მკურნალი ცრემლები 13თავი
13 ყველაფერი შეიცვალა ჩემთვის,მივხვდი და გავიგე ნიკას ქცევის მიზეზი.გამახსენდა მისი ნათქვამი თვითოეული ფრაზა და გული სიხარულით ამიჩქარდა.მენატრებოდა.საშინლად მენატრებოდა,ის კი არ ჩანდა,არ მირეკავდა,არ მწერდა,ვერც მე ვურეკავდი, გამორთული ჰქონდა.ვიჯექი სამსახურში და უამრავი საქმით მოცული ხელს ვერ ვანძრევდი,არ შემეძლო სხვა რამეზე ფიქრი.არ შემეძლო საქმის გაკეთება,როცა იქვე ნიკას განქორწინების საბუთები მეწყო,მისი თავისუფლების გარანტი.ყოველი შეხედვისას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა,ვგრძნობდი,რომ ეს ჩვენი ბედნიერების დამადასტურებელი ფაქტი იყო. მთვარეულივით დავდიოდი სამსახურსა და სახლს შორის,უკვე არც ნუცასთან შემეძლო გაჩერება,უბრალოდ მინდოდა ჩემს აივანზე დავმჯდარიყავი და მუხლებზე თავჩამოდებულს ნიკას ორქიდეისთვის მეყურებინა.ჩემთვის ორქიდეა ჩვენი სიყვარულის სიმბოლო გამხდარიყო. ერთ კვირაზე მეტი იყო გასული, ლანას ვიზიტიდან და ერთი თვე ნიკას წასვლიდან,შეშლილს დავემსგავსე,ოცდაორი წლის გოგოს ყველაზე უფერული ცხოვრება მქონდა,არავინ და არაფერი მაინტერესებდა,სამსახურიდან იმ იმედით გამოვრბოდი,რომ სახლში ნიკა დამხვდებოდა,მთელი საღამო ტელეფონით ხელში ვიჯექი და მის ზარს ველოდი,ის ისევ არ მირეკავდა.გავხდი,თვალები ჩამიცვივდა,გულში საშინელი ტკივილი მიჭერდა მარწუხებს და ამოსუნთქვა მეძნელებოდა.არ მინდოდა მეფიქრა,რომ მიმატოვა,არც ვფიქრობდი,ვიცოდი არ იყო ნიკა ის თავქარიანი,პატარა ბიჭი ასე მტკივნეულად, რომ ეთამაშა ჩემს გრძნობებზე,ვიცოდი. და უბრალოდ ველოდი. ერთ დღეს გადავწყვიტე სამსახურში მიმეკითხა,იქნებ იქ მაინც სცოდნოდათ მისი წასვლის მიზეზი, ან ადგილმდებარეობა.აკანკალებული მივუახლოვდი მის კაბინეტს და მორიდებით დავაკაკუნე. -მობრძანდით-ვიღაცამ დამიძახა და მეც თავჩაღუნულმა შევაბიჯე,ოთახში ორი ქალი იჯდა და რაღაცას წერდნენ. -შეიძლება ორი წუთი წაგართვათ?-მივმართე დაბნეულმა,ერთ-ერთმა,როგორც მივხვდი ექიმმა,ცხვირზე დაკოსებული სათვალის ზემოდან გადმომხედა და თავი დამიქნია. -ნიკა ექიმს ვეძებ,ვერ ვნახე...ის ჩემი ექიმია და მისი დასკვნა მჭირდება-დავიწყე ტყუილების შეთხვზა,თუმცა ახლა ამას არავითარი უხერხულობა არ შეუქმნია. -ნიკა ჩვენთან აღარ მუშაობს,უკვე ერთი თვეა-აუღელვებლად მითხრა ქალმა და თავის საქმეს მიუბრუნდა. -რაა?კი მაგრამ რატომ?-საშინლად ავღელდი,გავბრაზდი და ნერვები მომეშალა. -გოგონა ძალიან გთხოვთ მიბრძანდით,ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა-წარბი ამიწია ქალმა და მეც დარცხვენილი გამოვიძურწე უკან,მივდიოდი და ფეხი უკან მრჩებოდა.რატომ არ მითხრა ნიკამ მისი წასვლის შესახებ,რატომ დამიმალა სამსახურის ამბავი?ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა,ტკივილმა საშინლად ამიწვა მკერდი და იქვე,მიმღებში ჩამოვჯექი. -გოგონა თქვენ ნიკა ექიმის ახლობელი ხართ?-ფიქრებიდან ქალის ხმამ გამომიყვანა,მეორე ქალი იყო კაბინეტიდან,უხმოდ დავუქნიე თავი და ავდექი. -მე ნიკა ექიმის ასისტენტი ვიყავი,ნიკა ექიმი ერთი თვის წინ გაანთავისუფლეს სამსახურიდან. -რაა?ვინ? -კლინიკის მფლობელმა,ბიზნესმენია,ძალიან ცნობილი,თუმცა არ ვიცი მიზეზი რა იყო. -ვინაა მფლობელი?-წყალწაღებულივით ხავს ვეჭიდებოდი. -გრიგოლ პირველი-ლანას მამა,თავში უროსავით დამარტყა ამ სიტყვებმა და ჩემთვის ნათელი გახდა ყველაფერი,ვერ აპატია ქალიშვილის მიტოვება სიძეს და სამაგიერო სამსახურიდან გათავისუფლებით გადაუხადა.კლინიკიდან გაოგნებული და თან გაბრაზებული წამოვედი,მწყინდა,რომ ნიკამ დამიმალა მისი პრობლემები,მწყინდა რადგან მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი ამ დროს. ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა,დღე რომელიც საოცრად მძულდა,მძულდა მას შემდეგ რაც ვაჩე დავკარგე,მძულდა იმიტომ,რომ იმ დღეს მან დამტოვა,გარდაიცვალა... დილიდან უხასიეთოდ გამეღვიძა,უძრავად ვიწექი საწოლში და ჭერს მივშტერებოდი.მიკვირდა,რომ ნუცას დავავიწყდი,მწყინდა კიდეც,თუმცა სიმშვიდეში ყოფნა ახლა ჩემთვის სრული ნეტარება იყო.შუადღემდე დავბოდიალობდი ოთახებში უაზროდ და მომარჯვებულ ტელეფონს ჩავყურებდი,ის არ მირეკავდა.უკვე ყველანაირი იმედი მქონდა გადაწურული,რომ საერთოდ ახსოვდა ჩემი დღე.ჩართული ნოუთბუქის წინ ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი,ვუყურებდი თუმცა სხვაგან დავქროდი გონებით,ჩემს სხეულს და გულს ნიკა ენატრებოდა,სჭირდებოდა და უნდოდა.მეც არ ვიცი,როგორ მაგრამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ მე ისევ ვიტირე,ვიტირე უკვე მონატრებისგან.აკანკალებული ხელი თვალებზე მქონდა აფარებული და ვსლუკუნებდი,როცა კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა,შეშინებული წამოვხტი და კარი გავაღე. -ჩქარა ელენე,ჩაიცვი-ოთახში შეშინებული ნუცა შემოვარდა. -რა გჭირს, რა მოხდა?-ნუცას დანახვამ ჩემი თავი და ტკივილი დამავიწყდა. -გთხოვ,უბრალოდ დაწყნარდი და წამოდი-ნუცა თვალს ვერ მისწორებდა,გული შემიქანდა. -ბექა? -ბექა დაბლა გველოდება,გთხოვ ელენე მალე ჩაიცვი,მერე შეიძლება გვიანი იყოს. -რაა?ნუცა-კანკალი ამივარდა,გულმა რეჩხი მიყო,ნუცას საქციელი ნიკას გაუჩინარებას მივაწერე და ოთახში ქარბორბალასავით შევიჭერი. -ჩაიცვი და რამდენიმე ხელიც ისე წამოიღე-ნუცა კარადასთან იდგა და ჩემს წითელ ჩემოდანში დაუდევრად ყრიდა ტანსაცმელს,გამიკვირდა,თუმცა ამაზე ფიქრის თავი აღარ მქონდა.ორ წუთში უკვე მანქანაში ვისხედით. -ბექა,შენ მაინც მითხარი რა ხდება?-არანაკლებ განერვიულებულ ბექას მივმართე სარკიდან,მის უკან ვიჯექი. -არაფერი ვიცი ნუცა,ბათუმის საავადმყოფოდან დამირეკეს-სუნთქვა შევწყვიტე,გული ამიკანკალდა-ნიკა წევს დაჭრილი,ჩემი ნომერი უპოვიათ,უკანასკნელ ნარეკებში... მეგონა მიწა გაიხსნა და შიგ ჩამიტანა,მეგონა მოვკვდი...ორივე ხელით წინა სავარძელს ჩავფრენოდი,თავი კიდეზე მედო და ერთიანად ვკანკალებდი,არა,ჩემი ნიკა არ შეიძლებოდა ყოფილიყო,ღმერთი ასე ვერ გამწირავდა,მეორედ ვერ წამართმევდა იმას ვინც სიცოცხლეს მერჩივნა. -ოღონდ გადაარჩინე უფალო,არ წამართვა უფალო,მიყვარს,უსაზღვროდ მიყვარს-ვბუტბუტებდი ჩემთვის და ცრემლებს ვყლაპავდი. ბათუმამდე როგორ ჩავედით არ გამიგია,მთელი სხეულით ვკანკალებდი და ნერვიულობისგან მუცელიც მტკიოდა.ბექამ მანქანა საავადმყიფოსთან გააჩერა თუ არა მაშინვე გადავედი,შეშლილი სახით შევვარდი საავადმყოფოში და ნიკას მდგომარეობა ვიკითხე,მითხრეს,რომ უკვე პალატაში ჰყავდათ გადაყვანილი.კართან ვიდექი და შესვლას ვერ ვბედავდი,უმწეო სახით გადავხედე ნუცას,რომელიც თანაგრძნობით მომჩერებოდა და ფრთხილად შევაღე კარი.ნიკა უძრავად იწვა და ეძინა,მის საწოლთან ჩავიმუხლე და ფრთხილად შევეხე.ცრემლებს ვყლაპავდი და ვცდილობდი არ მეხმაურა.მარჯვენა მხარი შეხვეული ჰქონდა და ტუჩი გახეთქილი. -თქვენ ახლობელი ხართ პაციენტის?-პალატაში შემოსულმა ექიმმა გამომარკვია. -დიახ,შეყვარებული ვარ.როგორ არის? -მდგომარეობა სტაბილურია,მსუბუქადაა დაჭრილი,უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა.ალბათ დილამდე ეძინება,ჯობია წახვიდეთ,დაისვენოთ-ექიმი თან მელაპარაკებოდა თან ნიკას პულსს უსინჯავდა. -არა,აქ დავრჩები.-კატეგორიული უარი განვაცხადე წასვლაზე,ექიმსაც არაფერი უთქვამს,კარგიო მითხრა და დამტოვა.ნიკას გვერდით ვიჯექი,ხელი ხელზე მედო და სახეზე ვეფერებოდი,როცა ნუცა და ბექა შემოვიდნენ. -როგორაა? -არ ვიცი,მსუბუქი ჭრილობააო.ამაღამ აქ დავრჩები,თქვენ წადით,დაისვენეთ. -არც იფიქრო,აქ მარტო არ დაგტოვებ-ბექამ ნუცას გადახედა და გამიღიმა.მეც გამეღიმა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ბექამ ყავა ამომიტანა და დერეფანში დაბრუნდა ნუცასთან.დილამდე გავძელი,მაგრამ დილით, ემოციებისგან და უძილობისგან დაღლილს ჩამთვლიმა.ვიგრძენი,თმაზე ვიღაც მეფერებოდა,თვალი არ გამიხელია,მაგრამ ვიცოდი რომ ნიკა იყო,მისი ხელების სითბოს ათას კაცში ამოვიცნობდი. -როგორ შემაშინე-მისი ხელი ტუჩებთან მივიტანე და ვააკოცე. -მაპატიე-ჩამწყდარი,დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და გამიღიმა. -არაფერს არ გაპატიებ,ცუდად მოიქეცი.ასე როგორ წამოხვედი?სად იყავი?რას აკეთებდი?-მივაყარე გაბრაზებულმა. -ელენე,ელენე ახლა მაცადე,დამინდე და აქედან,რომ გავალთ შეგიძლია დამსაჯო,მიმტყიპო,ყური ამიწიო,რაც გინდა ოღონდ ახლა მაკოცე-უღონოდ იწვა,მაგრამ იუმორის გრძნობას არ ღალატობდა,გამეცინა. -მხოლოდ იმიტომ,რომ გამოჯანმრთელდე-თითი დავუქნიე და მის ტუჩებს შევეხე,ვნებით,ნაზად ვკოცნიდი და ვგრძნობდი,რომ ვეშვებოდი,დაღლილობა,ნერვიულობა და ტკივილი გაქრა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ. -გთხოვ,ასე აღარ მოიქცე,გაურკვევლობაში ნუ დამტოვებ,ნუ მიმატოვებ...მეგონა სამუდამოდ დაგკარგე,მეგონა ვეღარ შეგეხებოდი,ვეღარ გაკოცებდი-ვკოცნიდი და თან მეტირებოდა,ცრემლები თავისით მდიოდა. -ნუ ტირი, გთხოვ. მე მაინც ვერ ვჩერდებოდი,მეტირებოდა და ვტიროდი. საღამოს ნიკამ აიჩემა აქედან უნდა წავიდეო,ექიმს დაუძახა და ჩემს გასაკვირად,მანაც თანხმობა მისცა.ნიკას მხარში ამოვუდექი და ბექამ სასტუმროში მიგვიყვანა,სადაც ნიკა ცხოვრობდა. -ახლა მაინც მეტყვი რა მოხდა ამ ერთ თვეში?ან რატომ არ მირეკავდიი?-მარტო დარჩენილს თავზე წამოვადექი. -მოდი დაწექი ჩემს გვერდით,მაგაზე არ მინდა ლაპარაკი-ხელი გამომიწოდა და მეც გვერდით მივუწექი. -ასე არ შეიძლება ნიკა,უფლება მაქვს ვიცოდე,რა მოხდა?ვინ დაგჭრა და რატომ?-მის მკერდზე თავმიყრდნობილი განვაგრძობდი წუწუნს. -ელენე როდესმე მორჩები წუწუნს?მაცადე შენით ტკბობა. -ნიკაა,იცი ლანამ განქორწინების საბუთები მომიტანა. -ვიცი,წამოსვლამდე მე დავუტოვე-აუღელვებლად მიპასუხა და თავზე მაკოცა. -შენ გინდოდა განქორწინებაა?-წამოვჯექი და თვალებში ჩავხედე. -მე მინდოდა.-მიპასუხა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.-სამსახურიდან გამანთავისუფლეს. -ვიცი,ვიყავი კლინიკაში და შენმა ასისტენტმა მითხრა. -ჰო,ჩემმა ექსსიმამრმა არ მაპატია-ჩაიცინა-მაგრამ ასე უკეთესია,ამის გარეშე იმას ვერ გავაკეთებდი,რაც ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს,წყნარად ცხოვრების დაწყების საშუალებას მოგვცემს. -რას გულისხმობ? -ახალი სამსახური დავიწყე,აქ ბათუმში-ღიმილით მითხრა და საფეთქელზე მაკოცა. -ბათუმში?-გული მომეწურა,თითქოს რაღაც ჩამწყდა,ნიკა ბათუმში დარჩებოდა,მე კი თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი,ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდებოდი და ალბათ დიდხანს ვეღარ ვნახავდი.მეტკინა,მაგრამ არაფერი შემიმჩნევია,იმ ღამეს ნიკაზე ჩახუტებულს მეძინა,მის სუნთქვას ვუსმენდი და მისი სურნელით ვივსებოდი. დილით ყავის სასიამოვნო სურნელმა გამაღვიძა,თვალები ზანტად გავახილე და საწოლთან მდგომ მოძრავ მაგიდაზე,ლამაზად გაწყობილი საუზმე დავინახე. -დილამშვიდობისა ჩემო ორქიდეა-ნიკა საწოლზე ჩამომიჯდა და მაკოცა. -მიყვარხარ-ორივე ხელი შემოვხვიე და გულში ჩავეკარი. -მოდი სწრაფად ვისაუზმოთ,მოწესრიგდი და გავიდეთ,რაღაც უნდა გაჩვენო.-ფრთხილად შემეხო ტუჩებზე და ყავის ფინჯანი გამომიწოდა. გამეღიმა,ბედნიერი ვიყავი,ნიკასთან ერთად გამეღვიძა ულამაზეს ქალაქში და უგემრიელეს ბათუმურ ყავას მივირთმევდი.ნიკას მარჯვენა ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა და პიჯაკის ჩაცმაში მე მივეხმარე,თასმებიც ჩემი ხელით შევუკარი და საყელოც მე გავუსწორე.გაღიმებული იდგა და მიყურებდა. -რაა?-დავიბენი და გავწითლდი. -მომწონს ჩემზე რომ ზრუნავ-ხელი ჩამიკიდა და ერთად დავტოვეთ სასტუმრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.