შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი V)


19-01-2016, 02:39
ავტორი Nina))
ნანახია 4 267

დილაადრიან გააცილეს დათუნა და დილაადრიან დაურეკეს კაკის ტელეფონზე,დემეტრე დევდარიანი ავარიაში მოყვაო,გიჟივით გაიქცნენ სამივე,შოკირებული იყო ელენა,ვერ წარმოედგინა ყოველივე. უცებ ამოუტივტივდა მათი ერთად გატარებული დრო,ყველა წამი,წუთი. არ შეეძლო თავისი ცხოვრება ამ საძაგელი არსების გარეშე წარმოდგენა,იმ წამს გაათავა სიცოცხლე,ეგონა მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა,მხოლოდ იმიტომ რომ ერთი წინადადება გაეგონა: "ის კარგადაა."
იქ რომ მივიდნენ მძინარე დახვდათ დემეტრე,ღრმად ჩაისუნთქა ელენამ,პანიკას მოეცვა მთელი სხეული და ეს მოუშორებელი შიში თვალებში ჩაბუდებოდა,უნებურად უბრწყინავდა ცრემლები ნაცრისფერ თვალებზე და გაუბედავად უახლოვდებოდა ექიმს,არ იცოდა რა ექნა,ეკითხა თუ არა. ეშინოდა რომ რაიმე ცუდს ეტყოდა,იმდენად ძვირფასი გახდა ეს საზიზღარი ადამიანი.
-ექიმო,როგორ არის? ხომ კარგად იქნება?-თვალები დახუჭა საშინელების მოლოდინში,კაკისაც დაასწრო კითხვა,ეს ყოველივე არ გამოპარვია თეკლას და ჩაეღიმა
-თქვენ ვინ ხართ?
-მისი მეგობრები ვართ,კითხვაზე გამეცით პასუხი-მკლავებში წვდა ელენა,მაგრამ კაკიმ მოაცილა
-ახლა კარგა არის,დაბეჟილკობები აქვს,ნასვამ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან,სავარაუდოდ პოლიციასთან პრობლემები შეგექმნებათ
-ეგ ჯანდაბას,ხომ კარგად იქნება?-ისევ დაასწრო კაკის
-ნუ ღელავთ გოგონა,კარგად იქნება,ძლიერი მამაკაცი გიპოვნიათ-ჩაეღიმა ექიმს და მერე მიხვდა ელენა თავის საქციელს,გაწითლებული შემობრუნდა
-ელენა,დამშვიდდი,ხომ გესმის,მე არ მინერვიულია ამდენი,მოიცა,შენ ხომ ვერ იტანდი მას?-ეშმაკური ღიმილით ჰკითხა კაკიმ
-მან ბევრჯერ გადამარჩინა სიკვდილს, ეს არის და ეს, ვალდებული ვიყავი რომ მოვსულიყავი,ახლა რომ სძინავს ისე ვინახულე და თქვენ არც ერთი არ ეტყვით რომ აქ ვიყავი,გასაგებია?-დაემუქრა მათ,იმათმაც დანებების ნიშნად ასწიეს ხელები,ელენა შევიდა პალატაში,ჩალურჯებული ჰქონდა დემეტრეს ქვედა ტუჩი და გასიებული,წარბებიც გახეთქილი,ნაზად აუსვა ხელები,ის დღე გაახსენდა ელენას,ტუჩიდან სისხლი რომ მოსდიოდა დემეტრეს და მან კიდევ რომ დაუმატა,გაუღიმა და ოდნავ დაიწია,თითქოს უნდოდა ეკოცნაო,მაგრამ თავი შეუკავა და ჰაეროვნად მოუხაზა ტუჩის კონტური,მერე ხელი გააყოლა და თვალებამდე მივიდა
-ოჰ,როგორი გიჟი ხარ,დემეტრე,როგორ მანერვიულე,როგორი ჯიუტი. ოღონდაც ეგ ღამისფერი თვალები გაახილე და არაფერი მინდა-წაიბუტბუტა მისთვის და იქაურობას გაეცალა.მთელი დღე ველოსიპედით დაბოდიალობდა და ბოლოს ზღვის ნაპირად ჩამოჯდა.
ყველაფერი მხოლოდ ახლაღა გადახარშა,რაც ეს ბიჭი შემოვიდა მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა,როგორ აურია ყველაფერი,სიმშვიდე მართლაც რომ სიგიჟედ უქცია.მერე ჩაეღიმა და სასტუმროსკენ გასწია.

-როგორ შეგვაშინე,ზმაო.-მხარზე გაჰკრა ხელი კაკიმ
-აუჩ-შეიჭმუხნა დემეტრე-ჯერ კიდევ მტკივა
-აბა რა გეგონა მთვრალი რომ ჯდებოდი? ჭკუა არ გქონდა?
-ოფ,კარგი რა,კაკი-მობეზრებულად აიქნია ხელი და თვალებით ელენას დაუწყო ძებნა
-როგორ გრძნობ თავს,დემეტრე?
-არამიშავს,რძალო-გაეხუმრა დემეტრე თეკლას და წამებში გაწითლდა
-შენ საიდან იცი?-ჩაეძია კაკი-ჯერ ელენამაც არ იცის
-ოჰ,თვალებზე გეტყობათ,ის ალბათ ჯერ კიდევ დათუნას მისტირის-ირონიით ჩაილაპარაკა,თეკლამ და კაკიმ ერთმანეთს გადახედეს და ეშმაკურად გაიღიმეს
-სხვათა შორის,წააგე ძმაო,მაგრამ რადგან ავარიაში მოყევი გპატიობ!
-რა წააგო?
-არაფერი,პატარავ..-შუბლზე აკოცა თეკლას
-კარგი,ისა დაა,როდის გამწერთ?
-ამსაღამოსო.
-მანამ აქ უნდა ვიყო?
-ხო,აქ უნდა ვიყოთ
-ოფ,ძიძები არ მჭირდება
-არც ჩვენ ჭირვეული ბავშვები-გაუღიმა თეკლამ.

მთელი საღამო დადიოდა,ვერ ისვენებდა,რამდენიმეჯერ იფირა დავრეკავო,მაგრამ არ დაურეკავს,მერე ტელეფონი აწრიპინდა,კახი რეკავდა
-რაო,ბათუმში ვართ,დათუნა ჩვენთან არის და მამა აღარ გვინდაო?
-რას ლაპარაკობ,მამი?
-როგორ ხარ მამიკოს პრინცესა?
-მომენატრე,მა,შენ?
-მეც მომენატრე,ელენა,ფული ჩაგირიცხე და ამის სათქმელად გირეკავ
-მადლობა,მაგრამ მხოლოდ ამის გამო დამირეკე?-გაიბუსხა
-კარგი,შენ ხომ სულ მირეკავ
-ორივე დამნაშავეები ვართ,კახი,ვაღიაროთ
-ჰო,ვაღიაროთ,კარგად ერთობი მამი?
-კი,მა,ახლა ველოსიპედით ვკატაობდი
-მიდი,მაშინ არ მოგაცდენ,დათუნა და თეკლა მომიკითხე
-დათუნა გაფრინდა უკვე და თეკლამ შენც მოგიკითხა
-ვაა,ასე მალე? კარგი მამი,გაკოცეთ და მიყვარხართ
-ჩვენც მამი,ლერი მომიკითხე.

შუა ღამე იყო სასტუმროში რომ დაბრუნდა,პირდაპირ თავის ოთახში ავიდა და დაქანცული საწოლზე დაემხო,ბევრი იწრიალა და ბოლოს აივანზე გავიდა,მხოლოდ პერანგის ამარა
-ვაჰ,დედოფალმა გაიღვიძა?-მოესმა დემეტრეს ირონიული ხმა
-ეს ვინ მოუბრუნებიათ საიქიოდან,გავიგე შენი ვაჟკაცობის ამბავი,როგორი დალურჯებული ხარ,უიჰ-გაიღიმა ელენა, გაუხარდა დემეტრეს კარგად ყოფნა და რომ გამოწერეს,თითქოს მონატრებოდა ეს წურბელა
-რაო,პრინცმა გამოგიყენა და მიგაგდო? სულ ეს ვარო?-ამ ბიჭს ყოველთვის შეუძლია წამების გაფუჭება,სიბრაზისგან წამოენთო ელენა,წამსვე დატოვა საკუთარი ოთახი და დემეტრეს შეუვარდა,სულ არ იფიქრა იმაზე რომ ნახევრად შიშველი იყო,ერთი დაარტყა,წააქცია და ზემოდან მოექცა
-შენი ტავი ვინ გგონია? როგორ მიბედავ და ასე მელაპარაკები,გგონია ყველაფრის უფლება გაქვს? გგონია ყველაფერი შენს გარშემო ბრუნავს?-გამეტებით ურტყამდა დაბეჟილ მკერდზე თავის სუსტ მუშტებს
-რაც გავიგონე იმას ვსაუბრობ-გამოსცრა კბილებში და ხელები გაუკავა
-ჰო? რა გაიგონე,ან რა დაინახე,ნაგავო?!-თმები ველურივით გადაიწია უკან
-ჰეი,დაწყნარდი,ძვირფასო,ვის არ ჰქონია სექსი-ბოლოს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ისე აეწვა მარცხენა ლოყა,კარგი მარჯვენა ჰქონია ელენას
-არ მაინტერესებს ვის რა ჰქონდა,მთავარია მე არ მქონია არაფერი!
-დედა ტერეზას როლი არ გიხდება,გამოაჩინე ნამდვილი სახე-ფეხზე წამოდგა დემეტრე
-ნაგავი ხარ,იდიოტი,ცინიკოსი,სადისტი,გსიამოვნებს სხვისი ტკივილი-ცრემლები სცვიოდა ელენას ,მაგრამ მაინც აგრძელებდა ყვირილის,ბოლოს ისევ თავისი ხერხით გააჩერა დემეტრემ გოგონა,ელენამ ტუჩზე უკბინა და სწრაფადვე მოიშორა
-მეორედ არ გაბედო და არ შემეხო შენი ბინძური ტუჩებით!
მხოლოდ ეს უთხრა და იქაურობას გაეცალა. გაუშვა დემეტრემ,არ გაჰკიდებია,დაბრუნდებიო მიაძახა და გაიღიმა,ყველაფერი თავდაყირა დაუყენა ამ გოგონამ,ყველაფერი.
-სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!-ამოიბუტბუტა და ძილს მიეცა.

მეორე დღეს მთელი დღე ოთახში იჯდა ელენა და ეძინა,ათჯერ შემოაკითხა თეკლამ,მაგრამ არ გაჰყვა,მერე საჭმლით ხელში დაადგა და არსად არ წავალ სანამ არ მეტყვიო,იძულებული გახდა მოეყოლა ყველაფერი. არა მოყოლას აპირებდა,მაგრამ ახლა ხასიათზე უბრალოდ არ იყო
-იმ დღეს დემეტრემ მაკოცა
-რა?-მიაკივლა თეკლამ-არ მჯერა!
-ნუ გჯერა,წუხელაც მაკოცა ველურმა-ტუჩიდან თითქოს ჭუჭყის მოცილებას ეცადა ელენა
-მოიცა,ერთი წუთით,ერთი წუთით,წუხელ დემეტრესთან რა გინდოდა?
-გამლანძღა და საცემად დავადექი
-ველური ის კი არა,შენ ხარ!
-ვლანძღე,ვლანძღე და მაკოცა,მარტო ასე შევძელი შენი გაჩერებაო!
-ვაიმე რა მაგარია?!!!!
-რა არის,თეკლა,მაგარი? ცხოველი და ველურია
-დემეტრე!
-კი აბა რა!
-მერე ნინა?
-არ ვიცი,არაფერი არ იყო თეკლა,მხოლოდ კოცნა,ესდ ყველაფერი არ არის!
-რა მოხდა,მომიყევი.
-დათუნამ ცოლობა მთხოვა
-არ არსებოობს!!
-რა უთხარი?
-ვაკოცე
-ანუ?
-არაფერი,უარი ვერ ვუთხარი და დუმილი ვარჩიე
-ეგ ხოს ნიშნავს,დებილო,ვაიმე,რა შარში ვართ!
-არა,გაგიჟდი?
-მან ასე ჩათვალა.
-აუ,მართლა შარში ვარ!
-ვაღიარებ...
-სასწრაფოდ ვშორდები
-გიზიარებ!
-გაიხარე
-ახლა კი წავედი
-სად?
-კაკისთან!
-მოიცა?!-თვალები ჭყიუტა ელენამ
-ერთად ვართ,მიყვარხარო,მეც მეთქი!
-ვა,სიძე ნახე,გილოცავთ.
-კარგი წავედი
-კარგი,ხვალ ზღვაზე წავიდეთ.
თეკლა წავიდა,ელენა კი მშვიდ ძილს მიეცა,დღეს გაუმართლა,არსად შეხვედრია მისტერ სიუხეშე.

***
-დილა მშვიდობისა,ძილისგუდავ!
-დილა მშვიდობისა,თეკლა,გახსოვს ხო დაპირება?
-რა თქმა უნდა,დღეს ერტი კვირა გავიდა,ერთ კვირაში მთაში მივდივართ
-კარგი,ხო,ვდგები-ნელა წამოიზლაზნა კარადა გამოაღო და მის წინ თითქმის ერთი სდათი დადგა
-ელენა,რა გჭირს? როდის მერე ტრიალებდი ამდენ ხანს გარდერობის წინ?
-კარგი რა მოხდა მინდა რომ სხვანაირად გამოვიყურებოდე
-სხვანაირად როგორ?
-ოფ,კარგი რაა,კარგი რაა-მერ ჭრელი საცურაო კოსტიუმი აარჩია და თეთრი შიფონის მოსაცმელი,საყვარელ სანდლებს მოკიდა ხელი და თეკლას შეუბრუნდა
-მზად ვარ
-ჰო,ერთი საათია ემზადები
-კარგი,წამო,ვისაუზმოთ და ზღვაზე მერე ჩავიდეთ
-კარგი კაკის მივწერ.
-კარგი მიდი.

ცოტახანში სამივე ერთად სასტუმროს რესტორანში ისხდნენ და მადიანად შეექცეოდნენ თავიანთ საუზმეს
-ამსაღამოს რას აპირებთ?
-რა ვიცი,ველოსიპედით მინდა გასეირნება
-კარგი აზრია,ელენნა,მოუწონა აზრი კაკიმ
-ჰო,ძმაო,მერე მოტოციკლეტები იქირავეთ,საბავშვო და იმითი იკატავეთ-ირონიით ჩაილაპარაკა დემეტრემ-როდის აპირებდით ჩემზე დაძახებას?
-არ გვინდოდა შეგვეწუხებინე-უხერხულად ჩაილაპარაკა თეკლა,
-არ მინდოდა დილაადრიან საშინელებათა ფილმის ვარსკვლავის დანახვა,მერე სულ მოჩვენებები დამეწყებოდა,თუმცა,ჰა,ვერ გავექეცი-ირონიით,ცალყბათ გაიცინა ელენა,გულში გამარჯვებას ზეიმობდა,მანამ სანამ დემეტრეს სიტყვებს გაიგონებდა
-როგორც ჩანს ვიღაცას დაავიწყდა,ჩემი გაჩუმების მეთოდები-თვალი ჩაუკრა ელენას,ელენა წამოწითლდა,ხოლოდ თეკლას ხარხარი აუტყდა,ელენამ მხარი გაკრა.
-კარგი,წამოდით სანაპიროზე ,თორემ ცავიდა მზე-სიტუაციის გამოსწორება სცადა კაკიმ
-კარგი,მოვდივარ,მე მოვრჩი-აჰყვა თეკლა
-მეც მოვრჩი
-0მე უკვე დიდი ხანია გიცდით-გაიღიმა დემეტრემ და ხელმკლავის გამოსადებად გაუწოდა ხელი ელენას,მაგრამ გოგონამ მხარი გაჰკრა. ყველას გულიანად გაეცინა,გარდა ელენასა,რომელიც გაბდღვერილი მიიწევდა წინ,თითქოსდა დროშა მიჰქონდა. მამაკაცი კი ტბებოდა მისი სილამაზის ცქერით,ისეთი ლამაზი იყო ასეთ უბრალო ფორმაშიც კი...

ზღვა,მზე,ზაფხული,მეგობრები,გართობა,ერთი წურბელა,თმის ფერის გაღიავება,კანის გამუქება,ცხელი დღეები და ათასი სიგიჟე,სხვადასხვა თავგადასავლები.
აი,რა უყვარს ელენას და რისთვის აპირებს ბრძოლას,ზღვაზე ყოფნისას დათუნამ დაურეკა
-ხო დათო-დემეტრე სმენად გადაიქცა
-როგორ ხარ,ელენა?
-არამიშავბს,დათო,შენ?
-ელენა,შენთან სალაპარაკო მაქვს,ვიცი ტელეფონით სასაუბრო არ არის,მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს
-მეც მაქვს სალაპარაკო
-ჯერ შენ მითხარი
-არა,რადგა დაიწყე თქვი,მე მერეც მოვასწრებ.
-კარგი,სხვალ ინტერვიუ მაქვს ცნობილ ტელეწამყვანთან და მინდა ჩვენს ქორწილზე ვისაუბრო
-დათო,ქორწილი არ იქნება-დემეტრეს გაუკვირდა,მაგრამ ბედნიერებისგან გაეღიმა
-რატომ?-გეფიცებით,იგრძნო ელენამ,როგორ დაეჭიმა დათუნას ყველა ძარღვი
-იმიტომ რომ არ დაგთანხმებივარ.
-ხომ მაკოცე?!-გაბრაზდა დათო
-გაკოცე,მაგრამ ეს თანხმობა არ იყო,მე მზად არ ვარ,დათო,ოჯახის შესაქმნელად
-კარგი,გასაგებია...
-დათო,დათო...-უბრალოდ რუტინულად იმეორებდა ელენა დათოს სახელს,ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა დატოს-ჯანდაბა-ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო,მერე დემეტრეს შეხედა,რომელსაც უდარდელი სახე ჰქონდა მიღებული,მიხვდა ყველაფერი რომ მოისმინა და უფრო მოეშალა ნერვები,მერე ვიღაც გამვლელი გააჩერა
-უკაცრავად ,შეგიძლიათ ეს კრემი წამისვათ ზურგზე?
-რა თქმა უნდა,ლამაზო-მიმართა უცნობმა,მაგრამ დემეტრე ფეხზე წამოდგა
-არ სჭირდება,მე აქ ვარ!-წინ წამოეჭიმა უცნობს და კრემი წაართვა
-არ მჭირდება,დემეტრე!-ხელები გადააჯვარედინა ელენა,
-ხომ გაიგე,გაიწიე-ახლა უცნობმა წაართვა კრემი,დემეტრეს თავში აასხა,არ წარმოედგინა ვინმეს თითები,რომლებიც ელენას სხეულს ეეხებოდნენ და სახეში ჩაარტყა უცნობს,უცნობმაც არ დააკლო და ჩხუბი გააჩაღღეს შუა სანაპიროზე,ძლივს შეაჩერეს კაკიმ და რამდენიმე მამაკაცმა
-შენ კარგად თუ ხარ?!-აეჭიმა ელენა
-მე თუ შენ გოგო? მადლობა მითხარო რომ ვიღაცის ბინძური ხელების ფათუნი აგაცილე!
-შენ ვინ გეკითხება? მე ვთხოვე მას,რას გიგავს ტუჩი,სულ როგორ უნდა იჩხუბო-შეუღრინა და ტუჩზე შეხება სცადა,მაგრამ დემეტრემ არ დააცადა,ხელი დაუჭირა და დაბლა ჩამოუგდო
-არ შემეხო,მიდი და იმ ბიჭს მოეფერე
-ცხოველი ხარ,ცხოველი,გამეცალე ნაგავო-ხელი გაარტყა და როდესაც დემეტრემ ხელი დაუჭირა,ხელზე მოუჭირა,გამწარებული თვალებით ჩახედა და უღრიალა,უნებურად ცრემლები გადმოუგორდა ელენას,მერე შეათვალიერა იქაურობა და როდესაც უამრავი წყვილი მზერა დაინახა,დემეტრეს ხელი გამოგლიჯა და სანაპიროდან გაიქცა,სძულდა ყველა და ყველაფერი,საკუთარი თავი,დათუნა,დემეტრე და ყველა. ბევრი ირბინა,ცრემლიანი თვალებით შემოირბინა მთელი ბათუმი,ბოლოს გონზე რომ მოვიდა ანბანის კოშკის წინ აღმოჩნდა,მერე მოუნდა უკანასკნელ სართულზე ასულიყო და ავიდა კიდევაც,ტიროდა მთელი ცალით,უნდოდა ყველა დარდი ამოენთხია თითქოს ბუნებაც აყვაო და გაწვიმდა,ცოტა შემოღამდა. ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა უაზრო სივრცეს,უყურებდა და ფიქრობდა არაფერზე,თან ყველაფერზე,როგორ გააბედინა ამდენი უაზრო ბიჭს,როგორ მივიდა აქამდე,როგორ დაშორდა დათოს,იცოდა რომ არაფერში იყო მართალი,მაგრამ არ აღიარებდა,ზედმეტად ამაყი იყო ელენა. დროის შეგრძნება რომ დაუბრუნდა დინჯად დაეშვა ქვევით.
მერე ველოსიპედი აიყვანა და სანამ არ შემოაღამდა,მანამ დადიოდა წვიმაში,ერთხელ წაიქცა კიდევაც და წარბი და ტუჩი გაიხეთქა,ბოლოს დაიღალა,შესცივდა და ზღვის ნაპირს ესტუმრა,იჯდა თავსხმა წვიმაში და ტიროდა,ქვებს ისროდა ზღვაში,კანკალს აიგნორებდა და ტირილს აგრძელებდა,ბოლოს როგორც იქნა დაიღალა და ახლა მშვიდად იჯდა,მთელი დღე ეძებდა დემეტრე,ახლა კი იპოვა,გიჟს ჰგავდა მამაკაცი,მივარდა ლენას და ყვირილი დაუწყო
-შენ კარგად ხარ? გაგიჟდო? სად გაიქეცი მთელი დღეა გიჟივით გეძებთ,სინდისი სულ დაკარგე?


-----------
ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ,ჩემო კარგებო,ამ დღის მადლი გფარავდეთ მუდამ.
მიყვარხართ ძალიან.!



№1  offline წევრი natia-natia

მალე გააგრძელე რა

 


№2  offline მოდერი Nina))

აუცილებლად,ნათია. <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent