შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “3“


23-01-2016, 20:10
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 511

-რა მნიშვნელობა აქვს,ვინც გინდა იყოს მთავარია მე ვიქნები შენი მეჯვარე,მხოლოდ მე,-კმაყოფილს გაეღიმა,-ვაჩე არ მაინტერესებს,ქორწილამდე აქ რჩები
-არა,დღეს დავრჩები,ხვალ ვაჩე ჩამომაკითხავს და წამიყვანს
-სად შეგვიძლია,-ხელები აღმართა
-შენც გეშველება,-დაამშვიდა სოფომ,-წამოდი,მაკრინემ ჭადები შეწვა,-ხელი მოჰკიდა და სამზარეულოში შეიყვანა
-ამ დილას სად მოასწარი წასვლა?-ჰკითხა მაკრინემ მარიტას
-ის იყო მოსული,-აღელვდა ქალი,-იქ წავედით,-თვალი აარიდა მოხუცს,რომელიც ეჭვით და დაჟინებით მისცქეროდა
-რებს ბჟუტურებ?-გაოცდა მაკრინე,-დაალაგე აზრები და მერე მითხარი,-უსაყვედურა მან
-კოსტა,-წამოიყვირა მარიტამ და დაღონებული ჩამოჯდა სკამზე,-კოსტა მოვიდა,-როგორც იქნა მოახერხა მისი სახელის თქმა და პირი მოკუმა
-ეგ ვიღაა?-ჩაერია სოფო,-რას მიმალავ?-გვერდით მიუჯდა მარიტას
-არაფერს,-დაიბნა და წამოწითლდა მარიტა,-გვერდითა მეზობელია და ხშირად ვხვდებით ერთმანეთს,-აუხსნა მან
-რა განერვიულებს?-შეწუხებული ხმით ჰკითხა მაკრინემ,-მიდი,მიირთვით ჭადი და ყველი,გულს სისულელეებზე ნუ იხეთქავ,რა მოხდა თუ ნახე
-რატომ არაფერი გიკვირს?-დაეჭვდა მარიტაც,-შენ და ზვიადმა რამე ხოარ მოილაპარაკეთ,თითქოს გინდა რომ მასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს
-ცუდი რატომ უნდა გქონდეს?
-არ მაქვს,-თავი ჩახარა ქალმა
-მაშ,მის ყოველ ნახვაზე რატომ ბრაზდები,უმნიშვნელო რამეებზე გულის ხეთქვა რა საქმეა?
-კარგი,ბებო,აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი,-საჭმელად მოემზადა მარიტა,-ვეცდები,მასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს
-ძალიან კარგი,-გაუღიმა მოხუცმა
* * *
-სიმპატიურია?-ჰკითხა სოფომ,როდესაც ეზოში გავიდნენ,-მაღალია?-ინტერესი ჰკლავდა მას,-მითხარი როგორია,-შეაწუხა მარიტა
-ჩვეულებრივია,-უპასუხა მანაც ფრუტუნით და კოსტას სახლს მიაპყრო მზერა,-არაფრით გამორჩეული
-ოჰო,თუ კი ასეთი უბრალოა,შენი ნერვების მოშლად ღირს?
-არა!
-გეტყობა,სულ არ იშლი ნერვებს,არც იმით წუხდები შეხვდები თუ არა,როგორც შევატყე მაკრინეს ლაპარაკს,კოსტას ნახვა არ ნახვა გაწუხებს
-ძალიან თუ არ შეწუხდები გაჩუმდი,-ცივად მიუგო მარიტამ მეგობარს,მაგრამ სოფოს ეტყობოდა გაჩუმების არანაირი სურვილი არ ჰქონდა და იმასაც ხვდებოდა რომ მარიტა კოსტას მიმართ გულგრილი არ იყო.
-შევწუხდები,მაგრამ რას ვიზამ,უნდა გავჩუმდე,-დაღონებით თქვა სოფომ,-იმედია მისტერ სიმპატიურობას მალე გავიცნობ
-სიმპატიური არაა!
-რაღაც არ მჯერა
-ვაჩე ხვალ ჩამოვა ხო
-რაიყო,მიშორებ?-აკისკისდა ,-სანამ გამოძიებას არ დავასრულებ,არსად არ წავალ,-თვალი ჩაუკრა მან და ეზო მოათვალიერა
-არ გიშორებ,მაგრამ თუ თავს მომაბეზრებ,აი იმ ქვევრს ხო ხედავ,-ხელი გაიშვირა სახლის გვერდით მდგარ ქვევრზე
-მერე?
-აიმ ქვევრში ჩაგტენი და მერე იყვირე,ბავშვობიდან აქა ვზივარო,-და გულიანად გაეცინა
-შავი იუმორი,-დაებრიცა სახე სოფოს,-კარგი,დამათვალიერებინე კარგად შენი ეზო,-ხელი ჩაჰკიდა მარიტას.
-მარიტა!-დაძახილმა ორივე შეაკრთო
-ესღა მაკლდა,-ჩაილაპარაკა მარიტამ
-ჩვენსკენ მოდის,-მიუგო სოფომ,-ისაა?-კარგად დაავირდა,-მაღალი,შავგვრემანი,ხშირი თმით,
დაკუნთული,ღმერთო,პირდაპირ შოკოლადის ლავასთან გვაქვს საქმე,-აღტაცება ვერ დამალა სოფომ,-ესაა ჩვეულებრივი?-როცა უკვე მათთან ახლოს იყო კოსტა,ვაჩე რომ არა უარს არ იტყოდა სოფო
-რომ გეძახი რატომ არ მაგონებ?-ნაწყენის ხმით ჰკითხა კოსტამ მარიტას
-შენ რა სულ კუდში უნდა მზდიო?-კითხვას კითხვით უპასუხა გაგულისებულმა,-თბილისში აღარ მიდიხარ?
-შეხვედრა გადაიდო და ვიფიქრე,მარიტას გავუვლი,სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს-მეთქი,ცოტას მის ნერვებზე დავუკრავ
-ძალიან გამახარე,-ნაძალადევად გაიღიმა მარიტამ
-თქვენი ჭაობისფერი თვალების ჭირიმე,იქნებ მომაქციოთ ყურადღება?-გაბუსხული ხმით იკითხა სოფომ
-ოჰო’ახალი ხარ?-გვერდულად გაეღიმა კოსტას,-მეეჭვება რომ არ მიცნობდე,-მის ხელს ეამბორა,-კონსტანტინე კვაშალი,-თბილად მიუგო მან
-სოფო ბერიძე,-გაეღიმა მასაც
-გავრცელებული გვარია,-ცალი წარბი აზიდა კოსტამ
-საკმაოდ,-დაეთანხმა სოფოც
-ხელს ხომარ გიშლით?-ჰკითხა მარიტამ
-არა,წამოდით მანქანით გავისეირნოთ,-კოსტას წინადადებამ სოფო კმაყოფილი დატოვა
-სიამოვნებით,-თანხმობა განუცხადა სოფომ,მარიტასთვიც არც უკითხავს უნდოდა თუ არა.
* * *
-როგორც ვატყობ,ლამაზი სოფელი გაქვთ,-მანქანაში სხდებოდნენ,როცა სოფომ უთხრა კოსტას,-სახლი მაინც მქონდეს აქ,ხშირად ჩამოვიდოდი
-მარიტას სახლი შენიცაა,არა მარი,-სარკეში გახედა დადუმებულ ქალს,-ხმას არ გვცემ?
-შეეშვი,-ხელი შეუშალა სოფომ,-თავის ფიქრებშია,შენ კი სწრაფად დაძარი,თორემ მალე მოსაღამოვდება და მაკრინე ინერვიულებს
-ზვიადს დავურეკავ და ვეტყვი რომ შეატყობინოს მაკრინეს,სანერვიულო არაფერია
-კარგი,-დაეთანხმა სოფო.მარიტა კი ისევ ჩუმად იჯდა უკანა სავარძელზე და ფიქრობდა,-რატომ მოიწყინე?-მიუბრუნდა წინ მჯდომი სოფო
-არ მომიწყენია,უბრალოდ სული შემეხუთა
-კოსტა,ფანჯარა ჩაწიე უკან,-მიმართა სოფომ და მანაც მარიტას მხარეს კარგად ჩაწია მინა რომ ჰაერი შემოსულიყო.მარიტამ ღრმად შეისუნთქა და ცოტა დამშვიდდა,მოსვენება მის მერე დაკარგა,რაც იმ სახლიდან წამოვიდნენ და კოსტამ დახატა,ზოგისთვის ეს სრულიად უმნიშვნელო ფაქტი შეიძლება იყოს,მაგრამ მარიტას ემოციურობის დამსახურებაა ყველაფერი ახლოს რომ მიაქვს და არაფრისგან ყველაფერს მოელის და ქმნის.
-უკეთ ხარ?-ჰკითხა ცოტა აღელვებული ხმით კოსტამ და კარგად დააკვირდა
-კი,-უპასუხა ძლივს გასაგონად მარიტამ და თავი ჩაქინდრა,არ შეიმჩნია,მაგრამ მამაკაცის მხრიდან ყურადღება მოკლებულ ქალს კოსტას ყურადღება ესიამოვნა და სახის კანი სიბრაზისგან კიარა ახალი შეგრძნებისგან აეწვა და შეშინებულმა ორივე ხელი სახეზე აიფარა,ის კი დაავიწყდა რომ კოსტა გამუდმებით თვალყურს ადევნებდა სარკეში და ახლაც არ გამოჰპარვია ქალის რეაქცია.
-სოფო,შენზე კიდევ რას მეტყვი?-მიუბრუნდა სოფლის თვალიერებაში გართულს კოსტა.
-დღე-დღეზე ქორწილი მაქვს,-აღტაცებულმა თქვა მან
-გილოცავ!
-მადლობ,შენ დაოჯახებული არ ხარ?
-არა!
-შეყვარებული მაინც გეყოლება
-არ მყავს
-რატომ?
-საქმეზე წინ ურიერთობების არ ვაყენებ და ალბათ მაგიტომ,-მიუგო მან და ისევ დააკვირდა მარიტას.იგი სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა
-მატერიალისტი ხარ?
-მთლადაც არა,უფრო ის ვერ მიპოვია
-აჰა’გასაგებია,რომ ამბობენ ხოლმე,ეს ისაა,-კისკისით თქვა სოფომ,-რატომღაც მგონია რომ უკვე იპოვე,-გონებაში მარიტას სახე წარმოუდგა და უფრო მეტად გაეცინა.
-არ ვიცი,არავისთვის შემიხედავს ისე,როგორც მამაკაცს ქალისთვის
-ცუდია,-უკმაყოფილოდ თქვა სოფომ,-თუმცა შევეშვათ ამ თემას,მარიტაც ხმას არ გვცემს
-ვისაც ჩემთან ურთიერთობა არ უნდა ვერ დავაძალებ-ოდნავ წყენა შეეპარა ხმაში და სოფო მიუხვდა ვისაც გულისხმობდა.
-გააჩერე,-შეშინებული ხმით დაიყვირა მარიტამ და სიწყნარე გაფანტა
-რა მოგივიდა?-იმდენად ანერვიულდა კოსტაც რომ მთელი ძალით დააწვა ტორმუზის პედალს და მარიტა ლამის წინ გადმოვარდა.
მანქანა რომ გაჩერდა სწრაფად გააღო კარი და გადმოვიდა,გარშემო ყველაფერი ბრუნავდა,გულის რევის საშინელმა შეგრძნებებმა მთელი ორგანოები მოიცვეს.
-გადავალ გავიგებ რა სჭირს,-გადასვლა დააპირა სოფომ,მაგრამ კოსტამ შეაკავა და თავად გადავიდა,მარიტას მიუახლოვდა და თქმაც ვერ მოასწრო ისე ჩაუვარდა უღონო ქალი ხელებში.
-მარიტა,-სახეზე დაუწყო ხელების სმა კოსტამ,-გონს მოდი,-რომ ვერაფერი გააწყო ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.სოფოს ნერვიულობისგან შუბლი დაეცვარა.
-რა მოუვიდა?-ჰკითხა გაფითრებულ კოსტას
-არ ვიცი,აქ საავადმყოფო არაა,სანამ თბილისში ჩავალთ დაღამდება,ჯობია სოფლის ექიმს მივუყვანოთ,მან უკეთ იცის რა შეიძლება დამართნოდა,-ხელის კანკალით მოარგო გასაღები და ძრავი ჩართო.
* * *
-რამეზე ნერვიულობთ?-ჰკითხა ხანში შესულმა ქალმა,გონს მოსულ მარიტას
-რა მოხდა?-გარემო რომ არ ეცნო დაბნეულმა ჰკითხა
-გონება დაკარგეთ და თქვენმა მეგობრებმა მოგიყვანეს,-დაამშვიდა მოხუცმა,-კითხვას გიმეორებ,რამეზე ნერვიულობ?
-არა,არაფერზე
-როცა ნერვიულობენ წნევა უვარდებათ და გული მიზდით,ნაკვერჩხალი უცეცხლოდ არ ჩნდება.
-არაფერზე მინერვიულია-მეთქი,-გაღიზიანდა მარიტა
-უმიზეზოდ არაფერი ხდება,რა ჩემი საქმეა,მაგრამ ეცადე არ ინერვიულო,ძალიან ემოციური ხარ და გული ამიტომ წაგივიდა,დამამშვიდებელს გამოგიწერ და ქალაქის აფთიაქში იყიდეთ,-თეთრ ფურცელზე წამლის დასახელება დაწერა და გაუწოდა,-მშვიდად ადექი,-მიუგო შემდეგ
-კარგით,-შეღონებულმა თქვა და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,ფურცელი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.
-მორჩით?-ოთახში ანერვიულებული კოსტა შემოვარდა,-რისი ბრალია ექიმო?
-ემოციების,-მოკლედ მოუჭრა ქალმა
-წამიყვანე,-შეეხვეწა მარიტა მამაკაცს და ძლივს გადაადგა ნაბიჯი
-დაგეხმარები,-შესთავაზა მამაკაცმა და ხელიც მოკიდა,მაგრამ მარიტამ გააშვებინა და თავად განაგრძო სვლა.სახლის გარეთ ბოლას სცემდა სოფო მათ ლოდინში და როცა მარიტა დაინახა მასთან მივიდა.
-რა მოგივიდა?
-არაფერი,სახლში წავიდეთ რა,ძალიან დავიღალე
-სოფო,-მიმართა კოსტამ,-გადაღლილია,ჯობია სახლში დაგაბრუნოთ,სანამ ახალი შარი მომდო,-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა
-როგორც იტყვის დედოფალი,-მანქანამდე მისვლაში დაეხმარა მარიტას.
* * *
-რა წამალი დაგიწერა?-ჰკითხა კოსტამ,როდესაც მარიტა სახლში შედიოდა
-არ ვიცი,ფურცელი ჯიბეში მიდევს
-მე ამოვიღო?მიდი მომეცი ხვალ თბილისში მივდივარ და წამოგიღებ
-არა,არ მინდა სოფო გამომიგზავნის
-არა,მომეცი
-ჯანდაბას შენი თავი,-ფურცელი ამოიღო და მიაწოდა,კოსტამაც კმაყოფილმა გამოართვა და წავიდა.
* * *
-შვილო!
-ხო მამა
-ამ შუაღამისას სად მიდიხარ?
-ჩემი მომავალი ცუდადაა და წამალი უნდა ვუყიდო. . .
* * *


პ.ს ველი შეფასებას.მადლობა რომ კითხულობთ,საჩუქრები ჩემზე იყოს.



№1  offline მოდერი bibo

Vax vax vgijdebi shenzeee.kostas marita uyvarsoooo kostas martita uyvarsoo :D ux vgijsebi shenze tkbilo shokolado warmatebebiii da mal male didi didi tavebi

 


№2  offline წევრი natia-natia

საყვარლებიარინ მალე დადე ჰოო

 


№3 სტუმარი A

Dzalian momwons es istoria ragacnaiti tbilia. Dzalian sayvarlebi arian orive. Au amagam ar dagvideb kide? Erti suli maq rodis gavagrdzeleb.

 


№4 სტუმარი irma jojua

Upss dzalian magari iyo samive tavi. Male Dade Ra .kargi xar ❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

''ჩემი მომავალი ცუდად არის ''-თეონაა რა კარგი ხააე

 


№6  offline მოდერი giorgi63

ეს თავიც კაი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent