როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “4“
* * * -წამალი კართან ვინ დადო?-დილიდან ისმოდა მარიტას ხმა.გაბრუებულ სოფოს ბალიში თავზე დაემხო და წვალებით ცდილობდა ძილის გაგრძელებას,-რა უცნაურია,გარეთ არავინ გასულა,-მხრების ჩეჩვით შემოიტანა პარკი და მაგიდაზე დადო. -რა არის მაგი?-ჰკითხა მაკრინემ და პარკს დასწვდა -წამალია,ბებო,გუშინ რომ დამინიშნა სოფლის ექიმმა -ვინ გიყიდა? -ალბათ,კოსტამ,-ცოტახნის ფიქრის შემდეგ თქვა მან -კოსტამ?-ცოტა დაიბნა მოხუცი -დიახ,მაგ ბიჭს ვერ მოვაშლევინე ზედმეტი ყურადღება,-შეწუხებულმა განუცხადა მაკრინეს და წამლის კოლოფი გახსნა -რა მზრუნველი ბიჭია,-უნდოდა ჩუმად ეთქვა,მაგრამ მარიტას სმენას არაფერი გამოჰპარვია -უფრო შემაწუხებელი,ვიდრე მზრუნველი,-თქვა და წამალი ენაზე დაიდო,შემდეგ კარგა ბლომად მიაყოლა წყალი,-როცა სთხოვ არ აკეთებს და თუ არ სთხოვ ყველაფერში ერევა -რამდენი წყალი მიაყოლე,არ შეიძლება,-უსაყვედურა მაკრინემ -რას მიზამს?-გაეცინა ქალს,მოხუცის საყვედურზე -თუ გწყუროდა,ჯერ წყალი დაგელია -შენ მაინც ნუ მიფუჭებ ხასიათს -კარგი,მიდი სოფო შეაღვიძე და ისაუზმეთ,მე ბაღში უნდა წავიდე -ჯერ ძალიან ადრეა,ვერ ვაყენებ -ვის?-სამზარეულოში ნახევრად მძინარე შემობრაცუნდა სოფო,-მე?-მარიტას მის დანახვაზე გაეცინა -დიახ,შენ,-უპასუხა მან,-მიდი,წყალი გადაივლე და მოდი ვისაუზმოთ -როგორც გინდა,-ლასლასით გავიდა სამზარეულოდან და წყლის გადასავლებად მოემზადა. * * * -სოფო,-ესმის მარიტას ხმა შუა ბანაობისას -რაიყო? -ვაჩე მოვიდა,-პასუხობს მარიტაც და სოფო ფეთხუმივით იქცეოდა,გამშრალებისას ყველაფერს იდაყვი გაკრა და აბაზანიდან ლაწალუწის ხმა ისმოდა. -ხო ცოცხალია?-ჰკითხა შეშინებულმა მამაკაცმა მარიტას -კი,ალბათ,-ყოყმანით მიუგო მარიტამაც და ხალათ შემოცმული ,თმა აბურდული მეგობარი რომ დაინახა სიცილისგან ლამის ჩაიკეცა,-ცოცხალია,-მიულოცა ვაჩეს. -რა მოგივიდა,დაეცი?-ჰკითხა ვაჩემ,სოფომ კი გაბრაზებულმა შეხედა. -არა! -აბა,რას ამტვრევდი? -არაფერს -კარგი,მოდი ჩაგეხუტო,-ხელები გაშალა და სოფოც ძლიერად ჩაეკრო,მონატრებულ მამაკაცს. -მე გავალ,-ჩაახველა მარიტამ და გარეთ გავიდა.ისევ თოვდა,დაიხარა და თოვლი მოხვეტა,მისგან მყარი გუნდა გააკეთა და ხელებში აათამაშა,-ჟონგლიორად ვარ დაბადებული,-ჩაილაპარაკა და მეორე გუნდაც გააკეთა,ახლა უკვე ორ გუნდას ისვრიდა ჰაერში და იჭერდა.როდესაც მესამე გუნდის გასაკეთებლად დაიხარა,ტაშის კვრა და შტვენა შემოესმა და წამოდგა,გარშემო მიმოიხედა,მაგრამ არავინ იყო,ისევ დაიხარა და ხმამაც ისევ მიაწვდინა მის სმენამდე. -გიხარია თოვლი,ბავშვო!-ხარხარებდა მის ზურგს უკან მდგარი კოსტა და ისიც ათამაშებდა ხელებში გუნდებს,-მოდი,ვიგუნდაოთ,-შესთავაზა მან -ხასიათზე არ ვარ,-გუნდები გადაყარა მარიტამ -მოხვალ,-მიუგო კოსტამ და გუნდა ესროლა,ამან მარიტა გააბრაზა და ახლა თავად მოიმარჯვა ხელი სასროლად,მაგრამ კოსტამ აიცილა,-სამამდე ვითვლით და მერე,-შეაჩერა აჟიტირებული ქალი მან -კარგი,-იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა სამაგიერო გადაეხადა,თამაშშიც კი აჰყვა. * * * -ამცდა,-სადღაც მეასე გუნდაზე უკვე ქოშინებდა,-ესეც,-სიბრაზისგან მთელი კანი ეწვოდა,-მიზანი არ გაქვს,-უარესად აგულიანებდა მამაკაცი -მოვალ და მაგ თოვლში ჩაგფლავ,-გაეკიდა ისედაც დაღლილი მარიტა კოსტას და ორივემ თოვლში მოადინა ზღართანი,-დამპალო,-ჩაიბუტბუტა და წამოდგომა დააპირა,მაგრამ კოსტა მისკენ გადმობრუნდა და თვალებში ჩააცქერდა. -გაკოცებ! -ვერ გაბედავ! -რომ გავბედო! -მოგკლავ! -ვერაფერსაც ვერ მიზამ,-კანკალს ატანილ ტუჩებთან დაიხარა და კუთხეში აკოცა,მარიტას გულისცემა მოემატა და გულ-მუცელი აემღვრა,უნდოდა ეყვირა,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო,უნდოდა ჩაერტყა,მაგრამ ხელი ვერ გაამოძრავა.კოსტამ კი ტუჩის კუთხიდან მთლიან ბაგეზე გადაინაცვლა და ნაზად აკოცა,შემდეგ სწრაფად წამოდგა და მარიტასაც მიეშველა წამოდგომაში,-ხომ გითხარი,ვერაფერს ვერ მიზამ-მეთქი,-გვერდულად გაეღიმა კმაყოფილს. -არავისთან დაგცდეს,ჯერ არავის უკადრებია ასეთი რამ -თორე არ გესიამოვნა,-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა -არ მესიამოვნა,-წარბები შეჭმუხნა მარიტამ -ხო,მივხვდი,იმიტომ არ ეცადე ჩემს შეჩერებას?! -შემეშვი,კიდევ გაფრთხილებ,არავის უთხრა და ნურც ტყუილ იმედებს შეიქმნი -რა იმედებს,ცოლად კიარ მომყავხარ,-ისევ ახარხარდა,-თუ ჩამეხუტები არაფერს ვიტყვი -კოცნაც საკმარისი იყო! -ჩამეხუტე,თორემ. . .-პირი მოაღო საყვირლად,მაგრამ მარიტამ ააფარა ხელი და ჩაეხუტა,კოსტას სასიამოვნდ გააჟრჟოლა და ძლიერად შემოხვია ხელები.ორივე უხმოდ იდგა და თოვაც უფრო იმატებდა. -გამიშვი,-მისი მოცილება სცადა მარიტამ,მაგრამ კოსტას ორივე ხელი მძლავრად ჰქონდა შემოხვეული ქალის გამხდარ სხეულზე და ისე ჰყავდა მიკრობილი,თითქოს მისი სულ თან ტარება სურდა. -არაფერს ვიტყვი,კრინტს არ დავძრავ,-როგორც იქნა დათმო მისი სხეული და ჩამოსცილდა -ძალიან კარგი,-ზურგი აქცია მარიტამ,-კარგად,-დაემშვიდობა და სახლში სწრაფი ნაბიჯებით შევიდა.სოფო და ვაჩე ფანჯარასთან მოკალათებულიყვნენ და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ. -უფასო კინო,-ფხუკუნით ჩაულაპარაკეს ერთმანეთს. -რა?-მარიტამ გაოცებისგან პირი დააღო,-მეტი საქმე არ გაქვთ? -არა,-იუარა სოფომ,-კარგი კოცნა იცის?-მისმა მოულოდნელმა კითხვამ მარიტა ერთიანად წამოახურა და სახეზე ხელებ აფარებული შებრუნდა ოთახში გაიქცა,-წავალ,ერთი რა სჭირს გავარკვევ,-მიუგო სოფომ ვაჩეს და ფანჯარას მოსცილდა. -რომ გეუბნებოდი ეს ბიჭი მეცნობა მეთქი,სახელი მითხარი და მერე წადი -კოსტა,-უთხრა მიმავალმა,-კოსტა ჰქვია,-გაუმეორა ისევ -რა უცნაურია,ჩემს მეჯვარესაც კოსტა ჰქვია,-ჩაილაარაკა ვაჩემ და ფანჯარაში ყურება გააგრძელა,სოფო კი მარიტასთან შევიდა ოთახში.საწოლზე პირქვე ემხო და ტიროდა. -გაბრაზდი?-ჩამოჯდა საწოლის თავთან სოფო,-შემთხვევით მოგკარით თვალი -არ მაინტერესებს,-ბალიში დაიმხო თავზე -ყველაფერზე ნუ ბრაზდები,რა მოხდა თუ გაკოცა -შენ არაფერი გესმის -მითხარი და იქნებ გავიგო -მე არ მინდა მასთან ურიერთობა,სიყვარულის არაფერი გაეგება,ზედვე ეტყობა რომ გართობის მოყვარულია,-ბალიში გადაიხადა თავიდან და იატაკზე მოისროლა. -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რა შეუძლია,მასთან ურთიერთობა არც შენ გინდა,-გაოცებულმა შეხედა ლოყებ აწითლებულ მარიტას,-თავისუფალი ურთიერთობა არ გაწყენდა,რომელ საუკუნეში ხარ,ერთი კოცნით ამბავი რომ ატეხე -თუკი არ მიყვარს არც მისი კოცნა მსიამოვნებს -დავიჯერო,კოსტას კოცნა არ გესიამოვნა?-ეშმაკურად შეხედა და საწოლიდან წამოვარდა,შიშით მარიტას რამე არ ჩაერტყა მისთვის. -არა,-დაიყვირა სასოწარკვეთილმა მარიტამ და ცრემლები წამოუვიდა,-მას არ ჰქონდა უფლება -მართლა ბავშვი ხარ,-შეღონებულმა თქვა სოფომ,-რატომ ჩაეხუტე?-მისმა კითხვამ მარიტა გააშეშა,ცრემლი სახეზე მიეყინა,-არ იტყვი?-ინტერესით დააცქერდა აკანკალებულს -თვითონ მთხოვა,-აუხსნა ხმის თრთოლვით,-თუ არ იტყოდა კოცნის ამბავს,უნდა ჩავხუტებოდი -უყვარხარ,-დაზუსტებით განაცხადა სოფომ,-უყვარხარ,ბავშვო,-გაუმეორა სახე გაბადრულმა -მაგისთანებს სიყვარული არ შეუძლიათ -მაგისთანებს როგორებს,მე ძალიანაც მომწონს ჩემი სასიძო -სოფო! -რაიყო? -ენა გააჩუმე! -არ გავაჩუმებ,უყვარხარ-მეთქი,უ-ყვარ-ხარ,-თითქმის ყვირილით დაუმარცვლა სიტყვა და ოთახიდან გავარდა.მარიტა გაოგნებული და უფრო მეტად გაღიზიანებული დატოვა. -რაო,რა გითხრა?-გულამოვარდნილს მიუახლოვდა ვაჩე -ჩერჩეტი,-სიცილით თქვა სოფომ და მამაკაცს კისერზე შემოხვია ხელები,ვაჩეს გაეღიმა და შუბლზე აკოცა. -შენ რაღა გაყვირებდა,რა იცი რომ კოსტას მარიტა უყვარს?-ეჭვით შეხედა ქალს -მე კიარ ვიცი,ბუნების კანონებში წავიკითხე,-სიცილს უმატა სოფომ -რა?-ვითომ დაინტერესდა ვაჩეც -მარიტა სიხარულიძე-კვაშალი -შენც კარგად ხარ,ხოიცი,-ხელები წელზე მოხვია და ძლიერად ჩაიკრა -მე ვარ კარგად აბა,-მის მკერდზე მიყრდნობილი ლუღლუღით ამბობდა სოფო. * * * -როგორ ცივა,-მოგიზგიზე ბუხართან ახლოს დაჯდა კოსტა და გათოშილი ხელები მიუშვირა ცეცხლს -რამ გადაგრია?-ჰკითხა ზვიადმა თოვლში ამოგანგლულ შვილს,-ბოლოს როდის იგუნდავე გახსოვს?თუ მეხსიერება არ მღალატობს,თოვლი დასანახად არ გიყვარს,-სკამი აიღო და თავადაც კოსტას გვერდით ჩამოჯდა -ყველაფერი იცვლება მამაჩემო,-ზვიადის მხარზე ჩამოდო ხელი -შენსას კაცი ვერ გაიგებს,-თქვა მოხუცმა -ვეცდები ყველას მალე გავაგებინო,-პირობა მისცა კოსტამ -აბა შენ იცი,-დაიმედებულმა თქვა და წამოდგა,-როცა გათბები მოდი,სუფრა გაშლილია,-კარგი მადის მქონე კოსტამ თანხმობა თავის დაქნევით განუცხადა და ცეცხლს ჩააცქერდა.შეშა თითქმის აღარ იყო ბუხარში,არც გვერდით ეწყო და ცოტა შეწუხებული წამოდგა,გარეთ გავიდა და შეშის საწყობში სირბილით შევიდა,რამდენიმე აიღო და ისევე სწრაფად დაბრუნდა სახლში,შეშები ბუხრიც წინ დაყარა და სათითაოდ შეუკეთა ბუხარს,მერე ხელები და ტანი დაიფერთხა და ისევ გასათბობდა დაჯდა. -აღარ მოხვალ?-შეახსენა თავი ზვიადმა და კოსტაც წამოდგა,სკამები კუთხეში მიაწყო და სურნელოვან სამზარეულოში შევიდა.ზვიადს პირი არაფერზე ჰქონდა დაკარებული,შვილს ელოდებოდა,კოსტამაც ინამუსა და სწრაფად დაჯდა. -შეგერგოს,-ერთხად თქვეს და შეექცნენ -შენ ის მითხარი,მაკრინეს შვილიშვილს ხოარ დაადგი თვალი? -არა,-პირგამოტენილმა დუდღუნით უთხრა და ლუკმა ძლივს გადაყლაპა,-მამა,ხოიცი მარიტასნაირი ქალები არ მხიბლავს -დავიჯერო? -დაიჯერე,დაიჯერე,-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები მამაკაცს.ზვიადს შვილისთვის აღარაფერი უკითხავს,არც ის უთქვამს,სრულიად შემთხვევით თვალი რომ მოჰკრა,როგორ ჩაიხუტა კოსტამ მარიტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.