შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/ 7


13-01-2016, 10:31
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 963

უჩვეულო გაურკვევლობაში ვიყავი. მაშინ პირველად არ ვიცოდი, რა იქნებოდა ჩემი შემდეგი ნაბიჯი. ერთ დღეს ემა იმ კაფეში შევიდა, სადაც პირველად ვნახე. მე ისევ მოშორებით, ცალკე მაგიდასთან დავჯექი. იყო ამ ყველაფერში რაღაც სიმბოლური. ისევ ჩაის სვამდა ემა. განსხვავება ის იყო, რომ ახლა უფრო თბილად ეცვა. ისევ მივედი, მის წინ დავჯექი და ვუთხარი:
- შენში მინდა ავფეთქდე.
- არ ჰგავხართ ტერორისტს, - მიპასუხა ახლა ნაკლებ თავდაჯერებულად, მაგრამ ოდნავ უფრო თამამად.
- ჩემი ერთ-ერთი პლუსია.
- რომ ტერორისტს არ ჰგავხართ?
- ჰო, რომ ტერორისტს არ ვგავარ.
- რა გნებავთ? - მკითხა მშვიდად.
- რატომ არ მიდიხარ, ემა? - კითხვითვე ვუპასუხე არანაკლები სიმშვიდით. დაიბნა.
- იმიტომ, რომ მაინტერესებს, რა გინდათ.
- მართალი ხარ. გაინტერესებს, მაგრამ რაღაც გამოგრჩა: სანამ ჩემს სურვილებამდე მიხვალ. ჯერ მე უნდა გაინტერესებდე. ხომ ასეა? გაინტერესებ, ემა.
ემა გაჩუმდა. ჩაის ჭიქის პირს მოატარა თითები. მისი პატარა თითები ტუჩებთან მივიტანე და სანამ ვაკოცებდი, ჩაის არომატი დამიტრიალდა ნესტოებში.
- ბერგამოტი, - ვთქვი ისე, რომ მისი ხელი ტუჩებიდან არ მომიშორებია, - „ერლ გრეი,“ საიმპერატორო. ყველაზე მძაფრი არომატი აქვს, მძიმე და მძაფრი.
- თქვენსავით, - თქვა ემამ. გაოცებისგან რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოვიღე. მერე, ნელ-ნელა რომ გაიშალა მიღებული ინფორმაცია თავში, გამეღიმა. მსუბუქად ვაკოცე ჩაის არომატით გაჟღენთილ თითებზე და ხელი გავუშვი. ისევ ჭიქას შემოხვია.
- კაშნე მოიხსენი, ემა.
- რატომ? - იკითხა და ჩაი მოსვა.
- შენი ყელი მინდა დავინახო.
- ასეთ რამეებს ასე პირდაპირ არ ამბობენ. უნდა გეთქვათ, რომ... მაგალითად, აქ არ ცივა და შემიძლია, კაშნე მოვიხსნა, - ამდენი გადაბმულად იქამდე არასდროს ულაპარაკია. გამეცინა. ავდექი და მისი სკამის უკან დავდექი. ნელ-ნელა ვხსნიდი ფუმფულა, ნაქსოვ კაშნეს და ვეუბნებოდი:
- არა, ემა. მე შემიძლია, გითხრა, რომ მინდა, მთელი საღამო შეშლამდე გიკოცნო ყელი და ლავიწზე იქამდე მოგიჭირო კბილები,სანამ ძვალი არ გაგებზარება. ემა, შეგჭამო მინდა.
ყურთან ვჩურჩულებდი და ბოლო სიტყვებზე ნერვიულად გაეცინა.
- რა გაცინებს? - ჩავიმუხლე მის სკამთან.
- მეშნია თქვენი, - მითხრა და თვალი ამარიდა.
- მეც მეშინია საკუთარი თავის.
- ასე არასდროს შემშინებია თქვენი.
- ვერ გაგიშვებ, ემა.
თვალები დახუჭა. ტუჩები უთრთოდა. სახეზე ხელები შემოვხვიე და საფეთქელზე ვაკოცე.
- წადით აქედან, - მითხრა გაბზარული ხმით.
- მერე შენი ყელი და ლავიწი? - სურვილი ყელში მიჭედა და მოგუდული ხმით ვლაპარაკობდი.
- რა - ჩემი ყელი და ლავიწი? - უკვე მთელი სხეულით კანკალებდა ემა.
- იცი, ემა, ზოგჯერ აქაც შეიძლება იპოვო სასწაული.
- გჯერა მაგის?
- სხვანაირად არ შემიძლია. რომ არ დავიჯერო, დამამსხვრევს.
- მე არ მჯერა.
- მომიახლოვდები? - უკვე ვჩურჩულებდი.
- არა, რა. ვერ ვიქნები შენი სასწაული.
- ნუ იქნები.
- არ შეიძლება ეგრე.
- ნუ შეიძლება.
სკამზე ვიჯექი. შუბლით მის მხარს ვეყრდნობოდი და არ ვიცოდი, ემას კანკალი გადმომდებოდა თუ თავად ვკანკალებდი. ვგრძნობდი, ბერგამოტის არომატით რომ იყო სავსე ჰაერი, მაგრამ ვერ ვსუნთქავდი.
- უკანა გზა მოჭრილია, - ვუთხარი მკაფიოდ და ვიგრძენი, გააჟრჟოლა.
- რატომ?
- ედემში ვერ დაბრუნდები.
- იქნებ საერთოდ არ მოვდივარ მე იქიდან.
- ყველანი სიწმინდიდან მოვდივართ.
- და?
- და გავსინჯეთ ტკბილი შხამი, - ყბის ძვალთან ვაკოცე.
- და? - ძლივს გასაგონად თქვა ემამ.
- და უკან ვერ დაბრუნდები. ისევ აქ ვართ, თუ ხვდები.
- ვართ. ოღონდ მე ვარ, შენ ხარ. ერთად არ ვართ, - ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიმტკიცეს.
- ვართ.
- არა.
- უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ.
- ჰო?
- კი.
- მაინც?
- არ დამინიშნავს, მაგრამ მაშინ თხელი კაბა გეცვა.
- მე კი მგონია, რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად.
ემა მომშორდა, ქურთუკი და ჩანთა აიღო და ადგა. სიტყვის უთქმელად დატოვა კაფე. არც კი შემოუხედავს.
დიდხანს ვუყურებდი მის ნახევრად ცარიელ ჩაის ფინჯანს. თავი ამტკივდა არაფერზე ფიქრისგან. სიცარიელით მავსებდა ეს გოგო და თან ეს იყო ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.
ემასთან მივედი. კარი ღია იყო. შიგნიდან ჩავკეტე და საძინებელში შევედი. ზეწრებიდან შიშველი ზურგი მოუჩანდა.
- ღია სახლში რატომ გძინავს? - ვკითხე ჩუმად, მაგრამ არა - ჩურჩულით.
- კაშნე დამრჩა კაფეში, - მიპასუხა ხმამ. სახე აბურდული თმით ჰქონდა დაფარული.
- კაშნეს დასაბრუნებლად არ მოვულვარ. ემა, - ვთქვი და ხერხემალს მაგრად დაჭერილი თითი ჩავატარე, - ემა, შევერწყათ, გავიაროთ ერთმანეთში.
- როგორ?
- შენთან მოვალ.
- სად?
- სადაც იქნები.
- მერე?
- მერე გაშიშვლდები და შვერთდებით. როგორც არსად არავინ.
- მერე რა იქნება?
- სინაზე, სითბო, უხეშობა, სიმწარე, სიტკბო.
- არა, მაგის მერე..
- კარტის კოშკი, რომელსაც ფრთხილად ავაწყობთ, რომ არ დაიშალოს.
- მე და შენ?
- მე და შენ.
- რომ ვერ ავაწყოთ?
- რწმენა მეგობრობის...
- რომელი მეგობრობის?
- დაიძინე, ემა.
მთელი ღამე ფიგურებს ვხატავდი თითით მის ზურგზე. ზურგზე, სადაც მთელი გალაქტიკა ეტეოდა პლანეტებით, ვარსკვლავებით, კომეტებით... კისრის მალებიდან კუდუსუნის ძვლამდე, ემას ზურგზე ეტეოდა ყველაფერი, რაც სამყაროს გადაუტანია. მისი თეთრი ზურგის ფონზე სხვა დანარჩენი მტვრის პაწაწინა ნაწილაკებად იქცეოდა. ის იყო ყველაფერი, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი; ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი და რაც უნდა მეგრძნო. პატარა ემას უსასრულობად გაშლილი ზურგი იყო ტილო, რომელიც ჩემს პირველ შედევრს დაიტევდა.
გამთენიისას წამოვედი და სახლში უზომოდ ბევრი ვხატე. არაფრად არ ვარგოდა არც ერთი ნახატი, მაგრამ ქაოსი უნდა წამეღო სადღაც. უფერო, უმიზნო სიგიჟე ავსებდა ტილოებს, ფურცლებს, კედლებს... ვერაფერს ვგრძნობდი. მთელი სხეული მიბუჟდა. მეგონა, თავში მილიონი ქარხანა ერთდროულად მიმუშავებდა და ხმაურს ჭკუიდან გადავყავდი. ყურებზე ხელებმიჭერილი ვღრიალებდი, ვსვამდი, ვხატავდი. მერე როგორღაც გავითიშე. გავითიშე.



№1  offline წევრი anna31

იმ 2 თავის მერე ზედემტად მოსაბეზრებელი იყო ეს

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

რაღა დაგიმალო და მეც ასე მგონია :) მაგრამ ესეც საჭირო იყო.

 


№3  offline წევრი anna31

ყოველ წამს რაღაც სხვას ველოდი და რო ვნახე დასრულდა არ მესიამოვნა

 


№4  offline წევრი Archive

ნაცნობი მომენტები :)

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

მხოლოდ და მხოლოდ მე მომეწონა ეს თავი?
ნუთუ, სექსის გარეშე მშრალი და მოსაბეზრებელი გამოდის ნაშრომი?
მე მომეწონა!
ემა მომეწონა
მტკიცე და შემტევი იყო (შედარებით)
დიალოგებიც მომეწონა
და რატომ:
არ იყო ისეთი მძიმე, როგორც ჩვეულებრივ.
სწორედ, რომ გარდატეხა მოხდა.
მძიმე და ფაფუკი.
სხვათაშორის ჟაკიში შენი თავი ამოვიცანი.
სწორედ მაშინ 'მუშაობს,' როდესაც მასში არსებული ქაოსის დაწყნარება უნდა.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline წევრი anastasia))

ზალიაზალიან კარგია...რაღაც იდუმალია :*და განსხვავებული...ასე გააგრძელე

 


№7  offline წევრი მოლურჯო

კიდევ ერთხელ მაპატიე
მიხვდები ალბად მხოლოდ შენ რატომ!
საერთოდ არ იყო მშრალი და უინტერესო
მე ძალიან მომეწონა
მაგრამ არ მეყო.
--------------------
მარიამი

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვერ ვხვდები სულ ერთი ტემპით როგორ უნდა ატარო ისტორია/ნაწარმოები. ცხოვრება ყოველთვის ერთი ტემპით მიდის? არა.
მე მომეწონა ეს თავი. ნაცნობი დიალოგები ხომ საერთოდ როგორ შეესაბამებოდა ამ სიტუაცია. ჟტუანტელს მგვრიდა. მოსაბეზრებელი კი არა, ზუსტად ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ზომა, ნორმა, სტაბილურობა და მგონია, რომ რაღაცის დასაწყისი.

 


№9  offline წევრი anna31

წითური გოგონა
მხოლოდ და მხოლოდ მე მომეწონა ეს თავი?
ნუთუ, სექსის გარეშე მშრალი და მოსაბეზრებელი გამოდის ნაშრომი?
მე მომეწონა!
ემა მომეწონა
მტკიცე და შემტევი იყო (შედარებით)
დიალოგებიც მომეწონა
და რატომ:
არ იყო ისეთი მძიმე, როგორც ჩვეულებრივ.
სწორედ, რომ გარდატეხა მოხდა.
მძიმე და ფაფუკი.
სხვათაშორის ჟაკიში შენი თავი ამოვიცანი.
სწორედ მაშინ 'მუშაობს,' როდესაც მასში არსებული ქაოსის დაწყნარება უნდა.

lullaby
ვერ ვხვდები სულ ერთი ტემპით როგორ უნდა ატარო ისტორია/ნაწარმოები. ცხოვრება ყოველთვის ერთი ტემპით მიდის? არა.
მე მომეწონა ეს თავი. ნაცნობი დიალოგები ხომ საერთოდ როგორ შეესაბამებოდა ამ სიტუაცია. ჟტუანტელს მგვრიდა. მოსაბეზრებელი კი არა, ზუსტად ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ზომა, ნორმა, სტაბილურობა და მგონია, რომ რაღაცის დასაწყისი.

სევდიანი გიჟი
კიდევ ერთხელ მაპატიე
მიხვდები ალბად მხოლოდ შენ რატომ!
საერთოდ არ იყო მშრალი და უინტერესო
მე ძალიან მომეწონა
მაგრამ არ მეყო.

მგონი ყველას ერთი და იგივე გემოვნება ვერ ექნება ამიტომაც....)))))

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

სიმშრალე ემოციური ვიგულისხმე მე. ამბავი ისედაც 'სველია' :)) იდეურად ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ არ ღირს გადაფარვა.

 


№11  offline წევრი N7

უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი სიტყვებით დამძიმების ღირსი..
და მერე, როგორ საუბრობთ სიმშრალეზე?
არა! ამ შემთხვევაში გემოვნება მოისროლეთ შორს, რადგან ამ ნაწარმოებში
ასობგერა თავისზე მეტია,
სიტყვა - თავისზე,
წინადადება - თავისზე,
და თვითონ ნაწარმოებია თავისზე მეტი.

ამაზე მეტი ან ნაკლები არაფერია,
საერთოდ.

ფორთოხალო, მაპატიე, მეც ვამძიმებ სიტყვებით, მაგრამ შეუძლებელია არ თქვა!

საოცარი ხომ არის,
შენ ამ სიტყვას დიდი ხანია გაცდი.
არარსებულ სამყაროში დაფრინავ და
გულწრფელი მადლობები, ჩვენი წაყოლებისთვისაც.

ვინც არ გაფასებს, ხომ იცი:)))
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12 სტუმარი ☺️

au veli shemdeg tavs gtxov male dade ra ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent