შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბედისწერა ხარ..(3)


27-01-2016, 00:22
ავტორი tsn
ნანახია 3 356

თომა
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.. როგორც ყოველთვის ბიზნეს პარტნიორებს შევხვდი და საღამოს მეგობრებთან ერთად ბარში წავედი..
- თომა შენი ტელეფონი რეკავს - მეუბნება ჩემი ძმაკაცი სანდრო.. გარეთ გავედი და ტელეფონზე საუბარში გავერთე.. უეცრად უცნობი გოგონა მომვარდა და ხელი მკრა, შემდეგ იყო გასროლა, რომელიც საბედნიეროდ ორივეს აგვცდა.. ხელი დავავლე გოგინას და ჩემს მანქანაში ჩავსვი.. არ ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა.. თან ვბრაზობდი, რომ ვიღაც ჩემ გამო შარშია, თან მადლობელიც ვიყავი, თან გაოცებულიც.. გოგონა საგურამოში წავიყვანე.. გადავწყვიტე ცოტა ხანს აქ იყის, რადგან აუცილებლად მოძებნიან..
ვიცი ვინცაა ის, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა.. მაეთალია ჯერ 25 წლის ვარ, მაგრამ ცნობილი ბიზნესმენი ვარ.. ასე, რომ თომა ფანგანს ბევრი მტერი ჰყავს'.. მაგრამ დღევანდელი შემთხვევა უფრო სერიოზულია.. ეჭვი მაქვს რომ ის ნაბ....ი თორნიკეა ყველაფრის თავი.. მაგრამ ისე ხდება, რომ მის წინააღმდეგ არაფერი მაქვს.. თითქოს გამჩნდება რაღაც და მერე ისევ ხელიდან მეცლება.. არ მინდა, მაგრამ უკვე თავისთავად მეფიქრება იმაზე, რომ ვიღაც ჩემიანი მღალატობს.. ახლა ყველა პრობლემას ეს გოგოც დაემატა.. მომინდომა სუპერმენობა.. ისე, ტყუილად ვბრაზდები.. მშვენიერი გოგოა.. ულამაზესი სახის ნაკვთები.. ზღვასავით უძირო ლურჯი თვალები.. პატარა სწორი ცხვირი, სავსე ტუჩები და რაც მთავარია გრძელი, ქერა თმა, ნუ რომ ვუფიქრდები უფრო ოქროსფერია.. მხოლოდ სულ შარში ეხვევა.. ღამე ქოთანი გაუტყდა, მე კი მეგონა გვიპოვეს და კედელს ავაკარი.. უნდა ვაღიარო, მისი სურნელი ძალიან საშიამოვნო და მომაჯადოვებელია.. მეორე დღეს ჩემი ბედოვლათი ძმა გვესტუმრა.. ჩამოვიდა ლონდონიდან და პირდაპირ საგურამოში მოვიდა.. თურმე იცნობს ბიჭი ელენეს.. ახლო მეგობრები ყოფილან.. მთელ დღეს სკოლის ამბებს იხსენებდნენ.. საღამოს ელენე ადრე ავიდა დასაძინებლად მე და დემემ კი საუბარი გავაბით
- ბიჭო რა მოხდა გუშინ, ჩამოვედი თუ არა ეგრევე მახალეს თომას ესროლესო.. ის იყო არა? იმ ს..მა გესროლა, მაგის დედაც..
- კი ეგ იყო, სხვას ვის ექნებოდა მაგის გაბედვის ტ...ი.. ელენე რომ არა ალბათ მომკლავდა ის ახ...ი
- ხო, მაგრამ ეგ გოგოც შარში გაეხვა
- ვიცი და მაგიტომაა აქ, ჩემთან.. არავის მივცემ უფლებას რომ რამე დაუშავოს.. ელენეს ამ საქმეში არაფერი ესაქმება, ნაგრამ ის ნაბ...ი. მარტო იმიტომ მოუღებს ბოლოს რომ მე დამეხმარა..
- ისე მართლა არ გახსოვდა ელენე?
- როგორ არა ტო..
- რავი ისე ოსტატურად უთხარი აბა რატო' არ გიცნობდიო, ლამის მეც დავიჯერე, რომ არ იცნობდი - ხო, აი კიდევ ერთი დიდი საიდუმლო.. ელენე გეგეშიძეს კარგი ხანია ვიცნობ.. ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, გავიცანი რა დავინახე, როცა სკოლაში დემეტრეს გამო დამიბარეს.. მასწავლებელს ეკამათებიდა ზუსტად მახსოვს
- ელენე ამ სკოლაში ან შენ დარჩები ან მეე.. - ყვიროდა სათვალიანი ჯმუხი ქალი
- ძალიან კარგი, ახლავე ავალ დირექტორთან და ვთხოვ კარგი დახასიათება გაგატანოთ..- ვალში არც ეს რჩებოდა.. მას მერე დემესგან ბევრი მესმოდა მასზე, მაგრამ მაინც და მაინც ყურადღებას არ ვაქცევდი.. მერე დუბაიში წავედი და ამდენი ხნის მერე კიდევ ვნახე..
- რა აზრი აქვს, თვითონ არ მიცნობდა და.. რა გინდა მართლა კარგი ბავშვია
- ხო, მართლა კარგია. კარგი კი არა საოცარი.. თან იმდენი რამ გამოიარა ტო, კიდე მყარად დგას ფეხზე... სხვებს ტირილში ამოხდევოდათ სული ეე..
- რა გადაიტანა ასეთი
- რა და მთელი ოჯახი ერთ დღეს დაკარგა, მშობლები, უფროსი ძმა და კიდევ არ დაბადებული და.. ის დღეები აქეთ აეცერთი ვიყავით.. მაგრამ საკმაოდ კარგი სამეგობრო წრე გვყავს და მხარში ედგნენ - ჯანდაბა, გავშრი გაოცებისგან.. არ მეგონა ეს პატარა გოგო ამხელა დარდს თუ იტევდა.. ახლა ამას ეს პრობლემაც დაერთო..
- მაგრამ არაფერს იმჩნევს, საერთოდ არაფერს - ჩავილაპარაკე ჩემთვის, თიმცა დემემ გაიგო
- ხო, ეგეთი ტიპია რა.. გაწონასწორებული და მშვიდი, მაგრამ თუ გაბრაზდა მტერს..
- კარგი დემე, მიდი ადი დაიძინე, შენც ძალიან იქნები დაღლილი
- შენ?
- მეც მალე დავწვები.. - დემე დასაძინებლად წავიდა. მე კი ისევ ელენესთან ვარ ფიქრებით.. მის მიმაეთ რაღაც გრძნობა მაქვს.. მხოლოდ არ იფიქროთ, რომ სიბრალული.. არა, ეს უფრო მეტია, კონკრეტულად რა, ეს მეც არ ვიცი.. დემე რამდენიმე ხანს აქ დარჩება, ელეც არ მოიწყენს.. დასაძინებლად ავდიოდი ელეს ოთახიდან ხმაური რომ გავიგე.. შევედი და ელე საწოლზე იყო წამომჯდარი მარჯვენა ხელს გულზე იჭერდა
- კარგად ხარ? - ვკითხე და მივუახლოვდი
- კი, უბრალოდ კოშმარი იყო, უბრალოდ კოშმარი - ათრთოლებული ხმით მიხრა, მე გვერდით ჩამოვუჯექი, მისი ხელი ცელში მოვიქციე
- ელე, ნუ გეშინია კარგი? ჩემთან არაფერი გემუქრება, ნუ გეშინია.. ხელი მოვჭიდე და მკერდე მივიხუტე.. ჰმ.. რაღაც სასწაულად ამიჩქარდა გული..
- ელე რა სიზმარს ხედავდი? აი წყალი მოსვი - წყალი დალია და საწოლის თავს მიეყრდნო.. ჩუმად იყო - კარგი, თუ არ გინდა არ ვისაუბროთ
- არა, უნდა მოგიყვე, ვიღაცას უნდა ვუთხრა, თორემ ჭკუიდან შემშლის, გამანაგურებს - თქვა ელემ და ხელები თმებში შეიცურა - საშინელ სიზმარს ვხედავ, უბრალოდ მივრბივარ, სულ თეთრები მაცვია, მერე ხელებზე ვიყურები და სულ სისხლიანია, კაბას ვუყურებ და ყველგან სისხლია.. მაგრამ ეს ჩემი სისხლი არაა, უცხო ხმა კი ჩამყვირის რომ მე მკვლელი ვარ.. ეს ბოლოს მოღებს
- კარგი პატარავ, დამშვიდდი.. ეს ხომ უბრალოდ სიზმარია.. - მაგრად შემოვხვიე ხელები და გულზე მივიკარი.. არ ვიცი რა მჭირს.. მისი ცრემლები რატომ მოქმედებს ჩემზე ასე.. ვერ ვიტან რომ ტირის.. თმაეი თითები შევუცურე, ვეფერებოდი მის თმებს, ის კი მშვიდდებოდა.. მალე სუნთქვა გააღრმავა და მიბხვდი, რომ უკვე ეძინა.. ადგომა დავაპირე, მაგრამ ხელი ისე აქვს ჩაჭიდებული.. უბრალოდ არ მიშვებს.. მომოწევს მასთან დავრჩე..

**********
გამიზიარეთ თქვენი აზრი.. საერთოდ არ აქტიურობთ.. ყველანაირი აზრი მაინტერესებს.. თუნდაც გამაკრიტიკეთ.. მოგწონთ თუ არა? ვიცი პატარა თავია, მაგრამ რაც მოვასწარი ეს იყოო..



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Saintereso iyo male dade shemdegi ra :* <3
--------------------
G.ke

 


№2  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Saintereso iyo male dade shemdegi ra :* <3

გმადლობ, თავებს ყოველდღე ვამატრებ :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent