შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XIII)


28-01-2016, 05:03
ავტორი Nina))
ნანახია 4 086

***
მე წავალ შენგან,
თუმცა ვეცდები,
ჩემი სიტყვები მუდამ გახსოვდეს
ჩემს მერე ალბათ ბევრ კაცს შეხვდები,
მაგრამ ჩემნაირს ვეღარასოდეს.
(ნ.ტოტოღაშვილი)

***

-დილა მშვიდობის-თვალისმომჭრელად გაუღიმა მამაკაცმა,როდესაც დაინახა რომ ელენა ძილბურანიდან გამოდიოდა
-დილა მშვიდობისა-ელენამაც გაუღიმა და თითები ჩამოუსვა სახეზე,მამაკაცმა თითები დაუჭირა და მსუბუქად უკბინა
-ცხოველი ხარ-ჩაეღიმა ერთ-ერთი ინციდენტის გახსენებისას
-როგორც მახსოვს წინათაც ასე მითხარი
-სწორად გახსოვს-შეუქო მამაკაცს მახსოვრობა და კვლავ გაუღიმა,მამაკაცსაც გაეღიმა და უცნაურად შეხედა გოგონას
-რა სახით მიყურებ?
-რა სახით?
-უცნაურად მიღიმი და რაღაცნაირად მიყურებ
-აჰ,ეს? ეს ის სახეა,რომელიც ნიშნავს რომ ბედნიერი ვარ
-რითი?-ეშმაკურად ჩაეკითხა ელენა და გადაიკისკისა
-შენი კისკისით-მამაკაცმა გაუღიმა და მისკენ დაექაჩა,მერე ზევიდან მოიქცია და ზედა ტუჩზე აკოცა
-ადგომის დროა-ხელიდან დაუსხლტა ელენა და საწოლიდან წამოდგა
-მშვენიერია -გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და თვითონაც ელენას გზას დაადგა-მოვწესრიგდები და ისევ შემოვალ,აქ დამხვდი იცოდე- გააფრთხილა გოგონა და თავის ოთახში დაბრუნდა.ელენა სააბაზანოში შევიდა,შხაპი მიიღო,ხელ-პირიც დაიბანა და ოთახში დაბრუნდა,მოსაწესრიგებლად,შავი ჯინსი აიღო,ზოლიანი ტოპი და თმები კოსად დაიხვია,მამაკაცის გაბრაზება მოუნდა,მაგრამ უფრო მეტად მარწყვი ნუტელაში გარეული,ამიტომ ფეხაკრებით ჩაირბინა კიბეებზე და სამზარეულოსკენ გასწია,მაცივრიდან მარწყვი და ნუტელა გადმოიღო და მაგიდაზე დაჯდა,ერთი ცალი მარწყვი ნუტელაში ჩაყო და მადიანად ჩაკბიჩა,ტუჩიც დაისვარა,მოწმენდას აპირებდა,როდესაც უკნიდან მამაკაცის ხმა შემოესმა
-კიდევ კარგი ეგ მაგიდა მარმარილოა რკინაში გარეული,თორემ ჩატყდებოდა-ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას და ნუტელა წაართვა
-ასე არ შეიძლება,მომეცი ნუტელა - პატარა ბავშვივით გაუბრაზდა ელენა და მაგიდიდან ჩამოხტა
-მარტო რომ დამტოვე შეიძლებოდა?
-მომშივდაა-თავი იმართლა გოგონამ და წართმევა სცადა,თუმცა უშედეგოდ,მამაკაცმა ხელები მოხვია და დაიჭია
-თავს ნუ იმართლებ-დაიხარა და გოგონას ტუჩები თავისი ბაგეებით გაუსუფთავა,ელენამ კი ტუჩზე უკბინა - ასე მიხდი მადლობას?
-ჩემითაც მოვიწმენდდი-გამოაჯავრა მამაკაცი ,მისი მოდუნებით ისარგებლა და ნუტელა წაართვა
-პატარა ბავშვი ხარ!-სწრაფად გამოიტანა დასკვნა და გაუღიმა
-მერე პატარა ბავშვთან რა გინდა?-ეშმაკურად აუზიდა წარბები
-გემრიელი ტუჩები აქვს ამ პატარა ბავშვს და საოცარი ენერგიით მიზიდავს მისკენ
-ოჰ,რა ტკბილები ხართ,იქნებ ჩვენთვისაც დაგეტოვებინათ ეგ ნუტელა?
-ზოგჯერ ყველაფერს აფუჭებთ,ძმაო-დაუღრინა კაკის და ელენას ძლივს მოსცილდა
-კარგი,დღეს რას ვაკეთებთ?-იკითხა თეკლამ,როდესაც საუზმეს მორჩნენ.
-რა ვიცი,ტყეში გავისეირნოთ
-არა,საერთოდაც არ მაქ მანდ შესვლის სურვილი-წარმოთქვა ელენამ და პუფში ჩაეშვა
-შენ არც მოგინდება-ახარხარდა თეკლა,დემეტრემ კი ინტერესით შეხედა
-რატომ?
-პატარები რომ ვიყავით აქ მოგვიყვანეს მშობლებმა...-გაგრძელებას აპირებდა,როდესაც ელენამ ღრენით შეაჩერა
-არც გაბედო გაგრძელება-გააფრთხილა თეკლა და თვალები დაუქაჩა
-ტყეში შევედით და დაიკარგა,დარბოდა იქეთ-აქეთ,პეპელა ვარ და დავფრინავო,ცანცარებდა და ჩამოგვრჩა,მთელი დღე ვერ გავაჩერეთ,ტიროდა და ტიროდა,მერე დაგვიწყო დავბრუნდეთ ამუნიებიაო და ერთი დღეც არ გაგვაჩერა აქ-მაინც დაასრულა თეკლამ და ყველა ახარხარდა არ ეცინებოდა მხოლოდ ელენას
-მგელი ვნახე მაშინ-თავი მაღლა ასწია ელენამ-და საერთოდაც მაშინ 12 წლის ვიყავი-თავის მართლება სცადა
-არც მგელი გინახავს მაშინ და არც 12 წლის არ იყავი,15 წლის ბავშვი იყავი,თავი ქალად მოგქონდა ,ბიჭებს ეპრანჭებოდი და მხოლოდ იმიტომ რომ ჩამოგვრჩი ტიროდი შეუსვენებლივ-გამოაჯავრა თეკლამ და თავში ბალიშიც მოხვდა
-სულ როგორ უნდა ტიროდე?-სიცილს ვერ წყვეტდა დემეტრე
-ნეტა მანახა ისეთი ელენა-კაკიც აყვა და საბოლოოდ გამოიყვანეს მოთმინებიდან
-იდიოტები ხართ!-შეუღრინა მეგობრებს და უკან გავიდა,რკინის საქანელაზე ჩამოჯდა,ფეხები თურქებივით შემოაჯვარედინა და პლედი მოიფარა
-როგორ ბრაზიანი ყოფილხარ-უკნიდან მიუახლოვდა დემეტრე
-არ გელაპარაკები-ცხვირი აიბზუა ელენამ
-გაკოცებ და შემირიგდები
-არაფერიც,არც გაკოცებ და არც შეგირიგდები
-კარგი,მაშინ ნინას დავურეკავ-ელენა სწრაფად წამოდგა და მამაკაცს ტელეფონი ააცალა
-არც გაბედავ
-ვინ ეჭვიანობს?-გადაიხარხარა დემეტრემ
-მე? სულაც არა..-ტელეფონი დაუბრუნა მამაკაცს და შესვლას აპირებდა,როდესაც მისი ხელი დაიჭირა,მისკენ მოაბრუნა და გოგონას აკოცა
-ხომ გითხარი,შემირიგდები-მეთქი-ჩაეღიმა მამაკაცს და ხელები მოხვია,მერე შიგნით შევიდნენ
-დაგვიბრუნდნენ რომეო და ჯულიეტა
-სიძე,ენა გაგეზარდა
-არაუშავს,თეკლას მაინც ვუყვარვარ-მიეხვია გოგონას...
-კარგი,წავიდეთ ტყეში-სწრაფად წამოჭრა თემა ელენამ
-მართლა?
-ჰო,მართლა.
ხუთი საათი იყო,როდესაც ყველანი მოემზადნენ,ჟაკეტები მოიცვეს,საჭმლები მოიმარაგეს და ტყისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვნენ
-დემეტრე,იცოდე ხელი არ გამიშვა-ებღაუჭებოდა დემეტრეს ხელს ელენა და ცდილობდა პანიკას არ აჰყოლოდა
-კარგი,დამშვიდდი,თუ გინდა დავრჩეთ
-არა,არ მინდა,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიო ეს შიში
-ტყის ბოლოში ტბაა,იმედია საცურაო კოსტიუმი გაცვია ელენა
-ნუ ღელავ,თეკლა,რომ არ მინახავს მაგიტომ მამაჩემს ნათქვამი აქვს-გაეღიმა ელენას და გზა განაგრძეს,ცოტაოდენი მანძილის გავლის შემდეგ,მართლაც რომ გამოჩნდა ტბა - კახი და ლერი ხშირად მიყვებოდა ამ ტბაზე,მაგრამ ასეთი საუცხოო თუ იყო არ მეგონა..- მიშტერებოდა მის წინ გადაშლილ ხედს და უფრო და უფრო რწმუნდებოდა ბუნების საოცრებებში.. ტრიალი მინდორი,რომლის შუა გულშიც ტბა იყო, იქვე ხის სკამი და მაგიდა იდგა, ულამაზესი და ნაირფერი ყვავილებით იყო ბუნება მორთული,ცაზეც ისეთი ლამაზი ჭრილი ჰქონდა ღრუბლებს,სამოთხეში ეგონა თავი,მზეც თავმომწონედ ისვრიდა თავის სხივებს და თითქოსდა მაგიურები ყოფლიყვნენ ისე საუცხოოდ უცვლიდნენ ელფერს ყვავილებს..
-მართლაც რომ ლამაზია აქაურობა-დაეთანხმა კაკი და სვლა განაგრძეს,გადასაფარებელი გადააფარეს მაგიდას და საჭმელი ზედ დააწყვეს,მერე გაიხადეს და ტბისკენ აიღეს გეზი,დემეტრემ ელენას მოკიდა ხელი
-ნუ გეშინია,ხომ იცი ჩვენი გუნდური მუშაობის ამბავი-გაახსენა ზღვაში გატარებული ინციდენტები და გაუღიმა,გოგონამაც გაუღიმა საპასუხოდ და მამაკაცს მოეხვია..
ერთად ატარებდნენ საუცხოო წუთებსა და საათებს,არც ერთს უნდოდა ეს დასრულებულიყო,თუმცა როდსმე ყველაფერი სრულდება,არაფერია ამ ქვეყნად მარადიული,გარდა სიყვარულისა,რომელიც უკვე ამ ოთხ ადამიანს მჭირდროდ აკავშირებდა ერთმანეთთან,კაკი ხან რას აკეთებდა და ხან რას,ხან გაიძახდა ზვიგენი ვარო და თეკლას მოსდევდა,ხან დელფინი ვარო და ზურგზე მოისვამდა თეკლას,დემეტრე და ელენა კი ერთმანეთზე იყვნენ აკრულნი და ერთმანეთით ტკბებოდნენ,მადიანად ისადილეს,გაშრნენ,კოცონი დაანთეს,იმხიარულეს და უკან დააგდნენ გზას,მოსაღამავებულზე კიდევ უფრო მჭიდროდ ეკროდა ელენა და ცდილობდა მამაკაცის ხელი არ დაეკარგა,თითქოსდა ერთადერთი ნათელი წერტილი ყოფილიყო ამ უკუნითი სიბნელიდან გასაღწევად. მართლაც ასე იყო,დემეტრეს მოსვლამ ელენას ცხოვრებაში უამრავი პოზიტივი და სინათლე შემოიტანა,ახლა ისხდნენ უკან ეზოში და მწვადებს წვავდნენ,უფრო სწორად მწვადებს დემეტრე და კაკი წვავდა,ელენა და თეკლა კი იქვე ახლოს სკამზე იჯდნენ და მათ უყურებდნენ
-ბედნიერი ხარ არა?-გაუღიმა თეკლამ
-ჰო,ბედნიერი ვარ,მისით მთლიანად ბედნირებით ავივსე,არ ვიცი თეკლა,როგორ გადმოვცე ეს ბედნიერება,რომელიც ჩემში ამხელა დოზით ბუდობს
-შენ ვერ გრძნობ,მაგრამ მას ყველას გადასცემ,ელენა,შენი თვალები ბედნიერებას აფრქვევს,ნეტა განახა როგორ გიბრწყინავს თვალები.
-შენც ბედნიერი ხარ,არა?
-ჰო,მეც ბედნიერი ვარ,რომ არა შენ და დემეტრე ალბათ მე და კაკი ასე ვერასდროს ვიქნებოდით
-ჩვენ რა შუაში ვართ?-გულწრფელად გაუკვირდა ელენას
-იმ დღეს,დემეტრეს აუზში რომ არ ჩაეგდე კაკი ალბათ არასდროს მოვიდოდა ჩემთან-ხელზე დაადო ხელი მეგობარს,ელენას კი ჩაეღიმა იმ დღის გახსენებაზე
-თქვენ მაინც შეხვდებოდით ერთმანეთს,თქვენ ერთმანეთის ბედი ხართ,რასაც უფალი დაგაწერთ მაგას ვერ გაექცევით
-ჰო,ალბათ შევხვდებოდით,მაგრამ ვინ იცის რამდენი ხნის შემდეგ,თქვენ კი ეს ყველაფერი დააჩქარეთ,ჯერ კიდევ ერთი თვის წინ როგორები ვიყავით გახსოვს? ახლა კი ყველაფერი გვაქვს,ყველაფერი-გაუღიმა თეკლამ,ელენას კი აღარაფერი უპასუხნია,ფიქრებში გაფრინდა,ყველაფეს გადაავლო თვალი,ყველაფერს განვლილს და გაეღიმა,ასეთ მოკლე პერიოდში რამდენი რამ მოხდა,თვალის დახამხამებაში აუდგა ყველა კადრი და ჩაეღიმა,როგორი ბედნიერია ახლა...

-ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავს,ძმაო-მხარზე ხელი გაკრა კაკიმ
-ასე მეტყობა?
-ეს ჯერ კიდევ მაშინ დაგეტყო,როდესაც ბათუმში ელენა დაინახე
-მართლა?-გაუკვირდა დემეტრეს
-ჰო,მართლა,მართლა,ახლა გესმის რატომ არაფერი გამოგდიოდა ნინასთან?
-თუ ღმერთი გწამს,ნინა არც შეადარო ელენას,ის ანგელოზია,უმშვენიერესი ქმნილებაა ამ დედამიწაზე.
-არც ვადარებ,დემეტრე,ახლაც,მასზე ლაპარაკისას სულ სხვანაირი დემეტრე ხდები,უფრო ძლიერი,შენს თვალებში მის მიმართ უშველებელი სითბო და სიძლიერე ჩანს,მზად ხარ ყველანაირ რისკზე წახვიდე მის გამო-გაეღიმა კაკის,დემეტრესაც გაეღიმა კაკის სიტყვებზე,ის ყველაფერს რასაც ამბობდა სიმართლე იყო,ცხრა მთას გადადგამდა ოღონდ ელენა ყოფილიყო კარგად და მასთან,ასეთ მოკლე დროში თავდავიწყებით შეუყვარდა გოგონა.
-რა გემრიელია-მადიანად შეექცეოდნენ მწვადებს და თითო ბოკალ შავ ღვინოს სვამდნენ,თუმცა ელენა ალკოჰოლს არ იყო მიჩვეული და სწრაფად წამოუწითლდა ღაწვები
-ძალიან გიხდება სიწითლე ლოყებზე-უჩურჩულა დემეტრემ და კიდევ უფრო წამოწითლდა გოგონა,ისეთი ნაზი გახდა ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ ცნობს,მამაკაცმა მაგიდისქვეშ,ელენას მოშიშვლებულ ფეხზე შეუცურა თითები და ელენა დენდარტყმულივით წამოენთო,თუმცა კაკისა და თეკლას მზერაზე იძულებული გახდა საწყის პოზიციას დაბრუნებოდა,დემეტრეს კი ცალყბად ჩაეღიმა ამ ყველაფერზე
-როგორი საზიზღარი ხარ,დემეტრე.-შეაქო მამაკაცი და მასაც გაეღიმა
-შენ კი საოცრად მადიანი,როგორ მინდა ახლა გაგიყვანო და მთელი სახე დაგიკოცნო-თავისას აგრძელებდა დემეტრე და უკვე შეუძლებელი ხდებოდა მისი სიახლოვის გაძლება,იმდენად სასიამოვნო და თან,ამავდროულად იმდენად მწველი იყო ეს ყველაფერი რომ ჟანგბადი აღარ ყოფნიდა,გამოწერილად აინთო ელენას მობილურის ეკრანი და მასზე,როდესაც დათუნას სახელი დაეწერა,მყისიერად წამოწითლდა დემეტრე და მაგრად მოუჭირა ელენას ფეხზე,რასაც ელენას ჩუმი კვნესა მოჰყვა
-მეტკინა მხეცო-ტელეფონს მოკიდა ხელი და ადგომას აპირებდა,როდესაც მამაკაცმა გააჩერა
-არ უპასუხო
-რას ქვია არ ვუპასუხო,ინერვიულებს-მამაკაცის ხელი მოიშორა და მაგიდიდან ადგა,უკან ტერასაზე გავიდა და დათუნას უპასუხა
-როგორ ხარ,დათუნა?
-კარგად,ელენა,შენ?
-არამიშავს რა, რას შვები? როგორ მიდის საქმეები?
-ძალიან კარგად,სავარაუდოდ ერთ კვირაში მოვრჩები გადაღებებს და თბილისში ჩამოვალ
-მართლა? რა მაგარია,მეც მაგ დროისთვის თბილისში ვიქნები
-ძალიანაც კარგი,იმედია ერთ კვირას მეც დამითმობთ შენ და თეკლა
-მთელ სიცოცხლესაც დაგითმობ,დათუნა.-ჩაეღიმა ელენას
-ნეტავ ეგ შენი ღიმილი დამანახა ახლა და მეც მთელს ჩემს სიცოცხლესაც დავთმობდი-მიხვდა ელენა რა მხირვაც წაიყვანა საუბარი და თავში ჩაირტყა ხელი თავისი დაუდევრობის გამო,არადა დაიფიცებს არ სურდა ამ საუბრის ასე წაყვანა
-ჰმ,მარია როგორ არის?-სიტუაციის განმუხტვა სცადა ელენამ,რაც მეტ-ნაკლებად გამოუვიდა.


-მე ზევით ავდივარ,დატკბით გვრიტებო.-უღიმღამოდ ჩაილაპარაკა მადა დაკარგულმა დემეტრემ და იძულებით გაიღიმა,რათა გარშემომყოფთ არაფერი შეემჩნიათ
-კარგი,რომეო,ჩვენ აქ დავრჩებით,ხელს არ შეგიშლით
-კაკი!-გაბრაზებულმა დაუღრინა მამაკაცს და როდესაც მისი მზერა დაიჭირა მიხვდა რომ თითქმის თავი დაიწვა-ხომ იცი არ მიყვარს მსგავსი ხუმრობები!-სიტუაციის გამოსწორება სცადა დემეტრემ,მერე იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა,რადგან არ ეთქვა მსგავსი იდიოტობები ისევ,ერთი სული ჰქონდა ელენა ჩაეგდო ხელში და მისთვისაც ისე მოეშალა ნერვები,როგორც მან გააკეთა,უკვე თითქმის ნახევარი საათი გავიდა მას შემდეგ,რაც დათოს ელაპარაკება,იქეთ-აქეთ დადიოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა,აინტერესებდა რა ხდებოდა მათ შორის და რატომ ურეკავდა დათო,თუ უკვე დაშორდნენ..

-ელენა,იცი საიმონს მოეწონე და უნდა რომ რაიმე ფილმში ან კლიპში გადაგიღოს-აღტაცებით წამოიძახა დათუნამ
-მართლა?ვიფიქრებ მაგაზე,შენ ის მითხარი რამდენი ხნით აპირებ ჩამოსვლას?
-ალბათ ერთი თვით,მომენატრა თბილისი და საშინლად გადავიღალე აქაურობით
-ჰო,კარგს იზამ,ჩვენც მოგვენატრე,არ დაგავიწყდეს ჩვენი მეგობარიც რომ ხარ,სულ არ შეიჭრა იმ როლებში
-აუცილებლად,აუცილებლად-გაეღიმა მამაკაცს
-კარგი,დათო,წავედი,ძილინებისა
-ძილინებისა,ელენა.-ტელეფონი გაუთიშა მამაკაცს და პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი,მაგიდის ალაგება საშინლად ეზარებოდა,თან არ უნდოდა დემეტრესთან საუბარი,იცოდა ჩხუბი და კამათი გარდაუვალი რომ იქნებოდა,არადა ახლა ჩამოყალიბეს ნორმალური ურთიერთობა,ჩხუბის გარეშე.

-ნეტავ ისევ იჩხუბეს?
-კი,მაგრამ თეკლა,თვალებით ხომ არ იჩხუბებდნენ?
-ტელეფონზე დაურეკა ვიღაცამ ელენას,შევამჩნიე როგორ შეეცვალა მზერა დემეტრეს,ალბათ დათუნა იყო.
-არაუშავს,მოაგვარებენ,ყოველთვის იპოვიან ერთმანეთთან დასაბრუნებლად გზას
-ღმერთმა გისმინოს,კაკი.-მიეხუტა სასურველ მამაკაცს და გაიტრუნა,ბედნიერი იყო მის გულისცემას რომ გრძნობდა,თითქოს თავისი გულიც რიტმს ჰყვებოდა და უერთიანდებოდა კაკის გულს...

ელენამ ღამის პერანგი ჩაიცვა,ატლასის ხალათი მოიხვია და აივანზე გავიდა,სადაც დემეტრე დახვდა,უკვე პირველი საათი იყო,არ ეგონა თუ მანდ იქნებოდა,ეგონა ეძინა,თუმცა რა სულელია,რა დააძინებდა დემეტრეს პასუხის გარეშე,როცა გავიდა მამაკაცს არც შეუხედავს,იფიქრა ვერ დამინახაო და დაბრუნებას აპირებდა,როდესაც ხმა მოესმა
-სალაპარაკო გვაქვს!
-იქნებ ხვალ იყოს-საუბრის აცილება სცადა ელენამ
-ხვალ არ იქნება,ახლა და ამ წუთას ვილაპარაკებთ
-გისმენ,დემეტრე.-წინ დაუდგა მამაკაცს
-საერთოდ რა ხდება ელენა? ჩემთან ხარ მგონია და იმ ნაბიჭვარს ელაპარაკები,ვერ გავიგე რა ურთიერთობა გაქვთ!-დაიჭექა მამაკაცის ხმამ
-სიტყვები შეარჩიე,დემეტრე,არ ისაუბრო დათოზე მსგავსად
-წინათაც მაგის გამო ვიჩხუბეთ,არ მინდა ის კაცი შენს ცხოვრებაში რომ ჩანდეს
-დემეტრე,ჩვენ უდიდესი მეგობრობა გვაკავშირებს,ამას ასე ვერავინ გაწყვეტს!-არ თმობდა თავისას ელენა
-არ ვიცი მე მასეთი მეგობრობა,მეგობრობა გოგოსა და ბიჭს შორის არ არსებობს!
-გამოდის არც შენ და თეკლა ყოფილხართ მეგობრები!-უაზრო მიზეზის მოშველება სცადა ელენამ
-ეგ რა შუაშია,ელენა? თეკლა ჩემი ბიძაშვილის შეყვარებულია,ხვდები მაინც რას ამბობ!
-ვხვდები,უბრალოდ ხომ მეგობრობთ? ხომ შეიძლება გოგოსა და ბიჭის მეგობრობა?
-თქვენი მეგობრობა იცი როდის დასრულდა? ერთმანეთს რომ აკოცეთ,ელენა და შენ ამას ვერ აანალიზებ,ან აანალიზებ და არ გინდა აღიარო რომ დათო შენგელია მაშინ დაკარგე,როდესაც ეს ნაბიჯი გადადგი,თქვენ ვერ დააბრუნებთ იმას რაც წარსულში იყო,მეგობრები ერთმანეთს არ კოცნიან ელენა! არა,შეიგნე!-იღრიალა მამაკაცმა და მიხვდა ელენა რომ სიმართლეს ამბობდა დემეტრე,უბრალოდ ამის აღიარება არ სურდა მაინც არ იშლიდა თავისას
-არა,ჩვენ ახლაც მეგობრები ვართ! ჩვენ შევძელით ამ ყველაფრის დაბრუნება!
-რითი ელენა? ისევ კოცნით? კოცნით დაიწყეთ და კოცნით დაასრულეთ თქვენი ურთიერთობა?
-დიახ!
-ელენა,მართალი ხარ,კოცნით დაასრულეთ და დაასამარეთ ის მეგობრობა რაც გაკავშირებდათ! ვერასდროს შემოგხედავს დათო,როგორც მეგობარს!
-რა სისულელეა,მან ეს-ესაა მითხრა რომ მის რეჟისორს მოვეწონე და სურს ფილმში ან კლიპში გადამიღოს
-და შენ ეს მეგობრულ სულისკვეთებად ჩათვალე?
-რა თქმა უნდა,აბა რა მიზნით უნდა მეუბნებოდეს ამას?
-დათო ეგოისტია,შეიგნე,მას სურს მასთან მიგიზიდოს,მის ახლოს ჰყავდე!-ისევ დაიყვირა დემეტრემ და კედელს დაარტყა მუშტი,საიდანაც სისხლი წამოუვიდა,მერე კულტურულად შეიგინა.. თითქოს დემეტრეს ბოლო წინადადებამ დათუნას ფარული მიზნები ამცნო,ალბათ მართალი იყო იმაში რომ დათოს მასთან უნდოდა ყოფნა,მაგრამ დათუნა ეგოისტი არ იყო,ასე რომ ყოფილიყო არ გამოუშვებდა,მაგრამ მაინც ვერ აღიქვამდა იმას რომ დათუნა ცუდი იყო! არ შეეძლო ასე ერთ დღეს დემეტრეს გამო უარი ეთქვა ბავშვობის მეგობარზე,მასზე ვინც ბნელ წუთებში მასთან ერთად იყო..მაგრამ არც დემეტრეზე შეეძლო უარის თქმა.
-დემეტრე,სისხლი მოგდის
-არაფერია!-უხეშად მოიცილა გოგონას ხელები...
-იქნებ ისევ ერთად დაგვეძინა?-შეაჩერა გოგონას სიტყვება დემეტრე და მთლიანად გადაუარა ბრაზმა
-ეცადე ხშირად არ გამაბრაზო და მომისმინო კარგი?-დამთბარი ტონით უთხრა და ელენას საწოლში მოთავსდნენ თბილად..
-მინდა რომ სამუდამო იყოს ეს ყველაფერი-ძილ-ბურანში გაპარულმა ელენამ ამოიჩურჩულა მისთვის,თუმცა დემეტრეს ამ ფრაზას გამოაპარებდით?
-სამუდამო იქნება,გპირდები..-უჩურჩულა დემეტრემ და საფეთქელთან აკოცა,მერე ისიც მშვიდად გადაეშვა სიზმრების სამყაროში...



№1  offline წევრი milangirl

ელენასი ვერაფერი ვერ გამიგია. იცის რომ უყვარს ბიჭს, მაგრამ მაინც იძახის მეგობარიაო. დემეტრე მართალია მაგ საკითხში. ისტორია ძალიან მომწონს და კარგია რომ არ აგვიანებ ხოლმე. ვერ ვიტან ლოდინს wink

 


№2 სტუმარი darina

Minda am wyvilsac egirsot cota simshvide, momwons, rom nelnela ertmaneyis ndobas swavlobrn, imedia verc nini da verc datuna verafers moaxerxeben, miyvars wyvili roca miuxedavat yvelaftisa ertad arian da ertmanetis ndobas ar kargaven, me shen dzalian momwonxar da imedia sxvebis msgavsad shenc ar gaabanalureb.

 


№3  offline მოდერი Nina))

milangirl
ელენასი ვერაფერი ვერ გამიგია. იცის რომ უყვარს ბიჭს, მაგრამ მაინც იძახის მეგობარიაო. დემეტრე მართალია მაგ საკითხში. ისტორია ძალიან მომწონს და კარგია რომ არ აგვიანებ ხოლმე. ვერ ვიტან ლოდინს wink


რომ ჩადგე ელენას მდგომარეობაში გაიგებ,ძვირფასო,წარმოიდგინე ბავშვობის მეგობარი,რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იდგა,დედის გარდაცვალება იქნება ეს თუ სხვა ტკივილი,ცხოვრების ცვალებადობის დროს არც თეკლასა და არც დათუნას გაუშვია ელენასთვის ხელი,მართალია დემეტრე,ოღონდ იმაში რომ მასთან უნდა ელენა რომ იყოს,მაგრამ დამიჯერე დათუნა ყველაფერს გააკეთებს ელენას გამო... მადლობა რომ კითხულობ love

darina
Minda am wyvilsac egirsot cota simshvide, momwons, rom nelnela ertmaneyis ndobas swavlobrn, imedia verc nini da verc datuna verafers moaxerxeben, miyvars wyvili roca miuxedavat yvelaftisa ertad arian da ertmanetis ndobas ar kargaven, me shen dzalian momwonxar da imedia sxvebis msgavsad shenc ar gaabanalureb.


ყველანაირად ვეცდები რომ ბანალური არ გახდეს,მადლობა რომ კითხულობ,თუმცა ვთვლი რომ არეულობა ზოგჯერ საჭიროა,როგორც მართალმა ილიამ თქვა, ფიქრების რევოლუცია კარგია,რადგან მას შემდგომში მშვიდობა მოაქვს. მადლობა რომ კითხულობ love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა ვერ წარმოიდგენ.როგორც კი გავიღვიძე ტელეფონი ავიღე და ამის კითხვა დავიწყე.ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე,მომწონს დემეტრეს ეჭვიანობა სიგიჟემდე :დდ დათუნას კარგი იქნება ვინმე გამოუჩნდეს და გაუქრეს ქალ-ვაჟური სიყვარული ელენესადმი.პს ისე ძალიან საყვარელია დათუნა ^_^ ველოდები ახალ თავს❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი miia

მაგარი ხარ ძალიან, მომწონს განაგრძე love

 


№6  offline მოდერი Eleniko13

მე მესმის ამ გოგოსი.
იგივე სიტუაციის გამო დავშორდი ყოფილს :დდ
ნიჩიო...
მომწონს,
შენ და შენი პუნქტალურობა და სიგიჟეები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline მოდერი Nina))

Lanas Statusebi
როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა ვერ წარმოიდგენ.როგორც კი გავიღვიძე ტელეფონი ავიღე და ამის კითხვა დავიწყე.ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე,მომწონს დემეტრეს ეჭვიანობა სიგიჟემდე :დდ დათუნას კარგი იქნება ვინმე გამოუჩნდეს და გაუქრეს ქალ-ვაჟური სიყვარული ელენესადმი.პს ისე ძალიან საყვარელია დათუნა ^_^ ველოდები ახალ თავს❤️❤️❤️


ძალიან თან,რატომ არ მოსწონთ ვერ ვხდები,ვერ ვეგუები დათუნას სიძულვილს და მომკალით,მაგაზე საყვარელი ბიჭი ჯერ არ მინახავს,ზედმეტად შევიჭერი როლებში ^^^

miia
მაგარი ხარ ძალიან, მომწონს განაგრძე love


ძალიან დიდი მადლობა,მია.

Eleniko13
მე მესმის ამ გოგოსი.
იგივე სიტუაციის გამო დავშორდი ყოფილს :დდ
ნიჩიო...
მომწონს,
შენ და შენი პუნქტალურობა და სიგიჟეები.


უღრმესი მადლობა,შენც ხო გიყვარს არა დათუნაა? :( :D ♥♥♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8  offline წევრი KGB

Nina moashore sanam gaafucha amati urtiertoba ra:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent