შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “5“


28-01-2016, 18:04
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 343

* * *
ოთახიდან გამოძინებული და დამშვიდებული გამოლასლასდა მარიტა და ყავის გაკეთებას შეუდგა.
-მეც მინდა,-სუნსულით მიუახლოვდა სოფო,-ერთი კოვზი ყავა,ორი კოვზი შაქარი,-შეუკვეთა მან
-მე მწარეს ვსვამ,-მიუგო მომლოდინეს მარიტამ,-თავად გაიკეთე,-დაეჭყანა და ყავა ქურაზე დადგა
-რა აუტანელი ხარ,-გვერდი გაჰკრა სოფომ და მეორე მადუღარა აიღო,თავისი გემოვნებით ჩაყარა ინგრედიენტები და მეორე ქურას მიუნთო.მარიტას ჩაეცინა და ადუღებული ყავა ფინჯანში დაასხა,შემდეგ ხელში აიღო და ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა მაგიდისკენ და როდესაც ფინჯანი მაგიდაზე დადგა და დაჯდომა დააპირა,თავბრუ დაეხვა,სუნთქვა შეეკვრა და იმის გამო რომ ჟანგბადი კარგად არ მიეწოდებოდა გულისცემა მოემატა,ძარღვები დაეჭიმა და კანი აეწვა,თითქოს წამიერად გაჩერდა კიდეც გული და უარესად გაუჭირდა მარიტას სუნთქვა,-რა მოგივიდა?-სახეზე ფერ დაკარგულს მივარდა სოფო,-წყალი დალიე,-გაუწოდა წყლით სავსე ჭიქა,მარიტა წამოდგა,ჭიქა გამოართვა,მაგრამ კანკალმა აიტანა და ხელიდან გაუვარდა,-მარიტა!-დაიყვირა სოფომ,როდესაც გონება დაკარგა და მის ხელებში ჩაესვენა,-ვაჩე!-შიშით ხმა უთროდა და ძლივს დაუძახა ვაჩეს.
-რა მოუვიდა?-ანერვიულებული გამოვარდა ვაჩეც და უგონო მარიტა ხელში აიყვანა
-არ ვიცი,-ლაპარაკი ძალიან უჭირდა უკვე სოფოს,ცახცახებდა და ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა მარიტას,-რამე სერიოზული რომ იყოს?-შიშით ჰკითხა მან ვაჩეს,-უკვე მეორედ წაუვიდა გული
-რაღაცაზე ნერვიულობს,-დივანთან მიიყვანა და წამოაწვინა,-უნდა შეეცადადო,ათქმევინო რას მალავს,ტკივილი გარეთ თუ არ გამოუშვა სულ ასე იქნება,-მიუგო ვაჩემ,-ნიშადური ნახე რა,-სთხოვა შემდეგ სოფოს და ისიც სწრაფად გავარდა ოთახებში წამლების ყუთის სანახავად.
-კოსტას დავუძახებ,-მიუგო ვაჩეს უკვე,როცა ნიშადური მისცა
-როგორც გინდა,-ნიშადური ცხვირან მიუტანა ვაჩემ მარიტას და მძაფრმა სუნმა შეაკრთო,თვალები წვალებით გაახილა და ვაჩეს მიაშტერდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა მან და წამოდგომა დააპირა
-იწექი ცოტახანს,-სთხოვა ვაჩემ და მარიტა აღარ განძრეულა.

-კოსტა,-დაუძახა სოფომ კოსტას
-რომელი ხარ?-სახლიდან ზვიადი გამოვიდა
-სოფო ვარ მე,-უპასუხა მანაც,-მარიტას მეგობარი
-სოფო,შვილო კოსტა სახლში არაა,-ზვიადის ნათქვამმა გული დასწყვიტა სოფოს,-რამე სერიოზული ხომარაა?-ჰკითხა მოხუცმა და ახლოს მივიდა
-არა,-დაბნეული ხმით მიუგო სოფომ
-გეტყბა,საქმ რიგზე ვერაა,სამწუხაროდ ეს წუთია თბილისში წავიდა,მაკრინეა ცუდად?-ჰკითხა ისევ მოხუცმა
-არა,-უთხრა სოფომ და გამობრუნდა
-მოიცადე,შვილო,-გააჩერა ზვიადმა,-დავურეკავ კოსტას,იქნებ მობრუნება შეძლოს
-არა,ნუ შეწუხდებით,ალბათ მასაც საქმეები აქვს და არ მინდა მოცდეს,მაგრამ მადლობთ ყურადღებისთვის,-თავაზიანად გაუღიმა სოფომ და ეზოდან გავიდა.

-კოსტა!
-ხო მამაჩემო,-ჩვეულ მიმართა კოსტამ
-ვერ ვარ კარგად და იქნებ აღარ წახვიდე ლილეს დაბადების დღეზე
-რა გჭირს?-მანქანა გააჩერა მან,-ისევ წნევა გაქვს?
-არ ვიცი,გულიც ვერ მაქვს კარგად
-კარგი,მოვბრუნდები ახლავე,შენ დაწექი და არ იჯავრო არაფერზე,-დაამშვიდა თავადაც ანერვიულებულმა და მანქანა მოატრიალა.

-არაფერი გჭირს,მომატყუე?-ეჭვით შეხედა მამაკაცმა მოხუცს
-სოფო იყო მოსული,გეძახდა,-მიუგო ზვიადმა
-რატომ?-დაინტერესდა კოსტაც
-მგონი მარიტაა ცუდად,ისეთი შეშინებული ჩანდა,ძლივს მელაპარაკებოდა
-მერე რა,-მხრებისი ჩეჩით მიუგო კოსტამ და წამოდგა
-გადი,გაიგე რა ხდება
-რა გინდა მამაჩემო,რამდენი მარიტა ცუდად გახდება მე უნდა ვუშველო,დამანებე ერთი თავი თუ კაცი ხარ,-გაღიზიანება ვერ დაფარა კოსტამ და სახლიდან გასვლაც დააპირა,მაგრამ ცოტახანს შეყოვნდა
-შენ თუ ხარ კაცი და მე არა,მაშ მიდი და გაარკვიე რა ხდება,-წარბები შეკრა ზვიადმა,-ხო ხედავ მოსვენებაც დაკარგე უკვე,-გაბრაზებული მზერით დააკვირდა შვილს
-არ იშლი მაინც,-დაბღვერილი გავიდა სახლიდან კოსტა და მარიტას სახლს მიაშურა.

-ბებო,-ასე არასდროს გახარებია მარიტას მოხუცის დანახვა,დივნიდან წამოვარდა და მაკრინეს გადაეხვია
-მოიცადე,სული მოვითქვა,-ხვნეშით სთხოვა კისერზე ხელებშემოჭდობილ შვილიშვილს
-მომენატრე,სად ხარ აქამდე,-უსაყვედურა მან და ხელები ჩამოუშვა,-იცი რა ცუდად ვიყავი,-თვალებში ცრემლი ჩაუდგა მარიტას.მოხუცი აღელვდა და შვილიშვილს დაბნეულმა ახედა.
-რატომ?-ჰკითხა და ორივე დივანზე ჩამოსხდა
-გული წამივიდა,-თავი დაბლა დახარა და ლუღლუღით თქვა
-ისევ?-აღშფოთდა ქალი,-რა გემართება,მარიტა?!-დაუსერიოზულდა სახე,-რა მიქარე?
-რებს მეკითხები ბებო,-წამოწითლდა ისე,თითქოს მართლაც მომხდარიყოს რამე.
-შეიძლება?-საუბარში ჩაერია კოსტა,მარიტას მის დანახვაზე ხასიათი წაუხდა.
-მოდი,-მოიწვია მაკრინემ,მარიტა კი ფეხზე წამოდგა და სხვა ოთახში გასვლა დააპირა,მაგრამ კოსტამ შეაკავა.
-ჩემი მოსვლა გეწყინა?-ჰკითხა მან და ხელი უშვა,ქალი ზედ არ უყურებდა,დაჟინებით დასცქეროდა იატაკს,კოსტას გვერდით დგომა სულს უარესად უხუთავდა და სცრიდა.
-არ მწყენია,-ძლივს გასაგონად თქვა მან,-გადავიღალე და უნდა დავისვენო,-დააყოლა შემდეგ.
-როგორც გინდა,-აღარ შეაყოვნა კოსტამაც,მაკრინეს მიუჯდა გვერდით და მარიტა რომ გაიგულა ჰკითხა,-რამე სერიოზულია?
-არაფერი,ისევ გული წაუვიდა
-თუ გნებავთ,დღეს თბილისში წავიყვან გამოკვლევებზე
-არა,შვილო ხვალ ისედაც თბილისში მიდიან,ვაჩეს და სოფოს მიჰყვება ორ კვირაში ნიშნობა აქვთ
-ვაჩე ჰქვია სოფოს საქმროს?-დაეჭვდა კოსტა,რადგან მის ძამაკცსას ვაჩე ჰქვია და ისიც ორ კვირაში ინიშნება,-შეიძლება ვნახო?-წამოდგა იგი
-გავალ,დავუძახებ,-მაკრინეც წამოდგა და ვაჩეს დასაძახებლად გავიდა.
ოთახიდან სოფო გამოვიდა,კოსტას დანახვაზე გაოცება ვერ დამალა
-შენ თბილისში არ ხარ?-გადაკოცნა და აღტაცებულმა ჰკითხა
-თქვენ ხელში,თბილისს ვერ ვეღირსე,-სიცილით თქვა კოსტამ,-შენი საქმრო არ გინდა გამაცნო?
-კი,რატომაც არა,-უკვე გამოსულიც კი იყო ვაჩე და კოსტას დანახვაზე აღტაცება ვერ დაფარა.
-შენ აქ რა გინდა?-მივარდა კოსტა და გადაეხვია,-დამთხვევის არ მწამს
-მეც გამიკვირდა შენი აქ ხილვა
-სოფო თავის დროზე რომ გაგეცნო ჩემთვის აქამდე გნახავდი
-რა გიყო,შენ სულ მოუცლელი იყავი,ახლა კიდევ სულ მოცლილი ხარ,-ახარხარდა ვაჩე
-ჩემი დეიდაშვილის დაბადების დღეში მივდიოდი,მაგრამ გადავიფიქრე,ხვალ წავალ სამახურში და ქორწილისთვისაც მოვემზადები,ის მაინც მითხარით სოფოს მეჯვარე ვინ იქნება,მერე რომ არ ვარკვიო
-მარიტა,-სახე გაებადრა სოფოს,კოსტას კი ხმა ჩაუვარდა,სიმწრისგან,თითქოს თვალებში ნახეთქები გაჩუნდა და მთლიანად ჩაუწითლდა,რაღაც აუხსნელი განცდა დაეუფლა.
-მომესმა?-იკითხა მან და სცადა აღელვება დაეფარა,მაგრამ იმდენად იმოქმედა მასზე სოფოს ნათქვამმა რომ სხეულის ყველა ორგანო ასტკივდა და მოიკუნტა,შუბლი დაეცვარა და კანკალმა აიტანა.
-შენც ცუდად ხარ?-გაოგნდა ვაჩე
-არა,ბიჭო რა ცუდად,-ძლივს გაიმართა მხრებში და გულზე მიიჭირა ხელი,ძლიერად უცემდა,ეგონა ხელში ეკავა და ყოველ მის მოძრაობას გრძნობდა,-არ მესმის,რად გინდა მარიტასნაირი აუტანელი მეჯვარე?
-მე კი არ მესმის,რად უნდა ვაჩეს შენნაირი აუტანელი მეჯვარე
-მე ვაჩეს მეჯვარე ვარ,გადაწყვეტილია!
-მე კი სოფოს მეჯვარე ვარ,გადაწყვეტილია!-გაისმა მარიტას ხმა და კოსტას უარესად შეუღონდა გული.
-იმდენს იზამთ,არცერთი არ იქნებით მეჯვარეები,-ფხუკუნით მიუგო სოფომ და ვაჩეს ეშმაკურად ახედა.



პ.ს მაპატიეთ ასეთი მცირე თავისვის,მაგრამ ძალიან ვარ გადაღლილი და წერის გაგრძელება მიჭირს,ხვალ ვეცდები დიდი დავდო. მიყვარხართ.



№1 სტუმარი A

Ai magaria dzalian magram patara xval dids velodebi.....

 


№2  offline მოდერი bibo

Ai vgijdebi me shenze xo ici ra shokoladi tkbilixar.merafaelobei memarwyvebiii tkbilooo.am gogos ra chirs ver gavige ra misdis wandauwum guli ux:) maoceb me shen

 


№3  offline მოდერი Nude

ცოტა ნერვები მეშლება ამ გოგოზე. ყველას ისე აჩვენებს თავს, თითქოს არაფერი არ ანაღვლებს, მაგრამ მგონია რომ მისი ბუნება, ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე. ჰო, მოაშორებინე მას ეს ნიღაბი, ცოტა არ იყოს, არ უხდება. კოსტა ისეთი საყვარელია... ისეთი მზრუნველი... მაკრინე ბებოსთან დაათბე მარიტა, თორემ ლამისაა გავწეწო...
შენ კი, შენ ძალიან კარგი ხარ! მიყვარხარ და ველი შენს მუზებს და შესაბამისად, მეექვსე თავს!
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი natia-natia

მაგარია მალე დადე რა

 


№5  offline წევრი BvBArMy

ეს გოგო მაღიზიანებს საშინლად. კოსტა კიდე ძალიან კარგია.
--------------------
I Hate Everything About You

 


№6  offline წევრი cancara

კაია კაი ძალიან მომწონს ასე გაგრძელე

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემი თეო,ჩემი მარიტა,ჩემი კოსტაა.ნერვებს მიშლის შენი გმირი გოგოები.საოცრად ცუდად იქცევიან.რას უწუნებს ერთი კოსტას ჰაა?

 


№8  offline წევრი zoi

ხო რა დადე მალე და დიდი თორე არმყოფნის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent