შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (19) ნაწილი (2)


27-01-2016, 00:16
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 840

საღამოს ლანამ გამომიარა,მან არ იცოდა ჩემი და ალეკოს შერიგების ამბავი,არ ვიცოდი ეს მისთვის როგორ უნდა მეთქვა,ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა,ჭირივით ეჯავრებოდა დანელია,არც იყო მტყუანი,აბა ჩემთვის ვინმეს მსავსი რამ ექნა მეც ასევე შევიძულებდი
–შემოდი–გავუღიმე და ოთახში შევიყვანე
–ნია,დანელიას მართლა შეურიგდი?–დაეჭვებულმა გადმომხედა
–შევურიგდი,ბრაზობ ხომ?–ტუჩი მოვიკვნიტე
–მე არა ნია,ხომ იცი მინდა ბედნიერი იყო,უბრალოდ მას არ ვენდობი,თუ ისევ ისე მოიქცა ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს!
–იმედია ისევ ისე არ მოიქცევა,ყავას ხო დალევ?–გავუღიმე
–რა თქმა უნდა!–მანაც გამიღიმა და ამოვისუნთქე
დიდხანს ვიჭორავეთ,დანელია ალბათ კვდებოდა სლოკინით.ლანამ მომიყვა თავისი ყოფილი ბედოვლათი შეყვარებულის შესახებ,რომელიც ახლაც უყვარდა,თუმცა არ იმსახურებდა ლანას სიყვარულს,მოკლედ ამ დაქალებს ერთი გასაჭირი გვქონდა,იმ განსხვავებით რომ ლანას პატიება არ შეეძლო.გვიანი იყო რომ გავაცილე,წყალი გადავივლე და ოთახში შევედი,მეძინებოდა,ტელეფონს ხმა გამოვურთე და ჩავწექი.
დილით გვიან გავიღვიძე,ტელეფონს რომ დავხედე 20 გამოტოვებული ზარი,სალომესგან და გიგასგან,თვალები შუბლზე ამივიდა და მაშინვე სალომეს გადავურეკე
–სად ხარ ნია?–ამყვირა ტელეფონში
–ახლა გავიღვიძე,რა ხდება?
–დროზე მოდი,საავადმყოფოში ვართ
–რა? რა მოხდა?
–დანელია და თავისი ძაკაცი თოკო ავარიაში მოყვნენ
სალომემ მითხრა რესპუბლიკური ვართო,სწრაფად ჩავიცვი და საავადმყოფოში წავედი.მისაღებში სალომე გიგა და ლადო იდგნენ,აკოს დედა ნინოც იქ იყო,მისი მთელი საძმაკაცოც
–როგორაა?–გულგახეთქილი მივვარდი ბავშვებს
–ახლა უკეთესადაა,წუხელ იყო ძაან მძიმედ
–ჩემგან რო წავიდა ეტყობა მაშინ დაემართა–ისე ვნერვიულობდი თავი ძლივს შევიკავე ბღავილი არ დამეწყო
სალომემ აკოს დედაზე მიმანიშნა,მომერიდა მასთან მისვლა,თუმცა ის ქალი აქეთ მოვიდა
–შენ ნია ხარ ხომ?–თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,ეტყობოდა რომ ღამენათევი იყო
–კი,ნია ვარ–ოდნავ გავუღიმე–ნუ ნერვიულობთ აკო ძლიერი ბიჭია,კარგად იქნება
–ვიცი ნია,ვიცი,ცუდია ასეთ სიტუაციაში რომ გავიცანით ერთმანეთი,თუმცცა მიხარია რომ მეღირსა შენი განობა,ჩემი შვილი სულ შენს ხსენებაშია რაც გაგიცნო იმ დღიდან მოყოლებული.
როგორც აღმოჩნდა საშიში არც არაფერი ყოფილა,საჭე ვერ დაუმორჩილებია ვაჟბატონს და მოსახვევში მეორე მანქანას შეჯახებია,ჩვენ კი ძალიან გვანერვიულა,თუმცა თვითონ კვდებოდა სიცილით და თოკოს ეკაიფებოდა.მეორე დღეს სახლში გამოწერეს.ბავშვები წავედით სანახავად,ცოტა კი მეუხერხულა მასთან სალხში მისვლა,თუმცა ბავშვებმა მალევე მომიხსნენს კომპლექსი.
–კიდე გტკივა მხარი?–სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი გიგამ
–შე ცხოველო ეტკინა!–შეუღრინა ელენემ
–თქვენ კიდე ხოავთ ერთმანეთს?–გაეცინა დანელიას და მე მანიშნა ჩემთან მოდიო
საწოლთან დამაყენა,ჩემი ხელი დაიჭირა და მკოცნიდა ხელზე
–ახლა ასე უნდა გედგეს საწოლთან ნია?–სიცილით ჰკითხა ლადომ ძმაკაცს
–ჩემი ნება რო იყოს ვაბშე აქ დავიტოვებდი,მარა დარჩება?–ამომხედა ღიმილით და თვალი ჩამიკრა
–დანელია ტვინიც ხო არ დაიზიანე?–გამოაჯავრა სალომემ
–რა მომიტანეთ?–თავი მაღლა წამოყო–ფუ რა უნამუსოები ხართ,ავადმყოფთან მოხვედით და მაწონი და ბულკიც არ წამოიღეთ?–არადა ნინომ ჩვენი მოტანილი ტკბილეულობა სამზარეულოში გაიტანა
–ჩუმად ეგდე მანდ თორე თუ მოვედი და დაგადე ტვინს შეგირყევ–დაემუქრა გიგა
–აუ პროსტა აქედან წამოვდგე რა მერე ვნახოთ ვის დაემუქრები–თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ძმაკაცს
–გტკივა აკო?–მზრუნველი თვალები მოავლო ელენემ
–მტკივა ნენე–საცოდავი სახით გახედა,რომ გენახათ აგეტირებოდათ
–გატყუებს გოგო რა ეტკინება ამას,მეგრელია–სიცილით თქვა გიგამ
–მეგრელობა რა შუაშია?–გამოყო თავი თეონამ
–ისე მეც მეგრელი ვარ დედით,რა პრობლემაა?–სიცილით თქვი
–აი ხო ხედავ გიგა,თუ დაგესიეთ მეგრელები ვერ გადარჩები–გაეცინა დანელიას
–როდის ადგები ბიჭო? მანქანა ძაან დაილეწა?
–რავი რა ლადო,რო ვდგები თავბრუმეხვევა და მანქანა კიდე ვაბშე დალეწილია
–გიტრაკებთ ის ტიპი?
–ეგ არაფერი,მოვუყომარებთ–თვალით ანიშნა ამაზე აქ ლაპარაკი არ გვინდაო,ეგონა ვერ მივხვდებოდი
ლადომაც მაშინვე სხვა რამეზე გადაიტანა ლაპარაკი,ისევ ჩვენ გვეღადავებოდა როგორც ყოველთვის. კიდევ 1 საათი დავრჩით ალეკოსთან ვერაზე,ლადომ გამოგვაცილა თვითონ კი გიგასთან ერთად ალეკოსთან დარჩა.
ახლა ისევ ახალი პრობლემა,საიდან უნდა მოეტანა ამდენი ფული? აბა მანქანას ცოტა დასჭირდებოდა? თან 2 მანქანა ჰქონდა გასაკეთებელი.ისევ დაიწყებდა თამაშს და ათას უბედურებას. სახლში რომ დავბრუნდი გიამ მახარა ახალ წელს რუსეთში გიშვებთ შენ და ნათიასო,ეგონა სიხარულით გადავირეოდი,მამას იქაური მოქალაქეობა ჰქონდა ბებო რუსი გვყავდა და ამიტომა უპრობლემოდ დავდიოდით.თუმცა რუსული მაინც ვერ ვისწავლე,არ მიყვარდა იქაურობა. 20 იანვარი იყო სავარაუდოდ 25–ისთვის გაგვიშვებდა და როგორ არ მინდოდა წასვლა და აკოს დატოვება. ისედა ცუდ დღეში იყო და ახლა ეს ამბავი უფრო მეტად მოუშლიდა ნერვებს. გვიანი იყო რომ დამირეკა
–რას შვები?
–ვწევარ შენ? როგორ გაქვს მხარი?
–რავი ცოტა მტკივა,ხვალ გამოხვალ ჩემთან?
–კი მოვალთ აკო
–მოხვალთ?–გაეცინა–და მარტო რო გამოხვიდე შეგჭამენ?
–ეგ რა შუაშია?–მეც გამეცინა
–მაშინ მოდი,ნინო სამსახურში უნდა წავიდეს და არაფერი მოგივა ერთი დღე რო მომხედო
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ,თითქმის ერთი საათი,მერე წამლებმა იმოქმედეს და ჩაეძინა.როგორ არ მინდოდა რუსეთში წასვლა და მისი დატოვება,თუმცა რას გავაწყობდი გია რომ იტყოდა იქ უკვე დამთავრებული იყო საქმე.ახლა უნდა მომეფიქრებინა როგორ მეთქვა ეს ალეკოსთვის. დილით ადრე ავდექი,არ მომასვენა დანელიამ მოდი,მოდიო და მეც წავედი,კარები ღია დაუტოვებია ნინოს,ეტყობა უთხრა ნია უნდა მოვიდესო.რომ დამინახა ფართედ გაეღიმა,დაეტყო რომ ჩემმა მისვლამ ძალიან გაახარა.ხელები გაშალა მე სიხარულით მოვეხვიე და ვაკოცე თავზე
–ჩემი წამალი მოვიდა–გამიცინა
–ნახე რა მოგიტანე–ცხვირწინ მაკდონალდსის პარკი ავუფრიალე
–აი პროსტა რა იმენა ხო სულ ჩემს გულში ზიხარ,მომეცი მალე
–ამის ჭამა შეიძლება შენთვის?
ისეთი თვალებით შემომხედა მაშინვე მივაწოდე პარკი
–სულ ერთიანად ნუ შეჭამ ახლა,არ გაწყინოს
–ამან როგორ უნდა მაწყინოს?იმენა სიცოცხლეა–ვიცოდი როგორ გიჟდებოდა ორმაგ ჩიზბურგერზე.
–აკო,რაღაც უნდა გითხრა
–მოხდა რამე?–ჭამა შეწყვიტა
–25–ში რუსეთში მივფრინავ–გავიწურე მისი პასუხის მოლოდინში
–რა? რა რუსეთში? იქ რა გინდა?
–ბებოს მივყვებით მე და ნათია 10 დღის მეტით არა,გამოცდების დაწებამდე
–კარგი რა ნია,ახლახანს შევრიგდით და შენ უკვე მიდიხარ?
–რა ვქნა აკო? გგონია მე მინდა? მამაჩემს ვერ გადავათქმევინებ
–იმენა 10 დღეში ჩამოხვალ? ხო არ მატყუებ?–გაეცინა და ხელები დამიკოცნა
–არა აკო,აი ზუსტად 10 დღეში აქ ვიქნები–მეც გამეცინა
–ძაან მიყვარხარ,მოდი რა ჩამეხუტე–ხელები გაშალა
–ისე აქამდე სად ეგდე ჰა? ხო ხარ ღირსი სამაგიერო გადაგიხადო?–ვუქმიტე და სიცილით ვკითხე
–ღირსი ვარ მარტო მე მიყვარდე,მარა ხო ვიცი რო შენც გიყვარვარ
გამეცინა და მაგრად მოვეხვიე,ვერაფერი მოვიფიქრეთ და ფილმი ჩავრთეთ,მელოდრამა,ჟანრი რომელიც ორივეს მოგვწონდა თუმცა არცერთი ვაღიარებდით.ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თითებზე მეთამაშებოდა,მერე თავი მკერდზე დამადო და გაიტრუნა
–აკო,ჩაგეძინა?
–ჩუმად რა ცოტახანს,ვტკბები ასე
–დებილო–გამეცინა და თავზე ხელი გადავუსვი
–მმმ–დაიზმუილა და ამაზე ორივეს ხარხარი აგვიტყდა
–მასხარა ხარ
–ისე რუსულის აზრზე რო არხარ რა გინდა მანდ?
–ჩემმა დამ და ბებიაჩემმა იციან ხოშიანად
–გინდა გასწავლო?
–ნწ,არა–გავეკრიჭე
–მიყვარხარ გოგო–ლოყებზე მომიჭირა ორივე ხელი
–მეტკინა შე ნადირო!







______________________________________
დღეს უკვე მესამე თავია. :**



№1  offline მოდერი bibo

Rxo ici ro kargi xar vgijdebi shenze shokoladi xar .ra minda gitxra iciii sanamde dawer anu exa ganvlil periods wer tu tandatan rac xdeba magas

 


№2 სტუმარი Tako

ძანნნ კაიააა love

 


№3  offline წევრი Pepper

ramdeni ram gaamoiara am orma adamianma ^_^ akom bevri daashava da atkina nias tumca mainc momwons es ori ertad <3 miuxedavad akos saqcielebisa <3
tu ar vcdebi es realuri istoriaa xo ?
tu asea minda vtqva rom nia udzlieresi pirovnebaa !! dzalian didi grdznoba akavshirebs akostan darwmunebuli var <3 imedia momavalshi yvelaferi kargad wava <3 visurvebdi am ori adamianis ertad yofnas da bednierebas <3

 


№4  offline წევრი cancara

მომწონს კაი გოგოხარ ასე გაგრძელე

 


№5 სტუმარი tiko

ai ragac saswauli ambavia ra dzalian magari adamiani yofilxar es yvelaferi rom gadaitane. dzalian magari wyvili xart. ki xart. ratomgac mgonia rom tqven isev ertad xart. ar minda rom es rodesme damtavrdes minda did xans gagrdzeldes da imedi maqvs rom did xan gaagrdzeleb radgan dzalian dzalian dzalian magariaaaa. da rac mtavaria ulamazesi adamiani xar..........

ზალიან საყვარელი გოგო ხარ ულამაზესი უსაყვარლესი და რავიცი აბა ყოველტვის მაინტერესებდაბ ტუ როგორ გამოიყურებოდი და ვნახე კიდეც... ასევე ზალიან მაინტერესებს აკოს სურატი ტუ არ სჰეწუხდები რომ დადო დზალიან მაინტერესებს და ხო ცუდად არაფერი გაიგო

 


№6  offline წევრი Likaa..LM

Niansolio dagvde pativi da gvachvenesheni ako :D ;*;*

 


№7  offline მოდერი Eleniko13

მშვენიერობაა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent