ზედმეტად სექსუალური -5-
ქალს თვალები გაბრაზების ნიშნად აუელვარდა,სახეზე წამოწითლდა და ხელები ისე ძლიერ მომუშტა ლამის კანი გაიკაწრა. -აქ რას აკეთებ?!-კბილების ღრჭიალით ჰკითხა კაცს და მზერა გაუსწორა. -შენ დაგავიწყდა როგორც სჩანს, რომ, ჩვენ ერთობლივად უნდა გამოვიძიოთ ეს საქმე.შენ არამარტო ჩემი პრიორიტეტები და პროფესიაონალიზმი არამედ ჩემი ღირსება გაიგე ფეხქვეშ და მარტო მოქმედებ თაგვივით!-განრისხებულმა უპასუხა კაცმა. -აჰა!და ალაბათ შენ გაბრაზებას კოცნით გამოხატავ...-ჩაიქირქილა ქალმა და ამაყად გაიჯგიმა. -კოცნაზე შემდეგში ვისაუბროთ,ახლა კი საქმეს მიხედოთ-თქვა კაცმა და სიბნელეში გაუჩინარდა.ადელას ელდა ეცა,ყველაზე ნაკლებათ ელოდა მაქსიმეს აქ და ამ ვითარებაში,ღრმად ჩაისუნთქა და კაცს უკან აედევნა. დიდი სიფრთხილით შეიპარნენ შენობაში,თუმცა იმედები გაუცრუვდათ იქ არავის კვალი ჩანდა.ქალს გულმა რეჩხი უყო,იმედები გაუცრუვდა და გამწარებული გავარდა გარეთ,სიბრაზე,ტკივილი ყველაფერი ერთად აუბუყბუყდა მუცეში და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,თუმცა გონს მალევე მოეგო ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შენობაში შებრუნდა. -გაგვასწრეს-ბრაზიანად ჩაილაპარაკა კაცმა. -მართალიხარ,მაგრამ ყოველთვის ვერ დაგვიძვრებიან ხელიდან-გესლიანად ჩაიქირქილა ქალმა და მაქსიმესთან ერთად დატოვა შენობა... *** ქალი გამთენიისას მივიდა სახლში,ყავა მოიდუღა და ფანჯარასთან ჩამოჯდა.უკვე იმდენი საფიქრალი ჰქონდა არ იცოდა როგორ მოდუნებულიყო.გადაწყვიტა მის ბავშვბის მეგობართან ალისიასთან დაერეკა და მასთან შეხვედრით მაინც გადაეყოლებინა გული.ყავის ჭიქა ბოლომდე გამოცალა და სააბაზანოში შევიდა,ჯაკუზიში იასამნის სურნელოვანი ზეთი ჩაასხა და თბილ წყალში ჩაწვა.უნებლიეთ აეშალა მაქსიმეზე ფიქრები,მისი ვნებით სავსე ტუჩები გაახსენებისას ტანში უნაურმა ტალღამ დაუარა,ერთხანს თვითონვე შეეშინდა კაცის მიმართ სწრაფვაში რომ გამოიჭირა თავი,თუმცა გული მაინც მისკენ მიილტვოდა და უცნაური გრძნობებით ხუნძლავდა ქალწულის გულს.ის მხოლოდ ოცდა-ოთხი წლისა იყო და კაცზე სერიოზულად არც კი შეუხედავს,სიყვარულს მხოლოდ წიგნებიდან იცნობდა ლამაზი ფრანგული რომანებიდან... ცივმა წყალმა შეახსენა რომ დრო იყო ამოსულიყო,თეთრი,ფუმფულა პირსახოცი მჭიდროდ შემოიკრო სხეულზე და სააბაზანო დატოვა.საათმა ცხრას მოატანა და ადელაც იძულებული გახდა სამსახურში წასასვლელად მომზადებულიყო.თავს შეუძლოდ გრძნობდა,იმედგაცრუებულად... გარდერობთან დიდხანს არ გაჩერებულა,კარადიდან შავი კაბა-კოსტუმი გამოიტანა და უხალისოდ მოირგო ტანზე.თმები ცხენის კუდად შეიკრა,მსუბუქი მაკიაჟი,სუნამო და მზად იყო.სახლის კარები ნაჩქარევად გამოხურა და სწრაფად დაეშვა კიბეზე. *** კაბინეტში დაგვიანებით შევიდა,გზაში ნაყიდი ყავა მაგიდაზე დადგა და სავარძელში ჩაეშვა. "დვიღელე" გაიფიქრა გულში და საქმეს შეუდგა.არცერთი ზემდეტი ყურადღება,არცერთი სიტყვა დასცდენია მაქსიმესთან,გაბრაზებული იყო ქალი თვლიდა მაქსიმემ ჩაუშალა გუშინდელი გეგმა და დაბდღვერილი მუშაობდა თავის აუღებლად. -ადელა ბატონი ბესო თავისთან გიხმობთ.-კაბიმეტში შემოსულმა ბაიამ ღიმილით უთხრა ქალს. -რა ხდება?-იკითხა გაკვირვებულმა და ფეხზე წამოდგა. -არ ვიცი...-უცნაურად ჩაიცინა ქალმა და ადელას წინ გაუძღვა.ადელას გულში რაღაცამ უცნაურად გაჰკრა,ცუდად ენიშნა ეს ვიზიტი თუმცა სიძლიერეს მოუხმო და ყალბი ღიმილით შეაღო კაბინეტის კარები. -შემოდი შვილო... -მოხდა რამე?-იკითხა ქალმა და სავარძელში მოკალათდა. -ჰო,გავიგე მარტო,ჩუმად მუშაობ...ხომ იცი ეს არ არის მიზანშეწონილი და... -მოიცადეთ!ეს ვინ გითხრათ?-წამოენთო ქალი. -ამას მნიშვნელობა არ აქვს,მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პროფესიონალიზმში ადელინა,თუმცა გიკრძალავთ მარტო მოქმედებას.ეს პირველი გაფრთხილებაა!-მიუგო კაცმა. -დიახ,დიახ-ეჭვნარევად გადახედა ქალმა კაცს და კაბინეტი გაცეცხლებულმა დატოვა. მაქსიმე საბუთებში იყო ჩაფლული როცა ოთახში თვალებანთებული ადელა შემოვარდა.ქალი პირდაპირ მის მაგიდასთან გაჩერდა და კაცს სახე ახლოს მიუტანა: -რა თამაშს თამაშობ მაქსიმე?-მასიმალური სიმშვიდით მიუგო ქალმა. -რას გულისხმობ? -თავს ნუ ისულელებ!-აიფოფრა ქალი. -გამაგებინე რა მოხდა?-წყობლილებიდან გამოვიდა კაცი და ფეხზე წამოდგა. -აჰ,თურმე რა მოხდა! რატომ უთხარი ბესოს რომ გუშინ მარტო ვიყავი საქმეზე წასული?-იკითხა ბრაზმორეულმა ქალმა და ხელები მომუშტა. -მე არაფერი მითქვამს-თქვა სახე ალეწილმა კაცმა. -კარგი ერთი,მაშ ვინ უთხრა?განა სხვამ იცოდა? -არ ვიცი,ვინ რა იცოდა თუმცა მე მაგ საქმეში სუფთა ვარ და ტყუილად ცილს ნუ მწამებ!-გაღიზიანდა მაქსიმე. -ჯანდაბა სხვა ვისზე ვიფიქრო!თანდათან ვრწმუნდები ჩემს აზრზე... -მოიცა რაში რწმუნდები?შენც იმაზე ფიქრობ რაზეც მე?-იკითხა კაცმა და ადელას მიუახლოვდა. -ანუ შენც იმაზე ფიქრობ რაზეც მე?მთლად ელარჯიც არ გქონია ტვინში.-გესლიანად მიუგო ქალმა და უკან სვლით დაიწყო სიარული.-ელარჯი არა?ერთი სული მაქვს მაგ იზოლირებულ გულს როდის დავიბყრობ... -მაგის იმედი არ გქონდეს.-ამოისისინა ქალმა კაცის სიახლოვით დაბნეულმა. -ესეიგი,შენც ფიქრობ რომ მაგ ბანდას აქ ჰყავს თავისიანი?-იკითხა კაცმა. -კი არ ვფიქრობ ზუსტად ვიცი! -მაშ ერთად მოვძებნით-ამოიჩურჩულა კაცმა და ქალის ბაგეებს მოწყურებულად დაეწაფა. -ეს რა წესია...-ამოიჩურჩულა ქალმა და ხელები კისერზე შემოხვია. -ჩემს წესებს მალე გაგაცნობ,ცოტა მადროვე ზედმეტად სექსუალურო-ყურთან უჩურჩულა კაცმა და კაბინეტიდან გავიდა. -იდიოტი-ჩაიფრუტუნა ქალმა ღიმილით და მაგიდას მიუჯდა. პირველ რიგში ბოდიში რომ დავაგვიანე,ალბათ შეცდომები მრავლად შეგხვდებათ და კარგი იქნება თუ მიმითითებთ რომ გამოვასწორო... და კიდევ,მადლობა ვინც კითხულობთ და მამხნევებთ,ბიბოს,უჩვეულოს,ზაკს განსაკუთრებული მადლობა ჩემგან მახარებს თქვენი კომენტარები. უყვარხართ მარიამს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.