შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული თუ სექსუალური მოცეკვავე ? (თავი 2)


27-01-2016, 23:39
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 071

-რაღაც განსხვავებული შეგრძნება დამუფლებოდა..არ ვიცი რატომ,მაგრამ მას მერე უფრო დაბნეული გახდა...ადრე,ღრმა ბავშვობაში,ერთმანეთს ხშირად ვაჯავრებდით ხოლმე,თამაშებზე ვკამათობდით..მახსოვს ინფორმატიკაზე სულ ჩემს გვერდით იჯდა,სულ ჩემს ეკრანს აშტერდებოდა ხოლმე..მერე კი თითქოს ჩვენს შორის ხიდი ჩაიტეხა..ალბათ,ასაკის ბრალი იყო..-თავი გააქნია ევამ.
-მართლა? არ მესმის...-უიმედოდ შეხედა დაქალმა გოგონას.
-მახსოვს ჩემს გვერდით უნდოდა ხოლმე ჯდომა..დამრიგებელს რიგები ჰქონდა დაწესებული და არავის აძლევდა ადგილის შეცვლის უფლებას..ის მაინც ჯდებოდა ხოლმე.მე ვფიქრობდი,რომ იმიტომ,რომ ჩემთან ახლოს მისი ძმაკაცები ისხდნენ..ეს მანამდე იყო,მაგ ზაფხულის მერე კი..უბრალოდ შეიცვალა..
-რამე გახსოვს კიდევ?
-მგონი,სადღაც ხმაურიან ადგილას ვიყავით და მზერით მწვავდა..იმ წამს მხოლოდ ის ვიფიქრე,რომ ჩემს კუპანიკებს აშტერდებოდა..
-ნაპირზე შეხვდით?
-ჰო,პირველად..კარგად ცურავდა მახსოვს..ქარიშხალის დროსაც გადიოდა ხოლმე.
-რამდენი ხანი გავიდა..
-ანუ ჰო..მალევე წავიდა...-ამოიბურდღუნა ევამ.
-უცნაურია...კიდევ რას იტყვი? რას გაიხსებ?
-მეხუთე კლასში ვიყავი,როცა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა „ტმასვმას“ ვეძებდი..
-არ იცოდი?-სიცილი აუტყდა ლეას.
-ვამოწმებდი და რატომ?
-რადგან მასწმა თქმა არველაძე სულ ეტმასნება დარსანიასო..მგონი,ბუნების მასწავლებელს უთხრა..
-ვაიმე,კურიოზი..ასე იყო?
-არა..ჰო,იცი ყველაფერს ყველა ისე ხედავს,როგორც უნდა.
-დარწმუნებული ხარ?
-არ ვიცი..-თავი გააქნიე ევამ.

შემდეგ დღეს უჩვეულო ხასიათზე გაეღვიძა.თავი უსკდებოდა,თუმცა სკოლაში წასვლაზე უარი მაინც არ უთქვამს.მგონი,კიდევ უნდოდა ენახა მომღიმარი გიგა.იქნებ ისევ მოეკითხა ევა.იქნებ ისევ გამოეჩინა მისადმი ინტერესი.ფიქრები კლავდა გოგონას,როგორ უნდოდა გაეგო სიმართლე.მე-12 წელი იყო,რაც გიგას იცნობდა,ის კი მას სიტყვასაც აღარ ეუბნებოდა.ალბათ,ის დაბადების დღე და ცუდად გახდომა იყო საჭირო,რომ ბიჭი მის მხარეს მობრუნებული.თუმცა რა სისულელეა,მისი გოგოც ლამაზია,მერე რა რომ ფეხები კისრიდან არ ეწყება,ეს განა იმას ნიშნავს,რომ ევამ მარიამს გული უნდა ატკინოს.
არ არსებობს,ევაასე არ მოიქცევა.ის არასდროს ააშენებს საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე,ის გულიანი გოგოა და სხვაზე შესტკივა გული.
იმ დღეს მიხვდა,რომ გადაწყვეტილებაში მერყეობა სულელური იყო.მას ისევ ის უნდოდა,რაც ადრე.ფილოლოგობა მისი მომავალი საქმე იყო.ყველაფერი ამაზე ანიშნებდა.
ცხოვრება დებილური არის ხოლმე,მაგრამ დამთხვევები არ არსებობს,ყველაფერი გამიზნულად ხდება!
აი,იმ დღესაც რატომ მოვიდა სკოლაში გიგა.ალბათ,რაღაც ძალამ მოიყვანა.
ევამ სწრაფად ჩაიცვა და ამჯერად მიასწრო ზარის დარეკვას,გაკვეთილზე ღიმილით შევიდა და გვერდით მიუჯდა ლეას.
-არ დაგეზარა წამოსვლა?-ჰკითხა გოგონას და წიგნი ამოიღო.
-რა ვიცი..შენ მომენატრე..-ირონიით უთხრა ევას.
-მასწი აგვიანებს,ჰო?
-არ ვიცი..თემების დედოფალი ჰო ხარ და იქნებ იმ ვაკუნას დაუწერო რამე,წაიღო ტვინი!
-აუ,ეგ ვერაა რა-ჩუმად უთხრა დაქალს და უკან გაიხედა.ბიჭს წიგში ჩაერგო თავი და სევდიანად აცეცებდა თვალებს.
-მკლავს სენი საცოდაობა!-მიმართა ბიჭს და ხელი გასწია,რათა წიგნი გამოერთმია.
-დამიწერე რამე,ძალიან კარგიც არა.
-კარგი,ჰო..ფურცელი მომე-უემოციოდ უთხრა და გაუწოდა ხელი.

გაკვეთილებზე ისევ გიგას ელოდა,მაგრამ ის არ გამოჩნდა..პირველ დღეს არ ჰგავდა სკოლის დანარჩენი დღე,ევას უფრო ავიწყდებოდა რა ხდებოდა..ალბათ,იმიტომ,რომ გიგა არ იყო გაკვეთილებზე და,ალბათ,იმიტომაც,რომ ყურადღების ცენტი დაჰკარგვოდა.ძალიან უნდოდა,რომ ისევ ენახა არველაძეს მომღიმარი სახე..მუსი სქელი წარბები მოსწონდა,მისი ქუში გამოხედვა და მის სახეზე ასახეული სიხარულის სხივები...

-ეს უბრალო ნოსტალგია!-საკუთარ თავს მიმათა სარკეში და გაეღიმა.რეპეტიცია ჰქონდა კონკურსისთვის,სტუდიაში არ უნდა დაეგვიანა.ჩანთას ხელი დასტაცა და ყურსასმენები მოირგო.ღიღინ-ღიღინით ჩაუყვა კიბეებს და გაჩერებისკენ წავიდა.
განსაკუთრებულად გაეყინა ხელები,ჯიბეებში ჩაიყო და ისე დაიწყო დადა,ავტობუსი 10 წუთში მოვიდოდა.მანამდე გაიყინებოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.ძალიან თხლად ეცვა,მხოლოდ თხელი ზედა და ტყავის ქურთუკი,კალგოტკის ჩაცმაც კი დაავიწყდა,სიჩქარეში რაც ხელში მოხვდა მხოლოდ ის აეღო.იდგა მობუზული და ტაბლუს მიშტერებოდა.მფარველო ანგელოზი არ არსებობდა,არც ის ბიჭი სკოლის მერხიდან,ამიტომ სჯობდა უბრალოდ მოეთმინა.
ვინ იყო გიგა? რატომ იმსახურებდა მის ფიქრებს? სისულელე,უბრალოდ აბსურდი..განა ისიც ასე არ ფიქრობდა...რატომ გადაავიწყდა მასზე ფიქრები? დრომო...და სხვა რამემაც..სიცივემ და უყურადღებობამ..ასევე იმან,რომ მისი ვითომ რჩეული უმიზნო ბიჭი იყო,გაზარმაცდა მაღალ საფეხურზე ასვლამდე და ნორმალურ ცხოვრებას არ ეწეოდა.კაიფში მყოფივით შემოდიოდა ხოლმე გაკვეთილებზე და ეძინა,ჩანთა მუდამ ცარიელი ჰქონდა...
მასზე აღარ ფიქრობდა..დიახ,აღარ..მაგრამ რა მოხდა მერე?
-ევა..-მოესმა ნაცნობი ხმა,თითქოს ვინმე აეკიდა და უკან მოსდევდა.გაიხედა და მარიამი შერჩა ხელში.უღიმოდა გოგონა.ნეტა რა უნდოდა მისგან? შეყვარებულის დაშურებას ხომ არ აპირებდა.იმ წამს ის ფოტო წარმოუდგა თვალწინ ზაფხულში რომ ნახა...ზღვის პლაზზე იწვნენ მარიამი და გიგა..მარიამის გულზე ედო თავი ბიჭს და ეღიმებოდა..შეშურდა იმ წამს მის წინ მდგომი გოგონასი,არადა მასზე ათასჯერ კარგად გამოიყურებოდა.ჩალისფერი თმა და საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა ევას,შავგვრემნებიც არ არიან ცუდები,მაგრამ ასეთი უცხო გარეგნობა მაინც სხვა,დამეთანხმებით,ალბათ.
-მარიამ..-ღიმილით გახედა გოგონას.ეს ნაძალადევი ღიმილი იყო.
-ცივა არა? როგორ ხარ?-მობუხული მიუდგა გვერდით ევას.
-არამიშავს,შენ? რეპეტიციაზე მივდივარ.
-ვააა მართლა..ვიცი,რომ მოცეკვავე ხარ..რამდენი წელია,რაც ცეკვავ?
-სამი წელია.საიდან,იცი?-მხრების აჩეჩვით შეხედა გოგონას.
-გიორგიმ მითხრა..ჰო იცი როგორ მოსწონს შენი ნაწერები?
-საუკუნეა,რაც არაფერი წაუკითხავს..-თავი გააქნია და ტაბლუს ახედა.
-შენი ბლოგი დამილინკა..ძალიან მაგარი გოგო ხარ...
-მადლობ,მარიამ...-თვალებში შეხედა გოგონას,დაინახა მისი მუქი ფერის გუგები და მათში გიგა წარმოიდგინა...“არა,არ არსებობს..ვერა ვარ..“-საკუთარ თავს მიმართა და გოგონას მოაშორა მზერა.
-ფეისბუქზე მოგძებნი...
-კარგი,ახლა ჩემი ნომერი მოვიდა და ..-გაუღიმა გამოსამშვიდობებლად გოგონას და ავტობუსისკენ წავიდა,ჩანთის ზონარი კიდევ ერთხელ გაისწორა მხარზე და წავიდა...გულში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა..ალბათ,ეს იმის ბრალი იყო,რაც მარიამმა უთხრა..მშვენიერი გოგონა ჩანდა სოსელია..ჰო,მისი გვარიც იცოდა...ერთ წამს მასთან მეგობრობაც კი გაუელვა თავში,მაგრამ მაშინვე უკუადგო ეს აზრი.მასზე მხოლოდ ის იცოდა,რომ ისიც აბიტურიენტი იყო და უნარებზე გიგასთან ერთად დადიოდა.დიდი დრო იყო მას შემდეგ გასული,რაც მის გვერდზე აღარ შესულა.

-ჰეი,სასტავს..-მიესალმა მოცეკვავეებს და ყველა სათითაოდ გადაკოცნა.
-ვა,ევა..რა ლამაზად გაქვს თმა-ნუკიმ თვალი ჩაუკრა.
-კარგი ერთი.პირველი რას ვირეპეტიციებთ?
-ჰიპ-ჰოპის კომპოზიაციას,გოგო..
-ააა კარგი.

დრო მალე გავიდა..ბოლოს საჩვენებელ ნომრებზე გადავიდნენ.დუეტს ცეკვავდა ევა ერთ სიმპათიურსა და ძალიან სექსუალურ ბიჭთან.გაბრიელი პროფესიონალი მოცეკვავე იყო და ლათირნურ ცეკვებში ბადალი არ ჰქონდა.ამ ბიჭის გამო იჩენდა ცეკვის დიდ ინტერესს.სამი წლის განმავლობაში გიჟდებოდდა მასზე,როგორც მოცეკვავეზე,აფანატებდა გაბრიელის მიმოხრაზე,მაგრამ,როგორც ბიჭისთვის,მისთვის არასდროს შეუხედავს.ოცდაოთხი წლის იყო გაბრიელი.

ბოლოს დუეტების დროც დადგა.გაბრიელმა ანიშნა,მოდიო და ევაც მისწენ წავიდა.საკმაოდ სექსუალურსა და კონტაქტურ ცეკვას ასრულებდა წყვილი.“პარედჟკაც“ კარგად გამოსდიოდათ.
-მაგარი იყო-სტუდიის უფროსმა და ერთ დროს ცნობილმა მოცეკვავემ შეაქო ევა.
-მადლობთ,მას-გაუღიმა გოგონამ და გასახდელისკენ წავიდა.
-მოდი რა,კიდევ ერთხელ-მუდარით ახედა ბიჭმა.
-კარგი-მისკენ წავიდა ღიმილიანი სახით და მაშინვე ჩაება ცეკვის ჰანგებში.

სახლში დაღლილი მივიდა.ლევანიკოსა და ლეას კამათის მომსწრეც კი გახდა.არატრადიციულ ორიენტაციის ხალხზე დავობდნენ.
-ეს დისკრიმინაციის მომხრე-კისკისებდა ლეა.
-რა ხდება აქ?-დივანზე დაეშვა ევა.
-რა ვიცი,ვერაა ეს შენი ძმა.
-მე წავედი,არ მაქვს თქვენი თავი-ლევანი ოთახიდან გავიდა.
-ვერაა-ხმამაღლა თქვა ლეამ და დაქალს მიაშტერდა.
-მალე იქნება თოთხმეტი.
-გაბრიელი ყვავილებს გაჩუქებს?-ირონიით ჰკითხა ლეამ.
-რა იცი ვინაა? ჩემი მეწყვილეა,ნუ ბავშვობ!-ცალი წარბი მაღლა ასწია და ფეხზე წამოდგა.
-გაბრიელი ვინაა?-თავი გამოყო თავისი ოთახიდან ლევანზე.
-არავინ-მიახალა ევამ და ისევ დაქალს გაუსწორა მზერა.
-კარგი,ნუ მიბრაზდები.
-შენი გაგა როგორაა?-მოკითხა ლეას შეყვარებული.
-არის რა.
-რა იყო გაბრაზებს?
-არა,უბრალოდ ვალენტინობისთვის რაღაც სიუპრიზი აქვს და...
-არ გეუბნება?
-არა-თავი უკმაყოფილოდ გააქნია ლეამ.
-თუ გითხრა,რაღაც სიუპრიზი იქნება!-სიცილს მოჰყვა ევა.
-არ მიყვარს სიუპრიზები.
-მე კი მიყვარს...წავედი,შხაპი უნდა მივიღო!-ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ გასწია.
-კარგი,წავედი მე..ხვალ არ მოვალ სკოლაში და არც შენ წახვიდე.
-არც ვაპირებ.
-ძალიან კარგი..-კისკისით წავიდა კარებისკენ.სააბაზანოში ნაცნობი სურნელი ეცა,გელისა და შამპუნის სუნი ვერ შეედრებოდა ვიღაც-ვიღაც ბიჭების სუნს.
„რომანტიკა არა კვატი“-გაიფიქრა,მაგრამ გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა,ბლოგზე მოთხრობა ჰქონდა დასასრულებელი.“ილუზიაში ყველაფერი ლამაზია“-გაიფიქრა და ნელთბილ წყალს მიუშვირა თავი.
ნარნარად გამოვიდა გარეთ,თავის საწოლზე ჩაუცმელად დაემხო და ხალათი ძლერად მოიჭირა წვრილ წელზე.ლეპტოპი გახსნა და ბოლო თავის დაწერა დაიწყო.სიამოვნებდა მკითხველის კომენტარი,სითბო და უბრალოდ ყურადღება...დიდება და სახელი სასიამოვნო რამაა! იქნებ მწერალიც გახდეს ოდესმე,ეს ნამდვილად გამოადგება..სიყვარულსა და დაფასებაზე ძვირფასი ამქვეყნად ნადმვილად არაფერია!
მთელი ღამე წერაში გაატარა,არ იცოდა როგორ დაესრუელბინა,ხან აქეთ იყო და ხან იქით..წაშლიდა და ისევ დაწერდა..
ექვსი საათი იქნებოდა,როცა ღრმად ამოისუნთქა,დაამატა ახალი თავი და თვალები მილულა..ჩაეძინა.ალბათ,არც ტკბილად და არც თბილად,მაგრამ მაინც ჩაეძინა.
დილას დაქალის ხმამ გააღვიძა.
-ბარემ აქ გადმომისახლდი-კისკისით უთხრა და მისკენ წავიდა.
-ევა,გაგღვიძებია-მხიარულად წარმოთქვა გოგონამ.
-ჰო,მღვიძავს.
-იცი,კატო ჩამოდის..
-ვა,მართლა-გაუხარდა მეორე დაქალის შესახებს სიახლის გაგება.
-ჰო,გოგო..მართლა..
-კიდევ კარგი მორჩა მაგ რაღაც პროგრამატას-კატო მათზე დიდი იყო და უნივერსიტეტში სწავლობდა.
-საღამოს უნდა დავხვდეთ,რაღაც საღამოს ღამის ორზე.
-კარგია,მაქამდე გამოვიძინებ-თვალი ჩაუკრა ლეას.
-გოგი,იცი,იმ ვიღაც მარიამმა მეც დამამატა.
-იუ,ფბ არ შემიმოწმებია-ევამ თვალებით ტელეფონის ძებნა დაიწყო.
-ისე მაგარი გოგოა,მაგრამ..
-მისმინე,არ ვეჭვიანობ-თვალები გადაატრიალა და მერე საკუთარ ნათქვამზე გაეცინა.
-ჰო,ხედავ გეცინება?-წარბი მაღლა ასწია ლეამ.
-კატო გამახსენდა-იცრუა და ეკრანს ჩააშტერდა-ჰო,აგერაა,მწერს კიდეც,ზეგ წვეულება მაქვს და მოდიო,დაბადების დღე აქვს და.
-მიწერე,რომ მიხვალ.
-აუ,კიდევ მწერს,ვინე წამოიყვანეო,მეწყვილეს გულისმხობს.
-მერე გაბრიელი წაიყვანე.უთხარი,რომ ითამაშოს...ჰო,იცი იქ ყველა შეყვარებულთან ერთად იქნება,შენ კი...ტეხავს!-ჩვეულად თქვა და დივანზე დაეხეთქა.
-აუ,არ ვიცი..როგორ ვუთხრა,ცხრაზე ეცლება,ალბათ..
-მიდი,ერთი...
-ახლავედავურეკავ,დღეს..მერე გეგმები არ დააწყოს-ევა მხიარული გამომეტყველებით წავიდა სააბაზანოსკენ.

-კატო,ჩემი კატო..-გადაეხვია დაქალს,როგორ მონატრებია მისი სურნელი,სურნელი,რომელიც მის გარდა სხვას არ აქვს.
-შენი სურნელი..-კატომ გაუღიმა ორივეს და ახლა ერთდროულად ჩაიკრა გულში.
-ხვალ წვეულებაზე მიდის ქალბატონი,ვიღაც გოგო გაუცნო-კისკისებდა ლეა.
-მაგის დროა?!-თვალები დაჭყიტა ევამ.
-კი,კი,არის..გამოტყდი,რომ გიგა ისევ მოგწონს.არ გამოტყდები? კაი,რა..
-რა ხდება აქ?-კატომ გაკვირვებული გამომეტყველებით შეხედა ორივე დაქალს.
-რა ვიცი..მერე გეტყვი რა...-თვალი ჩაუკრა ლეამ.
-ვერა ხართ..წავალ,სადმე წყალს ვიშოვი,თორემ პირი გამიშრა-გვერდით გაიწია ევა.
-გოგო,წამო,სახლში..ვათენებთ.
გათენებით ვერ გაათენა ევამ,მალევე ჩაეძინა.უცნაური რამ ნახა სიზმარში,ეუცხოვა გარემო,მალევე დაივიწყდა და ისე გაიღვიძა...მისი გონება არარსებულს იშვიათად თუ იმახსოვრებს..უცნაურია,ალბათ!

-გაბრიელ..-ბიჭისკენ ღიმილით წავიდა.დავიწყდებოდა გუშინ დარეკვა.
-ჰო,ევა..როგორ ხარ?-ჩვეულად გადაკოცნა ბიჭმა,ისევ თბილი ლოყა ჰქონდა.
-შეგიძლია გამომყვე სადღაც...უბრალოდ დახმარება მჭირდება..ერთი გოგოა,წვეულება აქვს და..
-რა პრობლემაა..მაგაზე გაწყენინებ,გოგო?-გადაიკისკისა ბიჭმა.
-ჩემი შეყვარებულის სტატუსით..ცოტა წაიმსახიობე.
-რამე ხდება?
-მეუხერხულა,მაგრამ ასეა საჭირო..
-ჰო,მიხვდი..მაგაზე არ იდარდო,სასმელი ჰო იქნება,კაი პონტი და..-თვალი ჩაუკრა და საცეკვაოდ გაემზადა.ამდენი გოგოდან მუდამ ევასთან ცეკვას გამოარჩევდა,სამი წელია,რაც წყვილებში ცეკვავენ ხოლმე.
-დღეს პირველი გაწევლაა,ბარტყო-გასახდელში თავი ნუკიმ შემოყო.
-უი,მართლა...კარგი,მადლობ..-ჩანთას დასწვდა,რომ ფეხსაცმელი გამოეცვალა.
-როგორ მიდის სწავლის საქმეები?
-რავი,ნორმალურად..-წაიბუზღუნა და საქმე განაგრძო..-შენ რას შვრები?-პაუზის შემდეგ ჰკითხა და მის ტოპს მიაშტერდა.

-მარიამ,როგორ ხარ?გილოცავ-გადაკოცნა გოგონა.გაუკვირდა,რომ ეს ჩვეულებროვ გამოუვიდა.
-მადლობ-კისკისით უპასუხა მარიამმა.
-მეც გილოცავ-გაბრიელი წინ წამოიწია შესაშური ღიმილით.ის მართლა გოგონების რისხვა იყო!
-უი,ესაა ჩემი მეწყვილე..-წაიბორძიკა,ცეკვის გაგებით კი ხმარობდა მეწყვილეს,მაგრამ ახლა ეუცნაურა.
-ძალიან კარგი..მადლობა შენც-გოგონამ ღიმილით უთხრა და უკან გაიხედა.ალბათ,გიგას ეძებდა,რომ გაბრიელისთვის გაეცნო.
-გიგა...სად ხარ?-ბუზღუნით მოკიდა შეყვარებულის მაისურის კიდეს ხელი და თავისკენ მიიზიდა.
-ევა...შენ...-მთვრალი ჩანდა გიგა...
-დალია..ბოდიში!-ხმამაღლა თქვა გოგონამ,რადგან მუსიკა ხმამაღლა მიდიოდა და ყურთასმენას იკლებდა.
-გაბრიელი-ხელი გაუწოდა გიგას ევას მეწყვილემ და გაუღიმა.
-ევა,კარგი ბიჭია..-გაუკვირდა გიგასგან მსგავსი რეპლიკა,მაგრამ არჩაღრმავებია...
-არ ვიცეკვოთ?-იკითხა ევა,რათა უხერხულისიჩუმე განემუხტა.
-ჩვენ არ ვცეკვავთ..ყველა ასე მაგრად...შენ ცეკვავ?-მარიამმა გაოცებული გამომეტყველება ესროლა გაბრიელს.
-ჰო,ის პროფესიონალია...ჩემს სტუდიაში გავიცანი..-გოგონამ სიტუაცია დააზუსტა,რადგან უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ის,რაც ვითომ ხდებოდა მათ შორის.
-აბა,მიდით! გიყურებთ...მუსიკა აარჩიეთ..-მარიამმა მკლავი გამოსდო გიგას და თვაელბი მოუთმენლობისგან გააშეშა.
საშინლად სექსუალური ცეკვა აარჩიეს,ერთ-ერთი,რომელსაც კონცერტზე ცეკვავდნენ...ისეთი დამუხტული და ენერგიული იყო,რომ არავის შეპარვია ეჭვი მათ ურთიერთობაში.ისე სექსუალურად მოძრაობდნენ,რომ გიგას თვალები გაუბრწყინდა,შეხედა მარიამს და თითქოს ის უთხრა,რომ მასაც სურდა ასე ეცეკვა.
-გასაოცარია..კიდე რა..-იმდენი იცეკვეს,რომ დაღლილები ძლივს დაეშვნენ სკამზე.ევა ემოციურადაც დაღლილი იყო,ამიტომ ვერ გააცნობიერა რას აკეთებდა და პირდაპირ გაბრიელის კალთაში ჩაეშვა.
-შენც დალიე,მოდი..-გაბრიელმა მიაწოდა სასმელი.
-მადლობ-გახედა ბიჭს და ჭიქა პირდაპირ პირისკენ წაიღო.
-დამაჯერებლად..-ჩასჩურჩულა გაბრიელმა ყურში..ეს ჩვეულებრივი ნათქვამი არ იყო რაღაც ჰაეროვნებით იყო სავსე..
-საოცარია!-მხოლოდ ეს თქვა და გიგას გახედა,რომელიც მარიამს ვითომ ეცეკვებოდა.
-მიდით,აბა..კარგი ჩანს..-მეტი ვერაფერი მოიფიქრა ევამ და თავი მაღლა ასწია..
-დაიღალე?-ჰკითხა ბიჭმა.
-ჰო,რავი..ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში და როდის დავდებ თავს ბალიშზე.
-მეც..ძალიან.თუმცა შენთან ძალიან კარგად ვარ..მადლობ,რომ წამომიყვანე..კარგი გოგოა მარიამი..თბილი და მეგობრული..გიგა რაღაც უჟმური ჩანს..-უკმაყოფილოდ გაიხედა ბიჭისკენ.
-ჰო,რავი..-მხოლოდ ეს უპასუხა გოგონამ და მეორე ჭიქაზე გადავიდა..სასმელზე მეტად სხვა რამ ეკიდებოდა,მგონი..ღელვა და ადრენალინი სპობდა..ასეთი რამ ჯერ არ უთამაშია...
-მსახიობობაზე არ გიფიქრია?-ღიმილით ჰკითხა გაბრიელმა,მაგრამ ევას არაფერი უპასუხია..იცოდა,რომ ამით ბიჭმა შეაქო.

-მე არასდროს..ვითამაშოთ რა...-ყველანი მთვრალები იყვნენ,როცა მარიამი წინადადებით გამოვიდა.
-მომეკიდა..-ევამ ჩუმად უთხრა გაბრიელს და სიცილს მოჰყვა.
-გიხდება ასე!-ხელით მისკენ მოსწია ბიჭმა.
-გვინდა..კი,გვინდა!- ევა თამაშს დასთანხმდა.
-ვინ დაიწყებს?-სიცილი აუტყდა გიგას.ეს დამცინავი და სარკაზმულად ირონიული იყო.
-მე!-ჩაეღიმა მარიამს-ჩემი დღეა მაინც!-დააყოლა,რათა ვინმეს არ გაეპროტესტებინა მისი სურვილი.
-კარგი,მიდი-ერთხმად თქვეს მონაწილეებმა.გაბრიელი ევასკენ მიიწია და ისე ახლოს იყო მასთან,რომ ლამის იყო მისი გულის თითოეული ძგერა გაეგო,გაიგებდა კიდეც რომ არა საშინელი ხმაური.
-მე არასდროს მქონია სექსი-ამას არავინ ელოდა,გოგოები აწითლდნენ,ბიჭებს კი ხარხარი აუტყდათ.მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ,ოთხნი.სხვენი უკვე წასულიყვნენ.დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა,ვერც ერთი აზროვნებდა საღად.
ბიჭებმა თითები ჩასწიეს,მარიამმა მუჯლუგუნი უთავაზა გიგას,აწითლდა,ვერავინ მიხვდა რა დაემართა..ბიჭი რომ უბიწო არ იქნებოდა ამაში რატომ უნდა შეპარვოდა ეჭვი?გაბრაზებული გავვარდა კარებისკენ.
-რა დაემართა? ეს ხომ თამაში იყო..-გაბრიელმა შეხედა ევას და სიცილი აუტყდა.
-ფუუუ ამისი-გიგას გამომეტყველება შეეცვალა.
-წადი,მიხედე,ძმაო..ჩვენც წავალთ-გოგონას ხელი გაუწოდა და კარებისკენ აიღო გეზი.
-ევა...-გიგას ხმამ გააჩერა გოგონა-დამეხმარე რა..მაინც გოგო ხარ..თან მარიამს ძალიან მოსწონხარ,ასე მალე არავის უახლოვდება ხოლმე..მიდი რა,დააბრუნე,თუ უნდა მე სულ არ დავენახვები..ოღონდაც სახლში წაიყვანე.
-ვცდი..-გაბრიელს შეხედა,მისგან თანხმობა მიიღო და მოშორდა.
-დაგელოდები..-მიაძახა ბიჭმა.
-ტაქსით წავალ,წადი შენ.
-არა,რა ტაქსი..გვიანია..
-მე წავიყვან გოგონებს-გიგამ შესთავაზა.
-ჰო,დაღლილი იქნები,წადი-ევამ ლოყაზე აკოცა გამოსამშვიდობებლად და ღიმილით დაშორდა ვითომ შეყვარებულს.

-მარიამ-საპირფარეშოში მიაგნო გოგონას.
-ევა,შენ ხარ?-გულში ჩააკვდა გოგონა.
-დამშვიდდი,ახლა აფორიაქებული ხარ,ნასვამი ხარ...განა ახლა გაიგე,რომ ბიჭები დადიან ქალებში? ნუ,ვინ არაა ნამყოფი..დამშვიდდი,რა გჭირს.
-არ ვიცი..მომეკიდა ძალიან...
-გიგა გველოდება,თუ გინდა მარტო წავიდეთ..ტაქსის გავაჩერებ და.
-კი,მინდა..მას ვერ შევხედავ ახლა..
-გონება დაძაბე და მოიფიქრე,რა გინდა,მარიამ.
-ვეა,უბრალოდ ჩემთან წამოდი რა...-ამ თხოვნას არ ელოდა.
-მიგაცილებ.
-არა,დარჩი..ძალიან მომწონხარ..
-მადლობ,მაგრამ მე....
-გთხოვ..-მუდარით ახედა გოგონამ.
-კარგი.თან გამიარა მოკიდებამ..-კისკისით უთხრა ევამ.
-კარგი..მადლობ..დღეს მარტო არ თან და..-ხელკავი გამოსდო მარიამმა ევას და კარებისკენ წავიდა.
-გიგას მიწერე,რომ არ დაგველოდოს.
-კარგი..-დასთანხმდა მარიამს.
ტაქსი გააჩერეს,ათიოდე წუთში უკვე მარიამის სახლში იყვნენ.ლიფტით ავიდნენ და მაშინვე სააბაზანოში შევიდნენ.
-პირველი მე ვარ!-გადაჭრით თქვა მარიამმა და საათს დახედა.
-კარგი,მე დაგელოდები.
-შეგიძლია,ფილმი ჩართო...ძალიან მაგრები გადმოვწერე.
-კარგი...-ღიმილით გახედა და დივანზე დაეშვა...უკვირდა მარიამის ასეთი უცნაური ბუნება..რატომ იყო ასეთი თბილი და ახლობელი მისთვის...გოგონა,რომელსაც საერთოდ არ იცნობდა და შინაგანად მასზე ეჭვიანობდა კიდეც,ასე კარგად ექცეოდა! როგორ ეტეოდა ამდენი დადებითი ამ პატარა გოგოში!

თორმეტგ საათამდე დრო ჰქონდათ,ადრე გაეღვიძათ და ისევ ერთმანეთს მიშტერებოდნენ.
-მარიამ,მადლობ,რომ ასეთი კარგი ხარ!-ვერ მოითმინა ევამ და სათქმელი გაამჟღავნა.
-მადლობ..მაგრამ შენ ხარ ასეთი კარგი! შენი შემოქმედების დიდი ფანი ვარ! მწერლობაზე ოცნებობ?
-ალბათ-ღიმილით უთხრა და თვალი მოავლო გარემოს-ტანსაცმელი სად მაქვს?-ახედა მარიამს,რომლის ზედაც ეცვა.
-არ ვიცი..სადღაც მივყარეთ.
-მოვძებნი-ფეხზე წამოდგა და თან საათს ახედა.-ორზე მასწავლებელი მყავს! ჯერ დროა.
-კარგი..მეც ავდგები-წამოიწია მარიამი.
-გიგას შეურიგდი,ძალიან ღელავდა..უფრო სწორედ,ესაუბრე..
-რა ვუთხრა?
-იცი,რომ მთვრალი იყავი..დამიჯერე,არაფერია სათაკილო!
-მადლობ,ევა..გაბრიელი კარგი ბიჭია...
-ჰო,ძალიან საყვარელია.
-ძალიან მიმზიდველი..წამში შეგიყვარდება ადამიანს!-ღიმილით აღნიშნა და ჩაცმა დაიწყო.
-დაურეკე და გამოგივლის...რამეს ამოვიტან მე და...-თვითონაც გაუკვირდა,რატომ იჩენდა ამხელა ინიციატივას.
-აუ,ჩემი ცხოვრება ხარ! მიყვარხარ-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და ხელები კისერზე შემოხვია გოგონას. ევას ეუხერხულად და ესიამოვნა კიდეც ეს მოულოდნელი ამბორი.
-მე ჩავალ..რა უყვარს აბა გიგას?
-ჩამოგიწერ-თვალი ჩაუკრა.

-აუ,რა ღადაობა იყო..-საღამოს ლეას ააკითხა და ყველაფერი წვრილმანებში მოუყვა.ამ დროს შეტყობინებაც მოუვიდა.გიგასგან იყო.
„მადლობა...ძალიან დიდი მადლობა..ვალში ვარ შენთან“.
„არა,რა ვალში...ძალიან თბილი გოგოა მარიამი..კარგად გავუგეთ.“-კისკისით მისწერა.
-აუ,კიდევ მოგწონს?
-არ ვიცი..იმ წამებში მეგონა,რომ მომწონდა..ცოტა ეჭვიანობაც იყო,მაგრამ არა...ეს უბრალოდ გახსენება იყო..ჰო ხვდები?-ყოყმანით უპასუხა დაქალს.
-მართლა?
-ჰო..
-იქნებ სხვა რამ გეცადა..გაბრიელთან..რას იტყვი?
-არა,რა სისულელეა..რაც უნდა იყოს,მაგის თავი არ მაქვს! თან ის მეგობარია...ძალიან კარგი ბიჭია..გუშინ გვიან მომიკითხა,როგორ მიხვედიო.
-ვენაცვალე...
-წადი,ლევანიკოს მიხედე!-ირონიით უთხრა ევამ.
-კარგი,რა...შეეშვი..შენი ძმაა,სხვა რომ არაფერი!

სახლში მისულს უცნაური ხმები მოესმა..ლონდა და მამამისი,ომარი,კამათობდნენ..
-რა ხდება?-ჩვეულად შეაბიჯა ოთახში და შემდეგ კედელთან აეკრა.
-რას დგახარ მანდ ოროსანი პირველკლასელივით!-გადაიხარხარა ომარმა.
-რამდენი ხანია არ მიანხავხარ..-ღიმილით ახედა მამამისს.
-ჰო,ჩემო გოგო..რას შვრები აბა?

ღამით გაეღვიძა და ვეღარ დაიძინა,დილას ადრე იყო ასადგომი,მაგრამ ეს ვის ესმოდა! უნდოდა გარეთ გასულიყო და სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა,ფეხაკრეფით ადგა და გზას გაუჰყვა,,არ ბნელოდა,ლამპიონები ანათებდა ქუჩას..ესიამოვნა ეს სურნელი,ეს გარემო,თითქოს რაღაც გაახსენდა,,,მასში შეუცნობელი მოგონებები ტივტივებდნენ.
გარეთ სასიამოვნო ნიავი და თანაც პირველი თოვლი,რომელსაც გადაეპენტა თბილისი...სახურავებზე სუფრასავით გადაშლილიყო თეთრი ფანტელებისგან შემდგაარი თეთრი რაღაც...ეს შესანიშნავი სანახაობა იყო! პირველი თოვლი ყოფილა და თურმა მაგიტომ არ დასძიენბია გოგონას..თებერვლის დასაწყისი იყო ანუ სამთრის ბოლო,მაგრამ მაინც თოვდა,თოვდა უჩვეულოდ და ლამაზად..უხვად ჩუქნიდა ცა დედამიწას ფანტელებს!
-ლამაზია,ჰო?-უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
-კი,ძალიან..-დაბნეულმა უპასუხა..ეს გაბრიელი იყო!
-შენც არ დაგეძინა?-უჩვეულოდ ჰკითხა ბიჭს.
-პირველი თოვლია,ევა! -დიდი ენთუზიაზმით განმსჭვალულიყო ბიჭის ხმა.
-ჰო,მეც მასე ვარ..-გაუღიმა და თეთრს გარემოს გახედა.
-მოდი,ჩამოვსხდეთ...-სკამზე ანიშნა.
-არ მინდა-თავი გააქნია ევამ.
-კარგი..-ხელი მოხვია გოგონას და გზას გაუყვა.
-მადლობ იმ დღისთვის.
-ამდენჯერ ნუ მიხდი მადლობა!
-კარგი-თავი დაუქნია ევამ.
-ის ბიჭი იმ დღეს თვალებით გჭამდა,თუ მომეჩვენა?-გაუკვირდა გაბრიელის კითხვა.
-რას ამბობ? არა..-შეიცხადა გოგონამ.
-ალბათ,მომეჩვენა..-აღარ დაუჟინია ბიჭს.

ყველაზე რთული გაურვევლობაა..გაურკვევლობა სწორედ ის გრძნობაა,რომელიც ადამიანს შიგნიდან ღრღნის და თავისუფლად ყოფნის უფლებას არ აძლევს.
-ამოდი რა...მოვიწყინე..-ლეა მასთან იყო,როცა მარიამმა დაურეკა.
-აუ,გოგო..ჩემი დაქალია აქ!
-ისიც წამოიყვანე-კისკისით უპასუხა მარიამმა.
-დაქალები არიან..-კატო გაახსენდა.
-კარგი,ეგეც..
-უნდა წავიდეთ...-ღიმილით უთხრა გოგონებს.
-მართლა?
-ჰო,კარგი გოგოა..
-არ იეჭვიანო-თვალი ჩაუკრა კატომ.

მარიამთან გიგაც დახვდათ.მას ნამდვილად არ ელოდა ევა..უხერხულადაც კი გრძნობდა ხოლმე თავს,მაგრამ უნდოდა,რომეს შეგრძნება მოეშორებინა,ცდილობდა და ასე თუ ისე გამოსდიოდა კიდეც.
-ეს ჩემი დაქალები..-ანიშნა მარიამს მის გვერდით მდგომ გოგონებზე.
-ლამაზები..საყვარლები..
-მეგრელია!-მარიამი იგულისხმა ევამ.
-მეგრელები საყვარლები ხართ!-გიგა გამოვიდა და შორიდან მიესალმა გოგონებს-ალბათ,გაბრიელიც მეგრელია,ჰო?-იკითხა და ჩაიცინა.
____
ესეც შემდეგი..იმედია,მოგეწონებათ..მიყვარხართ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თქვენს აზრს.

გთხოვთ,რომ მითხრათ საერთოდ რას ფიქრობთ ჩემს ნაწერებზე.
გკოცნით.



№1 სტუმარი ele..

Auu ksiaa dzaan <3 male dadee <3

 


№2  offline წევრი Firefly

გაბრიელი მომწონს ძალიან...
გელოდებიი მოუთმენლად. love
--------------------
M.T

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ele..
Auu ksiaa dzaan <3 male dadee <3

აუცილეებლად
Firefly
გაბრიელი მომწონს ძალიან...
გელოდებიი მოუთმენლად. love

მადლობ

 


№4 სტუმარი Nino

Miyvars aseti istoriebi..
Zogi ragac areulad ewera da ver gavarkvie :-)

Imedia gigastan darcheba eva sabolood <3

 


№5  offline წევრი blackboss

კარგია ძაალიან! შენ იცი მალმალე დადე ხოლმე თორემ ვეღარ ,,ვძღები" :დდ რატომღაც გაბრიელი უფრო მომეწონა feel უფრო რაგაცნაირი ზეგზუალურია :დდ ეს გიგა კიდევ რაღაცნაირი მუდო მეჩვენება თან ცოდო იქნება იმ კარგ გოგოსთან დასაშორებლად. მოკლედ წარმატებები!!! love

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Nino
Miyvars aseti istoriebi..
Zogi ragac areulad ewera da ver gavarkvie :-)

Imedia gigastan darcheba eva sabolood <3

არ ვისი შეიძლება,აღარ გადამიკითხავს.
მარტო შენ მოგწონს გიგა!


S o f i a
უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ისტორია. შენი ნაწერებიდან ჩემთვის უკვე ფავორიტია. ნამდვილად კარგი ხარ! შენც ძალიან კარგი ხარ და ეს მოთხრობაც. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.

მადლობ.
blackboss
კარგია ძაალიან! შენ იცი მალმალე დადე ხოლმე თორემ ვეღარ ,,ვძღები" :დდ რატომღაც გაბრიელი უფრო მომეწონა feel უფრო რაგაცნაირი ზეგზუალურია :დდ ეს გიგა კიდევ რაღაცნაირი მუდო მეჩვენება თან ცოდო იქნება იმ კარგ გოგოსთან დასაშორებლად. მოკლედ წარმატებები!!! love

ერთი დღე არ ჩამიგდია,უფრო მალე რა ვქნა!
მადლობ. love

 


№7 სტუმარი Tako

მაგარიაა მალეე დადეეე love love

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

Tako
მაგარიაა მალეე დადეეე love love

მადლობ
აუცილებლად love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent