- ლიკა წინა დღეს ჩემთან მოვიდა, ნაცემი გახლდათ... მითხრა, რომ გარდაცვლილი ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა, მან უარი უთხრა და ამის გამო ასეთ მდგომარეობაში აღმოჩდა...
- შე ქუჩის კახპავ... ჩემი შვილი სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, ნარკოტიკი ღმერთო, გესმით?! - პათეტიკურად გადახედა დარბაზში მჯდომ ხალხს - ნამუსი არ გაქვთ? შეიძლება მიცვალებულისთვის ასეთი სიბინძურის დაბრალება? - ისევ ბოლო ხმაზე აყვირდა გარდაცვლილის დედა.
- მე არ ვიტყუები... - ბრაზი მოერია თეკლეს - თქვენი შვილი არაკაცი იყო და ამის აღიარება მოგიწევთ...
- მოწმევ, თუ შეიძლება თავი შეიკავეთ დამსწრეებთან კამათისგან... - კორეტულად შენიშვნა მისცა მოსამართლემ.
- ბოდიშს ვიხდი, ბატონო მოსამართლევ, მაგრამ... - ხმა გაებზარა თეკლეს - მესმის, საკუთარ შვილზე ძნელია ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ მისი უდანაშაულო და კეთილშობილი ვაჟის წყალობით უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე ხერხემალზე, ერთი თვე კომატოზურ მდგომარეობაში გახლდით, ამ დანაშაულისთვის პასუხი ვინ უნდა აგოს? შორიდანვე დავინახეთ, როგორ ეჩხუბებოდა ლიკას, გულგრილად ვერ გავივლიდი. მე წინა დღეს ერთხელ უკვე ვნახე, რით დასრულდა მათი კამათი. ალბათ შევცდი, მეტი წინდახედულობა უნდა გამომეჩინა, გაშველების მცდელობის ნაცვლად, პირდაპირ პოლიციაში უნდა დამერეკა და ის ნაძირალა დაეკავებინათ, მაგრამ ამდები ვერ განვსაზღვრე... მაპატიე, გიო, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი... - ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა ბიჭს - მან მე სიცოცხლე შემინარჩუნა, ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის გამიზნული მეორე ტყვია აგვაცილა. ვწუხვარ თქვენი შვილი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ ეს მართლა შემთხვევით მოხდა...
თეკლე ისეთი გრძნობით საუბრობდა, რომ ძნელი იყო მის სიტყვებში ეჭვი შეეტანათ, რაოდენ დაბრმავებული და გაბოროტებულიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, იძულებული იქნებოდა ეღიარებინა, რომ ეს გოგონა არ ტყუოდა. ხედავდა გიორგი, როგორ უთრთოდა ტირილისგან გარდაცვლილის დედას მხრები.
- ქალბატონო თეკლე, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით... - ცივად გამოუცხადა პროკურორმა.
- დღეისთვის საკმარისია, დროებით შესვენებას ვაცხადებ... -მოსამართლემ მძიმე ხის ჩაქუჩი მაიდაზე დააბრახუნა...
- დეხზე ადექით, სასამართლო მიბრძანდება... - ხმამაღლა გამოაცხადა სხდომის მდივანმაც.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლები წამომივიდა იმდენად იმოქმედა გიორგის ამბავმა ჩემზე იმედია არ გაწირავ ბოლომდე ასათიანს... თეკლეს კომიდან გამოსვლა იმდენად ბუნებრივად აღწერე რომ სასწაულების ნამდვილად დავიჯერე... საოცრება ხარ არ ვიცი კიდევ რა შემიძლია ახალი ვთქვა შენს ნიჭზე ძალიან ნიჭიერი ხარ... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და ასათიანის ბედს...

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალოან მომწონს შენი წერის სტილი. მარტივი, ადვილად საკითხავი და თან საკმაოდ დამაფიქრებელია. <3 ერთი სული მაქ გავიგო გიორგის რა განჩენს გამოუტანენ. არა ეგ ბიჭი ციხეში ჯდომის ღირსი :-( ლიკას ამბავიც მინტერესებს. ბოროტი ვინები და ღირსია კარგად დაიტანჯოს თავისი დაუფიქრებელი და ცერცეტული ქმედებებისთვის :-P ნიკა ძალოან მეცოდება :-( თეკლეზე და აკაზე არაფერს ვამბობ <3 <3 <3

 


№3  offline წევრი aneta

ლიკას მეგობრები სჭირდება გვერდით და ეჭვი არ მეპარება, რომ თეკლა არ მიატოვებს, მაგრამ ნიკას პატიებას ნამდვილად არ იმსახურებს. მეტი აკა და თეკლა მინდა მე love ჩამოყალიბებული მწერალი ხარ და შენს ისტორიებს აღარ სჭირდება ზედმეტი კონტროლი და შემოწმება, მგონი დროა საიტის ადმინისტრაციამ მოგანიჭოს შესაბამისი სტატუსი, რომ აღარ ველოდოთ თავების გამოქვეყნებას

 


№4  offline წევრი irinka123

თეკლა რა კარგია რომ გადარჩა, გიორგი თავიდან არ მომწონდა მაგრამ ახლა კიი და იმედია გაამართლებენ. საღამოს დადებ ახალ თავს?

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლები წამომივიდა იმდენად იმოქმედა გიორგის ამბავმა ჩემზე იმედია არ გაწირავ ბოლომდე ასათიანს... თეკლეს კომიდან გამოსვლა იმდენად ბუნებრივად აღწერე რომ სასწაულების ნამდვილად დავიჯერე... საოცრება ხარ არ ვიცი კიდევ რა შემიძლია ახალი ვთქვა შენს ნიჭზე ძალიან ნიჭიერი ხარ... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და ასათიანის ბედს...

ablabudaa
ძალოან მომწონს შენი წერის სტილი. მარტივი, ადვილად საკითხავი და თან საკმაოდ დამაფიქრებელია. <3 ერთი სული მაქ გავიგო გიორგის რა განჩენს გამოუტანენ. არა ეგ ბიჭი ციხეში ჯდომის ღირსი :-( ლიკას ამბავიც მინტერესებს. ბოროტი ვინები და ღირსია კარგად დაიტანჯოს თავისი დაუფიქრებელი და ცერცეტული ქმედებებისთვის :-P ნიკა ძალოან მეცოდება :-( თეკლეზე და აკაზე არაფერს ვამბობ <3 <3 <3

aneta
ლიკას მეგობრები სჭირდება გვერდით და ეჭვი არ მეპარება, რომ თეკლა არ მიატოვებს, მაგრამ ნიკას პატიებას ნამდვილად არ იმსახურებს. მეტი აკა და თეკლა მინდა მე love ჩამოყალიბებული მწერალი ხარ და შენს ისტორიებს აღარ სჭირდება ზედმეტი კონტროლი და შემოწმება, მგონი დროა საიტის ადმინისტრაციამ მოგანიჭოს შესაბამისი სტატუსი, რომ აღარ ველოდოთ თავების გამოქვეყნებას


ძალიან მსიამოვნებს თქვენი კომენტარების კითხვა, დიდი მადლობა, რომ არ გეზარებათ და თქვენს აზრს მიზიარებთ პერსონაჟებთან დაკავშირებით. ამას ჩემთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

irinka123
თეკლა რა კარგია რომ გადარჩა, გიორგი თავიდან არ მომწონდა მაგრამ ახლა კიი და იმედია გაამართლებენ. საღამოს დადებ ახალ თავს?


ვნახო
თ როგორ განვითარდება გოირგის პერსონაჟი, იმედია ბოლომდე დადებით პერსონაჟად დარჩება, ცხოვრებაში გიორგი ტიპაჟი ნამდვილად არ იყო ცუდი ბიჭი და იმედია მეც მოვახერხებ მისი ხასიათის სწორად გადმოცემას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სამწუხაროდ დღეს ვერ მოვასწრებ დადებას, იმედია ხვალისთვის არ დაგაღალატებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent