მეჯვარეები [სრულად 3]
„ჩემს ოთახში უნდა მოდიოდე შენ“ ნ. ჩერქეზიშვილი.ხინკლის მიტანა გადაიფიქრეს, გასაგები მიზეზების გამო..დანარჩენი ნიკამ იკადრა და გადაატანინა...ოდნავ უშლიდა სიარულში მუხლი ხელს, მაგრამ მალევე გაუვლიდა და ვარჯიშს დაიწყებდა. ყველაზე მეტად ეს ახარებდა მენაბდეს, მაგრამ საქართველოდან წასვლა განსაკუთრებით უჭირდა, უფრო მეტად რწმუნდებოდა ელენესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ აჩქარებაც არ უნდოდა..მისი სული მიეკუთვნებოდა იმ ერთ–ერთ იშვიათს, რომლებსაც გულწრფელად, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, არ სჯეროდა სიყვარულის..იშვიათს, რადგან არც არასოდეს გაკარებია მის გონებას სხვა აზრი..უბრალოდ სხვანაირად აღიქვავდა ყველაფერს..განსხვავებულად..გონების ხვეულები „ცხოვრებაზე“ მარტივად ფიქრით ჰქონდა დაკავებული.–ნიკა 4 დღეში ცოტნეს დაბადებისდღეა, ალბათ გეტყვის..ბიჭებს დაპატიჟებს..გიჟდება თავის დაბადებისდღეზე ესე გადარეული რატოა არ ვიცი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მერე დედამიწის ბრუნვის შეწყვეტა არ მოიმიზეზო.–ოხოხოხო....ახლა არ მომასვენებ არც მე და არც ბრუნოს..ნიკამ რაღაც გადათვალა და გაიღიმა. თუ ცოტნე მეტყვის და არა მისი და როგორმე მოვალ.–ჩემს ძმას არ აწყენინო და ისე, რომ გაუჩნარდები ხოლმე ისე არ ჰქნა! ელენე თან მაცივარში ალაგებდა რაღაცებს თან ნიკას ტუქსავდა, თვითნაც არ იცოდა რა მიზეზით ან რა უფლებით.–გეტყოდი ხმას დაუწიე მეთქი, მაგრამ ის მეორე ნაწილი უფრო მომეწონა ჩემს სახლში წასვლა–მოსვლას, რომ აკონტროლებს ყველაზე უჟმური მეზობელი.–ეგღა მაკლია, შენ მე არ მიცნობ....–ეს 4 დღე მართლა არ ვიქნები, საქმე მაქვს თბილისში და უჩემოდ არ მოიწყინო. ელენე გაბრაზდა, მაგრამ რადგანაც ნიკასთან მიხვდა, რომ გაბრაზებას აზრი არ ჰქონდა შეეცადა გაეღმა.–კარგი მადლობა ნიკა...–ელენე მეორედ ბრაზის შეკავება არ სცადო, განსაკუთრებით გაღიმებით, სულ წითელი ხარ მეშინია ბოლი არ აგივიდეს, ნიკა ხარხარებდა....მაშნ გამოერკვა, როცა მთელი ქილა მაწონი ჰქონდა თავზე დასხმული...–კარგი მოსწავლე ვარ, ბრაზს აღარ შევიკავებ ხოლმე. სამაგიეროდ მე ბოლი არ ამივა შენ კი მაწვნის სუნით ხარ მოკაზმული. ნიკას ხმა არ ამოუღა ისე გატრიალდა..ელენეს შერცხვა უკან გაეკიდა და მაშინ გაჩერდა როცა ეზოში თავის საყვარელ კაბაზე დილით, რომ მთელი მონდომებით რეცხავდა მაწვნის წვეთები დაინახა გრძელი თითებით „მიტყიპნილი“ ნიკა კი ისე უქნევდა ხელს არც შემობრუნებულა. მაწვნიანი ნიკოლოზის დანახვაზე მათეს თვალები გაუფართოვდა..ვერ გაეგო ეცინა თუ ეთანაგრძნო...–ჩვენმა მეზობლებმა მაგარი მადლობა იციან..ჩააკვეხა სიტყვა მათემ და გასართობი თემის პოვნით აღტკინებული ზედა სართლზე გაყვა ნიკოლოზს.– ნიკაა, რა გჭირს? დაეტაკა ბარბარე, თითქოს მაწონი კი არა სისხლი დაენახოს.–არაფერი ოლღა შენმა კლასელმა გულუხვობა გამოიჩინა და ის ერთადერთი ქილა, რომელიც მამამისისთვის იყიდა სპეციალურად უყვარსო და ძლივს იშოვა, მე დამახარჯა და ამას რომ გაიაზრებს მერე თუ იქიდან კივილი მოგესმა არ შეიმჩნიოთ. მაინც არ თმობდა კარგ ხასიათზე ყოფნას მენაბდე.–ოლღას ნუ მეძახი!გაჭირვეულდა ბარბარე.–კარგი როგორც შენ გინდა ოლღა!!ნიკა სირბილით შევარდა ოთახში, მათე და ბარბარეც შეყვნენ, გამეტებით დაეცა საწოლზე ერთი და მეორე ზედ დაახტა...–ვერ ჩატეხავ მაინც! გამოსძახა აბაზანიდან ნიკამ. მათეს კი მართლა უნდოდა ჩაემტვრია, რომ ნიკას იმის ოთახში დაეძინა იმ დღეს და კარგი სიცილი „გამოეცხოთ“ რადგან ასე ვერ გამოვიდა მათე და ბარბარე შეუსახლდნენ ერთ ღამით..მათე იყო ძალიან ჩუმი წიკიანი...თავისი წიკების დაფარვას კი მუდამ ნიკასაზე ხაზგასმით ახერხებდა.–ოლღას არ გაპატიებ ნიკოლოზ, ნუ მეძახი ვახ! დაიძახა ბარბარემ ნიკა, რომ გამოვიდა აბაზანიდან.–გოგო ნუ წიკინებ! ბალიში მიაფარა ნიკამ და დაიწყო ნაცნობი „გაგუდვა“ ბარბარე ფართხალებდა, ფხოჭნიდა.. და ჩქმეტდა....მერე განრისხებული, ნიკა რომ სიცილისგან ვერაფერს აკეთებდა მთელი ძალით აფარებდა ბალიშს და თავგამოდებით ცდილობდა გაგუდვას. იყო ხოლმე იმპროვიზაციის ელემენტები, სიკვდილის გათამაშება..ეს ყველაზე..ყველაზე მომენტი იყო...როცა ნიკა არ ინძრეოდა, მათე სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ დიდი ხანი სუნთქვის გარეშე ყოფნა და გადატრიალებული თვალები, მაინც აგიჟებდათ, ყვირილამდე რამენიმე წამით ადრე იყო ნიკას სიცილი. ყველაფერზე ილაპარაკეს..საერთოდ ყველაფერზე..ყველა მითი დაამსხვრიეს, რომ კაცები არ ჭორაობენ..არ გაჩერებულან..თუ რამე შეიძებოდა იქვე დაფქვეს და დილით ძლივს ჩაეძინათ. შუადღისას ახალგაღვიძებულმა მათემ იმ სერიოზულ თემაზე დაუწყო ლაპარაკი რაც ყველაზე ნაკლებად უნოდა ნიკას.–როგორაა შენი ამბები ნიკა?–ერთ კვირაში შემოწმებას გავივლი და დავიწყებ ვარჯისს.–ეგ არა, ვნებიან შეყვარებულზე გეკითხები...ვერაფრით დათმო გაღიზიანებული ტონი, არადა უნდოდა.–ეხლა მოიცადე..! მათე რა ხდება?–ნიკოლოზ ხშირად მაბნევ და ვნერვიულობ შენზე.–კარგი რა მათე, მართლა არაფერია სანერვიულო, მე ვიცი რომ არის რაღაცები რასაც არასოდეს გავაკეთებ. ჩემი და ლიკას ურთიერთობაც ამ კატეგორიას განეკუთვნება. მე არ მჯერა სიყვარულის! მართლა არ მჯერა, ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რომ შენ დაგამშვიდო ან რაღაც ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს. მე მჯერა გააზრებული გრძნობების, გონების, სულიერი სილამაზის და სისუფთავის, მე მჯერა რომ ადამიანები საკუთარ განცდებზე ბატონობენ, მაგრამ ხშირად ამას მარტო იმიტო ვერ ახერხებენ, რომ ეს არ უნდათ! უფრო სასიამოვნოა მიჯნურად ყოფნა და მიღებულ ტკივილნარევი სიამოვნება, ვიდრე გააზრებული გრძნობების კონტროლი და ფიქრი. გონება იმიტომ გვაქვს ადამიანებს, რომ ვიფიქროთ, განვსაჯოთ და შევაფასოთ.–არ გყვარებია შენ! მათემ ისეთ ხმით თქვა თითქოს გაოცება და გაურკვევლობა გამოჟონვას აპირებდა სიტყვებიდან.–მე სულ მიყვარს! ახლაც! გუშინაც და წინა წლებშიც. მაგრამ ვიცი რომ სიყვარული არაა საკმარისი სულიერი კომფორტისთვის, აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არა. –მეძავის სიყვარული ცოტა სხვა კატეგორიაა!–ლიკა მეძავი არაა და არ გინდა ისეთ ადგილებზე გადასვლა, რაც...აშკარად შეეტყო ნიკას, რომ მათეს სიტყვებმა იმოქმედა.–ნიკა, კარგი რა ეგ მართლა იმით არ განისაზღვრება სად მუშაობს, სულით ეგეთა და ნუ მომთხოვ რომ თვალი დავხუჭო, პირდაპირ უნდა გითხრა რასაც ვფიქრობ, არ შემიძლია რამის დაფარვა. ასეა! ასე! და შენც იცი ესეთმა ქალებმა ისე იციან კანში შემოძრომა, რომ ვეღარ მოიშორებ, ძალიან მიეჯაჭვები და ვეღარ შეძლებ მის გარეშე.–მე ახლაც ვერ ვძლებ!–შენ ნორმალური ხარ? ვიღაცების ნათრევია, შენ რას გადააკვდი ლამისაა...სულ გაგიჟდი.–შენ კი არავინ გყვარებიაო, ჩაიცინა ნიკამ. თუმცა თვალებში დაეტყო როგორ აგრძნობინა მათეს მასზე ასე ლაპარაკი არ გაებედა.–მაშინებ ტო! ცოტა უნდა იფიქრო ჩვენზეც. ეგეთები ყველგან ყრია, ყველა ფეხის ნაბიჯზე..წარმოიდგინე დედა და მამა როგორ განიცდიან ამ ამბავს. კი არაფერი ვიცი შენ არავის ჩარევ შენ ცხოვრებაში ისინიც არ ჩაერევიან, მაგას არ იკადრებენ, მაგრამ ხომ იცი განცდას ადამიანს ვერც დაუშლი და ვერც დააძალებ. –შენ გჯერა ამის მერე სიყვარულის და მე არა ხომ? როცა წინასწარ იცი ვინ უნდა შეგიყვარდეს და ვინ არა, ლიკა არაა მასეთი, სულ სხვანაირია, კეთილი, უბოროტო, სუფთა სული აქვს მიუხედავად ყველაფრისა, გახრწნისგან ძალიან შორსაა. ბევრი ქუჩაში წმინდანებად, რომ მოაქვთ თავი მის ნახევრადაც არ ღირან ღირსებით. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მგონია რომ პრობლემები არ არსებობენ, მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ, იცი როგორი გულუბრყვილოა შეიძლება ცხოვრებაში ვერ მოიფიქროს ის რასაც ასეთ "წმინდანები" ყოველ ფეხისნაბიჯზე ჩადიან. მას არც ჩემი გამოჭერა უფიქრია და არც რამე აინტერესებს ჩემი. არაფერს მთხოვს გარდა ემოციისა. მეც მაქვს მის მიმართ გრძნობები და ამას არ ვმალავ. რა ვქნა არ ვარ ისეთ მორიდებული ეს გავაკეთო.–მინდა იცოდე რომ ძალიან მინდა ბედნიერი იყო, მინდა იცოდე ჩემი აზრი მის მიმართ და მინდა ისიც იცოდე, რომ მე ყველანაირად შენ გვერდით ვიქნები, მაგრამ გულისტკივილს ვერაფერს მოვუხერხებ, რაღაც ღრმად ჩამარხულ წყენას. მათემ სიგარეტს მოუკიდა და ფეხები მოაჯირზე ააწყო.–მე არასოდეს გაწყენინებ! არც დედას და მამას! არც საკუთარ თავს ვუღალატებ ლიკასთან ურთერთბის "გასერიოზულებით" თითზე ბეჭედს, რომ უწოდებენ. მას ჩემს ცოლთან და ჩემს მრავალწახნაგოვან სიყვარულთან კავშირი არ აქვს! ის სხვაა გულის სხვა ნაწილია, რომელიც ჩაქრება მაშინ, როცა ამას მე მოვინდომებ! ამიტომ გეუნბეი სიყვარულის არ მჯერა თქო! ლიკამ ეს იცის, იცის, რომ ვალდებულებები არ გვაქვს, ამის გარეშე ვერ შევძლებდი არ შემიძლია ვინმეს ოდნავ მაინც მეტს დავპირდე რაც არ შემიძლია.–ნიკა თუ გიყვარს ამას როგორ ამბობ?!–იმიტო რომ ვგრძნობ, ჩემს ცოლს საეთო არ აქვს მასთან! მე არ მინდა ჩემს შვილებს შეეხოს ის ქალი ვინც უტიფრად ეხებოდა სხვადასხვა კაცის ტუჩებს თუნდაც დაურწმუნებელი გრძნობებით. არ მინდა გესმის!–ისე დაახასიათე წმინდანი მეგონა, უმწიკვლო, კეთილი, უბოროტო.. მათე სასაცილოდ დაიჯღანა.–სიამაყე!–რა? მათე ვერ მიხვდა.–მას სიამაყე არ აქვს! ამან აქცია ისეთად, როგორც შენ გეჩვენება. ჩემთვის კი წარმოუდგენელია სიამაყის გარეშე კომფორტი. იმდენად ამაყი უნდა იყოს ბრაზისგან ვგრძნობდე, რომ რომ შეეძლობს თვალებს დამთხრის. უნდა ვიცოდე, რომ არ მაპატიებს, რაღაცებს არ მაპატიებს. უნდა ვგრძნობდე ყველანაირი გაჭირების მიუხედავად, როგორ ამაყად უჭირავს თავი. მაგრამ ისე ზომიერად, ისე შეგნებით უნდა ბრაზდებოდეს, რომ.. აი მათე საყვედურიც კი ნაზი უნდა იყოს, ქალური და სუფთა, ისეთი სისხლი რომ გაგეყინება, მის მზერაზე სადაც ყველაფერს კითხულობ უნდა გრძნობდე, როგორ ჩერდება სისხლი, როცა გიყვარს გაგიჩერდება. როცა იგრძნობ, რომ შენ გამო თავისი სიამაყე ცოტათი გვერძე გადადო, მაშინ მიხვდები, რომ სამყაროზე მეტად უყვარხარ, მას მერე კი ხელს ვერ გაუშვებ. ესაა სინამდვილე, ეს ყველაფერი სიყალბისგან შორსაა და რაც გინდა ამ დამოკიდებულებას ის დაარქვი....–როგორ შეგიძლია ეს გააკეთო?! სიყვარულს ვერ მოერევი ესე პატარა ბავშვივით რომ ათამაშო.–უნდა გინდოდეს, მათე როცა გინდა რომ თავი დაანებო, მართლა რომ გინდა და ხვდები, რომ იმსახურებს შენგან შორს ყოფნას დაანებებ და აკონტროლებ, მაგრამ ეს ხშირად არ უნდათ ამიტომ არიან ასე მიჯაჭვულები. როგორც დაპირდა ის ოთხი დღე არ გამოჩენილა წყნეთში, ელენეც უფრო მშვიდად იყო თავისებურად.ხვეულების ამბავი კი ყველას, რომ დავიწყებული ეგონა, ვერავინ, რომ ვერ შეამჩნია ფორვარდის სახეზე, მხოლოდ ერთ კაცს ახსოვდა იმ ექსკურსიიდან....კახეთი და ხვეულები. ჩამოვიდა ექსკურსიიდან და იმ ღამეს თითქმის არ ძინებია...ნიკა იმ ადამიანებს ეკუთვნოდა ბოლოს ტომ სოიერი, რომ წაიკითხეს..უფრო სწორად წააკითხეს..არ უყვარდა კითხვა..უფრო გულწრფელად, რომ ვთქვათ ვერ იტანდა, რეალურად კი ძულდა კიდეც. წიგნებისგან მართლა ძალიან შორს იყო. მოშორებით, განყენებულად და არაფრის დეფიციტს განიცდიდა. არ ჭირდებოდა არაფერში, საკუთარი ჩამოყალიბებული იდეები და აზრები კრეატიულობის ნაკლებობას არ განიცდიდა. არც ისეთ საზოგადოებაში უწევდა ყოფნა ამის გამო რომ მორიდებოდა, ამდენ უცხოელთან, ზოგჯერ გუნდელს ნორმალურად ვერც გაიცნობდა ისე გადაყავდათ გუნდიდან წიგნებზე ლაპარაკის დრო არ რჩებოდა..რეალურად არც იყო ალბათბა, რომ ამისთის დრო გამოენახათ...დიდი დიდი იმ ქვეყნის გამორჩეული მწერლის გვარი გაეგო და მეტი არაფერი აინტერესებდა.ელენემ კი დაძაბა......სულ ხვეულებზე ფიქრობდა. არა ნამდვილად არ თვლიდა ელენეს მასზე ჭკვიანად, მაგრამ არც იმდენად დაბრმავებული იყო სიამაყით რომ თავისი განათლების სიმწირე არ შეენიშნა და ელენე უფრო "ნაკითხად" არ ჩაეთვალა."არა ახლა მე ქალის გამო კითხვა უნდა დავიწყო?!" თავი წამოწია თავის თავს, რომ არწმუნებდა, რომ ეძინა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. "აი უკვე მეტისმეტია"..თავი ისევ დადო საწოლზე. "ყველა ადამიანისგან შეიძება რაღაცის სწავლა, მაგრამ ეს თუ მართლა პირდაპირი გაგებით დამიდგებოდა წინ" გაეცინა.... "რა მაცინებს, არა თუ კითხვას დავიწყებ..თუუუ..ელენეს გამო არა..არა ელენეს გამო კი, მაგრამ მისი იმ გრძნობის გამო არა (თავის თავსაც არ უმხელდა იმ გრძნობას) უბრალოდ იმიტომ, რომ ეს რეალურად კარგია..ჯანდაბა, იმ სიცხიანივით ვფიქრობ პოეზიის საღამოებსაც რომ არ აცდენს სიცხის გამო..არა მე ვერ დავფიქრდები ასეთ რამეებზე" ისევ გაეცინა.იუმორი ნამდვილად არ იყო მისი სუსტი მხარე. "ჭეშმარიტ" იუმორს მათემ აზიარა. ახლა უარეს აზიარებდა თუ გაიგებდა, რომ ნიკამ კითხვა დაიწყო..ამას ხომ მთელი წყნეთი გაიგებდა ჯერ და მერე დანარჩენი საქართელოც. გიჟივით ერთბაშად არ უნდა გმხდარიყო წიგნის ჭია.. " ერთბაშად, რა ერთბაშად საერთოდ უნდა გავხდე წიგნის ჭია?" ჭიაზე შეაკანკალა..რომ დაენახა მოკვდბოდა....ეტაპობრივად, სთეფ ბაი სთეფ, ფრენის დროს საუკეთესო გასართბია.."უკეთესსაც მოიფიქრებდა კაცი" მაშინვე გააწყვეტინა ხმა მის შიგნით რაღაცას. ყველა საქმეს რაღაც დადებითი უნდა გამოსძალო, ცუდ საქმესაც კი..არადა თვითმფრინავში რა კარგად ერთბოდა სიცილით..მერე ცოტა ხანს წაუძინებდა ახლა კი შექსპირი უნდა ეკითხა..თომას მანი, მარკესი და კოელიო თავისთავად, აბა ისე როგორ იმ საზოგადოებაში სადაც ცხოვრობდა... თუმცა სოციალური ქსელიდან უკვე თამამად შეიძლება ეთქვა, რომ წაკითხული ჰქონდა. "ახლა კი მართლა ჯანდაბა, როგორც სერხიო იტყოდა კარამბა" გააჯავრა მისი მექსიკელი გუნდელი. არა საკუთარ თავზე გაცინება კარგად გამოდიოდა.....ადამიანისათვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა!ფოლკნერი-მინდა ერთმანეთთან დავივიწყოთ, რომ ქალი და კაცი ვართ, მინდა ბავშვებთან ურთიერთობა გააუმჯობესო, მათთან იყო, დემეტრესთან არ იყო ესეთი მკაცრი. გაუგო, დაეხმაროო. უბრალოდ მამა იყო გესმის, ისეთი მამა, როგორიც იქნებოდი რომ არა ის დღე. მინდა აიტანო, რომ სანდროსთან მექნება რაღაცა სახის შეხება, ჩვეულებრივი ურთიერთობა. მე და შენ ვიცით, რომ ჩემი ბრალია ჩვენი ათი წელი.....ამის გახსენება...ნიკამ ტუჩზე თითები მიადო და აგრძნობინა, რომ მეტის თქმა არ იყო საჭირო.-დემეტრე სხვა თემაა! დემეტრესთან არავის ჩავრევ ელენე. ის მე და იმას გვეხება მხოლოდ! სანდროს რაც შეეხება შენ თავისუფალი ქალი ხარ, რომელსაც ყოფილი ქმარი ვერაფერს დაუშლის, მაგრამ ამ თავისუფალმა ქალმა იცის მისი ყოფილი ქმრის აზრი. იცის და ყველა მისი საქციელი იქნება გააზრებული სადაც შეცდომები არ სწორდება!.კარების ხმამ გამოარკვია ორივე, თამაზი და მაია იყვნენ რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ისე ახლოს რომ იყვნენ ერთმანეთთან ნიკას და ელენეს შერცხვათ, ფეხზე სწრაფად წამოდგა ელენე და მეგობრებს გადაეხვია.-თქვენი პატარები როგორი მოუსვენრები გამხდარან, ანასტასია თავგამოდებით უწიოდა ვიღაც კაცს როგორ თუ საყვარელი ვარო, ამას მარტო მამა მეუბნებაო. ნიკამ ისე სასაცილოდ გადაიხარხარა, თავი ვერ შეიკავა კარგა ხანს იცინა...ასეთ დროს ელენეს საშინლად ამგვანებდა პატარას, ისეთი ბრაზიანი იყო ელენეც, როცა გაიცნო.-დედას ჰგავს.-სულაც არა, გაიბუტა ელენე, მაგრამ მაინც მიხვდა მსხგავსების ნამდვილობას. თამაზმა მაცივარი გამოაღო და დიდი იმედი ჰქონდა შიგ საყვარელი „შპროტის“ სალათა დახვდებოდა, გიჟდებოდა და თავს ვერასოდეს იკავებდა.-თაზო არ მაქ გაკეთებული, მალევე გავაკეთებ თქვენ დასხედით, გაუღმა ელენემ და სამზარეულოსკენ წავიდა.-ძალიან მიყვარხარ ელენე, კბილები აუკაწკაწდა ბელთაურს. მალე ცოლს მოვიყვა და ასე აღარ შეგაწუხებთ შენ და მაიკოს. არავის გახსენებია სალათა, არც არაფერი ყველა ბელთაურს მივარდა, სავარძელზე დასვეს, ნიკამ წყალიც კი მიაწოდა და დაკითხვა დაიწყეს..-რა? ვინ? როდის? სად? არ უნდა გეთქვა? დაგახრჩობ, დაბერდი უკვე, რატომ არ მითხარი?-ამომასუნთქეთ, დამაცადეთ სალათა მინდა.-დაგჭრი! ჩქარა ახლა რა, შენ ცოლიანი ვერ წარმომიდგენიხარ, მეორე დღეს განქორწინება აღვნიშნოთ, ნიკას მართლა ეცინებოდა.-როგორ არა, უხხხ, იხუმრა ბიჭმა, მე ცოლს მოვიყვან მალე და არ დაგინახო ქორწილში.-ისედაც არ დავდივარ ისეთ ადგილებში სადაც ფეხბურთის სუნი მცემს...ბელთაური ჩაიფერფლა....მართლა დაფიქრდა, რომ შეიძებოდა ნიკა არ მისულიყო, რადგან ამდენი მეგობარი იქნებოდა, ყოფილი გუნდელები და 10 წელია არუნახავს კი გააუმჯობესა ნიკამ ურთიერთბა, მაგრამ ამ მხრივ „არ ენდობოდა“ ბელთაური.-რას უსმენ ამ წიკიანს თამაზ თქვი რა, გაიცინა მაიამ და ნიკა გამოაჯავრა.-აუ ეს დაინახეთ რა დღეშია, ორი კილო ძლივს დაიკლო და აღნიშნავს და მერე 5 ს იმატებს.-დიდი ხანია ვიღაც გახდა? გაბურთული არასოდეს ვყოფილვარ შენნაირი ღიპით, არ შეარჩნა მაიამ.-არც ჩემნაირი გამხდარი ყოფილხარ ოდესმე და კვდები ისე გშურს, ნიკამ ზუსტად იცოდა რა გააღიზიანებდა. ახლა ის დრო ახსენდებოდათ ნიკა და მაია ერთმანეთს, რომ ჭამდნენ, იმდენს კამათბდნენ სხვას ეგონებოდა დახოცავდნენ ერთმანეთს ბოლოს კი უაზროდ იცინოდნენ.-შენი ღიპი არ მავიწყდება, მაინც მემახსოვრება სულ....დაუქაჩა თვალები.-მე კი შენი სიპუტკუნე სულ თვალწინ მიდგას დამახსოვრება არც მინდა..-მოგკლავ მენაბდე! გაუკივლა მაიამ.-მე კი მაგრამ კალორიებს ვერ მოერევი! მე როცა მინდა მაშინ ვიკლებ და ვიმატებ და ჩემს ღპს პატივი ეცი რა...-იცოდე ყველას ვაჩვენებ იმ სურათებს სადაც 25 კილოთი მეტი ხარ!-ყველა იტყვის, რომ ძლიერი ნებისყოფა მაქვს.! შენ კი....-გაჩერდით ახლა მოიცადეთ, ელენე თამაზს უყურებდა და ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ მოყავდა ცოლად.-ზავი რამდენიმე წუთით, ამ ვაჟბატონის ქორწილზე ნახავ ჩემს წონას. გაიჭმა მაია და გამარჯვებული მზერა ესროლა ნიკას. ორი თითი ჯერ თავის თვალებთან მიიტანა მერე ნიკასთან.-ქორწილისთვის ან დაბადების დღისთვის იკლებ ხოლმე შენ სულ, მერე ისევ იმატებ ძვირფასო. ჩვენი ქორწილისთვისაც მაგრად მოინდომე და თაფლობისთვის დასრულებისას ვეღარ გიცანით მე და ელენემ.-მოვკლავ, დაიყვირა მაიამ და ნიკას გაეკიდა.....-გადი, არ შემახო ეგ ხელები არ შემახო, მაიკო გაჩერდი ვნანობ, გეაჯები გადი ახლა, გაჩერდი, ნიკა ყვიროდა, მაია კი ფქვილში ამოვლებული ხელებით მიდევდა იქვე სამზარეულოში წააწყდა და იცოდა როგორ ეძია შური.-ახლა ვნახოთ ვინ უფრო მაგარია..-შენ მაიკო, შენ, გაჩერდი არ შემახო გეხვეწები, აუ გთხოვ რა არ მომეკარო მაგ თითებით, რა თქმა უნდა აზრი არ ჰქონდა, მალე ფქვილი ყველგან ეყარა......მერე უკვე კვერცხიც, მერე მაიონეზი ესვა თავზე მაიას ფრაზებით „თმებს ბზინვარებას მატებს“ „სასარგებლო არაა კუჭისთვის, მაგრამ თმაზე მიდის“, მერე თაფლიც ესვა ნიკას კისერზე და მაისურზე..ფრაზით „მინდა დატკბე“ მერე თამაზი და ელენეც ჩართეს,, სხვანაირად არ გამოდიოდა, ისედაც გადაასხეს ყველაფერი თავზე, ელენე ყველას ჯობდა, მარტივი მიზეზის გამო იცოდა რა სად ედო....სამივეს მოახვედრა ვაშლის ძმარი ფრაზებით „ფარდებს არ გაეკაროთ“ „ყველაფერს დაალაგებთ“ მძაფრმა სუნმა ნიკა სულ გააგიჟა, ამიტომ რამე უფრო „ჭკვიანურისთვის“ დაიწყო ფიქრი, ყველაზე მეტად მაწვნის სუნი აღიზიანებდა ამიტომ მაცივარი გამოაღო და ხელი სასაცილოდ დასტაცა. მალე მაწონი ელენეს სახეზე იყო მოწიწებით აკრული და თვალებიც არ უჩანდა. „ნიკა მოგკლავ“ სააბაზანოსთან იმხელა რიგი დადგა 4 კაცის გამო, რომ რამდენიმე წუთი ვერავინ შედიოდა.-ძალიან გთხოვთ შემატარეთ, თქვენ ბავშვებისათი ისარგებლეთ, ნიკა მოწიწებით ისროდა სიტყვებს თან პოზიციებს არ თმობდა. ბოლო ბოლო ჩემი აბაზანააა, ყოფილი..ხმადაბლა დაამატა.-მენაბდე ისეთი კორპუსი გაქვს ჩადგმული მცველი ვერ გაგეკარება არათუ ჩვენ.-ბელთაური კარს მიხედე!ბავშვები სახლში ვერაფერს ცნობდნენ, ანასტასიას სიცილი აუტყდა...-რას გავხართ, მეც მინდა,..სწრაფად გაიქცა და ფქვილი გამოარბენინა მამამის მიაწოდა დამაყარეო...-არა ტასო კონკურენტები არ გვინდა ახლა აბაზანაში შესვლაზე.....სულ ნათლიაშენის ბრალია არ იკლებს არ იკლებს,ახლა უკვე ხომ ხედავ სახლი რა დღეში ჩაგვიგდო..მაიამ თავში წამოარტყა...-ნუ მაცინებ ნიკა ვეღარ ვაკავებ ამ ორს ყვიროდა ბელთაური!-კარს მიხედე, სულ ამას გიმეორებ მთელი ცხოვრებაა! სულ ამას უყვიროდა ნიკა მოედნის ერთი ბოლოდან მეორეში, იმედიანად ჰქონდა „კარი“ ჩაბარებული მეგობრისთვის.-ესენი შეტევაში ძალიან მაგრები არიან!... არის მომენტები, როცა ყველაფერი გავიწყდება, ასაკი, წარსული, პრობლემები, ამას კი მხოლოდ იმ ადამიანებთან ახერხებ ვინც მუდამ ჩვენ გვერდით არიან ყველა სიტოაციაში, იქ სადაც ასაკი არ არსებობს სადაც პრობლემებს ერთად უმკლავდებიან.დემეტრეს ისევ არ იმჩნევდნენ მამის თვალები.ეს კი კლავდა, არაფერს შეეძლო ესე დაენაწევრებინა, საკუთარ სხეულში უსახლკაროდ მიტოვებულ უპატრონო ბავშვს ჰგავდა, რომელმაც არ იცოდა სწორი, არასწორი, იცოდა მხოლოდ ის, რომ არ იყო ბედნიერი..იცოდა, რომ მას არ იმჩნევდნენ მამის თვალები. უმნიშვნელობის განცდა მომაბეზრებლად სასოწარმკვეთელი გახდა..დაითრგუნა, დაიჩაგრა და ჩაიფერფლა. უყურებდა მამამის ისეთს, როგორზეც ოცნებობდა, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა, ყველაფერს ირგვლივ, მაგრამ მას არა.უფრო მეტ ხანს ალაგეს ვიდრე წარმოედგინათ..ნიკა უხმოდ ეხმარებოდა, ახლა იაზრებდა ყველაფერს და სულ აერია ყველაფერი..საკუთარმა შეგრძნებებმა შეაშინა და დაქანცა. დაღალა ამ უაზრო ბრძოლამ..ამ გაყოფილმა ცხოვრებამ..სული იმ განცდამ აუჯანყა, რომ არ უხაროდა, შვილი არ უხაროდა. რამეს კი არ ფარავდა, სხვის დასანახად კი არ იყო ასე გულგრილი , უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო, ამ ბავშვმა თითქოს ის ბოლო ძალაც გამოაცალა რაც შეაგროვა. ელენემ შენიშნა ეს ცვლილება, ვერ გაეგო რამ შეუცვალა ასე გამოხედვა, მოძრაობა, ხმა..ნიკამ ვეღარ მოითმინა და ელენე ოთახში შეიყვანა. არ იცოდა როგორ ეთქვა, ან ეთქვა თუ არა..-ელენე....ჩემი ცხოვრება მაწუხებს, ამას ვერ ვუშველი, მაგრამ მე ვცდილობ, ვცდილობ ძალა ვნახო, რომ ცუდიდან და უარესიდან ცუდი ავარჩიო.-მეც ესე ვარ ნიკა,თითქოს კი არ თქვა ამოხეთქა, ყველაფერმა აზრი დაკარგა, განვლილი ყველაფერი მტკენს, ჩვენი გახსენება მშლის, რომ გხედავ.....მე ისევ ისე... ელენეს სხეული მოუდუნდა და თავი ხელებში ჩარგო, მხრები უცახცახებდა. ნიკა პირველად ხედავდა ასე სუსტს. და პირველად გრძნობდა ასეთ უმწეობას, სინდისის ქენჯნას და უიმედობას.-ელენე....უშენოდ ვეღარ ვარ....იცი არ მაინტერესებს არაფერი..ვიცი რომ ჩვენთვის ახლა ყველაფერი აკრძალულია, მაგრამ რა ვქნა რომ ვერაფერს ვუკრძალავ ჩემს თავს, რა ვქნა რომ ვერ ვუძლებ შენგან შორს ყოფნას, არ მინდა რომ დრო, ერთი წამიც კი რომ დავკარგო, რომ დავკარგოთ გესმის, მინდა რომ ყველაფერზე ვილაპარაკოთ ოღონდ ასე შორს მყოფებმა არა....-მე ვარ დამნაშავე! ელენემ მძიმედ ამოაყოლა ჰაერს ეს სიტყვები.-დამნაშავე არ არსებობს ისევე, როგორც უდანაშაულო.-ვერ წარმოიდგენ რა მემართება როცა იმ დღეს ვიხსენებ,-ელენე..-გთხოვ გეტყვი, მე ვერ გაგიფრთხილდი, მე ვერ დავაფასე ჩემი ცხოვრება, მე არ ვიცოდი ერთგულების, სიყვარულის, ერთად დგომის ფასი, მე გავტეხე ის რაც 10 წელია მანგრევს.... ხო ჩემი ბრალია,ჩემი და შენ ეს იცი, იცი და ვერ მაპატიე...ვერ დაივიწყე, ერთდროულად გძულდი და გიყვარდი....-მე..ახლა ამის დრო არაა რა ელენე გთხოვ..-ხო ნიკა, ერთდროულად გძულდი და გიყვარდი, ამიტო მექცეოდი ისე..... ვერაფრით მაპატიე...ვხედავდი, რომ ცდილობდი.. ვხედავდი თუნდაც ის რომ ჩვენ ქორწილს ხშირად უყურებდი ჩუმად, რომ როგორმე ის შეგრძნებები აღგედგინა რასაც მაშინ ჩემ მიმართ გრძნობდი, ელენე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა... ცდილობდი მაგრამ არაფერი გამოდიოდა, ვერ მაპატიე, მთელი 10 წელი მხოლოდ ცდილობდი ნიკა....ამიტომ ზიზიღით ეხებოდი ჩემს სხეულს, ამიტომ იქცეოდი ყოველ ღამე მოძალადესავით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი შენთვის ამის ნება, რომ მომეცა გაჩერდებოდი..მაგრამ გინდოდა მეც შემძულებოდი და შენც მე...სულ ამას ცდილობდი..სულ ჩემს გატეხვას....შენს გაუფერულებას ჩემში..-რომ იცოდე როგორ ვნანობ..-ეს შენზე არ იყო დამოკიდებული..და ნუ ნანობ... მე დავაშავე და იქ დამთავრდა....არც უნდა მქონოდა იმის მერე რამის იმედი, ყოველ ჯერზე შენი თავლების დანახვისას მეგონა...ველოდი გესმის...რა სულელი ვარ...შენ ხომ მე დაგაკარგვინე ყველაფერი რაც გიყვარდა და ამის მერე როგორ მეგონა, რომ შეგეძლო დაგევიწყებინა..-ყველაფერი ფეხებზე , საერთოდ ყველაფერი, ორივე ფეხი, ხელებიც, სხეულიც, ფეხბურთიც და სიცოცხლეც შენს გარეშე....როგორ გამმართლებია მხოლოდ ახლა ვხვდები, მაშინ შენ, რომ დამეკარგე...ოდნავ რომ დავფიქრებულიყავი ელენე ამაზე შევძლებდი ისევ ისე გვეცხოვრა....ჩვენი ბედნიერი ჰაერით..გახსოვს..ის სამი წელი...მგონია რომ სიზმარი იყო ზოგჯერ... ელენეს მხოლოდ ის ახსოვდა რაც ნიკამ ამ წამს უთხრა, რომ ახლა იგრძნო, რომ მისთვის ყველაზე მთავარი იყო, ფეხბურთზე მთავარი და თითქოს იგრძნო, რომ ეჭვიანობა სამუდამოდ იქ დაამარცხა.....-ფეხბურთზე მეტად? ნიკას მთელი სხეული ჩამოეკაწრა...-ნუთუ იმდენად უუნარო ვარ, რომ ის ვერ მოვახერხე შენთვის ეს მეგრძნობინებინა.....რომ შენ ხარ ყველაზე მეტი ჩემში, ყველაფერი სხვა დამატებები და განსაზღვრებებია.....-რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდ აგველოდეს, ჩვენ ღირსეულად უნდა გადავიტანოთ..ხომ გესმის ნიკა.-კი.-ნიკა, დემეტრეს თვალები დაინახე, ჩამქრალი აქვს..ნუ იქნები ესეთ მასთან...-ნუ ჩაერევი! ნიკა ყოველთის კარგავდა საკუთარ თავს ამ თემაზე ლაპარაკისას, ელენე კი არ ეშვებოდა.-ორივესთვის რთულია..-ადვილი ყვირილია! ყველაზე ადვილი, არაფერს მოითხოვს, საერთოდ არაფერს უბრალოდ არსებულის გარეთ გამოტანაა.....ადვილია ვიღაცას პასუხი მაშინვე გასცე..ადვილია აჰყვე პატივმოყვარეობას, ყველას თავისი ადგილი მიუჩინო მაშინვე ეს ყველაფერი ძალიან ადვილია, მარტივია გესმის, ამას არ სწავლობენ ელენე, ეს შიგნიდან ყველას აქვს, რთული ამის გადამუშავებაა ყოველთვის, ყოველთვის სწორად სიარული...ისე რომ საკუთარ თავს არ უღალატო. ადვილია იყო წამიერი ვაჟკაცი დაძარღვული კისრით, ფურთხებამდე მისული გაბრაზებით და იმ სიტყვებით, რომლებიც უბრალოდ არ უნდა თქვა მამასთან! ის კი არა, რომ არ იმსახურებს ელენე..ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა! უბრალოდ არ უნდა თქვა, არანაირ შემთხვევაში, არაფრის გათვალისწინებით! ჩემნაირ უვარგის და უზნეო მამასაც არ უნდა უთხრა. ფეხებზე მ.კიდია ამის მერე ყველაფერი..საერთოდ არ მაინტერესებს ვინმეს სწორად მიაჩნია თუ არა ჩემი საქციელი, ან სწორი ვარ თუ არა....რომ არ გამერტყა ალბათ არც არასოდეს ვნახავდი.....გეფიცები მაშინ, რომ გავარტყი ვიფიქრე, რომ ბოლომდე ვერ გავწირავდი ჩემს თავს დემეტრეს ასე დავშორებოდი..გავარტყი, რომ ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა ის რასაც ვგრძნობ, შემემსუბუქებინა ის კედელი, რომელიც ამ სიტყვებით ამიშენა ცხვირ წინ და ვერ ვახტები..გამამტყუვნე...ვიცი დამნაშავე ვარ....უფრო მეტიც..სუსტი ვარ! ძალიან სუსტი, მაგრამ მოგატყუებ თუ გეტყვი, რომ ამ სისუსტეს არ ვეთანხმები! და ამიტომ ამას ვერც დავამარცხებ, მთელი შეგნებით მგონია, რომ დემეტრე დამნაშავეა..ის, რომ მე უფრო ვარ დამნაშავე მის ბრალს არ ამცირებს! და არც ჩემსას ამსუბუქებს!-ახლაც უშვებ შეცდომას როგორც ადრე, ნიკა,მაგრამ თუ ახლავე შეეცდები გამოასწორო იმ ცუდ შედეგებს არ მიიღებ..ეს ყველაფერი სანანებელი გაგვიხდება, ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ გაგაღიზიანო ან შენი არ მესმის..უბრალოდ დემეტრე იმაზე მეტად გვიყვარს ვიდრე, რომ იმ შეგრძნებას რასაც შენი დამოკიდებულება გამოიწვევს იმას გავუძლოთ.-ელე ამაზე ლაპარაკი შევწყვიტოთ კარგი? არ გვინდა რა.......-კარგი ნიკა, როგორც გინდა უბრალოდ მინდა იცოდე რომ დემეტრეს შენგან განსაკუთრებულად წყინს, და წყინთ მისგან ვინც მნიშვნელოვანია, მინდა გახსოვდეს! უნდა გახსოვდეს!-მემახსოვრება. მალე სანდრო მოვიდა..ნიკას სახე წაეშალა..ეგონა, რომ მოთმენას ვეღარ შეძლებდა, როცა ელენე სამზარეულოში გავიდა ოთახისკენ ანიშნა და იქ შეიყვანა..თამაზი და მაია არც მისალმებიან რეჟისორს. ელენე ძალიან გაბრაზდა ამ საქციელზე.-არც ლიკას ვესალმებით! გამოსცრა ბელთაურს და მალე გავიდნენ სახლიდან. ელენე თავს ძლივს იკავებდა, რომ არ წაქცეულიყო.-მეგონა გასაგებად გითხარი! ნიკამ კედელთან ააყუდა.-მომისმინე ნიკა, შენი მესმის, მაგრამ მინდა ჩემიც გაიგო, მე არავის არაფერს ვაძალებ გესმის, მე ელენე მიყვარს, იცი რომ მთელი ცხოვრებაა და ახლა შენ გამო უარს არ ვიტყვი, მით უმეტეს, რომ შენ ვერ ვხვდები რა უფლებები გაქვს. ელენე თავად გადაწყვეტს ყველაფერს, მივცეთ მას ამის შესაძებლობა! მან გადაწყვიტოს, საერთოდ ასეა, ჩვენ კი არა ქალები წყვეტენ! საშინლად არ უყვარდა ასეთი შემთხვევები, როცა არჩევანი უნდა ყოფილიყო, არ ესმოდა ქალების ვინც იმდენად გაურკვეველნი იყვნენ გრძნობებში, რომ არჩევანად აქცევდნენ მათზე შეყვარებულებს, სასურველ ვარიანტებად. ეგონა არასოდეს მოუწევდა ასე, მაგრამ 37 წლის ასაკში მოუწია და ჩაეღიმა. მიხვდა რომ ასე იყო,უფრო სწორი იყო..... მიხვდა რომ სანდრო იმაზე მართალი იყო ვიდრე ეგონა, ამიტომ ყელზე მიბჯენილი ხელი შეუშვა და მოშორებით დადგა.-კარგი, მართალი ხარ! ელენეს გადასაწყვეტია.-ხო ეგრეა.-სანდროო... ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე, შენ მართალი ხარ ამ სიტოაციაში, რის გამოც არ იყავი პასუხი მიიღე და უნდა ვაღიარო რომ ღირსეულადაც აიტანე....მაგრამ...იცოდე, კარგად დაიმახსოვრე, ნიკა მშვიდად და მტკიცედ ლაპარაკობდე. დემეტრეს არსებობა სულ გახსოვდეს!!!! ფანჯარასთან ჩაცუცქულ დემეტრეს ჟრუანტელმა დაუარა. „დემეტრეს არსებობა სულ გახსოვდეს!“ თითქოს ამ სიტყვებმა რამდენჯერმე დაუარა, სხეული დაეჭიმა და შეაკანკალა.-იშვიათად რომ ვინმეს ვეჩხუბო, კიდე უფრო იშვიათად რომ დავემუქრო, მე მესმის, რომ ყველას აქვს თავისი სიმართლე და რაც მთავარია ღირსება, ამიტომ ვცდილობ არავის მივაყენო შეურაცხყოფა მით უმეტეს თუ სხვებიც არიან, ამიტომ არ გაგეცი პასუხი მაშინ, როცა დამარტყი ჩემი შვილების თვალწინ,ელენესთან ერთად,შენ იმის გააზრებაც არ შეგიძლია რამხელა რამედ დამიჯდა დემეტრესთან ამის მოთმენა..შენ ამას ვერ მიხვდები, შენ არ გყავს ბიჭი, რომელსაც ახლა სჭირდება ყველაზე ემეტად გვერდში დგომა და მე ახლა აღარ შემიძლია შენგან მოთმენილი მუშტის გამო ვუთხრა როგორ უნდა იცხოვროს, მაგრამ არც ისეთი წმინდანი ვარ, რომ საერთოდ შემერჩინა, უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. იმ ქცევისთვის მიიღე პასუხი მაგრამ, იცოდე დემეტრეს არსებობას თუ დაივიწყებ გეფიცები მის თავს, რომ შუაზე გაგხსნი...გაგხსნი გესმის! არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ელენეს შვილები ჰყავს, ბიჭი ჰყავს და თუ ოდესმე შენი საქციელის გამო დემეტრეს რამეზე მაინც შერცხვება ცხოვრებაში, თუ ამაყი არ იქნება ელენესთან დაკავშირებით, თუ ოდესმე რამეზე თავის დახრა მოუწევს, იცოდე რომ სიკვდილს სანატრელს გაგიხდი!! გითხარი, რომ იშვიათად ვიმუქრები, მაგრამ ცხოვრებაში არასოდეს დამირღვევია ის რასაც დავმუქრებივარ! გ ა გ ხ ს ნ ი -დამარცვლა ნიკამ. დემეტრეს სიცოცხლეს გეფიცები!-მესმის, მე ვიცი რომ ახლა ელენესთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყო ვიდრე ოდესმე.-კარგი სანდრო. მე არ ჩავერევი, ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ღირსეულად საშუალო კაცი ხარ, მიუხედავად იმისა რომ სხვა მხარეს დგახარ...ამას ვაღიარებ....თანაც ყოველთვის. ახლა დემეტრეს ის თამაში გაახსენდა, როცა მამამისმა მოწინააღმდეგის საოცარ გოლზე ტაში დაუკრა, დიდი კრიტიკა გამოიწვია მაშინ ამ ამბავმა, თუმცა ნიკასთვის ამას ხელი არ შეუშლია სხვა სიტოაციაშიც ასე მოქცეულიყო. იცოდე, რომ ჩემი სიტყვები არ დაივიწყო...თორემ გახსენებასაც არ დაგაცლი ისე გადაგხსნი..გულაჩქარებული გამოიპარა დემეტრე და სახლში შესასვლელიდან შევიდა, უნდოდა მამამის რამე ეთქვა, რადგან ეს მოისმინა იმედი მიეცა, რომ ნიკა სხვანაირად შეხედავდა, და მერე იქნებ..იქნებ..ისე უნდოდაა ჩახუტებოდა სული ელეოდა..მაგრამ ნიკას დემეტრე არ დაუნახავს. არ არსებობდა....იდგა ჩამქვრალი თვალებით დემეტრე და ჰაერი არ ჰყოდნიდა, თვალები აეწვა, ყელში ბურთი მოაწვა....-დემნა როგორ ხარ? გაუღიმა სანდრომ, ნიკას ტელეფონი ეჭირა და რაღაცას წერდა...თითქოს სახელიც წაართვეს, გაღიზიანდა, დაიბნა,მიხვდა რომ საყვარელი სახელი საშინლად ჟღერდა ყველასგან ვინც მამამისი არ იყო..ოდნავ შეეშინდა, შეეშინდა იმის რასაც გრძნობდა..იმ გავლენის შეეშინდა რაც ნიკას ამ სახელზე ჰქონდა, იმ ძალის შეეშინდა რაც მამამის ჰქონდა მის ბედნიერებაზე...და უბედურებაზეც.-მადლობთ კარგად.....ხმაჩაწყვეტილმა თქვა სანდროს ჩაეხუტა, ვერ გაიაზრა რა გააკეთა, მამამის ვერ გაუბედა მოხვეოდა და გაუაზრებლად მოეხვია სანდროს..ოთახში შეიკეტა. როგორ ტკიოდა ახლა...გულგრილობა ყველაზე დიდი სასჯელი ეჩვენა, ყველაზე მწარე და მტკივნეული.ოთახის გარეთ, მიკეტილ კარებთან..კაცი, რომელიც ინტერესით დაჰყურებდა ტელეფონს სინამდვილეში კი კალენდარს ჩასჩერებოდა ...იდგა....მისი 37 წლის სხეული იდგა და სული....სული წარმოუდგენლად განიცდიდა..სხეულის გარეთ გრძნობდა ტკივილს..მის შეხებას....იმ საშუალო სულის ადამიანთან შეხებას..ჩახუტებაზე გონება აღარ მიაკარა..დემეტრეს თითების მის სხეულზე დანახვამ გადატეხა..იმ თითების..იმ პატარა თითების, პირველად, რომ დაინახა და რომ იცოდა არასოდეს გაუშვებდა ნებით ხელს..ბუთქუნა თითების ახლა, რომ დაგრძელებული და ზედმეტად გამხდარი ეჩვენა..ვერ უშვებდა....სახეზე კი ისევ არაფერი ეტყობოდა... ანასტასია მაშინვე მამამისისკენ გაიქცა და ფეხზე მიეხუტა...ხელში, რომ აეყვანა ზუსტად იცოდა დაუვარდებოდა. თვითონ ჩამოჯდა დივანზე და თავისი გოგო კალთაში ჩაისვა..-შენ უფრო რატომ გესმის ყველაფერი მამა..ჩაჩურჩულა ხმაგატეხილმა. მისთვის, როგორ უნდა ეთქვა, რომ „ყველაზე პატარას ტიტული“ უნდა დაეთმო, როგორ უნდა ეთქვა, რომ სხვა უნდა ყოლოდა..სხვა ბავშვი....ანასტასია, ხომ ყველაფერს უხვდებოდა..იმასაც მიხვდებოდა, რომ სიყვარული არა, მაგრამ მოვალეობები გაეზრდებოდა და დროც შეუმცირდებოდა. გვერდიდან არ მოშორებია..სანდროს თვალებით კლავდა, ისე ჰქონდა დაქაჩული....სანდროსაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული ანასტასიაზე, მისთვის მხოლოდ დედა და მამა იყვნენ..მხოლოდ ესენი არსებობდნენ ერთად..მხოლოდ ერთად...რომ გამოვიდა..იცოდა სად უნდა წასულიყო....მაგრამ არ იცოდა, როგორ. ლიკა გამუდმებით ურეკავდა და ვერ პასუხობდა....როგორ ეთქვა, რომ უხაროდა არადა უნდა ეთქვა, ამდენი დაგროვილი ცოდვა შვილებთან უკვე მეტისმეტი იყო მისი სულისთვის და ახალი სიცოცხლის მამობაც არ უნდოდა ესეთი ცოდვით დაწყებულიყო.-თაზო..-ხო ნიკოლოზ!-სადაა ....ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და დაამატა.. -საფლავი. ბელთაური გაჩუმდა..უფრო სწორად ვერ ლაპარაკობდა, არ ელოდა..უფრო სწორად ელოდა მთელი 10 წელი როდის ჰკითხავდა და არ ელოდა იმ დღეს თუ გაიგონებდა ამ სიტყვებს.-თუ გინდა ერთად..-თაზო მარტო....შვილის, რომელსაც არ იცნობდა საფლავთან მისვლა ყველა მწვერვალზე ასვლაზე რთული ყოფილა. ლოცულობდა, რომ არავინ შეხვედროდა, იცოდა უნდა შერცხვენოდა ამ ცრემლების რაც ასე დაუნდობლად მოდიოდა, მაგრამ ვერ აკავებდა..მარმარილოს შავ ქვაზე მხოლოდ მის შვილს არ ჰქონდა სურათი..მისი დაბადების და წასვლის წლებიც არ ეწერა ერთდაიგივე დღე იყო.....პატარა ჯვარი და ყვავილები....მოვლილი საფლავი..დედას არ მიუტოვებია....სახელიც არ ჰქონდა....უნდოდათ გაბრიელი....როგორ ელოდებოდნენ.....მამა არ მისულა 10 წელი....10 წლის გაბრიელის წარმოდგენაზე სულ დაიშალა....როგორი განცდაც ჰქონდა გაბრიელის არსებობის გაგებაზე და როგორიც ახლა მომავალ შვილზე, სწორედ ამ განცდების განსხვავება იყო ზუსტად ნიკას სულს შორის...10 წლის წინანდელ და დღევანდელ ნიკას შორის....შვილი აღარ უხაროდა და მიხვდა, რომ მოკვდა....გრძნობები გაეყინა. ფეხის ნაბიჯის ხმა და ელენეს სუნი. 888 „პირველად წაკითხვის ბედნიერება“ნიკა რა იყო დედა? მაიამ შეატყო რაღაცნაირად, რომ იყო.–მაი, ბოლოს, რომ გნახე ქართულის თიჩერი იყავი ხომ?–ხო....მაიამ ცალი წარბი აწია სასაცილოდ.–როგორი ანაზღაურება გაქვს? პედაგოგები რამეს ხომ არ უჩივით?–ნიკა ნუ მასხარაობ, რა გინდა, რა ანაზღაურება რამდენი მაქვს..გაეცინა მაიას...საერთოდ, რომ ვმუშაობ ეგეც თუ გახსოვდა არ მეგონა.–ხომ იცი როგორი მეხსიერება მაქვს. გაიჭიმა ნიკა. მერე მოეშვა და მაიას თმა გაუშალა...–მენამდე რა გინდა მითხარი! მაია უკვე დაიძაბა.–მაი უნდა დამეხმარო, შენ ისეთი ლამაზი, ელეგანტური, მამაცი ჭკვიანი ქართულის თიჩერი ხარ რომ..–ეს ქართულის თიჩერი რა ენაა ამიხსენი? ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ასეთ დამახინჯებებს ნიკა.–მკაცრი გამომრჩა. დეეეეე აუ მიდი რააა...ჰელფ მი.–ნიკა ქართულად! ან ინგლისურად, მაგრამ ეს ორივე საშინელებააა.– ესე იგი..ხომ იცი ბოლოს ტომ სოიერი, რომ წამაკითხე....ძალით! დააყოლა პაუზის შემდეგ.–ხო რა დამავიწყებს, კი არ წაგაკითხე წაგიკითხე, თან ბურთით თამაშობდი, წრიალებდი ერთ ადგილზე ვერ გაჩერებდი და მაშინ ჩავიქნიე ხელი...–როგორც არის მაი..დავივიწყოთ ეს ბნელი წარსული, ნუ გავიხსენებთ ამ უკუნეთს, ვაჩუქოთ ერთმანეთს ამ დღეების დავიწყება...-მენაბდე რა გინდა მითხარი ადამიანურ ენაზე დაა არა ესე სიცანცარის.-ოო, რას ვერ მიხვდი ახლა ისე კუდიანი ხარ და ახლა....თვალები დააფახულა ნიკამ.–არ მითხრა რომ ბიძია თმას ქოხზე გადასვლა გინდა? გაეცინა მაიას.–შენი სიცილი შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული..მერე არ დამიწყო დემეტრე გამებუტა..დემეტრე რაღაც უხასიათოთაა..იქნებ დაელაპარაკო..გადმოურეკე..–ხო კარგი, გაჩერდი..მითხარი და დაგეხმარები...–მაოცებ როგორ გიყვარს მამაჩემი..მეც მინდაა..გაეცინა ნიკას.–რა გინდა ელენეს რომ უყვარდე ასე?–დედა შენი მიხვედრილობაც შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული...ვახ როგორი მოუთმენელი თიჩერი ხარ.–ნიკა!–საიდუმლო ოპერაციაა..გახსოვდეს....იცოდე ამ ინფორმაციის გაჟონვას ფატალური შედეგები მოჰყვება....ნიგამ გამჭოლი მზერა ესროლა და ირგვლივ მიმოიხედა.–კარგი, როდისთვის იწყება ეს ოპერაცია? აჰყვა მაია.–დღეიდან....მოკლედ მგონია, რომ კითხვა უკეთეს ხდის!..ვინმე ამას იტყოდა უჩემოდაც, მაგრამ მე ჩემით ვთქვი! სწორედ იმიტომ, რომ მე სრულყოფილებისკენ მივილტვი, თავად სრულყოფილებებიც კი მიელტვიან სრულყოფილებას, მინდა ამ გზაზე ფეხი შევდგა და რა თქმა უნდა შენ უნდა შემიდგინო გეგმა..მე მიჩვეული ვარ წინასწარ რაღაცის შედგენას და მერე იმ ტაქტიკით სიარულს დამიჯერე არ გადავუხვევ და შენც არ გადაუხვიო შვილის დანდობის ფარგლებს და არ გამწირო, მთლად წიგნის ჭიად ყოფნა არ მინდა..ლაითად რა.–არა შენ თუ ვინმე წიგნთან დაგაბავს, მე ხელებს ავწევ..აი ელენეს ტაშს დავუკრავ თუ შენ კითხვა შეგიყვარდა....–მთლად ეგრეც ნუ გადაიჭრები. შემიყვარდა ცოტა ხმამაღალია..უფრო დაბალი მნიშვნელობის სიტყვებით ვიბაასოთ რაა..–როგორი ცანცარა ხარ ვინც არ გიცნობს.....მაიამ შვილს სახეზე ხელები მიადო და მერე თმა გადაუწია.–მე სერიოზული, თავდაჭერილი, სიმპატიური, მოდურად ჩაცმული და დახვეწილი ფეხბურთელი ვარ, სიცანცარე რა მოსატანია...ქალბატონო....–რთული შრომამოგიწევს, მე თუ მომაკითხე, მაშინ ყველაფერი ჩემებურად იქნება.–სად შეგვიძლია! მე არ მეშინია სიძნელეების, მაგრამ ნუ იქნები დაუნდობელი...ზომიერება ყველგან საჭიროა.–სულ ბურთს ,რომ დაატარებდი, სახლში კარში..ეზოში..ყველაფერს რომ ლეწავდი..აქ ზომიერება არ იყო საჭირო? ხომ გიჩიჩინებდი, ხომ გეუბნებოდი..–არა. მანდ არა, ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც რაშიც ზომიერების შეგრძნებას ჰკარგავს, სხვანაირად წარმატება არ მოდის. სხვანაირად საშუალოები ვართ, მე კი უბრალოდ მინდა უკეთესი გავხდე! ვიცი ჩემზე კარგი წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ ვცადოთ.–შენთან ამ საკითხზე აზრი არ აქვს, ფეხბურთით ხარ დაავადებული. მომისმინე ნიკა, მითხარი როგორი ჟანრი გაინტერესებს..ინტერესის სფეროთ, რომ დაიწყო კითხვა უკეთესია, ასე უფრო ადვილად შეყვები.–ჟანრი რა არის? თავი მინც ვერ შეიკავა გაეცინა დედამისის სახეს, რომ შეხედა.. კარგი ინტერესის სფერო ფეხბურთი, ხო ნუმიყურებ ეგრე...ისტორიული უფრო..დეტექტივიც წავა..–კარგი, სულ პირველად ნიკა თუ გინდა დაიწყო დუმბაძის კითხვით უნდა გააკეთო ეს! რაც სეეხება შენს არჩევანს.. "დავით აღმაშენებელი" "გმირთა ვარამი" "გიორგი ბრწყინვალე" "მარიამ სტიუარტი"....მაიამ იცოდა, რომ რაღაც ქართული უნდა მიეწოდებინა....ზუსტად იცოდა კონსტანტინეს "დავით აღმაშენეებელს" ვერ მოწყდებოდა.."გმირთა ვარამს" რამდენიმე ღამეს მიუძღვნიდა..-ამ თანმიმდევრობით ნიკა! გააფრთხილა მაიამ. ბოლოს კი მარიამ სტიუარტსაც წაიკითხავდა, მაგრამ მანამდე არა..მიატოვებდა..–მარტინ იდენი აუცილებლად ნიკა.. ზუსტად შენ მდგომარეობაშია მარტინი..ნუ დაახლოებით...იქ არის ასახული, როგორ იწყებს მთავარი პერსონაჟი ლიტერატურის კითხვას და ბოლოს ქმნის თავად..საოცრად ძლიერია იქ ყველა სიტყვა..ქალის გამო იწყებს იქაც, თუმცა ის ქალი არ ღირს რამედ. იმედგაცრუება დიდია დასასრული...–ნუ მომიყვები ფლიზ, იმის რისი დასასრულიც ვიცი მხოლოდ ფეხბურთის ყურება შემიძლია.–"პარიზის ხვთსმშბლის ტაძარი" იქ 100 გვერდამდე პარიზის აღწერაა..-პარიზი იქაც მეყოფა! ენა გამოყო ნიკამ და მიხვდა ზედმეტი მოუვიდა..ყველანაირად! მაიასთანა რ შეიძლებოდა თან მაშინ, როცა მისი დახმარება ჰაერივით გჭირდება.- ნიკა ესენი დაიწყე, მე კიდევ უფრო კარგად შევარჩევ, დაგილაგებ და დაგიწერ. საოცრად სიამოვნებდა მენაბდეს დედამისის "საქმიანი" ტონი. ყველაზე დაუზარელი იყო ამქვეყნად..“ყველაზე დედა“, ზოგჯერ ასეც ეძახდა.–არაფერს დაწერ! არანაირი ნივთმტკიცება..შენ მითხარი არააა პრობლემა ვიმახსოვრებ, არსად დაწერო დედა მათეს ნერვები სად მაქვს. ორივეს გაეცინა....დემეტრე ოთახში, რომ შემივიდა ნიკამ თვალით ანიშნა, რომ არაფერი ეთქვა, ნიკა მამამისთან მივიდა, რამდენიჯერმე დაატრიალა, ვალს თუ რაღაცას აცეკვებდა და ბოლოს გავიდა..კარი ისევ შემოაღო და "თანამძრახველს" თვალი ჩაუკრა.პრობლემა წიგნები იყოოო...უმრავლესობა გიჟდება წიგნის სუნზე, ნიკასთვის კი ესეც აუტანელი იყო....წიგნებს ვერ იტანდა, ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ კითხულობდა რაღაც სათავგადასავლო მოთხრობებს, მეგობრის წიგნი დაეკარგა და იმის ნერვიულობას გადააყოლა მთელი მხატვრული ლიტერატურის სიყვარული. იცოდა წიგნის ახლით შეცვლა და ამით იმის აღიარება, რომ არ გაუფრთხილდა ყველაზე დიდი უზრდელობა იყო, ამიტომ რამდენიმე დღე იმ წიგნს ეძებდა..ბოლოს ვერ იპოვა....იმ დღის მერე ჯარისკაცული დისციპლინით ასრულებდა „დავალებებს“ ვერ იტანდა, კითხვა აგიჟებდა, ერთ ადგილზე ჯდომა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი გადაწყვეტილება იყო. ამიტომ მენაბდე ბოლომდე ასრულებდა. მოწონდა, ზოგი აღიზიანებდა, ეზარებოდა, მაგრამ მაინც კითხულობდა....მხოლოდ ნიკამ და მაიამ იცოდნენ..სხვამ არავინ, შეთქმულებივით მესიჯობდნენ, ლაპარაკობდნენ..შეგრძნება, რომ უკეთესი ხდები 16 წლის გოგოს გამო აცინებდა.. მართლა ეცინებოდა ელენეს გამო მის საქციელზე....ქორწინებამდე პერიოდში რაღაც დაამხახსოვრდა ყველაზე მძიმედ..როცა მანქანით ჩიხი ჩაიარა ატირებული ელენე დაინახა...ეზოში იყო და სახლში შესვლას აპირებდა...მაშინ ვერც მოახერხა ფიქრი იმაზე რას აკეთებდა..მეზობლებთან პირდაპირ შევიდა და ელენეს სწრაფად დაეწია.-რატომ ტირი? გამარჯობა! არეული მისალმება არც ერთს შეუმჩნევია. ელენეს თვალები სულ ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა, მენაბდემ გაუაზრებლად აკოცა თვალებზე.-რა მოხდა? თმა გადაუწია და ცრემლები მოწმინდა.-არ მინდა სიცოცხლე! ამოილუღლუღა ელენემ. ნიკას მთელი ხმით გაეცინა..მართლა ვერ შეიკავა თავი არადა უნდოდა.....უბრალოდ მიხვდა, რომ რაღაც ბავშვური მიზეზი იქნებოდა..-რა გაცინებს, ნორმალური ხარ? გაჯავრდა ლორთქიფანიძე.-მაპატიე, ბოდიში! მითხარი მართლა რა მოხდა..-სანდრომ ცოლი მოიყვანა...სლუკუნებდა ელენე..ისე ძალიან ტიროდა ნიკა ცოტა დაიბნა..-ხომ კარგად არის? ცოლი მოიყვანა კი არ მოკვდა..რა გატირებს ესე....-შენ არაფერი გესმის, დამანებე თავი, შემეშვი რა....მიყვარდა და ცოლი მოიყვანა...-სისულელეებს ნუ ამბობ! არ გიყვარდა და მორჩა!-დამანებე თავი, დაიკივლა ელენემ.-ნუ ღრიალებ! საერთოდ როგორ შეგიძლია გიყვარდეს ის ვისაც არ უყვარხარ? გამაგებინე ეს რა ფენომენია? რა მოიგონე.... ელენე გაბრაზდა და გაოცდა რას ეუბნებოდა..-შენ საერთოდ არაფერი არ გესმის..ქვა ხარ...-ელენე დამიჯერე. არ არსებობს სიყვარული, მით უმეტეს ცალმხრივი! აი ესეთი რამე არ არსებობს, ჩვენ ვიგონებთ, გონემა კი ამ გამოგონებების გასაფანტავად გვაქვს, იფიქრე! იფიქრე და მიხვდები, არ შეიძლება გიყვარდეს ის ვისაც არ უყვარხარ! ეს საკუთარი თავის დამცირების უკიდურესი ზომაა!…………….„არ მისცე შენ ჭრილობებს უფლება გაქციონ ადამიანად, რომელიც არ ხარ“ კოელიო.რაღატომ იყო ასე რთული ათი წლის წინანდელის გახსენება, რატომ არ იყო დრო ტკივილსა და სხეულს შორის ჩამდგარი დღემდე სხეული ტკიოდა ამის გახსენებაზე, დღემდე ჰქონდა ძვლების გადამტვრევის შეგრძნება. ელენე მიუახლოვდა და მის გვერძე იპოვა ადგილი მუხლების დასაყრდნობად.-ელენე რატომ მოხვედი? ჩაკარგული ხმა ისმოდა მენაბდის სხეულიდან.-თამაზმა მითხრა. არ ვიცი, მაგრამ არ მოსვლას მოსვლა მერჩივნა.-აქ პირველად ვარ. თვალებშ შეხედა, აღსარებასავით გამოუვიდა.ხმა ნაღლიანი..ოდნავ ბავშვურიც კი და იცნაურად სუფთა ჰქონდა..გულწრფელობის შეგრძნობის ტალღამ დაუარა ელენეს.-ვიცი ნიკა.-შენ ხშირად..მე პირველად.! აქაც..მარტო ამითაც შეიძლება ჩვენი განსაზღვრა.-შენ იმ დღის ყველაფერი დაივიწყე. მესმის ნიკა შენთვის..-ელენე საკუთარ თავს ვერ ვამტყუვნებ და მგონი ესაა ჩემი პრობლემა..ვერ ვამტყუვნებ იმაში რომ გტანჯე! ვერც იმაში რომ ყველაფერი დავივიწყე, მივატოვე გავანადგურე რაღაცები. მინდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო..შიგნიდან მინდოდა თითქოს, მაგრამ რაღაც რომ გჯერა..ხომ გემსის რაღაც, რომ იცი რომ ასე უნდა იყოს..ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა. არ შემიძლია სამაგიეროს გადახდის გარეშე ცხოვრება. სარკესავით ვარ, ყველა ემოციას, ყველა ქცევას ვირეკლავ და ზუსტად ისე ვექცევი.რაღაც ზღვრამდე..შემიძლია ვიყო უპრობლემო, მაგრამ რაღაც ზღვრამდე. გეფიცები, რომ ამ წლების გარეშე ვერ შევძლებდი შენთან ისევ ისე ყოფნას, როგორც თავიდან....ელენე ვერაფერს ეუბნებოდა.-იმ წლებზე საკუთარ თავს ვერ ამტყუვნებ?-ხო. ბოდიში..მაგრამ ვფირობ რომ გულწრფელობა ყოველთის არაა გამოსავალი, მაგრამ ყოველთის სწორია.-მართალი იყავი ნიკა? ელენეს სხეული დაეჭიმა.-არა. მე არ მოვქცეულვარ სწორად! მე მძულს ჩემი თავი ამის გამო, ეს ცალკე პრობლემაა. მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვამტყუვნებ და რა გავაკეთ ელენე..მინდა..მაგრამ ცფიქრობ, რომ სხვანაირად არ შეიძლება. არ შეიძლება კომპრომისი ისეთ რამეზე რაც წინასწარ არ დაგიშვია. ვიცი არ გესმის ჩემი..ახლა არ გესმის. და მეც ვერ გეუბნები ზუსტად იმას რაც მინდა.-ცადე..იმიტო, რომ რაც მე მესმის ახლა..ვფიქრობ რომ ადამიანობისგან ძალიან შორსაა..-ზუსტად! ზუსტად ადამიანობასთანაა ახლოს..მე ადამიანი ვარ! ელენე ადამიანი, რომელსაც ეშმაკიც ჰყავს. აქვს ეგოიზმი, სიჯიუტე, სიამაყე, სამაგირეოს გადახდის სურვილი..აქვს ბნელი მხარეები....-შური იძიე ჩემზე ნიკა?-მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ განზრახ არაფერი....საერთოდ არაფერი გამიკეთებია.-არ ვიცი დღეს რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა..მაგრამ მე ის შეგრძნება მაქვს, რომ არ უნდა მოვსულიყავი. მეთვითონ ვუშვებ შეცდომებს..არ უნდა გამართლებდე. არ უნდა გპატიობდე იმ სიმწარეს, მაგრამ რაღაც მიზეზები, რომ არა არც არასოდეს გაპატიებდი. ნიკა მიხვდა რა მიზეზიც იგულისხმა..კიბო...და ჩაეგლიჯა ყველაფერი.-ხომ ხედავ ვერ ვლაპარაკობთ..- და რატომ? რატომ ვერ ვლაპარაკობთ ნიკა? იმიტომ რომ შენ არ გინდა არც არასოდეს გინდოდა. შენებურად აკეთებ ყველაფერს.-რატომ არ გესმის?-რა გავიგო ნიკა, რა გავიგო..ის რომ შური იძიე და არ ნანობ? გინდა გითხრა, რომ წარმატებული იყავი ამ საქმეში? შენნაირად არავის შეეძლო ჩემთვის გულისტკენა, იმიტო რომ ყველაზე მეტად მიყვარდი..ზოგჯერ მეგონა დემეტრეზე მეტადაც..ელენეს ხმა გაუწყდა.-მეც.-და ამით მახვედრებ, რომ ყველაფერი მე დავანგრიე..მერე ითხოვ გაგიგო.-ელენე უნდა გამიგო, რომ მე შენთან გულგრილობა არ შემეძლო, არც სიყალბე, არც შორს ყოფნა..მხოლოდ აგრესია დამრჩა, ხვდები? მხოლოდ აგრესია იყო ჩემი უნარი შენგან თავი დამეცვა..არ შემეძლო მეორე რადგან არ შემიძია ზოგადად! შორს ყოფნა მეტისმეტი იყო ჩემი სულისვთვის იმ დროს..უფრო კი იმიტომ რომ მენატრებოდი და მონატრების მერე ნახვის დროს აგრესიაც აღარ მრჩებოდა და თავი სიცარიელე მეგონა. ყველაფერი კი ალბათ პირველის გამო ვაკეთე, ეს ათი წელი რომ არა, ასეთი ათი წელი რომ არა გულგრილობა ჩამიდგებოდა სულში, ჭეშმარიტი გულგრილობა თუ ამას შეიძლება ჭეშმარიტი დავარქვა....-მგონია, რომ ჯობდა! ნიკას ჩაეღიმა და ცრემლებმა ზღვარი გადაკვეთეს..-მე კიდე ჩემი სიყვარული ისე მიყვარდა გულგრილობის შეგრძნება იმ ბოლო უნარსაც წამართმევდა რაც დამრჩა.ელენესთვის იმ სიტყვებმა სამყარო გააჩერა. ყველაფერს გამოაცალა საყრდენი....თითქოს ზუსტად ის იგრძნო რასაც ნიკა მთელი ამდენი ხანი...მიხვდა, როგორ აწუხებდა მის ქმარს მაშინ შეგრძნება, რომ უუნაროა...უსარგებლობა..და მაინც ყველაფრის ისე აღქმა, როგორსაც არ ელი. ნიკას ახსნილი ყველა ქცევა აგიჟებდა, მაშინ როცა არ რჩემოდა ადგილი ცოდვაში სუფთა სულით გამმოსულიყო, როცა ელენეს უკვე გადაწურული ჰქონდა რწმენა მისი სულის სისუფთავეზე..იყო გრძნობების მოძრაობები რაც ხსნიდა მისი სულის ადამიანობას.-რატომ ფიქრობ, რომ უსარგებლო იყავი ნიკა?-იმიტომ რომ ასე იყო!-ნიკა მაგას როგორ ამბო,ბ როცა ჩვენთვის ყველაფერი იყავი! შენ ხომ ამბობდი მთავარი ოჯახის სიყვარულია, ის რაც არ შეიცვლება..გულშემატკივრები კი ბრბოა, ჩაგქოლავენ თუ სხვა გუნდში გადახვალ, მაშინ როცა ერთ დროს შენ სახელს ბოლო ხმაზე ღრიალებდენ.-ისევ არ გესმის! რატომ ფიქრობ, რომ მე თავს უსარგებლოდ და უუნაროდ ვთვლიდი იმიტო რომ თამაში არ შემეძლო! ან ვინმეს აზრი მაინტერესებდა ან გულშემატკივრები მენატრებოდნენ... ელენე მე უსარგებლო გავხვდი იმ დღიდან, როცა ჩემ სულს ვეღარ ვკვებავდი..ვერაფრით, მე საკუთარი თავისთვის ვიქეცი უუნაროდ და არა დანარჩენი სამყაროსთვის. უბრალოდ მე ყველაფერი იქ ჩავდე..საკუთარ თავს არ მივეცი უფლება სხვა რამე მქონოდა, ყველაფერი მას დავუკავშირე და ის რომ დამთავრდა ყველაფერი გაწყდა, გაწყდა მეგობრები, გაწყდა სიკეთე, ხალხი, იმედი, შეგრძნება, რომ სასარგებლო ხარ....ჯარისკაცად არ ყოფნას ვიტანდი იმით რომ შემეძლო მოედანზე მებრძოლა, შემეძლო დროშა და ჰიმნი უფრო შორს გამეტანა ჩემი ვბრძოლით. მერე კი შეგრძნება, რომ არაფერი არსებობს თუ იმას გამორიცხავ.. მე ჩემი მამობაც კი იმას დავუკავშირე..შეიძლება ვინმეს ამაზრზენად ან სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მე მინდოდა ეყურებინა ჩემ შვილს, რომ რასაც ვურჩევ იმის საპირისპიროდ არ ვიქცევი....მინდოდა ეამაყა..უბრალოდ გახარებოდა, ჩუმად მაინც ეს უფრო ღრმაა ზოგჯერ, რომ მისი მამა ვარ....ჭეშმარიტად ეგრძნო რას ნიშნავს „უკანა კაცისთის წინა კაცი“ ეს შეგრძნებაც დავკარგე....გაბრიელიც დავკაგე... ელენეს სახე აეწვა.. გაბრიელიც დავკარგე და ახლა ჩემი ადამიანობის განმსაზღვრელად „თ“ს ნაკლებობაც კმარა...მე ვერ ვთქვი 10 წელი, რომ დავკარგე“თ“ ...ვერაფრით დაგიდექი გვერდით..-ნიკა გთხოვ..შენ რომ დაფიქრებულიყავი..სულ ცოტათი, სულ ცოტაზე(ანასტასიას ფრაზა იყო, სულ ცოტაზე ) ყოველი დღე რად მიჯდებოდა....ყოველი წუთი ნიკა..რამდენს ვცდილობდი შენთვის ეს ყველაფერი შემევსო....როგორ მჯეროდა ყოველ ჩემს საქციელზე რომ დაგანახებდი, რომ ჩემთვის ყველაფერი იყავი..მეგონა რომ საკმარისსზეც მეტია ცხოვრების გასაგრძელებლად იყო ყველაფერი სხვა ადამიანისთვის....ჩემთვის და დემეტრესთვის, მერე უკვე ტასოსთვის.-ელენე მე ვხედავდი....ვხედავდი როგორ იქეცი ჩემთვის იდეალურად, როცა მე უკვე აღარ შემეძლო ნორმალური მაინც ვყოფილიყავი.-ჩვენ უფრო ადრე უნდა გველაპარაკა....ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა ელენემ.-ზოგჯერ მეღვიძებოდა ბედნიერებისგან, შეგძნება, რომ ასეთ დროსაც გიყვარს საკუთარ თავთან არ უშვებს სიძულვილს და სასოწარკვეთას. მე „ჩვენი“ სიყვარული მიყვარს საშინლად და ამას არაფერი შეცვლის..ეს ყოველთვის იქნება ჩვენი აწმყო ყველაზე შორეულ მომავალშიც.-ჩვენი აწმყო არ არსებობს ნიკა..-გაბრიელი ისე გამიხარდა...ვერ ვამბობ ისე ძალიან..ჭკუიდან ლამის გადავედი სიხარულით..მაშინ ვერ გაძალებდი მეორეს, სწავლობდი და მესმოდა რთული იყო..სამი წელი უყურე ჩემს საცოდაობას..ორივეს გაეღიმა..-ვიცი, არ იმჩნევდი, მაგრამ სულ გემჩნეოდა..იმ დროს ყველაფერს მერჩივნა რამე ასე გაგხარებოდა და ამ სიხარულში მე მნიშვნელოვანი ადგილი მქონოდა..-მე ისიც კი მიხაროდა ასე რომ მიხაროდა შვილი....თითქოს ამითაც ვაფასებდი საკუთარ თავს, მჯეროდა, რომ დადებითისკენ მივდიოდი ცხოვრებაში..დღეს და მაშინდელ ჩემს თავს შორის იმხელა განსხვავებაა, რომ ეს განსხვავება მაშინებს....მაშინებს სადღაც ამ წლებში გაჩხერილ იმედებსა და უიმედობაში ხომ არ გავბოროტდი....ახლა ვფიქრობ, რომ ბოროტმა ადამიანებმა შეიძლება არც იცოდნენ მათი ბოროტების შესახებ.სახლში მძიმედ მიდიოდა..ყვავილები იყიდა..იცოდა, რომ უნდა ეყიდა ამიტო არც დავიწყებია. თალებგაბრწყინებული ცოლის დანახვაზე ყველაფერი მოუკვდა...ლიკამ კისერზე ხელები მოხვია და მთელი სხეულით მიეკრო..-ძალიან ბედნიერი ვარ..დედობა საოცრად მინდოდა ნიკა.-მეც...რაღაც ასაკის შემდეგ ყველაფერი სხვა ფერში გადადის..აღქმა იცვლება რაღაცების, მაგრამ მენაბდე თავს ვერაფრით აიძულებდა ბედნიერი ყოფილიყო...ალბათ ამაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა..ალბათ მთელი ცხოვრება უნდა იწვალოს, რომ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდეს. იმხელა ბედნიერება შვილი იმისგან ვინც გიყვარს, რომ ზოგჯერ ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს, აიტანოს შვილი სხვისგან ვისაც არ ეკუთვნის ეს გრძნობა..........-რა? ნიკა რას ამბობ? ბელთაური აყვირდა..-რა გჭირს შენ?-ორსულად? ლიკა? შენ ნორმალული ხარ?-თამაზ რა გაყვირებს? შენ ხომ არ გაგიჟდი?-რა მაყვირებს ხო? არც უნდა ჩავერიო, მე ვინ მკითხავს, მე ვინ მაკითხა ეს 10 წელი რა ჯანდაბაც აკეთე, მეგობარი კი არა ერთი ძველი „ტრიაფკა“ ვარ შენთის, საერთოდ არაფერს მიგონებ.-დაჯექი ახლა, ხო არ გააფრინე? ნუ ღრიალებ სირცხვილია სხვებიც არიან აქ..-ხო და იყავი ბედნიერი შენ ლიკასთან, მიდი..მიდი აბა თუ იქნები.. ახლა შვილიც გეყოლება. თუ რამე გაკავშირებდა ელენესთან ზუსტად ისეთი რამე დაგაკავშირებს ლიკასთანაც.. მიდი იყავი....-გეხვეწები ნუ მიმატებ..-ნუ გიმატებ? ხომ გეჩიჩინე, გემუდარე არ მოგეყვანა ცოლად... ახლა ხომ ვიცი როგორც ხარ, მაგრამ ღირსი ხარ, საერთოდ არ მეცოდები.... ელენე, რომ გაიგებს არც კი ვიცი, როგორ ატკინე გული, ამას ალბათ შენნაირი ვერ მიხვდება..ახლა ჭირდებოდა გვერდით დგომა და შენ უკვე არც მორალური და არც არანაირი უფლება არ გაქვს...-მეგონა დედაჩემი ყველაზე რთულად აღიქვავდა და შენ რა ყოფილხარ..გაჩუმდი ცოტა ხანი, თავი გამისკდაა რაა...-შეიძლება კარგიცააა, ელენე, რომ მოკვდება მერე ტასოს და დემეტრესაც შენს ბრწყინვალე ოჯახში წაიყვან, მერე პატარა, მონსტრი მენაბდეც შეგეძინება და იყავი ბედნიერი, ელენეს კი ყვალეფერი დაუნგრიე, არ გაახარე, ხვდები მაინც......-თამაზ არ ვიცი შეიძლება მოგკლა თუ კიდევ გააგრძელებ.... მეორედ არ გაბედო და იმ პატარაზე არ თქვა რაც თქვი.....ახლაღა იგრძნო, რომ საკუთარი შვილიც იყო ის ბავშვი და მხოლოდ ის აღარ ახსოვდა ელენე, რომ არ იყო მისი დედა....ელენეს სიკვდილი უბრალოდ არ მიხსენო...ამას გეხვეწები.....გთხოვ, რომ აღარ გაიმეორო არც გაიფიქრო...ეგ არ შეიძლება......-ღმერთს ძალიან უნდა უყვარდე ამ სიბინძურიდან, რომ ამოგათრიოს..! ადამიანებს ეს უკვე აღარ შეუძლიათ! მე ვჩუმდები, მაგრამ უჩემოდაც იცი...იცოდე, რომ საშინლად გაბრაზებული ვარ შენზე....ჯობდა, მეც წავსულიყავი შენი სივრცეებიდან ისე როგორც ყველა სხვა მეგობარი... 888 „გახდი ჩემი ყველა შვილის დედა“მენაბდეს არაფერი გამოსდიოდა. ელენე ისეთ მიუკარებელი და მიუვალი იყო უკვე შეეშინდა კიდეც. სანდროს ამბავს ძალიან განიცდიდა. რამდენიმე დღე აღარც გამოდიოდა სახლიდან, ნიკასაც წასვლამ მოუწია. თამაში უჭირდა, რადგან უჭირდა კონცენტრაცია, სულ ელენეზე ფიქრობდა. წიგნების კითხვა იმაზე მეტად შეძულდა ვიდრე მანამდე, მაგრამ მაინც გაუჩერებლად კითხულობდა. მერე მიხვდა რომ რამე უნდა ეღონა, ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო.ტელეფონს უხასიათოდ უპასუხა ელენემ.–ახლა რაღაც დაგილინკე და ნახე, აუცილებლად უყურე.–მეც კარგად! მოუჭრა ღიმილით, რომელიც მისთვის შეუმჩნეველი იქნებოდა ტელეფონში.–მიხარია! ხომ გაიგონე რაც გითხარი, მე მალე უნდა გავთიშო!–გეხვეწები ძალიან დაკავებულ პიროვნებას ნუ თამაშობ!–ძალიან დაკავებულს არ ვიცი, მაგრამ ახლა მართლა ვთამაშობ! უყურებ ხომ რაც გადმოგიგზავნე? ნიკა ყველაფერს ისხლიტავდა, მხოლოდ შედეგი აინტერესებდა.–არ ვიცი, თუ მეცალა, გაეღიმა ელენეს და დივანზე ფეხები შეაწყო, წიგნში ის გვერდი დაკარგა სადაც კითხულობდა და ხასიათი წაუხდა.–ელენე გეცალა არ ვიცი, პირობა მომეცი!–რა გჭირს? ვნახოთ მეთქი....მერე ხმაური გაიგონა, მენაბდის გვარს ყვიროდნენ და გაურკვეველ ენაზე უძახდნენ..–გათიშვა მიწევს, პირობა მომეცი!–ხო კარგი ვნახავ!ნიკამ დაუმშვიდობებლად გათიშა...ელენე რომ ლინკზე გადავიდა გული შეუწუხდა "ახლა ფეხბურთს უნდა ვუყურო? აუ ეს ვერაა." მერე ნიკას მოკრა თვალი.. "ტიპი მაიძულებს მის თამაშებს ვუყურო, არაა ჯანმეთელი" მეორე ტაიმი იყო..გვერძე ოთახიდან მამამისის და ცოტნეს ხმა ესმოდა, ახლა მიხვდა ისინიც რომ თამაშს უყურებდნენ. უხალისოდ უყურა თამაშს.. რეაქცია არაფერზე ჰქონია....ხმას დაუწია და ფეხებმოკეცილი, წიგნით ხელში გაუაზრებლად, პირობის გამო უყურებდა საძულველ სპორტს. მაშინ გამოერკვა მენაბდეს, რომ ბალახზე მოკრა თვალი.. "ეს ალბათ პირდაპირ აბაზანაში გავარდება, გაესვარა ბიჭს ფორმა" უკვე ხმამაღლა იცინოდა.. "ოოო ჯარიმებს ეს არტყავს? ნახე რა დღეშია!" მთელი წუთი სანამ მსაჯმა სიტოაცია გაარკვია, მოწინააღმდეგეს ყვითელი მისცა და ჯარიმის ადგილი განსაზღვრა, ნიკა მხარზე ხელს ისვავდა და ცდილობდა გასვრილი მაისურის "გასუფთავებას" ღიმილით სახეზე. "ავადმყოფი". გამოსცრა ელენეს.მეორე ოთახიდან ცოტნეს და მამამისის ღრიალი ემოდა, ვერ ხვდებოდა რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი ამ თამაშში ასე რომ განიცდიდნენ. მეკარეს, რომელმაც ნიკას დარტყმული ადვილად მოიგერია რომ იტყვიან "დედა აღარ ჰყავდა" ცოტნემ ისე შეამკო და ზურამ დაუმატა.–მაგან დაარტყა ცუდად, მეკარეს რას ერჩით! გასძახა ელენემ.–აუ იმას რაღა უნდა!, ჩაგქოლავ გოგო გაჩუმდი.! დაიყვირა ცოტნემ.–სიმართლე მწარეა! გასძახა მწარემ. თამაში, რომ იძაბებოდა ცოტნეს და მამამისის ხმაზე ხვდებოდა, ბოლოს მიხვდა ჯობდა მათთან გასულიყო და დიდ ეკრანზე ეყურებინა. ამსიმაღლე ცოტნე სახლში დარბოდა, რა მოძრაობასაც იქ ფეხბურთელები აკეთებდნენ ეს ტელევიზორის წინ. ნიკას ისე გულშეკატკივრდებოდა უკვე მის სრულ ჭკუობაზე ეჭვის შეტანაც შეიძლებოდა.–ცოტაც და ვენებს გადაიჭრი! დამშვიდდი რა ხდება ასეთი..ელენე მშვიდად აკონტროლებდა სიტოაციას. ამჯერად ცოტნეს ხმა არ გაუცია..უფრო იმიტომ, რომ ვერ გაიგონა ისე იყო ჩართული. "მიდი ნიკა, ნიკაა.....მენაბდე მიდი, აუ ტო ეს ვინააა მოწინააღმდეგეს წირვა გამოუყვანა,...აუ არ გაატარეს რა..ჯანდაბა პასი მიეცი მაგ...უკვე მოწინააღმდეგის საჯარიმოში იყვნენ, კუთხური უნდა მოეწოდებინათ, მთელი გაწევ გამოწევა იყო, ნიკას ხშირად აჩვენებდნენ,ვერაფრით იგებდა მისი გუნდი არადა ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ 3 ქულა ჰყოფნიდა, ეს ცოტნესგან გაიგო.–მერე ასე არ უნდა მიეყვანა საქმე, მხოლოდ გამარჯვება რომ შველის ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდად თამაშობდნენ. ელენემ თავისი აზრი დააფიქსირა მტკიცედ.–აუ ეს სურათი ვინმემ გაიტანოს, პროსტა სპორტის აზრზე არაა! ცოტნემ ხელები გაშალა. ელენე მაშინ მიხვდა, რომ დაძაბულობა პიკს აღწევდა წაქცეული ნიკა სწრაფად, რომ დგებოდა თანაც ისე, რომ არ აინტერესებდა გაისვარა თუ არა.თანდათან ყველაფერი უფრო იძაბებოდა და ცოტნე უკვე მართლა პრობლემა იყო.-ცოტაც და ტელევიზორში შეხვალ! ჩაიდუდღუნა ელენემ.-შენ მაცივარში შეგსვავ თუ არ გაჩუმდები! ეს უბრალოდ იმიტო უთხრა გაუაზრებლად, რომ არ შეერჩინა რამე. ესეთი პრინციპით ცხოვრობდა ცოტნე. "დრამან!!!!!!"დაიღრიალა ისე მოულოდნელად, რომ ელენე შეხტა. "რა? რა მოხდა?" არაფერი იყო მომხდარი უბრალოდ დრამანი ბურთით იყო და წააქციეს. "აღქმის პრობლემები აქვს" ხმადაბლა დაიჩურჩლა ელენემ ძმას რომ არ გაეგო. ჯარიმის დასარტყმელად ორივე იდგა ნიკა და დრამანი..ცოტნემ უფრო მეტი ირბინა ვიდრე იქ მოთამაშეებმა. ახლა ჩაცუცქული უყურებდა თამაშს და გოლი რომ გასულიყო ელენემ იცოდა სახლში ჭაღი აღარ ექნებოდათ, ეს რა თქმა უნდა ახტებოდა, თან ამსიმაღლე იყო და უკვე მერამდენედ შეიწირავდა სახლის ნივთებს. გათამაშებული ჯარიმით გოლი არ გასულა, მენაბდემ ბოდიში მოუხადა თანაგუნდელს უხეირო დარტყმულისთვის. მიუხედავად ყველაფრისა მშვიდი იყო და ეს აგიჟებდა ელენეს. ისევ მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ ბურთი. ამ დროს ცოტნეს სახეზე ფერი არ ედო..ჩქარა, სამი წუთი დარჩა...ჩქარა!!!!!!!!!!!-ხომ ხედავ არ ესმით და დამშვიდდი.-ელენე ნუ მაღიაიანებ, თორემ მოგკლავ.-უძახე ჩქარა, რას გაიგონებენ!-კარგი გაჩერდი ვერ გაიგონებენ? მეგონა ესმოდათ! ელენემ ენა გამოუყო ძმას და ყურება გააგრძელა.საჯარიმოში ძნელად მიიღო ბურთი, რამდენიმე წამში შემოტრიალდა და სწრაფი მოძრაობით წავიდა კარისკენ..უკვე უნდა დაერტყა, როცა მცველის თავგამოდებულად წასული გაშლილი ფეხი იგრძნო წვივზე და მოძრაობა ვეღარ შეძლო, ბალახზე დაეცა....ცოტნე რატომღაც გაჩუმდა, ხმას არ იღებდა, ვერ მიხვდა ელენე რა მოხდა...9 ნომერი ვერ დგებოდა, მალე საკაცეც გამოიტანეს....ის რომ პენალი დაინიშნა და ეს ცოტნემ არ შეიმჩნია უკვე ძალიან ცუდს ნიშნავდა....-ტრამვა აქვს? ხმადაბლა იკითხა ზურამ.-არ ვიცი! ცოტნეს ხმაში ანგარიშის უმნიშვნელობა იგრძნობოდა.დრამანის განრისხებული სახე ჩანდა და მოწინააღდეგესთან მიჭრა..... ცვლილებაზეც და საკაცით გაყვანაზეც უარი თქვა, გაუჭირდა და წამოდგა..დრამანს ძლივს აკავებდა და სტადიონი ლამის დაინგრა შეძახილებით... მენაბდემ თავად გამოიყვანა გუნდელი და მოწინააღმდეგეს რამდენიმე წუთისწინ გაშლილი ფეხი, რომ ჩაარტყა მშვიდად გაუღიმა.-უნერვოა! გაეღიმა ცოტნეს.პარისერჯერმენის 9 ნომერი იდგა 11 მეტრიან ნიშნულთან..სტადიონი დადუმებული იყო... ბურთი ხელში დაატრიალა და მშვიდად დადო, უკან რამდენიმე ნაბიჯით დაიწია, რომ მანძილი ჰქონოდა დასარტყმელად, მეკარეს არ უყურებდა..ზემოთ აიხედა, მერე კარისკენ გააპარა მზედა და მშვიდად დაარტყა მარცხენა ზედა კუთხეში..რეაქცია არ იყო მშვიდი....გამარჯვების მომტანი გოლის შესამაბისი შეძახილები თითქოს სტადიონს დაანგრევდა. ნაკრების 13 და კლუბის 9 ნომერი უკვე აღარ ჩანდა იმდენად დიდი იყო გუნდელების "ზედახორა". ყველასგან მოულოდნელად მოხდა რაღაც, პირველად გაიხადა მენამდემ მაისური თამაშში აქამდე არასოდეს გაუკეთებია.. და პირველი ყვითელი მიიღო ამის გამო..რაღაც ქართულად ეწერა მის შიგნით თეთრ მაისურზე, კამერები მენაბდის მოძრაობას გაეკიდნენ და სწრაფად დაიწყეს იმის თარგმნა რაც ეწერა....-მაინც ათარგმინია ქართული რუსებს! იცინოდა ცოტნე და რუსი კომენტატორების მოსმენილზე გაჩერდა მხოლოდ თვალით არც აღუქვია რა ეწერაა.. "ცოლად გამომყევი! გახდი ჩემი ყველა შვილის დედა! " ლორთქიფანიძეებთან რამდენიმე წამი დუმილი იყო.-ვის ეუბნება? ცოტნემ ხმამაღლა თქვა... ელენე ვერაფერს მიხვდა...-რა ამპარტავანია ბოლოში კითხვის ნიშანიც კი არ მიაწერა! ვერც კი გაიაზრა როგორ დააკვირდა ამას.-გოგო რა კითხვისნიშანი ვის ეუბნება? ცოტნემ ელენეს შეხედა.-მე რა ვიცი ცოტნე ვის ეუბნება, შენ იმედია არა!-შენ იმედია არა კი არა შენ იმედია ამრთლა არ გეუბნება!!!! დაუქაჩა თვალები ცოტნემ.-მე?! ხომ გითხარი არ ხარ კარგად. ელენე ოთახში გაიქცა...საწოლი გადაშალა და დაიძინა....გადაწყვიტა რომ დაეძინა...რა დააძინებდა..თავი წამოწია და იგრძნო სიცხემ როგორ აუწია. „ნუთ მართლა მე მითხრა?, ამიტომ დამირეკა?“ ძალიან ანერვიულდა. ინტერნეტში შევიდა, ტელეფონი ხელში ეჭირა რომ ზარი არ გამორჩენოდა.... არ ურეკავდა.! უკვე ყველა ქართულ არხზე იყო რეპორტაჟი..ვერაფრით დაადგინეს ვინ იყო ადრესატი..... ბოლოს ერთ-ერთ ქართულ კომპანიას მისცა რამდენიმე წუთიანი ინტერვიუ მენაბდემ..ელენე ტელევიზორშ ლამის შევიდა.-იმასაც ამბობენ რომ სანაძლეო წააგეთ და ამის გამო დაიწერეთ მაისურზე? ნიკას გაეცინა.-ნიძლავზე მეხუთე კლაკსის მერე არ მითამაშია.-ანუ ნამდვილად თხოვეთ ხელი?-კი!-თუ საიდუმლო არაა ვის? ჩააცივდა ჟურნალისტი.-ჩემს მომავალ ცოლს. ამომწურავი ინფორმაციით გაოცებული ჟურნალისტი ამ პასუხით დატოვა და გასახდელისკენ წავიდა. მაშინვე გარეთ გავარდა, მენაბდეების სახლისკენ გაიხედა, დაინახა შუქი როგორ იყო ანთებული და მაია ტელეფონით ხელში როგორ დადიოდა ოთახებში.-ჯანდაბა ნუთუ მართლა მე... ვერაფრით იჯერებდა..ძალიან გაბრაზდა, მაგრამ უფრო გაბრაზდებოდა სხვა, რომ ყოფილიყო ადრესატი. მესამე დღეს, ამ აჟიოტაჟიდან ის ზარი გაისმა რასაც ამდენი ხანი ელოდა.-რას ფიქრობ? მისალმება ისევ განზრახ დაავიწყდა.-გამარჯობა ნიკა, რაზე?-იმაზე რომ ისეთი მაისური მეცვა, რომელსაც წარწერები ჰქონდა, თანაც მარკერით, დაბეჭდვას ვერ მოვასწრებდი. პირველად მეცვა ასე მარკერებით დასვრილი მაისური. ნიკა ეხუმრებოდა, რომ როგორმე ელენეს ის ნერვიულობა დაეძლია.-არ ვიცი, მე მეუბნები?! ხმა აუკანკალდა ელენეს.-არა ცოტნეს! გაეცინა ნიკას.-რომ არ მიყვარხარ? ელენემ ენაზე იკბინა.-გაქვს მიზეზი გიყვარდე?-არ ვიცი, შენ ხომ იცი რომ მე სანდროზე ვფიქრობ.-გეხვეწები გაჩერდი! გაიცინა ნიკამ, მაგრამ იგრძნო როგორ აეწვა სახე.-როგორ გამოგყვე ცოლად, როცა არ ვარ დარწმუნებული რას ვგრძნობ!-მე არ გაჩქარებ, არც არავინ იცის შენ გარდა ვის ვთხოვე ცოლობა..ვერც ვერავინ გაუგებს თუ ამას ჩემთან ერთად საკურთხეველთან დგომით არ მოინდომებ. შეგიძლია იფიქრო..იფიქრო გინდა თუ არა ჩემთან ერთად ამ ჯვრის ტარება..ელენემ იმაზე მეტი იფიქრა ვიდრე ნიკა ელოდა....„გახდი ჩემი ყველა შვილის დედა“ შალვა კილაკიშვილის ლექსიდან არის ფრაზა.............„ჩვენს სულს დააწვა ტვირთად, რადგან დავინახეთ, რომ ჩვენს მისწრაფებებსა და უფროსების სურვილებს შორის ღრმა უფსკრული ყოფილა“ თაგორი.მენაბდეების მთავარ სახლში დიდი არეულობა იყო, ვინ რას ამბობდა, ვინ რას კიოდა, ვინ ვის ელაპარაკებოდა, ამშვიდებდა, ყველაფერი არეული იყო. უფროსი დემეტრე ჩუმად იყო. მაია რა თქმა უნდა ბორგავდა და წრიალებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ანასტასია გაუჩერებლად ტიროდა ხმამაღლა ყველამ დაკარგა სიმშვიდე..-ბე გეხვეწები, ბებიკოს პრინცესა, ანგელოზი ხო ხარ ბებო შენ, რატო, ჩემო პატარა..მაია ანასტასიას ეფერებოდა და გაუჩერებლად ცდილობდა მის დამშვიდებას, ტასო კი მთელი ხმით ტიროდა გულამომჯდარი.....-მე აღარ გეყვარებით... ყველაზე პატარა აღარ ვიქნები...ამოისლუკუნა..და ისევ გააგრძელა ტირილი..-რას ამბობ ჩემო ანგელოზო, ჩემო პატარა, შენ მაგას როგორ მეუბნები, ხომ იცი როგორ მიყვარხარ ბებო, მაია უფრო ჰგავდა დასამშვიდებელს ისე განიცდიდა ამას.-დედასთან მინდა, აქ აღარ მოვალ, არ მინდა აქ ყოფნა, დედა მინდა....ტასო კარისკენ გაიქცა. მაია გვერდიდან არ შორდებოდა, უამრავ თბილ სიტყვას ეუბნებოდა ეფერებოდა, მაგრამ აღარაფერი ჭრიდა. იჯდა ორი დემეტრე ჩუმად, გვერდიგვერდ. მოღუშული სახეებით. დემეტრემ სწრაფად მოიშორა წამოსული ცრემლი. ბაბუამ ხელი გადახვია და მიიხუტა.-ბაბუ შენ არ ინერვიულო!.დიდი ბიჭ ხარ, კაცი შენ ხარ თქვენს სახლში. ბაბუისგან ამხელა პასუხისმგებლობა იგრძნო და თითქოს მხრები ეტკინა.-არა, არ ვნერვიულობ ბაბუ.-დემე სისხლი სისხლია! დამიჯერე, სად აყივლდება არ იცი, სულ გახსოვდეს, ბრაზის დროს, ბედნიერების დროსაც, ყველა გასაჭირში....ვიცი ძნელი იქნება თქვენთვის ნახევარდის ან ძმის შეთვისება, მაგრამ ბაბუ შენ ხომ გონიერი ბიჭ ხარ, არ არის სხვა გზა! დასამშვიდებლად დათითოვებული შვილიშვილები და ისევ ანასტასიას ტირილი.... რომ ვერაფერი გააწყო დემეტრესთან მივიდა და იმას ჩაეხუტა..-დემე დედას დაურეკე მოვიდეს წაგვიყვანოს აქედან, აღარ მოვიდეთ აქ! მე აღარ უნდა ვიყო ყველაზე პატარა! ჩვენთან მე ვარ ყველაზე პატარა! იქ ვიყოთ ხოლმე. სასაცილოდ იყვნენ ჩახუტებულები....-საკუთარი შვილი როგორ მოვკლა! ამოილუღლუღა მაიამ და დივანში ჩაესვენა.....სვეტიცხოვლობა იყო, 14 ოქტომბერი..მცხეთაში უმრავი ხალხი....“ქვად ქცეული სული“ „როგორი უდრეკი ძალმოსილება ჰქონია მათ ოსტატს, რა ძალას დაუმორჩილებია ლოდების უჯიათობა ასე?! მარმარილოსთის სითბო უსესხებია სულს, გრანიტისთის ჰარილისებრი სირბილე“. უამრავი მორწმუნე ....ძლივს შევიდა ტაძარში, გადაადგილება ჭირდა, მაგრამ აუცილებლად უნდა შესულიყო...ყველაზე დიდი თხოვნდა ედო გულში და მის სავედრებლად იყო მისული...ბავშვები ნიკას მშობლებთან დატოვა და მშვიდად წავიდა..გრძელი ლურჯი ქვედაბოლო ეცვა, უბრალო თეთრი მაისური და თავშალი, შუაზე გაყოფილი ჩალისფერი თმა უჩანდა...უბრალოებით გამდიდრებული თვალებით ეძებდა ღვთსმშობელს..მასთან უნდა დაენთო სანთელი...ბევრი იწვალა და როგორც იქნა ხალხის ტალღას მიყოლილი მივიდა იმ ადგილზე..მშვიდად დაანთო სანთელი და მხურვალედ გულში ლოცულობდა..ხალხის ნაკადი გაიზარდა...ტაძარში გადაადგილება თითქმის შეუძებელი იყო. აღარ განძრეულა იქ იდგა და ცდილობდა არც ერთი სიტყვა გამორჩენოდა.-ელენე...თვალები მაშინ გაახილა, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო.. ეგონა რაღაც აერია...მერე ძლივს დაალაგა მისი ნაკვთები არეულად ხედავდა ემოციისგან.-გამარჯობა ლიკა..ძლივს მოახერხა გაღიმება..-გილოცავ, უფალი შეგეწიოს...ლიკამ თავშალი გაისწორა და მის გვერდით დადგა..-შენც ასევე ლიკა.-ნიკაც აქაა, სანთლების საყიდლად გავიდა, იმედია გვიპოვის.....უკვე ინსტიქტურად ლოცულობდა, რომ ნიკა არ მისულიყო.....არც კი უნდოდა წარმოდგენა მის გვერდით ენახა.... მხარზე ხელის შეხება იგრძნო და სახე ძლივს დაიმორჩლა.-გამარჯობა ელენე, როგორ ხარ? გილოცავ, ნიკა ვერ იტანდა ტაძარში ლაპარაკს, გადაკოცვნაზე ხომ საერთოდ ეკეტებოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა იმდენად უნდოდა შეხებოდა გაუაზრებლად აკოცა ლოყაზე.... ჩუმად იდგნენ..უკვე აღარაფერი ესმოდა ელენეს, მარტო გრძნობდა, რომ მის გვერდით იდგა სხვასთან ერთად....ლიკას ფერი დაეკარგა, ძლივს იდგა, ნიკას მკლავზე დაეყრდნო..-კარგად ხარ? გავიდეთ თუ გინდა..-არა ვიყოთ ნიკა..კარგად ვარ..-ლიკა ფერი არ გადევს ჯობია გახვიდე, ელენეს სახე შეუწუხდა..აშკარად ეტყობოდა, რომ ძლივს იდგა ლიკა.-არაფერია ჩვეულებრივია ჩემს მდგომარეობაში, ცოტა ტოქსიკოზი მაქვს. ეგონა ორგანოები ჩამოეგლიჯა..მთელი ძალით შეეკუმჩა გული, თითქოს ვიღაც ხელს უჭერდა....ყელში ხორხთან გაჩხერილი ბურთმა წვა დაიწყო, ელენე ვეღარ აზროვნებდა...-გილოცავთ...არ ვიცოდი ლიკა...ღმერთმა გაგიზარდოს..ძლივს გაიღიმა და მომავალ მშობლებს შეხედა...მერე გაუჭირდა იმის თქმა რასაც აპირებდა, მაგრამ უნდა ეთქვა.-ნიკას ყოველთვის უნდოდა მესამე შვილი....მენაბდისთვის არ შეუხედავვს, თორემ დაინახავდა იმაზე მეტს ვიდრე ელოდა.თითქოს ამით ნიკა აგრძნობინა, რომ არ ბრაზობდა, მაგრამ ისეთი ხმა ჰქონდა ამოყოლილი, რომ მენაბდემ იმხელა ტკივილი დაინახა ყველაფერი ერჩვნა იმას...ყველაფერს გასცემდა ოღონდ იქიდან ელენესთან ერთად წამოსვლა შეძლებოდა..დანარჩენ სამყაროს საერთოდ დაივიწყებდა..ცრემლების გაჩერებას აზრი არ ჰქონდა..ვერ გავიდოდა ტაძრიდან ხალხში ვერ გაივლიდა...იქ უნდა მდგარიყო , ცრემლები მშვიდად კვეთდნენ მის სახეს, ნუშისებური თვალებიდან დაუდევრად მოედინებოდა სითხე....ნიკა თვალს ვერ აშორებდა....ყველაზე მძიმე მომენტი იყო ელენესთვის, იძულებული იყო მდგარიყო იქ სადაც ემოციას ვერ აკავებდა.....ვერაფრით გააჩერა თავი არ ეტირა.....მენაბდე უფრო მეტ რამეს ხვდებოდა...უფრო მეტად ტკიოდა არსებობა...ლიკას ხმა არ ამოუღია..უთქმელადაც ნათელი იყო ყველაფერი.....ზედმეტად შესამჩნევი ელენეს ცრემლები...გამოსვლისას მშვიდად დაემშვიდობნენ..მანქანამდე მიაცილეს ელენე..სამივეს ესოდა ყველაფერი..ამიტო აღარაფერს ამბობდნენ, აღარც ფორმალურად.....წამოსვლისას ერთხელ შეხედა ნიკას და შეეშინდა იმხელა უბედურება დაინახა მომავალი მამის თვალებში, იმხელა ტკივილი იყო, ელენეს რამე დამამშვიდებლის თქმა უნდოდა, მაგრამ იცოდა არ გამოუვიდოდა...გზაში იყო, როცა წერილი მოუვიდა..რადგან ნიკასგან იყო მანქანა გააჩერა, ჯერ ისედაც ვერ ატარებდა კარგად ისე იყო აფორიაქებული. მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა..და მხოლოდ ამ ერთი სიტყვის გამო ხმამაღლა ტირილი ვეღარ შეიკავა..„შენგან“მხოლოდ ეს სიტყვა ეწერა.....ისე ტკიოდა ნიკას მესამე სხვისგან ეჭვი შეეპარა საკუთარი სულის სისუფთავეში, უღირსებობა დასწამა თავს და კიდევ უფრო დამძიმებული მოუალოვდა თბილისს.ტელეფონმა დარეკა....აიღო თუ არა მაშინვე ანასტასიას ტირილი გაიგონა..-დედა მოვიდეს უთხარით, წამიყვანოს....არ მინდა მე აქ! დედააააააააააააააა-ელენე ვერაფრით ვამშვიდებ, შვილო იქნებ მოხვიდე ბოდიში ტაძარში ალბათ მშვიდად ყოფნა გინდოდა...მაიას ხმა ჰქონდა ანერვიულებული.-კარგით წამოვალ, არ ინერვიულოთ, ეგ იჭირვეულებს ცოტას..დამალაპარაკეთ..-დე რამხელა ხმაზე ტირი სულ მესმოდა ....ანასტასიას ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი ტირილისგან და სლუკუნებდა, ვერ ჩერდებოდა.-დედი კო მოდი. წამიყვანე რაღაც უნდა გითხრაა!-ტასო ბებიას და ბაბუას რატომ აშინებ? ნუ ტირი მოვალ მალე, ახლა დამშვიდდი ნუ ანერვიულებ, ბებოს როგორი ანერვიულებული ხმა ჰქონდა..მიდი დე დაამშვიდე, უთხარი რომ კარგად ხარ..-არ ვარ კარგად და როგორ ვუთხრა..ტყუილზე ენა ეყინებათ ბავშვებს..-კარგი მაშინ ნუღა ტირი, მოვალ და ამიხსენი ხო რა გაწუხებს.. ელენე ისედაც მიხვდა რამ გამოიყვანა ანასტასია წყობიდან...-მალე მოდი გელოდები დე..-კარგი, დემეტრე მანდაა ხომ?-კი....ვერც დემეტრე მამშვიდებს მაინც ვტირივარ! ეს უფრო გახარებული ხმით თქვა ვიდრე ნანერვიულები. მაიამ რა თქმა უნდა შვილსაც მიწერა.„მალე მოდი ჩვენთან!!!!!!! მარტო!!!!!!!!!!“ ძახილისნიშნებად დაიცალა წერილი...დემეტრესთან მიტუზული და ჩახუტებული სლუკუნობდა უკვე ხმაჩახლეჩილი, ძალიან დაიღალა ტირილისგან. მაიაც ვეღარ აჩერებდა ცრემლებს უკვე აღარც უნდოდა ძლიერი ყოფილიყო.....სახლში, რომ შევიდა ეგონა მიცვალებული იყო სადმე დასვენებული, კარები არ იყო მხოლოდ ღია, როგორც ამ დროს არის, დანარჩენი ყველაფერი იგივე..სიჩუმე მეფობდა და ამ სიჩუმეში უფრო საზარლად ტკენდა პატარას ტირილი. მენაბდე შევიდა სახლში და არავის შეუხედავს ზედ, მხოლოდ ანასტასიამ შეხედა და ისეთ მრისხანე იყო მისი თვალები არ მოელოდა. კიდევ უფრო ჩაეხუტა დემეტრეს და უკვე თავი მის მაისურში ჩარგო.-დედა რა ხდება? მაიამ არაფერი უპასუხა. ნიკა ბავშვებთან მივიდა და ანასტასიას ხელზე მოკიდა....მაშინვე გამოაცალა და ზურგი მთლიანად შეაქცია მამამისს.-ტასო რა მოხდა მამა?-აღარ დამიძახო მამა....შენ სხვა შვილები გეყოლება და იმათ დაუძახე..მე დედიკოსთან უნდა ვიყო სულ. ცქრიალა და სუფთა ხმა სადღაც გამქრალიყო, ახლა ჩახლეჩილი და გაბრაზებული ბავშვის ხმას გრძნობდა მხოლოდ.-გეხვეწები დამელაპარაკე, ვილაპარაკოთ ტასო, შემომხედე რა..ესე ნუ ხარ.. ანასტასია დემეტრეს სულ უფრო ეხუტებოდა და ცრემლები გაუჩერებლად მოდიოდა..-ძალიან გთხოვ მა რა, დამელაპარაკე....-რამდენმა უნდა დაგიძახოს მამა? მე რომ ერთი მამა მყავს შენ რატომ უნდა გყავდეს ბევრი შვილი?-კარგი რა ტასო, მერე რა ისევ ისე მიყვარხარ, უფრო მეტად მამა, ძალიან..-არა! გაკაპასდა ანასტასია, რომ გყვარებოდი არ წახვიდოდი, მე ხომ არ წავსულვარ შენ წახვედი! ხომ გითხარი დარჩი! არ დარჩი! ისე მარტივად აუხსნა 6 წლის ბავშვმა მენაბდეს, რომ ნაძირალა იყო, ისე გასაგებად და სუფთად, რომ მეტი მართლა აღარ შეეძლო.-რომ დამელეპარაკო არ გინდა? წამოდი ნაყინი ვჭამოთ და ვილაპარაკოთ?-არ მინდა! დედა უნდა მოვიდეს! მაგიტო აღარ ვტირი! თორემ მთელი დღეა ხმამაღლა ვტირივარ! ჩააბარა ანგარიში მამამისს.-შოკოლადის თუ კარამელის? ნიკა არ ჩერდებოდა.-დედიკო წამიყვანს მარწყვის ნაყინზე!-შენ რომ შოკოლადის გიყვარს? ანასტასიას ელენე სულ უშლიდა შოკოლადისას.-მერე რა! აღარ მეყვარება! თავს დავანებებ!-ესე რომ გიყვარს როგორ დაანებებ?!-შენც გიყვარდი მეუბნები, მაგრამ თავი დაგვანებე! წახვედი და არ გიკითხივართ, მეც ეგრე დავანებებ! ის წინათგრძნობა, რომ ანასტასიას არაფერი დაავიწყდებოდა ახლა თავზე გადაესხა.დემეტრეს ისევ არ იმჩნევდნენ მამის თვალები.მანქანის ხმაზე ანასტასია გარეთ გარბოდა ნიკამ რომ ხელი მოკიდა, ხეფებს ისევ ისე სწრაფად ატრიალებდა, როგორც სირბილისას თუმცა ჰაერში იყო უკვე. უკანა ეზოში გაიყვანა და ჩაეხუტა.-ანატატია, ძალიან გთხოვ, აი სულ ძალიან, სულ ცოტაზე მაინც მაპატიე..სულ სულ ცოტაზე..მამის აბრჭყვიალებულ თვალებში თავისი თავი დალანდა.-მე სულ გეყვარები? ნიკას ცრემლები წამოუვიდა.-ტატია..აბა მაგას როგორ მეკითხები.-რა ვიცი დემეტრე მგონია არ გიყვარს, აღარც დედა.... პატარა ჯალათივით იყო ანასტასია. ისე აწამებდა, რომ თავად არ ისვრებოდა.-არავის უთხრა რასაც ახლა გეტყვი კარგი? ანასტასიამ თვალები დაქაჩა და ყური მიწია ნიკას ტუჩებთან.-ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხართ თქვენ სამნი, როცა თქვენთან არ ვარ მაინც თქვენზე ვფიქრობ. სულ ჩემში ხართ....-დედაც გიყვარს? უკვე გადაეწმინდა სახე ანასტასიას და პრანჭვა დაიწყო..-ძალიან მიყვარს..-ლიკაზე მეტად? პატარა ანასტასია დიდ ინტრიგნად იქცა.-მე ელენე მიყვარს! ანუ სხვა არავინ! ეს ვერ გაიგო, ვერ მიხვდა ანასტასია...-ხო ლიკაზე მეტად, ბევრად მეტად.-მაშინ ჩვენთან წამოდი და აღარ გყავდეს სხვა შვილები!-ხომ გითხარი ტასო სულ შენთან ვარ, გეფიცები, სულ თქვენზე ვფიქრობ!-ესე არ მინდა, მოიღუშა ანასტასია. დედა დაინახა და მისკენ გაიქცა.-დედიკო დავიღალე წავიდეთ, მხარზე თავი დაადო და თვალები დახუჭა.-დაიღლებოდი ისე ტიროდი, არანორმალური რომ ხარ იცი, გაუცინა ელენემ და ბევრი აკოცა კისერში..-ყველაზე კარგად შენთან ვარ დე..-მეც ყველაზე კარგად დედაშენთან ვარ! ნიკა უკვე ვეღარ აკონტროლებდა რას ამბობდა.ორივე ძლივს ამშვიდებდა პატარა ანასტასიას არგუმენტები რკინის ჰქონდა. „მე პატარა აღარ ვიქნები“ „მე რომ ერთი მამა მყავს, შენ რატომ უნდა გყავდეს ბევრი შვილი“-დემეტრესაც ეს რომ ეთქვა ტასო შენზე ხომ გეწყინებოდა? ელენეს ამ ნათქვამზე დაიძაბა, ვერ მიხვდა რატომ აღარ ჰქონდა არგუმენტები. „დემეტრე..!!დემეტრე...მე..ის ვერ მიხვდა!!“ ბოლოს ამოიძახა ტასომ. ორივეს გაეღიმა.-რას ვერ მიხვდა? ჩაეძია ელენე.-იმას, რომ ერთი დედა და მამა რომ გყავს იმასაც ერთ უნდა ჰყავდეს ერთი შვილი.-შენ რომ მამიდა ბარბარე ძია მათე და ცოტნე გყავს ესე არ უნდა იყოს? უფრო და უფრო გაიხლართა ანასტასია...მოულოდნელად ტირილი დაიწყო.-დედა რატომ ტირი?-მერე მე რომ მომენატროსის ბავშვი სხვა სახლში რომ იქნება? შენი შვილი რომ არ იქნება დედიკო....ჩემნაირად რომ არ ეყვარები..იმას რომ მივეჩვიო და სხვაგან იცხოვრებს? მე და დემეტრეს რომ ერთ ოთახი გვაქვს? ერთად რომ ვჭამთ და ერთად ვუყურებთ ტელევიზორს? ბავშვებმა ყოველთვის ზუსტად იციან რა უნდათ! ყოველთვის და ამას დიდებისგან განსხვავებით ყოველთვის პირდაპირ ამბობენ..ალბათ ამიტომაც არიან წარმოუდგენლად სუფთები იმ ადამიანის გადმოსახედიდან ვინც უკვე საკმარისად გასვრილია ცხოვებით. მხოლოდ ბოლოს თქვა ანასტასიამ ის ნამდვილი მიზეზი, რომლიც გამოც ტიროდა ასე გაუჩერებლად.-დედას გეფიცები ძალიან მინდა ვიმსახურებდე იმ ცრემლებს! ნიკამ ელენეს მკლავში ფრთხილად მოკიდა ხელი და ეზოს ბოლოსკენ წაიყვანა.-იმსახურებ, რომ მეტირებოდა თანაც ისე, რომ სხვანაირად არ შემეძლო ესე იგი იმსახურებ!-ძალიან მინდა ის დღე არ არსებობდეს!-შენ არ იცი მე როგორ, ძალიან მრცხვენია, მრცხვეენია იმ ბედნიერების, რომელიც დავკარგეთ. რაც არ უნდა იყოს ნიკა ბედნიერი არც ერთი ვყოფილვართ, არც ახლა ხარ ბედნიერი და ძალიან ვწუხვარ, ყველაფერი მტკივა რომ გაგაუბედურე...იმდენი ვიწრიალე ფეხბურთი დაგაკარგვინე.-მთავარია შენ არ დაგკარგო....ფეხბურთი კი ცალმხრივია, მხოლოდ მე მიყვარდა მე კი საკმარისზე მეტად ამაყი ვარ რამე ცალმხრივად მიყვარდეს....უბრალოდ არ მჯერა ასეთი რამის არსებობის.... ელენემ ხელები წელზე მოხვია და ჩაეხუტა... -ზუსტად ის სუნი გაქვს რაც 16 წლისას...ნიკამ ხარბად შეისუნთქა ელენეს ჰაერი.... -ჩემთვის ისიც კი საკმარისია, რომ ხარ. მინდა კარგად იყო, მინდა ბედნიერი იყო, ისეთი გნახო ოდესმე როგორმაც ერთმანეთს ხელი გავუშვით. შენ არ ინერვიულო რომ მე ამას განვიცდი..მამობა ბედნიერებაა..იმდენად დიდია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დედა....ანასტასიასაც გაუვლის, ხომ იცი რა ეჭვიანია....დემეტრე ძალიან მეცოდება ნიკა, ვიცი შევთანხმდით რომ არ ვილაპარაკებდით ამაზე, მაგრამ მართლა ძალიან მეცოდება. არ იცი როგორ დარდობს...თითქმის აღარ ჭამს..მხიარულებისდროსაც კი მოწყენილია.-ელენე! ხომ იცი აზრი არ აქვს! 888 „მხოლოდ დიდ სიყვარულს სჩვევია ამგვარი უგულისყურობა“ შავი ჭირი. ა.კამიუ.მაშინ ქორწილი მოკრძალებულად გადაიხადეს, ელენეს „დამსახურებით“ ბევრ რამეს იმიზეზებდა, პირველ რიგში კი არ უნდოდა ბევრს ენახა როგორ არ იყო ბედნიერი ქორწილის დღეს. არც კი იცოდა როგორ დაიყოლია ნიკამ, უფრო სანდროს აბრალებდა, ფიქრობდა, რომ მისი თავიდან ამოგდებისთვის ნიკასთან ურთიერთობა დაეხმარებოდა. ეს არ დაუმალავს მენაბდისთვის და მენაბდე სულ უფრო რწმუნდებოდა გადაწყვეტილების სისწორეში მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა ელენეს გულგრილობას. იმ დღემდე, როცა ელენე თანხმობას ეტყოდა ორი დღით ადრე ძალიან წვრილმანმა, ყოფითმა და თითქმის უმნიშვნელომ დაარწმუნა, რომ თანხმობა უნდა ეთქვა. ნიკა 4 დღით ჩამოვიდა, ყველანი წყნეთში იყვნენ. ბარბარემ ელენეს მოსვენება არ მისცა, ეხვეწებოდა ემუდარებოდა.-გთხოვ რა ელე, გეხვეწები!-კარგი ახლა რას ამბობ ბარბარე, არ შეიძლება ღამე სად უნდა წახვიდე? ვინ არის საერთოდ?-გეხვეწები, გეგამ ძალიან მთხოვა კონცერტია კლუბში, ცოცხალი შესრულება, აუცილებლად უნდა წავიდე..-მთელი ღამე ბარბარე? კარგი რა!!-მომისმინე 2 ისთვის მთავრდება, მაგრამ სახლში ვერ მოვალ ამ დროს და ამიტომ მთელი ღამე თორემ ისე 2 ზე წამოვალ.-სად წახვალ? იმ შუა ღამისას რა უნდა აკეთო უცხო ბიჭთან ერთად!-უცხო არ არის, კარგი რა! თბილისში მივალ სახლში, მაქვს გასაღები.-უთხარი ნიკას ან მათეს და გამოგივლიან, მე ცოტნეს ვეუბნები ხოლმე ასეთ დროს!-კარგი რა მათეს, სულ გაგიჟდება! ელენე დაფიქრდა და მართალი იყო ბარბარე.-ნიკას უთხარი, ის ხომ სხვანაირია!-ხო სხვანაირია, შენ მაგას არ იცნობ, გამიცინებს, გამიშვებს და თავადაც გამომყვება.-კარგი რა!-მართლა გეუბნები, მათეს ვეტყვი და აი საერთოდ გაგიჟდება ღამის ორზე სვაგან ამაზე გადაეკეტება, მერე ნიკა ეტყვის კარგი რა ძველმოდური და რაღაცნაირი ხარო, მერე მე გამიცინებს და მეტყვის შემიძლია სადაც მინდა იქ წავიდა და მერე დააყოლებს! გამორიცხულია, რომ არ დაამატოს, რომ თვითონაც გამოგვყვებიან და საბოლოოდ ისე იქნება როგორც მას უნდა მე, გეგა, ნიკა და მათე ერთად კონცერტზე, რომელიც საშინლად არ აინტერესებს ჩემს ძმას. გეფიცები, ნიკა მათეზე უარესია დამიჯერე! ის იყვირებს, ახტება დახტება და ბოლოს შეგიძლია მაინც ის გააკეთო რაც გინდა ნიკა გაყვირებს, არ შეგეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც იმას გააკეთებს რაც უნდა!-მერე უფრო სწორი არ არის თავადაც წამოგყვეს!-გეხვეწები რა ელე..გთხოვ ხომ იცი ამ ერთხელ მინდა დახმარება.-კი მაგრამ ეს როგორ გავაკეთო ვინმე რომ მიხვდეს?-არავინ მიხვდება, შეიძლება დედამ ან მათემ დაგხედოს, იციან ხოლმე ძილისწინ შემოსვლა, მაგრამ შუქს არ აანთებენ, შენ ვითომ გძინავს, ხმა არ ამოიღო ვერავინ მიხვდება, რომ შენ მე არ ხარ, გაიღიმა ბარბარემ.-არ მინდა ასე გარევა რა ამ საქმეში! ელენეს არაფერი დააცადა ბარბარემ, 10 საათისთვის სახლიდან გავიდა, ელენე მის ოთახში დატოვა, ძალიან ინერვიულა ლორთქიფანიძემ, თვალი ვერაფრით მოხუჭა, რაღაცნაირად ერიდებოდა, რომ ატყუებდა..ნიკას რომ ატყუებდა, მაგრამ მერე თავი დაამშვიდა, რომ ბარბარე მისი მეგობარი იყო, მეგობრები კი ხშრად აკეთებდნენ ასეთ რამეს. უკვე დამშვიდებული იყო იფიქრა დილამდე პრობლემა არ იქნებოდა არაფერი, როცა კარის ხმა გაიგო, სუნთქვა გაწყვიტა, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ვიღაც და მის საბანში შეძვრა.-ბაბი გღვიძავს? ელენე შეიშმუშნა და ცოტა მიიწია რომ მის სხეულს მოშორებოდა.-გაგაღვიძე? ბოდიში რა..ელენე არ განძრეულა. -ჰა ახლა გაიღიძე საქმე მაქვს ოლღა! წაკრა ხელი სასაცილოდ. ელენემ ჩაიკრუსუნა, თითქოს ახლა გაიღვიძა და აგრძნობინა ამის გამო გაუჯავრდა და ხმის ამოღებას არ აპირებდა.-იმედია ფეხები დაბანილი გაქვს, თორემ დღეს უკვე მეხუთედ შევედი აბაზანაში, ნიკამ სასაცილოდ ჩაჩურჩლა და ფეხისთითებით მოუღატუნა, ელენე ღრიალს აპირებდა, როცა გაახსენდა, რომ ბარბარე იყო! საცოდავად მოიკუნტა და ერთიანად დაპატარავდა.-გოგო მისმინე,ხო იცი ხვალე მამას დაბადებისდღე როა, დედამ მე და მათე დღეს არ ვიცი ჯვარს გვაცვა.. არ დამიწუწუნია! დაამატა ნიკამ, უბრალოდ გვინდა, რომ ორივეს სურპრიზი მოვუწყოთ რომანტიკა და რამე! ხო და შენ მაია უნდა გაიყვანო რა მომსახურების ზონიდან, თვალს არ გვაშორებს სულ რაღაცას გვავალებს, მე და მათე ვერ ვასწრებთ კრეატიული იდეების დალაგებას და ხვალე დედა წაიყვანე რა უთხარი საქმე გაქვს რაღაცის ასარჩევად რამე მოიფიქრე. კარგი? ელენემ სწრაფად დაუქნია თავი. ნიკა ადგომას არ აპირებდა, ელენე უკვე ცუდად იყო ნერვიულობისგან.-ბარბარე! ამ ბოლო დროს უცნაურად ხარ, სულ ტელეფონზე წერ, დაბნეული გახდი, ისე აღარ აგვეტორღიალები ხოლმე მე და მათეს გირჩევნია ცალკე იყო, ადრე ფეხს ვერ ვადგავდით შენი შიშით კივილით მოგვდევდი, მესმის ეს ჩვეულებრივია შენს ასაკში..დადებითი, არ ვეჭვიანობ გეფიცები, გაეცინა ნიკას...მაგრამ ოლღა ხომ იცი, რომ შეგიძლია მითხრა ყველაფერი, თუ ვინმე არის, უბრალოდ მითხარი, მე არც მამა ვარ და არც ბუზღუნა ძმა..იმედია ასეთად არ მთვლი. უფრო მიიხუტა ბარბარე ნიკამ, სინამდვილეში კი ელენე....ვიცი ახლა დამოუკიდებლობა გინდა და მესმის შენი, მე არ ჩავერევი, არც რამის აკრძალვა, დაშლას ვაპირებ უბრალოდ მინდა იცოდე და იმანაც იცოდეს რომ ჩვენ ვართ! თუ ეს არ გინდა ამასაც გავიგებ, იმდენად გენდობი, რომ გავიგებ თუ საჭიროდ არ ჩათვლი არ ვიცოდე ვინაობა, მაგრამ მაშინ შენ უნდა იყო დარწმუნებული...ვიცი ახლა 16 წლის ხარ და შენი წილი პეპლები საოცრად აფარფატებულები არიან, ვიცი ამ წლების სასიამოვნო სიმსუბუქე, რწმენა, სიცოხლის და მომავლის, აფრიალებული ფიქრები და მთელ სხეულში არეული შეგრძნებები მისი დანახვისას..მაგრამ მინდა ისიც გახსოვდეს რომ ყოველთვის ერთხელ ხარ 16 ისაც და 30 ისაც, ცხოვრებაც ერთი გაქვს და მინდა იგრძნო საკუთარ თავთან შენი პასუხისმგებლობა, მინდა დააფასო შენი თავი! გახსოვდეს ვინ ხარ ჩვენთვის, როგორი მნიშვნელოვანი ხარ და მხოლოდ ამის ფარგლებში მისცე ადამიანებს უფლება დაგიახლოვდნენ, მინდა ყველაფერი ლამაზად იყოს შენს ცხოვრებაში. ელენე გრძნობდა, რომ დაძაბულობის ნაცვლად მთიანად მოეშვა და ყველა სიტყვას იმახსოვრებდა, უსმენდა გაოცებული. სულ უფრო მეტად გრნძობდა დამნაშავედ თავს იქ რომ იყო, ბარბარეს, რომ დაეხმარა..საკუთარ თავზე იმედი გაუცრუვდა, ტყუილს ვერ იტანდა და ახლა სხვის საწოლში სხვად გასაღების გამო თავი ყველაზე დიდი მატყუარა ეგონა. ელენემ თავი დაუქნია, რომ ყველაფერი გაიგო. ნიკამ ხელები მოხვია და თავზე აკოცა.-ოლღა შენ შამპუნი შეცვალე? რაღაც სხვანაირი სუნი გაქვს! ელენე აიწურა..-მეზობლების რჩევებს აჰყევი, რა ხართ ეს ქალები.. ელენე სუნთქვა გაუწყდა, თალები ისე დაექაჩა როგორც ანასტასიამ იცოდა, მეძებარი ძაღლივით იყო ნიკა სუნზე, ადამიანებს სუნით ცნობდა, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი იყო მისგან ბარბარეს უნდობლობა, რომ საკუთარ სუნთქვის ორგანოს სიმცდარე დასწამა, საკუთარმა რწმენამ მიიყვანა აზრამდე, რომ მეგობრებმა მსგავსი შამპუნი ურჩიეს ერთმანეთს ან ათასგვარი შესაძლო ვარიანტი, ოღონდ არა ის, რომ ბარბარე იმ დღეს ბარბარე არ იყო..-გავედი ახლა მე, ოლღა აბა შენ იცი, იფიქრე..ხომ იცი შეგიძლია მითხრა ნებისმიერი რამე..კარგად დაფიქრდი, არაფერი გამოტოვო მის ხასიათში, არაფერზე დახუჭო თვალი, ყოველშემთხვევაში იმაზე რაც იმ აფრიალებული გრძნობის გარეშე აუტანელი იქნებოდა! აღარ მოგაცდენ ჩემი „ბრძნადმეტყველებით“ იცი რასაც ვგულისხმობ ბარბარე..ელენე ფიქროდა, მთელი ღამე ფიქრობდა, ვერ გაერკვია გრძნობებში, გაიხლართა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სიამოვნებდა, საშინლად სიამოვნებდა ამ ასაკში მისთვის შეთავაზებული ცოლობა, ასეთი ფორმით, რაც არ უნდა ყოფილიყო ნახევარი ევროპა ამაზე ლაპარაკობდა და მხოლოდ მან და ნიკამ იცოდნენ ადრესატი, მხოლოდ მათი იყო ის სიტყვები. ეშინოდა, რომ არ შემცდარიყო, სულ ცდილობდა ასეთ რაღაცებს არ აყოლილიყო, ვერ იტანდა „ხმამაღალ“ საჩუქრებს, ვერ იტანდა სერენადებს და მსგავს რაღაცებს, ეგონა რომ ვერ იტანდა ასე საქვეყნოდ აღიარებულ გრძნობებს, ცოლად გაყოლის თხოვნაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ მაინც დაიბნა. ეს არ ყოფილა ვულგარული, მოძველებული, გაცვეთილი ან ამპარტავნული ხელის თხოვნა, არც საკუთარი მდგომარეობის გამოყენება და „გამარიაჟება“ ეს უფრო სხვა რამ იყო, საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ორმა იცის მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი მსოფლიო მის გარკვევას ცდილობს. მხოლოდ ერთი რამ დაადგინეს ჟურნალისტებმა, რომ ის გოგო ქართელი იყო, ისიც იმით, რომ ქართლად ეწერა მაისურს.მისთვის ნათქვამი თანხმობა, ნიკას არეული მზერა, მშვიდად ჩახუტება გულში, მოკრძალებული ქორწილი, ჯერ კიდევ გაურკვეველი გრძნობები..სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადთან იდგნენ..ელენეს მისი ხელები ეჭრა და ნერვიულად უსმევდა თითებს.-ნიკა, არ ვიცი, რომ არ შემიყვარდე? მაპატიე, რა დებილი ვარ, ვიცი, რომ ძალიან ცუდად ვიქცევი, ახლა ამ დროს ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ ისე ძალიან არ შემიყვარდე როგორც მე წარმომიდგენია ქმრის სიყვარული? ნიკა მშვიდად უყურებდა, ჩოხაში გამოწყობილი უჩვეულოდ ეჩვენებოდა ელენეს, ვეღარ გებულობდა რას გრძნობდა, იმ დღეს ფიქრობდა, რომ უბრალოდ მოწონდა, უბრალოდ მხოლოდ სიმპატიურად თვლიდა მომავალ ქმარს და სხვა არაფერი.-გამორიცხულია ელენე, გაუღიმა ნიკამ.-რა? რა არის გამორიცხული?-რომ არ შეგიყვარდე. ელენეს გაეღიმა..-შენ გიყვარვარ? არც შენ არ გითქვამს ეს სიტყვები..-მე შენ ცოლობა გთხოვე, ახლა როგორ გითხრა, რომ მიყვარხარ, როგორ შევამცირო პირველი მეორით?! იმ სამ წელიწადში მთლიანად გაიგო ელენემ რა უთხრა მენაბდემ, რატომ თვლიდა ცოლს ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვნად, რატომ იყო მართლა მისი ნახევარი ნიკა, მის გარეშე სუნთქვაც კი არ იყო ისეთ, როგორიც მასთან ერთად. როცა მას ხედავდა მხოლოდ მაშინ იყო მთლიანი, სხვა დროს კი ნახევარი დადიოდა, ნაწილი რომელსაც სულ ენატრებოდა მეორე, სულ წარმოუდგენელ მონატრებას გრძნობდა.მძიმედ დაწყებული ოჯახური ცხოვრება ჰქონდათ, ნიკას იდეალურობა ელენეს ისე აღიზიანებდა, რომ უკვე აღარაფრის გაძლება შეეძლო. მისი სიმშვიდე, აუღელვებლად მოგვარებული პრობლემები, წარმატება სპორტში სულ აგიჟებდა..რამდენიმე თვე სახლს არც ალაგებდა, დამხმარე ქალი გააშვებინა განზრახ, იცოდა ამით მაინც გამოიყვანდა წყობიდან, მაგრამ აქაც შეცდა, როცა დაინახა თვითონ როგორ ალაგებდა ნიკა ყველაფერს, კაცის სამზარეულოში და ცოცხით დანახვა ეს უკვე ელენესთის კოშმარი იყო..ნიკასთვის კი საჭმლის გაკეთება ჩვეულებრივი მოვლენა, ჭურჭლის გარეცხვა საერთოდ არ ანაღვლებდა, პირიქით მერე მიხვდა, რომ მის გარეცხილ ჭურჭელს მენაბდე არ ენდობოდა და იმ ჭიქას, რომლითაც უნდოდა დალევა ან თეფშს თავად რეცხავდა მაინც. ის წიკები, რომლითაც ნიკა არავის აწუხებდა ყველაზე მეტად აწუხებდა ელენეს. მხოლოდ ერთხელ თხოვა ნიკამ სუნამო არ დაესხა, საერთოდ არანაირი, აგიჟებდა რამის სუნი მენაბდეს. ელენე კი ამის გამო პარფიუმერიული მაღაზიებიდან არ გამოდიოდა, ადრე თავადაც არ მოსწონდა სუნამოს გამოყენება, მაგრამ ახლა უკვე ზედმეტად ბევრი ესხა. ნიკას მას მერე ხმა არ ამოუღა ამ საკითხზე და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.თამაზის ნიკას გუნდშ გადმოსვლა მთელი ზეიმი იყო....ელენესაც უხაროდა, ასე მოშორებით ქართველის ნახვა უკვე ძვირი სიამოვნება გახდა მისთვის.დედამისთან გამუდმებული საუბრები, ნინო ამშვიდებდა, ეუბნებოდა, რომ თავიდან ყველას უჭირს ელენე კი სულ უფრო გიჟდებოდა. ვერ დაეჯერებინა ნიკას ასეთობა, არ შეიძლებოდა ადამიანი ასეთ ყოფილიყო, ამიტო ყველანაირად ცდილობდა წყობიდან გამოეყვანა, ნიკა კი თავისი უპრობლემობით უფრო აგიჟებდა. უნდოდა მკაცრი მეორე ნახევარი, უნდოდა ისეთი სიძლიერე ეგრძნო მისგან, რომ მის სიკაპასეს სუნთქვა არ შეძლებოდა ნიკა კი ყველაზე მეტად აძლევდა უფლებას ყოფილიყო ჭირვეული.-ძალიან რბილია, მშვიდია, მეშინია თავს რომ ვინმე დაგვესხას ჩემგან დასაცავი არ გახდეს, რადიკალურობა არ შეუძლია, არ შეუძლია რაღაც მაიძულოს, მე კი ამის ატანა არ შემიძლია დედა, არ მომწონს ასეთი გენდერული თანასწორობა, თითქოს ვერ ვენდობი, ვერ ვეყრდნობი დედა, არ ვფიქრობ, რომ ჩემზე ძლიერია, სუსტია, ჩემზე სუსტია, მგონია, რომ დავჩაგრავ და ეს მაგიჟებს, მგონია ყველა სურვილს იმიტომ მისრულებს, რომ რაღაც დამალოს, რაღაც ნაკლი აქვს დედა, ასეთი რბილი, რომ არის ეტყობა მაგას მალავს, ეტყობა არ არის ისეთი მამაცი, ვაჟკაცური...მე ესეთ ქმარი არ შემიძია დედა, ქმარი რომელსაც მხოლოდ ის ანერვიულებს აცვია თუ არა სუფთა წინდები. უნდა ნახო ავადმყოფია, ჩემ გარეცხილ ჭქას ხელახლა რეცხავს, არ მენდობა! ამის იქით სამყაროს ვერ აღიქვავს, მხოლოდ ბურთი და ჰიგიენა, მე სად ვარ ამ დროს? მე ყველაფერს მისრულებს, მაგრამ არაფერი მინდა მისი, მისი შეხებაც კი აუტანელი გახდა! არ ვიცი როგორ ვუძლებ იმ კაცის შეხებას, რომელიც არ მიყვარს. მაგრამ არ მაძლევს საბაბს რამეზე გავუბრაზდე, ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ და უფრო ცუდად ვარ, დედა ასე შორს ყოფნა არ მინდა საქართველო მომენატრა, აქ არ მინდა მასთან ყოფნა. იქიდან ნინომ მიწასთან გაასწორა ელენე, შვილი ისე დატუქსა ელენეს შერცხვა..შერცხვა. ნინოს ხმა მას უკვე აღარ გაუგია, არ გაუგია არც ხალხის ხმაური ბინიდან გამოსულს, არ გაუგია მანქანების ხმა, არც საკუთარი სუნთქვა, ეგონა არც დედამიწას ეხებოდა და არც სუნთქავდა..უბრალოდ მიდიოდა, მიდიოდა მშვიდი სახით, ჩაფიქრებული, უღიმოდა ისევ ისე იმ ხალხს ვინც ცნობდნენ, არ დაზარებია პატარებისთვის ბურთზე წარწერა გაეკეთებინა, არც სახელის კითხვა არც კეთლი სურვილების ასრულება...არც გვერძე მეგობრის ხმა ესმოდა.ნიკას ყველა ქცევა, უმოქმედობა, უემოციობა, სიმშვიდე სიძულვილს იწვევდა. ის ხომ ყოველთვის, ხმამაღალ, დაძარღვული კისრითა და შეშლილი თვალებით დამტკიცებულ სიყვარულზე ოცნებობდა. ხომ წარმოიდგენდა ჯერ კიდევ იმ ასაკიდან გამოუსვლელი, როგორ ესხმოდნენ თავს და როგორ იცავდა მისი რჩეული, მაშინ იმ წარმოდგენაში თვალები ისეთი დაბინდული და ამღვრეული იყო ბრაზისგან ელენეს შიშისგან ენა ებმოდა, ვერაფერს ამბობდა. ახლა უყურებდა საკუთარ ქმარს და რცხვენოდა. "ნუთუ შეიძლება კაცი არ გაბრაზდეს? იყოს ასეთი მორჩლი? უპრეტენზიო და უინტერესო?!" ელენე ტირილისგან ჩაიკეცა. მძიმე იყო იმის გააზრება, რომ მისი ქმარი მისთვის ყველაზე საძლველი პიროვნებების პროტოტიპს წარმოადგენდა. თურმე ვის გაჰყვა, სიმშვიდის და თავის ხელში აყვანის ხორცშესხმას, მას კი ბობოქარი, მტკიცე და ძლიერი დასაყრდენი ჭირდებოდა. მათ ოჯახში დამყარებული გენდერული თანასწორობა გულს ურევდა. არ შეეძლო გაეძლო ასეთი ურთიერთბისთის, არ უნდოდა მასზე სუსტი მეორე ნახევარი, რომელსაც დაჩაგრავდა. ფეხბურთელი, რომელსაც ორი წიგნი არ აქვს გადაბმულად წაკითხული ეს სულ აგიჟებდა. მთელი ცხოვრება იმას უყურა როგორი ძლიერი იყო მამა, როგორ პატივს სცემდნენ ერთმანეთს მშობლები, მაგრამ მამამისის სიტყვას როგორ გააზრებულად ემორჩილებოდა დედა. ეს უნდოდა, მის ცხოვრებაშიც ეს უნდოდა, რომ ქმარი ძლიერად დადგომოდა მის სიანჩხლეს, სიჯიუტეს, არ მიეცა უფლება ელენესთვის თავისი გაეტანა, გულში ამაზე ოცნებობდა, ნიკა კი ყველა სურვილს უსრულებდა, პრობლემას ოდნავ არ ქმნიდა და ამით სულ აგიჟებდა. ელენემ იცოდა მისი გრძნობების გაგება შეუძლებელი იყო ყველას გიჟად მოეჩვენებოდა ქალი, რომელსაც ასეთი ქმარი არაფრად ჭირდება და მკაცრ შეუბრალებელ და მტკიცე ნახევარზე ოცნებობდა. მასთან ჩხუბსაც ვერ ახერხებდა, ნიკა ამის საშუალებასაც არ აძლევდა, ვერ საყვედურობდა. ელენე დაიძაბა. "ნუთუ ვერ ვეჩხუბები?!" დაფიქრდა და რაღაც აეწვა. "უბრალოდ არ ამყვება, თორემ ისე მეტსაც გავუბედავ!" გაამხნევა თავი. ამ ფიქრებში იყო კარის ხმა რომ გაიგო. ნიკას ღია ჯინსი ეცვა და კედები. სპორტული ჩანთა ფრთხილად დადო და ფეხზე გახდა დაიწყო. ელენეს გაუღიმა და მიესალმა. აშკარად ეტყობოდა ვარჯიშიდან საშინლად დაღლილი მოვიდა და ძლივს ახერხებდა განძრევას.–სად იყავი?! ელენეს ხმა შეუბრალებლად ცივი იყო. ნიკა არ გარხეულა, თავი ნელა აწია ზემოთ და ელენეს შეხედა.–ვარჯიშზე! მემგონი მეტყობა და ჩანთისკენ გაიხედა.–ესე უხმოდ დადიხარ სულ. არაფერს ამბობ...მე რა ვიცი..ელენე უკვე ყვიროდა. ნიკა ფეხზე წამოდგა, სულ უფრო უახლოვდებოდა, ცოლმა იგრძნო, რომ ლაპარაკი აღარ შეეძლო, კისერზე ცხელ ტუჩებს გრძნობდა და ტუჩები ნიკას ხელებმა დააკუმინა, ვერც კი შეამჩნია, როგორ აღმოჩნდნენ საძინებელში, ვერც ის გაიგო როგორ იპოვა ქმრის ტუჩები და მთელი ვნებით აკოცა, გრძნობდა მის ჯერ კიდევ სველ წაბლისფერ თმას, მისი შამპუნის სუნს და ნიკას გრძელ თითებს მის მკერძე და გახურებულ ტუჩებს, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ნიკა ზემოდან დააცქერდა უძრავად. თვალები ძლივს გაახილა. მისი ქმარი მშვიდი იყო, აუღელვებლად ყოველგვარი ვნებისა და სიყვარულის გარეშე ანთებული თვალებით დასცქეროდა და მის გამორკვევას ელოდებოდა.–მეორედ ასეთი ფორმით და ტონით არ მკითხო სად ვიყავი! ეს თქვა და მშვიდად მოაშორა სხეული. საკუთარ თავს გამოტყდომა, რომ სული პატარა ბავშვივით გაეტირა მისი ქმრის განიერ მხრებს, გრძელ თითებს, მის სხეულში განგაშს ტეხდა. "არაუშავს ახლა მასთან ყოფნა არ მომიწევს?“ თავი აიძულა ბედნიერება ეგრძნო.ფეხზე წამოდგა და სარკეში ჩაიხედა, უნდოდა დატანჯული ქალის სახე ჰქონოდა, რომელიც იძულებულია ქმარს დანებდეს, იტანდეს ნივთად ყოფნას, მაგრამ სარკეში ვნებამორეული და მიტოვებული ქალი დაინახა, რომელიც ქმარს ჩუმად და ამაყად გაეტირა.ფორთოხლის წვენის გამოწურვას, რომ მორჩა საათს დახედა და ტელევიზორი ჩართო. მშვიდად იჯდა მენაბდე, თან წვენს წრუპავდა და ფეხბურთს თვალს არ აშორებდა. ელენე მტკიცა ნაბიჯით გავიდა სამზარეულოში.–არ გინდა? ნიკამ გაუღმა და წვენისკენ ანიშნა. თითქოს არაფერი მომხდარიყო ისეთ სახე ჰქონდა მის ქმარს. "ნუთუ საერთოდ არ ვიცნობ?!" გააჟრჟოლა ელენეს, როცა ნიკას სახე დაინახა. ოდნავ არ შეიძლებოდა მასზე ემოციების კვალის ამოკითხვა, როგორ შეეძლო ასე დაფარვა, ელენემ წვენს ხელი მოკიდა და მასთან ერთად გადაწყვიტა ფეხბურთის ყურება. ნიკას ბედნიერი სახე ჰქონდა სასურველი ანგარიშის გამო, მაგრამ მალევე გაიტანეს მათ გუნდის უმთავრესმა მოწინააღმდეგეებმა გოლი და თვალებიც ჩაუქრა.–რა ფერებისკენ ხარ? ისეთი სასაცილო და ბავშვური კითხვა დასვა ელენემ, რომელსაც მხოლოდ ბავშვობაში ან მოხუცებულობაში სვამენ, ნიკას გაეცინა და წამით დაავიწყდა ანგარიში.–წითლების. ესენი ჩვენ ჩემპიონატში მეოთხეადგილას არიან.–ლურჯები რომელზე არიან?–პირველზე,მძიმედ გადაყლაპა სითხე.–შენ? ელენეს უკვირდა ასეთ დაინტერესება ამ სპორტით.–მეორეზე, და თუ ლურჯებმა აქ სამი ქულა დაკარგეს 1 ქულით გადავასწრებთ.–ამიტომ გინდა წითლების მოგება, გაეცინა ელენეს და ტელევზორს მიაცქერდა.–ხო ამიტომ, გაუღიმა ნიკამ. ელენეს ყველაფერი დაავიწყდა, სად იყო, ვისთან ერთად, რატო იყო, ვინ იყო, მხოლოდ ფეხბურთს უყურებდა და ისეთ ხმაზე ყვიროდა და ოთახში დადიოდა, რომ ნიკა გაოგნებული უყურებდა.–ჯანდაბა მიეცით პასი.. რა ჯარიმა. ეს მსაჯი არაა ნორმალური!!! ელენე ბოლო ხმაზე ყვიროდა.–გამომეცალე ელენე ვეღარ ვხედავ წინ მიდგახარ! ეცინებოდა ნიკას. ელენეს ნახევარი არ ემოდა, ნახევარს არ იგონებდა.ნიკაც ამის გამო ფეხზე იდგა და ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ..–ვერ ვხედავ ელენე მართლა დამაცადე, არადა ხვალე ამის განხილვა გვექნება.–ნიკა ხომ ხედავ ხელს მიშლი! დაჯექი მიდი, ან სხვა ოთახში გადი საყურებლად.–ბოლო წუთზე ვერსად გავალ! მაცადე დავინახო, თამაში ისეთ დაძაბული იყო და ისეთი პრესინგს აწყობდა ელენეს ფავორიტი გუნდი თვალს ვერც ერთი აშორებდა და ნიკა ვერც ელენეს სხეულს აშორებდა ტელევიზორს.–ვერაფერს ვხედავ, მარტო მესმის! აუწიე ცოტა კიდე! ნიკა სიცილით ძლივს ითქვავდა სულს. ელენეს ფრანგული არ ესმოდა და ამიტო არც ხმაზე დარდობდა.–გოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლლლ. გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!!!!! მოიგესს, წითლებმა მოიგეს ნიკა. როცა მენაბდე დარწმუნდა, რომ თამაშგარე არ იყო და გოლი ითვლებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნა მისი გუნდის პირველი ადგილი, რომელიც მალე შეიცვლებოდა თუ ორი დღის შემდგომ გასამართ თამაშს არ მოიგებდნენ. ელენე ისე გამეტებით და გახარებული ეხუტებოდა, რომ საკუთარი თავი გარედან, რომ დაენახა ვერ დაიჯერებდა. ეს იყო უფრო ბავშვური ჟინი, რაღაცის გამარჯვების ვიდრე გააზრებული სიხარული.–რა მაგარი ყოფილა! აი მესმის ადრენალინი, გავგიჟდი ისე ვინერვიულე. აი ფეხბურთი რატომ არის თურმე ასე საინტერესო. შენზე უფრო ვინერვიულებ, შენ რომ იქ იყო.ელენე ისე პატარა ბავშვივით ატლიკინდა ნიკას წვენი ლამის გადაცდა.–შენ ცოტნეს თამაშებს არ უყურებდი?–არა მაგას ხომ საერთოდ ვერ გავუგე ვერაფერი. რა მაგარი ყოფილა, კიდევ როდის იქნება?–ზეგ არის ელენე, ნიკამ ჭიქა დადო და საძინებლისკენ წავიდა...............„ყოველ ღერ ბალახს თავისი რომანტიკული ისტორია აქვს, საკუთარი თავგადასავალი“. რემარკი.-ნიკა მაოცებ! გული მართლა არ გაქვს? ნუთუ იმას აპირებ რაც ბარბარესთან გააკეთე! დემეტრესთან ამის უფლებას არ მოგცემ გესმის, შენ გამო უბედურია! მოწყენილი დადის, ნუთუ ვერ ხვდები, რომ შვილთან მით უმეტეს ბავშვთან ჯიბრი არ შეიძლება!-მე არავის ვეჯიბრები!-აბა რას აკეთებ? ნიკა დაფიქრდი გთხოვ!.-მე ვცდილობ არ ვიყო ყალბი! მე ვაკეთებ იმას რაც შიგნიდან ვარ! თუ გავუცინებ, თაზე ხელს გადავუსმევ და შუბლზე ვაკოცებ, ამით მხოლოდ მოვატყუებ! ეს გინდა? ვატყუებდე, მაშინ როცა ეს არ მინდა, არ მინდა გავუცინო, არ მინდა თავზე ხელი გადავუსვა!! არ მინდა! არ ვთვლი საჭიროდ, ვფიქრობ რომ ბევრი გვაქვს მე და დემეტრეს გასარკვევი, ბევრ რამეზე სალაპარაკო დასალაგებელი, მაგრამ ჯერ არ მინდა არ ვარ ამისთვის მზად, მინდა საკუთარი თავის არ მრცხვენოდეს, როცა დაველაპარაკები, მინდა ვიცოდე, რომ რაც გააკეთა აღარ განმეორდება!!! დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ეს არ განმეორდება, სხვა შემთხვევაში შეიძლება გავგიჟდე მე თუ კიდევ მოვისმინე მისგან! ვიცი შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ვჭირვეულობ, მაგრამ მე ვცდილობ შეცდომა აღარ დავუშვა! აქამდე ვცხოვრობდი ჯიბრით, მაგრამ აახლა არა..ერთ სიტყვასაც არ ვამბობ დაძალებით. ვცდილობ ის რწმენა დავიბრუნო საკუთარი თავის რაც ადრე მქონდა.-ბარბარესთან 13 წელი ვერ მოიპოვე ის რწმენა რომ დალაპარაკებოდი, 13 წელი ნიკა..ზოგჯერ მგონია, რომ არ მიყვარხარ! უფრო სწორად როგორ უნდა მიყვარდე?! მიკვირს რა უნდა მიყვარდეს შენი, მაშინებ! მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვფიქრობ, რომ სულით გასვრილი ხარ, უცნაური ხარ...ბარბარე...-ბარბარე სხვაა..მისი ქცევაც სხვა! მან ჩემი არსებობა დაივიწყა და მეც დავივიწყე!-როგორ დაივიწყა დღესაც თვალებში გიყურებს, დღესაც ელის შენგან ერთ, ნიკა ერთ წინადადებას, რამეს, ზოგადად რამეს რომ ეტყვი, მაგრამ უშედეგოდ, ეს რა სიყვარულია? ეს ხომ ბოროტებაა ნიკა, ადამიანს ამწარებ! ბოლომდე ამწარებ!-შენთანაც მჭირდება ამის ახსნა? შენ ხომ იცი რომ არაფერი იყო ადვილი ჩემთვის, შენ მაინც ხომ იცი რომ ბოლომდე მხოლოდ მე გავმწარდი! რა გავაკეთო ელენე? მირჩიე რამე? მითხარი როგორ ვაიძულო თავი იმაზე რაც არ მინდა? 13 წელი გავიდა და ვერ ვპატიობ! არ შემიძია, რა გავაკეთო? როგორ ვაიძულო თავი! როცა არ შეგიძლა მორჩა! მე არ მწამს დიდსულოვნების, არ მჯერა! უბრალოდ არ შემიძლია და მორჩა! როცა შევძლებ ამასაც არ დავმალავ!-უნდა გაიაზრო რომ არ ხარ მართალი! თ ამას მიხვდები მაშინ..-ვფიქრობ, რომ მართალი ვარ, რატომ არ გესმის მე თავს არ ვთვლი დამნაშავედ, ვფიქრობ, რომ ბარბარეს უნდა ეფიქრა, რომ ჰყავდა ძმები, ჰყავდა მამა! საკუთარ თავს იმაზე მეტად ვტანჯავ ვიდრე სხვა შეიძლება ამით იტანჯებოდეს, ამით ალბათ სინდისის ქენჯნას არ ვუშვებ ჩემამდე!-არ ვიცი ეს თემა 13 წელია მოუგვარებელია, მაგრამ დემეტრესთან არ მოგცემ ამის უფლებას! როგორც გინდა რანაირადაც გინდა, სადაც გინდა ეგ რწმენა შეაგროვე და ჩემს შვილს დაელაპარაკე! არ ვიცი როგორც გინდა, თორემ ისე გაგამწარებ ნიკა, ისე გატკენ გულს, რომ ახლანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგიხდება!-არ დამემუქრო! ელენე ყველაზე ნაკლებად ეს ტონი გიხდება და ყველაზე ნაკლებად ამის ატანა შემიძლია!-შენ არ იცი რა შეუძლია დედას თუ ხედავს, რომ მისი შვილი იტანჯება!-ნუ ჩაერევა ეს დედა მამის და შვილის საქმეში! აზრი არ აქვს გითხარი, ყველგან შენ ხარ გარდა დემეტრესთან ჩემი ურთიერთბისა, ყველგან შენ ბატონობ მაგრამ აქ არა! თუ ამას დავკარგავ მაშინ მართლა მოვკვდები!-ელენე მოდი შვილო, დაუძახა მაიამ! ეგ დარჩეს მანდ!-მაგას სახელი აქვს, რომელიც გაგიკვირდება და შენ დაარქვი! არ შეარჩინა ნიკამ.-ნუ მაღიზიანებ თორემ ყველას ვეტყვი კითხვა როგორ დაიწყე! დაემუქრა დედამისი..-როგორ დაიწყო, დაინტერესდა ელენე!-მაიკო რაც გინდა ის ქენი, ამის მერე მეცოდინება პირობას როგორ ასრულებ!-არაფერი, ეს ვის რას ათქმევინებს. გაჯავრებით შეხედა შვილს და სახლში შევიდა. ნიკა მამამის მიუჯდა გვერძე და მაშინ მიხვდა რომ ძალიან შეტოპა, როცა დემეტრე გვერძე გაიწია.კიბეებზე ტერფებს ძალას ატანდა, რომ ასულიყო, მუხლები ეკვეთებოდა იმის გამო რაც იცოდა დახვდებოდა, ეშინოდა, რომ დაუძლეველ რეალობას შეასკდებოდა. სულ იმის ნერვიულობაში იყო დემეტრეს არაფერი შეშლოდა, სულ მის კონტროლში ათენებდა, არ გაქცეოდა, ამ ასაკში არ მიეშვა სადავეები..თანაც ისეთ დროს, როცა ყველა ცალ-ცალკეა, მამასთან ასეთი დამოკიდებულება, სახლში სულ წუხილი, ელენე უკვე ვეღარ ახერხებდა მხიარული ყოფილიყო, მოჩვენებითად მაინც. დირექტორის ზარმა და პოლიციის ხსენებამ სულ აურია შეგრძნებები.კარებთან მისული არ იყო ნაცნობი ხმა, რომ გაიგონა, ეგონა მოესმა, ძლივს შეაკავა მუხლები.–გია რამე სერიოზული თუა მითხარი რა.–მგონი მართლა სერიოზულადაა საქმე ტელეფონით ამიტომ აღარ გითხარი. დემეტრეს პრობლემები აქვს. კლასელებთან და უკვე უფროსკლასელებთანაც. ბოლო ჩხუბში პატრულიც ჩაერია, საბედნიეროდ მალე დაიშალნენ და კონტროლზე არ აუყვანიათ. ელენეს არაფრის თავი აღარ ჰქონდა.–რა სახის?! ჩვეულებრივი ხმით იკითხა ნიკამ.–ფულს ხშირად თხოვენ, ამის გამო უწევს უსიამოვნო შეხვედრები, სწავლასაც საგრძნობლად...–ფულს ვინმეს აძლევს?! ხმაზე შეეტყო რომ სწავლა და დანარჩენი არ აინტერესებდა მენაბდეს.–არ ვიცი, არ მგონია, ჯერ მე როგორც მითხრეს არავისთვის მიუცია ამის გამო ჩხუბი უწევს და ის დანით გაკაწვრაც.–გია არაფერი დამიმალო და არ შემიმსუბუქო სათქმელი, შენ მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს ადევნებ და გარკვეულწილად პასუხისმგებლობა შენც გეკისრება! ამიტომ ყველაფერი რეალურად მითხრა მირჩევნია. თუ ფული ვინმეს მისცა სხვანაირად დაველაპარაკები! ეს ყველაფერს ცვლის!–ნიკა არ გრცხვენია, რაც ვიცი ყველაფერს ვამბობ! იმ უფროსკლასელებმაც ესე თქვეს. ჯობია დაელაპარაკო დაარიგო, დემეტრე კარგი მასალაა და დარიგებით მოგყვება.–მათეს ვეტყვი, ნათლიამისსაც დაელაპარაკებიან, ნიკას ხმამაღლა ფიქრივით გამოუვიდა.–შენვე ჯობია.–მე ახლა ვერ შევძლებ რაღაც არეულობა გვაქ! შენ ის მითხარი ვინ არიან ისინი? აი ის ვინც ფულს თხოვს! აშკარად შეეტყო, რომ ეს ამბავი ვერ გადახარშა.–თუ გინდა შეგახვედრებ.–აუ არა რას შემახვედრებ გია 13 წლის ბავშევებს რა საქმეები ვურჩო მე, მაგათ მშობლების საკონტაქტოები მითხარი.–აი აქ წერია, მთავარი ეს ლევან ყიფიანია.–ოოო, ყიფიანი!!!!! მენაბდენ წარბები აწია.-გვარს არცხვენს!-დავით ყიფიანს ისე ჰყავს გვარის საქმე დაყენებული, რომ ძნელად შეარცხვენენ! ნიკას საყვარელი ფეხბურთელი იყო დავით ყიფიანი, ყველა დროის საუკეთესოდ თვლიდა მთელი გულით, ყოველგვარი ეროვნულობის გარეშე! ყველაზე მეტად ინტელექტუალური მოთამაშე იყო, ზომიერი და ჭკვიანურად ჭკვიანი.-შენ მაგას არ იცნობ! ხელი ჩაიქნია გიამ.-მერე გია დედამისის ნომერი და მისამართი რად მინდა, კარგი ახლა ქალებს სად ვდიო გაფიცებ, მამამისის სამსახურის ან რა ვიცი რამის მისამართი მომეცი სადაც არის ხოლმე.–მამა არ ჰყავს. დედა ჰყავს მთელ დედამიწაზე მხოლოდ და იმ დედასაც ძალიან არცხვენს.–კარგი არ გინდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ნიკამ. მომისმინე, ყველაფერი გამაგებინე დემეტრეზე, ყველაფერი გესმის! და კიდევ ელენეს არ უთხრა ასე მწვავედ, უბრალოდ უთხარი, რომ დაძაბული სიტოაციია არ აანერვიულო რა გთხოვ, მოვაგვარებ არ მგონია რამე ისეთი საგანგაშო იყოს. არც ის უთხრა, რომ ვიყავი, ისევ ტელეფონით ვიკონტაქტოთ, დღესაც მეგონა ძალიან საგანგაშო იყო და ამიტომ მოვედი. მთავარია დემეტრემ ფული კი არა კალამი, რომ კალამია ის არ მისცეს ვინმეს, თუ ეს შეატყე იცოდე მაშინვე მაგებინებ და მერე არ ვიცი რომლით დავიწყებ! ხო კარგი ვხუმრობ გაიცინა ნიკამ და დირექტორის ოთახიდან გამოვიდა, ელენეს ეგონა ვეღარ მოასწრებდა თვალს მიფარვოდა, მაგრამ ნიკა სხვა გასასვლელისკენ წავიდა და არც შეუმჩნევია. იმაზე ფიქრს ვერ ასწრებდა, რომ ნიკა ყოველთის აკონტროლებდა დემეტრეს ქცევებს, მხოლოდ იმას იაზრებდა თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მამა ბიჭების ცხოვრებაში და დემეტრეს პრობლემებს ჭკუიდან გადაყავდა. ჭკუიდან გადაყავდა იმასაც რომ ზუსტად იცოდა ამის მიუხედავად ნიკას და დემეტრეს ურთიერთბაში არაფერი შეიცვლებოდა, ბარბარესაც უფრთხილდებოდა, ზრუნავდა, უყვარდა, მაგრამ მაინც არ ელაპარაკებოდა 13 წელი ხმა არ გაუცია!არც დაფიქრებულა ისე წავიდა იმ მისამართისკენ სადაც ლევან ყიფიანი ცხოვრობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა, მხოლოდ ის იცოდა, რომ დემეტრეს არც დაცვას და არც მისგან ჩამოშორებას მოსთხოვდა, საერთოდ არ უნდოდა დემეტრეს პრობლემების საკუთარი სახელით მოგვარება, აუცილებლად დაუტოვებდა მის წილ მოსაგვარებელს, მაგრამ არ უნდოდა რამე საგანგაშო შეცდომის დაშვება შვილის ცხოვრებაში. მთელი დღე იქ იდგა სახლთან, ბიჭი გვიანობამდე არ გამოჩენილა, ტელეფონით აგვარებდა თუ შეიძლება ასე ეწოდებინა ყველა საქმეს რაც თავზე ეყარა და გადაბმულად რამდენიმე საათი 14 თუ 13 წლის ბიჭს ელოდებოდა სახლთან "ჩასაფრებული" თან მისი სურათი ეჭირა და უკვე ყველა ნაკვთი დეტალურად შეესწავლა.ტელეფონი გაბმულად ურეკავდა ბოლოს აიღო თამაზის ნომერი.–რა გინდა? ბოლო საუბრისაც ნაწყენი დარჩა ბელთაურთან.–სად აგდიხარ? რამდენი ხანი გელოდები, ამოეხწიე რა სკოლაში ბევრი საქმე გვაქვს, ფორმებზე და ბურთებზე არიან მოსულები. ის იტალიელი ტრენერებიც ჩამოვიდნენ, მთელი გეგმა და ბიუჯეტი გვაქვს გასაწერი.–არ მცალია რა თაზო მართლა. გადმომიგზავნე სურათები და ავარჩიოთ ერთად მიდი რა არ იბურდღუნო. ბიუჯეტის პროექტიც გამოაყოლე, რაღაც დრაფტი დაგიტოვე, მეილზე გადმოგიგზავნე და იმას არ გასცდეთ.-მერე არ დაიწყო ეს ფორმა არ ვარგა, ის ყვირის, ეს მუქია, ის ასეთია, როგორც იცი რა! შენ ტანსაცმელთან და ფორმასთან ისეთი ხარ ყველა ქალზე მეტად უარესი.-კარგი ახლა მთავარია ბარსელონას ფორმას არ ჰგავდეს!-დაგჭრი!-კარგი უნდა აღიარო, რომ სულ ყველაზე მაგარი რომც იყოს ფორმაში უგემოვნობის ზენიტში არიან.-ხო აბა რეალია დახვეწილი.-რუსთავის მეტალურგი!. გეაცინა ნიკას ბელთაურის რეაქციაზე.–სად ხარ მართლა?–მომისმინე, დემეტრეს უნდა დაელაპარაკო.. დაარიგე რა თან ისე უთხარი მე არ გამრიო არაფერში სასხვათაშორისოდ ილაპარაკე რაა... ნიკა ყველაფერს მოუყვა ყოფილ მეკარეს.–მოიცა ახლა 14 წლის ღლაპს უსატკავებ? ბელთაური ხარხარებდა.–ვიცოდი შენთვის მეორე ნაწილი, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა. გაიგონე რაც გითხარი რა ძმურად. ნუ იღრიჯები!–აი უბრალოდ რა, 34 წელია გიცნობ და ვერ გაგიცანი მგონი, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ახლა იმიტომ გადადე, რომ 14 წლის ბავშვის სახლთან იდგე? ამ იტალიელებზე იმდენი იწვალე და ახლა ..ჯანდაბა..ჰაჰჰჰ..–იცოდე დაგჭრი უაზრო სიცილისთვის თუ გაგეცინება.!–ბრავო! აი საღოლ რა! მართლა ყოჩაღ! თამაზი თავს ვერ იკავებდა და რეალური ემოცია ცოტა იუმორში გაუშვა სხვანაირად საშინლად შერცხვებოდა.–ხელები არ გეტკინოს შენ ტაშის რტყმით, გირჩევნია რაც გითხარი გააკეთო და ნათლულს მიხედო.-აი მართლა ვჩუმდები! ფორვარდი ხარ ჭეშმარიტი.-ნეტა ეგ რა შუაში იყო ის დამადგენინა ახლა!-ბლა ბლა ბლა.....ფორმას ვარჩევ მე!-თუ არ მომეწონა შევაცვლევინებ, ამიტომ ძალიან ნუ იბარსელონებ!-შენ 13 -14 წლის ბავშვებს მიხედე კაცების საქმეში ნუ ერევი რა!.. ნიკას ისე გულიანად გაეცინა..ბელთაური გაუჯავრდა.-იუმორში შენ ძაან! უკვე ყიფიანი დაინახა და სწრაფად დაემშვიდობა ბელთაურს. გზაზე გადმოდიოდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა.. ეს ბევრად ერჩივნა რაიმე გეგმის არსებობას, ამ დროს რაღაცას ყოველთვის იფიქრებდა..მანქანა დაქოქა..გაზს რბილად და ძლიერად დააჭირა....მხოლოდ მაშინ გააჩერა მანქანა, როცა ძირს დავარდნილი ლევან ყიფიანი დაინახა.-როგორ ხარ? მოჩვენებითად დაფეთებული მივარდა...-ნორმალურად ატარე რა ძმაო! გაისმა გაღიზიანებული ხმა.-აუ ბოდიში რა ტელეფონზე ვლაპარაკობდი ვერ შეგამჩნიე, ახლა კარგად ხარ?-ხო და შენნაირებს რომ ყავთ მანქანები იმიტომ ვართ კარგად!-წამოდი საავადმყოფოში წავიდეთ! ნიკა არ ეშვებოდა.-აუ საავადმყოფო არა სალონი! შემეშვი კარგად ვარ!-მაგას იქ გავარკვევთ, წამოდი! ისე ვერ მოვისვენებ აზრი არ აქვს თუ არ დავწრმუნდი!ლევანი მიხვდა აზრი არ ჰქონდა და გაბრაზებული სახით გაჰყვა უკან. ნიკამ ხელით ანიშნა სად უნდა დამჯდარიყო.-ვა რა მაგარი მანქანაა! ჩაისისინა ყიფიანმა და მანქანაში დაუდევრად დადებული ორმოცდაათლარიანი ჩუმად დაკუჭა ხელში.-ხო კარგი მანქანაა, ცოტას წვავს და თან არც მაწვალებს.-როცა ამ მანქანას ყიდულობ მემგონი წვაზე არ უნდა იწუწუნო! მორიგი ჭკვიანური წინადადება თქვა ყიფიანმა.-ხო შეიძლება, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვარ, როცა შეგიძლია რამეში რამე დაზოგო უნდა დაზოგო! ჩემი ძმის საავტორო უფლებებლით სარგებლობს ეს წინადადება.-შენნაირები არიან დღეს რომ გრიალებენ! სიმწრით გაიმეორა ლევანმა. კრიჟანი იდიოტები! მარიაჟი ტიპები და მაგარი ჩმორიკები.! გაზის რიგში, რომ დგანან სწრაფი მანქანებით! რა იდიოტიზმია როცა მანქანას სისწრაფის გამო ყიდულობ და მერე გაზს ასხავ, უფრო სწორად ტენი.-მოიცა მე მეუბნები? ლევანი ცოტა დაიბნა ნიკას მზერაზე, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.-გამიჩერე გადავალ!-ახლა საავადმყოფოში მივალთ და მაგ თავზე ტომოგრაფიას თუ რაღაც ჯანდაბას გადაიღებ! ჩავთვლი რომ დარტყმის ბრალია ის რაც ახლა ილაპარაკე! ყიფიანმა ორმოცდაათლარიანი ჯიბეში ჩაიცურა და მშვიდად გახედა გზას, სავარძელზე ბოლომდე მიყუდებულმა.-მართალი ხარ როცა ზოგჯერ სამყაროში არათანაბრად ნაწილდება რესურსები! მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს ვიღაცებს შეურაცხყოფა მიაყენო, მინიმუმ მაშინ მაინც როცა არ იცნობ!-შენნაირებს კარგად ვიცნობ! დაფეთებულ ტიპებს, რომ არ გიჩივლო ახლა საავადმყოფოში მიმარბენინებ. შეგიძლია მშვიდად იყო, არსად მისვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს ჩაშვებას.-მე კი შენნაირებზე არ მაქვს წარმოდგენა! საერთოდ ტელეპატიის არ მჯეროდა აქამდე, მაგრამ შენ ისე ზუსტად აღმწერე რომ! ნიკას გაეცინა.-იცინე იცინე, მეტი რა შეგიძლია...-თუ გინდა იქიდან რომ გამოვალთ მანქანაზე შენ დაჯექი. ლევანს ნერწყვი ლამის გადაცდა..-არ მაქვს პრავა!-ეგ არაა პრობლემა ისეთ ადგილებზე წავიდეთ სადაც პატრული არაა!-არ მინდა!-კარგი, როგორც გინდა, ალბათ მამაშენი იმდენჯერ გსვავს, რომ ყელში გაქვს ამოსული. ნიკას ეტკინა თავისი ნათქვამი, მაგრამ უნდა ეთქვა!-მე არავისი დასმა არ მჭირდება, ჩემ თავს ისედაც მივხედავ! საბედნიერპდ არსებობენ ადამიანები ვისი მდიდარი მამიკოებიც დამსვავენ!-შენ არ გინდა, რომ შენით მიაღწიო, არავის მდიდარი მამიკოს გარეშე!-მერე ეს ხალხი უფუნქციოთ რჩება, გაეცინა ყიფიანს, საერთოდ დაიმახსოვრე თუ ვინმე რამეს გაბედინებს უნდა გააბედინო! უნდა წაართვა თუ ამის უფლებას გაძლევს! უნიათების ადგილი ცხოვრებაში არაა! აუჰჰჰ ნიკა მიხვდა, რომ ცოტა სხვა ფენომენთან ჰქონდა საქმე, მეოცე საუკუნის შემთხვევა, საქართველოს მძიმე მენტალობა ამ საუკუნეში და ჩაჟანგებული მიდგომები!-მართალი ხარ ხო იცი შენ! აჰყვა ყივიანს და ავერსის კლინიკასთან გააჩერა. 888 -ზღვა ღელავს?-კი, მაგრამ, არც ისე, რომ ვერ გადავცუროთ.მთელი ეს პერიოდი მისთვის ჯოჯოხეთი იყო, ან ეგონა, რომ იყო....არ მოსწონდა არაფერი რასაც ნიკა აკეთებდა ან ეგონა, რომ არ მოსწონდა, ვერაფრით უთმობდა თავს, რომ შეეყვარებინა, ვერაფრით დგავდა საკუთარ სულში ამ ნაბიჯს, მერე იცოდა, რომ ვეღარ დაიხევდა უკან..მერე იცოდა, რომ მის გარეშე ვეღარ იქნებოდა..ელენეს კი ეშინოდა იდეალურობის, მისთვის იდეალურობის..ეგონა ამის უკან აუცილებლად რაღაც იქნებოდა, აუცილებლად გაუცრუვდებოდა იმედი.... პარიზის ერთ ერთ უნივერსტეტში ჩააბარა, ისიც კი აგიჟებდა ნიკა როგორ სერიოზულად ეკიდებოდა მის სწავლას....სახლში წუწუნი დაიწყო, რომ ვერ თარგმნიდა, ინგლისურად სწავლობდა, მაგრამ ფრანგულიდანაც ჰქონდა რაღაცები.... ნიკას შეეძლო, მთელი დღის დაღლილს მისი სამეცადინო ეთარგმნა, თან ისე, რომ მთელი გუნდი ჩართული ჰყოლოდა ამ საკითხში, დრამანი სულ გააგიჟეს, ღამე აღარ ასვენებდა ნიკა, ელენე ამასაც არ იმჩნევდა მადლობას ეტყოდა და მეტი არაფერი, თითქოს მას ადანაშაულებდა სხვა ენაზე, რომ უწევდა სწავლა, ნიკა ამას გრძნობდა.....ელენე სულ გადაირეოდა სადმე რომ მიეტანა სათარგმნელად..ის სიამოვნებდა ნიკას, რომ ტანჯავდა და წიგნებთან ათენებინებდა.....-შენ მაინც არასოდეს გისწავლია!-როგორ არ მისწავლია, გაეცინა ნიკას, უკვე საკმარისად დაგროვილი ჰქონდა ცოდნა, უკვე არ ერიდებოდა კამათს...-პროფესია არ გაქვს...! მოუჭრა ელენემ.-როგორ არ მაქვს, ნუ სტუდენტი ვარ, მალე მექნება! ელენემ გაოცება ვერ დამალა.-სად ხარ სტუდენტი?-სპორტის უნივერსტეტში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე.-ეგ არსებობს? თუ შენ დააარსე!-სხვათა შორის იუმორი ქალის საქმე არაა, ასე ვფიქრობ, განსაკუთრებით თუ ეს იუმორი დაცინვა უფროა....-არ ვხუმრობ, მართლა არსებობს ეგ ფაკულტეტი? თუ მათემ ჩადო ინვესტიცია?-საქართველო ნუ გგონია ყველა ქვეყანა, იქაც კი არსებობს ისე ეგ ფაკულტეტი..-ანუ რომ დაამთავრებ მწვრთნელი გამოხვალ? გაეცინა ელენეს.-არა რომ დავამთავრებ არა..მერე შეიძლება..-რამეს სწავლობ?-რასაც მაძლევენ იმას!.-მოგწონს?-რომ არ მომწონდეს არ ვისწავლიდი, მაზოხიზმისგან შორს ვარ!-რატომ მეუხეშები? მოულოდნელად ჰკითხა ელენემ.-იმიტომ, რომ იგივეს აკეთებ, მე კი არ მინდა რამე დაუბრუნებელი დამრჩეს!ასეთ საუბრები ხშირი იყო..მერე ეს საუბრებიც გაქრა, იმ დღდან როცა დედამის გული გადაუშალა ელენემ... ნიკა სულ თავშეკავებული იყო.... იმ დღესაც თამაშის ყურების შემდეგ უხმოდ გავიდა საძინებელში...ელენეს ეს გულგრილობა საშინლად აგიჟებდა. ვერ ხვდებოდა ასე გამეტებით რატომ წყდებოდა გული ნიკას ოთახიდან გასვლაზე. მენაბდე კი ურეაქციოდ იყო საოცრად გულგრილი და ჩვეულებრივი.ელენე ადგილს ვერ პოულობდა სადაც თავს მშვიდად იგრძნობდა, ოთახიდან ოთახში გადიოდა. ბოლოს დაასკვნა, რომ „ მიუხედავად სიუხეშისა ძალიან კეთილი ვარ და ვერ ვეგუები ასე რომ არის“ ამიტომ მტკიცედ შევიდა მის ოთახში, ნიკა ტანზე იცვლიდა, მოკლე სპორტული შარვალი ეცვა და წარწერებიანი მაისური „Be the change you want to see in the world”.–განდის ეს სიტყვები ძალიან მიყვარს, გაიღმა ელენემ სასაუბრო თემა, რომ იპოვა.–არ ვიცოდი განდის თუ იყო, ჩაიბურტყუნა მენაბდემ.–მე მიყვარს ცნობილი ადამიანების გამონათ..–ყველა სრულყოფილი ვერ იქნება. ელენეს ეგონა ნიკამ სახეში მთელი ძალით გაარტყა არადა არც შეუხედავს ისე ისუფთავებდა სპორტულ ფეხსაცმელებს.–საწყენად არ მითქვამს.–არ მწყენია. გაუღიმა ნიკამ და კიდევ უფრო გაოცებული სახით დატოვა ელენე ოთახში. ვერაფერი გაეგო, ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ემოციების ასეთ დონეზე კონტროლი. წამებში ასეთ ცვლილება. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს უნივერსტეტში ლექტორს დაელაპარაკებოდა თავის მდგომარეობაზე იქნებ რამე ერჩია. აქამდე ეგონა, რომ ფსიქოლოგიაში რამე გაეგებოდა, მისი ქმარი კი არაფერს ემორჩლებოდა. საშინლად მოუნდა მისი მაისურების ნახვა. აქამდე არასოდეს ენახა წარწერა მის ტანზე. ვერ იტანდა მენაბდე ასეთ რაღაცებს და ვერც რაიმე ბრენდის ლოგოს თუ ეს სპორტულ ტანსაცმელს არ ეხებოდა და რეკლამიდან და გუნდის ინტერესებიდან არ გამოდიოდა. ნიკას გარდერობის ოთახში, რომ შევიდა ისეთი სასიამოვნო სუნი იგრძნო ჩაეღმა. ყველაფერი ისეთ ზუსტად და სუფთად იყო ჩამოკიდებუყლი. აკურატულად ეკიდა უამრავი გამზადებული მაისური, რომლებზეც ერთ წარწერაც არ იყო. შემდეგ დაბლა დაიხედა თაროზე და დაინახა იგივე წარწერებიანი რამდენიმე ფერის მაისური, რომელსაც ავტორი ოდნავ პატარა შრიფტით ეწერა. მიხვდა, რომ მენამდემ მხოლოდ იმიტომ იცრუა ავტორის არ ცოდნაზე, რომ ელენესთვის დაენახვებინა, რომ ცოდნა ყოველთვის არ არის „მართალი“ რომ ცოდნის გამოყენებასაც ცოდნა სჭირდება და მისით ამპარტავნება ისე ამცირებს ადაიანს, როგორ დამცირებასაც ალბათ ვერც ერთი უწიგნური ვერ „დაიმსახურებს“ Excellence is not a singular act but a habit, you are what you are repeatedly do” წარწერას შაკილ ონილის ავტოგრაფი ჰქონდა. ელენე მიხვდა, რომ ნაჩუქარი იყო, სხვანაირად გამორიცხული იყო ნიკას ვინმეს ავტოგრაფი წამოეღო თუ ბაბუამის ნიკოლოზ მენაბდეს არ წამოაყენებდნენ საფლავიდან. მერე გაახსენდა, რომ ნიკას მკვდრის წარმოდგენაზეც გული მისდიოდა, არათუ მისი ავტოგრაფით წამოეღო მაისური სახლში. სიცილი ხმამაღლა აუვარდა, მთელი გულით ეცინებოდა, ბოლოს შერცხვა ქმრის მოსახელე ბაბუასთან და მხოლოდ ღიმილს დასჯერდა. ყველაფერი ისევ ისე დადო, ქმრისთვის უკვე შეემჩნია, რომ აგენტივით ყველა გადაადგილებულ ჭიქას, მაისურს, დატოვებულ ღია კარების გრადუსს გამეტებით იმახსოვრებდა ამიტომ „უფრო ჭკვიან ელენეს“ არ უნდოდა ნიკას გაეგო მისი იქ შესვლის ამბავი.თავადაც არ იცოდა რატომ მიუჯდა ასე მონდომებით კომპიუტერს გადაწყვეტილი გადაწყვეტილებით მის შესახებ ბევრი გაეგო, სოციალურ ქსელში უამრავი მისი პროფილი ამოუგდო მიხვდა არც ერთ იქნებოდა ნამდვილი გულშემატკივრების გაკეთებულს ჰგავდა, სულ ამაზე ილანძღებოდა ცოტნეც სახლში. მერე youtube-ზე ჩაწერა, ყველაფერი ამოუგდო..მაშინ ეგონა ვერ მოასწრებდა ამ ყველაფრის ნახვას, დღის ბოლოს უკვე ყველაფერი ნანახი ჰქონდა...გოლები..ემოცია..ეგონა არ იცნობდა სტადიონზე სულ სხვა ნიკას ხედავდა....ისეთს რომ არ გაიქცეს, ემოცია რომ არ გამოხატოს, გუნდელებმა "ზედახორა" რომ არ გააკეთნ გოლის შემდეგ გული, რომ შეიძლება გაუსკდეს..ასეთი ემოციური არავინ უნახავს, ცოტნეც არ იყო..ნიკას კი ღრიალისგან, სიგიჟისგან და ბედნიერებისგან სახე სულ შეცვლილი ჰქონდა..ყველა კბილი უჩანდა ხელები ჰაერში ჰქონდა და მთელი ტანით ჰაერში იყო...„ამას ყველაზე მეტად ეს უყვარს“ საწყლად ჩაილაპარაკა ელენემ.დიდხანს ელოდებოდა, ვერ ისვენებდა. ვერც მეცადინეობდა. ბოლოს ტელევიზორი ჩართო და ქმრის დანახვაზე ორივე თვალით მიეწება „ფერად ყუთს“ ნიკას ინტერვიუ იყო, ელენე გაწითლდა ჟურნალისტი ქალის დანახვაზე და მათ მხიარულ ინტერვიუზე, ამას ემატებოდა ის რომ ფრანგული არ ესმოდა და სულ გადაირია. „ეს მახინჯი, რამხელაზე აქვს პირი დაღებული რომ იცინის, ეს ვაჟბატონი დაღლილი და ნატანჯი ჩანდა აქ, ვარჯიშიდან მოსული და მშვენიერ ხასიათზეა“ ელენეს ფიქრები აუფეთქდა, ნიკას მზერაზე ამ ქალს, როგორც უყურებდა სულ დაავიწყდა ყველაფერი. ენის უცოდინრობა სულ აგიჟებდა, ბოლოს ჟურნალისტის კარებში ჩადგომამ და ნიკას ბურთთან მისვლამ შეგრძნებები სულ აურია. „ არა რა მეტიჩარაა, რას ჩადგა კარებში, ამას თუ ვეღარ გაუტანა. ხომ იცის რომ მოინდომოს ბურთიანა მიაკრავს ბადეს, ეს მოკლე შორტი არსად დაკარგოს, ვის გაუგია მოედანზე მაღალი ქუსლები და დეკოლტე“ ელენე ტელევიზორს მთელი მონდომებით ეჩხუბებოდა. ნიკას რბილად დარტყმულზე და ბურთის ხელებში მისვლაზე სულ გადაირია. „უნდა მიეტყლიჭა ძელზე იმ უაზრო მაკიაჟიანა, გაშპაკლული, რომ აქვს მთელი სახე და როგორ იღიმის, შეხედე, ვერც ინძრევა, რას გაინძრევა 20 მეტრიან ქუსლებზე. ეს დეგენერატი კი, როგორ თავაზიანად ურტყავს ბურთს, ესაა მაღალი დონის ფეხბურთი? ვერ გაუქანა სახეში მთელი ძალით, მაგრამ ბურთს მერე ამის წითელ პომადას ვინ მოაცლიდა“ ელენემ ვერც კი შენიშნა მაცივრიდან გამოღებული ლუდი, რომ ბოლომდე დაცალა და უკვე ვაშკაცურ ჩხუბზე რომ გადავიდა კამათიდან. ნიკა რამდენიმე საათში მოვიდა. ელენე ბოთლით ხელში დახვდა.–როგორ ხარ? გულგრილად მოიკითხა და აბაზანისკენ წავიდა.–აღტკინებული. ნიკა ყველაფერს მოელოდა ამ „აღტკინებულის“ გარდა.–მიხარია.–რატომ არ გაგიხარდება მშვენიერი ინტერვიუ გამოგივიდა დარტყმაზე აღარ ვამბობ.–უკვე გავიდა? გულგრილად იკითხა და ხელების დაბანა დაიწყო.– გადაცემა კი, გოლი ვერა.–არ მინახავს, ჩაიბურტყუნა ნიკამ.–ხვალე ფრანგულის მასწავლებელი უნდა მოვიდეს, არა დღესვე, ესე მეგრელებივით ხართ, მე არაფერი მესმის რას ლაპარაკობთ. ბოთლი სასაცილოდ აწია ელენემ.–დაურეკე მერე და უთხარი. ღიმილი ვერ შეიკავა ნიკამ და სახეზე წყალი შეისხა.–იმდენი მაკიაჟი ჰქონდა ისე იყო გაშპაკლული, რომ ალბათ დღეს მთელი დღე ვერ მოიშორებ.–იმას, რომ მაკიაჟი ესვა მე რა? პირსახოცს დასწვდა მენაბდე.–შენ არაფერი ხომ? ისიც არაფერი ბურთი ხელებში რომ მიუვიდა, ისე რბილად და ნაზად დაურტყი, რა მაგარია არა როგორ აგიღო, ბრავო!!!! ბელთაურს ჩაანაცვლებდა ქალი, რომ არ იყოს.–რა გინდა ელენე, აბა როგორ დამერტყა?–მთელი ძალით. საჩვენებელი თითი შემართა და ომახიანად დაიძახა ლორთქიფანიძემ.–კარგად ხუმრობ. გაუღიმა ნიკამ და აბაზანიდან გამოვიდა.–სულ არ ვხუმრობ, გაიცინა ელენემ, მართლა ვამბობ გეფიცები, იცი როგორ გამიხარდებოდა, აი მაგრად.–კარგი ახლა ელენე ვერც გაინძრეოდა.–რას გაინძრეოდა „ციდან სამ მეტრზე“ ქუსლებით იდგა. შენ კი ნამდვილი გმირი ისე ჰაეროვნად დაურტყი. პირდაპირ ხელებში, როგორი ამაყი იყო, დაინახე თვალს არ გაშორებდა!–რომ სვავ იცი, რომ ლუდის სუნში ვერ ვიძინებ? ნიკა ელენეს ეჭვიანობას გადაახტა.–სულაც არ მეძინება მე, ხელები კისერზე შემოხვია ელენემ. დიდ ხანს იდგნენ ასე გაუნძრევლად, ნიკა არაფერს აკეთებდა, ელენესაც არ აძლევდა სიამაყე თუნდაც მთვრალი უფლებას რამე გაეკეთებინა. იმის გააზრება, რომ ნიკა უარს ეტყოდა ყველაფრის ძალას აძლევდა. ხელები ჩამოწია, ბოთლი მაგიდაზე დადო და ხელისგულები თეძებზე ნერვიულად ჩამოისვა.–მე დავიძინებ სხვა ოთახში თუ შენ ლუდის სუნში ვერ იძინებ. ეგონა ზარებივით უნდა ყოფილიყო ეს წინადადება ნიკასთის, ეგონა ამ წინადადებას მთელი გადატრიალება უნდა მოეხდინა ქმრის სახეზე, მაგრამ არაფერიი. საერთოდ არაფერი.–თუ შენთვის არ იქნება არაკომფორტული ელენე შეგიძლია სხვა ოთახში დაიძინო. ეგღა აკლდა ელენეს იქ თავი დაემცირებინა და ეგრძნობინებინა რომ ეწყინა.–ძალიან კარგი მეტისმეტად კარგ ხასიათზე ვარ ძილისთვის გაიცინა ელენემ და სამზარეულოში გავიდა. ნიკა ურეაქციო სახით შევიდა ოთახში და მალევე ჩაეძინა. საშინელმა შეგრძნებამ გამოაღვიძა ხმაურის, რომელიც ხმაურსაც კი ახშობს, ყველაფერს მოიცავს და შეგრძნებებს რევს, მუსიკის ხმა, რომელიც არ უნდოდა რომ დაეჯერებინა ის იყო, მაგრამ უკვე ნათლად არჩევდა ნაცნობ მელოდიას და გემოვნება ატკივდა. ატკიებული გემოვნება უკვე გულს აჭამდა, სასტუმრო ოთახში ბოლო ხმაზე აწეულ ცენტრთან ერთად ჩართული ტელევიზორი, ლუდით ხელში წამოწოლილი ელენე, ფეხებს, რომ სასაცილოდ ათამაშებს და კომენტატორის განწირული ხმა.–ელენე! მშვიდად დაუძახა, ელენეს უნდოდა გაეღიმა თავისას, რომ მიაღწია და გაამოიყვანა, მაგრამ ვითომ ვერ გაიგონა. ნიკა ოთახში შევიდა და ცენტრი თვალების ფშვნეტით გამოაძრო კაბელით. ტელევიზორის ხმასაც დაუწია.–ნიკააა, რამე მოხდა? რატომ გამომირთე?–სურამელაშვილის შემოქმედებას პარიზის ამ კორპუსის მოსახლეობა ჯერ არ იცნობს და არ გინდა საიდუმლოდ დავტოვოთ?! სასაცილოდ იფშვნეტდა ნიკა ნამძინარევ თვალებს. ელენეს გაეცინა. იცოდა სხვა სიმღერაზე უფრო ძნელად გამოიყვანდა ქმარს ოთახიდან.–კარგი საიდუმლოდ დავტოვებ, ისე მე კი ვგიჟდები ისე მომწონს. ელენეს უნდოდა ბოლომდე გაემწარებინა.–მეც მაგრად მომწონს, ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი მთვრალი მათეს დამსახურებით.–როგორი დახვეწილია არა? ნიკას ის ამშვიდებდა, რომ მიხვდა ელენე მას აბრაზებდა, სხვანაირად ერთ-ერთ არჩევნად თავით გადახტომას ხედავდა.–ძალიან. საერთოდ რაც კარგი გვაქვს უნდა კარგად შევინახოთ და არაა საჭირო საფრანგეთში გაიგონ ამ განძის არსებობის შესახებ, შეიძლება წაგვართვან. ელენეს საოცრად ახალისებდა ნიკას იუმორის გრძნობა. მიხვედრილობა და სიმშვიდე.–მადლობა, ეგ ვერ გავითვალისწინე..სხვა დროს გავუფრთხილდები.–არაფერს, რამე ხომ არ გჭირდება? მე ისე მეძინება მხოლოდ ამ ხარისხის მუსიკას შეეძლო ჩემი და ჩემი ბალიშის დაშორება.–მაღვიძარად დაგიყენებ. ნიკას გაეცინა.–დილისთვის ზედმეტი შოკი იქნება. ელენე გაწითლდა მოულოდნელად, არც ბრაზისგან არც ნერვების მოშლისგან, რაღაც უფრო სხვა რამ იყო.–ბოდიში რა. ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, შენ მართლა გეძინა და ასე ქაჯივით გაგაღვიძე. უბრალოდ ვერ ვხვდები რაღაც მოხდა, ძალიან შეიცვალე ეს ორი დღეა. მგონია, რომ გაწყენინე. თან არაფერს მეუბნები, ვეღარ ვგებულობ რა გავაკეთ, რომ გავიგო რა მოხდა. ნიკა საწოლზე ჩამოჯდა, კისერზე ხელი მოისვა და ღმილით დაიწყო.–ვფიქრობ.–რას?–როგორ შეიძლება გული არ გატკინო და ისე დაგშორდე. ნიკას სახე ისეთი მშვიდი იყო ყურებს არ უჯერებდა ელენე.–რატომ ამბობ ამას?–ამას მე არ ვამბობ, ელენე, არის რაღაცები რასაც ვერ ვიტან, თან განსაკუთრებით მაჟრიალებს, ესეთ არის სხვისი ლაპარაკის მოსმენა, ცხოვრებაში არ გავაკეთებ ამას, ამაზრზენია, მაგრამ ამ ორი დღის წინ მომიწია რა, სახლში ისეთ დროს მოვედი შენ ოთხაში ლაპარაკობდი დედასთან და გავიგონე ყველაფერი. მაპატიე ესე არ მინდოდა, მაგრამ გამოვიდა. ელენე აილეწა, მთლიანად დაიწყო ნაკვთებმა მოძრაობა, გულის ხმა ესმოდა და სხეული აეწვა.–რა? რა გაიგონე?–ყველაფერი, ჩაიღიმა ნიკამ.–რა ყველაფერი ნიკა დედაჩემს დღეში ათჯერ ველაპარაკები რომელი ლაპარაკი გაიგონე?–უნდა დავაკონკრეტო? ანუ იმდენი ინფორმაცია გაქვს მიწოდებული რომ.. რა მნიშვნელობა აქვს ელენე, მთავარი ისაა, რომ შენ ჩემთან არ ხარ კარგად და მე ამის მერე კარგად ვეღარ ვიქნები.–ერთხელ ველაპარაკე ისეთ რაღაცებზე რაც არ ვიცი რა დამემართა, რამ მალაპარაკა დაშენ თუ ის გაიგონე ნიკა, გეხვეწები მითხარი.–აზრი არ აქვს დაისვენე ახლ,ა ხვალე უნივერსტეტში მიდიხარ, მეც ვარჯიში მაქვს. ამ საკითხს კი მოვაგვარებთ, სხვა დროს.–რა სხვა დროს ნიკა, გამაგებინე გთხოვ.–ელე, მისმინე, ვწუხვარ თუ ასე გამოვიდა და ვერაფრით შემიყვარე,ბოდიში თუ მაშინ ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, მართლა მეგონა შემიყვარებდი...ბოდიში თუ სულ სხვანაირ ადამიანზე ოცნებობდი შენს გვერდით... ძალიან ვწუხვარ თუ ასე იტანჯებოდი,ეს შეგეძლო პირდაპირ გეთქვა, მაგრამ კარგია, რომ გავიგე და თვალთმაქცობა არ მოგიწევს, არც იძულებით ჩემთან ყოფნა, ცხოვრებაში ეს არავისთვის დამიძალებია, ძალიან შემრცხვა დედაშენთან, როცა ამას ეუბნებოდი, ელენემ თითქოს სისხლის გაჟონვა იგრძნო ტვინში.... განქორწინებაც არ არის პრობლემა, მაგრამ მწყდება გული რომ ესეთ პატარა ხარ და ამხელა იმედგაცრუება ნახე. მაგრამ მე არ შემიძლია იმის სიყვარული ვისაც არ ვუყვარვარ, სულ რომ მოვკვდე შენ ამას ჩემგან ვეღარ იგრძნობ.....–ნიკა რა განქორწინება, მამაჩემი გადაირევა სულ 3 თვეა რაც დავქორწინდით, ესე ვერ ვეტყვი, ცოტა ხანი მაინც გავიდეს.–კარგი ელენე როცა გინდა, როგორც გინდა, რანაირადაც გინდა, განქორწინებას მაშინ მოვაწერ ხელს, როცა წინ დამიდებ. შენ არც იმაზე ინერვიულო, რომ ოჯახი დაეჭვდება, თუ გინდა 5 წლის შემდეგ გამეყარე.–5 წლის მერე? ენა ჩაუვარდა ელენეს.–ხო, 5 წლის ან 10 თუ გინდა, უბრალოდ ჩვენ გვეცოდინება, რომ ცოლ–ქმარი აღარ ვართ. არც რამეში შევბოჭავთ ერთმანეთს, მე ისედაც არ ვარ ეჭვიანი და ახლა საერთოდ, შენ თავისუფალი ხარ და შენი ქცევა შენი სინდისი იქნება, არც ჩემზე მოგიწევს ფიქრი და არც ჩემს ღირსებაზე.... ელენეს გული ერეოდა უკვე ნერვიულობისგან.–და შენ? შენც ესე უნდა იყო? თავისუფალი? ვერაფრით აბავდა თავს ეთქვა ნორმალური წინადადება.–ვერ გავიგე ელენე?–ანუ მე მაგალითად შემიძლია ნებისმიერ კაცთან ვიყო? სული ჩამოეკაწრა ამ სიტყვების თქმაზე, იმდენად ამაზრზენად ეჩვენა, მაგრამ ვერაფრით კითხა ის რაც აინტერესებდა.–ხო შენ შენი სინდისი გაქვს, თუ სხვა არაფერი არ გაბრკოლებს მაგ საკითხში მე საერთოდ არაფერში ჩავერევი. ცოტაც და გული გაუსკდებოდა ელენეს.–ანუ მეც ვერ ჩავერევი? მე რომ....მოიცადე შენ თავისუფალი კაცივით უნდა იცხოვრო? ელენემ ერთმანეთს მიაყარა ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა და რის გამოც დასვა ის ამაზრზენი კითხვაც. ნიკაც მიუხვდა, მაგრამ არაფერი შეუჩნევია. ელენესთის წარმოუდგენელი იყო ნიკა ვინმე სხვას შეხებოდა, იცოდა შეიძლებოდა...–ამაზრზენია გენდერული ბალანსი, მაგრამ ჩვენთან ასეა, ამიტომ რისი უფლება შენც გაქვს იმისი მაქვს მეც. საკუთარი სიტყვების ამ კონტესქტში გაგონებამ სულ გამოაცალა ძალა.–რაღაც არ ვარ კარგად ნიკა, ელენე ყელზე ხელს იდებდა და ფერები გადადიოდა. გრძნობდა ცოტაც და გონებას დაკარგავდა..ნიკამ აბაზანაში გაიყვანა ხელში აყვანილი, წყალმა ცოტა უშველა....არაფრით უშვებდა ელენე ხელს, თითქოს ფეხზე ვერ იდგა და ამის გამო ებღაუჭებოდა მკლავზე ქმარს.... ნიკამ ხელში აიყვანა და სარეცხის მანქანაზე დასვა, სველი პირსახოცით წმენდდა სახეს....–ასე არ მინდა...ბუტბუტებდა ელენე. ეს რას ჰგავს, რა საქციელია, რა ოჯახია, ეს რა არის, ასე არ შემიძლია. ამას ვერ შევეგუები, არ მინდა, არ მესმის...–მითხარი რა გინდა ელენე? მითხარი და ხომ გითხარი ისე მოვიქცეთ. მე მგონია, რომ შენთვის როგორც უკეთესია ისე ვიქცევი.–ეს ხომ სიყალბეა, არ მინდა...ტიროდა გულამომჯდარი.–ელენე შემომხედე, რა გინდა? მითხარი რა გინდა, ეს გავიგე რომ არ გინდა!–სანამ შენი ცოლი ვიქნები, ფორმალურად, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. არ მიღალატო! ჩემს ღალატზე იცი, რომ ლაპარაკიც ზედმეტია, არ მინდა რა ესე ცხოვრება! თუნდაც ფორმალურად, რომ ვიყოთ ერთად მაინც უნდა მიერთგულო! ისეთი მტკიცე იყო ელენე აღარ ჰგავდა იმ ფერწასულ სუსტ არსებას. ნიკამ თავი დახარა და ღრმად ჩაისუნთქა. შენ ჩემით სარგებლობ, იცი, რომ არ გიღალატებ, უბრალოდ იცი, რომ ესეთ რაღაც არ შემიძლია და ვითომ მაძლევ უფლებას, ამით კი მხოლოდ საკუთარ თავს უთავისუფლებ გზას, მე კი ეს არ მინდა. არ მინდა ჩემი ქმარი, თანაც ყველა გიცნობს, ყველამ იჭორავოს რომ მღალატობს! ამ ბოლო მოფიქრებამ სიამაყით აავსო ელენე. დამპირდი!. ნიკა მძიმედ სუნთქავდა...–არ შემიძლია, იმას ვერ დაგპირდები რასაც ვერ შევასრულებ!–რას ნიშნავს ვერ შეასრულებ? გინდა ყველამ ჩემზე იჭორავოს.–გეფიცები, რომ ამას საერთოდ ვერავინ გაიგებს დედამიწის ზურგზე, ამაზე არ იღელვო.–ნიკა, გავაფრენ, ცუდად ვარ, ტიროდა ელენე, ჩემი სიამაყის ასე გათელვის უფლებას არ მოგცემ. სენ ხომ სხვა რამეს დამპირდი ქორწილის დღეს, ახლა რატომ ვერ დამპირდები, ნუთ ასეე ძნელია?–ელენე მე შენ შეიძება თუ მოინდომო 10 წელი არ გაგშორდე და ათი წელი ერთგულება...ბოდიში ვერ წარმომიდგენია.–უნამუსო ხარ, ყველანი ერთნაირები ხართ, გახრწნილები, ერთ ქალი არვგაკმაყოფილებთ.–რომელი ერთი ქალი ელენე? შენ ოდნავ მაინც გგონია, რომ იმ სიტყვების შემდეგ შენთან მოკარებას შევძლებ?!სამყარო დატრიალდა, დედამიწას ღერძი გამოეცალა და ახლა გულს ვერ გადაეწყვიტა ისევ გამეტებით განეგრძო ცემა თუ გაჩერებულიყო. არც ერთ კაცს შეეძლო ასე მშვიდად მიეყენებინა ასეთ ტკივილი, შეუძლებლობის მარწუხებს შემსკდარი მიხვდა, რომ ქმრისგან პატიება წარმოუდგენლობის კატეგორიაში გადიოდა. მხოლოდ ახლა მიხვდა მისი სიმშვიდის მიღმა, როგორი დაუნდობელი და უპატიებელი მშვიდი ხასიათი იმალებოდა. მიხვდა და სული გაუმწარდა. სწრაფად ჩამოხტა და ოთახში გაიქცა............................„ცხოვრება არ აპირებს ჩენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას, ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია.“ რემარკი.ნიკამ ანასტასია სახლში მიიყვანა და მამამისის იქ დანახვა ცოტა გაუკვირდა... თუმცა სულ იცოდა, რომ უკვე 70 ათ წლამდე მყოფი დემეტრე მამის როლს ასრულებდა მის ოჯახში, ყველაფერს აკეთებდა, რომ დემეტრეს არ ეგრძნო უმამობა...რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო ყველაფერს აკეთებდა, ამას სულ გრძნობდა ნიკა და სულ უხერხულად იყო ამის გამო... დემეტრეს არეული მდგომარეობა სკოლაში და გაჩენილი პრობლემები ბაბუამისისთვის პირველ პრობლემად იქცა.. ნიკა გრძნობდა, რომ უნდა წასულიყო, მაგრამ ფეხს ვერ ადგავდა, ახლა ყველაზე მეტად ის დრო ეძვირფასებოდა რასაც ელენესთან ერთად ერთ ოთახში სუნთქვის დროს ატარებდა..ბაბუა შვილიშვილებთან ერთად იჯდა და უამრავ რამეს უყვებოდა, ანასტასია სულ კითხვებს უსვავდა, თან ძალიან სასაცილოდ. ყველაფერზე „ბაბუკოს“ აყოლებდა, თავისი ძმა სულ ამაზე დაცინოდა, მაგრამ ვერაფრით გადააჩვია, ნიკა სამზარეულოში ელენეს ეხმარებოდა და რაღაცებს ელაპარაკებოდა, ზოგადად ყველაფერზე და არაფერს კონკრეტულს, უბრალოდ მხოლოდ იმ დროს გრძნობდა მასთან რომ იყო შინაარსი კი არ აინტერესებდა. დემეტრე ნაღვლიანად აპარებდა თვალს მამისკენ, რომლისთვისაც უკვე საკმაოდ დიდი ხანი იყო დემეტრე არაფერს ნიშნავდა....-ნიკა დემეტრეს სხვა სკოლაში გადაყვანა მინდა! მშვიდად დაიწყო ელენემ. ნიკას სხეული დაეჭიმა.-არა ელენე გამორიცხულია!-იქ უკვე ვეღარ გავაჩერებ, იმ დღესაც იჩხუბა, თვალი ჰქონდა ჩალურჯებული...-მერე რა....თუ იჩხუბა ესეიგი რაღაცაში დაჭირდა..ახლა სხვა სკოლაში გადაყვანა საერთოდ გამორიცხე.-რა მერე რა ნიკა, კარგი ახლა..-ელენე, შენ ფსიქოლოგი ხარ! ვინმე რომ მოსულიყო მსგავსი პრობლემით რას ეტყოდი? გინდა გითხრა რას..იმას, რომ არ შეიძლება შვილებს ასწავლოთ როგორ გაექცეს პრობლემებს! მათ უნდა ასწავლოთ როგორ მოაგვარონ ისინი, ან გვერდით უნდა დაუდგეთ ამ პრობლემის მოგვარებისას!-ნიკა ხომ მაგრამ დემეტრე ძალიან მეცოდება, ბევრგან იბრძვის, თითქმის ყველგან და ამან სულ გაუფუჭა ხასიათი, შენ აქ არ ცხოვრობ, შენ არ უყურებ....გუშინ ტასო შეშინებული შემოვარდა ღამე ოთახში დემეტრე ძილში ყვიროდა, სულ ბორგავს და ვერ ისვენებს, როცა ღვიძავს მოწყენილი და დაფიქრებულია...ანასტასია ძლივს დავამშვიდე, იქით ვეღარ იძინებს....ვიცი სხვას რასაც ვეტყოდი, ვიცი თუნდაც ამ ათ წლის პრობლემას სხვას როგორ მოვაგვარებინებდი, მაგრამ საკუთარ თავზე ძნელია, ძნელია მოექცე მკაცრად შვილს, რომელსაც ყველა და ყველაფერი მკაცრად ექცევა, მისი ცხოვრების საყრდენს ეს წლები უნდა შეადგენდეს ნიკა, ამ წლებს უნდა შეაფაროს თავი, როცა ცხოვრებაში გაუჭირდება, ბავშვობა უნდა ჰქონდეს ძლიერი, რომ მერე თვითონაც ძლიერი იყოს, თუ ეს წლები არ ექნება ბედნიერი, მერე ვეღარ დაეყრდნობა პრობლემებისდროს. დემეტრეს კი არ აქვს ბედნიერი, არ არის ბედნიერი...კარგად არ არის, უკვე უამრავ წამლებს ვასმევ, ძალიან ნერვიულობს, გეხვეწები შენ მაინც დაელაპარაკე, ეგ მაინც არ ჰქონდეს სადარდებელი.....-ვიცი რომ არაა ბედნიერი, ნიკა ცოტა ხანს გაჩუმებული იყო ხმას რომ არ ეღალატა. ვიცი მაგრამ გამოსავალი არაა ჩემი დალაპარაკება, მით უმეტეს სკოლიდან გადასვლა. მირჩევნია ვერ დაეყრდნოს ამ წლებს მომავალში ვიდრე ახლა ვასწავლო, როგორ უნდა გაიქცეს, იქ უნდა დაალაგოს თავის სიტოაციაში ელენე, თავის ასაკში, დემეტრე არაა ისეთ სუსტი რომ ეს ვერ შეძლოს..-ყველაზე ჯიუტი ხარ დედამიწის ზურგზე!-ყველაფერი კარგად იქნება, გაუღიმა ნიკამ..სურფა ერთად გაშალეს, ყველა ჩუმად იჯდა, მხოლოდ ტასო ლაპარაკობდა.....უკვე დიდი ხანი იყო რაც რაღაცის თქმა უნდოდა, იქიდან მოყოლებული, როცა მამამისის და სანდროს ლაპარაკი გაიგონა, იქიდან მოყოლებული სულ ტანჯავს ეს შეგრძნება, რომ რაღაცას ვერ მიუხვდა.. დაიწყებდა თქმას და გაჩერდებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა..-შეიძლება გელაპარაკო? უფროსმა დემეტრემაც, ელენემაც და ტასომაც ნიკას შეხედეს, მას კი არ ჰქონია რეაქცია, თითქოს არაფერი გაეგონა, არაფერს ხედავდა.-მამა! ეგონა ყველაზე რთული სიტყვა წარმოსთქვა, შეიძლება გელაპარაკო? ანასტასია გაოცებული იყურებოდა..-მამიკო დემეტრე გეძახის ვერ გაიგონე? ჩამქრალი თვალებით უყურებდა დემეტრე, ელენეც კი ვერ უძლებდა შვილის ასეთ მდგომარეობას, ურეაქციო იყო მენაბდი სახე....არაფერი, საერთოდ არაფერი, თითქოს მართლა ვერ გრძნობდა ვერაფერს.-რა ტასო? არ ვიცი მე არაფერი გამოგონია.-მამა გთხოვ დამელაპარაკე, ბოდიში თუ გაწყენინე....ხმა ჩაუწყდა..გაუჭირდა, მაგრამ მაინც უთხრა, მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა. არც თხოვნას შეეძლო ზეგავლენის მოხდენა, არც ბოდიშს, ნიკამ წყალი მოსვა და ურეაქციოდ გააგრძელა ყოფნა. იმ მომენტში ყველაზე მძიმედ გრძნობდა თავს დემეტრე, არარაობად, რომელსაც ოჯახის თვალწინ არ იმჩნევსს მამამისი, მარტივად არ იმჩნევს, თითქოს არ არსებობს, თითქოს ჰაერი იყოს.. ელენემ იცოდა გამორიცხული იყო ნიკას ყურადღება მიექცია თითქოს არ არსებობდა..... უფროსი დემეტრე დაიძაბა, ნიკამ მზერა აარიდა იმდენად ძნელი იყო მამამისის გაძლება. ფეხზე წამოდგა, დემეტრეს კისერზე ხელები ჩამოადო და მტკიცედ თქვა.-ნიკო საღამოზე ჩვენთან მოდი უნდა გელაპარაკო.!-კარგი, თავი დახარა ნიკამ და ხმადაბლა თქვა.-თუ შენ შენს შვილს არ იმჩნევ მაშინ არც მე შევიმჩნევ ჩემსას! ეს იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე კატეგორიულად ნათქვამი, ეს იყო ერთადერთ შემთხვევა, როცა დემეტრემ თავისი შვილის უმსგავსობა შეიმჩნია და იცოდა ნიკამ რას ნიშნავდა ეს, როგორ იყო გაბრაზებული მამამისი ეს რომ თქვა. ისე უკითხავად შეანათა ნიკას თვალებმა მამამის იმხელა ზეწოლა ჩანდა, ისეთი დაუძლეველი და მრავალწახნაგოვანი, სასოწარკვეთლებამდე დადიოდა მენაბდის მზერა, მაგრამ ეს სასოწარკვეთა არ იყო ნათქვამისგან გამოწვეული ეს იყო იმ რეალობის რაც ამ ნათქვამს მოყვებოდა! არ აპირებდა შვილთან შეცვლას, შვილის შემჩნევას რაც გულისხმობდა, რომ მამამისიც ისევე მოექცეოდა, 37 წლის ასაკშიც კი წარმოუდგენლად რთული იყო მისთვის, წამით გაეპარა ფიქრი რომ 13 წლის ბავშვს ზედმეტად დიდი ტვირთს კიდებდა, მაგრამ მალევე დაახშო. 13 წლისამ კი შეძლო ოთახამდე ამაყად, უცრემლოდ ევლო, ოთახს გადაცდა და წყალმა იპოვა თავიისი გზა მის სახეზე. უფროსი დემეტრე ელენეს და ტასოს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. კარზე ზარი იყო..ახლა დემეტრესთვის ეს შვება..სწრაფად მოწყდა ადგილს და კარი გააღო..-გამარჯობა, სრულწლოვან წევრს შეგიძლიათ დაუძახოთ რომ გზავნილი ჩაიბაროს?-ელენე მალე მივიდა კართან და ხელი მოაწერა.. დემეტრემ როცა კონვერტზე დრამანის გვარი წაიკითხა იმის მერე არაფერი ახსოვდა.-მისგან არის..დაიჩურჩულა..გახსენი არ აჩვენო თორემ დახევს ხომ იცი..ემუდარებოდა ელენეს.-არ შეიძლება დემეტრე,- კარგი რა დედა ყველაფერს ხევს, ამასაც არ დატოვებს, მამა აქ ხომ არ ცხოვრობს და ვითომ სხვა დროს მოიტანეს ეგრე ვუთხრათ, მაინტერესებს რა არის გთხოვ დე რა გთხოვ..-ხო მაგრამ არ შეიძლება გახსნა, ჩვენი არაა..დემეტრემ არ დაამთავრებინა კონვერტიანა ოთახში შევარდა...წერილი იდო და რამდენიმე ბილეთი..წერილს ვერ გადათარგმნიდა მხოლოდ მარტივ რაღაცებს გაიგებდა, მაგრამ ბილეთები მიხვდა რომ მისი გამოსამშვიდობებელი თამაში იყო..შეაკანკალა..დრამანის ბოლო თამაშის ბილეთები რომ წარმოიდგინა ყველაფერმა აზრი დაკარგა და საწოლზე ისე შეხტა ვერც იგრძნო....თითქოს უკვე წაროიდგინა იქ ყოფნა სადაც მამამის ყველაზე მეტად უყვარდა, თითქოს ამან დააახლოვა, როგორ არ იცოდა, მაგრამ უფრო ახლოს იგრძNო თავი მამამისის წარსულთან. ისეთი ძნელი იყო ემოცია დაეფარა და სიხხარულით არ ეყვირა..ამ ბილეთებს არაფრის ფასად დათმობდა.. ოთახში ნიკას ანასტასიას და ელენეს სიცილის ხმა შემოდიოდა..ძლივს გაბედა გასვლა.....-ტასომ პეპის როლი უნდა შეასრულოს, კიკინები, ცალი წინდა, რა სასაცილო იქნება, გაეცინა ელენეს და ანასტასიას ლოყაზე ხელი მოუსვა..-ჭირფლებს მიგახატავენ და ისეთი მოუსვენარი ხარ ვეღარც გაგარჩევთ პეპისგან მამა. ანასტასია ისეთ დღეში იყო დაფრინვდა სიხარულით ორივე რომ მის გვერდით იყო და მის ზეიმზე ლაპარაკობდნენ. დემეტრე ფრთხილად მოუახლოვდა და ბილეთები წინ დაუდო...-შენ გამოგიგზავნეს, მისი ბოლო თამაშია...წერილი ელენეს მიაწოდა, და თვალებით თხოვა წაეკითხა..ეგონა ახლა მაინც დაარღვევდა ნიკა დუმილს, გაუბრაზდებოდა მაინც რომ რატო გახსნა, მას კი რეაქცია არ ჰქონია, არც ბილეთებისკენ გაუხედავს, ისე იყო თითქოს დემეტრე არც შემოსულიყო.-ნიკა დრამანი გთხოვს რომ მის გამოსამშვიდობებელ თამაშზე ითამაშო 9 ნომრაად, როგორც ადრე, ბილეთებს კი ჩვენ გვიგზავნის. ნიკა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად..ელენეც გაჰყვა, დემეტრემ სწრაფად გადაუღო სურათი წერილს და ისეთი სახით დაჯდა დივანზე „ამის მერე ყველაფერი წყალსაც წაუღია“ ეღიმებოდა, თავისი თავით კმაყოფილი იყო.-დემეეტრეს უნდოდა ძალიან რომ ენახა, იცოდა შენთვის რომ მოგვეცა დახხევდი, ისე ვერც გავიგებდით რა ეწერა.-არ დავხევდი, აღარ დავხევდი..მძიმედა გადაყლაპა წყალი, ელენემ უცნაურად შეხედა.-შენ? წახვალ? ითამაშებ?-არა, მხოლოდ წავალ, პირობა მაქვს მიცემული, ჩაეღიმა ნიკას, ერთმანეთის ბოლო თამაშზე აუცილებლად ვიქნებოდით....განაში რომ ვიყავი ზუსტად მაგ წელს...მაგის გამო გამომიგზავნა თორემ ისე ჩემი დანახვა არ უნდა არ მელაპარაკება, რამდენიმე დღის წინ ვცადე მიმეწერა, არც მიპასუხა, მიშელმა მომწერა, რომ აზრი არ ჰქონდა, ვუთხარი სანახავად ჩავიდოდი, მაგრამ უფრო უარესი იქნებაო......ნიკას ისე წამოეშალა მოგონებები, რომ იგრძნო წალეკვით ემუქრებოდა..მაგრამ იცოდა უნდა გაეძლო..უნდა გამოეყვანა მოგონებები ჩაკეტილი ოთახებიდან, რომ მასთან ბრძოლა შეძლებოდა.-რთულია მისთვისაც, თუ მოთმინებით მოეკიდები, არ მოეშვა, სულ ცოტა ხანსაც რომ გელაპარაკოს მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ურთიერთოისთვის.-რომელი ურთიერთობისთვის? აღარ არსებობს, მესმის მისი ძალიან ცუდად მოვიქეცი, ახლოს ვიყავით და ერთიანად მოვიშორე თავიდან, ძალიან ახოლოს ვიყავით..ნიკას ოდნავ ჩაუწითლდა თვალები.-გინდა მე მივწერო? დაველაპარაკები, ავუხსნი რაღაცებს. თუ დრამანმა არ მოინდომა მიშელს დაველაპარაკები. ნიკას გაეღიმა.-არა ელენე, მადლობა, ვნახავ ახლა ამ თამაშზე, თუმცა არ მგონია შემხვდეს..უფრო სწორად დამელაპარაკოს.-აუცილებლად გაგიგებს, ნიკა უნდა დაუახლოვდე, ხომ ვიცი როგორ გიყვარდა, უიმისოდ ვერ ძლებდი, ისიც ვერ ძლებდა. თუ შეძლებ ამ ყველაფრის აღდგენას იქნებ იმის გადალახვაც შეძლო, დრამანს მართლა დაველაპარაკები, ვეტყვი რომ ბევრი რამე ჩემი ბრალია..-ელენე გთხოვ გაჩერდი, არაფერია შენი ბრალი, ახლა უკვე აღარაფერი.-დემეტრე ხელში ჩამაკვდება ის ბილეთები რომ არ დაუტოვო, გაეცინა ელენეს.-როგორი წინდახედული და მებრძოლი დედა ჰყავს დემეტრეს.-ხო რას ვიზავთ როცა სხვა გზა არ გაქვს მერე სხვანაირი ხდები....-ხოო? ნიკას ელენეს სახეზე გაეცინა..-ხოოო იძახე და იქ რომ არ წავიდეს მართლა მოკვდება, ვერ დაინახე რა გაბრწყინებული სახე აქ..-დავინახე....ვიზაზე გაგირკვევთ.....-დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ,ზოგჯერ როგორი კეთილი ხართ და ხოგჯერ როგორი შეუვალი საკუთარი შვილის მიმართ ოსკარი გეკუთვნით.....ელენე მხარზე მიეხუტა..-ჩემო ძვირფასო შეგიძლია თავი გამარჯვებულად ჩათვალო რადგან მე არ ვაპირებ წინააღმდეგობის გაწევას...ყველაფერი რასაც მეტყვი, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გააკეთებთ ამას, ყველაფერი შეგისრულდებათ..გარდა დემეტრესთან ჩემი დამოკიდებულების გაუმჯობესების..ამიტომ მინდა წინასწარვე იცოდეთ სადამდეა თქვენი შესაძლებლობები შეზღუდული.....თქვენი მაცდუნებელი ღიმილიც ვერ შეძლებს ამ საკითხში ჩემი იმპულსურ გადაწყვეტილების მიღებას. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში შეუდარებელი ბრძანდებით.-როგორ გიყვარს რომ სიტოაციას შენ აკონტროლებ!-ვგიჟდები! ნიკამ კედელს მიეყუდა და თავი ელენესკენ მიწია.-თანაც ისე თითქოს საერთოდ არ გაინტერესებს და თითქოს ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა...ჩაიბურტყუნა....-ისე იქნება როგორც შენ გინდა, ჩემთან შეთანხმებით.-ლიკასთან არ მექნება უხერხულობა..... ელენემ ძლივს თქვა ისე გაუჭირდა....-თუ ლიკა წამოვა სხვა ადგილას იქნება, ამ ბილეთებით არა....ახლა იგრძნო ელენემ რომ ცალ-ცალკე მოუწევდათ წასვლა, ნიკაც ხომ მის გვერდით იქნებოდა....არ ეგონა რომ ასე ეტკინებოდა ისევ.. არადა თავის თავს აჯერებდა ყოფელ წუთს რომ ეს გაეთავისებინა და ასე მტკივნეულად არ მიეღო.-ახალი წელი როდის მოვა? შემოვიდა სამზარეულოში ანასტასია. მინდა სურვილები მაქვს ჩასაფიქრებელი, და თვლის ბაბუკომ უნდა ამისრულოს.-რა გინდა ტასიკო? გაეცინა ნიკას.-რომ გითხრა და არ ამისრულდეს? თან ახალ წელს უნდა სურვილების ჩაფიქრება როდის მოვა?-ჯერ ორი თვეა დარჩენილი..-კარგი მაშინ დაველოდები. ჩემი მეგობარი ნატო მეუბნება ზეგ არისო და ეს ზეგ ორი თვეა?-აუ ესენი მაგრად არიან, გაეცინა ნიკას და ანასტასიას წელზე ხელი მოხვია.-დედა არა, ჯერ დიდი დროა ახალ წლამდე, წინასწარ გეტყვი და დაწერე სურვილები, შარშან, როგორც გავაკეთეთ, გაუღიმა ელენემ.-არ მინდა ისე! რატომღაც ნიკაპი აუკანკალდა ტასოს. წინა ახალწელზე ნიკას გაახსენდა, რომ საშინლად იჩხუბა სახლში, ელენეს ეჩხუბა სახლის მორთვაზე, მხოლოდ ესღა მოიფიქრა. ყველაფერი აღიზიანებდა და არც კი მიუტანია სახლში რამე..ახლა ანასტასიას თვალებიც გაახსენდა, რომ შევიდა საჩუქარს ელოდებოდა მამისგან, მოკლე ჯინსის ქვედაბოლო ეცვა თბილი „რევუტუზზე“ამის გახსენებაზე ისევ შეაჟრიალა და ვარდისფერი ზედა, ტატია უფრო მოკლე იყო ვიდრე ახლა, გამობზეკილი მუცელი და ვარდისფერი დათუნებიანი ფეხსაცმელიც გაახსენდა. კიკინებიც და იმედგაცრუებული სახეც, როცა მამა ისევ მთვრალი მივიდა ამ დღესაც თანაც ხელცარიელი. არ შეეძლო დიდ ხანს ამის გაძლება და ოთახში შევიდა სწრაფად, 12 ისთვის არც გამოუხედავს, მერე დემეტრეს თვალებიც აღიდგინა და უკვე ეჭვი შეეპარა საერთოდ იყო თუ არა რამეში მართალი..-რატომ ანასტასია? მაშინ ხომ დავწერეთ, შენ ხომ გიხაროდა..ელენე იმ დღეს განსაკუთრებულად ეცადა ახალი წელი მისი შვილებისთვისაც მოსულიყო. ისე წვავდა ყელშ ბურთი, რომ სუნთქვაც გაუჭირდა მენაბდეს.-იქიდან არაფერი ამისრულდა, აუცრემლიანდა თვალები ტასიკოს, მერე ეს წერილები დაწვეს და ამიტომ ელენემ არ იცოდა რა ჩაიფიქრა.-დე ხომ გითხარი ხმამაღლაც უნდა თქვა ის რასაც დაწერდი, ელენე საშინლად დაითრგუნა. ის ბარბის სათამაშო ოთახი ხომ მოგიტანა თოვლის ბაბუმ..-ეგ არ დაგვიწერია, ტასომ რადგან წერა არ იცოდა დემეტრეს დააწერინა, სხვა რამე დავწერეთ....დემეტრეს არ უნდოდა, აზრი არ აქვსო, მაგრამ მაინც დავაწერინე, თურმე მართალი ყოფილა, მე კიდე ვიტირე და გავუბრაზდი.ნიკას აგიჟებდა ელენეს მონდომება შვილებს არ ეგრძნოთ ის რაც ორივეს ანადგურებდა, სულ უკვირდა როგორ დეტალებსაც კი აქცევდა ელენე ყურადღებას, თუ დემეტრეს და ტასოს რამე უნდოდათ სულ უმნიშვნელოც კი, ისეთი სხვამ რომ შეიძება დროც არ დაკარგოს ამას ელენე მთელი მონდომებით და შემართებით აკეთებდა. შეიძლებოდა ღამე მარტო იმიტო გაეთენებინა, რომ სახლი ისე ყოფილიყო როგორც ანასტასიას წარმოეგინა, ფილმებში და მულთფილმებში ენახა, ნიკამ კი ეს ყველაფერი იმ დღეს ჯოჯოხეთად აქცია, იმ სამმა ხმადაბლა აღნიშნეს ახალი წელი, მაშინ ელენეს თავი მსახიობი ეგონა, მსახიობი, რომელიც შვილებისთვის თამაშობდა ბედნიერი დედის როლს. ყველაზე მძიმე მენაბდისთვის იყო ის რომ არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი უნდოდა, მაგრამ მაინც არ ეპარებოდა მათი მზერა, მათი შეშინებული თვალები, ყველაფრის მიუხედავად ვერაფრით გააქრო სიყვარული ელენეს თვალებში, ვერაფრით წაშალა, ბრაზთან ერთად ამასაც ხედავდა, ეს უკვე აგიჟებდა, იცოდა, რომ ელენეს უყვარდა, ძალიან რომ უყვარდა, მაგრამ ამდენს მართლა არ მოელოდა, არ ჯეროდა, რომ შეიძლებოდა ასე ძალიან შეეყვარებინა მაშინ 16 წლის ასაკში..ანასტასიას თმაზე აკოცა და დემეტრეს ოთახისკენ წავიდა, რამდენიმეწამს იყოყმანა, მაგრამ მაინც ვერ შევიდა....უკან გამობრუნდა.-ანატატია რა ჩაიფიქრე შარშან?-უნდა გითხრა? დაექაჩა თვალები ტასოს.-თუ გინდა. გაუღიმა ნიკამ და მიიხუტა.-მომავალ ახალ წელს, რომ ერთად შევხედრილიყავით, შენ რომ არ გაბრაზებულიყავი და ჩვენთან ერთად, რომ დაგერტყა წრე ნაძვისხისთვის. მაშინ ჩემი ბრალი იყო სახლი, რომ მოვრთეთ, შენ რომ გეწყინა დედიკოს მე ვთხოვე, მერე დედიკო მთელი დღე ტიროდა ჩუმად შენ რომ გაუბრაზდი.-იმ დროს გძულდი ტასო? ანასტასია დაიბნა.-მე? არა, უბრალოდ ვიფიქრე არ გინდოდა ჩვენთან ყოფნა თან ხომ გაგაბრაზე და ჩემი ბრალი იყო..ელენე ცრემლებს ვეღარ იკავებდა..-ძალიან მინდოდა, ძალიან მინდოდა თქვენთან ყოფნა. ნიკამ ტასოს თხოვა დემეტრესთან შესულიყო თვითონ კი ელენეს მოკიდა ხელი და სწრაფად გავიდნენ სახლიდან.-ნიკა, რას აკეთებ, მოიცადე..-ცოტა ხანი, მალე დავბრუნდებით...-გთხოვ ნიკა გაჩერდი არ მინდა წამოსვლა, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ. ნიკას არაფერი ესმოდა, ელენე მანქანაში ჩასვა და სწრაფად დაქოქა.-მაშინ მინდოდა თქვენთან ერთად! მაშინ სახლში მოვედი, რომ ახალი წელი მომელოცა! მაგრამ, რომ დაგინახე, რომ ვიგრძენი რომ მელოდებოდი... ძალიან გავბრაზდი, გხედავდი ძალიან ვბრაზობდი, რაღაც შიგნიდან მჭამდა, ვერაფრით ვიყავი ისეთ როგორიც სინამდვილეში, ელენე შენ ხომ გჯერა რომ მე ისეთი არ ვარ! აი ის კაცი მაშინ, რომ შემოვიდა, რომ იჩხუბა უბრალო სახლის მორთლობაზე, ახალ წელს, რომ გაუბრაზდა, ყველაფერს, რომ გაუბრაზა, შენ ხომ იცი რომ ისეთ არ ვარ! ჯანდაბა, სახლში ლამის ყველაფერი იმიტო დავლეწე, რომ გინდოდა ჩემი ასეთობა ნაძვისხის წვიმებით გაგელამაზებინა ჩვენი შვილებისთვის. ვერაფრით გაპატიე, რომ გაბრიელი არ გახსოვდა..თუნდაც წამით..-ნიკა სწრაფად მიდიხარ, გეხვეწები დამშვიდდი, გააჩერე ვილაპარაკოთ.-მე როგორ უნდა ვიყო ადამიანი, მე არ მინდოდა ასეთობა, ვერც წარმოვიდგენდი, ასეთად გახდომას ვერ წამოვიდგენდი, გეფიცები ჩემს გონებაში ოჯახი სულ სხვანაირი იყო, გეფიცები ასეთი მამობა არც მღირსებოდა მერჩივნა, მერჩივნა სადმე უსახელოდ მოვმკვდარიყავი, გამოსვლისას რამე დამჯახებოდა ოღონდ იმ ბავშვისგან ასე გულიბრყვილოდ არ ვისმენდე რომ ნაძირალა ვარ! შენ წამით და მე წლებით დავივიწყე შვილები..ეს არ მომასვენებს, მე ვიცი არ მომასვენებს, ვიცი ჩემი თავი, ვიცი როგორი უმოწყალოა ასეთ დროს. ნიკა უკვე მანქნაში ღრიალებდა, ცრემლები უკვე უკითხავად მოდიოდა.-გააჩერე გთხოვ! გემუდარები, ნიკა ნელა. დამშვიდდი, ვილაპარაკოთ, ყველაფერი გავარკვიოთ, ჩემი ბრალია შენი არ არის ასეთ რომ იყავი, სულ ჩემი ბრალია მთიანად ნიკა, შენ სულ სხვანაირი იყავი, მე გაქციე ისეთად, მე გაგაწვალე ამ ცხოვრებაში, გთხოვ, ახლა გააჩერე, გევედრები ჩვენი შვილების გამო, ნუ დატოვებ ორივეს გარეშე! ბოლო წინადადება ისე ძლიერად მოხვდა, ნიკამ დაამუხრუჭა და გზიდან გადავიდა. რამდენიმე წამი მანქანაში იჯდა და მერე კარი გააღო. ელენე ფრთხილად მიუახლოვდა და ჩაეხუტა.-მეც ძალიან მინდოდა იმ ახალ წელს შენთან ერთად, ვერაფრით მოვახერხე დამეფარა როგორ გელოდებოდი, ყველა ახალ წელს და ყველა დღეს, უშენოდ ძალიან გამიჭირდა, იმ ნიკას გარეშე ასე უმოწყალოდ რომ შემიყვარდა..-არ შეიძლება, არ უნდა გყვარებოდი...რომ არ გყვარებოდი უკეთესი იქნებოდა, გულგრილობა ჯობდა ამ ყველაფერს...-შენც ხომ გიყვარდი, შენც ხომ ვერ იყავი გულგრილი, ნიკა თუ წარსულს თავს არ დავანებებთ ვერასოდეს ვიქნებით მომავალში უკეთესად. გეხვეწები დამშვიდდი, ნუ განიცდი ასე..-მე ისეთი მამა ვარ როგორიც არ ვარ გესმის! ეს იცი რას ნიშნავს? მე ასეთი არ ვარ, არ ვყოფილვარ, არ მინდოდა, გული მერევა, სულ სხვანაირად ჩაფიქრებული ოჯახი, სულ სხვანაირად ელენე....რამდენს ვფიქრობდი, რამდენ რამეს ვუკავშირებდი შვილებს..რა გამოვიდა, მე ხომ ისინი დავტანჯე, მხოლოდ დავტანჯე, მაგრამ არ შემეძლო, მართლა არ შემეძლო, მაშინ თავი უნდა მომეკლა, რომ ასეთი არ ვყოფილიყავი..შენ ბედნიერებას ვერ ავიტანდი...ვერ შევეგუებოდი რომ გახარებული ყოფილიყავი.ვიცი ჩემი გულწრფეობა გულს გირევს, მაგრამ ასეა..მირჩევნია გითხრა..ვერ ვიტანდი იმას რომ ცოტაც გყოფნიდა ბედნიერებისთვის, მაშინ როცა მე არაფერი მშველოდა, უნდა დამეტანჯე რომ ეს გადამელახა..შენთვის რომ ისევ ისე შემომეხედა.-ახლა ხომ დამთავრდა, ახლა ხომ შეგიძლია წარსული დაივიწყო..-მაგრამ შენ აღარ მყავხარ. მაშინ ცოლობა, რომ გთხოვე პირველად, სტადიონზე, მაშინ მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ყველა შვილის დედა არ იქნებოდი..-ხო ეტყობოდა კითხვისნიშანი არც კი იკადრე. ნიკას გაეცინა..-ვერ გაკარდე უბრალოდ. იმ გადმოსახედიდან ახლანდელ ჩემს მდგომარეობას ჯოჯოხეთი სიტყვაც კი ვერ გაუმკლავდება.-ნიკა, ეს არაფერს ცვლის დამიჯერე, მე და შენ არაფერი შეგვცვლის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცოცხლოთ, რამდენი შვილიც არ უნდა გვყავდეს ერთად თუ ცალ-ცალკე, არაფერი შეცვლის არაფერს....არც ერთად ყოფნა არაა საჭირო, მე ახლა ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენ ჩემთვის რას ნიშნავს შენთან ასე ახლოს ყოფნა, სულით ასე ახლოს ყოფნა, ახლა იმ ქალს ვგავარ მშობიარობის შემდეგ ყველა ტკივილი, რომ ავიწყდება....-როგორ მინდა უბრალოდ სადმე, შორს, ტყეში, საერთოდ ყველაფრისგან შორს იყოს ჩვენი სახლი, მე შენ და ჩვენი ორი....-ჩემს სულში სულ ესეა, ძალიან ლამაზია ის ადგილი სადაც ჩვენ ვართ..-ზღვა არის? ჰკითხა ნიკამ და შუბლზე აკოცა.-კი ჩვენი სახლიდან 10 წუთიც არაა საჭრო, ზედა სართულის ბოლო ოთახის სარკმლიდან ჩანს ყველაზე კარგად.-ეგ ოთახი ვისია?-გაბრიელის, თვალებში შეანათა ელენემ, აწყლიანებული და აღელვებული იყო....-ყველაზე მეტად მაგ ოთახში შესვლას ვერიდები..-იქ ხშირად ხარ, ვართ ხოლმე ნიკა..-ზღვა ღელავს ?-კი, მაგრამ არც ისე, რომ ვერ გადავცუროთ.მეორე დღეს ყიფიანი ანალიზებზე წაიყვანა, განზრახ არ ააღებინა იმ დღესვე, რომ ისევ შეხვედროდა..რიგი სადაც დიდი იყო იმ ექიმთან მიყავდა, დრო რომ ჰქონოდათ.-რას დამარბენინებ! არაფერი მჭირს!-კარგი გაჩერდი, გაიცინა ნიკამ. ანალიზები და მორჩა რა! რატო ჰქმნი პრობლემას უბრალოდ მინდა მშვიდად ვიყო.....-იყავი, ჯანდაბა ეს ორი დღე არაუშავს სკოლაში მაინც არ მინდოდა..სკოლის ხსენებაზე ნიკა დაიძაბა.-მოგწონს სიტოაცია კლასში?-ვგიჟდები, დებილები სხედან, ბიჭები ჩმორიკები, გოგოები შკოლნიკები..-მარტო შენ ხარ ნათელი წერტილი, თქვა მაგრამ მართლა არ უნდოდა, წამოცდა, ამით უფრო გააღზიანებდა.-მაგას არ ვამბობ, უბრალოდ..ჯანდაბა წავედი რა მე შენ რას გაიგებ...-ისე ესე რომ მომმართავ ცოტა არ გიტყდება? გააჩერა ნიკამ.-პირიქით ვცდილობ გაგაახალგაზრდავო!-ოჰ, ვინ გითხრა, რომ თავს ხანშიშესულად ვგრძნობ.-არც ჩემი ტოლი ხარ, წავედი ახლა რა, რა დაელოდება...-მოიცადე ახლა ლევან დაჯექი! ვილაპარაკოთ.-რაზე?-ვარსკვლავების განლაგებაზე, რავიცი რაზეც შენ გინდა....-შენთან ვერაფერზე ვილაპარაკებ ზედმეტად წესიერი ჩანხარ!-შენ ზედმეტად უწესო ხარ? სულაც არ ვთვლი ესე, მერე რა რომ ის ორმოცდაათლარიანი ამაცალე მანქანიდან, თავად გამოგიწვია! გამომწვევად იდო! ლევანი გაფითრდა, არ ელოდა..ნიკას გაეღიმა...-რა ჯანდაბა გინდა!!!!-14 წლიდან უკვე იწყება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა! ამას ისე უბრალოდ გეუბნები, არც მე არ მიყვარს ჩაშვება, მაგრამ არც ის მიყვარს, როცა ვიღაც რამეს მართმევს თანაც ისე, რომ იდიოტი ვგონივარ!-მე ჯერ არ ვარ 14-ის ორ თვეში ვხდები! ეს გაუაზრებლად თქვა...-ხო მაშინ დედაშენს მოუწევს საკმაოდ დიდ ხანს სირბილი პოლიციაში და თანხის გადახდა! შენ ვერავინ შეგეხება! ყიფიანი გაწითლდა დედის ხსენებაზე ფერი მთლიანად გადაუვიდა და ნიკა მიხვდა, რომ ამაზე ჩაჭიდება შეიძლებოდა.-არ გაბედო, იცოდე მოგკლავ! სახე ახლოს მიუტანა და კბილების ღრაჭუნის ხმა გაიგო მენაბდემ.-ძალიან გთხოვ სტომატოლოგთან არ მარბენინო კიდევ, საკმაოდ ძვირი მიჯდები!-მართლა მოგკლავ! ჯიბისკენ ხელი წაიცურა მენაბდემ რომ დაუჭირა!.ანალიზებს არც დალოდებია ისე მოკიდა ხელი მშვიდად და შენობიდან გამოვიდნენ, ისეთ ადგილზე გააჩერა მანქანა ხალხი, რომ არ იყო და გადასვლა ანიშნა.-შენ მე არ გემუქრები, არ გემუქრებოდი, მაგრამ იცოდე სიკვდილს სანატრელს გაგიხდი თუ ისევ ეგრეთ ტონით დამელაპარაკები. მეორედ არ გამიბედო ასე ლაპარაკი! შენ შენ ტოლებში არ აგერიო პატარა დანით, რომ აშინებ მაგ დანას გადაგაყლაპებ იცოდე! ისეთ დღეში ჩაგაგდებ ციხე სანატრელი გაგიხდება, მაგრამ თუ არ გაჩერდები ყველაფერი ერთად დაგატყდება თავს! პოლიცია კონტროლზე აგიყვანს, მერე შენი შემოსავლის წყაროც შეწყდება და დედაშენიც ირბენს შენს ამბებზე, თუ რა თქმა უნდა რამედ გთვლის..ლევანი გაწითლდა..-გაჩუმდი, დაიყრიალა! მე თავად გიჩივლებ! მანქანა დამაჯახე შენი ბრალი იყო..-დიდი დიდი 200 ლარი გამომიწერონ ჯარიმა! თანაც გაგიჭირდება რამის დამტკიცება..მე კი ძალიან იოლად გადავაყოლებ შენს ცხოვრებას იმ ორმოცდაათლარიანს. ლევანი საშინლად მძვინვარებდა.-რა გინდა? ეს უკვე ესიამოვნა მენაბდეს.-მინდა მემსახურო!-რა?-მე სკოლა მაქვს, და იქ თანამშრომლები მჭირდება, ჯერ არ გახსნილა, მაგრამ მალე გაიხსნება!-დირექტორი გჭირდება? გამოცრა ყიფიანს.-არა იმისი მოადგილე, გაუცინა ნიკამ და მერე მშვიდად დააყოლა, კაბინების, საშხაპეების, უნიტაზების, მინდვრის და სხვა მსგავსი საქმეების დამლაგებლების დირექტორის მოადგილე!-არაფრის დალაგებას არ ვაპირებ! ეგღა მაკლია მერე ვინმემ მაგის გამო რამე წამომაძახოს!-მე შენ შრომას გთავაზობ, იმ ფულის სანაცვლოდ რაც მომპარე! არ მაინტერესებს ამას შენ თვლი თუ არა წამოსაძახებლად, მე სხვა რამეები უფრო მგონია დამცირება, მაგრამ ამაზე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ. უბრალოდ მარტო იმას დაგპირდები, რომ ვერავინ გაიგებს, თუ თვლი და არ გინდა, რომ ვინმემ გაიგოს, შენმა მეგობრებმა ან სკოლელებმა, როგორც გინდა მე არავის ვაძალებ რამეს, უბრალოდ მინდა დავიბრუნო რაც დავკარგე.-იმ 50 ლარს ისე დაგიბრუნებ მუშაობის გარეშე! ნიკას გაეცინა.-50 ლარზე გაცილებით მეტი გაქვს ჩემი ვალი, საავადმყოფო, დამცირება, ჩემი გაჩუმებაც რაღაც ღირს...ლევანი გაწითლებული უყურებდა..-ადვილი ყოფილა ვინმე, რომ ასე გექცევა? დააყოლა ნიკამ და მანქანისკენ ანიშნა. ხმას არ იღებდა ყიფიანი ახლა მისთვის რაღაცის დალაგება ყველაზე დიდი დამცირება იყო.....-დედაჩემს არაფერი უთხრა და რამდენ ხანსაც გინდა იმდენს ვიმუშავებ! ამის გაგონებაზე ცოტა მოერყა სიბრაზე მენაბდეს, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია!-ეგღა მაკლია სკოლა გაცდენინო, და მერე ვინმემ დამაბრალოს არასრულწლოვნის ექსპლუატაცია! შენს ნიშნებს თავად შევამოწმებ..ყიფიანი სულ აიჭრა....-რა ნიშნებს! მართლა ეგღა მაკლია გაკვეთილი მოვყვე!-ხო რა ვიცი, მე არ ვითხოვ, რომ მოყვე, მე ვითხოვ რომ შენი ნიშნები არ გაუარესდეს ჩემთან მუშაობის გამო!-სულ 6 ები მყავს, გაიცინა ყიფიანმა.-ხო და ერთხელაც, რომ ჩამოცდე მაგ ქულას მერე გირჩევნია ჩემს ფანტაზიას არ ენდო იძულებითი ღონისძიებების გატარებაში.-მაგაზე დაბალს არ დამიწერენ რაც არ უნდა გავაკეთო, გაეცინა ყიფიანს.-ვნახოთ! ჩაიღიმა ნიკამ და უკვე საკუთარი ფანტაზია აგიჟებდა, როგორ იფიქრა, რომ განზრახ დააწერინებდა დაბალ ქულებს მასწავლებლებს.-მაგრად მაღზიანანებ. გადასვლისას თქვა ყიფიანმა.-მეც მაგრად! ხვალე მოხვალ ამ მისამართზე, სკოლის შემდეგ, შესასვლელში იტყვი ვინც ხარ და უკვე დაიწყებ..-შენ სად ზიხარ!-ჩემს კაბინეტს თავად ვალაგებ და ამიტომ შენი შემოსვლა არ გახდება საჭირო, თვალი ჩაუკრა ნიკამ.-არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვს და წუწიანი კაბინეტის დემონსტრაციას ახდენ!-კომბინიზონი არ დაგავიწყდეს ლევან! რას იფიქრებდა ყიფიანი მისი ახალი უფროსი მართლა თავად თუ ალაგებდა ყველაფერს.-კომბინიზონი? შენი სკოლა ისეთი დაბალი დონისაა თავად არ უზრუნველყოფს ფორმებს დირექტორის მოადგილეებისთვის? ნიკას გაეცინა, უყვარდა რაც არ უნდა ყოფილიყო იუმორის გრძნობა ადამიანში.-იქ ჩაცმა არ დაგავიწყდეს ეგ ვიგულისმე, თვალი ჩაუკრა ნიკამ. კომბინიზონი სად უნდა ეშოვა ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი.... 888 „ალბათ იმიტომ მიყვარხარ მხოლოდ, რომ საქართველო გქვია სახელად“ ნ.დუმბაძე.ელენე გაცოფებული უყვიროდა ოთახიდან.-დღესვე წავალ აქედან! მე აქ რა ჯანდაბა მინდა თუ შენთვის არაფერი ვარ, არავისი აზრი არ მაინტერესებს დღესვე გაგეყრები! ეგ როგორ მითხარი, ტიროდა ელენე....თან ბარგს ალაგებდა, ნიკამ ჩემოდანი ხელიდან გამოართვა და კარი გადაკეტა.-გაჩერდი ახლა..გთხოვ, დააყოლა რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ.-მე ამის უფლებას ვერ მოგცემ! უბრალოდ ვერ დავუშვებ! ვერ მომეკარები ხომ? მაშინ აქ წამითაც არ მინდა გაჩერება, არც მე მინდა იმას ვიტანდე ვინც მე ვერ მიტანს! არც მე მინდა ცალმხრივობა!-ახლა ვერსად გაგიშვებ ხომ იცი, რატომ ჩხუბობ, რა გითხარი საჩხუბარი? შენ ხომ იძულებით იტანდი ჩემს შეხებას? მე ეს არ მინდა გესმის..არ მინდა ვინმეს რამე ვაიძულო....ბოდიში, მაპატიე არ ვიცოდი თუ ესე ძნელი იყო შენთვის პირველი ღამე, მეორეც, მესამეც.......-გაჩერდი.....-ელენე, დრო გაქვს, შეგიძლია კარგად დაფიქრდე, არ გაჩქარეებ, მაგრამ არც ის შემიძლია დაუმსახურებლად, იდიოტივით მხოლოდ გავცე!ელენეს ნიკაპი აუკანკალდა, თავისმა სიტყვებმა შუაზე გაუხლიჩა ორგანოები....იცოდა ნიკასთან ტყუოდა იცოდა და ოთახში მშვიდად შევიდა, საწოლამდე ვერ შეიკავა თავი, მუხლები მოეკვეთა და ყველაზე ცუდად იყო რაც კი დარჩენილი 16 წლის მანძილზე.....ტიროდა თითქმის მთელი ღამე, ახსენდებოდა მისი ნათქვამი და აგიჟებდა.....დილით ჩაი გაუმზადა, ძალიან ადრე ადგა, რამდენჯერმე გაუცივდა, სანამ ნიკა გამოვიდა.... აბაზანიდან აღარ გამოდიოდა პირსაცოხით მენაბდე სულ ჩაცმული იყო და სწრაფად გადიოდა სახლიდან..-ჩაის არ დალევ? გაუბედავად ჰკითხა.-მადლობა ელენე, არა მეჩქარება, ბაზაზე ვისაუზმებ....-კარგი......უკვე მერამდენედ რჩებოდა გაციებულ ჩაისთან, მენაბდის მიკეტილ კარებთან, მის სიცივესთან და მაინც მის სიმშვიდესთან.....ყველა სუნამო გადაყარა..ყველაფრის სუნი შეძულდა, მხოლოდ მისი ენატრებოდა......დაბადებისდღეზე ტელეფონი გამორთო, თავისები გააფრთხილა, რომ ასე იზავდა, რომ არ ენერვიულათ.....საწოლიდან არ ამდგარა, მხოლოდ ტიროდა....ნიკა ეგონა წასული იყო ხმაური, რომ მოესმა, ტელევიზორი იყო და ფეხბურთი..... მენაბდე ოთაში შევიდა..-ელენე კარგად ხარ? მის მხარეს მივიდა და საწოლზე ჩამოჯდა..-კი, ჩაიბურტყუნა ელენემ...-ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?-შენ რა იცი? დამირეკე? სახლში ხარ და..-ხო დაგირეკე სანამ შემოვიდოდი, უნდა მომელოცა შენი 17 -ი ....-მადლობა.... ახლა ძალიან უნდოდა ნიკას ლოყაზე მაინც ეკოცნა, უბრალოდ რომ შეხებოდა, მაგრამ მენაბდე აკადემიურად ცივი იყო.-სადმე გინდა წასვლა? ელენე დაიძაბა, ვერაფრით მოატყუებდა და ვერ ეტყოდა, რომ მასთან ერთად არ უნდოდა წასვლა..სადმე...არ ჰქონდა მნიშვნელობა სად....-არ ვიცი დღეს თამაში გაქვს, იქ წამოვალ! ნიკას გაუკვირდა, რომ იცოდა, აქამდე ესეთ რამეები არ აინტერესებდა ელენეს.-არა არაა საჭირო, თავს რამე აიძულო, თან შენ დაბადებისდღეს, ახლა აქ რომ მეგობრები არ გყავს გადავწყვიტე შენებისთვის მეთქვა, ვიცი გენატრებიან, მე სულ მენატრებიან ხოლმე ჩემები, დღეს ჩამოვლენ 3 ზე, ნიკამ საათს დახედა, ცოტნეც იქნება......მე თუ მოვასწარი აუცილებლად მოვალ, დაბლა მძღოლი დაგელოდება აეროპორტში და მერე რესტორანში მიგიყვანს შენებთან ერთად.-კარგი, მაგრამ ჩემით მივალ არ მინდა მძღოლი!-კარგი როგორც შენ გირჩევნია, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, 3 დან 5 მდე თამაშის პერიოდია ვერ გიპასუხებ, ჩემმა აგენტმა შეიძლება გიპასუხოს და თუ რაღაც სასწრაფო იყო ის გამაგებინებს.-კარგი, უკვე იმდენად იყო დათრგუნული ნიკას საქციელით, რომ თავისების ნახვის სიხარულსაც ვეღარ გრძნობდა....-უფალი გფარავდეს....გააყოლა სიტყვები ქმარს.-შენც ელენე. უკან არ მოუხედავს ისე უთხრა და სახლიდან გავიდამშობლებმა შეავსო, ერთბაშად გამდიდრდა სულით, ცოტნეს დანახვაზე ეგონა სიხარულით გაგიჟდებოდა, ისე ძალიან მოენატრა ოჯახი, ტირილი ვერ შეიკავა, ნინო სულ ელოდებოდა განმარტოებით დალაპარაკებოდა..-გილოცავ ჩემო დებილო, ცოტნემ ხელები მოხვია და ლამის ძვლებში დაამტვრია.-მადლობა ჩემო შტერო აყლაყუდავ...-დაგახრჩობ სიხარულო....-ნუ ხარ ასეთ უხეში ჟირაფო...-მეც ძალიან მომენატრე ჯუჯიკო! ეს იყო დიალოგი, რომელიც მშობლებისთის იმდენად ჩვეულებრივი იყო, შეუმჩნეველიც დარჩა.-ჯუჯა მე კი არა შენ ხარ ახმახი რა! გაბრაზდა ელენე.-ოჰო, ეს პატარა თითები ვისია? ცოტნემ არ დაინდო.-ვისია და შენი არ არის, შენ ხარ უშნო!!!!! და სულაც არაა ჩემი თითები მოკლე, პირიქით, ელენემ მინას მიადო თითები და შუქზე გახედა.. არაა, ნამდვილად არაა მოკლე!-დებილი! ჩაიფხუკუნა ცოტნემ. რესტორანში მივიდნენ, იქ მათე დახვდათ და ძალიან გაუკვირდათ.-ჰაიიიი!!!! როგორ ხართ...-ვაა მათე, ცოტნეს აღარავინ ახსოვდა ახლა დარწმუნებული იყო მაგრად გაერთობოდა.-როგორ ხართ, ელენე გილოცავ, მათემ ელენეს მიულოცა და თმა აუჩეჩა.-მადლობა მათე!-რა გინდა შენ აქ?! შენ აქ საიდან მათუშ? ცოტნე გახალისდა.-ნიკამ ჩამომათრია, გინდა თუ არა ჩამოდი მე არ ვიქნებიო. ელენეს სულ ჩაეწვა ყველაფერი, ის ბოლო იმედი რომ გვიან მოვიდოდა ისიც დაკარგა.-რა არ მოვა? იკითხა ცოტნემ.-თუ მოასწრო, მაგათმა თუ მოიგეს თამაში მერე აღნიშნავენ ხოლმე და არ ვიცი..ქართული კერძები, რომ მიიტანეს სუფრაზე ზურას გაეცინა.....-ხო აქ ნიკას პატარა საქართელო აქვს მოწყობილი, მიუხვდა მათე, ლობიო ცვეტშია პარიზში. ყველას გაეცინა.....-აქ ტელევიზორი ხომ არის, ჩავრთოთ რა თამაშის ყურება მინდა, თქვა ცოტნემ და პულტის ძებნა დაიწყო....-ნიკამ ეგეც გაითალისწინა და ტელევიზორი მოახსნევინა, გაეცინა მათეს..-თქვენ მაგრად აჯაზებთ რა....ფული ჯოჯოხეთს ანათებს მართლაც, ჩაიდუდღუნა ცოტნემ.-ეს ჩვენი რესტორანია ამიტომ ჩვენ ვანათებთ....-სად შეგვიძლია. გაეცინა ცოტნეს.-ჩემი ძმა მართლა ვერ ჭამს ყველაფერს, აქაური საჭმელი ცოტა აღიზიანებს და ამის გამო გამაკეთებინა ეს რესტორანი, არადა წამგებიანია ძალიან. ბევრი ქართველი არ არის აქ და თითქმის ხალხი არ შემოდის, მხოლოდ ნიკა დადის მგონი....თან ეგ ისეთია აბა როგორ ქართული რესტორანი, რომ არ იყოს სადაც ცხოვრობს ჩაბჟირდება, სადმე თუ საქართველოს დროშა არ ფრიალებს ისე როგორ იქნება...-სწორია მერე, თქვა ზურამ, აბა ცოტნეს საერთოდ არ აინტერესებს რას ჭამს.... თან ეროვნულ საქმესაც აკეთებს.-არ წააქეზოთ, თორემ ისეთ რაღაცებს გამახსნევინებს აქ, რომ გამაგიჟებს...ელენე მოწყენილი იჯდა, ფანჯარაზე მიკრული თვალებით, საათს დაცქეროდა და სულ რაღაცას ელოდებოდა.-შენ რას გაგახსნევინებს, ნუ ბლატაობ თავადაც გახსნის რომ მოინდომოს, გაეცინა ცოტნეს.-როგორ გეკადრება! ნიკას ხელფასის 80 პროცენტი ჩემს ფირმას ერიცხება ოფიციალურად, პრემიები და რეკლამებისგან შემოსული მთლიანად.-რატომ? მე არავის გადავურიცხავდი! გაიჭიმა ცოტნე.-ეგ ვიცით, ზურას გაეცინა.-მე ვიყენებ ნიკას ფულს ბიზნესში, ვაბანდებ. ჩემი ძმა ისეა ფეხბურთზე ჩაციკლული თამაშს, რომ დაანებებს თავს თუ კლუბი არ ვუყიდე ისე ვერ გადარჩება და ამისთვის ბევრია საჭირო.-მაგარია..გაეცინა ცოტნეს.-ელენე მოგვიყევი როგორ ხართ, ნიკა როგორაა, ძალიან გადატვირთლია სულ თამაშები აქვს, ზურამ შვილს ხელი დაადო და მოეფერა.-კარგად მამა, ხო ნიკა იღლება ძალიან. მეც ვსწავლობ, ცოტა მიჭირს, ძნელია, მაგრამ იმედია დავძლევ......უზარმაზარი თეთრი ვარდები შემოიტანეს, ელენეს გაეღიმა.....სწრაფად ნახა ბარათი, ძალიან უხაროდა, უხაროდა, რომ მისგან იყო..ბარათმა ყველაფერი ჩამოკაწრა....-რა იყო ელე? ცოტნემ სერიოზული სახით ჰკითხა. ვისგანაა?-დრამანისგან, გაიღიმა დაძალებით ელენემ.-ვააა სად შეგვიძლია, მერე რატო მოიღუშე?-არ მოვღუშულვარ ცოტნე, უაზრო რაღაცებს ნუ ამბობ..-ნიკასგან გეგონა..-დედა უთხარი გაჩუმდეს!-კარგი შენ მართლა გგონია დრამანმა გამოგიგზავნა? იმას არ იცნობ, ასეთ რამეს უბრალოოდ არც ჩათვლის საჭიროდ მოიფიქროს! ნიკასგანაა რა! ალბათ რაღაც მოახერხე და აწყენინე, იმან კი ბოლომდე ვერ გაგიმეტა. ცოტნემ გაიცინა და თვალი ჩაუკრა.-მაგ თვალებს ამოგთხრი ცოტნე! ნუ ბოდიალობ.-მოვარტყვი! გადაიხარხარა ცოტნემ. ეგაა რა! ზურა ცოტა დაიძაბა და ამიტო ცოტნეც გაჩერდა.-ელენე ჩემი საჩუქარი როდის მოგცე? ჰკითხა ცოტნემ.-არ მინდა შენგან არაფერი.-ჩათვალე მოგეცი ისედაც არაფერი წამომიღია!-დიდად დამავალე!-ვიცოდი გაგახარებდი......-თქვენ რა დღეში ხართ, გაიცინა მათემ.... ელენე სულ უფრო მოიღუშა, ლამის იტირა... ცოტნემ რომ შეხედა ყველაფერი ჩაეწვა, საცეკვაოდ გაიყვანა ძალით და ჩაეხუტა....-რა მოხდა ელე? ასე რატომ ხარ?-შენ გამაბრაზე....დაიდუდღუნა ელენემ.-კარგი რა, შენ ხომ იცი, რომ მე ვიცი როგორი ხარ... ნიკასთან რა ხდება? არ მინდა ჩარევა, მაგრამ თუ ისე არ იქცევა....-რას ამბობ ცოტნე!-მე პირადად მისი იმედი უფრო მაქვს ვიდრე შენი, ვიცი შენ როგორი რთულიც ხარ, მაგრამ თუ ის რამე საზღვარს გაცდა იცოდე შეგიძლია..-არა ცოტნე..ჩემი ბრალია, ვაწყენინე, აეტირა ელენეს და ცოტნეს მიეხუტა, ცრემლები, რომ არ შეემჩნიათ.-ძალიან თუ ისე რა?-ძალიან!-რა მოუსვენარი ხარ ელენე.... მათემ დიდ ხანს უყურა და-ძმას, რომ არ ჯდებოდნენ, ელენე უკვე შესამჩნევად ტიროდა და ცოტნემ გარეთ გაიყვანა.-სად ხარ?-მადლობა მოვიგეთ მათე, დაიყვირა ტელეფონში ნიკამ....-სად ხარ მართლა!-რა იყო რამე მოხდა?!-არ ვიცი, მაგრამ შენი ცოლი თავის დაბადებისდღეზე უკვე შესამჩნევად მოწყენილია და ....-რატოა მოწყენილი რამე მოხდა?-ნიკა მე რა ვიცი რატოა მოწყენილი, მე მგონია შენ უნდა იცოდე.. მოდი რაც არ უნდა იყოს..-ხო მოვდივარ, გზაში ვარ ისედაც....ცოტნემ ცოტა დაამშვიდა ელენე, თმაზე ეფერებოდა და აცინებდა....-არ მინდა შემამჩნიოს, რომ განვიცდი..-რატომ გინდა იფიქროს, რომ ფეხზე გ.კიდია? ეს უფრო სწორია?-ცოტნე კარგი რა.....შევიდეთ, თორემ მამა მიხვდება, რომ შევიდნენ უკვე ქართლი სიმღერაც იყო ცოცხალი შესრულებით, მართლა ძნელი იყო გეგრძნო, რომ საქართველოში არ ხარ.....ნახევარსაათში ნიკაც მოვიდა, ელენე მთლიანად დაიჭიმა, სულიც და სხეულიც, რაღაცნაირად დაეძაბა..... შავი ჯინსი და კუბოკრული პერანგი ეცვა, მხიარულად შემოვიდა, ზურას და ნინოს მიესალმა, ყველაზე მეტად დედამისის და ნიკას შეხვედრის ეშინოდა ელენეს, ნიკას არაფერი შეუმჩნევია, ცოტნე გადაკოცნა და მათეს თავზე აკოცა....-რა ხდება ნიკა, რა ქენით არ მაყურებინეს თამაშს?-მოვიგეთ, დიდი არაფერი იყო, აუთსაიდერს ვეთამაშეთ.-გოლი ვინ გაიტანა? შეეკითხა მათე.-დრამანმა გაიტანა ორი, ჭკუაზე არ იყო! ძლივს გამოვექეცი......-ბელთაური არ გადირკეს?-კი, უნდა გენახა იმისი სახე წაშლილი იყო, მაგრად გაუტყდა იმ გუნდისგან. თან პირველი იმათმა გაიტანეს და სტადიონი ლამის დაინგრა....-აუ მინდოდა ყურება რა...-არ იყო საინტერესო, მართლა..საერთოდ არ იყო სანახაობრივი.....-რატომ არაფერს ჭამ? მოულოდნელად იკითხა ელენემ, თანაც ისეთ ხმით თითქოს დიდი ხანი ემზადებოდა და ბოლოს ხმა ვეღარ დაიმორჩილა....-გადავიღებ, მადლობა..ნიკამ სალათა გადაიღო, მანამდე კი მათესთან გადაამოწმა ჩუმად მისი თეფშის „წარსული“. მათემ აგრძნობინა, რომ სულ ახალი იყო თან 2 ჯერ გარეცხილი.ბოლოს მათე და ცოტნე ერთად წავიდნენ კლუბში, ნიკამ თავი გაიგიჟა არაფრით გაუშვა ნინო და ზურა სასტუმროში...... ელენე გრძნობდა, რომ ასეთ ცუდი დაბადებისდღე არასოდეს ჰქონია, გრძნობდა, რომ ასეთ ცხოვრებას შეჩვევა არ უნდოდა....მორიდებით გაიხადა ტანზე და სწრაფად გადაიცვა ღამის პერანგი..-მათემ მითხრა, რომ დღეს მოწყენილი იყავი..-არა არ ვყოფილვარ....-მათე არ იტყუება ხოლმე, არც ცდება.... ელენე მართლა თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ, ძალიან უხერხულად, თუნდაც შენს მშობლებთან....-რატომ? შენ რატომ გრძნობ თავს დამნაშავედ....-საკმარისი პასუხისმგებლობით არ მოვეკიდე ეტყობა ამ საკითხს, შვილები არ მყავს, მაგრამ მყავს და და ვიცი, როგორი ძნელი იქნება უყურო ცოტათი დამწუხრებულსაც კი..წარმომიდგენია ცოტნე და მამაშენი დღეს ძალიან იმედგაცრუებულები იქნებოდნენ, დედამ ხომ ისედაც იცის.....მართლა არ მინდა ვინმეს უბედურების მიზეზი ვიყო, არც მოჩვენებითობა შემიძლია..ისიც ვიცი, რომ სანდრო თავს არ განებებს, ელენეს სხეული დაეწვა.. ცოლს გაშორდა და აქაც იყო ჩამოსული....-მე..მე... ელენე სულ დაიბნა..-ვიცი, ვიცი რომ თავიდან მოიშორე, თანაც ძალიან მკაცრად და ამის გამოც არ ჩათვალე საჭიროდ მე გამეგო, ისიც ვიცი, რომ სწორად მოიქეცი. მაგრამ თუ შენ მის მიმართ, ანუ ხომ ამბობდი, რომ გიყვარდა..ნიკას მართლა გაუჭირდა ამის თქმა. ელენეს კი თვალები აენთო..-რა? რისი თქმა გინდა პირდაპირ თქვი ნიკა!-თუ გიყვარს ჯობია მასთან წახვიდე! ელენემ მთელი ძალით გაარტყა, ისეთ მრისხანება ჰქონდა ჩადგმული თალებში ნიკა გაშრა....-შენ მე ნივთი ხომ არ გგონივარ? გასაყიდი საქონელი? ცხოვრელი რომელმაც არ იცის რა უნდა? შენ ვერ მასწავლი სად ჯობია ყოფნა, შენ მე ვერ მომექცევი ასე უსულო საგანივით, რას ნიშნავს თუ მიყვარს ჯობია წავიდე? რას ნიშნავს ეს ქმრისგან გამაგებინე? რას მეუბნები ამით? შენ გგონია მე იმდენად გარყვნილი ვარ შენი ცოლი რაც გავხდი იმაზე საერთდ ვფიქრობ? საერთოდ ვინმეზე, ელენე მარტო იმიტო არ ყვიროდა, რომ მშობლებს არ გაეგოთ....-მეორედ არ გაბედო ხელის გარტყმა!!!! და გაჩერდი!-გავჩერდები, საერთოდ არ გამცე ხმა! საერთოდ არაფერი მითხრა თუ ამის გარდა სხვა არაფრის თქმა არ შეგიძლია, გული მერევა, გული მერევა იმაზე რაც მითხარი....-გული მხოლოდ ამაზე გერევა? მე ბევრ რამეზე!!!!!!ელენეს გაბრაზების თავიც არ ჰქონდა, საბანი აიღო და დივანზე გადავიდა დასაძინელბად....რამდენჯერმე ჩაეღიმა ნიკას, ელენეს სიტყვებს ისეთი წყლის სუნი ასდიოდა, რომ ვერაფრით გაბრაზდა....ვერაფრით დათმო იმ დღის მშვიდი ძილი.ელენეც სულ შეიცვალა, ბრაზმა სულ გააგიჟა, არ აქცევდა ყურადღებას, არც ნიკა, არც არაფერს უდუღებდა და აღარც ჩაი უცივდებოდა, სწავლობდა ძალიან ბევრს, ოთახში მხოლოდ მაშინ შედიოდა ძალიან , რომ ეძინებოდა, არც ერთმა დათმო ოთახი, ამიტომ ერთად ეძინათ.-შენი მხარი გადმოცდა ჩემს ნახევარს!-არ უნდოდა აპატიე, დაღლილია!-გაიწიოს! თითით სასაცილოდ ანიშნებდა ელენე, ნიკა თვალებს გადაატრიალებდა და ნახევარ მხარზე იძინებდა. ელენე კი გამარჯვებული იღიმოდა.-თითები გაწიე ჩემს ბალიშზე გიდევს! ელენეს თან ეძინა და ეს სიტყვები ჩაესმოდა.-დამენებე თავი მეძინება!-ხო და შენს ნახევარზე დაიძინე!, გაბრაზებული შეალაგებდა ხელებს თავის ბალიშში.უნივერსტეტში ბევრი მეგობარი გაიჩინა, მთლიანად სწავლაზე გადაერთო, ფრანგული ცოტა ესმოდა უკვე და ისეც აღარ იტანჯებოდა, წვეულებებზე სიარული დაიწყო, სადაც კურსელები მიდიოდნენ, ნამდვილი სტუდენტობა ჰქონდა, ევროპული....გვიან სიარულს ერიდებოდა, მაგრამ ცოტათი მისი გაბრაზებაც უნდოდა, ვერაფერს ახერხებდა, არ გამოდიოდა ნიკას გაბრაზება...-დღეს მივდივართ კურსელები ბარში, რამე ხომ არ გინდოდა?-მე? არა რა უნდა მინდოდეს, ჩვეულებრივად აიჩეჩა მხრები ნიკამ და წვენი დაისხა...-აი აქ, ელენემ ფურცელი გაუწოდა დემონსტრაციულად, ნიკამ უხალისოდ დახედა ფურცელს, სადაც ბარის სახელი ეწერა, ელენე ვერაფრით გამოთქვავდა.... სახე ცოტა წაეშალა, მაგრამ მალევე დაიმორჩილა..-თუ გინდა მძღოლს ვეტყვი..-არა არ მინდა, გაღიმებული ელენე ოთახში შევიდა, მუხლზე ოდნავ ზემოთ იყო მისი ატმისფერი კაბა, თმა გაშლილი ჰქონდა და დატალღული, მკვეთრი, მაგრამ უპრეტენზიო მაკიაჟი გაიკეთა და ოთახიდან გამოვიდა, ისე გამოდიოდა, რომ ნიკა ვერ დაინახავდა..ესე წასვლაც არ უნდოდა, მერე აზრი ეკარგებოდა მთელ მონდომებას..-ნიკა?-ხო? სამზარეულოდან გამოძახა არც გამოსულა....-შენ სახლში იქნები თუ გასაღები წავიღო....-სახლში ვიქნები. ისევ იქიდან გამოძახა მენაბდემ. როგორ ეზიზღებოდა ის სამზარეულო, რომ უბრალოდ არსებობდა..რომ იქიდან არ გამოსულა.....როცა ბარში შევიდა უხერხულად იგრძნო თავი, აშკარად არ უნდოდა იქ გაჩერება, არ იყო ჩვეულებრივი სიტოაცია, ნახევრად შიშველი ქალები სასმელით ხელში დადიოდნენ, ალკოჰოლის და ნიკოტინის მჭახე სუნი რაღაცისაში იყო არეული....ამაზრზენი ხმაური იყო, დაბინდული განათება, მამაკაცების ცეკვა.....ყველაფერი აეწვა, რა ჯანდაბა აუნდოდა იქ....მეგობრებმა არც დააცადეს რამე ეთქვა სანამ ელენემ რამის თქმა მოახერხა იმათ ენაზე, შიგნით ღრმად შევიდნენ და ცეკვა დაიწყეს, ელენეს უკვე ყველაფრისგან თავბრუ ესხმოდა, ძულდა თავი იქ რომ იყო, ალბათ ცოტნე გაგიჟდებოდა იქ, რომ თვალი მოეკრა ელენესთვის...მერე უაზრო შეხებები იგრძნო, ვერც არკვევდა ვინ იყო..იმდენი ხალხი ირეოდა და ისეთი განათება იყო....გასასვლელსაც ვეღარ ხედავდა, ჩანთა ძლივს გახსნა და ტელეფონი ამოიღო, ძირს დაუვარდა, რამდენიმე წუთი იმას ეძებდა ჩაცუცქული, ვიღაცები დაეჯახა, ხალხი წააქცია, საშინელი ხმები ესმოდა. თავს იწყევლიდა იქ რომ შედგა ფეხი.... ხვდებოდა, რო ჩვეულებრივ ბარში არ იყო, ამაზრზენი მუსიკა და ვნებამორეული კაცები სცენას თვალს რომ არ აშორებენ, არ ენახა აქამდე, სადამდე იყვნენ ქალები მისულები, ისეთ ქალები, ახლა კი უნდოდა რაღაც ძალას ის ბოძები მოენგრია და სადღაც ქვესკნელში ჩაეტანა..არც იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ უნდოდა იქაურობას მოშორებოდა, კურსელს ტელეფონი გამოართვა, თავისი ვერ იპოვა..ნიკას გარდა ვერავისთან დარეკავდა, სულ მარტო იყო იმ ქალაქში.-ნიკა, ნიკა შენ ხარ?-ხო ელენე საიდან მირეკაავ?-მეგობრის ტელეფონია ჩემი დავკარგე, ნიკა გევედრები მოდი რა აქ, ფურცელზე რომ გაჩვენე იქ ვარ....მანდ რა ხმაურია?-მოვიდე? მშვიდად შეეკითხა ნიკამ.-ხო, გეხვეწები მოდი, ახლა არ მაქვს ჯიბრის თავი.-ანუ მოვიდე? გაეცინა ნიკას..-კი ნიკა მოდი, მანდ რა ხმები მესმის სად ხარ ხომ მითხარი სახლიდან არ გამოხვიდოდი?-რაღაცა როლების შეცვლის სუნი დგას, მაგას ქმრები ამბობენ ცოლებს, რომ სახლში ტოვებენ.-ნიკა გეხვეწები დღეს მოდი და სხვა დროს აღარ დამჭირდება შენი დახმარება, გეფიცები....-მართლა გინდა მოვიდე?-ნიკა. გეხვეწები, ახლა არ ვიცი სად ვარ შეყუჟული, ქალების ოთახია თუ რაღაც არც ვიცი, გეხვეწები მოდი იქ გასვლა არ მინდა, ვიღაცები მიკაკუნებენ,საწვავის ფულს დაგიბრუნებ..-მხოლოდ საწვავის ფული? მომსახურება? ტანსაცმხლის გამოცვლა, სახლიდან გამოსვლა, მანქანის დაქოქვა..მერე საათნახევარი გზაში ყოფნა..-რა ამდენი ხანი სად გელოდო? რა გავაკეთო? ნიკა ცუდი სუნია აქ, ვერ ვძლებ...-თან ცუდი სუნიც ყოფილა, აბა მანდ რა მინდა ელენე...-ნიკა ნუ გამაგიჟებ! ატირდა ელენე,მოდი არ ვიცი სად ვარ, ძალიან ცუდად ვარ, არ მინდა აქ ყოფნა.....სახლში მინდა, გეხვეწები... ნიკას შეეცოდა ისეთ ხმა ჰქონდა....-კარგი ელენე გამოდი, გარეთ ვარ!-რა აქ ხარ? ნიკა უკვე აქ ხარ? ახლავე გამოვალ, შენც შემოდი ცოტაზე, კარგად კი ვერ გამოვაგნებ, არ ვიცი გასასვლელი საითაა, რაღაც უცნაური ადგილია..შემოდი გეხვეწები......-გამოდი ოთახის გარეთ ვარ და უკვე მერამდენედ გიკაკუნებ ელენე!-შენ აკაკუნებ? ისეთი ძალით გამოაღო კარები ეგონა გამოგლეჯდა....-აქ ხარ?-ხო, ნიკას ხმა გაიგონა და უკვე ამ ადგილმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა.-ხელი მომკიდე, ელენე გაფაციცებით ეძებდა ნიკას....-კარგი დამშვიდდი, ნიკამ მხრებზე ხელი დაადო და გასასვლელიკენ გაიყვანა... ელენე ძლივს სუნთქავდა, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა....ნიკა კი ტანსაცმელს იფერთხავდა, და საშინლად იჯღანებოდა იმ სუნზე რაც იმ ადგილიდან გამოყვა, იმ სიცივეში ჩამოწეული ფანჯრებით იმგზავრეს, ნიკას სხვა რამე არც დაუშვია, ელენეს არ გაუპროტესტებია.-არ ვიცოდი ასეთ ადგილი თუ იყო. დასჯილი ბავშვივით თქვა....-მეგონა საერთოდ იცი ხოლმე სად მიდიხარ, ამიტომ აღარ გითხარი.-შენ რა იცოდი? ელენე დაიძაბა.-ხო მაგრამ რა აზრი ჰქონდა შენთვის თქმას.-მაგას კი არ გეუბნები, ესე იგი იცოდი ანუ დადიხარ ხოლმე? რაა ჯანდაბას აკეთებ იქ!!!! ელენეს ეტყობოდა, რომ ჩვეულებრივად ეჭვიანი არ იყო, უფრო რთლ კატეგორიაში გადიოდა.-როგორ? ნიკამ ისე ჰკითხა, რომ აგრძნობინა ეს მისი საქმე არ იყო....-არ ხარ შენ კარგი ადამიანი!-ისე მირჩევნია პირში მითხრა ხოლმე და არა ზურგს უკან! ელენეს ყველაფერი ჩამოეკაწრა.-გარყვნილიც ხარ! ნიკას გაეცინა....უკვე შესამჩნევზე მეტი გახდა ელენეს ეჭვიანობა.-იმედია არ ფიქრობ, რომ მასეთ ადგილებში ფეხს მაინც ვდგავ, შენგან განსხვავებით, დააყოლა....-სად შეგვიძლია, მენაბდე როგორ...როგორ იკადრებს....-არ ვიცი, შეგიძლია იხუმრო რამდენიც გინდა, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი ხარ ამ ქალაქში ვის გამოც მასეთ ადგილზე შევიდოდი, იმიტო რომ ახლაც ეს გულისრევის შეგრძნება მაგიჟებს, მხოლოდ ის მინდა რაც შეიძლება სწრაფად შევიდე აბაზაანაში და ეს ტანსაცმელი გადავყარო.. ელენე გაჩუმდა....პირველად იგრძნო, რომ ნიკას წიკები მისი მეგობარი იყო ამ შემთხვევაში, თანამზრახველი.-სხვა არავის გამო შეხვიდოდი? უკვე ესიამოვნა.-არა! შენ აქ მარტო ხარ, სხვა ვერავის დაურეკავდი, ვერავინ დაგეხმარებოდა, თან ჩემს ცოლად ითვლები და მართლა არ მინდა ამ დროს ისეთ რამე მოგივიდეს სადაც ჩემი ბრალი იქნება რამე. „ცოლად ითვლები“ იმაზე მტკივნეული იყო ვიდრე იფიქრებდა, ელენე ამ სიტყვებს შეახმა. სახლში უხმაუროდ ავიდნენ, აღარაფერი უთქვამთ, ელენეს აღარ ახსოვდა მის გამო, რომ გამოიპრანჭა, არც ნიკას მზერა დაუნახავს რამდენიმე წამი თვალი, რომ ვერ მოაშორა, აბრჭყვიალებული თვალებით შევიდა აბაზანაში....ძალაგამოცლილი იყო, მშვიდად გადაშალა საბანი და შიგ გაეხვია...-ნიკა..-რა იყო ელენე...-შენ იქ იყავი..ეს ჩაიბურტყუნა დაწოლიდან დაძინებამდე შუალედში და მკვდარივით ჩაეძინა, ნიკამ საბანი კარგად დააფარა და გაეღიმა.......................„როცა არ იცი საით წახვიდე ნაბიჯი გადადგი წინ“საღამოს წყნეთის გზას დაადგა, იცოდა მძიმე იქნებოდა, იცოდა შეიძლებოდა მის ნებისყოფას ვერ გაეძლო....გარეთ არავინ დახვდა, არც ვინმე შეხვედრია, დემეტრე კაბინეტში იჯდა და მხოლოდ ხელით ანიშნა შესულიყო.-დაჯექი ნიკოლოზ! დემეტრე კარებთან მივიდა და გადაკეტა. ნიკა სავარძელში ჩაეშვა და დაელოდა მამის სიტყვებს.-მე არ მინდოდა, არ მინდოდა ამაზე დალაპარაკება, მაგრამ აღარ შემიძლია ასე ვუყურო ჩემს შვილიშვილს! შენ მე კაცი მგონიხარ, მგონია ასეთად გაგზარდე, შენ კი 13 წლი ბავშვს ეჯიბრები, არ უთმობ, პირველი ნაბიჯი იმან გადმოდგა ესეც არ მიიღე...ნიკა არ მინდა დაგავიწყდეს, რომ მამა ხარ, მამა გესმის, ვერ წარმოიდგენ რამხელა პასუხისმგებლობა გადევს მხრებზე. დემეტრეს რას ერჩი? თუ შენ ფეხბურთი დაკარგე იმან რა დააშავა? რა შუაშია ის ბავშვი რომელსაც 3 წლის ასაკიდან ისე ექცევი თითქოს კაცი იყოს, ბავშვია გესმის! ბავშვი რომელსაც მამა არ ჰყავს!-ვიცი, რომ მამა არ ჰყავს, ისე მელაპარაკა თითქოს იმისი უბნის ბიჭი ვყოფილიყავი! ნიკამ რისხვით გამოკვეთა ეს ფრაზა.-რა ასწავლე? რა ასწავლე და რა ვერ ისწავლა? რას ითხოვ რაც არ მიგიცია? მითხარი რამე ჩადე იმ ბავშვში შენ კონკრეტულად, რომ შენ მიგეღო რამე? შენ რა იცი როგორ წვალობდა ელენე! შენ წარმოდგენა არ გაქვს, არაფერი გაინტერესებდა, არც ის, რომ სიცხისგან იკრუნჩხებოდა, არც ის რომ შენს სახელს ბოდავდა ხოლმე შენი შვილი, შენ კიდევ ხან რომელ ქალთან გიპოვიდით და ხან რომელთან! დემეტრე უყვიროდა. რა კააკეთე ამ წლების განმავლობაში სრულყოფილებას, რომ ითხოვ ოჯახისგან? რა დაიმსახურე ასეთ გამარკვიე? ჩემი შვილი ხარ, მაგრამ მეც არ მესმის შენი, სხვას როგორ მოვთხოვო? ელენე დატანჯე, აწამე ნიკა, რასაც ჰქვია აწამე, მაგრამ ჩემთან ერთხელაც არ უთქვამს, მხოლოდ ის ვიცი რასაც ვხედავდი, რა უმსგავსოდაც იქცეოდი..-მამა გთხოვ რა, მე ეს ყველაფერი ვიცი და ახლა არ გინდა...-ნიკა ვცდილობ გამოგაფხიზლო, ვცდილობ გაგრძნობინო, რომ შვილი არ უნდა დაკარგო, შვილებს არ კარგავენ!!!! თუ კარგავენ თავადაც იკარგებიან, იშლებიან ნიკა!-მამა ნუ ყვირი გთხოვ!-რამ მიგაჯაჭვა ასე იმ ფეხბურთს, რამ გადაგიტრიალა ტვინი! რა ნახე ასეთ იმ თამაშში, რომ ყველა და ყველაფერი იმას შესწირე, ყველა გვაწამე ამის გამო...-მამა..-ხო მეც, დედაშენიც, მათეც, ელენეზე და მის ოჯახზე აღარც კი ვამბობ, შენს შვილებზე უბრალოდ აზრი არ აქვს, შენ იმათ ფსიქოლოგია დაუმახინჯე, რას უყურა დემეტრემ? უყურა მთვრალ მამას, როგორ ჩხუბობს, როგორ არ სცემს დედამის პატივს როგორ ყვირის ყველაფერზე, როგორ ექცევა დედამის, როგორც ნივთს, როგორ აიძულებს ცოლს მასთან დაწოლას!!-გაჩუმდი!!!!! დაიღრიალა ნიკამ...-ეგ არასოდეს უნახავს!!!! ეგ არ გაიმეორო!!!!!! დემეტრეს არ უნახავს, არა........ნიკას ფერი სულ დაეკარგა და გალურჯდა, ხელები გაეყინა....რამე გითხრა? მამა რამე გითხრა დემეტრემ? რამეს ხომ არ ხვდებოდა? ძალა აღარ ჰქონდა მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. დემეტრე უძრავად უყურებდა შვილს. თვალები წყლით აევსო, მზერა რომელმაც ნიკა გაყინა...მამამისი თვალს არ აშორებდა და თითქოს გრძნობდა როგორ დაეხვრიტა სხეული, როგორ ხვრეტდა უმოწყალოდ მამა....-შენ რა მართლა აიძულებდი? კითხვის ფორმით ჩამოყალიბებული სასჯელი იყო ეს წინადადება....-არა არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ვტანჯავდი...ძალიან ვტანჯავდი, იმ ყველაფრის გამო, ნიკა გაჩერდა, მერე სიმართლის თქმა მოუწევდა და არ უნდოდა.. დემეტრემ მთელი ძალით გასცხო.....-ჩემი გვარიც კი მეზედმეტება შენთვის! მეზედმეტება ის, რომ ჩემი შვილიშვილი მაინც შენთან დალაპარაკებაზე ოცნებობს, მეზედმეტება ჰაერი, რომელიც ფილტვებს გივსებს, მინდა გაგგუდოს! ნიკა ისე იყო დაშლილი, დანაწევრებული, რომ წამოდგომას არც ცდილობდა..-დემეტრე აუცილებლად იქნება უკეთესად! მაგრამ მე არ ვაპირებ შევიცვალო მასთან, ვერ გადავხარშე ჯერ მისი ნათქვამი, ისე გარჩეული საქმე თითქოს მისი ძმაკაცი ვყოფილიყავი, თანატოლი, ისე აგდებით მელაპარაკებოდა....ვიმსახურებდი თუ არა ეს ცალკე საკითხია....არ ყოფილა ერთი დღე სახლში როცა არ მიყვარდნენ! არ უნახავთ ბავშვებს მე და ელენეს უსიყვარულოდ ცხოვრება! სიყვარული ჩვენთან იყო, იყო მაგრამ სხვანაირად, მაგრამ მაინც იყო! ეს უნდა ესწავლა, უნდა ესწავლა, როგორ დაენახა ის რაც უფრო ღრმად არის ვიდრე ჩანს..ანასტასიამ შეძლო, მაგრამ დემეტრემ ვერ!!!!შენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლია მე როგორ ვიყავი, რომ წარმოიდგინო მაშინ შენ უნდა იყო მე, ამას ვერავინ გაიგებს,ამას ვერავინ ახსნის და ყველა მე გამამტყუვნებს, გამამტყუვნებს იმიტო, რომ ადვილია ადვილია სწორი და მართალი გაარჩო, როცა ასე უმოწყალოდ არ გაგლიჯავს ემოციებს, ორგანოებს ის განცდები, როცა სასოწარკვეთა არ ღრიალებს სხეულში, როცა რწმენა გაგიცამტვერდა.. ნიკა დაჭიმული და დაძარღვული ლაპარაკობდა, ხმამაღლა მაგრამ ყვირილის გარეშე.... რომ გაიღვიძო და არც ერთ კიდური არ გქონდეს, რომ არ გქონდეს ის ყველაფერი რასაც აშენებდი, გეგონა აშენებული იყო და თურმე არა, თურმე არავინ გენდობა, ის ერთი არ გენდობა ვისი ნდობაც იყო ყველა. მამა შენ ამას ვერ გაიგებ ვერც ვერავინ გაიგებს და არც მინდა, მე მე ვარ....ჩემი წარსულით, ჩემი წაშლილი ცხოვრებით, აყროლებული და დამპალი სინდისით..მაინც ვერავინ გაიგებს, ვერავინ მიხვდება რას ვამბობ, იმიტო რომ ვერავინ განიცდის იმას ისე, როგორც მე!!!!! დემეტრე გაქვავებული იდგა, ვერც კი დაიჯერა რომ გაარტყა, ეს ვერც შვილის მზერაში და ვერც ლაპარაკში დაიჭირა........ნიკა მძიმედ წამოდგა და ოთახიდან გავიდა, მანამდე ნახევრად შემობრუნდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.-შენ მხოლოდ მართალი ხარ მამა.... ეს იყო სიტყვები რომლის მოსმენც უნდა ყველა შეცდომის შემდეგ ადამიანს, ეს იყო საქციელი, როგორიც უნდოდა ნიკას მისი შვილისგან, ახლა იგრძნო უფროსმა დემეტრემ რას მოითხოვდა ნიკა დემეტრესგან......არც კი დაუშვია, რომ მამამისთან ამის გამო ხმას აუწევდა, არც ის გარტყმული ჩაუთვლია მის გონებას ზედმეტად, შეგრძნებები კი დამცირების ყველაზე ღრმა ფორმას ღრიალებდა სულში.მანქანა სკოლასთან გააჩერა და კომბინიზონიანა შევიდა შენობაში..-სად ხარ პელიტო ამდენ ხანს? მათე კარგ ხასიათზე ჩანდა.-რავიცი დამაგვიანდა ხომ..გაბრუებული იყო ნიკა.-დაგაგვიანდა კი, მაგრამ არაუშავს მე საქმის კურში ვარ და ყველაფერს ვაკონტროლებ....-სად შეგვიძლია.....ბელთაური სად არის?-მოედნის საფარს ამოწმებს. ფორმები ავარჩიეთ, მათემ წინ სურათები დაუდო..-კარგია, მთავარია ბარსელონას ფერები არაა.-არც რეალის, ოთახში თამაზი შემოვიდა და ჩაიცინა.-ავი ძაღლი!!!!-არა კონფლიქტის აცილების საოცარი ხერხი....-ურო...-მე კმაყოფილი ვარ! თაროზე ჩამოჯდა ბელთაური..-თაზო დღეს სკოლის მერე ლევანი მოვა და მიაქციე ყურადღება, მეორე სართულზე არ ამოვიდეს, არაა საჭირო. ძალიან ბევრ საქმესაც ნუ მისცემთ, მაგრამ არც მარტივი იყოს.-ეს ლევანი ვინაა? ჩაეკითხა მათე.-გლავნი როჟაა 13-14 წლის ასაკიანებში, ახლა ნიკა მაგ ასაკში ერკვევა მაგრად, სად ცალია დიდების საქმეებისთვის, ხახარხარდა ბელთაური..-რას ბოდავს?-რა გინდა მართალს ამბობს, გაეცინა ნიკასაც.-ნიკა ეწევა აღმზრდელობით ღონისძიებებს!-არაფერს ვეწევი, უბრალოდ ის მაინც ვიცი ზუსტად, რომ დრო აღარ დარჩება სხვა საქმეებისთვის.-რა გაუკეთე აქ რომ დაგთანხმდა?-მაცალე, საიდუმლოა, რომ მოვა გამაგებინე, ახლა საქმე, რომ გვაქვს ვერ გრძნობთ? საშხაპეებში დასამონტაჟებელია რაღაცები სანტეხნიკოსი რომელზე მოვა? მწვრთნელების გასაუბრებისთვის ოთახი მოამზადებინეთ და უკვე მიღება გამოვაცხადოთ....-რა სწრაფი ხარ შენ, გვაცალე ცოტა....-კარგი გაცდით უბრალოდ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჯერ!-რა ტიპია, არ შეგეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც თავისი გააქვს, ჩაიხითხითა თამაზმა, გვაცდის, აცადე გვაცდის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეგ რა დაცდაა თუ შეიძლება აგვიხსენით.-ბელთაური შენ ენერგიას ხიხია რაღაცებზე ნუ ხარჯავ....-ჩემს ცოტნეს და ბარბარეს ერეკლეს, სხვათა შორის შენს დემეტრესთან ერთად აქვთ თამაში, ორ კვირაში.. ნიკას სიცილი აუტყდა.-ორი კვირის მერე თამაშზე ახლა მეუბნები..-მაცალე შენ ახლა, ჩემს ცოტნეს და ბარბარეს ერეკლეს ძალიან უნდა, რომ დავესწროთ, შენს დემეტრეზე აღარაფერს ვამბობ!-მათე ეს აკადემიური წინადადებები არ გინდა რა..-ნუ მეტლიკინები შენზე უფროსი ვარ, ორი კვირის მერე არის თამაში და ძალიან მინდა წამოხვიდე....მერე არ მოიმიზეზო.-ვნახოთ რა....რაღაცები გადაშალა მენაბდემ და რიცხვებს ჩააცქერდა.მენამდე ლევანს არც შეხვედრია, კომბინიზონი დაახვედრეს და საქმეც მისცეს, ყიფიანი ელოდებოდა, როდის ჩამოეხწეოდა მისი უფროსი, მაგრამ არც ჩამოუდგავს ფეხი, მთელი დღე მუშაობდა და იმაზე ფიქრობდა სკოლის გახსნისთვის, რომელი ფეხბურთელის ჩამოყვანა შეიძლებოდა.... ყიფიანი მთელი დატვირთვით ამუშავეს და სახლში დაღლილი და განადგურებული წავიდა, გულში სულ იგინებოდა და ილანძღებოდა. „კრიჟანი იდიოტი“ გაიძახოდა გონებაში ყიფიანი.ანასტასია სახლში კრუსუნობდა, ოთახიდან ოთახში წუწუნის სურნელი იღვრებოდა..-რატო ოხრავ ტასო? გაუცინა ელენემ-მეზობლები მინდა, დემეტრე გაიზარდა აღარ მეთამაშება, მე რა ვაკეთო ამ დროს?-მე და შენ ვითამაშოთ რაც გინდა, მერე ჩემთან სამსახურში წავიდეთ იქ ხომ ხატავ და ერთობი თამრიკო დეიდასთან ერთად.-სულ არ ვერთობი მე....სხვა გზა არ მაქვს უბრალოდ, ჩემი კლასელი ნატო და თაკო ახლოს ცხოვრობენ და სულ ერთად არიან. მერე მე იმდენს არ მელაპარაკებიან ხოლმე, თითქოს იქ არც ვარ....-გინდა აქ დავპატიჟოთ დე? ნატო და თაკო აქ მოვიყვანოთ, ნამცხვარს გამოგიცხობთ, შოკმაჟე, კითხე კიდე რაც უყვართ და მთელი დღე აქ ვიყოთ.. ანასტასიას სახე გადაეწმინდა..-ერთხელ ვუთხარი და ასე მითხრეს მშობლები არ გამოგვიშვებენ შორს ცხოვრობთო...-მე დაველაპარაკები მშობლებს, ვეტყვი რომ მერე ჩვენ მივიყვანთ სახლში ბავშვებს...შენ არ იარო ასე გაბუსხულმა ოღონდ.... ძალიან სასაცილოდ იფუზები..-გვანცასაც ვეტყვი მაშინ და მარისაც, დაიგრიხა ტასო..-კარგი უთხარი შე პატარა, ხომ მომეხმარები? ანასტასია მთელი დილა დახტუნაობდა, ფქვილიანი ხელები ეწყო პატარა ჯამში და ვითომ აკეთებდა რაღაცას, არადა იმ მომენტში მართლა ეგონა თუ დაიღლებოდა და აღარ გააკეთებდა მერე ელენე ვერ მოასწრებდა, არც კი დაუწუწუნია....პატარა დაქალებს მაგიდა გაუშალა, ტელევიზორში მულთფილმები ჩაურთო და ასაწყობი სათამაშოები ოთახში გაუტანა. სამსახურში დარეკა, რომ ვერ მივიდოდა....დემეტრეს ცოტა დააგვიანდა და ძალიან ანერვიულდა, მერე მაია მოვიდა და ცოტა დაამშივიდა...-კარგი ელენე ასე ნუ ნერვიულობ, ბიჭია სადმე გავიდოდნენ.-მაი კარგი რა ამ ბოლო დროს ცოტა აურია დემეტრემ, სკოლაში დაეძაბა ურთიერთბა, აღარ მიყვება რაღაცებს, არც მინდა, რომ ძალიან ჩავაცივდე და ყველაფერი მითხრას, ვიცი არაა საჭირო მაგრამ მერე ვეღარ ვისვენებ.-იმაზე რა ხდება? აათამაშა თვალები მაიამ.-რაზე? ვერ მიხვდა ელენე.-იმ ქალბატონზე, ლიკატერინეზე, როგორაა მომავალი დედა?-მაიკო ნუ ამბობ ესე..-რას ნუ ვამბობ, ძალიან თავხედია, შენ კი შტერი.-მაია!-ნიკა ახლა შეიცვალა, ახლა შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო, შენ კიდე არაფერი გააკეთე, წმინდანივით ნუ იქცევი რა ცოტა უნდა გაინძრე, მინიმუმ როგორც ის მოგექცა ისე მაინც უნდა მოექცე.-ხო არ გაგიჟდი, ქალი ფეხმძიმედაა, მე ხომ მაინც ვიცი როგორი რთული პერიოდია, რა უნდა გავინძრე.-მე ახლა არ გეუბნები, მანამ ფეხმძიმედ იქნებოდა მანამდეც კდემამოსილება იყავი.-გაჩუმდი გთხოვ, არ გაიგონონ ბავშვებმა.-არ უნდა გაგეშვა! ნიკა არ უნდა გაგეშვა, ან როცა შეიძლებოდა უნდა მიგეცა უფლება დაგბრუნებოდა..-როგორ დამბრუნებოდა როგორც იმისი ქმარი? მაპატიე, მაგრამ ამას სიკვდილი მირჩევნია.-ხო და იყავით ისე! შენ აქ გადასარევად ის იქ უბედნიერესი, მოგებული მხოლოდ ლიკატერინეა.-მაია რა გინდა გამაგებინე, ახლა რამეს შევცვლი? ვერა ხომ? ამიტომ ნუღა ვილაპარაკებთ ამაზე, არაა საჭირო ერთად ვიყოთ, მე ახლა უფრო მეტად ვარ ნიკასთან ახლოს ვიდრე ამ 10 წლის განმავლობაში. და ამის გამო ბედნიერი ვარ დარწმუნებული ვარ ისიც....-წარმომიდგენია ნიკა როგორი გახარებულია, აი წარმომიდგენია, პლატონური სიყვარული 37 წლის ასაკში აი სულ ამაზე ოცნებობდა ჩვენი მენაბდე.....სიმწრით ჩაიცინა მაიამ.-ამაზე ვილაპარაკეთ, მართლა ასეა, ჩემში სულ ერთად ვიქნებით ზღვისპირა სახლში, შორს ყველაფრისგან, მე ნიკა და ბავშვები, სულ..ჩემთვის ესეც საკმარისია, ყველაფერზე მეტია..-უკაცრავად სად? სიზმარში, წარმოსახვაში? ილუზიაში? რად გინდა ესე ელენე, დრო ხომ იცი, რომ ცოტა გაქვთ, რატომ ვერ ახტები რაღაცებს, ნუთუ ეგ პრინციპები გირჩევნია, მაშინაც როცა წარმოიდგენ, რომ შეიძლება ვეღარასოდეს ნახო, იმან ვეღარ გნახოს, ისევ იმ მოშორებულ ზღვისპირა სახლზე ფიქრობ? შენ იჯექი იმ სახლში და ალაგე, ხომ იცი ნიკას არ უყვარს არეულობა..-მაია დამცინი?-არა, გული მტკივა უბრალოდ....თუმცა შენ როგორც გინდა ისე ჩათვალე. ისე იქცევი თითქოს ჩვეულებრივ სიტოაციაში იყო თითქოს ეს ავადმყ....-გაჩუმდი, მაია გაჩუმდი, მეც ვიცი, მეც მახსოვს, მაგრამ ნუღა მახსენებ.....თამაშისთვის მთელი სკოლა ემზადებოდა, დემეტრე, ცოტნე და ერეკლე ძირითადში იყვნენ, სკოლის დირექტორისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართელოს მთელ ტერიოტორიაზე ტარდებოდა შეჯიბრი და გამარჯვებული ქვეყნის პირველი სკოლა იქნებოდა ფეხბურთში. ლევანიც ნაკლებად აწუხებდათ, სკოლამ თითქოს ამოისუნთქა. ისე დაღლილი იყო ყიფიანი სურვილიც აღარ ჰქონდა ზოგჯერ რაღაცები ემტკიცებინა, თუმცა მაინც არ თმობდა პოზიციებს.-დღეს ლევანიკომ, მაგრა დააგვიანა, შევიდა თამაზი ნიკასთან, ნიკას სახე ისე ეცვალა თითქოს ახლა უთხრეს ამერიკის ჯარები ავღანეთში შევიდნენ და კონტიგენტს საქართველოს ხარჯზე ზრდიანო. ფეხზე წამოდგა და უთქმელად წავიდა გასახდელებისკენ.... ლევანი მშვიდად იცვლიდა ფორმას.-გამარჯობა!-ვაა, იკადრე!!!!!-შენ რამე ხომ არ გეშლება? შენ მე აქ ისე დამელაპარაკები როგორც უფროსს და ერთი ადგილი დააყენე! ენას ზედმეტად ნუ დაიგრძელებ! ლევანი გაშრა...-კარგი ბოდიში! რაღაც მოტეხილი ეჩვენა ყიფიანი და ვერ მიხვდა რატომ.-დააგვიანე!-ვერ შევძელი მოსვლა!-ხელფასი ჩამოგეჭრება..-ძალიან გთხოვ არა, ახლაღა იგრძნო ბავშვის ხმა ყიფიანისგან.-რატომ დააგვიანე? შენი ნიშნებიც არაა დამაკმაყოფილებელი! ეს უკვე პირობების დარღვევაა ბატონო ლევან!-არ დამიკავო ხელფასი, უფრო მეტს ვიმუშავებ, ისიც რომ დაგიბრუნო და მეც რომ დამრჩეს, თუ შეგეძლება რამდენიმე თვე ისევ ვიმუშავებ თუ გინდა ნახევარ ხელფასზე.-ყიფიანი რამე მოხდა? რა შარში გაყავი თავი!-არაფერი, უბრალოდ ახლა ფული ძალიან მჭირდება თან აქ კარგად მიხდიან.-კარგი შეგიძლია გააგრძელო, მაგრამ დღეის დაგიკავდება! ნიკა შეუბრუნებლად გამოტრიალდა.იმ დღეს გვიანობამდე იმუშავა ყიფიანმა, თითქმის ყველაფერი გააკეთა რაც ევალებოდა და რაც არ ევალებოდა, ნიკამ წასვლისას რომ გადაამოწმა ისევ იქ იყო ცოტა დაიბნა, ერთ ერთ საშხაპეში იყო და საღებავით დასვრილ კაფელს წმენდდა.-ისევ აქ ხარ? ლევანი შეკრთა...-ამასაც მოვრჩები და წავალ, ნუ გეშინია არაფერს გავაყოლებ ხელს, უკვე ვიცი ყველაფერს იმახსოვრებ!-მაგიტო არ გეუბნები, შენ სასწავლი არაფერი გაქვს? სკოლა რა გგონია სამსახური არაა?-მოვასწრებ.-უკვე რვა საათია, სახლში 10 მდე ვერ მიხვა, და რომელზე?-ასე ძალიან რატომ გაინტერესებს ჩემი სწავლა!-შენი სწავლა არ მაინტერესებს, მაგრამ არ მინდა შენს გამო ვინმემ ბრალი დამდოს არასრულწლოვნის იძულებით შრომაში. ამიტომ სკოლის ნიშნებს მიხედე, უკვე მერამდენედ გეუბნები. „აუ ნეტა თავს დამანებებდეს“ ჩაიდუდღნა ყიფიანმა.-მიდი გამოიცვალე მე გაგიყვან სახლში. ლევანი დაიბნა..-გელოდები ცოტა დრო მაქვს მიდი.. უკვე ღამის თბილისში იყვნენ მანქანით, ლევანი ისე დაღლილი იყო ვერ ლაპარაკობდა..-მე არ მინდა ესე გადაიღალო.-თქვენი ბრალი არაა, მე მინდოდა, დღეს ისედაც დამაგვიანდა....-ძალიან შეცვლილი ხარ და მითხარი თ რამე შეგემთხვა, სკოლაში რამე ხომ არ მოხდა?-არაფერი....-იცი დღეს ჩემთან წავიდეთ, წყნეთში, ცოტა ხნით, რაღაც საქმე მაქვს და მერე მიგიყვან სახლში..ლევანს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია....მენაბდეების მთავარ სახლში უკვე ბუხარი დანთებულიყო, ნიკა სახლში მისვლას სულ გაურბოდა და ამიტომ თავთანაც რომ არ ყოფილიყო მტყუანი ათასხვაგვარ საქმეს იმიზეზებდა, ლიკაც არ აწუხებდა ძალიან. სახლის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ყველაფერი გემოვნებით იყო, უზარმაზარი შესასვლელი, მინიმალისტური სტილი, ბუხარი, სიმშვიდე და თბილი სუნი....-დედა სად ხარ, სახლში დაიძახა ნიკამ. მათე და ბარბარე გამოვიდნენ სამზარეულოდან, რაღაცაზე იცინოდნენ, ნიკას ბარბარესთის არ შეუხედავს მათეს დაუძახა....მაიამ თავი მოიკლა სუფრა გაუშალა სტუმარს, მათეც თბილად ექცეოდა, რას წარმოიდგენდა მის შვილსაც თუ ეს ბიჭი აწვალებდა, ნიკას არც უთქვამს....სანამ ხაჭაპური მთლიანად არ შეაჭამა მაიამ მანამ არ მოისვენა, ლევანს უკვე მეტი აღარ შეეძლო, დემეტრე ოთახიდან ერთხელ გამოვიდა, სტუმარს მიესალმა, ნიკამ გაუღიმა, უფრო იმიტომ მივიდა, რომ მამამისს სინდისის ქენჯნა არ ეგრძნო.....ბარბარე და მათე ისე ძალდაუტანებლად, მხიარულად და თბილად ელაპარაკებოდნენ ლევანს, რომ დაძაბულობა მთლიანად მოეხსნა. წამოსვლისას იგრძნო, რომ დაღლილიც აღარ იყო..-ძალიან კარგი ოჯახი გყავს, ხომ არ ელოდნენ სტუმარს, მაგრამ არც შეუმჩნევიათ რამე უხერხულობა...-ხო, ეგ დედას დამსახურებაა, სულ ფაციფუცობს, ჩემი მეგობრებთან ერთად სულ იქ ვიყავით, არავინ გრძნობდა უხერხულობას. .-ხო, მეც არ მიგვრძნია... -შენ არ მიგყავს ხოლმე მეგობრები შენთან, ლევანმა თავი დახარა..მენამდეს სულ უნდოდა მასთან მეგობრებზე ლაპარაკი. -არა მე არა. -რატომ როგორ გეკადრება თუ წამოგაძახებენ? -არა მე შემრცხვებოდა ჩემს სახლში ვიღაცის მიყვანა, თქვენი კი ძალიან ლამაზია....ახლა იმდენად უცნაური შეგრძნება ჰქონდა ნიკას, ისეთ უცნაური, ვერც გამოხატავდა, თითქოს საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ადამიანები არიან ადამიანები და ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველა მართალია თავისებურად, ყველა იმსახურებს დაფიქრებას და მხოლოდ ამის მერე განსჯას. -ხვალე არ დააგვიანო, მშვიდად უთხრა და სახლისკენ მოატრიალა მანქანა. ავტორი:sarah |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.