ჩემი ბრაზიანი ბიჭი (8)
გონზე რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი. პალატაში ლიზი იჯდა,თვალებდასიებული. -რა ხდება? - მთელი ღონე მოვიკრიბე იმისთვის რომ მეკითხა -ნია..-ღაპაღუპით სდიოდა ლიზის ცრემლები - თავი მაგრად დაარტყი, ტვინის შერყევააო ექიმმა. -ვაიმე! - ყველაფერი გამახსენდა და დავიყვირე. -სადაა მაკო? - ლაშამ ქვემოთ ჩაიყვანა.. რას აკეთებდა თვითონაც არ იცოდა, ჯერ სიცილი ატეხა,მერე წივილი.. თმებში წაივლი ხელი, სახეზე გიჟს გავდა.. ნამდვილ გიჟს.. ვერ ტიროდა, ლაშამ ხელში აიყვანა და ქვემოთ ჩაიყვანა..გარეთ წვიმს.. წვიმაში დგანან ქვემოთ.. - ძლივს აბავდა ერთმანეთს სიტყვებს ლიზი. საწოლიდან წამოდგომა დავაპირე,წამოვიწიე, საგნები დატრიალდა..თავბრუ მესხმოდა და ძალაგამოცლილი დავეშვი საწოლზე. -უნდა იწვესო,ექიმმა მითხრა.. - კიდევ მოიმშრალა ლიზიმ ცრემლები. - ალექსი უნდა ვნახო... - ჭერს შევცქეროდი. - მაინც არ უშვებენ არავის.. დედამისიც არ შეუშვეს.. დგას ქალი კარებთან და ... ტირის - ბოლო სიტყვის წარმოთქმა და ლიზის ხმამაღალი ქვითინი ერთი იყო. მე კი ცრემლი არ მომდიოდა,სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გონება ჯერ ვერ "ხარშავდა" მომხდარ ამბავს. - რა მოხდა? - ვკითხე ისე რომ ჭერისათვის თვალი არ მომიცილებია. - ხომ იცი რა გიჟივოთ დაყავს მანქანა.. - ცრემლებს ძლივს იკავებდა ლიზი და ვგრძნობდი როგორ უჭირდა ყელზე მომდგარი ემოციისათვის დაეძლია და საუბარი გაეგრძელებინა. - კახეთში აიტეხა წასვლა, ბაბუს პირადად უნდა ვახარო ცოლი რომ მომყავსო.. ლაშაც უნდა წასულიყო.. ჩემი ლაშა.. მაგრამ ავუტყდი, უნივერსიტეტში მოდი და ეს რეფერატი მაინც წაიღე-მეთქი.. იქნებ ლაშა რომ გაყოლოდა ალექსს ასე აღარ ევლო და დღეს კარგად ყოფილიყო.. ნია,იქნებ ჩემი ბრალია - ლიზის თვალებში ჩავხედე, რა საბრალი იყო ღმერთო ის იმ წამს, როგორ უმიზეზოდ იბრალებდა მომხდარს.. - ლიზი, ლაშა რომ მის გვერდით ყოფილოყო.. ახლა ისიც.. - ხმა ამიკანკალდა.. შევეცადე სიმშვიდე დამებრუნებინა - ექიმები რას ამბობენ? - არც არაფერს. ოპერაცია ცოტახნის წინ დასრულდა, აპარატზე ყავთ შეერთებული.. თავის ქალა ახადესო.. - ალექსს ვერ დავკარგავთ ვერავინ.. - ვთქვი და ნერვებმა მიმტყუნა, მივხვდი რომ საშველი აღარ იყო, თავი დამეწვა, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ლიზიმაც მოუმატა ქვითინს.. პალატის კარი ლაშამ შემოაღო. - როგორ ხარ? - მკითხა და სახეალეწილი მომიახლოვდა - უკეთესადაც ვყოფილვარ.. -უნდა წავყოლოდი! - თქვა და მუშტი მიარტყა კარებს. ლიზი წამოხტა და ლაშას ჩაეხუტა. აქამდე ვფიქრობდი,რომ ლიზისა და ლაშას შორის საერთო არაფერი იყო,მაგრამ ვცდებოდი,ახლა ორივე ისეთ რამეში იდანაშაულებდა თავს, რაც მათი ბრალი ნამდვილად არ იყო. -ლაშა, შენ რომ იქ ყოფილიყავი ახლა შენც.. - ახლა მეც მის გვერდით ვიქნებოდი.. ვიცი.. მაგრამ არ შემიძლია, მირჩევნია თავი დავიდანაშაულო, ვიდრე ის სულელი დავადანაშაულო.. რამდენჯერ გავაფრთხილე,ნია, რამდენჯერ! - ნერვიულად ლაპარაკობდა ლაშა და ლიზის მთელი ძალით იხუტებდა - ვუთხარი,ძმაო, არ ვარგა ასე გიჟივით სიარული,არა! ნაწვიმარ ტრასაზე გიჟივით გავარდა, ვეღარ დაამუხრუჭა და სატვირთოს შეეჯახა.. ექიმებმა კიდევ კარგადაა გადარჩენილიო.. - სატვირთოს მძღოლი? - გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა - კიდევ უფრო დიდი სინანული ამოაყოლა ამ სიტყვებს ლაშამ. - ნიკა.. ნიკას უთხარი? -გაგიჟდება. - მოკლედ მიპასუხა ლაშამ და მომიახლოვდა. - ნიკა იმაზე მეტად გიჟია,ვიდრე ეს შენ გგონია, არ ვიცი რას გააკეთებს ეს რომ გაიგოს.. - კვირის ბოლოს ჩამოდის - ვთქვი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - შენ უნდა უთხრა - მითხრა ლაშამ - მეშინია თავს რამე არ აუტეხოს.. შენ რომ გვერდით ეყოლები, ვერაფერს ვერ გაბედავს,ვიცი.. -მაკო სადაა? - თავისები მოვიდნენ და წაიყვანეს , სხვა გზა არ მქონდა, იმათ დავურეკე, ჯერ ფანჯრიდან უნდა გადავხტეო,მერე მე დამიწყო ჩხუბი მითხარი რომ კარგად იქნებაო,მერე გაჩუმდა და ასე ჩუმად მიყურებდა, თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა.. შემეშინდა თავს არაფერი აუტეხოს-მეთქი. -ჩემი ლამაზთვალება ალექსი - ვთქვი და ტირილი ამიტყდა. ერთ მხარეს ლაშა მომიჯდა,მეორე მხარეს ლიზი და დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულნი ჩუმათ. საღამოს ადგომა შევძელი, დედა გარეთ იყო. -ახლა მოვედი, რა მოხდა? ლიზიმ დამირეკა, ღმერთო ჩემო.ნია, ხმა ამოიღე. - დედას ფერი არ ედო. - დედა მე კარგად ვარ.. - აბა ვინაა ცუდად? - გთხოვ ქვემოთ დამელოდე. აღარაფერი უთქვამს,რომ დარწმუნდა არაფერი მიჭირდა უხმოდ გამშორდა. მეოთხე სართულზე ავედით, დერეფანი სავსე იყო ხალხით, ალექსის მთელი სამეგობრო აქ იყო. უამრავი ხალხი ირეოდა.. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ექიმმა რამოდენიმე დღე წოლა მირჩია, დედამ სახლში გამიყვანა, გზაში ყველაფერი მოვუყეყევი. - იქნებ ოპერაცია უნდა? აქ რომ არ აკეთბენ, აი ისეთი.. ფონდს გავაკეთებთ.. ძვირიანი ოპერაცია გაუკეთონ.. მედიცინა ხომ ძლიერია - ნერვიულად ლაპარაკობდა დედა, სახლში შევედით. - როგორც ჩანს ყველაფრის ფულით ყიდვა არ შეიძლება. - სად იყავით ? - მხიარულად შემოგვეგება მამა და როცა ჩემს და დედას გაყინულ სახეებს წააწყდა, ღიმილი შეაშრა. - დედა მოგიყვება, მე რთულო ი დღე მქონდა.. - ოთახში შევედი, ვერ ვისვენებდი გვიანი იყო, ნიკასთან არ მისაუბრია.. ვერ დავურეკე, მაკოს ნახვა მინდოდა, მარტოს ვერ დავტოვებდი, მაგრამ დარეკვას ვერ ვბედავდი, რა უნდა მეთქვა?, ბოლოს გადავწყვიტე დღეს უფლება მიმეცა საკუთარ ტკივილთან მარტო ყოფილიყო და მომდევნო დღისით საავადმყოფოში მენახა. დილით 10 საათამდე ძლივს გავძელი, სასწრაფოდ წამოვდექი და წასასვლელად გავემზადე. თავი საშინლად მტკიოდა. ოთახიდან გასულს მისაღებში დედა დამხვდა. - დე, შენ დღეს არ მუშაობ? - არა, დღეს უნდა მოგხედო.. - რა მაქვს მისახედი? ხომ ხედავ რომ კარგად ვარ. - ნია.. წვნიანი მოგიმზადე, ახლავე წამოხვალ და მიირთმევ.. სამზარეულოში შევედით. - ბექას არ დაურეკავს? - ვკითხე დედას და თავი დამნაშავედ ვიგრძენი უკანასკნელი რამოდენიმე დღის განმავლობაში რომ არ შევხმიანებივარ ჩემს ძმას, რომელიც ბანაკში ისვენებდა. - კი, დარეკა, წვიმებია და დავიტანჯეთ, ვერ ვერთობითო.. ლიზის დავურეკე - ხო ნია. - სად ხარ? - ლაშას ველოდები, საავადმყოფოში უნდა გავიდეთ. - მეც მოვდივარ, სად შეგხვდეთ? - მამამისის მანქანითაა,გამოგივლით. - კარგით,გელოდებით. -ნია,ექიმმა თქვა უნდა იწვესო..-დაიწყო დედამ - ექიმმა ისიც თქვა მე რომ გავჩნდი ეს ბავშვი ვერ გადარჩებაო, მაგრამ როგორც ხედავ თავს მშვრნივრად ვგრძნობ.. -აზრი არ აქვს შენთან კამათს.. თავს თუ ცუდად იგრძნობ დამირეკე. ოთახში შევედი, ვერ ვისვენებდი. ნიკას მივწერე. "რას შვები,როგორ ხარ? როგორ მიდის სწავლის საქმე, ძალიან მენატრები " "ნია,პატარავ, გუშინ ვეღარ შეგეხმიანე ,ჩემო გოგო,ბოდიში. მთელი ღამე წიგნებთან გავათიე, სულ 2 საათი მეძინა.ალექსის შეტყობინება მივიღე გუშინ,იმასაც კი ვერ ვუპასუხე, რომ ნახავ ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად, მივწერე დღეს და არ მპასუხობს,თენგოს ველაპარაკე დღეს დილით,რაღაც არ მომეწონა, ვაფიცებდი, მითხარი სიყვარული გეწვია და იმიტომ ხარ მაგ პონტში-მეთქი და უაზროდ იკრიჭებოდა არაო..სხვა რა ხდება მანდეთ? ზუსტად 5 დღე და ძალიან მაგრად ჩაგეხუტები." "ალექსმა რაო,რას გწერდა? ხო,თენგოს არაფერი უთქვამს, მეც ვერაფერს ვატყობ. როგორ გაიწელა ეს დრო, ეს წელიწადი საუკუნე იყო ჩვენთვის.. და ეს ხუთი დღე ხომ საერთოდ.. ალბათ ხუთ საუკუნეს უდრის" "ისეთი არაფერი,წუწუნებდა, ჩემს გვერდით რომ არ ხარ ამ დროსო, მერე თავს იწყნარებდა, არაუშავს მალე ჩამოხვალ და აღარსად გაგიშვებო. კარგი პატარა სამუშაოზე ვარ და მეტს ვეღარ მოგწერ, საღამოს შეგეხმიანები,ჩემი ყველაფერი ხარ." ბოლო მესიჯმა გული მატკინა. ალექსს როგორ აკლდა ნიკა..ახლა კი ნიკას მთელი ცხოვრება უნდა აკლდეს ალექსი.. მისი გადარჩენის იმედი ხომ აღარავის აქვს.. ექიმები მთელი სამი დღე ურჩევდნენ მშობლებს, ფულს ტყუილად ყრით, აზრი არ აქვსო..და ერთ დღესაც მართლაც აღარაფერს ჰქონდა აზრი,ალექსი ჩვენთან აღარ იყო... *** -აბა ბიჭებო ცოტა დასტოინი სახეები მიიღეთ, სულ რამოდენიმე წუთში აქ იქნება.. - ნერვიულად დადიოდა ლაშა აეროპორტში. - გუგა, დაკრძალვა რომელზეა ხვალ? - სამზეო მამაომ.. - კარგი.. ნია - მომიბრუნდა ლაშა-ხვალ სამ საათამდე ნიკამ ყველაფერი უნდა იცოდეს.. არ ვიცი.. მე მჯერა შენი.. ვიცი რომ ამას შეძლებ.. ვიცი რომ ისე ეტყვი..ისე რომ.. - ლაშას თვალები აუწყლიანდა. - ლაშა, დაწყნარდი - გვერდით ამოუდგა ლიზი. - ბერლინი-თბილისი დაჯდა.. - წამოიყვირა თენგომ. სკამიდან გიჟივით წამოვხტი. ის დილა გათენდა,როდესაც 14 თვის უნახავი ჩემი ბიჭი გულში უნდა ჩამეკრა.. რა სასიამოვნო და ამავდროულად, როგორი მტკივნეული იქნებოდა ეს ჩახუტება... ნიკა მაშინვე მიხვდებოდა,რომ რაღაც ვერ არის რიგზე... ალექსი ხომ არ გამოტოვდა ნიკას ნახვის შანსს, ის აქ იდგებოდა,ჩვენს გვერდით. და ეს რომ არა, ჩემი თვალები.. ჩემი თვალები გათქვამდნენ ამ ტყუილს. ფეხები ამიკანკალდა, ნაცნობი გრძნობა დამეუფლა, პეპლები დაფრინავდნენ მუცელში.. ჩემი გულის ძგერა მესმოდა.. რა გამალებით მიცემდა გული.. ის აქ იყო, სადღაც აქ..და რა უსაშველოდ გაიწელა ეს დრო..მე ის დავინახე, ესკალატორზე.. ბიჭი დიდი ჩანთებით ხელში.. ღმერთო როგორი შეცვლილია.. დიდი ბიჭი გახდა, თავდაჯერებული იდგა ესკალატორის საფეხურზე და თვალით ეძებდა ნაცნობ სახეებს. და აი, ის უკვე ახლოს იყოს.. სწრაფად გავარღვიე ხალხის მასა და ჩემს ბიჭს კისერზე შევაფრინდი.. ტირილი ამიტყდა.. ნიკამაც ისე მიმიკრო, თითქოს არ ყოფნიდა ჩემი ჩახუტება, თითქოს ცდილობდა ეს ერთი წელი როგორმე აენაზღაურებინა. დიდხანს ვიყავით ასე, ძლივს მოვშორდი კისერს, თვალებში ჩავხედე, ამღვრეული თვალებით მიყურებდა, ჩემი უსაყვარლესი ღიმილით მიღიმოდა, მთელს სახეზე ვკოცნიდი, პატარა ბავშვივით გამიტვრინდა. - არ მჯერა.. ღმერთო მადლობა! - თქვა და კისერზე ხელი მომხვია, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. როგორი ცხელი ტუჩები ჰქონდა.. თითქოს პირველად მაკოცა. ყველაფერი დამავიწყდა წამით, ახლა ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი.. მე და ის.. და არავინ და არაფერი ჩვენს გარდა.. ლაშას ხმამ გამომაფხიზლა - ჩვენც მიგვიშვი, ჩვენც ძალიან გვენატრებოდა.. ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს,სინამდვილეს დავუბრუნდი,მერედა როგორი მწარე იყო სინამდვილე... -ალექსი სადაა? - მოისმა მოსალოდნელი კითხვა. - მაკოს მამამ სთხოვა შეხვედრა და უარი ვერ უთხრა.. - უთხრა ლაშამ ისე, როგორც შევთანხმდით. ნიკას კორპუსთან მივედით. - არ ამოხვალთ? - სევდიანი თვალები მიაპყრო ნიკამ ბიჭებს-საჩუქრები მაქვს თქვენთვის.. - სხვა დროს იყოს.. უნდა გავიდეთ.. -რა ხდება? რა სახე გაქვს ბიჭო, თუ სერიოზულია მეც წამოვალ.. - ნუ მიედ მოედები თუ ძმა ხარ.. ძლივს ნახე შენი გოგო, ხელს აღარ შეგიშლით.. თან ბიჭო ლიზის წერს ვიღაც და ის მყავს სანახავი, ცხვირმოუხოცავი ლაწირაკია.. - იცრუა ლაშამ,სინამდვილეში კი ალექსის დაკრძალვის საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. ლაშა და ბიჭები ყველანაირად გვერდში ედგნენ ალექსის ოჯახს,ერთი წამით არ აწუხებდნენ მათ ამგვარი საზრუნავით როგორიც იყო დაკრძალვა, ქელეხი და დაკრძალვასთან დაკავშირებული ათასი უსარგებლო ტრადიცია. -კარგით ბიჭებო, თუ სერიოზულია რამე,ხოიცით უკვე აქ ვარ. - კარგი ძმა,აბა არ იცელქოთ - თქვა ლაშამ და თვალი ჩამიკრა. სახლში შევედით. ნიკამ მძიმე ჩანთები საძინებელში შეათრია. - როგორი მოწესრიგებულია ყველაფერი - მითხრა და ხელით თავისკენ მიმწია. - ძალიან ხშირად ამოვდიოდი.. როცა უკვე ვგრძნობდი,ცოტაც და უშენობით კედლებზე დავიწყებდი სირბილს.. აი მაშინ.. და მშველოდა აქ ყოფნა.. წარმოვიდგენდი რომ აქ ხარ, აი აქ და ამზადებ ჩემთვის საუზმეს.. მერე ჩამეხუტები და შენთან ერთად ტკბილად ვიძინებ.. რამდენჯერმე დავრჩი კიდეც აქ.. -ჩემო გოგო.. ბოდიში.. ბოდიში რომ უჩემოდ მოგიწია მთელი ამ ხნის გატარება.. - თქვა და მაგრად ჩამიხუტა.. ღმერთო,რა ძლიერი მკლავები ჰქონდა.. ჩემი ნიკა ის პატარა ნიკა აღარ იყო, გაიზარდა.. ახლა უკვე დიდი ბიჭია.. ძლიერი, თუმცა კი სუსტი არასდროს ყოფილა.. ნია.. უნდა უთხრა.. უნდა უთხრა,მაგრამ ახლა? როცა ასე ნაზად გიკოცნის მთელს კისერს, როცა მისი სუნთქვა მთელს მსოფლიოს გირჩევნია, როცა იცი,რომ ეს წუთები ასე მნიშვნელოვანია შენთვის. თავი ვერ შევიკავე და ცრემლები ღაპაღუპით წამომცვივდა. ნიკამ შეშინებულმა შემომხედა. - პატარა, რა ხდება? რა გატირებს? - არ მჯერა რომ აქ მყავხარ.. არ მჯერა.. და მეშინია.. მეშინია შენი დაკარგვის.. - სულელო, შენ მე არასდროს დამკარგავ,გესმის? ახლა კი წამოდი - თქვა და ხელში ამიტაცა, სამზარეულოში ხელში აყვანილი შემიყვანა - რაო,როგორ მელანდებოდაო, აქ იდექი და საჭმელს მიკეთებდიო ხო? - მაგიდასთან დამსვა და დაჭმლის კეთებას შეუდგა. - ესენი როდინდელია? - თქვა და მაცივარში სასაცილოდ შეიჭყიტა. - გუშინ იყიდეს ბიჭებმა.. - ამ არაჟანს ალექსი იყიდდა,იცის რომ ვგიჟდები - თქვა და გაიღიმა. მე კი თვალებზე ბინდი გადამეკრა, ამემღვრა, თავს ძლივს ვიკავებდი.. ცოტაც და ვიტირებ.. არა,ნია, ჯერ ვერ ეტყვი, სათანადო დრო უნდა შეარჩიო.. და მაინც, მოვიდოდა კი ეს სათანადო დრო? ნიკამ სასწაულად გემრიელი სადილი მოამზადა, მერე კი იკვეხნიდა,გერმანელ გოგოებსაც მოსწონდათ ჩემი გაკეთებული საჭმელებიო, რომ მიხვდა ეს ჩემზე არ ჭრიდა და ამაზე არ ვბრაზდებოდი, წუწუნი დაიწყო, ასე ძალიან ნუ მენდობი,იქნებ როგორი ნაბი*ვარი ვარო. აღფრთოვანებული ყვებოდა სასწავლებელზე, ლექტორებზე, სამსახურზე, უამრავ კეთილ ადამიანზე ვინც იქ გაიცნო, მომავალ გეგმებზე ყვებოდა, იმ ფირმას,სადაც ის მუშაობდა, შეიძლებოდა საქართველოშიც წამოეწყო მშენებლობა და მაშინვე დაასაქმებდნენ ნიკას, მანამ კი უამრავი ადგილის ნახვა შეიძლებოდა. აღფრთოვანებული მიყვებოდა ბიჭის შესახებ,ჰანსის,რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, ქართველივით ჯიგარი იყო და იმიტომაც ვაფასებ ასეო,აუცილებლად ჩამოვა ჩენთან და გაგაცნობო, ჩვენ კი ერთად ვესტუმრებით გერმანიაშიო. დიდხანს ვილაპარაკეთ, თითქოს ყოველდღე ვლაპარაკობდით სკაიპით,მაგრამ მოსაყოლი კიდევ ბევრი ყოფილა. ვუყვებოდი როგორ შეიცვალა დედა, როგორ ცდილობდა რომ ჩემს ცხოვრებაში არ ჩარეულიყო, როგორ გაიარა ბექამ გამოცდები და როგორ მოლოდინში ვიყავით. მოსაღამოვდა. დედამ დამირეკა,გამოვალ-მეთქი ვუთხარი,მაგრამ ნიკა პატარა ბავშვივით გამებუტა. რამდენი ხანია არ მინახიხარ და ახლა მარტო უნდა დამტოვოო. დედას მივწერე რომ ლიზისთან ვრჩებოდი და ტელეფონი გამოვრთე. ფანჯარასთან ვიდექით, სიგარეტს ეწეოდა - ეს ბინა უნდა გავყიდო.. - რატომ? - გერმანიაში რომ ვიყავი, ჩემმა დამ დარეკა, ალბათ თავისმა ნაბი*ვარმა ქმარმა დაარეკინა, ნორმალურად არც კი მომიკითხა, ბინის ნახევარი მე მეკუთვნის და ჩემ წილს ვითხოვო, ალბათ ისევ ვალები აქვთ,კაზინოში თამაშობს ის გამო*ირებული, ბავშვს საჭმელს აცლის პირიდან, ჩემს დას საქორწინო ბეჭედიც კი გაუყიდა, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა.. - ნერვიულად ბერავდა ნესტოებს, როგორც ჩვევია, მე კი მის მკლავებში მოქცეულს,ახლა სიგარეტის კვამლიც კი მსიამოვნებდა. - ნუ ბრაზობ ტყუილად.. - მართალი ხარ, აზრი არ აქვს - მითხრა და სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა. მუცელზე მომიღუტუნა, პატარა ბავშვივით ავხითხითდი, ოთახში გავვარდი, დიდხანს დამდევდა მაგიდის გარშემო,ბოლოს დაღლილი საწოლზე ჩამოჯდა: - ვსიო,გნებდები, რაც გინდა ის მიყავი.. ნელ-ნელა მივუახლოვდი.. გვერდით მივუჯექი და მხარზე თავი დავადე, შემობრუნდა და სწრაფად მაკოცა, წელზე ხელი მომხვია და კოცნით ჩაუყვა ყელს. ხმა არ ამომიღია, ჩემი ყოველი უჯრედი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მონატრებულ ტუჩებს... -დარწმუნებული ხარ? - მითხრა და წამით მოშორდა ჩემს მთრთოლვარე სხეულს. - დარწმუნებული ვარ.. - წავიჩურჩულე ძლივსგასაგონად. ოთახს სავსე მთვარის შუქი ანათებდა... *** დილით მის მკლავებში გამეღვიძა, და როგორი სხვანაირი იყო ეს დილა... თვალები ძლივს გავახილე,მეძინებოდა, საწოლის მოპირდაპირე კედელზე ძველისძველ საათს შევავლე თვალი, 11 სრულდებოდა. საჩქაროდ წამოვდექი, ნიკა შეიშმუშნა,ბედნიერად გაიღიმა და კედლისაკენ გადაბრუნდა. ტელეფონი ჩავრთე, ლაშას უამრავი ნარეკი.. სამზარეულოში გავედი - ხო ლაშა... მისმინე მე.. ჯერ.. ჯერ არა.. ნიკასთან ვარ.. გპირდები ახლავე ვეტყვი.. სძინავს.. კარგი.. პირველისთვის გელოდები. როგორ უნდა მეთქვა,არ ვიცოდი. საუზმე გავამზადე და ოთახში შევედი, ჩემს ბრაზიან და ჯუჯღუნა ბიჭს ისევ ტკბილად ეძინა, და როგორ არ მინდოდა ახლა მისთვის ამ დღის ჩამწარება.. - ნიკა.. - საწოლზე ჩამოვჯექი და მხარზე ვაკოცე. ჩემსკენ გადმობრუნდა და გამიღიმა - დილამშვიდობის ტოროლა, ასე ადრე რამ აგაჭიკჭიკა - საუზმე გაგიმზადე.. - რა ხმა გაქვს, ცუდად ხომ არ ხარ ? - საზოლზე წამოჯდა. - ადექი, სამზარეულოში გელოდები. სწრაფად გამოვიდა, წინ დამიჯდა და თვალებში მიყურებდა შეშინებული. - ნია.. ალბათ ვიჩქარეთ.. მე..მისმინე არ მინდოდა.. უფროსწორად მინდოდა.. უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე.. - ნიკა, ეს არაფერ შუაშია, მომხდარს წამითაც არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ.. შენ იცი როგორც მიყვარხარ! - რა ხდება? - ალექსი.. - ვთქვი და ხმა გამიწყდა, თავს ძალას ვატანდი,მაგრამ ამაოდ.. - რა მოუვიდა ალექსს?! - საზარელი ტონით თქვა ნიკამ, რა თვალები ჰქონდა იმ წამს.. მეგონა ვერ მიტანდა, ვძულდი.. -ნია თქვი თუ ღმერთი გაწმს! - დაიღრიალა, ადგილიდან წამოხტა და ჩემს წინ მუხლებით დაეცა - ნია თქვი ! - ალექსი აღარაა.. - ვთქვი და მკლავში ძლიერად ჩავეჭიდე.. წამით საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა.. ცარიელი თვალებით მიყურებდა, ახლა უკვე პატარა ბავშვის თვალებით,რომლებიც დამხარებას ითხოვდნენ, მთხოვდნენ მეთქვა რომ ვიხუმრე, რომ ჩემი ნათქვამი ეს ორი სიტყვა მწარე,უნიჭო ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. -როდის მოხდა ეს ამბავი? - ისევ ბრაზი და სიძულვილი აენთო თვალებში, თითქოს მის წინ მისი საყვარელი არსება კი არა, ალექსის მკვლელი იჯდა. გული ამიჩქარდა, ძლივს ვსუნთქავდი.. - დღესაა დაკრძალვა... ადგა და ოთახში გიჟივით გავარდა. სკამიდან ვერ ვინძრეოდი. არ ვიცოდი რა მეთქვა, როგორ მენუგეშებინა.."ვიზიარებ"..ეს გაცვეთილი ფრაზა? ვიზიარებ კი არა ათმაგად მტკივა.. ალექსის დაკარგვით გამოწვეულ ჩემს ტკვილს ახლა ასმაგი სიმწვავით ნიკას ტკივილიც ერთვოდა. ოთახში გიჟივით დადიოდა,მუშტებ შეკრული, კარადას დაეყრდნო, აღარ ჩანდა, მტვრევის ხმა გავიგე, წამოვხტი და ოთახში შევვარდი, ხელიდან სისხლი სდიოდა, ძირს გატეხილი ვაზა ეგდო.. კარებში ვიდექი გაშეშებული, შემომხედა... ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, არ ვიცოდი რა მექნა, ასე მიყურა ცოტახანს... სისხლდენა არ უჩერდებოდა, თავი ხელში ავიყვანე და უჯრას მივვარდი,სადაც ბამბა მეგულებოდა. ნიკასკენ ნელი ნაბიჯით წავედი... - არ მინდა.. - მიპასუხა უხეშად და საწოლისკენ წავიდა. არ მოვეშვი,მივუახლოვდი და ვცადე ჭრილობის შეხვევა, ხელი უხეშად ამიქნია - ჩემი ძმა მკვდარია,მკვდარი! მე კი გუშინ აქ შენთან ერთად ვერთობოდი.. მე არ ვიცოდი..საზარელიხმით ლაპარაკობდა - შენ! - მომიბრუნდა,თვალებში ჩამხედა, შეშინებული ვუყურებდი. - შენ იცოდი და არ მითხარი, რატომ! ნია,გეკითხები, რატოომ! - ნიკა გთხოვ... - თვალს ვერ ვუსწორებდი და მინდოდა უბრალოდ გამომეღო ფანჯარა,გადავმხტარიყავი და ეს ყველაფერი დამესრულებინა.. ასეთი ნიკა პირველად ვნახე,ნიკა,რომლის თვალებიც იმ სიყვარულით აღარ მიყურებდა.. - რას მთხოვ,რას! - განაგრძობდა ყვირილს- ისევ აქ დავრჩე ასე წყნარად და ეს ღამეც შენთან გავატარო? თავი ვეღარ შევიკავე, ბოლო ხმაზე ავტირდი. წამოვდექი,მაგრამ თავბრუ დამეხვა.. ეს წყეული თავბრუს ხვევა, შევეცადე ნიკასთან არ შემემჩნია - მოდი გთხოვ აქ.. - პატარა ბავშვივით შემევედრა ნიკა. ადგილიდან ვერ გავინძერი.-მაპატიე..მაპატიე...ჩამეხუტე გთხოვ.. - თქვა და ცრემლები... ნიკას თვალზე.. სწრაფად მივუჩოჩდი გვერით და მთელი ძალით მოვეხვიე.. ტიროდა.. ჩემი რკინის ბიჭი ტიროდა, თოთო ბავშვივით სულმოუთქმელად, გულიანად ტიროდა... დიდხანს ვიყავი ასე ჩახუტებული.. მერე გაჩუმდა.. შუბლზე მაკოცა და წამოჯდა. - რომელ საათზე? - სამზე.. პირველზე ლაშა მოვა. პირველი ხდებოდა.ლაშასთვის ხმა არ გაუცია, საერთოდ ხმა არ ამოუღია, ასე ჩუმად იჯდა, ხელში შავი ყუთი ეჭირა,არ ვიცოდი რა იყო,შეკითხვას ვერ ვბედავდი... კუბოს დანახვისას მხარქვეშ რომ არ ამოვდგომოდი პატარა ბავშვივით დაეცემოდა ძირს, თავს ძლივს იკავებდა.შავი ყუთი მიწაში ჩააგდო. - ალექდანდრეს ბეჭედი იყო.. - თქვა და წარბები შეკრა - საქორწინო ბეჭედი. მაიკოს გავხედე, ნიკას ნათქვამისთვის არც მიუქცევია ყურადღება, ალექსის დედის გვერდით იდგა, როგორ შეეცვალა ამ ერთ კვირას, მის თვალებში ძველი ბავშვური უდარდელი მაიკო აღარ ჩანდა.. არაფრის მეტყველი მზერით ჩაშტერებოდა ერთ ადგილს. აღარ ტიროდა.. თვალებჩაშავებულს თავზე შავი შარფი კიდევ უფრო გულსატკენ შესახედაობას აძლევდა. ჩემთან დედა მოვიდა. - დე, აქ რა გინდა? - გულმა ვერ მომითმინა,მოვედი.. -თქვა და თავი ჩაღუნა.შემდეგ ნიკას შეხედა- მიხარია რომ ჩამოხვედი,ნიას ჭირდები, ვერაა კარგად,არც მიჯერებს, თავბრუ ისე გეხვევა? - მომიბრუნდა დედა და ჩემს ცივ მზერას წააწყდა.ნიკას გავხედე,სახე შეეცვალა, ნესტოები სიბრაზისგან დაებერა, დედას შეხედა - რა ჭირს? - ალექსის ამბავი რომ გაიგო,გონება დაკარგა და თავი მაგრად დაარტყა.. ტვინის შერყევა აქვს, ერთი კვირაა ცუდათაა, ექიმმა სულ იწვესო და ეს.. -დედა გეყოფა.. - შევაწყვეტინე დედას სიტყვა. - სახლში წავიდეთ - მითხრა დედამ და მხარზე ხელი დამადო. ნიკასთან დავრჩები-მეთქი უნდა მეთქვა,მაგრამ.. - ხო,ნია,წაყევი, მე სოფელში უნდა ჩავიდე, მამა უნდა ვნახო.. - მეც მოვდივარ - გამოვაცხადე და გვერდით დავუდექი. - დედაშენს გაყვები! - გამომიცხადა ნერვიული ხმით,უცებ ისევ შევბარბაცდი, შეშინებულმა დამიჭირა. - ნია,სასწრაფოდ მანქანაში... - ანერვიულდა დედა. - დავემშვიდობები და მოვალ.. - დედა წავიდა. ნიკას შევხედე.-აღარ გიყვარვარ? - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. -სულელო,მოდი აქ - მითხრა საოცრი ხმით და გულზე მიმიკრა,გამალებით უცემდა გული,ჩემი კითხვის შემრცხვა.- ნია,გამიგე,გთხოვ,არ მინდა გეუხეშო, პატარა დრო მომეცი,ერთი ორი დღით ჩავალ სოფელში,მამას ვნახავ,ბინაზეც საბუთებს მოვაგვარებ,გასაყიდად მოვამზადებ..და ჩამოვალ მალე. - იცი? ალექსი ასრულებდა პირობას და დასავით მივლიდა. -ვთქვი ისე რომ მის გულს არ მოვცილებივარ. -ვიცი.. - მითხრა და შუბლზე მაკოცა-მანქანამდე მიგიყვან, თავს გაუფრთხილდი გთხოვ,დედას დაუჯერე. -კარგი.. -კარგი არა, დამპირდი რომ დაუჯერებ.. -გპირდები - ვუთხარი და კიდევ მივეკარი გულზე. *** რამოდენიმე დღე გაატარა ნიკამ სოფელში. იშვიათად მირეკავდა,მოწყენილი ხმით, სალაპარაკოც ბევრი არაფერი გვქონდა. ბექა თეატრალურზე მოეწყო, დედას ვთხოვე ნიკასთვის ბოდიში მოეხადა ყველა იმ სიტყვის გამო,რაც წასვლამდე უთხრა, და დედაც დამპირდა რომ ასე მოიქცეოდა. მეც თავს უკეთ ვგრძნობდი. (და აი,დამათენდა წერაში შევეცდები მომდევნო ხვალ დავდო,დიდი სიყვარულით,თქვენი მარიამი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.