შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები?! 1,2 თავი


27-01-2016, 22:09
ავტორი harryhermione
ნანახია 2 246

1თავი
გაბმული ზარის ხმა.
ოოო როგორ ვერ იტანს ამ ხმას. დღეს რომ ამ ამ ნერვებისმომშლელი ხმით დაიწყებ კარგს რას უნდა მოელოდე. საწოლში მოიბუზა და საწოლის გვერდით მდგარ კარადაზე დადებულ საათ-მაღვიძარას გამწარებულმა ჩასცხო ხელი. ჩასცხო და ტკივილისგანაც წამსვე ამოიზმუვლა. ჯანდაბა! არადა უნდოდა დილა კარგად დაწყებულიყო. ამრეზილი სახით გაახილა უცნაურად ცისფერი თვალები და უსახურ ოთახს თვალი მოავლო. ერთ დროს ხასხასა თეთრი კედლები გახუნებულიყო და დაეკარგა ძველი დიდება. მაგრამ ლილეს არც ახსოვდა ამ ოთახის დიდებულება. იქნებ იმიტომ რომ არც ყოფილა დიდებული. ზედმეტად პატარა იყო ოთახი. იმდენად პატარა, რო კედელთან დადგმულ ოვალურ სარკეში თითქმის მთლიანად ისახებოდა. ოთახის შუაში უბრალო პატარა საწოლი იდგა. სწორედ ამ საწოლიდან იყურებოდა ლილე. საწოლის გვერდით საშვალო ზომის კარადა იდგა, რომელიც რამოდენიმე ფუნქციას ასრულებდა: იგი იყო ტანსაცმლის კარადა, წიგნების „თარო“ და ნივთების შესანახი „მაგიდა“. მეორე კუთხეში პატარა მორყეულფეხებიანი მაგიდა იდგა, რომელსაც ყვავილებიანი ხასხასა გადასაფარებელი ამშვენებდა, ზედ კი დაუდევრად ეწყო ფურცლები რვეულები და წიგნები. ეტყობოდა გუშინდელი ცხარე მეცადინეობის კვალი. ფურცლებზე ალგორითმები გენური ამოცანები. მათემათიკური ნახაზები და გამოთვლები იყო დაწერილი. მაგიდასთან ახლოს იდგა სკამი და მარცხენა მხარეს ეგდო ძველი ლურჯი პუფი, რომელიც სულაც არ ეხამებოდა გაქუცულ თეთრ კედლებს. მაგრამ როგორც ამ ოთხში არსებული საგნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ესეც არ იყო ლილეს არჩეული. საწოლის პირდაპირ კედელზე ეკიდა აშკარად ამ ოთახისთვის შეუფერებელი ულამაზესი ნახატი, რომელიც ლილეს მიერ იყო შესრულებული. ყველაზე მეტად ამ ოთახში ლილეს ფანჯარა მოსწონს, რადგან მას დიდი რაფა ჰქონდა. საათობით შეუძლია ჯდომა ფარდების ჩამოფარება გარე სამყაროსგან მოწყვეტა და წიგნის კითხვა, ან მუსიკის მოსმენა.
ლილემ ამოიზმუვლა და ფაჯარაში ზანტად გაიხედა. ვერაფერი დაინახა, მას გუშინ ღამით ჩამოფარებული მუქი ფარდები ეფარებოდა. ნელა წამოდგა და თვალები დაახამხამა ხედვის არის დასაწმენდად. დილით ყოველთვის ასეა, თაბრუს ხვევა აქ მანამ სანამ ცოტა არ გამოფხიზლდება. თავი აქეთ-იქით გადააქნია და ხელები გაიქნია, კუნთები ასამუშავებლად. ფეხები იქვე დაწყობილ ქოშებში გაუყარა და ფანჯრისკენ წავიდა ფარდების გადასაწევად. როგორც კი გადაწია მაშინვე სახეში მოხვდა ბრდღვიალა მზის სხივები და თვალი მოსჭრა. სასწრაფოდ უნდა მოემზადოს სკოლაში წასასვლელად უკვე რვა საათი ხდება. სწრაფად გადაასწორა არეული საბანი, ყვავილებიანი გადასაფარებელიც გადააფარა, ზედ ბალიში და თავისი საყვარელი დათუნია დასვა. ეს დათუნია მამამ აჩუქა მისგან მხოლოდ დათუნია და თავისნაირი ცისფერი თვალების მზერა შემორჩა. სულ რაღაც ათი წლის იყო მამა რომ დაკარგა ახლა ჩვიდმეტი წლისაა. მეხსიერებიდან მამა უფერმკრთალდება ნელ-ნელა მაგრამ მის მოსიყვარულე თვალებს ვერაფერი დაავიწყებს რადგან ყოველი სარკეში ჩახედვისას მამისმსგავსი თვალები უმზერენ. ოღონს ლილეს თვალებში სითბოს გარდა უდავოდ დიდი სევდა ჩაგუბებულიყო. მიუხედავათ ამისა სახე მუდმივად უცინოდა, ვერავინ ატყობდა უხასიათობას. ლილემ ოთახს თვალი მოავლო და ხალათი მოიცვა. სახლში დედა და თვითონ ცხოვრობდნენ მარტო, მაგრამ ახლა მისი ბიძაშილი სანდროც მანდ იყო. სანდრო ლილეზე ერთი წლით დიდია. უნივერსიტეტში ვერ მოხვდა ხოდა მათ ქალაქში გამოამწესეს რიგით ჯარისკაცა. ლილეს უზომოდ უყვარს სანდრო, მაგრამ ხშირად არ ესმოდა მისი, მას ხომ შეეძლო სულ სხვა მომავალი ჰქონოდა. ამბობს რომ მომავალ წელს აუცილებლად ცდის უნივერსიტეტში მოხვედრას, მაგრამ ლილეს ძალიან ეეჭვება მისი წარმატების. წარმატება ლილეს აზრით სწავლით მიიღწევა, სანდრო კი ძალიან ზარმაცია.აი უკვე ოქტომბერია მას კი ჯერ კიდევ არ აუღია წიგნი ხელში. მისაღებში არავინ იყო. პატარა ტელევიზორიც ჩამქრალიყო და უსიცოცხლოდ იდგა პატარა მაგიდაზე. მდივანზე უსახური ნაცრისფერი ნაჭერი გადაეკრათ, რაც უფრო მეტად პირქუშს ხდიდა არემარეს. ხმაური სამზარეულოდან შემოესმა ლილეს, მაგრამ იქით არ წასულა სააბაზანოსკენ აიღო გეზი. სწრაფად მოწესრიგდა და ისევ ოთახში შებრუნდა. არც ისე ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა და არც იმ გოგოებს გავდა წარამარა „აუუუ რა ჩავიცვას“ რო იმეორებდა გაწელილი გატყლარჭული ხმით. არ უყვარდა ავანგარდული სტილი. საკმარისი ავანგარდი მას უკვე ჰქონდა მხატვრობაში. არც კლასიკურ სტილს უსვამდა ხაზს, არც სპორტუს მისდევდა მაინცდამაინც. იცვამდა იმას რაშიც თავს კომფორტულად გრძნობდა. ალბათ ამიტომაც არ გამოირჩეოდა სკოლაში პოპულარობით ან უბრალოდ თავის კომფორტზე, რომ ფიქრობდა არ მოსწონდა. კარადის უჯრა მძლავრად გამოსწია, რადგან ძველია და ხშირად იჭედება. ახლა გასაკვირად დაჰყაბულდა გოგონას ნებას და ნაზად გამოსრიალდა. იქიდან გრძელკლავიანი კოხტად დაკეცილი ვარდისფერ-ატმისფერი ზედა გამოიღო და ხელში შეათამაშა. ჰოო, ეს კარგია უკვე აცივდა. მეორე უჯრიდან კი თეთრი არც თუ ისე ტანზე მომდგარი შარვალი გამოიღო. ბევრი არც უფიქრია საწოლზე დადო არჩეული სამოსი და საღამურები გაიხადა. სწრაფად გამოეწყო და სარკესთან მივიდა. ალბათ უკვე მიხვდებოდით რომ დიდი პრანჭია სულაც არაა ჩვენი ლილე. მაკიაჟი მისგან ისევე შორსაა, როგორც ვთქვათ და ქუსლიანი საშინლად მოუხერხებელი ფეხსაცმლი. სავარცხელი აიღო ისედაც არ აქვს ურჩი თმები. დაუდევრად ჩამოივარცხნა და ტალღოვანი ქერა თმა კუდად შეიკრა. აჰაამ უკვე მზადაა მეტი არაფერი სჭირდება.
ოთახიდან სწრაფად გავიდა და ამჯერად გეზი სამზარეულოსკენ აიღო. იქ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ქურასთან მოფუსფუსე დედა დახვდა. მაიას ლილესავით ქერა დატალღული თმა ჰქონდა, ოღონდ მას ბზინვარება დაკარგვოდა და კოსად იყო შეკრული. მაია აშკარად ძალიან ლამაზი ქალი იქნებოდა ახალგაზრდობაში. არა ახლაც ლამაზია უბრალოდ მისთვის ცხოვრებას და ასაკს ხელი დაუტყვია. მეუღლის გარდაცვალება ადვილად ვერ გადაიტანა. მუდამ უზრუნველი ოჯახი წამში დაეშალა და ამან გატეხა ახალგაზრდა ქალი. ოჯახის უფროსი ახლა ის გახდა, ძველი დიდი ბინა გაყიდეს და ისევ იმ უბანში, იყიდეს შედარებით უფრო მომცრო ბინა. მაიას თავისი ბიზნესი ჰქონდა ასე ვთქვათ გასართობად, რადგან მისი მეუღლე გიორგი საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდა, ის ხომ შესანიშნავი ადვოკატი იყო. გიორგის სიკვდილის შემდეგ კი პატარა ბიზნესი, სამკერვალო მათი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. ცოტა ხანს უყურა ლილემ დედას მოფუსფუზე სხეულს შემდეგ კი სანდროს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან:

-ვაა ჩვენს მოღუშულ მაგრამ ულამაზეს ქალბატონს მოკრძალებული და თავდახრილი სალამი ჩემგან-როგორც ყოველთვის მხიარულ ხასიათზე იყო სანდრო. ბიჭი უღიმოდა და სულელურად უქნევდა ხელს. უნებურად ლილესაც გაეღიმა. ამ ბიჭის დანახვა რატომღაც სულ ახარებს.

-ნუ მაიმუნობს სან-თბილად უთხრა ბიჭს და მაგიდისკენ დაიძრა.

-დედა გენაცვალოს ლილე, ხომ კარგად გეძინა?-მაიაც მოტრიალდა შვილისკენ და თბილად შეჰღიმა. სითბო ჩაეღვარა გულში რატომღაც და მასაც გაუნათა სახე თბილმა ღიმილმა.

-კი დეე კარგად მეძინა, თქვენ როგორ გეძინათ?-ორივეს მიმართა ლილემ.

-მე როგორც ყოველთვის ძაან მაგრა ლილიჩკაა-აი ისევ ნერვებს უშლის ეს ბიჭი. იცის რო ვერ იტანს ლილიჩკას რომ ეძახიან, სანდრო კი მის გასაწვალებლად სულ ამას ეძახის. თვალები ავის მომასწავლებლად მოწკურა ლილემ და მობუზული ვითომ შეშინებული სანდროს დანახვაზე სიცილი ვერ შეიკავა.

-ეგრე რაა, დედას ვფიცავარ ეგეთი თვალებით რო მიყურებ მაგრად მეშინია ხოლმე ტოო- სანდრომაც გაიცინა და ბიძაშვილს ლოყები გაუწელა.

-ისეთი მასხარა ხარ რო, ხო ხედავ ვეღარც გიბრაზდები-ლილემაც გაუწელა ლოყები და შემდეგ ხმაურიანად დაუკოცნა.

-მოდით ეხლა ჭამეთ საუზმე მზადაა-მათი შემხედვარე თბილად იღიმებოდა მაიაც. ლილემ თავისკენ მიიწია ჩაი ყიყლიყოც აიღო და მადიანად ჩაკბიჩა.

-ამას ნახე რა რა მადა აქ, არადა ასეთი გაკნაჭულია-შემომცინა სანდრომ. მას უკვე ბოლო მოეღო ერთი ნაჭრისთვის და მეორეს იღებდა.

-ვიზე რას ამბობ, ჯერ შენ თავს შეხედე.-ლილემაც საყვარლად გაუღიმა. სანდრო მართლაც კარგ ტანზე იდგა, მაღალი საშვალოდ დაკუნთული, თავგადაპარსული, მწვანეთვალებით. ნამდვილი ბაბნიკი იყო, ყველა ლამაზ გოგოს აძლევდა შანსს, როგორც ამას თვითონ უწიდებდა. ჩემი აზრით კი სანდროსთვის ყველა ლამაზი მაგრამ ჩერჩეტი გოგო გასართობი იყო. ზოგს მხოლოდ ერთი დღე ხვდებოდა მეორე დღეს კი მისი სახელიც აღარ ახსოვდა. არაა ავარდნილი ბიჭი. ნუ კაი ცოტათი დალევა ასე თუ ისე მაინც უყვარს, ხოლო სიგარეტს რა თქმა უნდა ეწევა აბა ისე როგორ.

-მადლობა დე სკოლაში მაგვიანება უკვე ცხრის ნახევარია-გაუღიმა ლილემ და ოთახისკენ წავიდა. ფეხზე nikeს საყვარელი ბოტასები ამოიცვა და სკამზე გადაკიდული ჯინსის ქურთუკი მოიცვა. უკვე გაზადებული ჩანთა აიღო და ხელში რამოდენიმე რვეული და ფაილი დაიჭირა. ჩანთაში ვერც ჩაეტივნენ და ლილემაც არ ჩადო. ჩანთა მხრებს ძალიან ატკივებს სუსტ ლილეს. ყურსასმენები მოისინჯა ჯიბეში ედო იქვე მაგიდაზე მიგდებული ტელეფონი აიღო რომელიც დედამ აჩუქა შარშან დაბადების დღეზე და სახლიდან გავიდა. სკოლა ლილეს სახლთან ახლოს იყო. მალე მიუახლოვდა. აი გამოჩნდა სილუეტი დიდი ლამაზად წამოჭიმული თეთრად აბრდღვიალებული ხუთსართულიანი შენობის, რომელსაც გარს ერტყა ულამაზესი ბაღი. თავისი ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნებით. გრაციოზული, ულამაზესი შენობა იყო. ერთ დროს ლილეც აქ სწავლობდა, მაგრამ შემდეგ მამას გარდაცვალების გამო დედამ ვეღარ შეძლო გიმნაზიის მაღალი ფასის გადახდა და გვერდით მდგარ სკოლაში მიიყვანა. ლილი ხშირად ფიქრობდა მას შემდეგ რა საჯარო სკოლაში დაიწყო სიარული, თუ რომელ იდიოტს მოუვიდა თავში ამ გრანდიოზული სახელგანთქმული, დავით აღმაშენებლი სახელობის გიმზანიის გვერდით ასეთი უსახური საჯარო სკოლა აეშენებინა. თუმცა სკოლა სულაც არ უჩიოდა მოსწავლეების რაოდენობას. გაჭირვებული ადამიანი ბევრი იყო, რომელსაც არ შეეძლო გიმნაზიაში მიეყვანა თავისი შვილი. ლილეს მაინცდამაინც გული არ სწყდებოდა გიმნაზიაში, რომ არ სწავლობდა, რადგან არ იცოდა როგორი იქნებოდა იქ თუ ისწავლიდა. გიმნაზიის ბავშვები ქედმაღლები, გულცივები, ამპარტავნები იყვნენ. საჯაროს სკოლის ამშენებელმა ვერ გაითვალისწინა ის რომ ამ დიდებული გიმნაზიის გამო საჯარო უსახური სკოლა და ამ სკოლაში მოსიარულე მოსწავლეები მუდმივად იქნებოდნენ დაცინვის და ზემოდან ყურების საგანი. გიმნაზიელი ბავშვები ყოველთვის ამრეზად უყურებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ არარაობებად სთვლიად. ეს გულცივობა და ამპარტავნობა ხშირად გადასდით ძალადობაში, სიუზრდელეში. ძირითადად უფროსკლასელებისგან მოდიოდა განსაკუთრებულად მძაფრია აგრესია. ლილემ ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას და საყვარელ მუსიკას უსმენდა. რატომღაც მარცხნივ მიდიოდა, ამ გზას კი პირდაპირ მიყავდა გიმნაზიისკენ. არ ჩქარობდა მარჯვნივ გადასვლას ჯერ ისედაც ადრე იყო. უცბათ უკნიდან ბიჭების სიცილის ხმა მოესმა და უნებურად შედგა. რატომღაც გულში შიშის ნაპერწკალი გაუღვივდა, მაგრამ ჯიუტად არ შეიმჩნია. ერთი ეგ კი იყო მუსიკა გამორთო.

-ნიკუშ შეხედე აშკარად საჯაროდანაა-უთხრა ხმამაღლა ერთ-ერთმა აშკარად მაგათი "სასტავის" მთავარს და გაიცინა. ნიკუშად წოდებულმა ხმა არ ამოიღო. მხოლოდ ნაბიჯს მოუმატა. ლილემაც აუჩქარა ფეხს მაგრამ უკვე გვიანი იყო. მარჯვენა მხარზე ძლიერი ბიძგი იგრძნო და მჭოლავმა ტკივილმა დაუარა. ინსტიქტურად გაუშვა ხელი რვეულებს და ფურცლებს. ისინი სველ ქვაფენილზე დაიყარა ტყაპანით. ბიჭებმა გადაიხარხარეს. ლილეს ბოღმა აწვებოდა, ყელში ბურთი გასჩხერვოდა. ნიკუშა უკვე მის წინ იდგა და ირონიული ღიმილით დასცქეროდა ფურცლების აკრეფიტ დაკავებულ გოგონას. როდესაც ლილე გასწორდა მან თვალებში შეხედა და უთხრა:

-ფრთხილად იარე-მის ხმაში იმდენი სარკაზმი იგრძნობოდა რომ ლილემ ვეღარ მოითმინა და უყვირა:

-შენ დამეჯახე და კიდე მე ვიარო ფრთხილად?!-ნიკუშას მიმიკა არ შესცვილა ისევ მისჩერებოდა თაფლისფერი გამჭოლი თვალებით. შემდეგ წარბები ზემოთ აწკიპა მოხდენილად და უთხრა:

-ენას ნუ მითრიალებ გოგონი, და ტონი აკონტროლე

-თორემ რა?-არ დანებდა ლილე და ახლა მაგან შეუტია.

-ნახავ...-თვალი მაცდურად ჩაუკრა და თავის დამქაშებს ანიშნა წავედითო.

2თავი

ნერვებმოშლილმა გადაუხვია საპირისპირო მხარეს და კედლებგამურულ სკოლაში ისე შეაბიჯა რომ უკან აღარც მიუხედავს. აფორიაქებული მიეყუდა კედელს და თვალები დახუჭა. თვალწინ დაუტრიალდა განვლილი წუთები და თითქოს ისევ იქ იყო, მძაფრად იგრძნო თაფლისფერი თვალების ირონიული მზერა, ტუჩის კუთხეში გაჩენილი ანცი ღიმილი, საშინელი ხარხარი და ყელში გაჩხერილი ბურთი. ახლა უფრო მოეშალა ნერვები, და თვალები სწრაფი მოძრაობით გაახილა. სკოლაში მოსწავლეები ირეოდნენ. იცინოდნენ, იღიმოდნენ ან ზედმეტად მოღუშული სახეები ჰქონდათ. ყველას განსხვავებული დარდი, ტკივილი თუ სიხარული ჰქონდა. ყველა მათგანს აწუხებდა რამე დარდი, მაგრამ მაინც იცინიან აი რამდენად გულიდანაა წამოსული ეს სიცილი ეგაა საკითხავი. ამ საჯარტო სკოლასჰი ბრწყინვალე მოდური ჩაცმულობის მიმდევარი ბევრი იყო, აი ამ ტანსაცმლის ტარების ღირსი კი თითქმის არავინ. ამ სკოლაში არ იყოფოდნენ მაღალ და დაბალ ფენებად. თუ ამ სკოლაში სწავლობდი უკვე თავისთავად შედიოდი დაბალი ფენის წევრად. ამ წუმპედან თავის დახწევა ძნელია. მომავალში თუ მოხვდები მაღალ საზოგადოებაში და იტყვი რომ საჯარო სკოლიდან ხარ, მათთან ადგილის დამკვიდრების შანსი არ გექნება.
ლილემ თავი გააქნია და ზარის ხმაზე შუბლი შეჭმუხნა. არადა ადრე გამოვიდა სახლიდან. რამდენი დრო დაუკარგვია იმ... იმ ვიღაც ვიგინდარა ნიკუშასთან ლაპარაკით. სწრაფი ნაბიჯით შევიდა კლასში და ბავშვებს ღიმილით მიესალმა. მერხზე დასვრილი რვეული და დაკუჭული ფურცლები დაყარა და თვითონაც მოწყვეტით ჩაჯდა მოუხერხებელ სკამზე. მძიმე ჩანთისგან ატკივებული მხრები ოდნავ შეარხია და თავი მერხზე ნელა ჩამოდო. გრილი მერხის შეხება ესიამოვნა. საერთოდ როდესაც გაბრაზებულია ან ანერვიულებული, რაიმე გრილის შეხება ყოვეთვის შეველის. ახლაც ასეა, ოდნავ დამშვიდდა და მის გვერდით ცარიელ მერხს გადახედა. მისი გვერდით მჯდომი, და ასევე მისი ერთადერთი დაქალი ელენე, როგორც ყოველთვის აგვიანებდა. ლილემ მის გახსენებაზე ჩაიფრუტუნა. ელენე მხიარული, არაა ზედმეტად მხიარული გოგონა იყო, ლილესგან განსვავებით. ელეს მუდამ უცინოდა თვალები, მისგან აურაცხელი ენერგია და პოზიტივი მოდიოდა არასდროს იყო ჩუმი და შეუმჩნეველი. ლილესგან ყველანაირად განსხვავდებოდა როგორც ხასიათით ისე გარეგნობით. ელე მუქი ხუჭუჭა და სქელი თმები ჰქონდა, თვალებით გავდა ლილეს მხოლოდ. არც ისე მაღალი არ იყო, ნუ ლილეზე დაბალი იყო, მაგრამ ძალიანაც არა. ჩვეულებრივი გამხდარი გოგონა იყო, რომელიც უშრეტ ენერგიას ასხივებდა და სწორედ ამიტომ იყო ყველასთვის მიმზიდველი. მიუხედავათ იმისა რომ, ქუჩაში მიმავალი ხალხი ყოველთვის ლილეს აყოლებდა თვალს, ელე მაინც ყველასთვის სასურველი იყო. ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ ლილეს თვლიდა საუკეთესო მეგობრად. ლილეს ერთი წამითაც არ შურდა მისი. ესეთი კარჩაკეტილობა და უმეგობრო ცხოვრება თვითონ აირჩია. და ძალიანაც მოსწონდა ზოგადად არასოდეს უყვარდა ხმაური, არც ძალიან მხიარული და ენაწლყლიანი არ ყოფილა არასდროს. მამის გარდაცვალებამ კი სულ ჩაკეტა. როდესაც მეგობრები უნდა შეეძინა მაშინ მამას გლოვობდა და მათთვის არ ეცალა. ეს გლოვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და თითქოს შემოაცალა ირგვლივ ხალხი. მათ დასაბრუნებლად ლილეს არაფერი გაუკეთებია. სრულიადაც აკმაყოფილებდა ის ცხოვრება რითიც ცხოვრობდა. ბევრი ვერ უგებდა მას. ხომ შეგიძლია იყო პოპულარული შენი გარეგნობით რატომ არ გინდაო-უკვირდათ კლასელებს. მას კი არ ქონდა პასუხი. უბრალოდ არ უნდოდა. ოთახის კარი ვიღაცამ მთელი ძალით შემოგლიჯა და აქოშინებული მიეყოდა კედელზე.

-კიდევ დავაგვიანეე? ბოდიშით რა ნონა მას, იცით მე საათი მქონდა არეული უკან იყო ათი წუთით, არა არაა ოცი წუთით იყო უკან-თვალბდახუჭული და ფერდზე ხელმიძჭერილი ელე სწრაფად იმეორებდა დაზეპირებულ ტექსტს და გარშემომყოფელებს ყურადღებას არ აქცევდა. სიცილი ამიტყდა და მერხიდან არ ავდგარვარ ისე დავუძახე:

-ელე აბა გაახილე თვალები-ელემ ჩემი ხმამაღალი წამოძახებისთანავე ჭყიტა თვალები და მასწავლებლის მაგიდისკენ გაიხედა. როგორც კი ცარიელი სკამი დაინახა ხელები გაშალა და თვალები აუელვარდა:

-ოჰ როგორ მოხდა ერთი ქალბატონმა ნანაჩკამ დააგვიანა, სასწაულია ნამდვილად-ხელებს სასაცილოდ იქნევდა და მერხისკენ მოიწევდა ნელი აუჩქარებელი ნაბიჯებით.

-ელი ჯობია აჩქარდე არავინ იცის როდის შემოაღებს კარს-ავაჩქარე და თვალები კარისაკენ გააპარე.

-ოჰ რა დიდი სიამოვნებით დავუქაჩავდი თვალებს და დაგვიანებისთვის გავუწყრებოდი-ოცნებაში წავიდა ელი და თვალები მინაბა. როგორც კი გვერდზე მომიჯდა თითქოს მაშინ შემამჩნიაო გაოცებულმა შეჰყვირა:

-ლილუუ როგორ ხარ გოგო?-გადმოიწია და ლოყები დამიკოცნა. მე მის კითხვაზე და საქციელზე სიცილი ამიტყდა და მეც ჩავეხუტე.ხვევნა კოცნაში ვართ როდესაც კარები გაიღო და ზემოთ ხსენებული ნანაჩკა გამოჩნდა.

-გამარჯობათ ნანა მასწავლებელოოოო-გაწელა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა და მასწავლებელს შესცინა.

-გამარჯობათ-ცივად მოგვიგდო და კლასი მოათვალიერა. მერე მაგიდისკენ წავიდა ჟურნალი და ჩანთა დაახეთქა და სკამში ჩაესვენა.

-როგორც ჩანს ჩემს დაგვიანებასაც ჰქონია დადებითი მხარე, ყველა ადგილზე დამხვდით-ეს თქვა და მტრულად გადახედა ელის. ელი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გავაჩერე. არ ღირდა დილიდან ნანას ნერვებზე დაკვრა.

-მორჩა ახლა მოემზადეთ გაკვეთილისთვის ისედაც დრო დავკარგეთ-ხმამაღლა თქვა და ჟურნალი გადაშალა.

-ნეტავ ვისი მიზეზით...-ჩაიდუდღუნა ელიმ ისე რომ ნანას არ გაეგო. სამაგიეროდ ჩვენს უკან მჯომმა ბიჭმა გაიგო და ფხუკუნი აუტყდა. ნანამ მტრულად გადახედა და სწორედ ის გამოიძახა პირველი დაფასთან.

***
-ელე სკოლა რო დამთვარდება ჩემთან წამოდი რა-რატომღაც რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა. მას აუცილებლად ეცოდინებოდა ვინ იყო ეს ნიკუშა. არა განა ინტერესი კლავდა. არა სულაც არა! უბრალოდ ვერ ივიწყებდა მის მოელვარე თვალებს და ირონიულ ღიმილს. ელემ ეჭვით გადახედა.

-კაი წამოვალ, მაგრამ რა ხდება? დღეს მთელი დღეა ჩაფიქრებული ხარ, თან თუ გგონია ვერ შემავჩნიე შენი დასველებული ფურცლები ცდები-უთხრა და გაუცინა.

-ხო მიხვედრილი გოგო ხარ, მოგიყვები ყველაფერს ოღონდ ეს სკოლა დამთავრდეს რაა-წაიწუწუნა ლილემ და თვალებდახუჭულმა ჩამოდო თავი მერხზე.

-ერთი გაკვეთილიც გაძელი როგორმე- უთხრა ელიმ და მახარზე ხელი მოუთათუნა.

-ჩუბინიძე ჰეი ჩუბინიძე, გამოფხიზლდი რა-მისი კლასელი გიო დასდგომოდა თავზე და უმოწყალოდ ანჯღრევდა.

-თავიდან მომწყდი რა-ლილემ ხელი აიქნია და გიოს მოსაშორებლად ელიც იგივეს ეუბნებოდა.

-აუ ლილე გეხვეწები ჩემს საშინაო დავალებას გადახედე რა, ამ გენურ ამოცანებს ვერაფერი გავუგე-საწყალი თვალებით შეხედა ლილეს და მეტი დრამატისაციისთვის ყელი გამოიწელა.

-გადავხედო თუ დაგიწერო გინდოდა გეთქვა ალბათ-იცოდა ლილემ გიოს ამბავი მარა ბიჭმა ენერგიულად გააქნია თავი და მიუგო:

-არა გუშინ ჩემით ვეწვალებოდი და რაღაცეები დავწერე უბრალოდ გადახედე რა მითხარი რა შემეშალა რო გამოვასწორო-ლილემ გაოცებულმა ჯერ მას შემდეგ კი მის მსგავსად პირღია დარჩენილი ელეს გადახედა. მერე ისევ გიორგის და უთხრა:

-მიდი ჰა მოიტანე სანამ ზარი დაირეკება-გიო გახარებული გაიქცა მერხისკენ ლილემ კი ისევ გაოცებული მზერა გააყოლა. რაც ამ სკოლაში სწავლობდა მას შემდეგ არ ახსოვს ლილეს გიოს დაწერილი დავალება ახლა კი სასიამოვნოდ გაკვირვებული ათვალიერებდა საშინელი კალიგრაფიით ნაწვალებ ამოცანებს, რომლებშიც ბლომად იყო შეცდომები მაგრამ ლილეს სწამდა რომ მთავარი მონდომება იყო სხვა ყველაფერი მიიღწევოდა. გიორგის უხსნიდა სად რა შეცდომა დაუშვა და ასწავლიდა ეუბნებნებოდა მის მაგივრად რა უნდა დაეწერა და რატომ.ზარის ხმა გაისმა თუ არა ზუსტად მაშინ მორჩნენ. გიომ მადლობა გადაუხადა და გახარებული დაიწყო ლილეს მიერ დაწერილი შესწორებების წიგნში მოძებნა და დასწავლა. აღმოჩნდა რომ გიომ დღეს გაკვეთილიც იცოდა. ღიმილით დაუქნი თავი და ანიშნა ყოჩაღო. გიომაც შესცინა და ისევ წიგნში ჩაძვრა.
ეს ბოლო გაკვეთილიც მიილია და ახლა უკვე ლილეს სახლისკენ მიმავალ გზას ადგნენ.

-მიდი ეხლა მომიყევი რა მოხდა ვეღარ ვითმენ-მომლოდინე სახით შეხედა ელემ და ხელი ხელში გაუყარა. ლილეს უნდოდა სახლში მოეყოლა მარა ელეს მოუთმენელ თვალებს როგორც კი შეხედა აღარ დააყოვნა და სულ წვრილად მოუყვა დილანდელი ამბავი. ელეს ხან აღშფოთებითი წამოძახილი აღმოხდებოდა ხან ჩაფიქრდებოდა. როგორც კი ნიკუშა აღუწერა და სახელიც გავანდე ერთი შეჰკივლა და ხელი ხელზე წაავლო. შემდეგ ერთ ადგილას შედგა.

-ელი რა მოხდა?-შეშინებულ-შეცბუნებულმა გადახედა და ხელზე დაქაჩა გაინძერიო.

-ღმერთო ჩემო შენ ნიკუშას ელაპარაკე, შენ მას ეჩხუბე ღმერთო ჩემო-ციებიანივით იმეორებდა ერთი და იგივეს და Dვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

-ხო მერე რა მოხდა ვინაა ეგ ბიჭი?-გაკვირვებლმა გადახედა ლილემ

-ღმერთო ჩემო შენ არ იცი ვინ არის ნიკუშა გადრანი?-ისევ შეჰკივლა ელემ და ახლა ლილეს მიაპყრო გაფართოებული თვალები. მან თავი დამწუხრებულმა გააქნია ელის შეკივლებამ ისე იმოქმედა თითქოს რამე მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

-ნიკუშა ავალიანი გიმნაზიიდა ყველაზე სიმპათიური და ამავე დროს აპასნი ბიჭია მთელ საქართველოში, რომ არ მფარველობდეს მამამისი ხუთიათასჯერ იქნებოდა გარიცხული გიმნაზიიდან. მას ურევი ხელი რამოდენიმე ადამიანის დაჭრაში, მისთვის ხალხის დაცინვა ყოველდღიურობაა. ვაიმე ლილუუ როგორ მიხარია რომ ცოცხალი გადაურჩი როგორ მიხარია.-თვალები აუწყლიანდა ელეს და ჩაეხუტა.

-კაი რა ელე გაბუქებული ჭორები იქნება-არ დაიჯერა ლილემ

-არანაირი ჭორი არა მთელი ვაკე-საბურთალო მასზე ლაპარაკობს მიკვირს რო არ იცოდი ვინ იყო. აფეთქებულია მთელი სოციალური ქსელი მისი ფოტოებით.-აღფრთოვანებული და ამავე დროს აღშფოთებული უყვებოდა ელე.

-ხო იცი ჭორებს არ ვუსმენ სოციალურ ქსელს კიდე ხშირად არ ვსტუმრობ.-გაუღიმა ელეს და სახლისკენ წასვლა დააპირა ელესთან ერთად, მეგობრის ტელეფონი რო ახმაურდა.

-ვაიმე დედას უნდა გავყოლოდი მკერავთან დღეს სულ ამომიფრინდა თავიდან-დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა ელემ

-არაუშავს წადი-უთხრა ლილემ და გაუღიმა.

-მერე შენ არ გეწყინება?-თვალები ააფახუნა ელემ და ხელი მოკიდა.

-როდის იყო მე ეგეთები მწყინდა-ყასიდად გაიკვირვა ლილემ და გაუცინა.

-კაი თუ არ გეწყინება წავალ მაშინ-სწრაფად შეტრიალდა და ხელი დაუქნია.

-მიდი გაცუნდულდი და შემეხმიანე მერე-ლილემაც ენერგიულად დაუქნია ხელი და სახლისკენ წავიდა. მალევე მივიდა სახლში. დედა შინ არ იყო მუშაობდა. სანდრო კი როგორც ყოველთვის კომპიუტერთან იჯდა. ლილე რომ დაინახა გაუცინა და მიესალმა. ლილემაც ხელი მსუბუქად მისცხო მხარზე და სამზარეულოსკენ წავიდა. მგელივით შიოდა არასდროს ჭამდა ბუფეტში.

-აუ ლილუ ყავა გამიკეთე შენთვისაც გაიკეთე და მესამეც გააკეთე სტუმარი გვეყოლება-არ გაკვირვებია ვინმე მისი მორიგი გოგო ან ძმაკაცი იქნებოდა.ყავა გააკეთა მხოლოდ ორი მესამე კი გამზადებული დადგა რო როცა მოვიდოდა მერე დაესხა. სანდროს გასძახა, მოდიო და გამზადებული ბუტერბროდი დაუდო ყავასთან ერთად.

-ჩემი სუპერ გოგო ხარ შენ მიდი კიდე გააკეთე სტუმარსაც ეშიება პირდაპირ სკოლიდან მოვა აქ-ღიმილით უთხრა სანდრომ. ახლა კი გაუკვირდა ლილეს.

-სკოლიდან? პატარა ძმაკაცებიც გყავს?-გაუცინა სანდროს და ინტერესით მიაჩერდა.

-მეთორმეტეშია წელს ამთავრებს ხოდა რაღაც მინდა რო გთხოვო-უთხრა და გაუღიმა.

-მიდი მთხოვე მიდი რისი გერიდება კაცო-ხმამაღლა გაიცინა. სანდრომაც გაიცინა და ანიშნა მე და მორიდებაოო?!. შემდეგ კი განაგრძო:

-ძაან ცუდად აქვს საქმე, ამასწინებზე იჩხუბა და გამოგდებით ემუქრებიან გიმნაზიაში სწავლობს მამამისმა კი გადაარცინა მაგრამ მაინც დასაჯა. დამატებით მასწავლებელთან სიარული აუკრძალა და უთხრა რომ მთელი ძალისხმევა დაეხარჯა და ესწავლა თვითონ. თუ არა და გამოცდებში ჩაიჭრება. განსაკუთრებით უჭირს ქართული და ისტორია არც ბიოლოგიას და უცხო ენებს გლეჯს. არ მინდა რომ მანაც ჩემი ბედი გაიზიაროს.-ცოტა ხნით შეჩერდა. ლილე უკვე მიხვდა რის თქმასაც აპირებდა სანდრო.

-ხოდა მინდა გთხოვო რო შენ ამეცადინო-ღიმილით დაამთავრდა და ლელას გაოცებულ სახეს შეხედა.

-მე როგორ უნდა ვამეცადინო მეთორმეტე კლასელი მეთერთმეტეში ვარ-ჩაიბურტყუნა ლილემ და ახლა ის დააკვირდა სანდროს.

-ორივემ ვიცით რო შენ მეთორმეტე კლასელებზე ბევრად მეტი იცი-ისევ შეჰღიმა ლილემ.

-თვითონ უნდა რომ მე ვამეცადინო?-გაუკვირდა გიმნაზიელი მას რომ უნდა ემეცადინებინა და ამაზე ის თანახმა იყო.

-კი უნდა სხვა გზა არც აქვს-აუხსა სანდრომ. ამ დროს კაკუნი გაისმა კარზე. რატო აკაკუნებს ზარი ხოა? სრულიად უაზრო კითხვა დასვა გონებაში და აღელვების დასაფარად რომელიც არ იცოდა საიდან მოვიდა, წამოდგა და ყავა დაასხა. მისაღებიდან ლაპარაკის ხმა და სიცილი გაისმა. ნაბიჯების ხმა მოესმა და ნელა მოტრიალდა ყავით ხელში.

-ლილუ გაიცანი ჩემი ძმა და მეგობარი ნიკუშა გადრანი...




________
ეს ისტორია ზაფხულში დავიწყე მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ დავასრულე ეს ორი თავი ატვირთული მქონდა მაგრამ ალბათ აღარავის ახსოვს ამიტომ ახლიდან ავტვირთავ მესამე თავს კი დავდებ ალბათ ხვალ <3
მინდა იცოდეთ რომ მომენატრეთ ძალიან და თუ ისევ წაიკითხავთ ჩემს ნაჯღაპნს ძალიან გამიხარდება მიყვარხართ <3



№1  offline წევრი cancara

აჰაჰა დამთხვევეა კაი მომწონს გაგრძელე

 


№2  offline წევრი harryhermione

cancara
აჰაჰა დამთხვევეა კაი მომწონს გაგრძელე

cancara
აჰაჰა დამთხვევეა კაი მომწონს გაგრძელე

რადამთხვევა :D

 


№3 სტუმარი kusi

Me vkitxulobdi amas adrec ...kaia gagrdzele aucileblad

 


№4  offline წევრი tskvito

ძალიან გამეხარდა შენი ნიკი, რომ დავინახე....წინა ისტორია ისეთი კარგი იყო, ეს ისტორია როგორ შეიძლება ნაჯღაბნი იყოს...
იმედია გააგრძელებ და არ შეწყვიტავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent