შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატრიოტი [11]


28-01-2016, 15:48
ავტორი ჩუმა
ნანახია 2 140

ნუ 2000 სიტყვაა მაგრამ დიდი არაა :დდ დაწერეთ აზრი <3 ძალიან მაინტერესებთ რას ფიქრობთ <3 <3


თავი 11

-ცხოველო-ვუთხარი ნიკას და ქურხულს უფრო ავეკარი რომ არაფერი დაეშავებინა
-დღემდე ეგრე არ გიჩხუბიათ რამოხდა?-გაკვირვებული იყო მამაჩემი
-აბა შენი აზრით ეხლა ეს ხელი ვინ მომტეხა? მართლა დავეცი?-თვალებგაფართოებული შევხედე მამას
-გერმანიაში სულ დალურჯებული გვყავდა ერთმანეთი-ხელი აიქნია უდარდელად ნიკამ
-ჩემი მავნე-ყურში ჩამჩურჩულა ცოტნემ და ყურის ძირში მაკოცა
-როგორც ჩანს ერთმანეთი ძალიან გიყვართ-თქვა მამაჩემმა თბილად
-დიახ-დაეთანხმა ცოტნეც
-ესე წყნარად ეს ჯერ არ მინახავს-თქვა ნიკამ სიცილით. მე კი ყურადღებას არ ვაქცევდი, ცოტნეს მარჯვემა ფეხზე ვიჯექი და თავი ცოტნეს ყელში მქონდა ჩამალული.
-ნახე, რეაქცია არ ქონია-გაოცდა ნიკა
-გეყო-უთხრა მამაჩემმა დაბღვერილმა
-ღმერთო, რას მოვესწარი, დამსეტყვე-გაიცინა ნიკამ, მის ამ სიტყვებზე მოულოდნელად წამოვხტი ფეხზე და თავზე დავახტი
-ესაა ჩემი ლუკა-ჩაიცინა და ხელის კვრით გადამაგდო ლოგინიდან
-ფრთხილად ბიჭო-თვალები უბრიალა ცოტნემ და ფეხზე წამომაყენა
-დაგჟეჟავს-ენა გამოვუყავი ნიკას და ქურხულს ამოვეფარე
-ამას უყურე რა, გათხოვდა და მისი ქმრის კუნთებით ბლატაობს-გაიოცა ნიკამ
-ხოდა ეგრე ბიჭოო-დავუძახე ჯიბრიანად.
-გეყოთ, წავედით ნიკა ეხლა, ნუღა ვუშლით ხელს-ფეხზე წამოაგდო ნიკა მამამ
-მიყვარხარ მაა-ჩავეხუტე წასვლის წინ მამას, ნიკას თავში წამოვარტყი და ისე გავუშვი
-რაიყო ეს?-გაიცინა ქურხულმა
-რა? შენი ძმა არ გიცემია?-გავიცინე მე
-შენ კიდე გეშინოდა, სულელო-თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა.
-მე და ნიკას ჩხუბმა მოულბო გული თორე უნდა ეცემე-ენა გამოვუყავი მე
-რა ეცემე, ისე მეკვროდი ვაფშე გეკიდა ყველა-ჩაიცინა მან
-ოოო, ხოდა ეხლა ნახე, არ მოგიკარებ ახლოს-ენა გამოვუყავი
-კი ბატონო, წავალ დავიბან-ცალყბად გაიღიმა და სააბაზანოსკენ წავიდა, მე კი სწრაფად გავიხადე ჯინსი, ისედაც სიცხე იყო და ვიწვოდი, კონდინციონერი ჩავრთე და ლოგინზე გავიშოტე, ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც სერიალი გადიოდა იმის ყურება დავიწყე
-აბა რას უყურებ?-დივანზე გაწვა ცოტნე, რომელიც იქვე იდგა
-აქ არ მოხვალ?-ვუთხარი წარბაწეულმა
-ახლოს არ მოგიკარებო და-ცინიკურად გადმომხედა მან
-ვერ გიტან ეგეთი ტონი რო გაქ-ვუთხარი შუბლშეკრულმა და არხების თვალიერება დავიწყე
-ხევსურეთში წავიდეთ ბებიაჩემთან?-თვალებგაბრწყინებულმა გადმომხედა მან
-მეც მინდა ბებია-ტუჩები დავბრიცე და თავქვეშ კიდევ ერთი ბალიში ამოვიდე
-შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ბებია შენი ბებიაცაა-მაცნობა ქურხულმა
-მაგარია, არ მახსოვს არცერთი ბებია მე, დედაჩემს ადრე დაეღუპა მშობლები, მამაჩემს კი მაშინ მე რომ პატარა ვიყავი-მობუზული გავხედე ქმარს
-ნუ მიყურებ ეგრე, თვითონ მითხარი არ გაგიკარებო-წარბი ამიწია მან
-აუუ, მოდი რაა-ხელი ცარიელ ადგილზე დავუტყაპუნე
-ჩემი ცოლიიი-იყვირა სიცილით და გვერდით მომიწვა, თავი მკერდზე დამადო და ხელები წელზე მომხვია
-ვეღარ ვჩერდები უშენოდ-ვუთხარი და თმაში ხელი შევუცურე
-მაგიტომ ხარ ჩემი ცოლი, და მაგიტომ ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე ერთად-მაკოცა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა
-მოდი, ქალაქში გავისეირნოთ-თვალები გამიბრწყინდა მე.
-ჩაიცვი, ოღონდ ის შარვალი აღარ დამანახო, შენს მაგივრად ვიხრუკები-გაიცინა და ფეხზე წამოდგა, თვითონაც შორტები და თეთრი მაისური ჩაიცვა და მე მომიბრუნდა
-პირველ რიგში ეგ შორტები გაიხადე-ცხვირი ავიბზუე მე
-რატო?-გაიკვირვა მან
-არ მომწონს, რაღაცნაირი ფერია-ვუთხარი სიცილით
-მეზარება გამიცვლა, მეტჯერ აღარ ჩავიცმევ-ყელში მაკოცა და გაიცინა
-შებრუნდი-ვუბრძანე სიცილით, საწოლთან ზურგით დავაყენე, მე კი ჯერ საწოლზე ავედი შემდეგ კი ზურგზე შევახტი მას,
-მეც არ ვიფიქრე რაუნდამეთქიი-ჩაიცინა მან და ჩემიანად გააბოტა გარეთ, ნომერი ჩაკეტა და თელავის ქუჩებში დაიწყო სიარული
-ნახე რა ბიჭია-ვუთხარი ცოტნეს და იქვე მჯდომ სიმპატიურ ბიჭზე ვანიშნე
-მე ქმარი ვარ შენი თუ ძმაკაცი-"გაბრაზებულმა" ჩამომსვა მისი ზურგიდან და შემომიბღვირა
-ორივე-ენა გამივუყავი და ჩავეხუტე
-არ მეგონე ესეთი თბილი-ჩაილაპარაკა სიცილით და მუცელზე შემიჯინა
-აბა ყველას კიარ ვცემ-ბეჭზე დავადე თავი ისე რომ თან გარემოს ვზვერავდი
-გახსოვს, პირველად საქმეებს რომ მირჩევდი-სიცილი აუტუდა მას-რა საყვარელი იყავიი
-ხო მითხარი მაშინაც-გამახსენდა პირველი შეხვედრა
-ისე მანამდე მყავდი შემჩნეული მთელ უბანს ხელში ატრიალებდი-კისერში მაკოცა და როდესაც იგრძნო როგორ გამაჟრჟოლა გაიცინა
-შენც ეგრე გემართება, ნუ იცინი-შევუბღვირე მე.
-მოდი აქ დავჯდეთ-მითხრა და სკამზე დაჯდა ჩემიანად
-დაიღალე ცუნცულ?-თვალებმოჭუტულმა გავხედე
-არა-თავი გააქნია და კვლავ დამაბრუნებინა თავი მის ბეჭზე
-პირველი ბიჭი მინდა რომ იყოს-კვლავ მან წამოიწყო საუბარი
-ვინ?-გამიკვირდა მე
-ჩვენი შვილი-მიპასუხა თბილად.
-ლუკას დავარქმევ-გავიცინე მე
-კარგი, როგორც გინდა-ლოყაზე მაკოცა და მაიკის ქვეშ ხელი შემივურა
-ქუჩაში ვართ შე ტუტუცო-ხელი დავარტყი ხელზე
-მაგ თაბაშირს როდის იხსნი??-მკითხა და ჩემი მოტეხილი ხელი შეათვალიერა
-1 კვირაში-ვუპასუხე ჩაფიქრებულმა და მეც ხელს დავხედე
-ანუ ერთი კვირა ვითმენთ-გამიცინა მან
-სულ სექ.სზე რატო ფიქრობ-თავში წავუთაქე
-სექ.სზე რომ ვფიქრობდე აქამდე ასჯერ გვექნებოდა ურთიერთობა-თვალი ჩამიკრა ქურხულმა
-მე ქართველი ვარ, მე პატრიოტი ვარ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო და პატივს ვცემ მის ტრადიციებს-უცებ ვიყვირე და სიცილი დავიწყე.
-ეს რაიყო?-ჩაიცინა ცოტნემ
-ქორწილამდე სექ სი არაა-ლოყაზე ვაკოცე და ხელები ბეჭებზე შემოვხვიე.
-წამო რა, ვჭამოთ, მშია-დაიწუწუნა ცოტნემ
-მეც მშია, შენ რა გშია?-ვკითხე ინტერესით
-შენ-ჩანჩურჩულა ყურში
-მე კიდე აჭარული ხაჭაპური მინდა-ტუჩები გავილოკე და ფეხზე წამოვდექი
-თქვენ რასაც ბრძანებთ ქალბატონო-გამიღიმა ქმარმა,
-წავედით მაშინ-გავიცინე და ისევ ზურგზე შევახტი.
ვმხიარულობდით? ისე მაგრად ცხოვრებაში არ დამავიწყდებოდა. ერთად ისე კარგად ვგრძნობდით თავს ყველა და ყველაფერი გვავიწყდებოდა, შემოვუარეთ ყველაფერი :ალავერდი, სვეტიცხიველი, ჯვარი, ზედაზენი, გელათი, გრემი და ა.შ, ისეთი ბედნიერი ვიყავი ლამის გული გამსკდომოდა, ქორწილი გვქონდა , ქორწილი რა ჯვრისწერა, არავინ არ იყო, უბრალოდ ეკას და ქურხულის ერთ-ერთ ძმაკაცს ომიკოს დავურეკეთ და ამოვიდნენ, იყვნენ ხელის მომიიდეები და შემდეგ ჩვენი გზა გავაგრძელეთ. ვფიქრობ ყველაზე მაგარი ოკაცეს კანიონი იყო, მართალია სიმაღლის კატასტოფულად მეშინოდა მაგრამ როდესაც გვერდით ისეთი ადამიანი გყავს როგორიც ცოტნეა არაფრის მეშინოდა.
-მოდი მაგრად გამოვთვრეთ-თვალებგაბრწყინებული მივუწექი ქურხულს გვერდით
-არა-მკაცრად გაიჟღერა ხმამ
-რატო?-ცოტა მეწყინა მისი ტონი
-მე ბავშვზე მუშაობა მაქვს დაწყებული, შენ კიდევ დავლიოთო-შუბლი შეკრა მან
-აუუუ-ამოვიბუზღუნე და თავი ბალიშში ჩავრგე
-ეხლა უნდა გამებუტო?-უკნიდან მომეხუტა ის
-მე დალევა მინდოდა-ცხვირი ავიბზუე მე.
-წელს ვერც ბათუმში წავალთ, აქ დავრჩებით მთელი თვე-ყურს უკან მაკოცა, რაზედაც ჟრუანტელმა დამიარა
-ცოტნიკოოო-ამოვიბუზღუნე კვლავ
-ჩემი ბუზღუნაა-თბილად გამიღიმა და ტუჩზე მიკბინა
-ხოდა ადექი ეხლა შენ გააკეთე საჭმელი, მე ტუჩი მტკივა-ენა გამოვუყავი მე
-მე არ ვიცი კეთება, მიდი აცუნცულდი რა, ყავაც გამიკეთე-ყელში მაკოცა ქმარმა
-ჩაიცვი შენ, ბიჭებმა უნდა ჩამოვიდეთო-ვუთხარი და შორტი ვესროლე
-ვინ ბიჭებმა?-გაკვირვებულმა ამონხედა მან
-"კაკალამ", ომიკომ, ნიკამ, ვოვამ, სხვათაშორის ვოვას ელენე მოყავს, ერთად ვართო ელემ, მე ზუკასაც მივწერე და იმანაც წამივალ რა პრობლემააო-ჩამოვუთვალე ყველა
-ჩემს ძმას?-გაკვირვებულმა გადმომხედა
-არა, ჩემს მაზლს-ენა გამოვუყავი მე
-მაგ ლონდონში მიდის მალე და აქ რაუნდა?-უფრო გაიკვირვა მან
-ეკამ დასვენება მოგვცა წასვლამდე, 5 დღეო, ხოდა ჩამოვალ მანამდე გავერთობი ცოტასო-გადავეცი ზუკას ნათქვამი
-კარგი, დაგეხმარები მაშინ გაკეთებაში, თორემ ღორები არიან ეგენი-შორტი ამოიცვა და ჩემთან ერთად შემოვიდა სამზარეულოში
-ხახვი დაჭერი-ეშმაკური ღიმილით მივაწოდე ხახვი
-ჩემი ატირება გინდა?-ჩაიცინა მან
-კარგი, მაშინ მე დავჭრი-ისევ ავიღე ხახვი და წინ დავიდე, მას კი მწვანილი მივეცი დასაჭრელად
-კარგი, მომე-ამაცალა წინ დადებული ხახვი და დაჭრა დაიწყო
-ცოტა თხლად დაჭერი-ვუთხარი როცა დავინახე რომ მთლიან ხახვს ოთხად ჭრიდა და გვერდით აწყობდა, ვითომ დაჭრილიაო
-ეგრე თითი გამეჭრება-ამოილაპარაკა თვალებაწითლებულმა და ხელი ამოისვა თვალში
-რას აკეთებ შე შტერო-ვუყვირე და ხელები სწრაფად მოვაშორებინე თვალს
-მეწვიის-ამოიზმუვლა და თვალები დახუჭა
-წამო მოგბანო-სიცილით გავიყვანე სააბაზანომდე, ონკანი მოვუშვი, ჯერ ხელები დავაბანინე შემდეგ კი თვალებზე დავუსვი სვენი ხელი
-ჩემი მზრუნველი-დახუჭული თვალებით მაკოცა ცხვირზე- ტუჩებს ვუმიზნებდი
-ხო, კარგად ვერ უმიზნე-ჩავიცინე მე, აბაზანიდან გამოვიყვანე და სამზარეულოში სკამზე დავაჯინე, ხახვი სწრაფად დავჭერი და მწვანილებიც მივაყოლე, კიტრის და პომიდორის სალათი გავაკეთე და კარტოფილიც შევწვი
-მგონი მოვიდნენ-ვთქვი როდესაც მანქანის ხმა გავიგე. ფანჯრიდან თავი გადავყავი და ეზოში შემოყენებული მანქანა რო დავინახე სწრაფად გავვარდი გარეთ
-გაბრიეელ-ვიყვირე მთელი ხმით და ბიჭს მუცელზე შევახტი
-ნელა გოგო, რა თხა-ჯი (ესე მხოლოდ გაბრიელი მეძახის) ხარ-ლოყაზე მაკოცა და მაგრად ჩამეხუტა
-შენს ძმას არ ჩაეხუტები?-გადმომხედა ნიკამ
-იდი ნა.ხუი ბიჭო-ვუთხარი და ეხლა ომიკო გადავკოცნე,
-სადაა ჩემი კერკეტი კაკალი?-ვიკითხხე და ბიჭები მოვათვალიერე
-რძალო, კოცნა მე არმინდა?-წინ გამოალაჯა ზუკამ
-ვოვა, ელენე და კაკალა ერთად მოვლენ-მითხრა ნიკამ, ამასობაში კი მე ზუკა გადავკოცნე
-შენი ქმარი სად აგდია?-მკითხა ომიკომ და სახლში შეალაჯა
-ხახვს ჭრიდა, თვალები ეწვის და ვერ ახელს ალბათ-ვთქვი და სახლში შევედი, ცოტნე ჩაწითლებული თვალებით იდგა და ბიჭებს ეხვეოდა
-რაიყო ბიჭო? საჭმელების კეთება დაიწყე?-გაიცინა ზუკამ
-მეთქი მოვეხმარებითქო და ხახვიანი ხელი ამოვისვი თვალში-უთხრა სიცილით
-იმიტომ რომ არიცი როგორ უნდა დაჭრა, გერმანიაში რომ ვიყავით სულ დაბრიყვებული ვყავდი, ხახვს მე მაჭრევინებდა ხოლმე-უთხრა სიცილით ნიკამ სიძეს და მხარზე ხელი დაკრა
-აბა ჩვენ რატომ არ დაგვპატიჟეთ ჯვრისწერაზე?-წარბი ასწია გაბრიელმა
-არ იყავი ღირსი-ენა გამოვუყავი და ცოტნეს ამოვეფარე როდესაც ბალიშის ჩარტყმას აპირებდა
-ჩემს ცოლს ხელი დაედება და ვიღაცეებს წითელი აენთებათ-წარბაწეულმა მოათვალიერა ცოტნემ ბიჭები
-აუ, ამას უყურეთ ტო, რა აბლატავდა-ხელი აიქნია ომიკომ და სამზარეულოსკენ გააბოტა
-ბავშვს მე ვნათლავ, დაგასწარით-უცებ წამოიყვირა სიცილით გაბრიელმა
-მე მეჯვარე ვარ და ისედაც უნდა მოვნათლო-ენა გამოუყო ომიკომ ბიჭებს
-მე ბიძა ვარ-ერთხმად თქვეს ნიკამ და ზუკამ.
-მე მამა ვარ-ჩაილაპარაკა სიცილით ქურხულმა და კალთაში დამიჯინა
-აი ისნიც მოვიდნენ, გზაში ელენე ცუდად გახდა და გაჩერება მოუწიათ-როდესაც ნაცნობი მერსედესი შემოვიდა ეზოში, თქვა ნიკამ
-გავალ მე-სწრაფად წამოვხტი და გარეთ გავვარდი
-ჩემი კერკეტა-დავიძახე და მუდამ შუბლშეკრულ „კაკალას“ მივეხუტე
-კაკალა ხო შემარქვი, ეხლა კერკეტაღა მაკლია-დაიბღვირა მან, შემდეგ კი შუბლი გახსნა და მომაკვდინებლად გამიღიმა
-გილოცავ-მითხრა და მთელი ძალით მიმიკრა გულზე
-მადლობა-გავუღიმე და ეხლა ვოვასა და ელენესკენ შევტრიალდი
-ვოვუკა-დავუძახე და ეხლა ბიჭს გადავეხვიე
-ნახე, ბოლოს მე მომიტოვა-გაიცინა ელენემ, მალევე მოვშორდი ვოვას და ელენეს გადავეხვიე, ორივემ მოგვილოცეს და სახლში შევედით
-წავალ, სასმელს მოვიტან-ფეხზე წამოხტა ზუკა,
-დაეგდე ადგილზე, მაქ-წარბები აათამაშა ცოტნემ
-მე რომ გითხარი დავლიოთმეთქი არგქონდა?-შევუბღვირე ცოტნეს
-შენ ვერც ეხლა დალევ-წარბები ასწია და სამზარეულოში ყველაზე მაღლა მდებარე უჯრა გამოაღო რომელსაც ვერ ვწვდებოდი, 3 არყის ბოთლი გამოაძვრინა და მაგიდაზე დადო
-წავალ კიდევ რამეს გავამზადებ, თქვენ რა გაგაძღებთ-ამოვიფრუტუნე და სამზარეულოსკენ წავათრიე ელენე
-არგინდა რძალო, მზა პროდუქტები წამოვიღეთ და ტორტი, პროსტა გადმოღება დაგვეზარა-ადგა ომიკო და პროდუქტების მოსატანად რამოდენიმე ბიჭი წაიყოლა
-შენ დალევ?-ვკითხე ელენეს
-არა რა დავლევ, მარტო ხო ვერ დავლევ, ვოვა და ნიკას გარდა არ ვიცნობ ხალხს მიტყდება-უხერხულად თქვა ელენემ
-არ გამაგიჟო, რა გიტყდება-წარბები შევკარი მე
-თან შენც რომ სვავდე კიდე ხო, კაი რა-თვალები აატრიალა მან
-კარგი, არ დაგაძალებ-გავიცინე და ჭიქებში წვენი დავასხი რომ დაგველია, ბიჭების მოტანილი პროდუქტებით, მალევე გავაწყვეთ სუფრა და ბიჭებმა ერთჯერადი ჭიქებით დაიწყეს სმა, სადაც ეხლა ვიყავით ეს კოტეჯი ნაქირავები გვქონდა ერთი თვით, ჭიქები და თეფშებიც მხოლოდ ჩვენთვის ვიყიდეთ რომ საჭმელი გვეჭამა, სრულებითაც არ გაგვითვალისწინებია რომ 10 კაცი დაგვადგებოდა თავზე და სმას დაიწყებდნენ.
-უი, ტანსაცმელი წამოგიღე კიდევ-გაახსენდა ელენეს, სწრაფად გავარდა გარეთ, ვოვას მანქანიდან დიდი ჩანთა გადმოიღო და ოთახში შეიტანა, სადაც ამჟამად მე და ცოტნეს გვეძინა
-მადლობა, ყიდვას ვაპირებდი-გავიცინე მე
-თამთა ჩამოდის რუსეთიდან, იცი?-მკითხა ელენემ
-ჩემი და?-გაკვირვებული გავხედე მას
-ხო, ნიკამ მითხრა დღეს, შენი გათხოვება გაუგია და სიძის სანახავად მოდის-აფხუკუნდა ელე
-ეუფ, რაღა გვიჭირს-თვალები ავატრიალე და წვენის ჭიქით ხელში ჩავუჯექი ნიკას კალთაში
-ეს ისეა, ბავშვი რომ დედას კალთას არ ცილდება-სიცილი ატეხა გაბრიელმა
-მოუკვდი დედაშენს-მივაწყევლე კარგად და გავიცინე
-კაი ტო, რას მწყევლი-შუბლი შეჭმუხნა მან
-ენა გააჩუმე თორე დაგჟეჟავ ეხლა-დავემუქრე მე
-რას ბლატაობს შენი ცოლი, მოაკეტინე რა-ეხლა ქურხულს მიუბრუნდა ის
-გეყოთ-საუბარში ჩაერთო შუბლშეკრული კაკალა
-კერკეტ, მიდი რა სამზარეულოში მაგიდაზე წვენი დევს გამოიტანე-ყელი გამოვიწელე საცოდავად, ისიც უხმოდ ადგა და წვენი მომიცუნცულა
///
-ცოტა დავთვერი ხო-ჩაიცინა ცოტნემ და ფეხზე ძლივს წამოდგა ბანცალით
-იჯექი-თვალები ვუბრიალე და ისევ სკამზე დავაჯინე
-წამოდით ბიჭებო, ოთახში აგიყვანთ-ვუთხარი, ჯერ კაკალას დავავლე ხელი და მაორე სართულისკენ ფრთხილად წავიყვანე, ერთ-ერთ ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავაგდე
-ესეიგი, 3 ოთახია ზემოთ, ერთში ვოვა და ელე, მეორეში კაკალა გაბრიელი და ნიკა, მესამეში ომიკო და ზუკა, გავანაწილე, მაგარი ვარ-ტაში შემოვკარი და როგორც გავანაწილე ისე ავიყვანე ყველა ზემოთ, თუმცა ნიკა ოთახში აღარ დაეტია და იქვე მდივანზე მივაწვინე
-წამოდი, ეხლა შენ გაგიყვან-თბილად ვუთხარი ქურხულს და წამოდგომაში დავეხმარე
-ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ-ჩამეხურა მთვრალი ცოტნე და ყურში მიჩურჩულა
-წამოდი, დავწვეთ-გავიცინე და იქვე ოთახში შევიყვანე, ჩვენი ოთახი პირველ სართულზე იყო, ამიტომ არ გამჭირვებია მისი ოთახში აყვანა, ლოგინზე დავწვინე, მეც მის გვერდით დავწექი და სიზმრების სამყაროში გადავეშვი
#ანი და ზუკა
შუა ღამე იყო, ანის ტკბილად ეძინა, უხაროდა რამოდენიმე დღეში ლონდონში წავიდოდა და მის ოცნებას აისრულებდა, ტელეფონი ბალიშის ქვეშ ედო, ვიბრაციამ გააღვიძა, ტელეფონზე რომ უცნობი ნომერი დაინახა, თან ღამის 4 საათზე შეეშინდა და გაუთიშა, თუმცა მალევე გადმორეკა ნომერმა, ამჯერად უპასუხა
-გისმენთ
-ხომ არ გაგაღვიძე?-მოესმა ნაცნობი, ირონიული ხმა
-რა გინდა ზუკა?-ხმა აუკანკალდა მას
-ეხლახანს ჩამოვედი თბილისში, შენი ნახვა მინდა-უპასუხა ბიჭმა
-შენ გაგიჟდი?-გაოცებულმა გასცა პასუხი
-არა, ნაბახუსევზე ვარ-გაიცინა ზუკამ
-აღარ დამირეკო მეორედ-გაბრაზებულმა უთხრა ანამ და ტელეფონი გათიშა, თავი ბალიშზე დადო და გაეღიმა, ტელეფონზე ზარი აღარ შემოსულა, დაწყდა გული ანას, თუმცა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო მაშინვე ფეხზე წამოხტა, კართან მივიდა და ცინიკურად მომღიმარი სახე რომ დაინახა გაოგნდა
-სულ შეიშალე?-სწრაფად წაიყვანა ბიჭი და მის ოთახში შეათრია, გაიგონა გვერდით ოთახიდან ხმაური და ბიჭი კარის უკან დამალა
-ვინმე იყო?-გაკვირვებულმა კითხა შვილს თემურმა
-წყლის დასალევად ვიყავი სამზარეულოში და რომ გავიხედე არავინ იყო, ალბათ ვინმემ იხუმრა-უცებ მოიგონა ტყუილი ანამ
-კარგი, დავწვები მაშინ ხვალ ადრე ვარ ასადგომი-მთქნარებით წავიდა ოთახისკენ მამა, ანამ ფრთხილად მიხურა ოთახის კარი და ზუკას თვალები უბრიალა
-შევიშალე ხო-გაუცინა ბიჭმა და ლოგინზე წამოწვა
-მთვრალი ხარ?-გაუკვირდა გოგოს
-ხო, ჩემმა ძმამ ცოლი რომ მოიყვანა ავღნიშნავდით, მე მანქანა წამოვიყვანე და წამოვედი-მხრები აიჩეჩა მან
-ღმერთო, სად გადაგეყარე, წესიერი ბიჭი დაილია ამ ქვეყანაზე?-შუბლი შეკრა ანამ
-რას მერჩი საყვარელო?-წარბები აუთამაშა ბიჭმა
-სახლში მივარდები შუა ღამით-თვალებგაფართოებულმა გახედა გოგონამ
-მოდი აქ-ბიჭმა ხელით ანშნა ვიწრო ლოგინზე მასთან ერთად დაწოლილიყო
-არა, ახლავე წადი აქედან-შეუბღვირა ქურხულს ანამ
-მამაშენს გავაკითხო ოთახში?-წარბები ასწია ცინიკური ღიმილით ზუკამ
-კარგი, ხო-დანებდა ანა და გვერდით მიუწვა ქურხულს, თუმცა არ შეხებია
-მამაშენთან გავალ-კიდევ ერთხელ დაემუქრა ბიჭი, და კმაყოფილს გაეღიმა მის სხეულზე მიხუტებული პატარა არსება რომ იგრძნო.....



№1  offline მოდერი bibo

ჩემი გოგო მოსულაოოოო ვგიჟდები მე შენზე ჩემიცხოვრება ხარ სასწაული შოკოლადი და რავი ათასი კარგობა რაგაცებბიიი :* :* :* :* *ვგიჟდები მე შენზე ძეტკა :* love love

 


№2  offline წევრი Firefly

ეს მოთხრობა მიყვარს ძალიან,ლიკა და ცოტნე კიდევ საუკეთესო წყვილია!ვგიჟდები ისე მიყვარს ორივე...მართალია დიდი თავი იყო მაგრამ მე მაინც არ მეყო.
საუკეთესო ხარ! love
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი ჩუმა

მადლობა ორივეს <3 ძალიან მიყვარხართ ორივე <3 საუკეთესოები ხართ <3

 


№4  offline წევრი -mar-

საოცრება ხარ მალე დადე შემდეგი თავი :*

 


№5  offline წევრი tvinischia

Vaime ra kargi ikooo ^^ au zuka da Ana ra sayvarlebi Arian :d ise wlovameba gvitxari ra am sayvarlebos :DDD dzaaanmagari xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent