ორმაგი ცხოვრება - 8
საღამოს ყველა ეზოში ისხდა, დეას გარდა. - აუ რა კაია , აქ ასე ყოფნა , როგორ მომნატრებია ...- ხელები გაშალა , სახე გაბადრულმა მარიამმა . - აუ ცო , რაღაცნაირად მეც ძაან კარგად ვარ , თითქოს თავიდან დავიბადე. - ანაც აყვა დაქალს. - ხო მეც .. ზუსტად ! - დაეთანხმა მარიამი. - იყავით სადაც ხართ , თავიდან დაბადებაღა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის .- ვიბლიანმა და ქავთარაძემ ერთმანეთს , სიცილით გადახედეს. - თქვენ ვაფშე , რატო დაიბადეთ ეგრე . - სახე დამანჭა მარიამმა . - იმიტომ , რომ კაცებს ორით მეტი ჭკვიანი კაცი ჰყოლოდა , აბა ქალების შემხედვარე გვიჭირს და. - აფხუკუნდა თორნიკე. - ნადვილად - მხრები აიჩეჩა დათამაც. - ძაან აქტოურები ხართ და ვამბობ აგერ ბოსელითქო ! - თავით ბოსლისკენ მიანიშნა. - გბეზარენა მანდ მისვლა , ბარემ აქ არ ვართ ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები თორნიკემ . - შენ ბევრს ხვანცალებ დღეს .- თვალები მოჭუტა კიკნაძემ . - შენ მიზიხარ გვერდით და მაგიტომ ალბათ ... - ფეხზე ხელი აუსვა და მის სახეზე გაიცინა. - თავხედო ! - თავში ხელი წაარტყა და იქიდან გამოვარდა. განრაზებული ვიბლიანი ადგა და გაყვა. მარიამი უკვე გეგმებს აწყობდა. °ბოდიში , ცუდად გამომივიდა° °შენი წყნენიბა არ მინდოდა° ° ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი ° და მსგავსი რაღაცეები ... სახლის მეორე მხარეს გავიდა და უკანა ეზოში დაიწყო აქეთ იქით სიარული. თან ფეხის ის ადგილი უხურდა , რომელზეც წამის წინ ვიბლიანის ხელი იდო. - ძაან გამთამამდი ! ჯერ გამათბობელზე გარტყმევინებ თავსო ... - ფეხებ ჩამომიდებული ! - გაუსწორა წამის წინ , მოვარდნილ ვიბლიანს. - მერე თავში წამომარტყი , მე კაცი ვარ თუ პროპკა?!- ძალიან გაბრაზებული იყო სვანი. - საცობი ! - ენა გამოუყო კიკნაძემ. - საცობი არა ? - ჰკითხა გაბრაზებულმა - დიახ... - სიტყვის თქმა არ დასცალდა , თორნიკეს ტუჩები , რომ იგრძნო თავისაზე . ჯერ გაბრაზდა და ხელებში აფართხალდა , შემდეგ მუშტები , რომელსაც მკერდზე ურტყავდა მოუდუნდა და გაშლილი ხელები კისერზე მოჰხვია. კოცნაში , ძალიან ნელა აჰყვა და გამოუცდელი გოგოსავით , ვით რა არის ... გაშრა ერთადგილას. ვიბლიანს ის ფაქტი , რომ კიკნაძემ კოცნა საერთოდ არ იცოდა რა ხილი იყო , საერთოდ არ აწუხებდა. წელზე ხელები მოხვია და სხეულზე მაგრად აიკრა - მოკლედ რა , უნდა ვივარჯიშოთ! - თავი გააქნია და კმაყოფილი ეცა მის ბაგეებს. ამჯერად არც გამოუცდელივით დამდგრა და არც აყოლილა , ახლა უკვე გამოცდილი ხელი პირდაპირ ლოყაზე ააწეპა და ვიბლიანიც გამწარებულ/გაცოფებული მოშორდა მის სხეულს და ყბა გააქნია გაავებულმა . ჩაიცინა და მერე ისევ მოიხელთა მისი ტუჩები... ისეთი სიველურითა და ამავდროულად სინაზით უკოცნიდა , კიკნაძეს გამიცდილება საერთოდ აღარ აინტერებდა. მისი ხელი ფეხზე , რომ იგრძნო ეგ უფრო სასწაული იყო. - არ გსიამივნებს ეტყობა ... - ნაწყენივით ჩაილაპარაკა და მის სხეულს მოშორდა. - საშინელებათა ფილმიდან გადმოსული , პერსონაჟი ხარ ! - კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა. - რომელი , მერე ბელს , რომ უყვარდება ? - წარბები აათამაშა ვიბლიანმა. მარიამი გაბრაზებული უყურებდა , ფეხები დააბაკუნა და ადგილს გაშორდა. თორნიკეს ლანძღვით მთელი საღამო ვერ იჯერა გული. სამაგიეროდ გიორგაძე იყო "ძროხის" ამპლუაში და დათა დაუკმაყოფილებლის. დეამ ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა , როგორ ეხუტებოდა ერთი იქაური გოგო , მთელი ძალით ხარძიანს. ტვინში სისხლმა აასხა და კარგად დააკვირდა გოგონას. ოჰ , როგორ არ ეცნობა კაცო , მისი "და და მეგობარი" , არ არის ქალბატონი ნათია? კი , კი ნამდვილას არ გეშლებათ ! ეს ის გველის წიწილია , მთელი ბავშვობა იმ ბიჭებს , რომ ეკიდებოდა კისერზე , რომელსაც დეა უმიზნებდა. ერთზე თვალი , რომ გაექცეოდა , მაშინვე ხედავდა ნათიაც და იქითკენ მიჰქროდა. წარბები აათამაშა ეშმაკურად და სარაფანი გაისწორა. დეკოლტე ქვემოთ ჩაიქაჩა , სავსე მკერდი კარგად , რომ გამოსჩენოდა და იმ ბოღმიანს თვალები შერჩენოდა. სიგრძეში ოდნავ დაიმოკლა და ტანზე მომდგარი ისედაც იყო. ფეხების ფრატუნით ჩაირბინა კიბეები და ჭიშკარში გავიდა. მიიხედ-მოიხედა , არავინ უყურებდა. გაბადრული სახით მივარდა რემის და მთელი ვნებით წაეტანა მის ბაგეებს. გაკვირვებულმა ხარძიანმა გააზრებაც ვერ მოასწრო , ისე მოხვია წელზე და უკანალზე ჩააცოცა , დეას ნასიამოვნებს ჩაეღიმა და უცებ მოშორდა მამაკაცს. ტუჩები გაილოკა და გაკრეწილმა მოწყვეტით აკოცა რემის. თავი გაატრიალა და ვითომ გაუშეშდა , გაოგნებული მიაჩერდა ნათიას და უცებ გაიღიმა. - ვაიმე , ნათი გოგო როგორ ხარ ? - შეიცხადა და გოგონას გაუღიმა. - აქამდე კარგად ვიყავი ... - ჩაახველა და გაიღიმა . -შენ როგორ ხარ ? პროსტა თქვენ ორი ერთად რატო ? - იკითხა ტუჩებ დამანჭულმა. ხარძიანს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ხელი მოხვია , წელზე ნატროშვილს. დეამაც სწორად მიიღო მისი ეს ქცევა და მისი ეს მხარში დგომა დააფასა კიდეც . "ბაყაყებს მაინც ვერ გადაურჩება" , გაიფიქრა და გაიღიმა. - რას გვიწუნებ ?- სიცილით კითხა და მხარზე თავი მიადო "შეყვარებულს". - რა უნდა დაგვიწუნოს ჩემო სიცოცხლე ... - ჩაიღიმა რემიმ საყვარელ ქალს , ლოყაზე აკოცა. - არა , არა , რა უნდა დაგიწუნოთ ... - ყალბი ღიმილით ჩაილაპარაკა და თმა მოიქავა. - რამდენი ხანია ერთად ხართ ? - კითხა "გაბადრულმა". - 1 წელი ... - თქვა მამაკაცმა და მოხვეული ხელი დაძაბა. - აა ... კარგი წავალ მე , გამიხარდა თქვენი ნახვა. - სახეზე ღიმილ მიმხმარი , მოშორდა წყვილს. - კარგად ნათელა ... - მიაძახა ირონიული ღიმილით დეამ და გაიცინა. მამაკაცს მოშორდა და წარბაწეულს გაეკრიჭა. - რა ? - კითხა და ეზოში უკანალის ქნევით შეუბრუნდა. ხარძიანმა თავი გადააქნია და უხმოდ მიჰყვა უკან. ბავშვებთან ერთად დაჯდა და გიორგაძე/ქავთარაძის წყვილზე სიცილი დაიწყო. - მე ვამბობ , რომ მე ვარ მართალი ! - წყობიდან გამოსული გიორგაძე , სიწითლეს ვერ ფარავდა . - თქვი მერე , მთვარია მე ვარ მართალი ... - მხრები აიჩეჩა უდარდელად. - გაგაპობ შუაზე ! - თმაში წაივლო თითები და ტუჩები გაბუსხა , როცა ყველას სიცილი მისწვდა მის ყურთასხმენას. - რომ კითხო , ვერ გამოვიყვან მდგომარეობიდან . - ხარხარებდა დათა. - და , რომ გამომიყვანე რა? - დაუბღვირა და ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან. - არაფერი , რა რო ? - იკითხა და ჩაიღიმა. - ნამდვილი ... ნამდვილი ... ნამდვილი ქლიავი ხარ ! - დაასკვნა და ფეხზე წამოხტა . - ქლ-ია-ვი ! - დაუმარცვლა და სახლისკენ სირბილით წავიდა. - ოოოოოკ ... - დაიღრიალა და გაიცინა. - ვააა , შენ საღოლ რაა , ჯერ არ მინახავს ანა ასეთი გამწარებული . - აფხუკუნდა და სიცილი დაიწყო ელენემ. - და ვაი ამ ნახვას . - ტუჩზე კბილი წაიდო დეამ და ფეხზე წამოდგა. - წავალ ვნახავ , თორემ იქიდან ყველაფერს დალეწავს . - სახლისკენ წავიდა და სიცილით ავიდა ოთახში. სანახაობამ განაცვიფრა ... გიორგაძე პირქვედამხობილი , იწვა და სლუკუნებდა. მუშტებს საწოლს ურტყამდა და რაღაცეებს ბურდღუნებდა. კარი , არ დაუკეტავს , ის ის იყო მიკეტვას აპირებდა , რომ დათა დაექაჩა ხელზე და ანიშნა გასულიყო. მანაც თავი დაუქნია და ტერიტორიას გაშორდა. ქავთარაძემ კარი მიხურა და ოდნავ ჩაახველა. ანამაც მაშინვე წამოყო თავი და მუჭით მოიშორა , ჩამოგორებული ცრემლები. - კარგი რა , რა გატირებს ... ღადაობ ? - კითხა და მასთან მივიდა. - შენ ... ძალიან დამპალი ხარ ! - დაქალებთან კი იყო ენა მწარე , მაგრამ მთლად მარიამის მსგავსად ძლიერი ვერ აღმოჩნდა. სრუტუნით მიეყრდნო და მის ხელებში ჩამალული ასულუკუნდა. - ვერ გიტან ! - ალუღლუღდა და ტუჩები გაამაცმაცუნა. დაღლილმა დათამ უბრალოდ გაუღიმა და ოდნავ მოიშორა. - ბოდიში , თუ გაწყენინე , მე ქვემოთ ჩავალ ... - ჩაილაპარაკა და ქვემოთ ჩავიდა. გაოგნებული საწოლზე წამოჯდა და დახურულ კარს თვალი გაუშტერა. პირი დააღო და ცრემლები შეიმშრალა. - ჰა ? - წამოროშა და თვალები სივრცეს გაუშტერა. კარგად მიხვდა და იგრძნო ქავთარაძის ცივი დამოკიდებულება მის მიმართ და თალები დაქაჩა. შემდეგ ისევ მოჭუტა , სულ ბოლოს დახუჭა და ცრემლები გადმოუშვა. ოთახში შემოსულ დეას მიეხუტა და თამამად ალაპარაკდა. - რა გააკეთა გესმის ? მიხვდა , რომ მომეწონა და თავი დაიფასა დეა ! დაინახე ? გაიგონე ? რა გააკეთა დაამუღამე გთხოვ ... - გაშტერებული საუბრობდა და ფანჯარასთან მისული , აკვირდებოდა როგორი სილაღით იცინოდა და როგორ არ აინტერესება წამის წინ მის გამო ,ატირებული გიორგაძე. - კარგი გოგო დამშვიდდი , რა იყო ?! - კითხა გაბრაზებულმა ნატროშვილმა და საწოლზე ფეხები გაშალა. - რა დავმშვიდდე , ვაიმე როგორ დავენახო , თვალებში როგორ შევხედო ?! მაგრად ვკიდი*ივარ , მე კიდე ... იცის , რომ მომეწონა ... მომეწონა ? - დაუსვა თავის თავს კითხვა . - ხო მომეწონა , მაგას ... ვაიმეეე ! - აკივლდა და ფანჯრიდან გამოწიაი , როცა ეზოდან ყველამ ამოხედა. დარცხვენილმა თავი გამოსწია და დეასკენ წავიდა. საწოლზე დაეცა და ნერვები მოთოკა. - მთელი დღე გარეთ არ გამოვალ ! უნდა დავიძინო ! - განაცხადა და მეორე მხარეს გადატრიალდა. - უნდა დაიძინო კი არა , წამოდი დროზე ! - ფეხზე ააყენა და დაატრიალა. -შეხედე შენს თავს სარკეში ! რა გაქვს ქავთარაძის დასაწუნი ? - წარბები აწია ჰაერში. მართლად ძალიან ლამაზი გოგო იყო , გიორგაძე. განა რამეს უწუნებდა დათა ... არა უბრალოდ ... მამაკაცის გული ყოველთვის მიუღწეველისკენ მიიწევს. რა თქმა უნდა თავიდან , როცა დაინახა , რომ გოგონა ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა მიზანში ამოიღო. შემდეგ მის ერთ გამოხედვაშიც კი მიხვდა , რომ საკმარისზე დიდი ყურადღებას კი დაიმსახურა მისგან. სულ ბოლოს , როცა მის გამო ნერვებ მოშლილი და ნამტირალევი ნახა , რაღაცნაიად აირია. ვეღარ გაიგო რა ხდებოდა მასში , თუმცა რა უნდა გაეგო ? სულ რამოდენიმე საათი იყო რაც იცნობდა ანას. ახლაც იჯდა ეზოში და ფანჯარაში იყურებოდა წამდაუწუმ. შეიძლება ეს ნამუს/სინდისის ხმაც კი იყო , ალბათ არ მოსწონდა მის გამო , რომ ტიროდა გოგონა. რა თქმა უნდა მის ვიზუალზე , მართლაც ვერაფერს იტყოდა. საკმარისზე მეტადაც კი მოეწონა , მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. რაღაც ხდებოდა , რაღაც რაც მოსვენებას არ აძლევდა. მთელი საღამო ოთახში იჯდა და ფიქრობდა , რა უნდა ექნა ამ საღამოს ? გასულიყო ? არ გასულიყო ? ბოლოს მაინც გადაწყვიტა , რომ რაც იქნებოდა იქნებოდა და ისევ უნდა დაებრუნებინა ძველი გიორგაძე , ანა , რომელიც არავის არაფერს არ შეარცენდა. მზერაც კი არ უნდა გაპარვოდა მისკენ ! ცოცხალი თავით არ დაანახებდა იმას , რომ მასზე ფიქრობდა ან უბრალოდ მოსწონა მაინც. ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის , რომ ყველა შექმინილი უარყოფითი აზრი , ერთ წამში გაექრო . თავი გადააქნია და სარკესთან დადგა. ამოლაგებული ტანსაცმლები კარადაში შეაწყო და შემდეგ მათგან განცალკევებული საღამოს სამოსი მოიკიდა მხარზე. სააბაზანოში შევიდა და პირსახოციც შეიყოლა. ცოტა ხანი იქ დაჰყო , წყალგადავლებული შებრუნდა ოთახში და სარკესთან დაჯდა. სახეზე დამატენიანებელი გადაისვა და საწოლზე გადაჯდა. ფეხები ოდნავ მოკეცა მუხლში და ტანის კრემი , რომელსაც მისი ... ანუ ქოქოსის სუნი ასდიოდა ფეხებზე გადაინაწილა. სულ ბოლოს ფეხზე წამოდგა და ხელებით წვალობდა , რომ მხარზე გადაენაწილებინა კრემი. კარის ხმაზე , უაკან გაიხედა და იქვე დამდგარ დათას ჩვეულებრივი მზერით შეხედა. - რამე გინდოდა ? -ხელი კინაღამ ძირში წაიტეხა. - მინდოდა გადამემოწმებინა , კარგად იყავი თუ არა ... - ჩაილაპარაკა და შეეცადა თვალები არ გაქცეოდა. - ჩუცუდად რატომ უნდა ვიყო ? - გაუცინა და ტუჩები დამანჭა. - იცი რა ? შეგიძლია ზურგზე წამისვა კრემი ? მე ვერ ვწვდები ... - კრემი მიაწოდა და გაუღიმა. - კი , რა პრობლემაა .. - მხრები აიჩეჩა და ხელით გადაუნაწილა ზურგზე. თვალებანთებული უსმევდა , ნელი მოძრაობით კრემს და გრძნობდა როგორი დიდი ძალით აყრიდა კანზე ბუსუსები. ანაც მთელი ძალით ცდილობდა არაფერი დამჩნეოდა და თვალებს არაფრის დიდებით არ ხუჭავდა. დაქაჩულ/დაჭყეტილი ჰქონდა და როგორც კი მორჩა , მაშინვე ამოისუნთქა. ღიმილით მიუტრიალდა და კრემი ხელიდან გამოართვა. - მადლობა ... - ტუმბოზე დადო და პირსაცოხს ხელი ჩაავლო .- დათა ... - სიცილით ანიშნა ჯერ პირსახოცზე და შემდეგ კარზე. - აა , ხო რა თქმა უნდა ... - გაიცინა და ოთახიდან გავიდა. - მოკლედ ასე ... - ჩაიბურტყუნა და კმაყოფილმა მოირგო შავი მოკლე ფრიალა , შიფონის , გამჭირვალე სარაფანი ტანზე. საზაფხულო შლოპანცები ამოიცვა ფეხზე და ნახევრად მშრალი თმა , კოსად აიწია. გაიღიმა და ღიმილით ჩავიდა უკვე ჩაბნელებულ ეზოში. მეგობრები წრეზე იჯდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. - ვა , ვა ჩემი გოგოც მოსულაა . - ღიმილით დაჰკრა ხელი , დეამ მის გვერდითა სკამზე და გიროგაძეც მაშინვე მიუჯდა თვალმომჭრელი სიცილით . არა ეს გოგო ხომ აქამდეც ძალიან ლამაზი იყო , მაგრამ მას შემდეგ რაც თვალებში ჭინკები დაისახლა , უფრო ლამაზი გახდა. ქათქათა კბილებს წამის მეასედში აჩენდა და თვალებს აფახულებდა , ხან იცინოდა ხანაც მწარეობდა და ამაზე უფრო ეცინებოდა. ორი წამითაც კი არ გაქცევია ყურადღება და თვალები ქავთარაძისკენ. ის კი წყანარად იჯდა თავის ადგილზე , ვიბლიანის გვერდით და ხმასაც კი არ იღებდა. ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო ხარძიანთან და დეასთანაც. მამაკაცი , როცა პუფიდან წამოდგა და სახლისკენ წავიდა , "ცოტახანი დავისვენებს" ძახილით , დეამ წარბები აათამაშა. ორი წუთი არ იყო გასული , ანას მაჯაში ხელი , რომ ჩაავლო და ოდნავ მისწია თავისკენ. გოგონამაც ყურები დაცქვიტა და ღიმილით გადახედა დაქალს. - გოგო , წყაროზე წამომყევი რაა ...- შეევედრა და გაუცინა. - წამო , მშვიდობაა ?- ფეხზე წამოდგა და მობილური აიღო ხელში. - კი , კი პატარა საქმე მაქვს . - წარბები აათამაშა ისევ და მეგორებს გადახედა .- მოვალთ ჩვენ მალე ... - ყველამ თვალი გააყოლა გოგონებს , დათას თავი მოსწყდა. - კაი შეჩე*ა , ეგრე ნუ უყურებ თორე დაგწვა და დაგფერფლა უკვე , ხომ ხედავ . - ახარხარდა ლუკა და მიიღო კიდეც , სიგარეტის ნამწვი თავში. ^^^ - რათ გინდა გოგო ეგ ბაყაყები ? - გაოგნებული მიაჩერდა დაქალს , რომელმაც წყლით სავსე პარკში ბაყაყები ჩააგდო. - გაჩუმდი და დამეხმარე ... - ფხუკუნით შეკრა პარკი და ხელში მაგრად დაიჭირა. - თან ამდენი , ფუ დეა როგორ კიდებ ხელს ... - აბუზღუნდა და ფეხები უკან გადადგა. - ვაიმე გაჩუმდი ! - დაუყვირა ჩურჩულით და სიცილით გააგდო სახლისკენ. - აუ რას გეგმავ ?! მითხარი რაა ... - შეევედრა და ოდნავ გვერდით გაიწია , მობილური უფრო კარგად დაიჭირა ხელში და სპიშკა აანთო. - დაბნელდა უკვე და მეშინია ... - რას და ... ეს ბაყაყები დღეს , ჩვენს საყვარელ ხარძიანს დაახტებიან ... - გაიცინა და ეზოსთან მისულმა პარკი ზურგს უკან დამალა. - ჰა ? - გაოგნებულმა შეჰღრიალა და ეზოში მსხდომებმა გამოხედეს კიდეც. - რა გაღრიალებს გოგო ბარემ , იმის ფანჯარასთან დადექი და იყვირე. - დაუბღვირა და სახლისკენ წავიდა. გიორგაძეც მიყვა და დაინახა დახურულ წყლით სავსე ქვაბში როგორ ჩადო პარკი . - რას აპირებ ... - ტუჩები მოიკვნიტა ანამ . - რამე , რომ მოუვიდეთ ? ან ეს ბაყაყები ცოდოები არ არიან ? რომ მოკვდნენ ? - ტუჩები მომანჭა სატირლად. - ნუ ხარ გოგო სულელი ! ფანჯიდან გადახტებიან და დაბრუნდებიან წყალში . - თვალები გადაატრიალა მომაბეზრებლად. - ხო რავიცი ... - მხრები აიჩეჩა და სკამზე ჩამოჯდა. - რა ქენით ? - მარიამმა კითხა და სიჩუმეში ჩაახველა . - ჰა ილაპარაკეთ ახლა , რას გაჩუმდით ? - გაიცინა და გოგონებს მიუბრუნდა. - დღეს ღრიალლი , რომ შეგრძრავთ მიხვდებით რას ვაკეთებ . - გაიცინა და ფეხები მოკეცა. - ვაახ ... დაგვერხა . - მარიამმა , ცალი თვალით ახედა ხარძიანის ფანჯარას და გაიცინა. - ისე კიკაბიძე გახსოვს ? სარეცხ მანქანაში თავი , რომ შეყო ? გამრეცხეთო ? - ახარხარდა ლუკა და ელენეს თავზე აკოცა. - შენ ვისზე რას ამბობ ? - წარბი ასწია ჰაერში დათამ . - არ გახსოვს მეორე კლასში მასწავლებელს რა უთხარი ? - ვიბლიანს გადახედა და მიხვდა , რომ მასაც გაახსენდა. - რა ვუთხარი ? - გულუბრყვილოდ გაიკვირვა ლუკამ. - რა და ცოლად გამომყევი , მაგრად მევასებიო ... - გაიცინა და ძმაკაცის ნასროლი ხის ტოტი აიცილა. - რა გინდა შეჩე*მა - გაიცინა ისევ. - შენ არ გახოვს ? იგივე მასწავლებელს რა უთხარი ? - წარბები აუთამაშა მან . - რომ გავიზრდები მოგიტაცებო ? არა რაა , გემოვნებაში ვჭედავდით - გაიცინა ელენეს სიამაყით მოღერებულ ყელში აკოცა. - მთავარია ახლა აღარ ჭედავ"თ" ... - თ გამოკვეთა და გაიღიმა. დათას ჩაეღიმა , ლუკა ახარხარდა , თორნიკემ თვალები გადაატრიალა. - ჩემი ჭკვიანი ! - ცხვირზე აკოცა და მუცელზე თითები აუთამაშა. - ასე არაა თოკო ? - წარბი აუწია უკმაყოფილოდ დარცენილ ვიბლიანს , რომელიც მარიამის გაკრეჭილ სახეს თვალს არ აშორებდა ... - თოკო , თოკუნაა ... - ხელი აუფრიალა ცხვირ წინ. - ჰა ? რა ? - კითხა გონზე მოსულმა და მარიამის სიცილი დააიგნორა . - ეჰ , ესეც გამოქლიავდა. - თავი გადააქნია ლუკამ. - გამოგაქლიავებ ახლა მე შენ ! - დაუბღვირა ჩიქოვანს და ელენეს გახედა .- რაო ელე რა მკითხე ? - რა და გემოვნებაზე არ მეთანხმებითქო ? - გაუმეორა კითხვა. - კი , კი როგორ არა ! - თავი დუაქნია სიცილით . - შენ დათა ? - გადაწვდა ქავთარაძესაც. - ბაზარი არაა ... - თავი დაუქნია და გაიცინა . - ხო და მოგვარებულია საქმე , მე და ჩემი შეყვარებული დაგემსვიდობებით . - ლუკას ხელი მოკიდა და ააგდო. - დავასპეცე უკვე . - გაიკრიჭა ჩიქოვანი და სახლისკენ გაიქცა , ჩქარი ნებიჯებით . - მაინც დაგეწევი და მოგკლავ ! - სიცილით გასძახა ელენემ შეყვარებულს და სახლში შევიდა. ^^^ - იცით რა ? მე საქმე მაქვს ! - გაიღიმა დეამ და ფეხზე წამოდგა. - ხო მიდი , ჩემს დაძინებმადე მოაგვარე , თორემ მერე იმის ღრიალი გამომაფხიზლებს ... - თავი გაუქნია და და გაიცინა გიორგაძემ. - რაო ? რას აპირებთ ? - იკითხა ვიბლიანმა. - საწყალი რემი ბიჭო . - თორნიკეს სიცილით გადახედა და ოდნავ წამოჯდა. - რას ვაპირებ და ბაყაყებისთვის აუზს ... - ჩაიქირქილა და მინდორზე ფეხები ააბაკუნა. - რაო ? -ფეხზე წამოდგა დათა და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. გიორგაძემ თვალი ააყოლა და საწყლად გადაყლაპა ნერწყვი. - ხო რა ? - გაიცინა და ფანჯრებს ახედა. - მოგკლავს დეა .- ვიბლიანიც აყვა ძმაკაცს. - არა , მაგ ყვერჩიტას შევარჩენ ჩემს გასულელებას . - თავი გააქნია და ხელები აათამაშა. - რა გასულელებას ? - მარიამმა კითხა და ფეხზე წამოდგა თვითონაც. - მოგიყვებით მერე ... წავედი ახლა უნდა შევაშინო , თორემ დაღამდა უკვე . - გაიცინა და ენა გამოუყო მეგობრებს. - დათა , თოკო , არაფერი წამოგცდეთ იცოდეთ ! - გააფრთხილა და საჩვენებელი თითი აუფიალა ცხვირს წინ , გამაფრთხილებლად. - აუფ ... - ორივემ ამოიბურდღუნა და სახლისკენ წავიდნენ. - ხო და .... რამდენიც არ უნდა იღრიალოს , არც ერთი არ შემოხვიდეთ ოთახში ! - გააფრთხილა და სამზარეულოსკენ წავიდა. - იქნებ გადაგეფიქრებინა ? - კითხა გიორგაძემ და ბიჭებისთვის არც შეუხედავს , ისე შემოჯდა დახლზე. - შანსი , არაა ტყუილად არც მითხრა ! - თვალები დააბრიალა და პარკი ამოიღო ქვაბიდან. - ვახ ჩემი ... - მუცელზე ხელი მიიჭირა დათამ და სამზარეულოდან გავარდა . - ფუ , გული როგორ არ გერევა ტოო ... - ეზოში ორად მოკეცილი მინდორზე ფეხმორთხმით დაჯდა და ვიბლიანს ახედა , რომელიც სიცილისგან იჭაჭებოდა. - უთხარი შეჩე*მა რამე , თორე მოკლავს რემის. - მე რა ვუთხრა , ღირსია და მოკლას . -მხრები აიჩეჩა და დეას გახედა , რომელიც პარკიდან თითებს ურტყავდა შიგნით , მხტომ ბაყაყებს. ძლივს მიაღწია სახლამდე , კუს ნაბიჯებით ავიდა მეორე სართულზე და ბოლო ოთახისკენ წავიდა. პარკი კაგად დაიჭირა ხელში და საწოლთან მფშვინვარე ხარძიანს , ყვავით დაადგა თავზე. ნერწყვი გადაყლაპა და შიშველ გულმკერდზე დააჩერდა. - აი , შენი სისუსტეც ქალბატონო ნატროშვილო ! - მოემსა ბოხი ხმა და შემდეგ გონზე ვერ მოასწრო მოსვლა , გახსნილი პარკი თმაზე გადაესხა და იგრძნო ერთი ბაყაყი , როგორ ჩაუვარდა დეკოლტეში. ძლივს ამოისუნთქა და ტირილი მოუნდა. - ამასაც სიამოვნებით ამოგიყვან მანედან ... - მაიკა გადააძრო და შიშველ მუცელზე თითები აათამაშა , ლიფს ხელები გადაუსვა და ბაყაყს თვალი , გააყოლა , ყველა ერთმანეთის მიყოლებით გადახტა ფანჯრიდან , ცარიელი პარკი ფეხებთან დავარდა და ნატროშვილის თვალებიც ცრემლებით დაინამა. - აბა ? რაო რა გინდოდა ? - კითხა და მსუბუქი მოძრაობით შესვა სააბაზანოში , წყალი მოუშვა და სახე საპნით მობანა. - ბაყაყის მოტვალეტებული წყალი გადაგესხა სხეულზე , მე კი შენი დაგემოვნება ახლავე , მინდა ... მანამდე მოვწესრიგდეთ ... - უკვე გასუფთავებულს ტუჩებზე ეცა და სველ კედელს ააყიდა მთელი სხეულით . - ამიერიდან გეცოდინება , რომ შეცდომების გარეშეც შემიძლია , შენით დატკბობა... - ჩახშული ხმით უჩურჩულა და მუცელზე შემოისვა. - ჩემი ქათმისტვინა... - მის კისერში სიცილით ჩარგო ცხვირი და დეას ხელებმა , მის კისერზე ბედნიერების ზენიტში აიყვანეს. იგრძნო თუ რა ახლოს არის ბედნიერებასთან და შეუძლია მისით ტკბობა. ნატროშვილთან ახლოს ყოფნა , იმაზე მეტად ჭირდება ვიდრე ამას თვითონ აცნობიერებს. ამის გაცნობიერება და თვით ბედნიერებასთან , მთელი ძალით შესკდომა ერთი იყო მისთვის. მიხვდა , რომ უბრალოდ ერთი დღის გატარება აღარ უნდა თავისი ქაჯისგან შორს ... ამას კი წამში უზრუნველყოფს ... ბოლოს და ბოლოს სრულწლოვანთან ქორწინება , არც კანონით ისჯება და არც უკვე მოგვარებული მშობლებით . ყველა გზა ხსნილია , უბრალოდ ზუსტად იცის ... ამ ცხოვრებაშიც და იმ ცოხვრებაშიც , რამდენი პიროვნებაც არ უნდა იყოს ... ერთია მხოლოდ მიმართულება. ჯანდაბა და იმის იქით ... 5 საათი კერძოსთან ვიჯექი ტვინ გამოლაყებული , როგორც კი გამოვედი , მაშინვე კომპიუტერს მივუჯექი და წერა დავიწყე . შეიძლება იმდენი შეცდომა იყოს , რომ დათვლა ვერ მოვასწრო , პატაარაცაა , უბრალოდ არ მინდოდა დრო გამეწელა , მერე წერას ვეღარ მოვახერხებ 2 თავიც და დავამთავრებ. არაფერს მივაფუჩეჩებ უბრალოდ ... იმედია გამიგებთ , მიყვარხართ და გამიხარდება თქვენი აზრის მოსმენა ... რაც შეეხება ფოტოებს ... ლუკა და ელენე ... ![]() ვიბლიანი და მარიამი ... დათა და ანა ... და რაღა თქმა უნდა ჩვენი დეა და რემი ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_546955.jpg)
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.