სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XII)
*** ყველა ვენასა და ყველა კაპილარში მაქვს გამჯდარი შენი სახელი, და სისხლის ნაცვლად შენს სახელში შემავალი ასოები მიედინება. იმდენად შორი ხარ,საყვარელო. ოჰ,იმდენად ცივია უშენობა, რომ დღეს დეკემბერის სუსხიც არ მიმაჩნია ღირსეულ სიცივედ.. - და იმ საღამოს, არაადამიან ხმებს გამოვცემდი.. მტკიოდა ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.. ყველა გულის შეკუმშვა-მოდუნება.. თითოეული ძარღვი,ნერვი,თითოეული არტერია.. იმდონემდე იყო გამჯდარი ყველაფერში უშენობა.. *** როდესაც მამაკაცის ხელები იგრძნო წელთან ბიძგიც მიიღო და დემეტრეს ზედის ბოლოებს დაწვდა,ერთი ხელის მოსმით გახადა,მამაკაცმა ძლივს მოწყვიტა ელენას ტუჩებს საკუთარი და ზევიდან დახედა -დარწმუნებული ხარ? მერე ინანებ,ნასვამი ხარ..-თბილი ხმით უთხრა და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი -არაფერს ვინანებ,დემეტრე,ნასვამი რომ ვარ მაგიტომ გული და გონება მუშაობს ჯერ კიდევ-მამაკაცს გაეღიმა ელენას სითამამეზე,მაგრამ კვლავ ფიქრობდა რომ ინანებდა -კარგად დაფიქრდი,არ მინდა ჩვენი ურთიერთობა სინანულით დაიწყოს-გოგონას აღარაფერი უთქვამს,მხოლოდ ისევ კოცნა განაგრძო,დემეტრემ ელენასაც შემოაცალა მაისური და ნელი ნაბიჯებით წაიყვანა საწოლისკენ. საწოლზე დასვა,შუბლზე აკოცა და თავისი მაისური ჩააცვა -ასე უფრო მშვიდად ვიქნები,ამისთვის დრო თავზე საყრელად გვექნება,ახლა კი ერთად დავიძინოთ-ელენა არ შეწინააღმდეგებია,დემეტრეს სიყვარულით აევსო მთელი სხეული,დიახ, არ მოგესმათ,დემეტრეს სიყვარულით,ერთიანად აიწყვიტა გონებაში დამბმულმა ფიქრებმა,ისე გაივსო დემეტრეთი და მისი ამ ნაბიჯით,ყველაზე განსხვავებული იყო ის,ყველაზე კარგი,მართალია ზოგჯერ საძაგელიც იყო,მაგრამ აიტანდა,მაშინაც კი საყვარელი იყო. ბევრი არ გადადგამდა მსგავს ნაბიჯს და ისარგებლებდა გოგოს სიმთვრალით,ახლა მიხვდა ელენა,როგორი იყო სინამდვილეში დემეტრე,მისკენ შებრუნდა და ხელები ძლიერად მოხვია -საშინლად მომენატრე-უჩურჩულა მამაკაცმა და მთელი სხეული გაუთბა -მეც მენატრებოდი-თითქოს არ უნდოდა მამაკაცს რომ გაეგო,მაგრამ მაინც გაიგო დემეტრემ და საფეთქელთან კოცნით დააჯილდოვა -ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს?-გაიღიმა მამაკაცმა -რა დამავიწყებს,იმის მერე დაბეჟილი ვარ სულ-ამოიგნავლა ელენამ -ერთი მე მკითხე? მამაჩემის ხათრით გადავწყვიტე შეხვედრას დავსწრებოდი და ერთმა ლაწირაკმა ყავა გადამაწურა თავზე -ჰმ-წამოიწია ელენა- შენ ვის რას ეუბნები,თვალებში არ იხედებოდი,თეთრი პერანგი მაცვიაო და ლამის ცხვირს ცას ურტყამდი -ეს ნახეთ,როგორ მეტლიკინება,ხომ არ დაგავიწყდა ჩემი საძაგლობები,ხომ იცი გაჩუმების ჩემეული მეთოდები?-დაემუქრა მამაკაცი და მისკენ დაქაჩა ელენა -იცოდე ამაღამ იმდენს ვილაპარაკებ თავზე დაგვათენდება-გაიღიმა და მამაკაცის გამოშვერილ ბაგეებს თავისი შეაგება,თავზე არ დასთენებიათ მოლაპარაკეებს,სამაგიეროდ ჩახუტებულებს დაათენდათ,ისეთი თბილები იყვნენ დამიჯერეთ,რომ დაგენახათ თქვენც ისევე შეაჩერდებოდით საათობით,როგორც თეკლას დაემართა ეს. -წავალ ელენას მივაკითხავ ხომ არ მოკვდა -დემეტრე თავის ოთახში არ არის,ნეტავ ძალიან იჩხუბეს გუშინ? -დაიცა,გეტყვი,სავარაუდოდ კი,აბა ისე არ წავიდოდა დემეტრე -ოჰ,თეკლა,ამათ რა ეშველებათ? -მგონი უკვე ეშველათ-სიხარულით ამოილაპარაკა,როდესაც ერთმანეთზე მიკრული წყვილი დაინახა -ჰე,ამათაც ეშველა და ჩვენც გვეშველა-ტაში შემოკრა კაკიმ -მოიცა,ამათ ტკბილად სძინავთ და ჩვენ მთელი სახლი დავალაგეთ,ასე არ უნდა შერჩეთ,მეთანხმები ძვირფასო? -დიახ,დიახ,თეკლა, მაცივარში მგონი ბევრი ცივი წყალი გვაქვს არა?-ეშმაკურად აათამაშა წარბები კაკიმ -ოჰ,კაკი,დღითიდღე ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სიზუსტეში-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა მამაკაცს და ქვევით დაეშვნენ,რათა სათლები ცივი წყლით გაევსოთ. -მზად არის-ცერა თითი უჩვენა კაკიმ -მოიცა,სამ დათვლაზე-გაეცინა თეკლას-ერთი,ორი...სამი...-უხვი ცივი წყლის ნაკადი დაესხათ დემეტრესა და ელენას თავზე და დამფრთხალები წამოცვივდნენ -ჰა? რა ხდება? წყალდიდობაა?-დაპანიკდა ელენა,მაგრამ დემეტრემ მაშინ მოწვა,როდესაც აკისკისებული თეკლა და კაკი დაინახა -არა,გვეთამაშებიან თავიანთი ჭკუით-ღრენით წამოდგა მამაკაცი და კაკისკენ გაემართა-იცოდე არ შეგარჩენ -ოხ,თეკლა,ოხ,შენ ვერ გადამირჩები-ელენა თეკლას გაეკიდა,მაგრამ ისე მოხდა რომ კაკიმაც და თეკლამაც,ორივემ გაასწრეს,მაგრამ კარებში ერთდროულად მოუწიათ ელენასა და დემეტრეს გასვლა და ერთმანეთს შეასკდნენ -შენ რა,თვალებში ვერ იხედები?-შეტევაზე გადავიდა მყისიერად ელენა და ნატკენი შუბლი მოიზილა -მოიცა,მე რა შუაში ვარ შენ თუ ვერ აზროვნებ?-არაფერი დააკლო დემეტრემ,ელენა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,როდესაც თეკლას კისკისი მოესმა -შენ მერე მოგივლი-დაუღრინა მამაკაცს და თეკლასკენ გაექანა,რომელიც გარეთ გადიოდა,ისევ ორივეს გაასწრო თეკლამ და კაკიმ და ორივეს ერთდროულად მიუწვდა დაგდებულ სარწყავ მილზე,რომელიც ამათ ბედად ერთი იყო,ორივე გაექანა მისკენ,მაგრამ სარწყავ მილამდე ორივე ისევ ერთმანეთს შეასკდა -დემეტრე,იცოდე საბოლოოდ გაფრთხილებ,წინ იყურე ხოლმე! -თორემ რა?!-წამოეჭიმა მამაკაცი -იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ხელი დაავლო და თეკლასკენ აპირბდა წასვლას,როდესაც მამაკაცმა მოკიდა მკლავზე ხელი და მისკენ შეაბრუნა -რამდენს მეტლიკინები,მეტიჩარავ!-დაუღრინა გოგონას,ელენამ შენ ასე გინდაო და წყლის ჭავლი დაუქანა თავზე,დემეტრე წამოენთო და გოგონას მეორე სარწყავი მილით გამოეკიდა,რომელიც შორი-ახლო იყო -შე პატარა ჭინკა,ნახე რა დაგემართოს-მისდევდა იქეთ-აქეთ მოხტუნავე გოგონას და კაკი და თეკლა სიცილით იგუდებოდნენ -არა,რომ კითხო ჩვენ მოგვზდევდნენ -აშკარად ეტყობა,თეკლა,ახლა შენ გეჩვენება თორემ დემეტრე ელენას მისდევს? როგორ გეკადრება! რას ბრძანებ ჩემო დედოფალო!-სარკაზმით გაიჟღენთა კაკი და ბოლოს გულმა აღარ უყო და სიცილს უმატა -ამას ვერ დავტოვებ დაუფიქსირებლად!-ჩაიხითხითა თეკლამ და უკან გაჰყვა,რათა ვიდეოზე აღებეჭდა გაბრაზებული წყვილი -თეკლა,არ გაჰყვე თორემ შენც მოყვები მაგ გაუგებრობაში-კვლავ ახარხარდა კაკი -არა,კაკი,შეხედე ამათ,ეტყობათ ახლა წუხელ ჩახუტებულებს რომ ეძინათ?მხეცებმა გაიღვიძა მათ ორგანიზმში კვლავ-აკისკისდა თეკლა და განაგრძო მათთვის ვიდეოს გადაღება. ნეტა გენახათ რა სასაცილო იყვნენ,ერთმანეთს სარწყავი მილებით დაზდევდნენ და ხან ერთს უცურდებოდა ფეხი ხან მეორეს,მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ -მოდი აქ!-დაიჭირა ელენა და წყლის ჭავლი ახლა მას მიუშვირა -კარგი,დემეტრე,გნებდები-კისკისებდა გახალისებული ელენა -არაფერიც,უნდა დაისაჯო -დემეტრეეეე-გაიწელა ელენა და საწყალი ბავშვის სახე მიიღო,რომელსაც შოკოლადს არ აძლევენ -რა საძაგელი ხარ,იცი რომ მაგ გაბუსხულ ტუჩებს ისე ვერ ავუვლი და ამით სარგებლობ-მამაკაცმა მილი განზე გააგდო და გოგონას ხელები მოხვია წელზე,მერე მისკენ მიიზიდა და ველურივით დააკვდა ტუჩებზე,ელენაც აჰყვა და გონს მხოლოდ მაშინ მოეგნენ,როდესაც თეკლასა და კაკის სიცილი მოესმათ -კხმ,კხმ-ჩაახველა კაკიმ და სახეზე წამოწითლდა,აშკარად ეტყობოდა როგორ ცდილობდა სიცილის შეკავებას -სიძე,გაიცინე თორემ გასკდები-გამხიარულდა ელენა და ახლა თვითონ აკისკისდა,მერე დემეტრეს მოხვია ხელები და ერთი ხელის მოსმით ძირს დაანარცხა -შენ რა ძლიერი გოგო მყავხარ,აწი ჩხუბი რომ მექნება შენ წაგიყვან ხოლმე,რაღა კაკი შევაწუხო-გამხიარულდა დემეტრე და ელენაც თან მიიყოლა. ოთხივე გაწვნენ ტრიალ მინდორზე და მწველ მზეს დაუწყეს ცქერა,რომლის სხივებიც რატომღაც მწველი არც ერთს ეჩვენებოდა,ცოტახანი ერთმანეთით ტკბებოდნენ წყვილები,მაგრამ თეკლას შეაცივა და წამოიჭრა -შევიდეთ,თორემ გავცივდებით და მერე ოთხივე საწოლად ჩავარდნილს აღარავინ გვეყოლება მეპატრონე-გაუღიმა დანარჩენებს და წინისაკენ უბიძგა,ყველა თავის ოთახში შევიდა,როდესაც თეკლამ ელენა მარტო დაიგულა,ქურდივით გამოიპარა თავისი ოთახიდან და ელენასთან შეცუნცულდა -შე ცუღლუტო,რა ხდება, ჰა?-კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო ელენას და მისი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა,ელენას სიცილი აუტყდა დაქალის დანახვაზე და იქვე მდგარ პუფში ჩაესვენა,ღრმად ჩაისუნთქა და ღმერთს თეკლას გაძლება სთხოვა,რა თქმა უნდა,ხუმრობით თორემ ერთ წამსაც ვერ გაძლებდა მის გარეშე -არაფერი რა უნდა ხდებოდეს?-მხრები აიჩეჩა ელენამ -არაფერი?-წამოენთო თეკლა -როგორ თუ არაფერი,ისე ტკბილად გეძინათ ამ დილით,მერე კიდევ ისე გემრიელად კოცნიდით ერთმანეთს ლამის კაკის შევახტი-აფხუკუნდა თეკლა -ადამიანო,თუ ტკბილად გვეძინა რატომღა არ გვაცალე დატკბობა და გადაგვასხი გაყინული წყალი?-გაუჯავრდა გოგონა -ელენა,მოიცადე-ყურადღება არ მიაქცია ელენას ნათქვამს თეკლამ და მაისურზე დააშტერდა-ეს ხომ დემეტრეს მაისურია,მოიცა თქვეენ?...-გაგრძელებას აპირებდა,როდესაც პირზე ააფარა ხელი -ნუ სულელობ,თეკლა,გუშინ მთვრალი ვიყავი და რომ არა დემეტრე ალბათ შენი ფიქრები ახლა რეალობა იქნებოდა -ვისთან ელენა?-გაიოცა თეკლამ -დემეტრესთან,თეკლა,რას სულელობ-დატუქსა დაქალმა -მოიცა,აბა დემეტრე რომ არაო? გაორება სჭირს?-კიდევ უფრო გაოცდა თეკლა -ვაიმე-თავზე დრამატირების მიზნით მსუბუქად მიირტყა ხელი და ჩაიფხუკუნა- ვერ ხარ შენ კარგად -არ მიხსნი ნორმალურად და როგორ გავიგო?-გაუჯავრდა თეკლა -კარგი ხო,მისმინე,გუშინ ძალიან დავთვერი და ლამის სტრიპტიზი გაგიმართეთ იქ,ესეც დემეტრეს გასაჯავრებლად,გეგმამ იმოქმედა,ხელი დამავლო და ოთახში ამომათრია,მეჩხუბებოდა ჩემს საქციელზე და იმდენად მომთხოვნი გახდა მისი ტუჩები მეც ავდექი და დავეტაკე მის ტუჩებს -ვაიმე-ამოიკნავლა თეკლამ-არ მჯერა,შენ აკოცე მას? იქეთ? დემეტრეს? დემეტრე დევდარიანს? -ნუ დაპანიკდი,თეკს,მაცადე მოყოლა. -განაგრძე-გაიტრუნა თეკლა -როდესაც მისგან ბიძგი ვიგრძენი ავდექი და მაისური გავხადე,შეყოყმანდა,კოცნა შეწყვიტა და ასე მითხრა: "დარწმუნებული ხარო? არ მინდა სინანულით დაიწყოს ჩვენი ურთიერთობაო",დარწმუნებული ვარ-მეთქი,მაგრამ უარყო და მხოლოდ გვერდით მომიწვა,ბევრ რამეზე ვისაუბრეთ,პირველი შეხვედრა გავიხსენეთ და მერე ერთმანეთის სითბოთი გაჯერებულებმა ძილს ვუძღვენით თავი -ელენაა,რა სიძე მყავს,მამაკაციც მას ჰქვია!-ტაში შემოკრა თეკლამ-სხვა მის ადგილზე სიტუაციით ისარგებლებდა -გეთანხმები თეკლა,გეფიცები იმ დროს იმდენი სითბო ვიგრძენი,ყველა უჯრედში დემეტრე გამიჯდა -როგორი გაბრწყინებული თვალებით საუბრობ,ელენა,ნეტა შენს თავზე შეგახედა,შეყვარებული ხარ-აღტაცებით წამოიძახა თეკლამ -არ ვუარყობ თეკლა-ყურებამდე გაიკრიჭა და დაქალს მოეხვია... -ახლა რა ვქნათ?-დივანზე წამოწოლილმა და კაკიზე აკრულმა თეკლამ წამოჭიმა კითხვა -რა ვქნათ და რაიმე ფილმს ვუყუროთ,მაგრამ მანამდე მშია-გამოეპასუხა მეორე დივანზე წამოწოლილი და დემეტრეზე აკრული ელენა -ჩვენ ხომ არ მოგიმზადებთ საჭმელს,თქვენ ხართ ქალები და თქვენ მოგვიმზადეთ-შეეპასუხა დემეტრე და საფეთქელთან აკოცა -ერთი ეს ნახეთ რაა,როგორ გაითავისა უკვე ყველაფერი -ჰო,თეკლა,შეიჭრა როლებში-ჩაეღიმა ელენას -მიდი,ზედმეტი არ ილაპარაკოთ ისე წაცუნცულდით და რამე გემრიელი მოგვიმზადეთ-აწუწუნდა კაკი -კვერცხს შეგიწვავთ-გაეკრიჭა თეკლა -ოფ,თეკლა,მალე კაკანს დააწყებინებ ამ ბიჭს,ადექი და პიცა გავაკეთოთ,იცოდე ხელი არ შეგვიშალოთ-საჩვენებელი თითი დაუქნია დემეტრეს -სულაც არ მაქვს მანდ შემოსვლის სურვილი-უდარდელად ჩაილაპარაკა მამაკაცი და სიმსუბუქით გათამამებული მხარ-თეძოზე გაიჭიმა -თავხედი,საჭმელი უნდა,გაკეთება კი არა!-დაიგესლა ელენა -ალხა არ თქვი,რძალო,არ შეგვიშალოთ ხელიო?-მხრები აიჩეჩა კაკიმ -ორივე ერთი ჭკუის ხართ! -თეკლა,ტყუილად კი არ არიან დევდარიანები!-გაეღიმა ელენას და მამაკაცის რეპლიკებს შეასწრენ სამზარეულოში. -ორი გავაკეთოთ,ერთი ძალიან მარილიანი და მათ ვაჭამოთ,მეორე ჩვეულებრივი,ამათ ვანახებ მბრძანებლობას -ცოდვები არიან-შეყოყმანდა თეკლა -სიყვარულმა არ უნდა დაგაბრმავოს,ძვირფასო!-დატუქსა ელენამ და მზადებას შეუდგა,ინგრედიენტები გამოალაგა და ჯერ ცომის მოზელვას შეუდგა -ერთი წამით გავალ -მალე მოდი,თეკლა, და დაჭერი ეგ პომიდორი -ჰო,ნუ წუწუნებ სუულ-გაეცინა თეკლას და სამზარეულო დატოვა -მმ,რა კარგი სუნიაა-შემოიძურწა დემეტრე -დემეტრე,ჯერ მხოლოდ ფქვილი ჩავყარე ჯამში-გაეცინა ელენას და ფქვილის კოლოფზე ხელები გაეშვა,როდესაც მამაკაცის ხელები იგრძნო მუცელზე და შემდეგ მისი კოცნა მხარზე -ზედმეტად მგრძნობიარე ხარ,ძვირფასო-გაეხუმრა დემეტრე და მისკენ მოაბრუნა -ეგ სწრაფი რეფლექსების გამოა-გამოაჯავრა ელენამ და ენა გამოუყო -იცოდე,ერთხელაც იქნება ეგ ენა არ შეგრძება-დაემუქრა მამაკაცი და ელენას ტუჩებისკენ წაიწია,ელენამაც შეაშველა თავისი,მამაკაცმა დრო იხელთა და ფქვილიან ჯამში ხელი ჩაყო,მუჭში მოიქცია და ელენას თავზე დააყარა,როდესაც ფქვილმა სახემდე მიაღწია ელენას ცემინება აუტყდა და დემეტრე ამაზე უფრო გამხიარულდა -შენ ასე არ გინა!-დაემუქრა ელენა და მანაც უთავაზა მუჭი ფქვილი,ფქვილების ომი გააჩაღეს სამზარეულოში და ერთი დეტალიც კი არ დარჩენიათ ისე რომ ფქვილით არ დაედღაბნათ,ბოლოს ფეხი წამოკრეს სკამს და ხმაურზე კაკი და თეკლა შემოვიდა -აქაურობა ომის ფლოტს ჰგავს,რა მოხდა?-შეშფოთებულმა იკითხა თეკლამ,შეშფოთებული იყურებოდა ასევე კაკიც,მანამ სანამ ფქვილში ამოსვრილ წყვილს იხილავდა,მერე თეკლას გაჰკრა მხარი და მათზე მიუთითა -აი,რა მოხდა-ახარხარდა კაკი და დემეტრეს ხელი დაავლო რომ სამზარეულოდან გამოეთრია -დემეტრე,ისინი აპირებენ რომ მარილიანი პიცა გვაჭამონ-უთხრა,როდესაც მარტოკა დაიგულა მამაკაცი -შენ რა იცი?-გაუკვირდა დემეტრეს-თეკლამ გითხრა? -თეკლა როგორ მეტყოდა სულელო,წყლის დასალევად რომ წავედი მაშინ გავიგონე,მაგრამ აღარ შევედი -უეჭველი ელენას იდეა იქნება,ის მყავს მებრძოლი-ჩაეღიმა დემეტრეს -არ ცდები,ძმაო,ისე უნდა მოვახერხოთ რომ პიცის ნაჭრები გავცვალოთ და მათ მარილიანი ვაჭამოთ,როგორც გავიგე ერთს მწვანილს უკეთებენ,მეორეს არა,ისე უნდა გავაკეთოთ რომ ავრიოთ პიცის ნაჭრები,მაგრამ არ ვიცი როგორ -მე ვიცი,რომ მორჩებიან შენ გარეთ ქოთანი დაამხვრიე,ესენი ხმაურზე გამოვლენ და მანამ მე ავრევ-აღტაცებით წამოიძახა დემეტრემ -გენიოსი ხარ,ძმაო!-მხარზე გაჰკრა ხელი კაკიმ როგორც იქნა პიცის კეთებას მორჩნენ და მამაკაცების დასაძახებლად გავიდნენ,როდესაც გარედან ხმაური შემოესმათ,ხმაზე ორივე გარეთ გავიდა,დემეტრე კი გეგმის შესასრულებლად შევიდა სამზარეულოში,დამთავრებული ჰქონდა,როდესაც ოთახში შემოვიდნენ,კაკიმ კითხვისნისნიანი თვალებით შეხედა,მაგრამ როდესაც დემეტრემ გაუღიმა შვებით ამოისუნთქა -თქვენს დასაძახებლად გამოვედი,როდესაც ეს ვაჟბატონი ქოთნებს მიადგა და მსხვრევა დაუწყო-საუბარი დაიწყო ელენამ -როდის მერე გიტაცებდა ქოთნების მსხვრევა?-ახარხარდა დემეტრე -ერთ ბიჭს ცუდი დღე ელის თუ არ გაჩერდება-დაუღრინა კაკიმ -კარგი ხო,წვენს გამოვიტან მე-მაცივრისკენ შებრუნდა დემეტრე -ოჰ,როგორ იკადრებ შენ მაგას,არ შეწუხდე -ადგილზე დაჯექი შენ და პიცის ნაჭრები გადმოალაგე შენთვის სჯობს-თითი დაუქნია დემეტრემ და გაუღიმა,ელენამ თეკლას გაუღიმა და ნაჭრების გადმოლაგებას შეუდგა,ზუსტად ისე გააკეთა,როგორც დაგეგმილი ჰქონდათ,დემეტრემ წვენი გამოიღო და ყველას სათითაოდ დაუსხა,მერე კუთვნილი ადგილი დაიკავა და ოჯახურ იდილიას შეუერთდა,ისეთი საყვარლები იყვნენ შესახედავათ,ერთი პატარა ოჯახი,რომელიც ოთხი კაცისგან შედგებოდა,არავინ ზედმეტი! ჭამას არავინ იწყებდა,ყველას რეაქცია აინტერესებდა,ბოლოს დემეტრემ თავი დაუქნია კაკის და პიცის ნაჭერი ჩაკბიჩეს,ელენა და თეკლა ინტერესით აკვირდებოდა მათ რეაქციას,მაგრამ ურეაქციობაზე თვალები შუბლზე აუვიდათ და ღიმილი სახეზე შეეყინათ,მერე არაფერი რომ არ შემჩნეოდათ თავიანთ ნაჭრებს შეექცნენ და როდესაც ორივე ერთდროულად წვდა წვენის ჭიქას,მაშინ ვერ მოითმინეს მამაკაცებმა და სიცილი ატეხეს,უცებ მიხვდნენ გოგონები მათ ოინებს,რატომ ამსხვრევდა კაკი ქოთნებს და რატომ დახვდათ დემეტრე სამზარეულოში -საძაგლები ხართ!-დაუღრინა ელენამ -ჩვენ რატომ? ეს ხომ თქვენი გეგმა იყო?-კვლავ ახარხარდა დემეტრე -ნუ იცინი,კაკი,არ მეცინება! -ეს თქვენი გეგმაა,თეკს,ოღონდ შებრუნებული ვერსიით-არ დათმო კაკიმ -შენც აყევი ხო?-გაიბდღვირა თეკლა -კარგი,თეკლა,ვაღიაროთ,ჩვენი ბრალია,ჩვენ წამოვწყეთ,და გვაჯობეს კიდევაც. ბოლოს შეთანხმდნენ და ფილმი ჩართეს,პოპკორნი მოიმარაგეს და გემრიელად მოთავსდნენ ტელევიზორის წინ,თეკლა და კაკი ჩახუტებულები იწვნენ დივანზე, დემეტრეს კი ელენას კალთაში ედო თავი და დრო და დრო ელენას უღებდა პირს,რათა მოწყალეობა გამოეჩინა და მისთვისაც დაემო პოპკორნი. შუა ღამე იყო,როდესაც გამოეღვიძა ელენას,ვერ დაიძინა და აივანზე გავიდა,როგორც ყოველთვის მის გვერდით ოთახში დემეტრე იწვა,ალბათ ვერ აიტანა სხეულმა მამაკაცის ასე ახლოს და თან ასე შორს ყოფნა,სხეული ილტვოდა მამაკაცის სიახლოვისკენ,აივანი საერთო ჰქონდათ,გასვლა გადაწყვიტა გოგონამ და სიგარეტი მოწევა,სიგარეტს მოუკიდა და გარეთ გავიდა, აივანზე გასულ ელენას დემეტრე დახვდა,ისიც ეწეოდა,გოგონა რომ დაინახა სიგარეტი ჩააქრო და გადააგდო,მერე ელენას სიგარეტს წვდა და ისიც უკანასკნელის ბედს გაუყოლა -რა არ გაძინებს,ელენა?-მრავლისმეტყველად იკითხა მამაკაცმა -არ ვიცი-იცრუა გოგონამ -ხომ იცი,ეს ტყუილები ყველაზე ნაკლებად გამოგდის-ხელზე დაადო თავისი დიდი მტევნები და ელენას გააჟრჟოლა,ჰო,ჩვენ დროში იშვიათობა,უბრალო ხელის მოკიდებაზეც დაბუსუსებული სხეული,მაგრამ როდესაც საქმე ასეთ სულიერ კავშირსა და სიყვარულს ეხება ეს არარეალურად არ უნდა მიგვაჩნდეს,მეტიც უნდა ველოდოთ ხოლმე მსგავს -იქნებ ისევ დაწოლილიყავი ჩემს გვერდით და შენთვის სარეცელი დამეთმო? უბრალოდ მოვხვეოდით ერთმანეთს და ისე გადავსულიყავით სიზმრების ქვეყანაში,საიდანაც ორივეს სწრაფად მოგვინდებოდა დაბრუნება,რადგან გვცოდნოდა რომ რეალობა სიზმარზე ბევრად უკეთესია? დემეტრე,ვიცი რომ შენც გინდა ეს და შენც ზუსტად ეს არ გაძინებს...-ანთბული თვალებით შეხედა მამაკაცის მუგუზალივით შავ თვალებს... ------------- ნინოობას გილოცავთ,ჩემო ძვირფასებო,წმინდა ნინოს ჯვარი გფარავდეთ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. მიყვარხართ ძალიან, რომ იცოდეთ როგორ მავსებთ თქვენი თბილი კომენტარებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.