შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up (სრულად)


28-01-2016, 21:46
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 24 758

თხოვნა/რჩევა: თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ (ვინც მომყვებოდით). რაღაც დეტალები შეცვლილია, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც, თან ერთიანად აღქმა ჯობს.

1
რაღაც სასწაული ვიგრძენი უეცრად. ვუყურებდი, თვალმოუშორებლად ვუყურებდი და ნელ-ნელა მთელ სხეულზე მეკიდებოდა ცეცხლი. აუტანელი სურვილი მიპყრობდა, ერთდროულად ყველაფრის სურვილი. არადა, როგორი პატარა იყო, როგორი უმწეო. იჯდა და ჩაის სვამდა. ერთადერთი იყო იმ პატარა კაფეში, ვინც მარტო იჯდა და ჩაის სვამდა. ხალხს ათვალიერებდა. უყურებდა ყველას, ჩემ გარდა. ერთხელაც ვერ ჩავხედე თვალებში. გაუცნობიერებლად ღერს ღერზე ვეწეოდი და თანდათან ვკარგავდი კონტროლს. როგორღაც ავდექი და გარეთ გავედი. არც სუფთა ჰაერმა მიშველა. იმის გაფიქრებამაც კი, რომ შეიძლებოდა ჩემს იქ არყოფნაში წასულიყო, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. ისევ შიგნით შევედი. ისევ იქ იჯდა. ისევ ისეთი. ზუსტად ისეთი. პირდაპირ მივედი და მის წინ დავჯექი.
- შენში მინდა ავფეთქდე, - ვუთხარი და, როგორც იქნა, მოვახერხე თვალებში ჩახედვა. თაფლისფერი, გამჭვირვალობამდე სუფთა თვალები ჰქონდა.
- არ ჰგავხართ ტერორისტს, - თქვა თავდაჯერებით, მაგრამ ოდნავ მაინც შეკრთა.
- ჩემი ერთ-ერთი პლიუსია.
- რომ ტერორისტს არ ჰგავხართ?
- ჰო, რომ ტერორისტს არ ვგავარ.
- თქვენი აზრით, ეს ნორმალურია?
- რა ეს?
- რასაც ახლა აკეთებთ.
- არ მითხრა, რომ ვინმეს ელოდები, - ვთქვი სერიოზულად.
- რომც არ ველოდებოდე, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აქ ჯდომის უფლება გაქვთ.
- რატომ მატყუებ?
- უკაცრავად? - ბრაზი გაუკრთა თვალებში და თმის ყველა ღერი ყალყზე დამიდგა.
- რატომ მატყუებ? - გავიმეორე ნათქვამი ოდნავ უფრო ნელა და მთელ ძალისხმევად დამიჯდა. რომ ხმაში სურვილი არ გამრეოდა.
- ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ მომწონს ის, რაც აქ ხდება, - ცდილობდა მტკიცე ყოფილიყო, მაგრამ ვხედავდი, აშკარად როგორ უთრთოდა ხელები.
ჩემი სკამი მასთან უფრო ახლოს დავდგი, ჩაის ჭიქა გავწიე და მისი ორივე ხელი, ამოტრიალებული მაგიდაზე დავალაგე. შეეშინდა. ოდნავ გამიძალიანდა, მაგრამ რომ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა, წინააღმდეგობა შეწყვიტა. თეთრი კანი ჰქონდა. ძალიან თეთრი და თხელი. ჯერ მარჯვენა მაჯას შევეხე საჩვენებელი და შუა თითებით, ოდნავ, სულ ოდნავ ისე, რომ შეხების წერტილი მინიმალური ყოფილიყო და იდაყვამდე ავყევი. შემოდგომა იყო, მაგრამ მოკლემკლავიანი ჩითის, ყვავილებიანი კაბა ეცვა. როგორ მინდოდა, მოვფერებოდი... მოვფერებოდი მაინც. მერე, მეორე ხელზეც იგივე გავიმეორე. მთელ სხეულზე ბუსუსებმა დააყარა. უნებურად დახუჭა თვალები და პირი ოდნავ გააღო. კინაღამ შევიშალე. დავიხარე და ზუსტად იქ ვაკოცე, სადაც თითებით მივედი. მაშინ გამოერკვა, მაგრამ მაინც ვერაფერი მითხრა. შიში უკრთოდა თვალებში. შიში, მაგრამ თითქოს ამ შიშის გამომჟღავნებისაც ეშინიაო, ისე არ აძლევდა უფლებას თვალებში არეკლილიყო.
- ჩუუ, - ვუთხარი ჩურჩულით ისე, რომ მისი მაჯებისთვის ხელები არ მომიშორებია, - დამშვიდდი, ემა. დამშვიდდი, - ალბათ სახელი გამოვიცანი. გაოგნება გამოეხატა სახეზე, - მონრეალში შენნაირ გოგოებს ან ემა ჰქვიათ ან მატილდა, ან ჟანეტი. დანარჩენი ინტუიციის ამბავია.
- ახლავე შემეშვით! - წამოიყვირა და ადგა.
- ჩაი? - ვიკითხე და მსუბუქი ღიმილით მივუთითე ფინჯანზე.
- რა ჩაი? - ისე დაიბნა, გამეცინა.
- ჩაის მე მიტოვებ?
- ავადმყოფი ხართ, - გაბრაზება სცადა, მაგრამ კანკალი უფრო გამოუვიდა და კაფე დატოვა.
პატარა ემა. პატარა, საყვარელი ემა. მოკლე თმით, წვრილი ძვლებით და პატარა მკერდით. ალბათ, ხელებში რომ მოვიქციო, შემომატყდება, - ვფიქრობდი და უკან მივყვებოდი შეშინებულ ქალბატონს. არა, სულაც არ იყო ისეთი პატარა. ქალი იყო. ჩამოყალიბებული ქალი. ასე რომ არ ყოფილიყო, ჭკუიდან ვერ გადამიყვანდა. ჩიხებით მიდიოდა. ალბათ ეგონა, რომ მემალებოდა. მისი სურნელი მიღიტინებდა ნესტოებში და ვერ დავუშვებდი, რომ დამეკარგა.
პატარა ქუჩაზე შეუხვია და კუთხეში უეცრად მოტრიალდა. ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ჩემთან და შიშისგან ოდნავ შეჰკივლა.
- სუუ, სუუ, დამშვიდდი, - ვეუბნებოდი და ის იყო, სახიდან აბურდული თმა უნდა გადამეწია, რომ პანიკა დაეწყო. გაგიჟებული იქნევდა ხელებს აქეთ-იქით და კიოდა. ხელები ჩამოვუშვი და მშვიდად ვუყურებდი კონცერტს. ცრემლები მოსდიოდა ღაპაღუპით. ვერ წყნარდებოდა. მერე ხელები მოვხვიე, ძალიან ძლიერად. ისე, რომ შეიძლებოდა, მართლა დამტვრეულიყო. კიოდა, შემეშვითო გაიძახოდა. სუსტი ხელების ფართხალს ვგრძნობდი მკერდზე. მერე გაჩერდა. ჩუმად ტიროდა. ვგრძნობდი, როგორ მწიფდებოდა ჩემში სურვილი. ათრთოლებულ სხეულს ვიკრავდი და ლამის გამეფრინა, ისე მინდოდა, შიშველი, სულ შიშველი ყოფილიყო და მისი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭული მომეარა ტუჩებით. თმების სურნელს ვისუნთქავდი ღრმად, მისი ძლივსგასარჩევი ხმა რომ გავიგონე.
- დამანებეთ თავი, გთხოვთ... გემუდარებით.
ხელები გავუშვი. თითქოს ვერ დაიჯერაო, რამდენიმე წამს არ განძრეულა. კიდევ ცოტა ხნით რომ გაჩერებულიყო... გაიქცა. თავქუდმოგლეჯილი შევარდა სადარბაზოში. წელს ქვემოთ მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ვერაფერს ვგრძნობდი. საერთოდ ვერაფერს.
ისე გავათენე ის ღამე მის სახლთან, თავადაც ვერ გავაცნობიერე. მან, ალბათ, უფრო მეტად. ისე გაუკვირდა ჩემი ნახვა, კინაღამ შებრუნდა. მივუახლოვდი და სახეზე ხელის ზურგი ჩამოვუსვი. შეკრთა. ვირგძენი რომ შეეშინდა. ძალიან შეეშინდა და სადისტურად მესიამოვნა. აღმაგზნო მისმა თრთოლამ. კიდევ ერთხელ აღმაგზნო. თვალები დახუჭა. რაღაც დანებებისმაგვარი იყო მის ქცევაში და ოდნავ გულიც კი დამწყდა. ტუჩები აუკანკალდა. მშრალი, ღია ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა. დავიხარე. სახე ძალიან ძალიან ახლოს მივუტანე. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკოცნა. მთელ სახეზე მოვატარე სუნთქვა. მერე თეთრი, გრძელი კისრისკენ დავიხარე და მეც გამაჟრჟოლა მისი ბუსუსების დანახვაზე.
- ისეთი სურნელი გაქვს... - ვუთხარი ჩურჩულით, მაგრამ ისევ არ მიკოცნია.
ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა. ჯერ ისევ შიშის კანკალი იყო ეს. ჯერ კიდევ...
- მე ჟაკი მქვია. ახლა წადი, ემა.

2
იყო რაღაც. რაღაც ჰქონდა და ვერ გამეგო, რა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგო იყო. სექსუალურსაც ვერ დაარქმევდი. უცნაური ნაკვთები ჰქონდა, უცხო. არაფერი ჰქონდა ლამაზი, მაგრამ მის დანახვაზე ყველა აზრი მეფანტებოდა და არ იყო ეს დაბნევა, არც - ერთი ნახვით შეყვარება ისე, როგორც ჟაკლინის შემთხვევაში. აფეთქება იყო. ყველა ემოციის ერთიანად გამოშვება და მთელ ორგანიზმს მოდება. არა მარტო ემოციურად, ფიზიკურადაც. მთელ სხეულს მიბრუებდა.
გავუშვი, მაგრამ არ მოვცილებივარ. თეატრში შევიდა. პატარა დარბაზი იყო. ბოლო რიგში დავჯექი, სადაც ბნელოდა. რეპეტიციას გადიოდნენ. წყვილის ისტორია იყო. სავარაუდოდ, ზედმეტად ბანალური. ემა მთავარ როლს თამაშობდა. ის ბიჭი კი ნამდვილი რეგვენი იყო. ჩვეულებრივი გამოთაყვანებული. არა მგონია, როლის ბრალი ყოფილიყო. პირველივე მოძრაობაში შევამჩნიე, რომ რაღაც ჰქონდა ემას მიმართ. გამეცინა. უიღბლო, უიღბლო, ტიპიური უიღბლო. დაბადებიდან რომ უიღბლოები არიან, ხომ იცით ასეთი ადამიანები? ასპროცენტიანი განსახიერება იყო უიღბლოების. ოჯახში, სკოლაში, სასწავლებელში... ყველგან რომ უადგილოები არიან, ასეთი ბიჭი იყო ემას მეწყვილე, რომელსაც სპექტაკლში ფრანსუა ერქვა. არადა, მიყვარდა ეს სახელი. ისე ცდილობდა, საუკეთესოდ ეთამაშა, გული შემიღონდა.
„ძალიან ხელოვნური ხარ, ემა“ - გაისმა მკაცრი ხმა. ემა შეკრთა და მობეზრებული თვალებით გადმოიხედა სცენიდან. „კოცნაა, რა დაგემართა“ - აგრძელებდა რეჟისორი - „იგრძენი რაღაცა.“
რას ნიშნავს, იგრძენი რაღაცა? ქოთქოთს მოჰყვა. არადა, ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა. აღარ დაამთავრა. დაუსრულებლად, დააუსრულებლად ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა ალბათ, საკუთარი უპირატესობის საკუთარი თავისთვისვე დასამტკიცებლად, სიცარიელის შესანიღბად, იმის წარმოსაჩენად, თითქოს რაღაცას წარმოადგენდა. შორიდანვე ვხედავდი, როგორ აუწყლიანდა ემას თვალები. დენმა პენისიდან თითებამდე დამიარა და თითის წვერები დამიბუჟა. ასე მეგონა, თითებს ერთმანეთს თუ მივადებდი, გავანათებდი. ორივე ხელი სახეზე ჩამოვისვი, იქნებ, მისი სახე ცოტა ხნით დამევიწყებინა. არაფერი გამომივიდა. თვალები რომ გავახილე, იმ სცენას კიდევ ერთხელ გადიოდნენ. შებოჭილი მეჩვენა ემა და ალბათ სხვანაირი ვერც იქნებოდა. ის ბიჭი კიდევ ჩამოყალიბებული უნიჭო იყო.
საშინლად უაზრო იყო სცენარი, არაფირსმთქმელი, არც ერთი ემოცია რომ არ ერია, ისეთი ტექსტი და მაინც გაგიჟებამდე მსიამოვნებმა ემას ხმის მოსმენა. თვალდახუჭული წარმოვიდგენდი, როგორ წარმოთქვამდა ჩემს სახელს და ხელი უნებურად გამირბოდა ქვევით. არა. ვერ ვიზამდი ამას. ოღონდ ემაზე არა. ასე ყველაფერი აზრს დაკარგავდა. ის კი არ იყო ჩვეულებრივი გოგო სკოლიდან, რომელზეც შეიძლება ტუალეტში ანძრიო.
ხმაურმა გამომაფხიზლა. იშლებოდნენ. შემამჩნია. ემამ შემამჩნია და ნაბიჯი აერია, დაიბნა, ფერი დაკარგა. გავუღიმე და უარესად აემღვრა სახე. ფრანსუად წოდებულმა ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო და იმ წუთას მზად ვიყავი, ყველა ფალანგა სათითაოდ დამემტვრია იმ მარიონეტისთვის. არაფერიაო, გაეპასუხა ემა და გზა გააგრძელეს. ცდილობდა, თვალი აერიდებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ყოველ წამს ჩემკენ იხედებოდა. ყველა რომ გავიდა, მეც წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯით წავედი იქითკენ. წყვილდებოდნენ და ისე იფანტებოდნენ პატარა თეატრის კიდევ უფრო პატარა ფოიეში. ემა ტყვიის ხმაზე დამფრთხალი შველივით იყურებოდა აქეთ-იქით. მეძებდა! მე მეძებდა. მერე რა, რომ ეშინოდა და იმიტომ მეძებდა. მთავარია, რომ მის არსებაში ახლა ყველაზე დიდი დოზით მე ვიყავი.
შენობიდან გასულს წამოვეწიე და მკლავში ჩავავლე ხელი. მთლად გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა.
- გამარჯობა, ემა.
- ხელი გამიშვით, - ამოიკნავლა საცოდავად. ისევ მთელი გონება დამებინდა.
- არ გაიქცევი.
- ხელი გამიშვით, მტკივა.
მაშინღა გამოვერკვიე და ოდნავ შევუშვი ხელები. სულ გასაშვებად არ მეთმობოდა. გაიბრძოლა და გაინთავისუფლა თავი.
- არ წახვიდე, ემა, - ვუთხარი და საკუთარი ხმა მეც მეუცხოვა.
- რატომ? - დასვა სრულიად ლოგიკური კითხვა, რომელზეც... რომელზეც პასუხი არ მქონდა. უფრო სწორედ, მქონდა. ერთი ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხი, უბრალოდ, მისი გაჟღერება კიდევ უფრო შეაშინებდა და ეს არ უნდა დამეშვა. ამიტომ ჩუმად ვიდექი.
- იმიტომ, რომ არ გინდა წასვლა, - ვთქვი მერე მტკიცედ. გაეცინა. უფრო სწორედ, შემთხვევით გაეცინა.
- უკაცრავად? - ტონიც შესაბამისი ჰქონდა.
- ჰო, რა გაგიკვირდა? არ გინდა, რომ წახვიდე. არ გინდა, რომ დამტოვო.
არაფერი უთქვამს ისე გაბრუნდა და წავიდა. დავეწიე და წინ გადავუდექი.
- გამატარეთ, - გაიწია, მაგრამ ისევ გადავუღობე გზა.
- არა, - ხელები გადავაჯვარედინე.
- ვიყვირებ, - პირველი ნაბიჯი პანიკისკენ.
- იყვირე, - კოსმიურად მშვიდი ვიყავი.
- ავადმყოფი ხართ.
- იყვირე, იყვირე. რატომ არ ყვირი?
გაჩუმდა. მე გავაგრძელე:
- უზომაწონოდ მინდა, რომ იყვირო. აი ახლა, შუა ქუჩაში იდგე და გაჰკიოდე. ჯერჯერობით ეს ყვირილიც გვეყოფა. დანარჩენზე მერე შევთანხმდებით.
შეცბა. რაღაც დაიჭირა. ჰო, პრინციპში ის დაიჭირა, რაც უნდა დაეჭირა. ისევ დაფაცურდა და შეეცადა, დამსხლტომოდა. ეგონა, გამოუვიდა, მაგრამ ისევ დავიჭირე. ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან და მისი აჩქარებული გულისცემა და არეული სუნთქვა პირდაპირ სახეზე მცემდა.
- ღირსი არ ხარ, რომ გაკოცო, ემა, - ჩუმად დავილაპარაკე პირდაპირ მის ტუჩებთან. არადა, ვერც ხვდებოდა, ისე ვდუღდი შიგნიდან. ისევ შეეშინდა, მაგრამ რაღაც სხვაც დავინახე მაშინ. ოდნავ, სულ ოდნავ გამკრთალი ინტრიგა თვალებში. მერე გავაგრძელე: - დაგბურძგლა, არა?
ორი თითის ზურგი ჩამოვუსვი ლოყაზე, მერე ყელზე. აკანკალდა.
- ვინ ხართ? - მკითხა ათრთოლებული ხმით.
- ყველაფერი ვარ, ემა. სულ ყველაფერი.


3
გაჩუმდა. გაჩუმდა და გავუშვი. ისევ მის სახლთან გავათენე ღამე. დილით კორპუსიდან ვიღაც გოგოსთან ერთად გამოვიდა. დაბნეულმა მიმიოხედა აქეთ-იქით. მაშინვე წინ ავესვეტე. უცნობ გოგონას გაოცება გამოეხატა სახეზე. ემა გაბრაზდა.
- დილამშვიდობისა, ძვირფასო.
- როდის უნდა შემეშვათ? - მითხრა და მომეჩვენა, რომ საშინლად დაღლილი ხმა ჰქონდა.
- რატომ უნდა შეგეშვა?
- რას ნიშნავს, რატომ უნდა შემეშვათ?
- თხლად გაცვია დღეს, ემა. შეგცივდება.
ვეღარაფერი მითხრა. მეგობარს მიმართა, წავიდეთო და ზურგი მაქცია. ცუდ ხასიათზე იყო იმ დღეს.
- ვინ არის ეს კაცი, ემა? - მომესმა მეგობრის ხმა.
- არ ვიცი, აიდა, - უპასუხა ემამ და მომეჩვენა, რომ შეაჟრჟოლა.
- რა უნდა?
- არც ეგ ვიცი.
მერე ზედმეტად დამშორდნენ იმისათვის, რომ რამე გამეგო.
ისევ დავესწარი მის რეპეტიციას. ისევ იდიოტიზმის განსახიერება იყო ფრანსუა. ისევ საშინლად თამაშობდნენ კოცნის სცენას. ისევ ჩხუბობდა რეჟისორი და ემა კიდევ უფრო მეტად დაიღალა იმ დღეს.
„მიყვარხარ, ემა“ - გამომაფხიზლა იდიოტის ხმამ და მთელი სხეული დამეჭიმა.
- გამოთაყვანებულო! - იღრიალა რეჟისორმა.
- მაპატიე, ბენჟამინ... - თავზე ხელები გადაისვა ფრანსუამ და სცენაზე აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
- ჯანდაბა, დუეინ. ჯანდაბა! თქვენი ურთიერთობები სცენის გარეთ გაარკვიეთ. დასამთავრებელი გვაქვს ეს სპექტაკლი. რა ვერ შეიგნეთ? რამ დაგაჩლუნგათ მართლა, რამ? ტექსტი ვერ გისწავლიათ, რომელ პერფორმანსზეა ლაპარაკი? ემა, რა გჭირს?
- რა მჭირს, მისიე?
- ცვილის ფიგურა ხარ. აი, რა გჭირს. წაეთრიეთ ახლა სახლებში ყველანი და ხვალიდან ცოტა აზრზე მოდით, თორემ სცენის ცალი თვალით ნახვასაც ვერ ეღირსებით, - შეიკურთხა ბენჟამინმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა დარბაზი.
ემა რამდენიმე წამს თვალდახუჭული იდგა სცენაზე. მერე კულისებისკენ დაიძრა, როცა იდიოტის ხმამ შეაჩერა.
- ემა... - წარმოთქვა მან გაუბედავად.
- ახლა არა, დუეინ, - შემოუბრუნებლად თქვა ემამ.
- არა, ემა. ახლა უნდა გითხრა.
- რა ხდება?
- ემა, ლამისაა გავგიჟდე უკვე.
- რატომ?
- შენ გამო, ემა.
- დუეინ, ძალინ გთხოვ.
- ამდენი ხანია, გიცნობ. ემა, ემა... ემა, ვგიჟდები შენზე.
აფეთქებამდე ნახევარ ნაბიჯზე ნაკლები მაკლდა. ცოტაც, სულ ცოტაც და იმ გამოქლიავებულისგან ერთი ნამცეციც კი არ დარჩებოდა.
- ძალიან ვწუხვარ, დუეინ, - თქვა ემამ და წყალდასხმული ნახშირის ხმა ისე ცხადად გავიგე, სადღაც ორთქლიც კი მომეჩვენა. ემა კულისებში გაუჩინარდა.
იმ დღესაც მივყევი თეატრიდან სახლამდე, მაგრამ არაფერი მითქვამს. დარწმუნებული ვარ, იცოდა, რომ მასთან ერთად მივდიოდი. განადგურებული მეჩვენებოდა და სხვისი უბედურებით სარგებლობა ჩემი სტილი არასოდეს ყოფილა. გვიან ღამით ისევ გამოვიდა სახლიდან. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გავყევი. სადღაც ბარში შევიდა და ხალხმრავალ მაგიდას მიუჯდა. როგორც მივხვდი, ერთ-ერთის დაბადების დღე იყო. ბარის დახლთან მოვკალათდი და იქიდან ვუყურებდი ემას. ისე იღმოდა, თითქოს ეს ღიმილი სპეციალურად ასეთი დღეებისთვის ჰქონოდა შეკერილი. სვამდა. იმაზე მეტს სვამდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, რომ დალევდა. გვიანი იყო, ბარიდან რომ გავიდნენ. ვიღაცამ სახლამდე მიცილება შესთავაზა. ემამ უარი უთხრა და ფეხით დაადგა გზას.
- რატომ დალიე ამდენი, ემა? - გვერდზე ამოვუდექი. ოდნავ შეკრთა. ძველებურად აღარ შეშინებია, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, სასმლის ბრალი რომ იყო ყველაფერი.
- რატომ გგონიათ, რომ ეს თქვენ გეხებათ? - მითხრა და ამღვრეული თვალებით შემომხედა.
- ემა, საყვარელო, აქამდე თუ ვერ მიხვდი, ახლა გეტყვი, რომ შენთან დაკავშირებული ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მეხება. ყველა ნერვზე - თანაბრად.
- შემეშვით, რა... - ოდნავ წაბორძიკდა. ხელი ჩავავლე იდაყვში, რომ არ წაქცეულიყო და შევამჩნიე, უარესად როგორ აირია. მთვრალზეც კი ვახდენდი მასზე ზემოქმედებას!
- არ გამოვა.
- იცით, რომ ეს დანაშაულია? ხელი გამიშვით...
- რა არის დანაშაული? - მართობდა მისი სითამამე.
- ადამიანს აეკიდეთ. ავიწროვებთ, აშინებთ...
- აჰ, გეშინია? - გავიკვირვე მე.
- არა, არა. მე კი არ მეშინია, მაგრამ... - ბოდვა დაიწყო. ისეთი სასაცილო იყო და ისეთი მიმზიდველი მაშინ...
უცებ ხელები მოვხვიე. გვიან გაიაზრა, ჩემს მკლავებში რომ იყო, კიდევ განაგრძნობდა უმიზნოდ ლაპარაკს.
- თვალები დახუჭე, ემა, - ვუთხარი წყნარად.
- არ მინდა, - რა თქმა უნდა, შემეწინააღმდეგა.
- ემა, თვალები დახუჭე, - ოდნავ უფრო მკაცრად გავუმეორე.
- არ მინდა, დამანებეთ თავი.
- დახუჭე თვალები, თორემ გაკოცებ, ემა, - მაშინვე დახუჭა თვალები, თანაც ძალიან ძალიან მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. საშინელი სიცილი ამიტყდა, - ასე არა, ემა. ჩვეულებრივად დახუჭე თვალები.
ისე უცებ გაახილა ორივე თვალი, თითქოს უზომო შეურაცხყოფა მიმეყენებინოს.
- შემეშვით. ავადმყოფი ხართ. ნამდვილი ავადმყოფი, - დაიწყო ისევ და ახვანცალდა. იცოდა, არაფერი გამოუვიდოდა და მაინც არ ჩერდებოდა.
- ემა, მაიძულებ, გაკოცო.
- არ გაბედოთ! - მითხრა მკაცრად.
- მაშინ დახუჭე თვალები.
ფრთხილად დახუჭა თვალები და უცებ ისე მოეშვა, მეგონა დაეძინა. ცერები გადავატარე წარბებზე. მერე ქუთუთოებზე. მაშინ შევამჩნიე, მაკიაჟი არ ჰქონდა. მკრთალი ჭორფლები ეყარა ოდნავ სახეზე. ისევ აკანკალდა. ვიგრძენი, რომ თავს შეკავება უფრო მიძნელდებოდა, მაგრამ ეს მომენტი არ უნდა დამეკარგა. მერე ორი თითი ამოვატარე უღონოდ დაშვებულ მარჯვენაზე და ვიგრძენი, როგორ შეაჟრჟოლა. ვერ! ვერ შევიკავე თავი და ტუჩები მივადე თეთრ, გრძელ ყელზე. ოდნავ ამოიხვნეშა. არ უნდოდა, მაგრამ ვერ მოთოკა თავი. იმ დღისთვის საკმარისი იყო. თვალები არ გაუხელია, ისე მოვცილდი და ზურგი ვაქციე. ცოტა ხანში გავხედე და დავინახე სწრაფი, არეული ნაბიჯებით როგორ მიდიოდა სხვა მხარეს.
- ემა, შენი სახლი აქეთაა, - გავძახე შორიდან და გაჩერდა. შემოტრიალდა. ზურგი ვაქციე. ვიცოდი, რომ შერცხვებოდა, რომ დავენახე. განათების ბოძებს გასცდა და სიბნელეში, კედელ-კედელ გაუყვა სახლისკენ გზას.

4
კიდევ რამდენიმე დღე ვიყავი მისი ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი. მხედავდა ყოველ დილით, თუმცა არ ველაპარაკებოდი. ვესწრებოდი მის რეპეტიციებს. ვუსმენდი ამაზრზენ რეჟისორს და საშინელ დუეინს. მე და ემას კონტაქტი ნაკლებად გვქონდა. ჯერ კიდევ პატარა წიკვინა გოგო იყო, რომელსაც ყოველ შეხებაზე პანიკა ეწყებოდა. ნორმალურად არც კი მელაპარაკებოდა. არადა, ერთი სული მქონდა, მთლიანად შემეგრძნო. დავიზეპირე გზა მისი სახლიდან თეატრამდე. იქიდან ზოგჯერ მეგობართან მიდიოდა. არაფერი განსაკუთრებული.
რაღაც უნდა შეცვლილიყო, ვგრძნობდი და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ გავმქრალიყავი ემას თვალთახედვის არიდან. რა თქმა უნდა, ყოველ დღე ისევ ვადევნებდი თვალს, მაგრამ თვითონ ვერ მხედავდა. მეძებდა. ყოველ დილით მეძებდა. დარბაზის ყველა კუთხეში მეძებდა. მისი ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად მიდიოდა. ორ კვირაში პრემიერის დღე დანიშნეს.
რა თქმა უნდა, დარბაზში ვიჯექი და ვუყურებდი სპექტაკლს, რომელიც უკვე თითქმის ზეპირად ვიცოდი. არ მომწონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონდა. არც ემას მოსწონდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ემამ სცენა დატოვა. კოცნის ეპიზოდი ახლოვდებოდა.
- მოგენატრე? - ზურგიდან მივუახლოვდი ბნელ კულისებში ემას და ყურთან დავიჩურჩულე. შეცბუნებული შეხტა, - როდემდე უნდა გეშინოდეს ჩემი, ემა?
- აქ რას აკეთებთ? - ისე იკითხა, ჩემკენ არ მოტრიალებულა.
- კარგი რა...
- დატოვეთ აქაურობა. ახლავე!
- გეგონა, დაგტოვებდი არა? როგორ გაფაციცებით მეძებდი... თუმცა ამაზე სხვა დროს. ახლა საქმე მაქვს. ემა მისმინე, - ვუთხარი და ტუჩები ყელთან უფრო ახლოს მივუტანე, - უნდა აკოცო. იცი, როგორ უნდა აკოცო? - გრძელი კაბა მარჯვენა ხელით მაღლა ავუწიე, - ისე, რომ გონს ვერ მოვიდეს... - აკანკალებულ სხეულს ვგრძნობდი და ვაგრძელებდი ყელთან ჩურჩულს, - ისე, რომ მოუნდეს, იქვე შემოგახიოს ტანსაცმელი, - უკვე ვკოცნიდი, - ისე, რომ ბენჟამინსაც კი აუდგეს, ემა! გესმის?
მის დახორკლილ ყელზე ჩემი კოცნის სველ კვალს ვამჩნევდი და ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, იქვე დამემთავრებინა დაწყებული, მაგრამ არ შეიძლებოდა. ხელებს უკვე თეძოებზე ვამოძრავებდი და მისი თავშეკავებული კვნესა გონებას მიბინდავდა.
- ჰო, მართალია, ნამდვილი გამოთაყვანებულია ეს შენი დუეინი, მაგრამ სცენა უნდა დადგა! უნდა გააგიჟო. ყველა უნდა გააგიჟო! ისე უნდა აკოცო, - ვამბობდი პირდაპირ მის ტუჩებთან და ხელები ახლა კისერზე მქონდა შემოხვეული, - მთელი სპექტაკლი სხვა ვერაფერზე იფიქროს. ჭკუიდან უნდა შეიშალოს. ისიც, ბენჟამინიც, მეც და კიდევ ყველა ვინც ამ სისულელეს ახლა დარბაზიდან უყურებს. მთელი სპექტაკლიდან ეს სცენა უნდა დაამახსოვრდეს ყველას, ემა. თითოეულის ყველაზე მძაფრ სექსუალურ ფანტაზიაში უნდა ჩაიჭედოს ეს კოცნა, - მთელ სახეს და ყელს ვუკოცნიდი, ის კი არეულად სუნთქავდა და ცდილობდა, რეფლექსების დონეზე ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია. მე ვაგრძელებდი:
- ვერც კი წარმოიდგენ, როგორც მეზიზღება ეს ბიჭი და როგორ არ მემეტება ახლა ეს ემოცია მისთვის, მაგრამ იმ გრძნობით უნდა აკოცო, ახლა რომ გაიჟღინთე, ემა. გააკეთე ეს საკუთარი თავისთვის და მეტი არავისთვის. შენი გასვლის დროა.
გავიდა და ზუსტად ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რაღაც ენით აუწერელმა შემიპყრო. მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა, როცა მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. მაშინ ვინანე, რაც გავაკეთე. ჯობდა, ისევ ისეთი ცარიელი ყოფილიყო ეს სცენა. უაზრობამდე ცარიელი. მე ეს არ უნდა მენახა. არ უნდა გამეკეთებინა. აუტანელი იყო, მაგრამ თვალმოუშორებლად ვუყურებდი ყველაზე ვნებიან კოცნას, რომელიც კი ამ სცენას უნახავს და ვბრაზდებოდი მთელ სამყაროზე, საკუთარი თავის ჩათვლით. მინდოდა, ხელიდან გამომეგლიჯა ემა იმ უბადრუკი დუეინისთვის. მინდოდა, მხოლოდ მე და მას გვეარსება მთლიანად გადამწვარ დედამიწაზე და მეტს არავის.
უზომოდ დიდმა აპლოდისმენტემა გამომაფხიზლა. დაჰიპნოზებული თვალებით იყურებოდა ყველა დარბაზში მჯდომი დეგენერატი. ერექცია ისე პირდაპირ ერეკლებოდათ მამაკაცებს თვალებში, ოდნავ სიბრალულიც ვიგრძენი მათ გამო. დავწყნარდი. გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო. ზუსტად ის.
სპექტაკლის შემდეგ დარბაზში, ახლა უკვე ჩვეულ ადგილას ვიჯექი და ვისმენდი, ბენჟამინი როგორ ელაპარაკებოდა ემას და დუეინს:
- საზიზღრობა იყო მთელი სპექტრაკლი, მაგრამ კოცნა იყო საოცარი, - ემა არაფერს ამბობდა, - მართლა. არ მოველოდი ამდენს. ეს კოცნა რომ არა, სრული კატასტროფა დაიდებოდა. პრინციპში, მეტის ღირსები არც ხართ.
- კარგი, რა, ბენჟამინ, - დაიწუწუნა დუეინმა და მაშინ მომინდა, ვინმეს პირდაპირ პირში მიეცა. უბრალოდ, ყოველგვარი სექსუალური კონტაქტის გარეშე, ღრმად, რომ ოდნავ, სულ ოდნავ წაიხრჩოს.
ემა სცენიდან გავიდა. თეატრის უკანა გასასვლელთან დავხვდი. შემომხედა, არაფერი უთქვამს ისე გაუყვა გზას. გავყევი.
- რატომ გააკეთეთ ეს? - იკითხა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- აუცილებლად უნდა აგიხსნა? - გაჩუმდა, - კარგი იყო, ემა.
- ნაგავი იყო.
- კოცნაზე გეუბნები.
- არ ვიცი...
- ემა, შენ შეგიძლია, კარგი მსახიობი იყო. ამ სანაგვეში რატომ ჩერდები, არ მესმის.
- რა გინდათ ჩემგან? - შემომხედა.
- შეგეშინდება, რომ გითხრა.
- ისედაც მეშინია.
- ესე იგი, იცი, რაც მინდა.
- და თუ მე არ მინდა?
- დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა?
- დარწმუნებული ვარ, - მითხრა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
- სულელო პატარა... თვითონვე გაყიდე თავი.
- რა? - ერთიანად დაეკარგა ხმა.
- ზედმეტად ბევრი იფიქრე, ძვირფასო. ზედმეტად ბევრი.
- შემეშვით, რა...
- ვერ.
მის სახლს მივუახლოვდით. დაუმშვიდობებლად წავიდა კორპუსისკენ. დავუძახე, გამოიხედა და პატარა, შეფუთული ყუთი ვესროლე.
- ეს რა არის? - მკითხა და ყუთს დახედა.
- წარმატებულ პრემიერას გილოცავ. ყვავილებს ხომ არ გაჩუქებდი... სახლში რომ ახვალ, მაშინ გახსენი.
შებრუნდა. ისევ დავუძახე:
- ემა...
- რა გინდათ?
მივუხლოვდი და ტუჩებზე ცერა თითი ძალიან ძლიერად გადავუსვი. მერე შუბლზე ვაკოცე და არაფერი მითქვამს, ისე წამოვედი.

5
- ღმერთო ჩემო! ღმერთო, ნამდვილი არანორმალური ხართ. საერთოდ როგორ ბედავთ და მელაპარაკებით?! - მითხრა მეორე დილით აღშფოთებულმა ემამ, როცა მისი კორპუსის წინ მდგომს გიჟივით მომვარდა.
- დილამშვიდობისა. გმადლობთ, კარგად. შენ როგორ ხარ, ემა? - სიამოვნების ტალღამ დამიარა მთელ სხეულში მისი ბრაზით ანთებული თვალების დანახვისას.
- რომ იცოდეთ, ეს შეურაცხყოფაა.
- უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- ზედმეტი მოგდით.
- კაარგი, რა, ემა... კარგი, რა, - მოჩვენებითი სიბრაზით ჩავილაპარაკე მე და ხელები მოვხვიე.
- ნუ მეხებით! - წამოიყვირა და უკან გახტა.
- ემა, დამშვიდდები, თუ როგორ მოვიქცეთ?
- არანაირი „თ“ არ არსებობს.
- ჯანდაბა, ემა. პრეზერვატივი იყო, დილდო ხომ არა, რამ გადაგრია?
დავინახე, როგორ მოენგრა სახე გაოგნებისგან და პირი დააღო.
- თქვენ.. თქვენ.. ანუ.. როგორ. მოიცა? ანუ...
- ემა, ახლა თუ არ გაჩერდები, გაკოცებ.
ისე მინდოდა მაშინ მისი გაგუდვამდე კოცნა... იქამდე, სანამ მთელ ჰაერს არ ამოვტუმბავდი. მინდოდა, სულ ჩემი ყოფილიყო. საშინლად მინდოდა. არანორმალურად უშნო იყო და თან აუტანლად ლამაზი იყო, საოცრად არასექსუალური და თან სასწაულად მიმზიდველი. კანზე ისეთი სუფთა სურნელი ჰქონდა, თავს უაზროდ დამნაშავედაც კი ვგრძნობდი, რომ ამ სისუფთავეს ვისუნთქავდი, მაგრამ, ამავე დროს, მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. თავად ემასთვის მინდოდა თავისი თავი წამერთმია. მინდოდა, მხოლოდ ჩემში ეარსება. მხოლოდ ჩემთვის. არ მინდოდა, სხვებს დაენახათ, სხვებს გაეგონათ მისი ხმა. მეშინოდა და ვბრაზდებოდი. მაშინ, როცა ჩემ წინ იდგა და იმაზე გაბრაზებული იყო, ვიდრე პირველ დღეს, ყველაზე მეტად მინდოდა... მინდოდა მთელი არსებით, ყველა უჯრედით ცალ-ცალკე და ერთად. ის კი აგრძელებდა ჩხუბს. აგრძელებდა და არ ამთავრებდა.
- ემა, ვერ გაიგე, რა გითხარი?
- თვალით არ დამენახოთ. გიმეორებთ, თვალით არ დამენახოთ, - დამიმარცვლა ბოლო წინადადება.
წავიდა. იცოდა, რომ არ დავანებებდი თავს. ვერ დავანებებდი, მაგრამ მაშინ შევეშვი. არ ჰქონდა აზრი არაფრის გაკეთებას მაშინ და ზედმეტი მოქმედების არც თავი მქონდა და არც სურვილი.
იმ საღამოს მერიდიტი ჩამოვიდა. მერიდიტი ჩემი და ჟაკლინის ძალიან ახლო მეგობარი იყო.
- ისევ უზომოდ სიმპატიური ხარ, შე ნაგავო... - მითხრა და ტუჩებში მაკოცა.
- როგორ ხარ, მერი? - გადავეხვიე და პალტო გავხადე.
- ჟერარდს დავშორდი, - გამომიცხადა და სავარძელში ჩაეშვა.
- როდის გეუბნებოდი მე ეგ ჟერარდი ნაბი*ვარია-მეთქი?
- ჰო, მეუბნებოდი, მეუბნებოდი, მაგრამ.... - დაიწყო და მერე უცებ გაჩერდა, - მოოიცა! ეს ვინ არის?
- ვინ ვინ არის?
- რამდენი ნახატია, ჟაკ...
- ჰო, - ამოვისუნთქე და კედლებს შევხედე.
- არ შემშალო, ჟაკ, და არ მითხრა, რომ ეს... - წამოდგა და უფრო ახლოს მივიდა ნახატებთან.
- რომ რა, მერი?
- რომ ეს მოცუცქნული გოგო... ღმერთო ჩემო, რა არი ეს, ჟაკ?
- რა გინდა, მერიდიტ?
- ჟაკ, ყველა გოგოში, რომელიც ჟაკლინის მერე გყავდა, ჟაკლინს ეძებდი. ყველა რაღაცით ჰგავდა ჟაკლინს, მაგრამ ეს... ეს რაღაც სხვაა, ჟაკ. ეს რამ მოგაწონა?!
- მერიდიტ...
- თუ არ ვიცი, რას გრძნობ ხოლმე ამ გოგოების მიმართ, მაგრამ... სად იპოვე?
- კაფეში, - ვუპასუხე მოკლედ.
- კარგად ხარ, ჟაკ?
- ბეილისი? - თავი ავარიდე კითხვას და კარადისკენ წავედი. ჩემთვის ვისკი გამოვიღე. მერე ჭიქებში ჩამოვასხი და იქვე დავჯექი სავარძელში.
ვისკის ბოთლი სავარძელთან პატარა მაგიდაზე მედო, ჭიქაში ცოტა მესხა და თვალდახუჭული ვწრუპავდი. კიდევ დავისხი. სიჩუმე იდგა ოთახში და ვიცოდი, რომ მერის რაღაცის თქმა უნდოდა. არ არსებობდა მომენტი, როცა ის თავს შეიკავებდა რამის თქმისგან. მით უმეტეს, ჩემთვის რამის თქმისგან. მესამე ჭიქას რომ ვსვამდი, ვიგრძენი კალთაში როგორ ჩამიჯდა. ფეხები სავერძლის კიდეზე გაშალა.
- იცი, რა არ მესმოდა არასდროს? - მკითხა და ვისკის ბოთლი აიღო ხელში, - რატომ უნდა ისხამდე მხოლოდ ჭიქის მესამედს, თუ აპირებ, რომ სამჯერ გააკეთო იგივე? - ამბობდა და თანდათან მივსებდა ჭიქას ვისკით. ჭიქა გამოვცალე და ვუპასუხე:
- ან რატომ უნდა იყენებდე საერთოდ ჭიქას, თუ მაინც მთელი ბოთლის დალევას აპირებ?შენ გაგიმარჯოს, ემა, - ბოთლი გამოვართვი და მოვიყუდე.
ვსვამდი. ვსვამდი. ვსვამდი გაუჩერებლად და ვგრძნობდი, როგორ მითვალიერებდა მთელ სახეს მერედიტი. გრძელ ფრჩხილებიან ხელებს მისვამდა სახეზე და ცდილობდა, ჩემს თვალებში ჩამძვრალიყო. არ ვაცილებდი თვალს, მაგრამ ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გავძლებდი და ვსვამდი. ნახევარი ბოთლი რომ დავლიე, ძლივს გავუსწორე ამღვრეული თვალები ქალს.
- ხომ არ გინდა, ჟაკ? - მკითხა და ჩემი ქამრის ბალთას წაეტანა. მერი არაჩვეულებრივ მინეტს აკეთებდა.
- არა, მერი, არა...
- მთვრალიც კი არანორმალურად დაჭიმული ხარ, კარგი რა...
ღრმად ამოვისუნთქე. ვერაფერივუპასუხე. მაკოცა. ისე, როგორც ვერავინ მაკოცებდა ვერასდროს. მარტო მე და მერიმ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს კოცნა ჩვენთვის.
- იქამდე არ მოგეშვები, სანამ გათიშვამდე არ მოდუნდები.
- უნდა წავიდე, მერი...
- სად უნდა წახვიდე?
თავით ნახატებზე ვანიშნე. თვალები გადაატრიალა და მკითხა:
- რა ჰქვია ამ გოგოს?
- ემა, - ვუპასუხე და არ ვიცი, რა დაინახა ჩემს თვალებში, მაგრამ რაღაც შეეცვალა მზერაში.
- ასე ვერსად ვერ წახვალ, ჟაკ.
- უნდა ვნახო.
- არა-მეთქი.
პერანგის ღილები შემიხსნა და გამხადა. მეხვეოდა. მკოცნიდა. მკოცნიდა და მინდოდა, წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ვერ ვახერხებდი. სასწაული იყო მერი. არა იმის გამო, რასაც აკეთებდა. არა იმის გამო, როგორც აკეთებდა. არამედ იმიტომ, რომ ჩემს პენისზე მისი ხელების და ტუჩების უზომოდ მსუბუქი და სასიამოვნო მოძრაობა ყველაფერს იწვევდა ჩემში აღგზნების გარდა. ყველაზე მაღლა მდგომი ემოციური კონტაქტი იდო ჩვენს ალერსში.. უფრო სწორად, მის ალერსში. მე იმ წუთას არაფერი არ შემეძლო. არ იყო ეს სექსი. საოცარი, სასწაული, სიგიჟემდე მისული ნუგეში იყო. ჰო, ნუგეში. ვგრძნობდი, როგორ ვითიშებოდი ნელ-ნელა. ვგრძნობდი, თანდათან სიზმრად როგორ აღვიქვამდი მერის მოძრაობას. მერე დაბნელდა.
ლოგინში გამეღვიძა. საათს რომ დავხედე, ექვსი იყო დაწყებული. მერიდიტს მაგიდასთან იჯდა სიბნელეში და თეთრი ღვინით სავსე ჭიქა ედო წინ.
- მერი, რატომ არ გძინავს?
- ჟაკ... ჟაკ, ჟაკლინის ამბავი არ იყო შენი ბრალი, ჟაკ. ამას უბედური შემთხვევა ჰქვია. არ იყო შენი ბრალი, - ტიროდა და ისე აგრძელებდა, - შენ კი დგახარ და ამ ამბის მერე ნაწილ-ნაწილ ინადგურებ თავს. არ შეიძლება ასე. იცოდე, მოგთხოვს. ერთხელაც იქნება, ხომ შეხვდები და ყველაფრისთვის მგოთხოვს პასუხს. არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც შენ აკეთებ. აპატიე თავს, რა... აპატიე. აპატიე ის, რაც არ ჩაგიდენია. აპატიე. დაიწყე თავიდან.
არ მიყურებდა, ისე ლაპარაკობდა:
- ემა კარგი გოგო ჩანს, ჟაკ.
- კარგი გოგოა, - ჩემი ხმა თავადაც მეუცხოვა.
- გაქვს უფლება, ბედნიერი იყო, ჟაკ.
- არ შემიძლია, მერი.
- უნდა შეძლო. უნდა შეძლო. უნდა იგრძნო რაღაც. ძალიან დიდი უნდა იგრძნო.
- არ მინდა.
- იცი, რა? - შემობრუნდა, - გრძნობ უკვე.
- რა? - პირდაპირ უროდ მომხვდა თავში მისი სიტყვები.
- ჰო, გრძნობ. არც ერთი გოგოს ამდენი ნახატი არ მინახავს ამ სახლში, ჟაკ. არც ერთის სახელის ხსენებაზე არ მინახავს შენს თვალებში ის, რაც წუხელ ვნახე. არც ერთხელ ასე არ გამჭირვებია ის, რაც გუშინ გავაკეთე.
- ჩვეულებრივი ინტერესია, მერიდიტ...
გაეცინა. ჭიქა გამოცალა. მერე წამოდგა და პალტო ჩაიცვა.
- სად მიდიხარ? - ვკითხე და უფრო ახლოს მივედი.
- მოვალ გვიან.
- ისე არ წახვიდე, რა...
- არა. მოვალ.
წავიდა. წავიდა და ვერაფრით მოვიშორე მისი ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა. არ შემეძლო დაჯერება. არ მინდოდა. არ მინდოდა, რამე გრძნობის მსგავსი მქონოდა. ემაც ჩვეულებრივი, რიგითი გოგო იყო, რომელთან სექსიც უბრალოდ იმაზე მეტად მინდოდა, ვიდრე სხვა გოგოებთან.
რომ გამოვფხიზლდი, ფურცელზე ემას თვალები ეხატა.
საღამოს ემასთან მივედი, მაგრამ სახლში არ დამხვდა. იქვე, მის კარებთან კიბეებზე ჩამოვჯექი. დაახლოებით ერთ საათში გავიგონე კიბეებზე მისი ხმა. ვიღაცასთან ერთად მოდიოდა. შევამჩნიე, როგორ შეცბა ჩემს დანახვაზე ისიც და მისი მეგობარიც. ისევ ის იყო - აიდა. ისე დაემშვიდობნენ ერთმანეთს, თითქოს საერთოდ არ აპირებდა აიდა მასთან შემოსვლას. ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. ისევ გამეცინა მის დაბნეულობაზე.
- გამარჯობა, ემა.
არაფერი მიპასუხა, ისე გააღო სახლის კარი. ავდექი და შევყევი.
- შემომიშვებ? - ვკითხე და კარის ჩარჩოს დავეყრდენი.
- მობრძანდით, - იყო მისი პასუხი. დაღლილი მეჩვენა.
საკუთარ სახლში უცხოდ გრძნობდა თავს. ესეც ჩემი ბრალი იყო და ესეც მართობდა. ზურგიდან მივუახლოვდი და მანტო გავხადე. სახლში თბილოდა, მაგრამ მას მაინც აკანკალებდა. მოკლე თმა მხრებზე ეყარა. ორივე ხელში მოვიგროვე თმა და ზურგზე გადმოვუყარე. კისერზე შევეხე. უცებ ამოიკვნესა. „ცივი ხელები მაქვს, მაპატიე“ ვუთხარი და თითები ახლა თმებში შევუცურე.
- როგორ ხარ, ემა? - ვკითხე. რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. ახლა თბილი ჟაკეტი გავხადე ფრთხილად. უძრავად იდგა, მაგრამ აჩქარებით სუნთქავდა.
- მითხარი, ემა, ვისზე ფიქრობ მასტურბირების დროს? მითხარი, ვისი ხელი იქცევა შენს პატარა ხელად ღამით... - შეცბა, თითქოს შერცხვა, - არა, ძვირფასო, მასტურბაციაში არც ცუდია რამე და, მით უმეტეს, არც სამარცხვინო. ყველა აკეთებს ამას. ჰოდა, მითხარი... ვის მოფერებას წამოიდგენ ხოლმე?
არაფერს ამბობდა. მე უკვე მაისურს ვხდიდი და ჩემ წინაშე ახლა ჯინსის შარვლით და ბიუსჰალტერით იდგა. კედებზე შევხსენი თასმები და ფრთხილად გავხადე. არ შემწინააღმდეგებია. გამეცინა. ისევ გამეცინა.
- ნახე, - ვუთხარი და უკნიდან მუცელზე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შევახე ორივე ხელი, მუცელი შეეკუმშა, - გახსოვს? ეს ადგილი... შენი ბავშვობის, პირველი, სულ პირველი ეროგენული ზონაა. როცა პატარა იყავი, ეფერებოდი ხოლმე და გეღუტუნებოდა, ოდნავ გტკიოდა კიდეც. ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ არ ეშვებოდი. ისევ, ისევ აგრძელებდი და ზოგჯერ გსიამოვნებდა... შენი პირველი კაიფი იყო. აი მაშინ, როცა შენ და შენი მეგობარი თქვენს პატარა, ნორჩ მეგობრებს აჩვენებდით ერთმანეთს შენს საძინებელში. ვინ იყო, ემა, ის, ვისი პენისიც პირველად ნახე ცხოვრებაში? მართალია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მაგრამ...
- დუეინი, - მოულოდნელად გამაწყვეტინა ემამ.
- რა თქვი?
- რა იქნება, თუ გეტყვით, რომ დუეინი იყო ეს ადამიანი?
- არ არსებობს, ემა! - ვეუბნებოდი და უკვე შარვლის ღილებს ვუხსნიდი. მთლიანად ხურდა, - არ არსებობს. გამორიცხულია. შენ დუეინთან სექსი არასდროს გენდომება, ემა. იმ ადამიანთან კი, - შარვლის ცალი ტოტი გამოვაცალე, - ქვეცნობიერად ყოველთვის, ყოველთვის გენდომება სექსი.
გაჩერდა. ახლა ერთადერთი, რაც ეცვა, საცვალი იყო. ძალიან ლამაზი, პატარა მკერდი ჰქონდა. არასდროს მიყვარდა დიდმკერდიანი ქალები, თუმცა ეს მეორე უკიდურესობა იყო. ძალიან ფრთხილად გავხადე საცვალიც და ახლა მთლად დედიშობილა იდგა ჩემ წინ.
- მითხარი, - ვამბობდი და გარს ვუვლიდი, - როგორია ახლა ის ბიჭი?
- არ ვიცი, - თქვა ჩურჩულით.
- კარგი, როგორი წარმოგიდგენია?
- არ ვიცი.
- კარგი, რა, ემა... არ მითხრა, რომ არასდროს წარმოგიდგენია, როგორი იქნებოდა მისი პაწაწინა პენისი ახლა... როგორი იქნებოდა მასთან სექსი... კარგი ტუჩები ჰქონდა?
- ძალიან, - ამოთქვა და რაღაც სურვილისმაგვარი დავიჭირე მის ხმაში.
- კიდევ რა ჰქონდა კარგი? - ვეუბნებოდი და ვკოცნიდი ყელზე.
- ხელები.
- კიდევ?
- თვალებიც.
- გიყვარდა?
- ჰო.
- ხომ გინდა მასთან სექსი?
- მინდა.
- სად არის ახლა?
- სხვაგან.
- მკვდარია.
- არა.
- მაშინ, გექნება.
- ადამი ერქვა. სანამ აქ გადმოვიდოდით, ჩვენ მეზობლად ცხოვრობდნენ.
ზურგსუკან ვედექი და ისე ვლაპარაკობდით. ხერხემლის პირველივე ამობერილ მალაზე ვაკოცე ძალიან, ძალიან ძლიერად და მისი სურნელი შევისუნთქე.
თვითონაც არ მახსოვს, როგორ წამოვედი იქიდან.

6

ჩემი რაღაც ნაწილი დავტოვე ემასთან და მაშინ პირველად შემეშინდა საკუთარი თავის. მინდოდა მიბრუნება. უზომოდ მინდოდა მიბრუნება. მინდოდა, სიტყვის უთქმელად გამხდარიყო ჩემი და ვიცოდი, გახდებოდა კიდეც, მაგრამ ეს მას სიამოვნებას არ მიანიჭებდა და ეს აზრი მაფერხებდა. აზრი, რომელსაც აქამდე არასდროს დავუბრკოლებივარ. ჩემი სურვილი ყოველთვის მოქმედების ერთადერთი მოტივატორი იყო. ახლა რაღაც სხვა ხდებოდა. გავჩერდი. გავჩერდი, მაგრამ ვერ მივტრიალდი. ვერაფრით მივბრუნდი უკან.
სახლში მისულმა ისევ ვისკი დავისხი და სავარძელში ჩავჯექი. ხელზე შეხებამ გამომაფხიზლა. მერი იყო.
- აღარ დალიო, - მითხრა მშვიდად.
- კარგი, რა, მერი.
- არ დალიო.
- კარგი.
უნდა გამეკეთებინა ეს. უნდა გამეკეთებინა.
- მერიდიტ, - დავუძახე ფრთხილად, - რაღაც უნდა გთხოვო...
- რა ხდება, ჟაკ?
- უნდა დამეხმარო...
- როგორ?
- იცი შენ, მერი.
- ემას?
- ემას.
- ნორმალური ხარ, ჟაკ?
- არა, მერი.
- შენც?
- არა, მხოლოდ თქვენ ორნი.
- არ არსებობს! - გაიკვირვა მერიმ.
- არა, მერიდიტ, ჯერ ვერა.
- ჟაკ!
- ჰო, მერი...
- რატომ უფრთხილდები?
- არ ვიცი.
- მე ვიცი. კარგი. როდის?
- ამაღამ.
- დაგთანხმდება?
- აუცილებლად.
საღამოს უკვე ემას კარზე ვრეკავდი ზარს და ვგრძნობდი ხელები როგორ მიოფლიანდებოდა. დიდხანს არ აღებდა კარებს. შეუძლებელი იყო, სახლში არ ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლში უნდა ყოფილიყო მაშინ.
გააღო. გვიან, მაგრამ გააღო.
- გამარჯობა, ემა, - ვუთხარი და შეუხედავად ვიგრძენი, როგორ გაიღიმა მერიმ. ემას არაფერი უთქვამს, ისე მოაჯახუნა კარები.
კიდევ დიდხანს ვრეკავდი ზარს. არაფრით არ გააღო.
- ემა, გააღე კარი, ემა.იცოდე, არ წავალ, სანამ არ გააღებ.
სისხლი ტვინში მასხამდა. საშინელებას ვგრძნობდი. მაშინ მერჩივნა, ავფეთქებულიყავი და ნაწილებად დავშლილიყავი, ოღონდ ეს არ ამეტანა. სანამ ხელი არ დამისისხლიანდა, ვერ მივხვდი, რომ კედელს მუშტს ვურტყამდი. მერი იდგა და ხმას არ იღებდა. მიყურებდა ჩუმად მიყურებდა და არაფერს ამბობდა. აზრზე რომ მოვედი, ხელიდან სისხლი მდიოდა და ღრმად ვსუნთქავდი. შუბლით ცივ კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა. კარში, პატარა, გაფითრებული ემა იდგა. თმა სველი ჰქონდა, პირი ოდნავ დაეღო და თვალებში მიყურებდა. ხელები კანკალით მივუტანე სახესთან. ვერ შევეხე. ვერ გავბედე. მერე ნელა დავიხარე და ხალათის ქვეშ, მოშიშვლებულ მხარზე ვაკოცე.
- ემა, უნდა შემოვიდეთ, - ვიღაცამ იჩურჩულა ჩემში. ემა გაიწია და გზა დაგვითმო.
- ემა, არა? - გაისმა მერის ხმა. დავინახე, როგორ მიუახლოვდა და თმა ყურსუკან გადაუწია. თვითონ პალტო უკვე გაეხადა, - ემა, მითხარი, რა უქენი ამ ნაბი*ვარს? - ემა, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებდა.
რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო იქ. ვგრძნობდი. როცა საქმეში მერიდიტი იყო ჩართული, სასწაული უნდა მომხდარიყო.
- ემა, შენს ცხოვრებაში ყველაზე უცხო რა მომხდარა? - ამბობდა და კაბას იხდიდა მერიდიტი.
- თქვენ ვინ ხართ? - იკითხა ემამ.
- სასწრაფო დახმარება... - უპასუხა მერიმ. გამეღიმა.
- რა გინდათ? - დაბნეული იყო ემა. ვგიჟდებოდი ასეთ ემაზე. ხელი აღარ მტკიოდა.
- მე არაფერი, პატარა, საყვარელო ემა, - თქვა მერიმ ღიმილიანი ხმით და ხალათის ქამარი გაუხსნა ემას. მთლიანად შიშველი იყო.
აკოცა. ტუჩებში აკოცა და დენმა დამიარა ტანში. შორიდანაც დავინახე, როგორ შეცბა ემა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მალევე მოშორდა მერიდიტი და ჩურჩულით უთხრა:
- ასე ჟაკს არასოდეს აკოცო.
თავი ძლივს შევიკავე, რომ სიცილი არ წამსკდომოდა. როგორ მინდოდა, მაშინ ემას თვალები დამენახა, მაგრამ ზედმეტად შორს იყო და ოთახშიც ზედმეტად ბნელოდა. ლოგინზე დაწვნენ. აი, ასე, მარტივად. უსიტყვოდ მიყვებოდა ემა. მეც ვგრძნობდი და მერიდიტიც, რომ ეშინოდა, მაგრამ ასეთი იყო მერი. უარს ვერავინ ეუბნებოდა. დიდხანს ეფერებოდა თმაზე. პატარა ბავშვივით, მხოლოდ თმაზე ეფერებოდა. მერე ენა აუსვა ყელზე. ალბათ, კანი დაეხორკლებოდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე. ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა. დაჭიმული იწვა ემა, თითქოს მთელი სხეული ზამბარის ჰქონოდა. მუშტები ჰქონდა შეკრული. ფრთხილად ჩააცურა მერიმ ხელები ქვემოთ და გააშლევინა მუშტები. მერიმ იცოდა, რასაც აკეთებდა. ნამდვილად იცოდა. კოცნიდა ნიკაპზე, ყელზე, ყურის ბიბილოზე... ყველგან. ემას ჯერ კიდევ გახელილი ჰქონდა თვალები. ვერ ბედავდა ბოლომდე მინდობას. არც მიკვირდა. მერე მხრები დაუკოცნა. გრძელ თითებს მის მკლავებზე დაატარებდა. მოდუნება უნდოდა. ლავიწის ძვალი, ჩემგან განსხვავებით, არასოდეს ხიბლავდა მერიდიტს. უემოციოდ ჩაუარა და მკერდს მიუახლოვდა. იმდენად პატარა მკერდი ჰქონდა ემას, ვერაფრით ვერ მოეფერებოდი. პატარა კერტს ტუჩებით შეეხო მერი და დავინახე როგორ დახუჭა თვალები ემამ. მთელი სხეული მიდუღდა. როცა ვხედავდი, როგორ ულოკავდა მერი ემას კერტებს. ეპას პირი ოდნავ გაეღო და ტუჩებს დროდადრო ენით ისველებდა. ორივე ხელი მოეხარა და მუშტად შეკრული თავთან ეწყო. მინდოდა, დამემშვიდებინა, მაგრამ მაშინ ხმის ამოღება მთელ კოსმოსს ერთიანად გაანადგურებდა.
მკერდისთვის ხელები არ მოუშორებია, ისე ჩაცოცდა ტუჩებით ქვემოთ მერი. ყოველ შეხებაზე მუცელი ეზნიქებოდა ემას და ნეკნები ისე მკაფიოდ ემჩნეოდა, მეგონა რომ მომენდომებინა, მათში თითებს გავატარებდი. მინდოდა, გახსნილიყო ემა, მაგრამ არაფრით უშვებდა მერის ბოლომდე. შუბლშეჭმხნული იწვა და მისი მოძრაობები რეფლექსებს არ აღემატებოდა.
მკვეთრად ეტყობოდა მენჯის ძვლებიც ემას. მათზე გადაკრულ თხელ კანს გადაუსვა ხელის ზურგი მერიმ და ემას პატარა კუნძულს ღიმილით მიესალმა. არ აჩქარებდა პროცესს მერიდიტი. ნაზად, აუჩქარებლად ეალერსებოდა ემას გამხდარ ბარძაყებს შორის მოქცეულ სამოთხეს. მე კი ვცდილობდი, ნანახი ასომდე იქამდე არ მიმეშვა, სადამდეც გავძლებდი. არადა, მეგონა უკვე დასკდომამდე დაბერილ ძარღვებში სისხლის ნაცვლად სპერმა მიჩქეფდა. მაინც არ იყო ეს ის, რასაც აგზნება ჰქვია. არ იყო ის, რასაც განიცდიან იაფფასიანი პორნოს ყურებისას, არც საუკეთესო პარტნიორთან სექსის დროს. ეს იყო გაფრენა. გაფრენა იმ კოსმოსში, სადაც მერიდიტი დიდ აფეთქებას აწყობდა.
თავშეკავებილი, ტკივილიანი, მაგრამ მაინც სიამოვნების კვნესა აღმოხდა ემას და ეს იყო მთელი სამყაროს ორგაზმი. მერიდიტმა მაშინ ემასგან სამყარო განდევნა. მთელმა სიცოცხლემ ერთად ამოხეთქა, როგორც მილიარდობით პატარა, თავკომბალა სპერმატოზოიდმა, რომელთა მთელი არსებობა შეჯიბრია. შეჯიბრი, რომ ისეთ იდიოტებად იქცნენ, როგორებიც თქვენ ხართ. ისეთ არარაობებად იქცნენ, რომლებიც დაჭმუჭნული ბებრუხანის და პატარა ზოლიანწინდებიანი გოგონას სექსზე გულისწასვლამდე ანძრევენ და ასეთი რამეების კითხვისას ლოყები უწითლდებათ. ისეთ ბენზოხერხით დასანაკუწებელ არაკაცებად, რომლებიც სექსში ფულს იხდიან. სექსში, რომელიც არასდროს არის სექსი და არის მარაზმი. მერიმ მაშინ მთელი ეს სიბინძურე გაისროლა ემას არსებიდან და დატოვა ედემი, რომელშიც ვერ დავბრუნდებით.
გონს რომ მოვედი, მერიდიტი უკვე იცვამდა. ემას ეძინა. წამოდიო, მითხრა ჩურჩულით მერიმ და სავარძლიდან ამაყენა.
- მშურს შენი, - მითხრა, როცა ემას სადარბაზოდან გამოვედით. სიგარეტს მოვუკიდე.
- რატომ? - გამიკვირდა მე.
- იმიტომ, რომ ემა უფრო დიდი სამოთხეა, ვიდრე შენი ცხოვრება იქნება ჯოჯოხეთი ოდესმე.
- ვერ გავიგე, მერი... - დავიბენი მე.
- ვერ მოუგებ, ჟაკ.
- არც მინდა, მოვუგო.
- არ გინდა? - წარბები აწკიპა და ისე მკითხა მერიმ, - გინდა, ჟაკ, გინდა. გახსოვს... შენ ვერც ჟაკლინს მოუგე.
- ჟაკლინი მიყვარდა, მერი. რა შუაშია ჟაკლინი, - მაგიჟებდა ჟაკლინის ხსენება.
- ბინგო! - მსუბუქი ტაში შემოჰკრა მერიდიტმა, - სწორედ ამას ვამბობ.
საშინლად გავბრაზდი.
- მერიდიტ, მეორედ არ გაბედო და ჟაკლინს არ შეადარო არავინ ამ ქვეყნად.
- მომისმინე, იდიოტო. ჟაკლინ რომ შეუცვლელია ამას შენ ვერ მასწავლი, მაგრამ როგორც იმას ვერ ვხვდებოდი ვერასდროს, რას ხედავდა ჟაკლინი შენში, ისე ვერ ვხვდები, შენ რას ხედავ ამ გოგოში ასეთ გადასარევს.
- თვითონ არ თქვი, სამოთხეაო? - გავახსენე ნათქვამი.
- მართალია. ეს მე ვთქვი, მაგრამ მთავარი ის არის, შენ რას ხედავ.
გავჩუმდი. სახლამდეც მივედით. მერიმ მალევე აიღო თავისი პატარა ჩანდა, ჯერ კიდევ ზღურბლზე მდგომს გამკრა მხარი და გავიდა.
- ჯანდაბამდე გზა გქონია, ჟაკ! ეშმაკმა დაგლახვროს ამ უზომო გრძნობებისთვის.
- რა იცი, - გავძახე მე. უკვე შორს იყო, - იქნებ მოვუგო?
- იქნებ... - გამიღიმა და გატრიალდა.
საოცარი ქალი იყო მერიდიტი.

7

უჩვეულო გაურკვევლობაში ვიყავი. მაშინ პირველად არ ვიცოდი, რა იქნებოდა ჩემი შემდეგი ნაბიჯი. ერთ დღეს ემა იმ კაფეში შევიდა, სადაც პირველად ვნახე. მე ისევ მოშორებით, ცალკე მაგიდასთან დავჯექი. იყო ამ ყველაფერში რაღაც სიმბოლური. ისევ ჩაის სვამდა ემა. განსხვავება ის იყო, რომ ახლა უფრო თბილად ეცვა. ისევ მივედი, მის წინ დავჯექი და ვუთხარი:
- შენში მინდა ავფეთქდე.
- არ ჰგავხართ ტერორისტს, - მიპასუხა ახლა ნაკლებ თავდაჯერებულად, მაგრამ ოდნავ უფრო თამამად.
- ჩემი ერთ-ერთი პლუსია.
- რომ ტერორისტს არ ჰგავხართ?
- ჰო, რომ ტერორისტს არ ვგავარ.
- რა გნებავთ? - მკითხა მშვიდად.
- რატომ არ მიდიხარ, ემა? - კითხვითვე ვუპასუხე არანაკლები სიმშვიდით. დაიბნა.
- იმიტომ, რომ მაინტერესებს, რა გინდათ.
- მართალი ხარ. გაინტერესებს, მაგრამ რაღაც გამოგრჩა: სანამ ჩემს სურვილებამდე მიხვალ. ჯერ მე უნდა გაინტერესებდე. ხომ ასეა? გაინტერესებ, ემა.
ემა გაჩუმდა. ჩაის ჭიქის პირს მოატარა თითები. მისი პატარა თითები ტუჩებთან მივიტანე და სანამ ვაკოცებდი, ჩაის არომატი დამიტრიალდა ნესტოებში.
- ბერგამოტი, - ვთქვი ისე, რომ მისი ხელი ტუჩებიდან არ მომიშორებია, - „ერლ გრეი,“ საიმპერატორო. ყველაზე მძაფრი არომატი აქვს, მძიმე და მძაფრი.
- თქვენსავით, - თქვა ემამ. გაოცებისგან რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოვიღე. მერე, ნელ-ნელა რომ გაიშალა მიღებული ინფორმაცია თავში, გამეღიმა. მსუბუქად ვაკოცე ჩაის არომატით გაჟღენთილ თითებზე და ხელი გავუშვი. ისევ ჭიქას შემოხვია.
- კაშნე მოიხსენი, ემა.
- რატომ? - იკითხა და ჩაი მოსვა.
- შენი ყელი მინდა დავინახო.
- ასეთ რამეებს ასე პირდაპირ არ ამბობენ. უნდა გეთქვათ, რომ... მაგალითად, აქ არ ცივა და შემიძლია, კაშნე მოვიხსნა, - ამდენი გადაბმულად იქამდე არასდროს ულაპარაკია. გამეცინა. ავდექი და მისი სკამის უკან დავდექი. ნელ-ნელა ვხსნიდი ფუმფულა, ნაქსოვ კაშნეს და ვეუბნებოდი:
- არა, ემა. მე შემიძლია, გითხრა, რომ მინდა, მთელი საღამო შეშლამდე გიკოცნო ყელი და ლავიწზე იქამდე მოგიჭირო კბილები,სანამ ძვალი არ გაგებზარება. ემა, შეგჭამო მინდა.
ყურთან ვჩურჩულებდი და ბოლო სიტყვებზე ნერვიულად გაეცინა.
- რა გაცინებს? - ჩავიმუხლე მის სკამთან.
- მეშნია თქვენი, - მითხრა და თვალი ამარიდა.
- მეც მეშინია საკუთარი თავის.
- ასე არასდროს შემშინებია თქვენი.
- ვერ გაგიშვებ, ემა.
თვალები დახუჭა. ტუჩები უთრთოდა. სახეზე ხელები შემოვხვიე და საფეთქელზე ვაკოცე.
- წადით აქედან, - მითხრა გაბზარული ხმით.
- მერე შენი ყელი და ლავიწი? - სურვილი ყელში მიჭედა და მოგუდული ხმით ვლაპარაკობდი.
- რა - ჩემი ყელი და ლავიწი? - უკვე მთელი სხეულით კანკალებდა ემა.
- იცი, ემა, ზოგჯერ აქაც შეიძლება იპოვო სასწაული.
- გჯერა მაგის?
- სხვანაირად არ შემიძლია. რომ არ დავიჯერო, დამამსხვრევს.
- მე არ მჯერა.
- მომიახლოვდები? - უკვე ვჩურჩულებდი.
- არა, რა. ვერ ვიქნები შენი სასწაული.
- ნუ იქნები.
- არ შეიძლება ეგრე.
- ნუ შეიძლება.
სკამზე ვიჯექი. შუბლით მის მხარს ვეყრდნობოდი და არ ვიცოდი, ემას კანკალი გადმომდებოდა თუ თავად ვკანკალებდი. ვგრძნობდი, ბერგამოტის არომატით რომ იყო სავსე ჰაერი, მაგრამ ვერ ვსუნთქავდი.
- უკანა გზა მოჭრილია, - ვუთხარი მკაფიოდ და ვიგრძენი, გააჟრჟოლა.
- რატომ?
- ედემში ვერ დაბრუნდები.
- იქნებ საერთოდ არ მოვდივარ მე იქიდან.
- ყველანი სიწმინდიდან მოვდივართ.
- და?
- და გავსინჯეთ ტკბილი შხამი, - ყბის ძვალთან ვაკოცე.
- და? - ძლივს გასაგონად თქვა ემამ.
- და უკან ვერ დაბრუნდები. ისევ აქ ვართ, თუ ხვდები.
- ვართ. ოღონდ მე ვარ, შენ ხარ. ერთად არ ვართ, - ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიმტკიცეს.
- ვართ.
- არა.
- უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ.
- ჰო?
- კი.
- მაინც?
- არ დამინიშნავს, მაგრამ მაშინ თხელი კაბა გეცვა.
- მე კი მგონია, რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად.
ემა მომშორდა, ქურთუკი და ჩანთა აიღო და ადგა. სიტყვის უთქმელად დატოვა კაფე. არც კი შემოუხედავს.
დიდხანს ვუყურებდი მის ნახევრად ცარიელ ჩაის ფინჯანს. თავი ამტკივდა არაფერზე ფიქრისგან. სიცარიელით მავსებდა ეს გოგო და თან ეს იყო ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.
ემასთან მივედი. კარი ღია იყო. შიგნიდან ჩავკეტე და საძინებელში შევედი. ზეწრებიდან შიშველი ზურგი მოუჩანდა.
- ღია სახლში რატომ გძინავს? - ვკითხე ჩუმად, მაგრამ არა - ჩურჩულით.
- კაშნე დამრჩა კაფეში, - მიპასუხა ხმამ. სახე აბურდული თმით ჰქონდა დაფარული.
- კაშნეს დასაბრუნებლად არ მოვულვარ. ემა, - ვთქვი და ხერხემალს მაგრად დაჭერილი თითი ჩავატარე, - ემა, შევერწყათ, გავიაროთ ერთმანეთში.
- როგორ?
- შენთან მოვალ.
- სად?
- სადაც იქნები.
- მერე?
- მერე გაშიშვლდები და შვერთდებით. როგორც არსად არავინ.
- მერე რა იქნება?
- სინაზე, სითბო, უხეშობა, სიმწარე, სიტკბო.
- არა, მაგის მერე..
- კარტის კოშკი, რომელსაც ფრთხილად ავაწყობთ, რომ არ დაიშალოს.
- მე და შენ?
- მე და შენ.
- რომ ვერ ავაწყოთ?
- რწმენა მეგობრობის...
- რომელი მეგობრობის?
- დაიძინე, ემა.
მთელი ღამე ფიგურებს ვხატავდი თითით მის ზურგზე. ზურგზე, სადაც მთელი გალაქტიკა ეტეოდა პლანეტებით, ვარსკვლავებით, კომეტებით... კისრის მალებიდან კუდუსუნის ძვლამდე, ემას ზურგზე ეტეოდა ყველაფერი, რაც სამყაროს გადაუტანია. მისი თეთრი ზურგის ფონზე სხვა დანარჩენი მტვრის პაწაწინა ნაწილაკებად იქცეოდა. ის იყო ყველაფერი, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი; ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი და რაც უნდა მეგრძნო. პატარა ემას უსასრულობად გაშლილი ზურგი იყო ტილო, რომელიც ჩემს პირველ შედევრს დაიტევდა.
გამთენიისას წამოვედი და სახლში უზომოდ ბევრი ვხატე. არაფრად არ ვარგოდა არც ერთი ნახატი, მაგრამ ქაოსი უნდა წამეღო სადღაც. უფერო, უმიზნო სიგიჟე ავსებდა ტილოებს, ფურცლებს, კედლებს... ვერაფერს ვგრძნობდი. მთელი სხეული მიბუჟდა. მეგონა, თავში მილიონი ქარხანა ერთდროულად მიმუშავებდა და ხმაურს ჭკუიდან გადავყავდი. ყურებზე ხელებმიჭერილი ვღრიალებდი, ვსვამდი, ვხატავდი. მერე როგორღაც გავითიშე. გავითიშე.

8

იმ დღის მერე დიდხანს არ მინახავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ახალ სპექტაკლზე იწყებდნენ მუშაობას. ისევ იმ თეატრში. მივდიოდი ხოლმე და ვუყურებდი, ოღონდ უფრო შორიდან, ვიდრე იქამდე. თითქმის იგივე შინაარსის, ბანალურზე ბანალური პიესა იყო. ემას ამჯერად მთავარი როლი არ ჰქონდა. დუეინი არსად ჩანდა.
გვიანი იყო, კულისებში რომ დავხვდი.
- უკან წადი, - უკუსვლით წავიდა სცენისკენ, - ახლა დაწექი.
სცენაზე ბნელოდა. პროჟექტორი მუყაოს მთვარეს ანათებდა, რომელიც დეკორაციის ნაწილი იყო. ემა სცენაზე იწვა. ნერვიულობდა. სუნთქვა გახშირებოდა.
- ახლა მე და შენ, როგორ ქვია... სცენის მტვერს ვყლაპავთ? - ვუთხარი და ზემოდან დავაცქერდი. ხმას არ იღებდა.
არაფრით არ ჰქონდა ლამაზიყელი. ზედმეტად გამხდარი იყო იმისათვის, რომ თლილი და ლამაზი ყელი ჰქონოდა, მაგრამ რაღაც ჰქონდა, კისრიდან ლავიწის ძვლამდე ისეთი, რომ მინდოდა სულ მეკოცნა. მოვეფერე. ღრმად ამოისუნთქა. რაღაც სევდისმაგვარი ჩაუდგა თვალებში. ლოყაზე ვაკოცე და გავჩერდი ცოტა ხანს. კაბა ეცვა, კოჭებამდე სიგრძის, გრძელსახელოებიანი. შუბლზე, შუაში დავადე თითი, გავიარე ცხვირი, ტუჩები, ნიკაპი, ყელი, მკერდი, მუცელი და ჭიპთან გავჩერდი. ემამ თვალები დახუჭა.
- გაახილე თვალები, ემა, - მძიმედ გაახილა თვალები და რამდენიმეჯერ დაახამხამა, - არ შეგეშინდეს.
ნელ-ნელა ავუკეცე გრძელი კაბა. თანდათან უჩნდებოდა თეთრი ფეხები. კანკალებდა. მარჯვენა ხელით ავყევი მარჯვენა ფეხს. ემას ტანზე დაყრილმა ეკალმა მე მიჩხვლიტა. ნიკაპზე ვაკოცე. მერე ყელზე. ყელი დაეჭიმა. ღრმად ვსუნთქავდი. ხელი ისე მიხურდა, მეგონა ემას ვწვავდი. თვითონ მთლიანად ცეცხლი მეკიდა. არაფერს, არაფერს არ შეეძლო მაშინ ჩემი შეჩერება. ყელზე არც ერთი წერტილი არ დამიტოვებია უკოცნელი. მერე იყო ლავიწი... ჯერ სურნელი შევისუნთქე ლავიწის პატარა ორმოებიდან. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა. კბილები მოვუჭირე ჯერ მსუბუქად, მერე... უცაბედად კვნესა რომ არ გამეგონა, არ გავჩერდებოდი. ვატკინე. თითებით ვუკრავდი მის ლავიწზე, როგორც წარმოსახვით როიალზე, სიგიჟის ზღვარზე მყოფი ვირტუოზი პიანისტივით. ჰო, მე მაშინ ალბათ სწორედ ისე გამოვიყურებოდი, როგორც ვირტუოზი, ნორმალურ ადამიანს არაფრით რომ არ ჰგავს.
ვიძირებოდი მის შიშში. თრთოლვა მეც ისევე მიტანდა, როგორც მას. თავს მაკარგვინებდა მისი კანკალი. ნელა, ძალიან ნელა შევაძვრინე ხელი კაბის ქვეშ. თვალებში ვუყურებდი. მშვიდდებოდა. ნამდვილად მშვიდდებოდა. ვხედავდი, რომ მაშინ მხოლოდ იმიტომ ეშინოდა, რომ ასე იყო საჭირო. უნდა მომნდობოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. აუტანელი იყო ამ დროს თავის შეკავება, მაგრამ აუცილებელი. მთელ სასწაულს გააფუჭებდა მაშინ რაიმე ზედმეტი.
- ისუნთქე, ემა.
ვუთხარი ჩურჩულით და შევეხე. შეცბა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისეთს არაფერს შევხებივარ, რომ რაიმე ეგრძნო, უბრალო ფიზიკური კონტაქტის გარდა. ღიმილი ვერ შევიკავე. თბილოდა იქ. ედემი მისი სხეულის ერთადერთი თბილი ნაწილი იყო. ერთ წამს აკანკალებდა, მეორე წამს - სიცხისგან პირგაღებული იწყებდა სუნთქვას. იქ კი თბილოდა. სტაბილურად თბილოდა. ნელა შევეხე, ძალიან, ძალიან ნელა. მარჯვენა ფეხი რეფლექსურად აუცახცახდა. ნეწყვი გადაყლაპა. დავინახე, როგორ გამოუჩნდა წამით ყელზე ბურთი. საოცრად მინდოდა, გაეღიმა, მაგრამ ტუჩებს მხოლოდ ნერვიულად ცმუკავდა. ჩემი ხელის მოძრაობას მის სახეზე ისე ვხედავდი, როგორც მონიტორზე. წარბებს წამიერად შეჭმუხნიდა, მერე ისევ ეშვებოდა. ტუჩებზე ცერა თითი გადავატარე და ენის შეხება რომ ვიგრძენი, კინაღამ იქვე მოვკვდი. უკვე აღარ იცოდა, რას აკეთებდა. თვალები ეხუჭებოდა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა. ხელზე პატარა ხელს მიჭერდა, მექანიკურად მეწინააღმეგებოდა. მთელი ტანით ყვებოდა ჩემი ხელის მოძრაობას. ისე, რომ შეკავება მიწევდა. არ მინდოდა, რამის გამომჟღავნებაში ხელი შემეშალა. მხრებს იწურავდა. ლავიწის ძვლები პერიოდულად უფრო ეკვეთებოდა და გაგიჟებამდე ბევრი არ მაკლდა. არც ემას - სხვათა შორის. ტუჩები მომუწული ჰქონდა. მეგონა, არც კი სუნთქავდა.
- გამოუშვი! - ვუთხარი ყურში და წამით გაირინდა, მერე ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა ყველაფერი. დამთავრდა.
ვერ ვსუნთქავდი. ვერაფერს ვგრძნობდი. აღარ ეშინოდა ემას, მაგრამ ახლა მე მეშინოდა ემასი. მეშინოდა, რომ ვერ გაუძლებდა ამდენს. ვერ შეიგრძნობდა ბოლომდე. თვალდახუჭული იწვა და მაშინ თავს დავდებდი, რომ არ სუნთქავდა. დარბაზში ბნელოდა. მთვარე ისე ანათებდა, როგორც ნამდვილი. სხვა ყველაფერი სილუეტებად ქცეულიყო. ჩემი და ემას ჩათვლით არაფერს კონკრეტული ფორმა არ ჰქონდა. არც ჩვენს მაშინდელ ქმედებას, არც ემას კაბას, რომელსაც ვერ ვხედავდი, აღარც ემას ყელს...
- ჩაყლაპე? - გაისმა გაყინულ სიჩუმეში ემას სუსტი ხმა.
- ჰო.
- წადი.
- შენ?
- რა მე?
- ემა, როგორ გგონია, მე და შენ ერთად მოვკვდებით?
- არ მინდა.
- ჩემთან ერთად სიკვდილი?
- შენთან ერთად საერთოდ არაფერი მინდა.
- მოწევ? - სიგარეტს მოვუკიდე და სახესთან მივუტანე. თავი ოდნავ წამოწია და სიგარეტი ტუჩებში მოიქცია, - ეს რა გამოსვლა იყო, ემა?
- რომელი?
- „შენთან ერთად საერთოდ არაფერი მინდა.“
- რატომ აკეთებ ამას?
- ემა, იცი, „რატომით“ ყოველთვის ყველაზე სულელური კითხვები იწყება.
- მე არ მგონია ასე.
მივუახლოვდი და ყელში ვაკოცე. დიდხანს არც შემიცვლია პოზა. მის ყელში ვსუნთქავდი და ვგიჟდებოდი იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემს ყოველ ამოსუნთქვაზე აჟრჟოლებდა. სიგარეტი არ გამომირთმევია, მისივე თითებში მოქცეულს დავარტყი ნაფაზი.
- კვდები, - ვთქვი მერე ჩურჩულით.
- ვიცი.
- მეც მკლავ.
- არა.
- კი. ვფართხალებ და შენ მკლავ შენი სიკვდილით.
- არა-მეთქი. შენ შეგიძლია ეძებო სასწაული. მე ახლა არ შემიძლია.
არაფერი ვუთხარი, ავდექი და წამოვედი. სრულ სიჩუმეში ჩემი ნაბიჯების ხმა გამაყრუებლად გაისმოდა.

9

ვხატავდი. უსაშველოდ ბევრს ვხატავდი. არ ვიცი, რას ან რატომ, მაგრამ სულ ვხატავდი, ნარკომანივით. არადა, მეზიზღება ჩემი ნახატები. ემას სახე იყო ყველგან. ყველგან, სადაც ვერავინ დაინახავდა, ჩემ გარდა. ვგიჟდებოდი.იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე გავგიჟებულვარ. ისე ვგიჟდებოდი, ვერავინ რომ ვერ გაწვდებოდა. დამღალა ასეთმა საკუთარმა თავმა. არ მომწონდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ვერც ვეშვებოდი. უარესად ვეშვებოდი ჭაობში. ვიცოდი, სანამ ბოლომდე არ გამომხრავდა, არ მომეშვებოდა. ჰოდა, ვიდექი და ვაგლეჯინებდი სისხლძარღვებს სრულიად ამოუცნობ ემოციას. ვერ ვხედავდი, რას ვხატავდი. ზოგჯერ, შორიდან ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორ გამეტებით უსვამდა ფუნჯებს ტილოზე. ხელები სულ დასვრილი მქონდა საღებავებით. ძალიან ბევრი იყო. ბევრი, იმდენად ბევრი, რომ მეც კი მეზედმეტა.
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. სახლში უცნაური ატმოსფერო იდგა. თითქოს ჰაერიც უფრო სუფთა იყო, ვიდრე ადრე.
- დიდი ხანია ასე ხარ? - მომესმა ხმა, რომელიც ყველაზე მეტად მერის მივამსგავსე.
- მერი? როდის მოხვედი?
- დილით. გათიშული ეგდე, სახლი სანაგვეს ჰგავდა...
- როგორ ხარ, მერი?
მერიმ არაფერი მიპასუხა. ჭიქა წყლით გაავსო და წამალთან ერთად მომიტანა.
- არ მინდა, ხომ იცი, არ მშველის წამლები... - ვუთხარი და მხოლოდ წყალი მოვსვი.
- შედი, იბანავე, ჟაკ. ადამიანს არ ჰგავხარ.
- მაპატიე, რა, მერი.
- ადექი და შხაპი მიიღე. სასწრაფოდ!
მერის ერთი საოცარი რამ ახასიათებდა: ყოველთვის ისეთ დროს ჩნდებოდა ჩემ გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. ასეთ რამეს ღმერთზე ამბობენ, არა? შეიძლება, იყო კიდეც მერიდიტი ჩემი ღმერთი. ღმერთი, რომელიც, სანამ მე ვბანაობდი, ჩემს თავდაყირა დაყენებულ ბინას ალაგებდა და ასუფთავებდა. არ ვიცი, ღმერთზე ხშირად არ ვფიქრობ, თუმცა მერის რაღაც მაინც აუცილებლად აკავშირებდა ღმერთთან, ჩემგან განსხვავებით.
აბაზანიდან გამოსული, შავ გრძელმკლავიან მაისურს ვიცვამდი, მერიმ რომ მითხრა:
- წუხელ ემასთან ვიყავი, ჟაკ.
რაღაცამ ერთ ადგილზე გამაშეშა. ერთიანად წამერთვა აზროვნების უნარი. იმდენად მოულოდნელი იყო ის, რაც მერიმ მითხრა, ცნობიერებამდეც ვერ დავუშვი და ვერ გავიაზრე. თავი გამოვყავი მაისურის საყელოდან და მერის შევხედე. მან ფრჩხილებს დახედა და გააგრძელა:
- ჰო, ვიწექით ერთად. გაუკვირდა, რომ მივედი, მაგრამ მიმიღო. ოდნავ შეცვლილი მეჩვენა. თითოს უფრო თავისუფალი იყო. ოდნავ, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც უფრო ღია, ვიდრე პირველად.
- როგორ იყო? - ხმა ზედმეტად ჩახლეჩილი მქონდა.
- დიდი ხანია, არ გინახავს?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ჰო.
- გეშინია, ჟაკ.
- რისი უნდა მეშინოდეს?
- არ ვიცი, მაგრამ გეშინია.
- ჩემზე უთხარი რამე?
- არა. შენ თვითონ უნდა უთხრა.
- არაფრის თქმას არ ვაპირებ. მინდა ემა. მინ-და! ასეთი ძლიერი სურვილი არავის მიმართ არ მიგრძვნია.
- ხმას დაუწიე! - მითხრა მერიმ და მაშინ მივხვდი, რომ ვყვიროდი, - რა გჭირს?
- არაფერი, - ვუპასუხე და სახეზე ხელები ჩამოვისვი.
- მიდი და ნახე.
- რატომ მითხარი ეს, მერი?
- არ უნდა მეთქვა? - შემომიბრუნა კითხვა მერიმ.
- მაშინ, რატომ იყავი მასთან? - მერის გაეცინა.
- ნუ გეშინია, ჟაკ. ასი პროცენტით ჰეტეროსექსუალია.
- ასი პროცენტით ჰეტეროსექსუალი ქალი არ არსებობს, მერი, - მეც გამეცინა.
- ჰო, კარგი, მაგრამ ჩემს თავს შენი თავი ურჩევნია, - ახლა თბილად გამიღიმა.
- საიდან მოიტანე?
- ჩემი ხომ გჯერა? - მკითხა და თვალებში შემომხედა.
- კი, მერი.
- ჰოდა, ასეა. უბრალოდ, ჯერ თვითონაც არ იცის ამის შესახებ.
- მადლობა, მერი.

***
გამთენიისას ემასთან წავედი. დიდხანს ვაკაკუნე. გვიან გამიღო, ნამძინარევი სახით.
- ჩაიცვი, ემა.
- ეს რამე ახალია? - მკითხა გაოგნებულმა ემამ.
- რას გულისხმობ?
- აქამდე სულ გახდას ითხოვდი.
გამეცინა.
- ჩაიცვი. თბილად. ცივა გარეთ.
კარებთან კედელს მივეყრდენი და იქ ვუცდიდი ემას. მალევე გამოვიდა. პალტო ეცვა და თხელიშარფი ჰქონდა მოხვეული.
- ეს თბილად ჩაცმაა?
- თუ შემცივდა, ხომ მათხოვებ... - შეჩერდა და შემომხედა, - მაისურს? - სხვა არაფერი მეცვა.
- შენ როგორ ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, არა.
- ემა ჭკვიანი გოგოა, - ვთქვი და კიბეებზე ერთად დავეშვით.
არ ვიცი, რა ერქვა იმას, რაც მაშინ ხდებოდა. რატომ მომყვებოდა? ვიცოდი, არ უნდა დამესვა ეს კითხვა, არასდროს არ უნდა დამესვა, მაგრამ რაღაცებზე მაინც მეფიქრებოდა. წავედით. ქალაქს გავცდით და შემაღლებულ ბორცვზე აღმოჩნდით, საიდანაც საერთოდ არ იშლებოდა ლამაზი ხედი. იმ ადგილის ერთადერთი შეუფასებელი ღირებულება სიცარიელე იყო.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით. გამჭვირვალე სივრცეს გაჰყურებდა ემა და, სავარაუდოდ, არაფერზე ფიქრობდა. მე კი იმდენად ბევრი ფიქრი მაწყდებოდა ერდროულად, არ ვიცოდი, რომელი ამერჩია. ცოტა ხნით გონება საერთოდ გავთიშე, ემას წინ დავდექი და ვუთხარი:
- ემა.
- ჰო, - მიპასუხა და ეს იყო მისი პირველი პასუხი ასეთ მომენტებში.
- იცი, ემა, ამ ქვეყნად არ მეგულება იმაზე ინტიმური სიტყვა, ვიდრე „ჰოა.“
- არ მიფიქრია.
- ყველაზე, ყველაზე დაფარული და მაინც ყველაზე მეტი სიახლოვე დევს.
ემა არ მიყურებდა. მერე ამომხედა და მითხრა:
- ლამაზი ხელები გაქვს.
- ვიცი, - ვთქვი და სიცივისგან გაწითლებულ ხელებზე დავიხედე. ემას გაეცინა.
- მადლობას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს.
- ჰო, ამბობენ, - მასთან უფრო ახლოს მივიწიე. ოდნავ შეკრთა.
- ესე იგი, ამ ქვეყნად არ გეგულება იმაზე ინტიმური სიტყვა, ვიდრე „ჰოა?“
- ჰო, - ყურთან ვუჩურჩულე და ყელზე ისევ გამოუჩნდა ბუსუები.
- რა გინდა?
- ემა, რაღაც გტკივა, ხომ ასეა? - არაფერი მიპასუხა, - ყველას ტკივა რაღაც. ახლა მინდა, შენი ყველა, სულ ყველა ტკივილი ჩამოფხიკო შენი არსების კედლებიდან, ერთად მოაგროვო, ერთ ბგერაში ჩაატიო და ბოლო ხმაზე დაიყვირო. მთლიანად გარეთ გამოუშვა, ერთ, ერთადერთ ბგერად.
ემამ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და როგორც კი დასაყვირად პირი გააღო, ვაკოცე. სახეზე გაყინული ხელები მოვკიდე, შეაკანკალა, მაგრამ წინააღმდეგობის „სავალდებულო“ გამოვლინება არ ყოფილა. შევისუნთქე. ემა შევისუნთქე. ღრმად, ძალიან ღრმად, ბოლომდე, შიგნით, ისე, რომ ყველა უჯრედს მოსდებოდა. შემცივდა. ვიგრძენი, სისხლი როგორ გამეყინა ძარღვებში. მოძრაობის უნარიც კი წამერთვა. დღე იყო, თენდებოდა, მაგრამ ბნელოდა. მაშინ ვერაფერი დამაჯერებდა, რომ ჩემი და ემას გარდა კიდევ ვინმე სუნთქავდა დედამიწაზე. ყველაფერი ჩემი იყო. ყველაფერი, ემას სუნთქვის ჩათვლით. ემას შიშიც ჩემი იყო და ემას...
როგორღაც მოვწყდი. თვალეში ჩავხედე ემას. თვალებში, სადაც ვერაფერს ამოიკითხავდი. ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ღრმად გრძნობდა ემა.
- მორჩა, ემა. შენი ყველა ტკივილი გადავყლაპე.
მთელი სხეულით კანკალებდა. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა. თვალები ეხუჭებოდა და ტუჩები უთრთოდა. ნახევარი მხრით მომეყრდნო მხარზე და ხელი მკლავზე მომკიდა. ცხვირი მის თმებში ჩავრგე და სუნთქვა შევწყვიტე.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ვიდექით ასე. მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი კრისტალურად სუფთა იყო.

10

უნდა მოსულიყო. აუცილებლად უნდა მოსულიყო. იმდენად მჯეროდა, სხვა ვარიანტს არც კი განვიხილავდი, მაგრამ მაინც ყველა ნერვი ყალყზე მედგა იმაზე ფიქრით, რომ მისი პალტოს ჯიბეში ფურცელი იდო, ჩემი მისამართით. ახლა ყველაფერი ემაზე იყო დამოკიდებული და ბოლომდე მწამდა, რომ დამიჯერებდა. და მაინც, მაინც ვერაფრით ვისვენებდი.
არ მოვიდა. მთელი დღე ველოდე, მთელი ღამე... არ მოსულა. ყველაფერს ერთად ვგრძნობდი: ბრაზს, იმედგაცრუებას, რისხვას, ტკივილსაც კი... ტკივილს ვგრძნობდი და ეს მშლიდა ჭკუიდან. რაღაცები კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ერთ წამს მზად ვიყავი კედლები შიშველი ხელებით დამენგრია, მეორე წამს - სრული აპათია მიპყრობდა, ყველაფერზე უარს ვამბობდი. მერე ისევ საოცარი რისხვა მივსებდა ძარღვებს. მეზიზღებოდა! მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. ემაც მეზიზღებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი თავი მირევდა გულს. საკუთარი თავი, რომელსაც შეეძლო ყველა ემოცია იქამდე გაეჯინა სისხლში, სანამ ჟანგბადის მიწოდებას არ შეუშლიდა ხელს. ჰო, მე მაშინ ვერ ვსუნთქავდი. ვგრძნობდი, როგორ მიკვდებოდა ტვინის უჯრედები. ასე მეგონა, ვითიშებოდი.
არადა... არადა, ემა ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელთანაც სექსი იმაზე მეტად მინდოდა, ვიდრე სხვა დანარჩენთან. ასე იყო... ასე იყო! მთელი ღამე ნერვიულად ვკანკალებდი. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ საბოლოოდ კანკალი ქრონიკულში გადამეზარდა. მონატრება... მონატრება იყო? მონატრება თუ სურვილის დაუკმაყოფილებლობა? თუმცა, ორივე თანაბრად უცხო იყო ჩემთვის. მონატრება მას მერე არ მიგრძვნია, რაც ჟაკლინმა დამტოვა. მაშინ, ყველა ნერვს ავუკრძალე ჟაკლინის ხსენება. როგორღაც გადავფარე მისი სურნელი ჩემში. იმდენად, რომ მონატრებამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ უფრო ღრმად წავიდა. ჟაკლინზე ფიქრს ახლა მხოლოდ ჩემი სიზმრები ბედავდნენ. ცნობიერი ვერ აღიქვამდა მის არარსებობას. არ აღიქვამდა. სურვილს რაც შეეხება, ყოველთვის ვიღებდი იმას, რაც მინდოდა, ამიტომ, არც ის ვიცოდი ზუსტად, როგორია, როცა რაღაც გინდა და არ გაქვს.
დღის შუქმა, როგორც ყოველთვის, ყველაფერი შეცვალა. გათენებიდან უკვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ემაც ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელმაც, უბრალოდ, ვერ გაძლო. ვერ აიტანა ბოლომდე ეს ამბავი. არც იყო გასაკვირი. ახლა უკვე ის შეგრძნება მიღებდა ბოლოს, რომ შევცდი. თუმცა, ღამის განცდები ამაზე ბევრად უარესი იყო. ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ ვერაფერს მოვკიდე ხელი. ვერც კი დავხატე. ფანქარს ხელში ავიღებდი და ემას სახება ერთიანად მიშლიდა მთელ არსებას. მთელი დღე საკუთარ თავთან უაზრო ჭიდილში გავატარე. ბოლოს უზომოდ დაღლილს ჩამეძინა.
სუსტი კაკუნის ხმამ გამაღვიძა. მიჩვეული ვიყავი, კაკუნის ხმაზე მომენტალურად მეღვიძებოდა, რაც არ უნდა ჩუმი ყოფილიყო ის. ბოლომდე არც გამოვფხიზლებულვარ, ისე გავაღე კარი და იქ დანახული წამით ჩვეულებრივ ამბად აღვიქვი. მერე ნელ-ნელა დაიწმინდა ჩემ თვალწინ გადაშლილი სანახაობა და სიმშვიდედ გაიშალა მთელ არსებაში. მოვეშვი. ყველა კუნთი მომიდუნდა, ყველა ნერვი საწყის პოზიციას დაუბრუნდა, ზღურბლზე მდგარი ემა თავიდან ბოლომდე რომ შევიცანი.
გვერდზე გავდექი, რომ შიგნით შემოსულიყო. ოთახში ერთადერთი ტორშერი ენთო, მაგრამ ემამ მაინც გაარჩია ნახატები კედლებზე. შევამჩნიე, როგორ გამოეხატა უზარმაზარი გაოცება სახეზე. თვალები გაუფართოვდა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და დაჰიპნოზებულივით მიუახლოვდა კედელს. ყველგან ემა იყო, ყველა კუთხეში, ყველა მხარეს. ვერაფერს ამბობდა.
ზურგიდან მივუახლოვდი და პალტო გავხადე. არომატმა თავბრუ დამახვია.
- ჰო, ემა, - ვუთხარი ჩუმად, - ეს შენ ხარ. ესეც, ესეც... - მის სახესთან გავატარე ხელი და სხვადასხვა ნახატზე მივუთითე. თბილი იყო, მაგრამ ხელები გაყინული ჰქონდა. ხელის თითები ერთმანეთზე გადავაჯვარედინებინე და ორივე ჩემს ხელებში მოვიქციე. თვალები დახუჭა და მხრებით უფრო მჭიდროდ მომეკრო. ყელზე ვაკოცე, უფრო მეტად გადახარა თავი და მხარზე დამადო. არ მემეტებოდა დასათმობად მისი ყელის არც ერთი მილიმეტრი, ჰოდა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვკოცნიდი. ღრმად და ხშირად სუნთქავდა. თხელი, ნაქსოვი სვიტრი ეცვა, ბიუსჰალტერის გარეშე და პატარა მკერდი ეტყობოდა. რომ მივხვდი, ხელები გაუთბა, გავუშვი, მაგრამ მაჯებზე მომკიდა ხელი და გამომყვა ყველგან, სადაც მიდიოდი. ჩემს ხელებთან ერთად მოიარა საკუთარი სხეული. თავი მოატრიალა. ჯერ ტუჩებში ვაკოცე, მერე ნიკაპზე, ყელზე... ვგრძნობდი, როგორ ცახცახებდა. თვალდახუჭულს ვუკოცნიდი სახეს და მივხვდი, ტუჩებით მეძებდა. გამეცინა და ვაკოცე. შემოტრიალდა, მისი პატარა ხელები ჩვენ შორის მოექცა. ვკოცნიდი ძალიან დიდხანს და მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი შეჭმის სურვილი. ასე მეგონა, არასდროს მეყოფოდა ემას ის დოზა, რომელსაც მივიღებდი.
ფრთხილად გავხადე ზედატანი და ქვედაბოლო. შევამჩნიე, როგორ დაიძაბა.
- ნუ გეშინია, ემა, აქ არ ცივა, - ვუთხარი და საწოლზე დავაწვინე.
იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებდა, რომ მალე შევძლებდი ემა ყველა უჯრედით შემეგრძნო. ლავიწის ძვლებს ისე ვეფერებოდი, როგორც არქეოლოგი წმენდს ფუნჯით საოცრად ძვირფას აღმოჩენას. მსუბუქად, მაგრამ ინტენსიურად ვკოცნიდი. მკერდს რომ შევეხე, მაშინ მივხვდი, როგორ სარივით დაჭიმული იწვა ემა. არადა, მთელი სიამოვნება რომ მიეღო, თავიდან ბოლომდე უნდა მოშვებულიყო. მეშინოდა. მეშინოდა, რომ რაღაც სასწაულს გააფუჭებდა, მაგრამ ემა თვითონ უნდა მიმხვდარიყო ამას. მკერდზე სველი ტუჩების შეხებისას, თავს ვეღარ შეეწინააღმდეგა და ამოიხვნეშა. ცმუკავდა. ხელებს ხან გაშლიდა, ხანაც ისევ მოუჭედა ზეწრებს. ვერ მშვიდდებოდა.
მუცელზე თითებით რომ დავიწყე გზების გაკვალვა, შევხედე. ოდნავ მოეშვა და გაეღიმა. გამიხარდა. ის ადგილები ახლა ტუჩებით მოვიარე. მუცელი ისევ ეზნიქებოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა.
მერე... მერე იყო ნამდვილი სასწაული. მერე იყო ჩემი თავიდან დაბადება, ჩემი პირველი ცოდვა ემას ედემში. მოვიარე ყველა კუთხე-კუნჭული. ავითვისე ყველა მილიმეტრი. ვგრძნობდი სითბოს და სირბილეს და სრულყოფილების შეგრძნება მეუფლებოდა. თმაში მისი თითები რომ ვიგრძენი, მივხვდი, მიაღწია იმ წერტილს, გაიხსნა ბოლომდე. ისე მიჭერდა ხელებს, თმის ძირები მეტკინა. მთელი სხეულით მოძრაობდა, მე კი მაშინ გავიაზრე, რომ ყველა ადამიანშია კანიბალიზმის ნიშნები,ისე მინდოდა მისი ჩაკბეჩა...
დასველდა. უნდა გამეკეთებინა ეს. უნდა გადაეტანა და ვიცი, გადაიტანდა. ისეთი პოზიცია მოვუძებნე, ყველაზე ნაკლებად რომ სტკენოდა. ამისათვის მთავარი იყო, ფეხები მაქსიმალურად გაეშალა და ყველაფერი ადვილად ჩაივლიდა. ფრთხილად, მაგრამ მძიმედ შევედი. ამოიკვნესა. სახეზე გამოეხატა ტკივილი. თვალები ცრემლებით აევსო. ყველანაირად ვცდილობდი, მსუბუქად მემოძრავა. თანდათან მოერგო, შეეჩვია. შეშინებული აყოლებდა სუნთქვას გაურკვეველ ბგერებს. უნდა მიეღწია! ბოლომდე უნდა მიეღო ყველაფერი. მაგრამ ზედმეტი ზიზილ-პიპილოების გარეშე უნდა განეცადა პირველი ორგაზმი. მთლიანად დაიჭიმა და მერე ერთიანად მოეშვა.ჩემი პირველი ფეიერვერკი ემაში, ემასთვის, ემასგან. მოვეხვიე და ვიგრძენი, როგორ აჩქარებოდა გულისცემა.
ყველაფერი იყო. ყველაფერი, სრულყოფილი სასწაულისთვის.
თვალდახუჭულს დაურეგულირდა სუნთქვა. აღარც გაუხელია, ისე ჩაეძინა. ნორმალურად გათენებულიც არ იყო, რომ გაიღვიძა და ადგა. ტკივილისგან სიარული ოდნავ უჭირდა. ეგონა, მეძინა. ჩუმად მოძებნა ტანსაცმელი, ფრთხილად ჩაიცვა და წავიდა. არ გავაჩერე.



11

და მორჩა? მთელი დილა ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი. სიცარიელეს ვგრძნობდი, როგორც ოცნების ასრულებისას ხდება ხოლმე. ემა არ იყო ჩემი ოცნება, მაგრამ როცა მთელ სხეულში გამჯდარი სურვილი ერთ ორგაზმად იქცევა და ერთიანად თავისუფლდება შენგან, გგონია, რომ შიგნით აღარაფერუ გრჩება.
ჰო, მე მქონდა სექსი გოგოსთან, რომელთანაც ეს სხვა გოგოებზე მეტად მინდოდა, მაგრამ... „მაგრამ“ რომელიც ყოველთვის ქმნის პრობლემას: ემასთან სექსი მქონდა მისი პორტრეტებით სავსე კედლებში და ახლა მისი კანის არომატი ტრიალებდა ყველგან. მისი შეშინებული კანკალი მედგა ძარღვებში.
უკვე გვიანი ღამე იყო, ემასთან რომ მივედი. კარი ისევ ღია დამხვდა. სიჩუმე იდგა სახლში. სიჩუმე და ემას ისეთი მძაფრი სურნელი, რომ თავბრუ დამეხვა. ძაბნელებულ საძინებელში, ემბრიონის პოზაში, ხალათით იწვა საწოლზე. არაფერი ეფარა. ზუსტად ისე მივუწექი ზურგიდან. მკერდზე ავიკარი, მოკეცილი ფეხები მის ფეხებს მივაბჯინე, ხელები მოვხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე. აკანკალდა. საშინლად აკანკალდა. შეიძლება, ტიროდა კიდეც. სულ გაყინული იყო. მე კი მთლიანად ვიწვოდი. ყელზე ვაფრქვევდი ცეცხლმოკიდებულ სუნთქვას. ჩუმი კვნესა აღმოხდა. მისი შამპუნის არომატიანი თმები სახეზე მედებოდა. ისევ ვაკოცე. ვსუნთქავდი ღრმად და უსწორმასწოროდ. მჭიდროდ ვეხვეოდი, მაგრამ არ მინდოდა, რამე მეტკინა. ნელ-ნელა დამშვიდდა. პერიოდულად მსუბუქად ოხრავდა, მაგრამ აღარ სციოდა.
მთელი დღე-ღამე გაუნძრევლად ვიწექით მე და ემა. ოთახში სქელი ფარდები ჩამოეფარებინა და სინათლე სულ ოდნავ, მხოლოდ ფარდასა და კედელს შორის დარჩენილი პატარა ღარიდან აღწევდა. მაინც ვერ გაიგებდი, დღის ზუსტად რომელი მონაკვეთი იყო. მისი არომატით ვიკვებებოდი და არაფერზე ვფიქრობდი.
შეიშმუშნა. ხელები ოდნავ შევუშვი. სხვა ოთახიდან შემომავალ მკრთალ შუქზე შევნიშნე, როგორ შეეჭმუხნა წარბები გადმობრუნებისას. ზემოდან დავაცქერდი. თვითონ სადღაც ნიკაპსა და მკერდს შორის მიყურებდა.
- რატომ ხარ ახლა აქ? - მკითხა ჩახლეჩილი ხმით.
- ემა, - ვთქვი და ოდნავ ქვემოთ ჩავიწიე, რომ მისთვის თვალებში შემეხედა, - არ შეგიძლია, ცოტა ხნით სულელურ მიზეზებზე არ იფიქრო?
- შენ შეგიძლია? - მკითხა და ისევ ჩემ მიღმა მიაშტერდა ჭერს.
- ქვეტექსტებზე ფიქრი მოგიღებს ბოლოს, - მივუახლოვდი და ისე ვუთხარი, ჩემი ტუჩები მის ათრთოლებულ ტუჩებს ეხებოდა.
- არ შეიძლება ასე.
- კარგი რა, ემა. ნუ გეშინია, არ გაკოცებ.
მთელ სახეზე დავატარებდი ტუჩებს, მაგრამ არ ვეხებოდი. მხოლოდ სურნელს ვისუნთქავდი ღრმად. ყელზე ვეფერებოდი ხელებით.
- უნდა ავდგე, - ამოილაპარაკა სუნთქვაარეულმა.
- მოიცა, რა...
- უნდა ავდგე, - გაიმეორა კიდევ ერთხელ და მოვცილდი. მის გვედრით, ზურგზე გადავწექი. წამოდგა და ვიგრძენი, როგორ შემცივდა. სიარული ოდნავ ჯერ კიდევ უჭირდა.
სანამ ის შხაპს იღებდა, ავდექი და წამოვედი.
სახლში მისულმა, ცოტაოდენი ღვინო დავისხი ჭიქაში და კედელს მივაშტერდი. ყველა ნახატზე ემა იყო გამოსახული. ყველაზე, ერთის გარდა. იმ ერთ ნახატზე, ემას ფონზე აშკარად დავინახე ჟაკლინი. სისხლი გამეყინა, სუნთქავ შევწყვიტე. ჭიქის მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა. არც კი მიფიქრია ხელზე, თვალმოუშორებლად ვუყურებდი ნახატს და, როგორც ყველა სხვა ნახატის, ვერ მისი დახატვის დროს ვიხსენებდი. ვერაფრით ვახერხებდი ჟაკლინისა და ემას ერთ სიბრტყეზე მოქცევას.
ჟაკლინი... ჟაკლინის სახე ვერასდროს დავა იმდენად მიწაზე, რომ მისი აღწერა შევძლო. ჟაკლინი ჩემი დაუმსახურებელი კათარზისი იყო; ჩემი არარსებული სიწმინდე იყო; ჩემი არაფრით გამართლებადი სისაძაგლის ერთადერთი, მუდმივი გამართლება იყო. ჟაკლინმა ჩემზე ყოველთვის იცოდა ის, რაც მე თვითონ ვერასდროს მეცოდინება. ჟაკლინს არასდროს ვყვარებივარ. არა მგონია, ამ უბადრუკმა გრძნობამ დაიტიოს ის, რასაც მე ჟაკლინი მაძლევდა. ჟაკლინი ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის დახატვასაც ვერ ვბედავდი.
ეს ნახატი აბსურდი იყო. აბსურდი, რომელსაც ჟაკლინისა და ემას შედარება ერქვა. ან იქნებ მათი შერწყმის მცდელობა იყო? ვუყურებდი ნახატს, ვცნობდი საკუთარ მონასმებს, მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ის ჩემი დახატული იყო. გამოთაყვანებული, ყალბი კრიტიკოსივით ვცდილობდი, ამომეცნო, რისი თქმა სურდა მხატვარს. ბოლოს, განრისხებისგან ჭიქის კედელზე მინარცხება რომ მომინდა, მაშინღა გავაცნობიერე, რომ ხელი დასისხლიანებული მქონდა.
ცივი შხაპის ქვეშ ვიდექი და ტვინი მიდუღდა. ვერაფრის გაცნობიერებას ვერ ვახერხებდი. მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად დავანძრიე. სანამ გააზრებას მოვასწრებდი, უკვე ვმასტურბირებდი. არა კონკრეტულ სახეზე, არა ემაზე, არა ჟაკლინზე... რაღაც ზოგადზე, აბსტრაქტულზე და მაშინ, როცა მთელმა ენერგიამ ერთად ამოხეთქა, მივხვდი, რომ ემას უნდა შევშვებოდი. ვერ დავთმობდი ჟაკლინს.
უნდა შემზიზღებოდა ემა. ამ დღის მერე, ყოველ დღე ვხვდებოდი კორპუსთან. ყოველ დღე მიყურებდა თვალებში და ყოველ დღე ვხედავდი, როგორ ერეოდა ნაბიჯები. ნაბიჯები, რომელთაც ჩემამდე უნდოდათ მოსვლა.
პრემიერას, რა თქმა უნდა, დავესწარი. ჯოჯოხეთი იყო. მისი ხმის ყოველ გაგონებაზე მთელი სხეული მეფლითებოდა. ბოლო რიგში, სადაც მისი ისედაც სუსტი ხმა ძლივს აღწევდა, სულს მიკაწრავდა სურვილი.
დამინახა. დამინახა და მაშინ რომ ტექსტი ჰქონოდა, რაღაც აუცილებლად შეეშლებოდა. ვუყურებდი, ვგრძნობდი მისი ყელის სურნელს და მინდოდა, ისევ განუზომლად მინდოდა. მერე ვიღაცამ გამოაფხიზლა და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩემკენ აღარ გამოუხედავს.
ფარდა რომ დაიხურა, პირველი დარბაზიდან მე გამოვედი... აპლოდისმენტების გარეშე.

12

ვეღარ ვხატავდი. საერთოდ ვერაფერი დავხატე. სიხარიელე იყო შიგნითაც და გარეთაც. სახლშიც ციოდა. ხელები მეყინებოდა და კანკალი მიტანდა. ვსვამდი. ბევრს ვსვამდი და მაშინ ჩემი გადამრჩენი მერიც კი არ იყო.
მთვრალი მივბანცალდი ემას კორპუსთან. ზუსტად იმ დროს გამოვიდა სადარბაზოდან და ჩემს დანახვაზე შეკრთა. ჯერ კიდევ ვაკრთობდი. გამეღიმა, მაგრამ ახლოს არ მივსულვარ. მასაც უნდოდა მოსვლა ჩემამდე, მაგრამ ჯიუტად მიყურებდა თვალებში. მზერა მემღვრეოდა. მკრთალი ცისარტყელის ფერები ერტყმოდა ემას პატარა სახეს გარშემო. ვიღიმოდი. ზურგი ვაქციე და წამოვედი.
სურვილი გრავიტაციაზე ბევრად ძლიერი ძალაა. ძალა, რომელსაც ვერაფერს დაუპირისპირებ. საკუთარი სურვილი - განსაკუთრებით ძლიერია. ადრე იქნება თუ გვიან, მაინც ჩაიდენ იმას, რაც გინდა, თუ რამე გარეშე ფაქტორი არ გაბრკოლებს. საკუთარი თავის შიგნით საკუთარი სურვილის დამარცხება უაზრო ცდაა, რომელიც აუცილებლად უშედეგოდ დამთავრდება. მეძინა. ძალიან ბევრი მეძინა და ეს კანონზომიერება თავისით დალაგდა ჩემში.
თეატრიდან მოდიოდა თავდახრილი, სწრაფი ნაბიჯებით. ქუჩის კუთხეში მთლი სხეულით ისე შემასკდა, სულ რომ არ ელოდა და ვაკოცე. ვინმეს შორიდან რომ შეეხედა, იტყოდა, რომ ეს იყო ყველაზე არანორმალური, არაადამიანური, ყველაზე უხეში კოცნა, რაც კი კაცობრიობის ისტორიას შემოუნახავს. ისე ვკოცნიდი, შეიძლებოდა, ხელში ჩამკვდომოდა. ყელამდე ვიყავი სავსე სურვილით და იმის გაცნობიერება მაგიჟებდა, რომ პასუხიც არანაკლები სურვილით იყო სავსე. უბრალოდ, ემა თავს იკავებდა საკუთარი თავის მოსატყუებლად.
რამდენიმე ხანი თვალებში ვუყურებდი. ისე წამოვედი, არაფერი მითქვამს.
მეორე დღსაც ქუჩაში გადავეყარე. თვალებში ეტყობოდა, რომ მეძებდა. მის დანახვაზევე ყალყზე დამიდგა ყველაფერი. ბნელოდა. მხოლოდ განათების რამდენიმე ბოძის სუსტი შუქი ანათებდა ვიწრო ქუჩას.
აგურის კედელს ვეყრდნობოდი ხელებით და მათ შორის მოქცეულ ემას ზემოდან დავყურებდი. ვგრძნობდი, როგორ ცახცახებდა. მისი ხშირი სუნთქვა ყელზე მცემდა და ცოტა ხნით თვალების დახუჭვა დამჭირდა, რომ გამეაზრებინა, რას ვხედავდი. თვალები რომ გავახილე, პირდაპირ მის მზერას გადავაწყდი. ამღვრეული თვალები ჰქონდა და მათვალიერებდა აღფრთოვანებით, როგორც პატარა ბავშვი - საჩუქარს. სახეზე ჩამომისვა აკანკალებული, გაყინული თითები. მერე ისე სწრაფად მომაცილა, თითქოს დანაშაული ჩაედინოს. ხელები წელზე შემოვხვიე და ლავიწის ძვლებს შორის ჩაღრმავებაზე ვაკოცე. ვიგრძენი როგორ შეეკრა სუნთქვა. თავზე ხელები მომხვია. მერე თითები შემიცურა თმაში. ფრთხილად, ძალიან ნელა, სუნთქვა-სუნთქვა მივიწევდი ზემოთ და ყელს ვუკოცნიდი. ნიკაპამდე რომ მივედი და ამოიკვნესა. ჩასუნთქვა არ ვაცადე, ისე ვაკოცე. ახლა მეგონა, რომ ის მართმევდა ჰაერს. ტუმბავდა ჩემგან და თავისთან იწოვდა. მეც ვაძლევდი. ყველა კუბურ მილიმეტრ ჟანგბადს მასში ვაგზავნიდი და ვგრძნობდი, როგორ მესხმოდა თავბრუ. ტუჩები რომ მოვაშორე, გაგიჟებით, ხშირად სუნთქავდა. მის ყელში ჩავძვერი და ახლა კისერზე ვიგრძენი, როგორ მიჭერდა სუსტ თითებს.
იანვრის ბოლო იყო. მას კი მხოლოდ თხელი, კოჭებამდე კაბა ეცვა. სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი, უკვე მასში ვიყავი და ფეიერვერკს ვამზადებდი. გონებადაბინდული ემა ხელებს უწესრიგოდ დაატარებდა ჩემს ზურგზე, ტუჩებს - ყელზე. თვალდახუჭლი, ყოველ ამოსუნთქვას აკანკალებულ კვნესას აყოლებდა. ქალაქის ძველი საათის მეთორმეტე ჩამოკვრაზე გავარდა ფეიერვერკი. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო აფეთქება.
რამდენიმე წუთი ვუსმენდი, როგორ მშვიდდებოდა მისი სიგიჟემდე მისული სუნთქვა. ხელები უღონოდ დაეწყო ჩემს კისერზე და შუბლით მკერდზე მეყრდნობოდა. ისე წამოვედი, მისთვის კაბაც კი არ გამისწორებია.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მივედი სახლამდე და მერე მთელი ღამე ვიჯექი აივანზე, ან იმ ადგილას ,რომელიც აივანი იქნებოდა, პირველი სართულის ნაცვლად, რომელიმე სხვა სართულზე რომ მეცხოვრა. აშკარად უსარგებლო ორიოდე კვადრატი შიდა ეზოში გადიოდა და იქამდე, შეიძლება ითქვას, არასდროს გამომიყენებია. ისე ციოდა, რამდენიმე საათში უკვე სიგარეტის მოწევაც კი მიჭირდა. მაინც იქამდე დავრჩი იქ, სანამ დღის თუ განთიადის სინათლემ არ შემაწუხა. ემაზე ვფიქრობდი. ან ვერც ვფიქრობდი, თუმცა მთელ არსებაში მისი არომატი მქონდა გამჯდარი. ვერც ნიკოტინის სუნმა გადაფარა და ვერც იმ საძაგელმა, სპეციფიურმა სუნმა, იმ ეზოში მუდამ რომ ტრიალებდა. ემაზე ვფიქრობდი.... ან ვერც ვფიქრობდი.
მერე თეატრში ვნახე. სცენაზე, იქ, სადაც ჩვენ გარდა არავინ იყო, თამაშობდა მისი კარიერის საუკეთესო სპექტაკლს. თამაშობდა ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის. მერე სცენის სქელ ფარდას ორივე ხელით ჩაჭიდებული იქცა ღამის ცად, რომელსაც ფეიერვერკი საოცრად ანათებდა. სიტყვის უთქმელად ვიღებდით ამ ამბისგან ყველაფერს, რაც უნდა მიგვეღო. ხმა არ ამოგვიღია არც საგრიმიოროში. სიტყვა არ თქმულა თეატრის სახურავზე, არც საგამოფენო დარბაზში, არც ღია ცის ქვეშ საკონცერტო სცენის უკან... ყველაფერი თავისით ხდებოდა.
ერთ დღეს ემას კარზე დავაკაკუნე და გამიღო თუ არა, ვუთხარი:
- უნდა გააკეთო ეს, ემა.
ოდნავ დამიქნია თავი.
საწოლზე ვიწექით და ემა ჩემს გამკვრივებულ ასოს თვალს არ აშორებდა.
- უნდა შეიყვარო, - ვუთხარი ჩუმად, - უნდა შეხედო, როგორც რაღაც ძალიან ძვირფასს. უნდა იყოს კიდეც შენთვის ძალიან ძვირფასი. კავშირი უნდა იგრძნო.
ამასობაში ემა უკვე თავის პატარა თითებს დაატარებდა მასზე.
- ნუ შეხედავ, როგორც ხორცის ნაჭერს, თორემ გული აგერევა. საზიზღრობაა. მთავარი აქ კონტაქტია. იგრძენი ყველაფერი ის, რასაც სექსის დროს გრძნობ და შეეხე. გახსოვდეს, ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნა.
პირველმა სველმა შეხება ათასობით ვოლტად დამიარა სხეულში. ვგრძნობდი, უცხო და უცნობი რომ იყო ემასთვის ყველაფერი, რასაც აკეთებდა და მისი უხერხული მოძრაობაც ვერაფრით შეედრებოდა მერის ჰაეროვნებას, მაგრამ ეს ხომ ემა იყო. ემა, რომლის ყოველი შეხება ჩემთვის ექსტაზს უდრიდა. ვყვებოდი ემოციებს, ვყვებოდი ბოლომდე და რომ ვიგრძენი. უკვე უნდა გამეთავებინა, ემა შევაჩერე. ჯერ არ იყო ამისთვის მზად.
გავათავე და ემას სიცილით ვაკოცე შუბლზე.
- პირველ მინეტს გილოცავ, პატარა ემა.

13

კარზე ზარმა გამაღვიძა. ჩემი სახლის ზღურბლზე ემა იდგა. მისი თხელი ლაბადა მარტის წვიმას სულ დაესველებინა. სველი თმა ჰქონდა მიწებებული ლოყებზე. სუსტად გამიღიმა და ოთახში შემოვიდა. პატარა ზურგჩანთა იქვე დადო იატაკზე. ლაბადა გავხადე. მოტრიალდა, ხელები წელზე მომხვია და ნიკაპზე მაკოცა. საოცარი აღელვების გარდა კიდევ ვიგრძენი რაღაც, რასაც მაშინვე სახელი ვერ დავარქვი. თვალები ჰქონდა დახუჭული და სველი წამწამები უბზინავდა.
- ჟაკ, - პირველად მომმართა სახელით.
- ჰო, - ვუპასუხე და თვალებში შევხედე.
- იცი, ამ ქვეყნად არ მეგულება იმაზე ინტიმური სიტვა, ვიდრე „ჰოა.“
- ჰო, ემა.
ორივე ხელი სახეზე მოვხვიე და მისი ტუჩების სიმშრალე შევიგრძენი. პატარა ხელებით ჩემს მაისურს ეჭიდებოდა. მკერდზე მეკვროდა და ფრთხილად მკოცნიდა.
იმ დღეს პირველად, ზემოდან ვგრძნობდი ემას სუსტ სხეულს. ფრთხილად, მზერაგაშეშებული მოძრაობდა. ისე, როგორც ყოველთვის, როცა რაღაც ისეთს ვაკეთებთ, რაც იქამდე არ გაგვიკეთებია.
- ნუ ფიქრობ, ემა. დამეყრდენი, - ვუთხარი და მის თითებში ჩემი თითები ავხლართე, - და იგრძენი. ნუ ფიქრობ. მოეშვი და შემომიშვი ბოლომდე! შემიგრძენი. მარტო ვაგინით, არა, მთლიანად შემიგრძენი. წარმოიდგინე, რომ მთელი სხეულით მინდა, შენში შემოვძვრე და უნდა გაფართოვდე, უნდა გაიხსნა. მინდა, შენს ხელებში ჩემი ხელები შევყო, როგორც პერანგში. მინდა, მომერგო. მინდა, გავჯდე შენში. წარმოიდგინე, რომ უნდა შემიწოვო!
და მოძრაობდა. ჩემს ხელებს ჩაჭიდებული, უკონტროლოდ იხრებოდა ყველა მხარეს. პირველყოფილ როკვას ჰგავდა მისი ტაატი. კვნესდა და მალე მისი კვნესა არაადამიანურ, არამიწიერ ბგერებად რომ იქცა, მაშინ დაიბადა პატარა ემასგან ნამდვილი ქალი. მეც ავფეთქდი. ეს იყო აფეთქება.

***
რომ გავიღვიძე, სულ შიშველი იწვა საწოლზე, ფეხები კედელზე აეწყო და ეწეოდა. თვალები მოვიფშვნიტე, იდაყვებს დავეყრდენი და თითებიდან სიგარეტი გამოვაცალე. ერთი ნაფაზი დავარტყი და დავუბრუნე.
მერე ავდექი, საწოლის პირდაპირ კედელს მთელი ტანით მივეყრდენი, ხელები გადავაჯვარედინე და ემას თვალიერება დავიწყე. მაშინღა შევამჩნიე, მთლიანად შიშველს, წვრილი თმის სამაგრი რომ ეკეთა მარჯვენა მაჯაზე. გამეცინა.
- არ დამხატო, - მითხრა მან.
- არ გხატავ.
- შენს ნახატებში ჩემი თავი მეზიზღება.
- რატომ, ემა?
- იმიტომ, რომ როცა მხატავდი, შენც გეზიზღებოდი.
- მე ახლაც მეზიზღები.
- მეც მეზიზღები.
გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე.
- მე საშიში ვარ, ემა.
- კი, საშიში ხარ.
- გეშინია?
- მეშინია.
უკვე თავზე ვედექი.
- ძალიან გეშინია?
- უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.
- მე თვითონაც ვიცი, რომ ნაბი*ვარი ვარ, ემა. ამაში გასაოცარი რა არის?
ვლპარაკობდი, სანამ მისი კივილი არ გავიგე.
- ღმერთო ჩემო, დამწვი! - ყვიროდა ემა.
- ჯანდაბა! - ვთქვი და მარჯვენა ფეხის ტერფიდან სიგარეტის ნამწვი სულის შებერვით გადავყარე.
- მეტკინა! - ამოიკვნესა ემამ.
- არაფერია, ემა. სამაგიეროდ, ლამაზია. ნახევარმთვარეს ჰგავს.
ფრთხილად ჩამოიღო ფეხი კედლიდან და დამწვარ ადგილს დააკვირდა.
- დამაცადე, შეგიბერო.
თანდათან დამშვიდდა. მერე ისევ საწოლზე მიწვა. ამ დროს კარი დაუკაკუნებლად შემოაღო მერიმ. ოთახში შევეგებე. ტრადიციულად, ტუჩებზე კოცნით მომესალმა და მხოლოდ შემდეგ გაიხედა ემასკენ.
- ოჰო, - თვალები გაუბრწყინდა მის დანახვაზე.
- გამარჯობა, - მორცხვად თქვა ემამ.
მერიმ პიჯაკი გაიხადა და საწოლზე დაწვა. ემას მუცელზე დაადო თავი და თითებით ბარძაყებზე დაუწყო მოფერება.
- როგორ ხარ, მერიდიტ? - ვკითხე მეგობარს, - მომენატრე.
- იცი, ჟაკ, ცხოვრებაში პირველად მომინდა გუშინ, რომ ფრიგიდული ვიყო.
- მერი, ამ ქვეყნად ყველაზე გამოცდილი ქალი ხარ და მაინც ყველა შენი ურთიერთობა აი ასე რატომ მთავრდება?
- გამოცდილება არაფრის მაქნისია აქ, - ამოილაპარაკა ემამ და თავის თითებს დახედა.
- მართალია, - თქვა მერიმაც და ღიმილით ჩამიკრა თვალი.
რაღაც არანორმალურად სრულყოფილი იყო იმაში, რასაც მე მაშინ ვუყურებდი. სრულყოფილება, რომელიც ჩემთვის ისევე შორს იყო, როგორც სიწმინდე.
მერიმ, საოცრად მშიაო გამოაცხადა და მე თვითონაც არ ვიცი, რას ვამზადებდი, მერი რომ შემოვიდა სამზარეულოში.
- ჟაკ, - თქვა და კარიდან ემას გახედა, - ამ გოგოს თუ დაკარგავ, საკუთარი თავისგან ვეღარაფერი გადაგარჩენს.
მერე მაკოცა და მარჯვენა თვალის კუთხიდან ემა დავინახე.

***
ზედმეტი ფიქრი ყოველთვის აფუჭებს საქმეს. ამიტომ ვცდილობდი, ბევრი არ მეფიქრა იმაზე, რაც მაშინ ხდებოდა. მაშინდელ სურვილს სადღაც ღრმად, მაგრამ მაინც ვგრძნობდი.
იმ დღეს ემა ძალიან მჭირდებოდა. ძალიან. ჰოდა, მივედი. მისი სახლიდან კი ვიღაც ტიპი გამოვიდა. ემას სურნელი ჰქონდა. თავში მძიმე უროდ მომხვდა ემას სურნელი სხვა მამაკაცის სხეულზე. თვალთ დამიბნელდა, თავბრუ დამეხვა, სხეული დამეკაწრა ათასი, ათიათასი გახურებული ლურსმნით. „შემთხვევით“ დავეჯახე და მისი საფულე უკვე ჩემს ხელში იყო.
დარეტიანებული შევედი ემასთან. ლოგინში იწვა და მზერა კედელზე, ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. კატასტროფა იყო. კატასტროფა იყო მის არომატში გარეული იაფფასიანი ოდეკოლონის არომატი. კატასტროფა იყო, ჩემი პირადი კატასტროფა, სხვისი ხელების თუნდაც მკრთალი კვალი მის ყელზე, მის ლავიწზე. სიკვდილი იყო. მეორედ მოსვლა. კატაკლიზმა. აპოკალიფსი.
გაშეშებული იწვა ემა და არ ინძრეოდა. მექანიკურად... ყველანაირი ემოციის გარეშე, შევედი მასში, გავათავე და გამოვედი. წამოსვლას ვაპირებდი, უსიტყვოდ, უყველაფროდ წამოსვლას მის თვალებს რომ მოვკარი თვალი... მის ცრემლებს. ტიროდა ემა. პირველად ვხედავდი მის ცრემლებს და მჭამდა. ყველა ნერვს სათითაოდ მიჭამდა ამბავი, რომელიც ჯერ ბოლომდე არც კი გამეაზრებინა. ჩემს ყველა ამოსუნთქვას მისი სახელი მოყვებოდა და ყელში მიჭერდა, მახრჩობდა. ვიდექი გაშეშებული. ფეხზე მდგომი ვკვდებოდი, ვიშლებოდი ნაწილებად. სასწაულის თითოეული გრამი ნელ-ნელა, ემას ცრემლებად იწრიტებოდა ჩემი არსებიდან.
ვკვდებოდი.
როგორღაც გამოვედი ემას სახლიდან და ტელეფონზეც მექანიკურად ავკრიფე ნომერი.
- გამარჯობა, ფელიქს.
- ჟაკ! სად დაიკარგე, ჟაკ?
- ადამ ბარბო, ფელიქს. მონაცემებს მოგწერ.
- ფსიქიკა უნდა დავუმახინჯოთ?
- სული, ფელიქს.

***
სამზარეულოს მაგიდასთან სკამზე იჯდა და წინ წყლით სავსე ჭიქა ედო. მზერა ისევ არაფრის მთქმელი ჰქონდა. მივედი. წინ სამართებელი დავუდე, მის პირისპირ სკამზე დავჯექი და ხელები ისე დავაწყვე, მაჯებზე კაპილარები რომ დაენახა.
დიდხანს მიყურა თვალებში. მერე ფრთხილად, ხელის კანკალით აიღო სამართებელი და ჩემს მარჯვენა მაჯას მიუახლოვა. სანამ შემეხებოდა, პირველად მივხვდი, რას გრძნობდა ემა ჩემი შეხებისას.



Fin.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მეჩვენება ხომ? მეჩვენება!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline მოდერი Amalthea

თვით სასწაული! love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№3  offline წევრი N7

არ გელოდი, იცი რატოც, და რომ დავინახე, რამდენიმე წამი აზრზე მოსვლას ვცდილობდი.
აი, ამბობენ კაცები სხვა ეშხით წერენო, რაღაც სხვა, დიდ ემოციას დებენო... ყველა კაცს გადაუჯოკრე.
ვკანკალებ.
თეო...
როგორი უსუსური და ნაგავია ჩემი სიტყვები!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4 სტუმარი

sascauli gogo xar sascauli istoriit me shen mikvarxar!

 


№5  offline წევრი buubbuuu)))

რამდენი ხანია მინდა ვიყო არაფრისმთქმრლი . თუმცა ვერასოდეს იქნები ის თუ არაფერს გრძნობ. ზიზღი სამყაროსადმი. ეს მჭირდებოდა ახლა მე. თუ რატომ მხოლოდ მე მეხება. ბიძგი იყო ძლიერი ბიძგი ჩემთვის დ მადლობა შენ ამისთვის
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№6  offline წევრი Archive

იყო ამ ყველაფერში რაღაც ძალიან მძიმე, მიწიერი, თან ძალიან სუფთა.
იმიტომ რომ ყველაფერი ნამდვილი ეგეთია.

 


№7  offline წევრი Smiling girl

გავოცდი გავშეშდი... არვიცი რადამემართა.., ერდათერთი და განუმეორებელია ეს ისტორია. ვფიცავ რომ ამდაგვარი არაფერი წამიკითხავს და განმიცდია. საუკეთესოა

 


№8 სტუმარი teo

fu ra amirie guli sadzagloba iyo da shenc msgavsi xar sheni naweritutr isedac gafujebuli xasiati sashinlad gamifuje sazizgaro dz var gabrazebuli aseti araferi wamikitxavs esiyi sibindzure

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

მომეწონა... ეს სიბინურეში ამოვლებული შიშ-ზიზღ-ნარევი სიყვარული. ყოჩაღ

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

უუღრმესი მადლობა, პირველ რიგში, ყველას. "მე ვცადე მაინც."
ჰოდა, ერთი (მნიშვნელოვანი) დეტალი: "ვინ იყო, ემა, ის, ვისი პენისიც პირველად ნახე ცხოვრებაში?" - ეს ბიჭია ადამი. ჩემი ბრალია, დამავიწყდა იქ დამეწერა. :))

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნაურია, უკვე მერამდენედ ვკითხულობ შენს ნაწერებს, ვერ გეტყვი რას ვგრძნობ, შიშს, ცოტა დეპრესიასაც... თუმცა ფაქტია, რომ ვერ ვწყდები, ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ, და ვხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მიუღებელი და ბინძური ჩანს, მაინც ჩემშია...ყოჩაღი და ძალიან მაგარი ხარ ...

 


№12  offline წევრი მოიისფრო

რეალური "სიბინძურე".
დასასრული უფრო გრანდიოზული მინდოდა.
რაღაც უფრო განსაკუთრებული.
მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ვკითხულობდი და სიტყვებში ვიძირებოდი.
სადღაც ღრმად.
შორს.
გმადლობ ამ ემოციისთვის.

 


№13 სტუმარი ele

დასასრულში გამარკვიეთ რა...ვერ მივხვდი:(

 


№14  offline მოდერი malena

არა! არ იყო ის ეფექტი რაც მომიტანა "ნუ მიეყრდნობით!"-მა. განა გულისამრევი ან ამორალური მომეჩვენა რომელიმე ეპიზოდი და ამიტომ, უბრალოდ ის მართლა აფეთქება იყო ჩემთვის, გამორჩეული შენი ნაწერებიდან და ეს ვერ. იქნებ შენ თვლი რომ ერთმანეთთან შესადარებლები საერთოდ არ არის შენი ეს ორი ნამუშევარი, მაგრამ რა ვქნა? იმან მომკლა, ამან - არა.

 


№15  offline წევრი მოლურჯო

ერთი სიტყვით
საერთოდ არ მომეწონა არც ისტორია
და არც მისი დასასრული
დასასრულში სულ სხვარამეს ველოდი
რაც შეეხება ისტორიას..
ცარიელი ვნება იყო მეტი არაფერი
სიყვარული საერთოდ ვერ დავინახე
ვერც ტკივილი
ცარიელი ვნება და მორჩა..
--------------------
მარიამი

 


№16  offline წევრი ფორთოხალი

მადლობა, ხალხო, ყველას, ვისაც მოგეწონათ და ვისაც არ მოგეწონათ. არ იყო ეს ნაწერი იმისთვის გათვლილი, რომ მოგწონებოდათ, პირიქით. მე კი მომსპო. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვისაც ერთი ნერვი მაინც შეგიტოკდათ ამის კითხვისას.

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

sazizgroba da sashineleba iyoo aseti arapeli ar wamikitxavs ra iyo es koshmarii sashinelo xasiati upro gamipucha Fuuu

 


№18  offline მოდერი chica sol

დღეს წავიკითხე სრულად ეს ისტორია.აქცე ავღნიშნავ რომ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას.
პირდაპირი მნიშვნელობით ყბა ჩამოვარდნილი დამტოვე. არ ვიცი რა ვთქვა. ისტორია დავასრულე და "უსიტყვობით" შეწყხებულმა კომენტარებს დავუწყე კითხვა. არ ვიცი, მართლა ვერ გავრკვეულვარ ემოციებში. ვერ ვხვდები რა იყო ეს... ვერ ვარქმევ სახელს... მაგრამ რაც იყო ესაა "სხვადასხვა ემოციების, შეგრძნებების ნაზავი" თუ... არ ვიცი მოკლედ. მთლუანად ავივსე ამ " ბინძური და გაუკუღმართებული სიყვარულით"
რაც არ უნდა ყოფილიყო ისტორიის დედა აზრი, მთავარი მაინც მისი ფურცელზე გადმოტანის ოსტატობაა. ზოგს გამოსდის, ზოგს არა... ვფიქრობ ამ ისტორიას შენზე კარგად ვერავინ გადმოსცემდა.
საერთოდ, ფრანგული წიგნები ჩემთვის ცოტა სხვა სამყაროა... ვფიქრობ, რომ ეს ისტორია ზუსტად ამ სამყაროს მიეკუთვნება.
ყველაფერი ჩამწვდა.. განცდა, დიალოგი, ემოცია...
ისტორიამ დამძაბა, სადღაც შემძრა კიდეც... მაგრამ შენ აღმაფრთოვანე... შენმა ნიჭიერებამ გამაოცა...
არ ვიციდი აქ თუ შევხვდებოდი მსგავსი დონის ისტორიას... ვფიქრობ ეროტიკული ისტორიების განხრით საიტზე საუკეთესო ხარ... ამ ისტორიას შენზე უკეთ ვერავინ დაწერდა.
მოკლედ, ერთი დიდი აბდა-უბდა დავწერე, მაგრამ არ უნდა გაგიკვირდეს. ვფიქრობ წონასწარ უნდა შემზადებულიყავი ამისთვის. ასეთი "ბომბა" ისტორიის შემდეგ,რთულია დაალაგო ემოციები და დაწერო სრულიად დალაგებული კომენტარი. სპეციალურად არ გადავავლებ თვალს ამ კომენტარს, რადგან ვიცი წაშლის სურვილი გამიჩნდება.
არ ვიცი შეიძლება ვერც ნახო ეს კომენტარი და ვერც მივიღო "რაიმე პასუხი" მაგრამ ჩემთვის შეუძლებელი იყო სხვაგვარად დაგროვილი ემოცია გარეთ გამომეშვა...
პ.ს. ეს ის ისტორიაა რომელსაც აღარასოდეს მივუბრუნდები სწორედ ამ " სიბინძურის" გამო. მაგრამ თან არ მგონია მისი კვალი გაქრეს ჩემი მეხსიერებიდან.
პ.ს. 2. მგონი კარგი იქნებოდა სათაურთან მიგეწერა +18... (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა)
პ.ს.3.უმაგრესი ხარ(ყველაზე შეუფერებელი შეფასებაა შენთვის, მაგრამ რა ვქნა? არ მომდის სიტყვა თავში რომ შენ და შენი ნიჭუერება შეგამკოთ)
სუყვარულით, მარიამი.

 


№19  offline წევრი aneta

ისტორიამ თავისი საქმე გააკეთა, ემოცია მოინატა. გულწრფელად ძალიან მომწონდი, სანამ შენი ერთი პოსტი არ წავიკითხე, კრიტიკაზე, რამ დაგაწერინა?? sad თხოვნაა: ნუ დაემსგავსები "საიტის დედოფლებს", იმდენად განსხვავებული შეგიძლია იყო. უნდა გაიგო; მკითხველი "კაი ტიპია".

 


№20  offline ადმინი უნდა ვწერო

საუკეთესო ხარ,თეო!
რა გითხრა აბა!
წინსვლა იგრძნობოდა და ძალიან ძალიან დიდი წინსვლა.
ახალი ნაბიჯები ახალი ემოციებით...
მიყვარს შენი წერია სტილი.
ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...ვგიჟდები შენზე!
რისკი გიყვარს,მე კი რისკიანი ხალხი მიყვარს...
გაფასებს.
ამ საიტზე,ვის ნაწერებსაც ვიცნობ,მათ შორის შენ ხარ ნომერ პირველი.
ჩემი გიჟი,ბრაზიანი და საოცარი მწერალი ხარ!

 


№21  offline წევრი ფორთოხალი

მწერალია 'კაი ტიპი' და ასე იქნება სულ.
ძაან უხეშად რო ვთქვა, მწერალმა თუ არ დაწერა, 'ჩემსფეხებს' წავიკითხავთ :))
და მწერალი მაშინაც დაწერს, მკითხველი სულ რომ არ ჰყავდეს იმიტომ რომ ნაწარმოები მკითხველისთვის არ იქმნება (ნუ ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასეა).
და მაინც: ძალიან, ძალიან დიიიდიიი მადლობა, რომ ამ ნაგავს კითხულობთ.

 


№22  offline წევრი aneta

wink wink უკვე მიგამსგავსე ერთ "საიტის დედოფალს" wink თუ მკითხველისთვის არ წერ, ამ საიტზე რა გინდა? წერე შენთვის და ნაწერები ჭერში შეინახე კომბლებივით. მკითხველთან აგრესიას ნე ავლენ, ნუ ნუ ნუ. მასე შორს ვერ წახვალ sad

 


№23  offline წევრი ფორთოხალი

ჭერში შენახული ნაწერებიც მაქვს მე, არც უმაგისობაა :) აგრესია არაფერ შუაშია, მე მაშინ კრიტიკის ფორმას გავუსვი ხაზი, თორემ ამ კონკრეტულ ნაწერზე კომპეტენტური პირებისგან უფრო მეტი უარყოფითი შეფასება მივიღე, ვიდრე დადებითი, მაგრამ არ ყოფილა იქ 'გოგოსთან რატო გააკეთებინე.' არ ღირს ამ თემის გაგრძელება აქ. და ჰო, შორს წასვლაზე არც ვფიქრობ, რომ არ მოგატყუო.

 


№24  offline წევრი aneta

კრიტიკის დაკვეთა "არ შეიძლება". შენ კი ბრაზობ, მაგრამ მე შენგან რომ გამიკვირდა მაგიტომ მოგწერე. გოგომ რომელმაც "ნუ მიეყრდნობით" დაწერა, ის რაღაცეები არ უნდა დაეწერა. თორე აი თუკას რომ ეგ დაეწერა, არ გამიკვირდებოდა და ხმასაც არ ამოვიღებდი wink

 


№25  offline წევრი Maria ♡

რამ აგირიათ გული?
თავისუფალმა წერის სტილმა და ლამაზმა უბრალო ემოციებმა ?
ეს იყო ნაზი-სიგიჟე..
ვერაფერს ვიტყვი,გარდა იმისა რომ გამაგიჟა!

 


№26  offline მოდერი Eleniko13

გოგოსგან, რომელმაც ნუ მიეყდრნობით დაწერა, ამაზე მეტის დაწერაცაა მოსალოდნელი.
გამაღიზიანა რამდენიმე მკითხველის კომენტარმა.
ეს ერთ-ერთი ის ნაწარმოებია, რომლის წაკითხვის შემდეგაც უბრალოება და განსაკუთრებულობა ერთად ვიგრძენი და ეს საოცრებაა.
ვგიჟდები ბლოუ აპ-ზე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№27  offline წევრი meri89

არვიცი როგორ გაიგებთ ჩემს კომენტარს მაგრამ .მაინც ვერ ვხვდები მსგავს ისტორიებს რატო წერთ?ვერ გავიგე ეს პორნო საიტია თუ ვასწავლით სექსის გაკვეთილებს?გულახდილი ვიქნები და გეტყვი გული ამერია .პროსტა მაინტერესებდა დასასრული.

 


№28  offline წევრი ფორთოხალი

meri89
არვიცი როგორ გაიგებთ ჩემს კომენტარს მაგრამ .მაინც ვერ ვხვდები მსგავს ისტორიებს რატო წერთ?ვერ გავიგე ეს პორნო საიტია თუ ვასწავლით სექსის გაკვეთილებს?გულახდილი ვიქნები და გეტყვი გული ამერია .პროსტა მაინტერესებდა დასასრული.

ავტორს კითხვა "რატო"ზე პასუხი არასდროს აქვს. ყოველ შემთხვევაში, ისეთ პასუხს ვერ გაგცემთ, რომელიც გარეშე თვალის მიერ ადეკვატურად აღიქმება. სოუ, არ მგონია, ამ კითხვის დასმას ოდესმე (არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში) აზრი ჰქონდეს. სექსის გაკვეთლები კია საჭირო სადღაც, მაგრამ მე მეეჭვება გამოვდგე. გულახდილობისთვის მადლობას გიხდით. დასასრული თუ გაინტერესებდათ, ე.ი. ნაწერი რაღაცად მაინც ღირს.
პატივისცემით.

 


№29 სტუმარი gsvsjsj

tatulis erti uxamsi sityva gaxadet mteli jgufis salaparajo gasarchevi da bolos iqamdec mivida saqme rom saitidan wavida! aq kide avtors xotbas asxamt! tqvenc tu xart raaa:/ da bolos avtortan me piradad arabairi pretenzia ar maqvs ubralod aq isetebi giwers saqebar sityvebs rom titqos sharshan tatulistvis sityva penisze erti ambavi ar aewiot!!

 


№30  offline წევრი ფორთოხალი

gsvsjsj
tatulis erti uxamsi sityva gaxadet mteli jgufis salaparajo gasarchevi da bolos iqamdec mivida saqme rom saitidan wavida! aq kide avtors xotbas asxamt! tqvenc tu xart raaa:/ da bolos avtortan me piradad arabairi pretenzia ar maqvs ubralod aq isetebi giwers saqebar sityvebs rom titqos sharshan tatulistvis sityva penisze erti ambavi ar aewiot!!

თათული ვინ არის არ ვიცი და ისიც არ ვიცი, ამ თემის აქ გარჩევა რა მიზანს ემსახურება.
უკაცრავად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent