ჩანახატი (22 თავი)
არ მინდოდა დამეღალატებინეთ, ამიტომ ამ პატარა თავის დადება მაინც გადავწყვიტე თავი ოცდაორი სასამართლო პროცესზე ალბათ ყველაზე რთული დაზარალებული მხარის ნახვაა. ასეთ მდგომარეობას, ნამდვილად ერჩივნა გიორგის სწრაფად გამოეტანათ განაჩანი, თუნდაც გამამტყუნებელი, საშუალება რომ ჰქონოდა არც კი დაესწრებოდა სხდომებს რათა არ ენახა გარდაცვლილის გამწარებული ნათესავები. ცდილობდა არ გაბრაზებულიყო, გაგებით მიდგომოდა მათ ემოციებს. კარგად ესმოდა, რომ რაოდენ ცუდიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ დედას მისი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი სურს იხილოს. ალბათ ვბრმავდებით, ალბათ სიყვარული არ გვაძლევს საშუალებას საყვარელ ადამიანებში ნაკლი დავინახოთ. ამდენი ემოციისგან დაღლილი ველური ნადირივით იჯდა მისთვის განკუთვნილ გიგოსებიან გალიაში. პერიოდულად უმზერდა სხდომის დარბაზში მჯდომ მეგობრებს, მათ შემხედვარეს თითქოს იმედი უჩნდებოდა, რომ ეს კოშმარი ადრე თუ გვიან ნამდვილად დასრულდებოდა. ზუსტად იცოდა, რომ ნებისმიერ დროს, იგივე სიტუაციაში სწორედ ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. გვერდი-გვერდ მჯდომ თეკლეს და აკას მისჩერებოდა, მის უძირო ცისფერ თვალებს, ღიმილით რომ ესაუბრებოდა საყვარელ მამაკაცს და მისი ღიმილი უცნაურად ტკიოდა. თავი დახარა, თვალი მოარიდა, თითქოს საკუთარი თავი დანაშაულში გამოიჭირა, პატარა ბავშვივით დატუქასა: - უფლება არ გაქვს, მასზე არ უნდა იფიქრო... - და თუ მხოლოდ მას ვხედავ? - ტკივილით იკითხა მეორე ხმამ. - არ უნდა ხედავდე, მასთან მხოლოდ მეგობრობა დაგაკავშირებს, მხოლოდ ჯგუფელია, ძმაკაცის და, შენი დაც... უმეგობრე, უერთგულე... - ისევ არიგებდა ის პირველ. - იოლი სათქმელია... - ისევ დაიკვნესა მეორე ხმამ - უმისობა მტკივა, არ შემიძლია... - შენ?! - ირონიულად დასცინა პირველმა - მისთვის ვინ ხარ? ხომ იცი რომ არ უყვარხარ, არც არასოდეს შეგიყვარებს, მორჩი ილუზიას, მორჩი ოცნებას... - მისგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ მინდა ვხედავდე, მინდა მიყვარდეს, ეს დანაშაულია?!... ფიქრი მდივნის ხმამ შეაწყვეტინა: - ფეხზე წამოდექით, სასამართლო მობრძანდება... მკაცრი სახით შემოვიდა ბატონი მოსამართლე, მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დარბაზში მჯდომ საზოგადოებას და თავი ისევ საქმის მასალებში ჩარგო. - სასამართლო იწვევს მოწმე ლიკა გავაშელს... თავდახრილი შემოვიდა სხდომის დარბაზში ლიკა, ცდილობდა ყურადღება არ მიექცევია გარდაცვლილის დედის წყევლისთვის, გვერდზე არც კი გაუხედავს ისე ავიდა ტრიბუნასთან. - გაგვეცანით თუ შეიძლება...- დუმილი დაარღვია პროკურორმა. - ლიკა გავაშელი, ცხრამეტი წლის... - ასაკის თქმისას გაახსენდა ცხრამეტი წლის შესრულებისთანავე ქორწილის გადახდას რომ აპირებდნენ და ინსტიქტურად ირონიულად მომზირალ ნიკას გახედა. - რას გვიამბობთ ქალბატონო ლიკა? - თუ ბატონი მოსამართლე უფლებას მომცემს, მე ამბის მოყოლას შედარებით ძველი მოვლენების აღწერით დავიწყებდი... - მუდარით გახედა მამაკაცს. - ქალბატონო ლიკა, შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მძიმე დღეა, ამიტომ თუ საქმესთან კავშირში არაა.... - მკაცრი სახით გამოუცხადა, თუმცა გოგონას ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე დათმობაზე წავიდა - იქნებ შეძლებისდაგვარად მოკლედ გვიამბოთ... - გმადლობთ, - ხმის კანკალით უთხრა ლიკამ - დაზარალებული, უფრო სწორედ გარდაცვლილი ზურაბ ჯოხაძე, იგივე ზუკა ერთ-ერთ ღამის კლუბში გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გავიცანი... კლუბში მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გვიან, თითქმის გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში გარეთ გამოვედი, გრილი ჰაერი საკმაოდ მესიამოვნა, თუმცა მალევე ვიგრძენი, რომ ფეხი მერეოდა, გადაადგილება მიჭირდა, ცოტაც და ალბათ იქვე დავეცემოდი, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი შემაშველა, იქვე ღია ვერანდაზე ჩამომსვა და მირჩია ცოტა გამოვფხიზლებულიყავი. რათქმა უნდა მის ნებას დავყევი, ადგომის თავი არ მქონდა... მესმის, რომ მთვრალი ქალი სასიამოვნო დასანახი არაა, საკუთარი თავი მძულდა, სწორედ ამ დროს გვერდით ზურა მომიჯდა. ხელი ხელზე თბილად დამადო. - რაო, ფისო, ცუდად ხომ არ ხარ? თვალები მებინდებოდა, ძლივს ვარჩევდი მის სახეს, ინსტიქტურად თავი დავუქნიე... - გინდა დაგეხმარო?! - ირონიულად მკითხა მან. - რა თქმა უნდა... - მაშინ ეს დალიე და უცებ გამოხვალ მდგომარეობიდან... - ჩემთვის უცნობი ტაბლეტი მომაწოდა ხელში, არც კი დავფიქრებულვარ ისე გადავყლაპე. - ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ხარ... - პატარა ბავშვივით შემაქო მან. ვიგრძენი თავბრუსხვევამ როგორ იმატა, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა, დამცხა, უცნაურად წამომახურა, ოფლი მასხამდა... - კარგად ხარ? - მისი დამცინავი ხმა შორიდან მესმოდა. - მცხელა... - წელს ზემოთ ბლუზს ვიხდიდი, მის ხელებს ვგრძნობდი ჩემს სხეულზე, მკერდზე, მახსოვს არ მსიამოვნებდა, მინდოდა შემეჩერებინა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის თავი არ მქონდა, გონება მებინდებოდა, თვალები მეხუჭებოდა, მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი... -კახპავ, ჩემს ბიჭს კისერზე ურცხვად ჩამოეკიდე და ეხლა ასეთ საზიზღრობებს ლაპარაკობ?! - ისევ აკივლდა ჭირისუფალი. ლიკამ ქალის კომეტარებს ყურადღება არ მიაქცია, ისევ თხრობა განაგრძნო: - გონს მეორე დღეს მოვედი ჩემთვის სრულიად უცნობ გარემოში. ჩაბნელებულ ოთახში, საკმაოდ ბინძურ თეთრეულში სრულიად შიშველი ვიწექი. მთელი სხეული მტკიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მაგრად ვიყავი ნაცემი, მამტვრევდა, მაკანკალებდა... წამოდგომა ვცადე, რაღაცას გამოვედე, ხმაურზე მეორე ოთახიდან წინა დღეს კლუბში ნანახი ვაჟი შემოვიდა. - რაო, ფოსო გაიღვიძე? - ირონიულად მკითხა მან. - შენ ვინ ხარ? აქ როგორ მოხვდი? - გაოცებული და შეშინებული ვეკითხებოდი მას. - კარგი ეხლა... გული არ მატკინო.. წუნახდელი მხურვალე ღამის შემდეგ ვერ მცნობ ტო? - რა მხურვალე ღამე? - ტანში უსიამოვნოდ გამცრა, თხელი გადასაფარებელი გადავწიე და ... შოკი მქონდა... საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ასე როგორ გავილეშე? ვცდილობდი იმ დღევანდელი მოვლენები აღმედგინა, მაგრამ არ გამომდიოდა, გონებას მხოლოდ ის ახსოვდა, გვერდით როგორ დამიჯდა და უცნობი ტაბლეტი როგორ გადავყლაპე... -რა ჯანდაბა დამალევინე? ჩემთან იწექი? გამაუპატიურე?! - კითხები მივაყარე მას, ისტერიკაში ჩავვვარდი. - შენ გოგო ხომ არ უბერავ? - ძლიერად შემანჯღრია მან - კისერზე შენით ჩამომეკიდე, მცხელაო იძახდი, ტანზე იბრდღვნიდი ტანსაცმელს, მადლობა თქვი იქვე, კლუბის ტუალეტში, რომ არ ... - შეუძლებელია, - ყურებს არ ვუჯერებდი - ამას არ ვიზავდი, საქმრო მყავს... - მუხლებზე ვიდექი და ისე ვტიროდი მე. დაინახა სიყვა „საქმროს“ ხსენებაზე ნიკა როგორ წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით დარბაზი დატოვა, თითქოს შვება იგრძნო, ამბის მოყოლა უფრო თამამად განაგრძო. - რა გინდა მერე? გამოცდილი ქალი ჩაბარდები... - ჩემსკენ დაიხარა, სახე მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა - უნდა ვაღიარო ნამდვილად ლამაზი ხარ, - ტუჩებზე დამაცხრა ის. - არ გინდა გთხოვ... - ვეხვეწებოდი, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. - ერთით მეტი, ერთით ნაკლები... ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეიდან ჩემი ხარ, როცა მომინდება მაშინ მოვალ, მაშინ ვიცხოვრებ შენთან, შენ კი უარსაც ვერ მეტყვი, გესმის?! ვკბენდი, ვფართხალებდი, ვცდილობდი მომეშორებინა, მაგრამ... თითქოს ჩემს წინააღმდეგობაზე უფრო გადაირია, უფრო მეტი ჟინით მოიწევდა: - ნუ იკაწრები, ... - მთელი ძალით შემომარტყა და გავითიშე კიდევაც. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, როგორ დასრულდა ჩვენი ჭიდილი. გონს როცა მოვედი, ოთახში მარტო ვიყავი, სხეული ძლის დავიმორჩილე, გაჭურვებით წამოვდექი, თავბრუ მეხვეოდა, ყველაფერი მტკიოდა, კარები დაკეტილი დამხვდა. ალბათ, იმედი მქონდა, რომ როგორც კი ეს კოშმარი დასრულდებოდა, გამომიშვებდა, მაგრამ შევცდი, ლოგინზე ვეგდე და ხმამაღლა ვბღაოდი, შველას ვითხოვდი, მაგრამ უშედეგოდ... როდის-როდის შიმშილმა თავი შემახსენა, ოთახი მოვათვალიერე ლოგინთან თეფშზე დალაგებული ნახევარ-ფაბრიკატები ეწყო. ალბათ, სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ამ გაჭირვებაში საჭმელზე როგორ ფიქრობდაო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ რა გემრიელად ვწამდი გაყინულ, ცივ პილმენებს. შიმშილი როგორც კი დავიკმაყოფილე, თითქოს ძალაც მომემატა, ზუსტად არ ვიცი რისი ბრალი იყო, ისევ დამცხა, ისევ ოფლი მასხამდა, ამის მიზეზს იმ წუთში ვერ ვხვდებოდი, ვფიქრობდი, ოფლს სისუსტისგან მასხამდა, თუმცა ნელ-ნელა დავმსუბუქდი, თავბრუს ხვევამ იმატა, გაბრუებული თითქოს საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობდი. ნელ-ნელა ისევ გონება დავკარგე. - გააჩუმეთ ეს , რასაა რომ უგონებს ჩემს შვილს... უსირცხვილოვ, ნამუს გარეცხილო, გიჩივლებ, არ შეგარჩენ ჩემი შვილის სახელის გატეხვას... - აკივლდა გარდაცვლილის დედა. სიმშვიდისკენ მოუწოდებდა მოსამართლე, თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ ქალი მანდატურებლა სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც კი დარბაზში სიტუცია ჩაწყნარდა, ლიკამ თხრობა განაგრძო: - იმ ავბედით ბინაში ორი კვირა გავატარე, დღე-ღამე არეული მქონდა. იმ დონემდე მივედი, რომ ზუკას საკვებში ნარკოტიკის გარევა აღარც სჭირდებოდა, უკვე ჩემით ვთხოვდი გასაბრუებელ საშუალებებს, ჩემით გავრბოდი კლუბში, ჩემით ვითხოვდი მასთან შეხვედრას... მეგობრები ცდილობდნენ ჩემს გონზე მოყვანას, ერთხელ გიორგიმაც კი წამომიყვანა გათიშული... ხვდებოდა ზუკა, მეგობრები ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდნენ, უნდოდათ მისი ნამდვილი სახე დამენახა. ზუკაც ხვდებოდა მათ დამოიკიდებულას, ისიც მიშლიდა მეგობრებთან კონტაქტს, მემუქრებოდა წამალს აღარ მოგაწოდებო. მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი, პრინციპში მაშინ ამის სურვილიც არ მქონდა. თითქმის ყველა დავკარგე, მეგობრები, საქმრო... ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მძულდა საკუთარი თავი ასეთი სუსტი რომ ვიყავი. ოფიციალურად მის ქალად ვითვლებოდი, ქალად კიდევ ლამაზი ნათქვამია, კახპა უფრო ვიყავი, წამლის ნაცვლად მომსახურებას ვთავაზობდი... - მისგან წამოსვლა რამ გადაგაწყვეტინათ? - ყველას ვუმტკიცებდი, რომ როგორც კი მოვინდომებდი წამლის გადაგდებას შევძლებდი, თუმცა... ერთ დღეს მცხეთაში ვიყავით მასთან სახლში. შუა ღამისას წამოვედით თბილისში. გზაში ცუდად გავხდი, ჰაერი არ მყოფნიდა, თითქოს ვიგუდებოდი, გული ამოვარდნას მქონდა, შევშინდი, გვრძნობდი ძალას როგორ ვკარგავდი, მინდოდა შველა მეთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ ისიც დაპანიკდა, ჩათვალა რომ ვკვდებოდი, ავტომობილიდან ნახევრად გათიშული გადმომიყვანა და იქვე დამტოვა. თანდათან დამებინდა გონება, ვიგრძენი როგორ დავვარდი ცივ მიწაზე და გავითიშე კიდევაც... გონს პატარა კელიაში მოვედი. შუბლზე ცივი ტილო მედო, გვერდით წყლით სავსე თასი, იქვე სავარძელში დედაო თვლემდა. გაოგნებული ვუმზერდი შავოსანს, ვერ მივხვდი აქ რა მინდოდა ან როგორ მოვხდი. ქალმა თავი წამოწია და ღიმილით გამომხედა: - კარგად ხარ შვილო? - ისე თბილად მკითხა, ისე ტკბილად, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. - დიახ... - ძლივს ამოვილუღლუღე მე. როგორც შემდეგ გავიგე, მცხეთის დედათა მონასტერში გახლდით. თურმე ცუდად მყოფი მონასტრის ერთ-ერთმა დედაომ შემნიშნა და იქ მიმიყვანა. ჩემი ტკივილის მიზეზი არც კი უკითხავთ, ალბათ ხვდებოდნენ, რომ მზად არ ვიყავი, საკუთარ შეცდომებს ასე ხმამაღლა ვერ ვაღიარებდი. დედაოები პატარა ბავშვივით მეფერებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ღმერთი მის გაჩენილს არ მიატოვებდა, რომ ჭეშმარიტსა და სწორ გზას აუცილებლად დავინახავდი, ვიპოვიდი. არ მინდა იფიქროთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იოლად მივიღე, უბრალოდ იქ გატარებულმა სამმა დღემ აშკარად დადებითად იმოქმედა ჩემზე. დედაობთან ყოფნისას წამალი აც კი გამხსენებია. დიდი მორწმუნე არასოდეს ვიყავი, თუმცა მამა გაბრიელის საფლავზე ყოველ დღე გავდიოდი და დახმარებას ვთხოვდი. ვხვდებოდი, რომ ჩემისთანა ადამიანისთვის ძნელი იქნებოდა პატიება, ან მქონდა კი ამის უფლება? სამი დღე ბევრი არ იყო, მაგრამ დასაფიქრებლად საკმარისი გამოდგა. ეჭვი გამიჩნდა, საკუთარი თავი სრულიად სხვა ჭრილში დავინახე. სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, ამ ჭაობიდან ამოსასვლელად რაღაც უნდა მეღონა. იმ საღამოს ჩემს ყოფილ საქმროს ნიკას ვესაუბრე, უფრო სწორედ ეს მე ვიცოდი ყოფილი რომ იყო, თორემ ნიკამ იმ დღეს გაიგო ჩემგან. მოვატყუე, თითქოს აღარ მიყვარდა და ამის გამო ვშორდებოდი, სიმართლე ვერ ვუთხარი, ან როგორ მეთქვა, რომ ნარკოტიკების გამო ვბდი და წამლის სანაცვლოდ საძულველ ადამიანსაც კი ვუწვებოდი? ამას ვერ ვაღიარებდი, არ შემეძლო. გასაგებია პირველი ორი კვირა ნამდვილად ძალას ხმარობდა, მაგრამ შემდეგ ხომ ჩემი სურვილით მივდიოდი მასთან? მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, გამოვუცხადე ნიკას, რომ არ მიყვარდა, გათხოვება არ მინდოდა და საერთოდაც ოჯახისთვის არ ვიყავი დაბადებული... ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ბედნიერება მისურვა და ტელეფონი გამითიშა. უცებ პანიკაში ჩავვარდი, შემეშინდა, მისი დაკარგვით თითქოს საკუთარი თავიც დავკარგე, დაფეთებული წამოვხტი და თეკლესთან გავრბოდი, როცა სადარბაზოსთან ზუკას დავეჯახე. ალბათ იცით ეს შეხვედრა როგორც დასრულდა, ისევ ნაცემი და დაჟეჟილი თეკლესთან მივედი. უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ იმ ნადირთან კავშირი გამეწყვიტა, წამალს კი, სულ რომ „ლომკას“ მოვეკალი ახლოსაც არ გავკარებოდი. მეორე დღეს გამოცდა გვქონდა, უნივერსიტეტში ერთად მივედით, თუმცა მისი მესიჯი მივიღე, მწერდა რომ პირველი კორპუსის ეზოში მელოდებოდა, არ მინდოდა მეგობრებს გაეგოთ იქ რომ იყო, ჩუმად გამოვიპარე და მას შევხვდი. გართობა უნდოდა, ჯიბეში წამლის საკმაოდ მოზრდილი დოზაც ედო. შემომთავაზა გავყოლოდი, ვერ დავმალავ, კინაღამ მძლია სულმა, მაგრამ გონს დროულად მოვეგე და უარი გამოვუცხადე. გაღიზიანდა, გადაირია, მუქარაზე გადავიდა, მეუბნებოდა, რომ გამანადგურებდა, ცოცხალს არ დამტოვებდა... სწორედ ამ დროს მოვიდნენ ბავშვებიც. დანარჩენი კი თქვენც იცით... - როგორც იქნა თხრობა დაასრულა ლიკამ და დარბაზში მსხდომ საზოგადოებას გადახედა. სიძულვილით სავსე თვალებით უმზერდნენ ჭირისუფლები. - დაკითხვა დასრულებულია... - მკაცრი ხმით გამოაცხადა მოსამართლემ. თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, ლიკამ სწრაფი ნაბიჯით დატოვა სხდომის დარბაზი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.