უცნაური სიყვარული 7
-სიმართლე შენც იცი გაიხსენე ერთად გატარებული ყოველი წამი და სიმართლეს გაიგებ... ხო მართლა იცი ეხლა სადაა რუსო?? -არა და სად?? -ბავშთასახლში... -კი მაგრამ იქ რა უნდა?? -წადი და გზაში თან იფიქრე... სანდრო ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რა გამორჩა ყველა წამს იხსენებდა რუსოსოთან ერთად გატარებულს და უცებ გონება გაუნათდა რუსოს მწარე ღიმილი როცა შვილებზე ელაპარაკებოდა გაახსენდა როგორ აევსო თვალები ცრემლებით როცა მძინარე ელენემ დედა დაუძახა... მაგრამ სანდრო მაინც ვერ ხვდებოდა ამ ყველაფრის მიზეზს ან არ უნდოდა დაეშვა რომ რუსო შვილს ვერ გაუჩენდა და ამის გამო თქვა სანდროს სიყვარულზე უარი... ******** სახლში ახალ მისული ვიყავი როცა კარზე ზარი დარეკეს უკვე ძალიან გვიანი იყო ამიტომ გამიკვირდა.. -სანდრო?? -შემომიშვებ?? -სხვა არჩევანი მაქვს?? -კი შეგიძლია კარი დახურო და არ შემომიშვა მაგრამ მთელ ღამეს კართან გავათენებ. -შემოდი... მაგრამ ხმა არ გამცე არ მაქვს შენი თავი რააა. -კარგი მაშინ ისე ვიქნები თითქოს აქ არ ვარ.. სანდრო სავარძელში იჯდა და ხმას არ იღებდა არ მელაპარაკებოდა ვერ ვხვდებოდი რის მიღწევას ცდილობდა ბოლოს გიტარა აიღო. -ეს ვისია?? -მამაჩემის. -დაკვრა იცი? -არა. -გინდა ისწავლოო? -კი მინდა. -მერე რატომ არ ცდილობ ის აკეთო რაც გინდა?? -გთხოვ არ მომიახლოვდე... -რატომ თუ არც გიყვარვარ და არც მოგწონვარ ჩემი მოახლოება რატომ გაფორიაქებს და რატომ გაღელვებს რატომ თრთი როცა გიახლოვდები გულის ცემა რატომ გიჩქარდება??? -ალბათ მეშინია შენი. -მართლა?? მახსოვს ვიღაცამ მითხრა არაფრის მეშინიაო... მითუმეტეს შენიო. -სანდრო აქ რისთვის მოხვედი?? ხომ მითხარი წავალ შენი ცხოვრებიდანო.. -შენც ეგ გინდა არაა?? -ხოო.. -არა მე არსად არ წავალ კიდევ მაქვს ერთი დღე... რომელსაც სარფიანად გამოვიყენებ. -მართლაა... გელოდები იმიტომ რომ უკვე მეხუთე დღე დაიწყო ცოტა დრო დაგრჩა. -ცუდად გამოგდის ტყუილი ვერ დამაჯერე რომ სხვა გიყვარს.. მე კედელს ვეკვროდი სანდრომ კი ხელები კედელს მიადო ჩემი მხრების გასწვრივ პირდაპირ თვალებში მიყურებდა ეხლა ისე მინდოდა მისი ჩახუტება რომ მალე მუხლები მომეკვეთებოდა ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ტუჩები შუბლზე ვიცოდი მალე ვიგრძნობდი მისი ტუჩების გემოს წინააღმდეგობის გაწევის არც ძალა მქონდა და არც სურვილი...სანდრომ ხელში ამიყვანა სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა. -გამიშვი გთხოვ. -არასდროს არ გაგიშვებ. -რა გავაკეთო რომ თავი დამანებო. -დამარწმუნე რომ არ გიყვარვარ თვალებში შემომხედე და ისე მითხარი რომ არ გიყვარვარ. არ შემეძლო ამის გაკეთება თუ მას თვალებში შევხედავდი ვერ ვეტყოდი რომ არ მიყვარს ვერ მოვატყუებდი. -არაყი გინდა?? -რატომ?? -იმიტომ რომ მე მინდა მარტო ხომ არ დავლევ ერთად დავლიოთ.. -წინასწარ გაფრთხილებ რომ დეპრესიული სიმთვრალე მაქვს. -მე კიდე სიმთვრალეში ყველა მიყვარს. -ანუ მთვრალიც და ფხიზელიც ერთნაირი ხარ?? -ხოო. -არაყს სად ნახავ?? -არაყი მაცივარშია მისაყოლებელთან ერთად. სუფრა გავაწყე ორი არყის ჭიქაც მივიტანე და სანდროს დაველოდე როდის დაასხამდა არაყს. -აბა ქალბატონო რისი სადღეგრძელო დავლიოთ?? -არ ვიცი.. -კარგი მოდი ჩვენს იმ სურვილებს გაუმარჯოს რომელთაც გავურბივართ. -გაუმარჯოს.... რა გაცინებს?? -შენს სახეზე მეცინება. -ეხლა მოდი იცი რისი სადღეგრძელო იყოს?? -და რისი?? -ჩუმი ჩანაფიქრების რომლებსაც სხვები ვერ ხვდებიან. -ანუ სამი ჩ-ს სადღეგრძელოა?? -ხოო. -გაუმარჯოს... ეხლა ჩვენს საიდუმლოებებს გაუმარჯოს დიდხანს რომ არ დარჩება დამალული.. -გაუმარჯოს.. მოდი ეხლა იდუმალ ღიმილს გაუმარჯოს, შენს იდუმალ ღიმილს. -გაუმარჯოს ჩემს იდუმალ ღიმილს.... ნახე ორი ჭიქა დალიე და უკვე ჩემს სადღეგრძელოს ამბობ. -შენ არ იტყვი ჩემს სადღეგრძელოს?? -მე აუცილებლად ვიტყვი სიყვარულის სადღეგრძელოს.... მოდი ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს. -გაუმარჯოს... ჩვენს სიყვარულს. -რუსოოო. -გისმენ. -ახლა რატომ არ მეუბნები რომ მოგშორდე რომ არ მოგიახლოვდე რატომ მიყურებ ასეთი ვნებიანი თვალებით... რატომ მთხოვენ ეს ტუჩები კოცნას. -სანდრო გთხოვ გაჩერდი არ მინდა რამე ისეთი გავაკეთოთ ან ვთქვათ რომ შემდეგ ვინანოთ. -არაფერს ვიტყვი და გავაკეთებ ისეთს რაც შენ არ გინდა... გინდა შენთვის დავუკრა?? -აუუ კიი. -რას დაუკრავ?? -შენ რაც გინდა. -მე მასტერის "დარჩი რა". -კარგი მეც მიყვარს ეგ სიმღერა... სანდრომ ისე იმღერა ბოლომდე რომ თვალი არ გამიხელია. -იცი რომელი მონაკვეთი მიყვარს ყველაზე ძალიან. -რომელი?? -"ამ ცხოვრებაში თუ არ გამიკარებ, შემდეგ ცხოვრებაში მაინც ჩემი იქნები". -მეც მიყვარს ეგ მონაკვეთი. -გავაგრძელოდ... -კი ეხლა რისი სადღეგრძელო იყოს?? -ეხლა იყოს ჩვენი მომავლის სადღეგრძელო.. -ჩვენი საერთო მომავლის?? -ხოოო.. რუსო რატომ აგევსო თვალები ცრემლებით მითხარი რა ხდება გთხოვ ნურაფერს დამიმალავ. -ვერ გეტყვი სანდრო ეს რომ გითხრა დაგკარგავ მე კი შენი დაკარგვა არ მინდა. -არ დამკარგავ არ არსებობს მიზეზი რის გამოც მე შენ მიგატოვებ ეს დაიმახსოვრე. -მართლა სანდრო არასოდეს არ მიმატოვებ?? -არასოდროს... გთხოვ მომიყევი რას მიმალავ. -კარგი მაგრამ მაინც მეშინია. -ნუ გეშინია მომიყევი. -მაშინ თხუტმეტი წლის ვიყავი მეგონა რომ პანკრეასის შეტევა მქონდა მაგრამ ექიმებმა მითხრეს რომ საშვილოსნოზე სიმსივნური უჯრედები შეინიშნებოდა ამიტომ უნდა ამოეკვეთად მაშინ ვერ ვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა მაგრამ ახლა მიჭირს ძალიან მიჭირს მტკივა ის რომ დედა ვერ გავხდები... ხომ იცი უკვე სიმართლე ახლა წადი მიმატოვე და წადი... ოთახში შევედი კარი ზურგს უკან მივიხურე და იქვე ჩავჯექი მესმოდა სანდროს ხმა რომელიც კარის მეორე მხარეს იდგა. -რუსო გთხოვ გამიღე კარი. -არა წადი სანდრო გთხოვ წადი. -არსად არ წავალ იმიტომ რომ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, გამოდი თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი რომ წავიდე რომ არ გიყვრვარ გპირდები ვეღარასოდეს მნახავ. კარი გავაღე და სანდროს შევხედე.. -რატომ ტიროდი? -აბა რა გავაკეთო არ ვიტირო?? -არა არ უნდა იტირო შენ ძალიან ბედნიერი უნდა იყო უნდა იღიმედე. -როგორ გავიღიმო როცა ასე ძალიან მტკივა გული. -გთხოვ მითხარი როგორ იფიქრე რომ ამის გამო მიგატოვებდი.. -დღეს თუ არა ოდესმე მაინც მოგბეზრდება ჩემთან ცხოვრება და ჩემი სიყვარული, მერე უფრო მეტად მეტკინება. -ეგ არასოდეს მოხდება მე მიყვრხარ ისე ძლიერ მიყვრხარ რომ არ მიგატოვებ ამ აბსურდული მიზეზის გამო. -სანდრო გთხოვ წადი.. -უკვე გვიანი მალე გათენდება სად მიშვებ თან ნასვამი მანქანას ხომ ვერ ვატარებ?? -მე მაგიდას ავალაგებ შენ კი სტუმრების ოთახში დაიძინე. -არა მეც დაგეხმარები მერე კი შენს ოთახში დავიძინებ შენთან ერთად... თან შენს დას დავპირდი რომ მარტო არ დაგტოვებდი და მოგხედავდი პირობას ხომ ვერ დავარღვევ?? -მასხარა ხარ მე ცუდად ვარ შენ კი დამცინი. -მე არასოდეს დაგცინებ ჩემო პრინცესა როცა სერიოზული მიზეზი გექნება იმის რომ ცუდად იყო... -და ეს მიზეზი არა სერიოზულია?? -ზედმეტად არასერიოზული... მოდი აქ დაჯექი ჩემს მუხლებზე. -გისმენ რა გინდა? -იცი რატომ არის ეს მიზეზი ზედმეტად არა სერიოზული?? -რატომ?? -იმიტომ რომ როცა გიყვარს შენთვის მთავარი მისი ბედნიერებაა სხვა რამეზე ნაკლებად ფიქრობ. -ხო და რომ მიყვარხარ და შენი ბედნიერება მინდა ამიტომ გთხოვ რომ ჩამომშორდე მოძებნო ისეთი ქალი ვინც მართლა გაგაბედნიერებს და შვილებს გაჩუქებს. -ჩემი ბედნიერება შენ ხარ... იცი როდის ვიქნები ბედნიერი?? -როცა 60 წელს გადაცილებულები ბუხრის წინ ვიჯდებით და ჩვენს ბედნიერ ახალგაზრდობას გავიხსენებთ, აუცილებლად გვეყოლება შვილები და შვილიშვილები ჩვენ შვილს აი იმ ბავშთა სახლიდან ავიყვანთ სადაც შენ იყავი დღეს... რა მნიშვნელობა აქვს იქნება თუ არა ის ჩვენი სისხლი და ხორცი მთავარი იქნება ჩვენ მას სიყვარულით გავზრდით ის დედას და მამას დაგვიძახებს და ვეყვარებით.... მერე მე მოვუყვები ჩვენს შვილიშვილებ რა ჭირვეული ბებია ყავდათ და როგორ მაწვალებდა... -სანდრო ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა რეალობა კი სულ სხვანაირი იქნება, ეს ყოველთვის ოცნებად დარჩება. -ყველა ოცნებას აქვს ასრულების პერსპექტივა ამიტომ აუცილებლად ავისრულებ ამ ოცნებას ახლა კი წამოდი დავიძინოთ მომენატრა შენს მკლავებში ძილი. -მეშინია.. -რისი? -შენი დაკარგვის. -არ დამკარგავ არასოდროს. -რომ მოგბეზრდე?? -არ მომბეზრდები უბრალოდ მომენდე. -მაინც მეშინია. -ნუ გეშინია.. რა ჭირვეული ხარ რაარის? -აი უკვე მოგბეზრდი. -თან სულელიც. ********** ესეც მეშვიდე თავი იმედია მოგეწონებათ.... ველოდები შეფასებებს მადლობა რომ მამხნევებთ ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.