სოფლელი სანდრა მინდა მეე?(8)
რიჩარდი და ანა ერთ-ერთ კლუბში ისხდნენ და სვამდნენ რიჩარდი საკუთარ თავს ლანძღავდა რომ იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა,იმედი არაფრის,ანა ამშვიდებდა,მერე ამასაც შეეშვა და მასთან ერთად სვამდა ოღონდ ნაკლებს,სახლში ვინეს ხომ უნდა მიეყვანა იცოდა რომ ძალიან დათვრებოდა.ასეც მოხდა იმდენი სვა საკუთარი სახელიც აღარ ახსოვდა მგონი,მაგრამ ის საშინელი გრძნობა ორგანიზმს რომ უწამლავდა ისევ ახსოვდა,რომ დასცინოდა,მიწასთან ასწორებდა -ანა.. -ჰოუ -ახლა რა უნდა ვქნა? -ახლა რომ გითხრა ყველაფერი კარგად იქნება მეთქი მაინც არ დამიჯერებ და ჯობს ახლა სახლში წავიდეთ და გამოვიძინოთ ხვალ გეტყვი რაც უნდა ქნა -არა არ მინდა,საერთოდ არაფერი მინდა -ოო რიჩარდ არ გინდა წამო რა ანა და რიჩარდი ერთმანეთს ეკიდემოდნენ სახლამდე ძლივს მივიდნენ,ეგონა ეგრევე დაეძინებოდა მაგრამ მთელი ღამე არ ეძინა რიჩარდს.განა რამეზე ფიქრობდა ?არა.უბრალოდ სხეულში დატრიალებული გულის ამრევი გრძნობა არ აძლევდა ძილის საშუალებას.გრძნობა დამცირებას,გამასხარავებას,ეს არაფერი იყო მთავარი სიყვარული იყო,ამ ყველაფერთან ერთად სიყვარულიც რომ ტრიალებდა მასში ეს აგიჟებდა.როგორ შეეძლო ყვარებოდა გოგო რომელსაცსხვა უყვარდა.მთელი ცხოვრება სხვა, ის სხვა უყვარდა. დილით თავაგასიებულს გაეღვიძა სულ 2 საათი ეძინა და რა თქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი.მისაღებში ძლივს გავიდა წყლის დასალევად ანაც იგივე მდგომარეობაში დახვდა წყლის ბოთლი შუბლზე მიედო და ოხრავდა -როგორ ხარ? -თავი მისკდება -გამაკვირვე გუშინ იმდენი დალიე თავი რომ გაბია ეგეც მიკვირს ხო ერთი დეტალი,იმ დროის განმავლობაში რაც სანდრა თბილისში დაბრუნდა ანა და რიჩარდი კი ერთად ცხოვრობდნენ რიჩარდმა ქართულად ლაპარაკი დაიწყო.ხომ წარმოგიდგენიათ 1 თვეში ნასწავლი ქართული რა იქნებოდა.მაგრამ ანას კი აგებინებს ყველაფერს,თვითონაც კარგად ესმის,ინგლისურად უკვე აღარ ლაპარაკობენ.არ ვიცი ასე რატომ გადაწყვიტა მაგრამ ფაქტია ახლა ქართულად ეწუწუნება ანას -მიშველე რა გთხოვ -შენ ბორჯომი არ გაგისინჯავს ხო? -არა და რა არის? -აი დალიე და გეშველოს იქნებ...მე წავალ და რამე საჭმელს ამოვიტან -შენ რა ახლა ჭამის თავი გაქ? -ხო აბა მშიერი ხო არ მოვკვდები,ისე შენ როგორ ხარ? -იმის კვალობაზე რომ გუშინ,შენ როგორ იცი ხოლმე?კატოკით გადამიარეს თუ რაღაც,თავს კიდე კარგად ვგრძნობ -არა რა ძაან მალე აითვისე ქართული,წავედი და მალე მოვალ. რიჩარდი წყალს სვამდა როგორც ჩანს ესიამოვნა.დივანზე იყო გადაწოლილი და თვითონაც არ იცოდა რაზე ფიქრობდა.ეცინებოდა,ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს წარმოიდგენდა რომ იქნებოდა.კაცი რომელსაც არასროს არავინ ყვარებია და თან ყველა უყვარდა,ერთდღიანი სიყვარულით,ყველა ვნებიანი ქალი უყვარდა ერთი ღამით,მაგრამ ასე არასდროს ყვარებია.ეს ალბათ ახალი სამყაროს სენია უსიყვარულობა გვაწუხებს ჩვენ.კარის ხმა რომ გაიგო გაუკვირდა ასე მალე როგორ დაბრუნდაო. -რა მალე მოხვედი დაფრინავ? გაოგნებული უყურებდა სანდრა,არ ელოდა მის იქ ნახვას,ან ელოდა მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ რიჩარდი ქართულად მოსაუბრე დახვდებოდა.ცრემლები წამოუვიდა,ადამიანი რომელიც სიგიჟემდე უყვარდა ქართულად ლაპარაკობდა.როგორ უნდოდა თვითონ ესწავლებინა ქართული,მან კი უმისოდ ისწავლა,სანდრას გარეშე დაიწყო ქართულად ლაპარაკი.პასუხი რომ არ გასცა რიჩარდმა ძლივს წამოსწია თავი და ლამის გაგიჟდა სანდრას დანახვაზე.იგრძნო რომ თითოეული კუნთი დაეჭიმა,ბრაზისგან და მონატრებისგან ყველაფერი ასტკივდა,მაგრამ არ შეიმჩნია. -შეენ? -როდიდან ლაპარაკობ ქართულად? -რა იყო რატომ დაინტერესდი? -არაფერი უბრალოდ გკითხე,გუშინდელზე მინდა გელაპარაკო -გუშინ რამე მოხდა? სანდრა დაიბნა,კარგად დაინახა როგორ გაბრაზდა გუშინ რიჩარდი ახლა კი ძალიან მშვიდად გამოიყურება და იმასაც კი ვერ ხვდება რაზე აქვთ სალაპარაკო.ახლა სანდრას ეჭიმება ყველაფერი.აბა ის გამოხედვა რა იყო გუშინ რომ დააჯილდოვა რიჩარდმა?აბა რატომ ჩამოვიდა თბილისში თუ არ ჰქონდათ სალაპარაკო?საშინლად გაბრაზდა.ანუ გუშინ არაფერი მომხდარა? -შენ ბარში იყავი,და რაღაც არასწორად გაიგე -სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რას მეუბნები სანდრა,ხო გუშინ ბარში ვიყავი მაგრამ რა გავიგე არასწორად? -ჩემი და ალექსანდრეს საუბარი -აჰ გამახსენდა,ალექსანდრე,ხო იქ დაგინახეთ მაგრამ მე შეყვარებული წყვილის საუბარი ნამდვიალდ არ მომისმენია -ჩვენ არ ვართ შეყვარებულები.შენ არასწორად გაიგე -მე არაფერი გამიგია მეთქი და თუ დაშორდით ვწუხვარ რიჩარდი გაბრაზებული გავიდა მეორე ოთახში,რომ სცოდნოდა თავის სახლში იყო ყველაფერს დალეწავდა.ეყო უტიფრობა და მასთან სალაპარაკოდ მივიდა.თურმე შეყვარებულოები არ არიან.კი როგორ არა სჯერა მისი. სანდრა მალე თუ არ წავა თავის შეკავებას ვეღარ შეძლებს.როგორც ჩანს ამას სანდრაც მიხვდა და სწრაფად გაიქცა ბინიდან,კარში ანა შეხვდა მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთხრა ისე გავარდა.რიჩარდიც იგივე მდგომარეობაში რომ დახვდა გაეცინა. -რა იყოთ დაჭამეთ ერთმანეთი? -გამაგიჟებს ეს გოგო,აზრზე ხარ შეყვარებულები არ ვართო -მერე რა? -აბა ის სიყვარულის ახსნები რა იყო გუშინ? -ის არ იყო სიყვარულის ახსნა და შენ ეს კარგად იცი -არაფერიც არ ვიცი როგორ არა ყველაფერიც იცოდა.მაშინვე დაუჯერა როცა უთხრა შეყვარბეულები არ ვართო.მაგრამ ფაქტი ხომ არსებობს მან ხომ დაინახა და გაიგონა არა?მან ხომ არ იცოდა რომ ხანდახან საკუთარი თვალით დანახულს და ყურით მოსმენილსაც კი არ უნდა დაუჯერო.გრძნობდა თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ მისი სჯეროდა.იცოდა რომ ალექსთან არც ერთ ვარიანტში არ იქნებოდა,ოღონდ გუშინ ამაზე ნამდვილად არ უფიქრია,არც ქონდა ფიქრის თავი მარტო დალევა უნდოდა.დღეს მიხვდა რომ ის აქ ყველაფრის ასახსნელად მოვიდა,მაგრამ რა კარგია,ჯერ გული გაუხეთქო და მერე ბოდიში მოუხადო?თუმცა ბოდიშის მოხდას არც აპირებდა სანდრა.უბრალოდ უნდა ეთქვა რომ ყველაფერი არასწორად გაიგო.ამას თვითონაც კი მიხვდა როცა ანამაც დაარწმუნა რომ შეუძლებელი იყო ერთად ყოფილიყვნენ.მერე ისიც მოუყვა რა მოხდა გუშინ ღამ.სანდრას ყველაფერი მოაყოლა და მერე რიჩარდს უთხრა რომ დამშვიდებულიყო.მართალია დამშვიდდა მაგრამ არ აპირებდა სანდრასთან დალაპარაკებას,ჯერ ყოველშემთხვევაში.თვითონ თუ ამდენი იწვალა ცოტა სანდრაც გაწვალებულიყო.გაგიკვირდებათ და საქართველოში გატარებული ერთი თვის მერე უკვე გამართულად ლაპარაკობდა ქართულად,ვერ ვიტყვი ქართველისგან ვერ გაარჩევდი მეთქი მაგრამ ისეთი სასაცილოდ აღარ გამოსდიოდა როგორც ადრე.ამ ერთი თვის მანძლზე ყოველდღე ფიქრობდა სანდრაზე და უკვე შესწავლილი ქალაქის წყალობით ყოველდღეც ხედავდა,მაგრამ არაფერი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით რის გამოც აქ ჩამოვიდა.ანასთან ხშირად ხედავდა მაგრამ არაფერს იმჩნევდა. -ანა სად ხარ? -რა იყო რატო მირეკავ? -არაფერი ისეთი რაღაც მოვიფიქრე და სახლში მალე მოხვალ? -მოვდივარ უკვე -მარტო ხარ? -არა კაცები მომყავს სახლში -გოგოო -ეე მარტო ვარ ხო და მოვალ 20 წუთში ანამ ცოტა დაიგვიანა,რიჩარდი წინ და უკან დადიოდა,რას ელოდა ასე ნეტავ,კარი რომ გაუღო არ აცადა პიჯაკის გახდა ოთახში შეიყვანა -რა მოგივიდა ადამიანო -ვიფიქრე და ასე ჯდომა აღარ მინდა,ქართულიც ვიცი და თბილისიც ვისწავლე -მერე? -რა მერე გოგო,სამსახურის დაწყება მინდა განა უბრალოდ ის გაუხარდა რომ სამსახურს იწყებდა,არა.ის გაუხარდა რომ საქართველოში აპირებდა მუშაობას.ეს კი იმას ნიშნავდა რომ აქ დარჩებოდა,ჯერ ყოველშემთხვევაში.ანა სულ ელოდა როდის იტყოდა რიჩარდი რომ ინგლისში ბრუნდებოდა.ერთთვიანი შვებულება როცა დაუმთავრდა იმ დღით განსაკუთრებით მოწყენილი იყო ანა,რიჩარდმა რომ უთხრა წამოვედიო სიხარულით ცას ეწია.ახლა უბედნიერესი იყო.სანდრა და რიჩარდი მალე რომ მოგვარდებოდნენ იცოდა.უბრალოდ კატა თაგვობანას რომ თამაშობდნენ ეგეც იცოდა და ერთობოდა მათი შემყურე.იმაშიც დარწმუნდა რომ რიჩარდი თბილისში რჩებოდა.სახლში შიშით აღარ შევა,იმის შიშით რომ რიჩარდი იქ აღარ დახვდება. -ეი ანა... -... -შენ მგონი ემოციები გაქ არეული,უნდა გადავტვირთოთ.სამსახურიდან რომ წამოვედი ჭკუაზე არ იყავი სიხარულით და რომ გეუბნები დაწყება მინდა მეთქი ენა ჩაგივარდა -გამიხარდა ბიჭო გამიხარდა ანა ზურგზე მოახტა და აიძულა დატრიალებულიყო. -ღმერთო რა მაგარიაა,ახლა აქ დარჩები -წასვლას არც ვაპირებდი რომ იცოდე.აი ასე უნამუსოდ შემოგეკედლე და არსადაც არ მივდივარ -უნამუსოო,აუ რა მაგარია აზრზე ხარ?სახლში რომ შემოვალ აღარ შემეშინდება რომ შენ არ იქნები,ოხ აქამდე გეთქვა? ანა გიჟივით იცინოდა,რიჩარდმა ჩამოსვა და დივანზე დასხდნენ -ანა -რა? -შენ ფიქრობდი რომ ერთ დღესაც აქ არ ვიქნებოდი? ანამ უხმოდ დაუქნია თავი,რიჩარდს გაეღიმა.არასდროს არავის თვალებში არ დაუნახავს სითბო მზრუნველობა და სიყვარული,მშობლების გარდა.მეგობრებიც იმიტომ ყავდა რომ ასე იყო საჭირო.ყველა ერთმანეთის გამოყენებაზე ფიქრობდა.ანას თვალებში კი გულწრფელი სიყვარული დაინახა.სუფთა მეგობრული სიყვარული.სანდრასთან არასდროს რომ არ ყოფილიყო ანას მაინც არ მიატოვებდა.სულ მის გვერდით იქნებოდა დიახ გადაწყვეტილი ჰქონდა რომ საქართველოში დარჩებოდა. -ასე აღარ იფიქრო კარგი?ჯერ ერთი არასდროს მიგატოვებ და მეორე თუ წასვლას გადავწყვეტ ამაზე შენ პირველი გაიგებ....და კიდევ მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ ანა ისევ მოეხვია და ცეკვა ცეკვით გავიდა თავის ოთახში.არც ისე დიდი ხანი დასჭირდა რიჩარდისთვის სამსახურის პოვნას,ვის არ ენდომებოდა ასეთი სპეციალისტი?თან იმ კომპანიაში უკვე მეორე იყო ვინს ინგლისიდან ჩამოვიდა და იქაური გამოცდილებით დაიწყო მუშაობა,ეს აშკარა წარმატებას უქადდა კომპანიას,ვინ იყო ის მეორე?დიახ დიახ,მეორე სანდრა იყო,ყველაზე მაგარი გოგო მყავს მე,ხო ანას ვგულისხმობ აი ასე დავისაკუთრე და არც ისაა წინააღმდეგი,ყოველ ჯერზე ვრწმუნდები რომ სასწაულებს ჩადის,აი მაგალითად სანდრას სახის შეხედვისას როცა ახალი თანამშრომლის გასაცნობად დაიბარეს და რიჩარდი წარუდგინეს,როგორ არ ვიტყოდი რომ ჩემი ანა სასწაული ქალია.ჩვეულებრივი სასწაული,არა არა ჩვეულებრივი არა,ქართული სასწაული.სანდრაზე ვყვებოდი,ფერები გადაუვიდა გაღიმებული რიჩარდი რომ დაინახა,არც რიჩარდმა იცოდა რომ სანდრა იქ მუშაობდა,აი ამიტომაა ჩემი გოგო სასწაული,ყველაფერი ისე გააკეთა ვერც ერთმა გაიგო,რიჩარდის საბუთები იმ კომპანიაში გაგზავნა სადაც სანდრა მუშაობდა,ვინ იტყოდა მასზე უარს?რიჩარდს გაეღიმა სანდრას აწითლებული სახის დანახვისას პომიდორს გავდა,ლოყები საყვარლად დაებრაწა.დაბრაწვა მაშნ უნდა გენახათ სანდრამ რომ შემაჩნია როგორ ეპრანჭებოდა რიჩარდს ერთი ძალიან გაპრანჭული თანამშრომელი,რომელსაც როგორც სანდრამ გაიფიქრა აშკარად ზედმეტი ჰქონდა რამდნეიმე კბილი,ერთი ბღუჯა თმა და კიდევ შეიძლება ის ტანსაცმელიც შემოეხია,თავი რომ არ შეეკავებინა,ვითომ გაცნობა მალე მოამთავრა და ოთახიდან გაიქცა. -ბატონო ნიკო ახალი თანამშრომელი გავიცანი შეიძლება წავიდე? -თქვენ რა ერთმაენთს არ იცნობთ? -უკაცრავად -იგივე კომოპანის დახასიათება აქვს როგორიც შენ -შევხვედრილვართ სანდრამ თვალები დაუბრიალა რიჩარდს და ოთახიდან გავიდა.რიჩარდს უკვე გადაუარა გაბრაზებამ ყველაფერი გაიაზრა და შურისძიების გეგმასაც სახავდა,ასე ადვილად არ აპატიებდა ცოტა ხომ უნდა ეწვალა.სამსახური ძალიან მოეწონა თანამშრომლებიც სულ თვალებში რომ შესციცინებდნენ,განსაკუთრებით აი ის ზედმეტი რაღაცები რომ აწუხებდა.სანდრა სულ მოუსვენრად იყო,საქმეს ყოველთვის კარგად რომ აკეთებდა ახლა ვერაფერს დაუდო გული.სულ თვალებშ ეჩხირებოდა რიჩარდი და ის,მგონი ლიკა.საშინლად უნდოდა ხელები დაემტვრია იმ გოგოსთვის.არ იყო არა და მახინჯი.მარა ქალებს რას გაუგებ,მათ ტერიტორიაზე თუ გადახვალ გადარჩენის შანსი ნული გაქვს.სანდრა გაგიჟებული გავარდა სამსახურიდან,ანასთან წავიდა ეგრევე იცოდა ვაჟბატონი სახლში რომ არ იყო -ანა უნდა მიშველო -რა იყო? მშვენივრადაც იცოდა რაც იყო და სიცილს ძლივს იკავებდა -რა იყო და დილით ნიკომ რიჩარდი გამაცნო ანამ აღარ დაამთავრებინა და სიცილით უთხრა -ჩვენი რიჩარდი?ხო იცნობ კაცო -მეცინება ახლა მეე?ჩემთან დაიწყო მუშაობა,ყველას ისე მოეწონა განსაკუთრებით ლიკჩოს,ახლა სულ თვალში უნდა გამეჩხიროს სანდრა სახეს სასაცილოდ მანჭავდა ცდილობდა ლიკასთვის გაეჯავრებინა,ანა ლამის გაიგუდა სიცილისგან -სანი შენ ეს მითხარი რა უფრო გადარდებს ის რომ ყოველდღე უნდა ნახო თუ ის რომ ლიკას მოეწონა? -რა კითხვაა რა თქმა უნდა ის რომ ყოველდღე უნდა ვნახო როგორ ეკიდება კისერზე ლიკა უხხხ ასე სასაცილოდ გაბრაზებული სანდრა არასდროს უნახავს,წინ და უკან დადიოდა ოთახში და თან ბატიბუტს იყრიდა პირშ -არა რა რაღა ჩემთან დაიწყო ბედი გინდა რაა -ოო კაი ახლა -ათასი კომპანია არსებობს ათასი საადვოკატო ნიურო რა იქ ჰა? -შენ ხომ გინდოდა რომ აგეხსნა ყველაფერი ხოდა გაქ შანსი -არაფერსაც აღარ ავუხსნი,მე შეყვარებულების საუბარს არ ვუსმენო,ვუთხარი არაა შყვარბეული მეთქი და არ დამიჯერა კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები? -შენ არა ლიკა ჩამოეკიდება ანამ გააქეზა სანდრა და უდარდელად აიჩეჩა მხრები -ვერაფერსაც ვერ იზამს -შუაში შენ ჩაუდგები?რა დაუშლის -უუუხ ანა ნერვებს რატო მიშლი? -სიმართლეს გეუბნები მე სანდრა და ანა კარგა ხანი კინკლაობდნენ იმაზე რომ სანდრას რაღაც უნდა გაეკეთებინა.მე როგორც მთელი მათი ისტორიის მომსწრე ვხვდები რომ ეს უკვე აღარაა ისეთი მტკივნეული ეტაპი,კი სანდრა გიჟადაა ისე ეჭვიანობს,კი რიჩარდი იწვის ისე უნდა მისი შეხება მაგრამ მაინც არაფერს აკეთებს,კი ლიკა ცდილობს ყველაფერი აურიოს მაგრამ ეს აღარაა გულისტკენის დამსეთების ეტაპი,ახლა ისეთ მომენტში არიან ერთმენეთს ეჯიბრებიან ვინ მეტ ხანს გაქაჩავს რომ არ დანებდეს,ადრე თუ გვიან ერთად რომ იქნებიან სანდრამ თუ არა რიჩარდმა ზუსტად იცის.რიჩრდი სახლში გვიან მივიდა,სანდრა ისევ იქ იყო,ისევ ჯუჯღუნებდა და ანას არ ასვენებდა,რიჩარდი რომ დაინახა უარესად აბუზღუნდა -დაქალთან ვეღარ მილაპარაკია რაა -ოთხი საათია დაბლა დგას შენი მანქანა რა გაქ ამდენი სალაპარაკო -ჰმ შენ მიდგენ დროს რამდნეი ხანი გავჩერდე დაქალთან? -დიახ რადგამ მეც აქ ვცხოვრობ -ჰმ ანა უყურე ახლა ამას სანდრა გაცეცხლებული გავარდა გარეთ,რიჩარდი სიცილით კვდებოდა ანა გაეკიდა მაგრამ რას დაეწეოდა მგონი თავის სახლში იყო უკვე ისე კი მაინც მიაძახა ანამ ნუ სულელობო.კარგა ხანი აღარ მიდიოდა ანასთან შენ მდგმურს არ მოვწონვარო,მერე მარტო მაშინ მიდიოდა თუ რიჩარდს სამსახურში ტოვებდა და იცოდა სახლშ არ იქნებოდა.სამსახურში კატა თაგვობანას თამაშობდნენ სულ.სიტყვა არ ითქმებოდა რომ არ ეკინკლავათ. -გამარჯობათ ახალგაზრდებო აბა რა ხდება?როგორ არის საქმეები? ყველა დაფრთხა კაცის ხმის გაგონებაზე,წამში მთელი შენობა ჩაჩუმდა.როგორც გავიგე ბატონი ნოდარი კომპანიის მფლობელი იყო,თან თავისი ვაჟი ახლდა საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა.რიჩარდს არ გამოპარვია როგორ მოათვალიერა ახალგაზრდამ მგონი ნიკამ ყველა გოგო და მზერა სანდრაზე შეაჩერა,კიდევ დიდი ხანი რომ ეყურებინა ალბათ იქვე მოკლავდა.არავის ქონდა უფლება სანდრასთვის ასეთი თვალებით ეყურებინა მხოლოდ მას. ნოდარი დირექტორის კაბინეტშ შევიდა ნიკაც შეყვა მაგრამ მალევე გამობრუნდა და ერთ-ერთი მდივნის მაგიდასთან სგროვებულ გოგოებს მიუახლოვდა.ანა თავის მაგიდასთან იჯდა და სულ არ აქცევდა არავის ყურადღებას ათასი საქმე ჰქონდა. -გამარჯობათ გოგოებო -გამარჯობატ ყველამ ერთდროეულად დაიწყო თვალების ჟუჟუნუ,წელშ გასწორება,მკერდის წინ და უკანალის უკან გაწევა,გამომწვევი მზერის მიღება და ერთი სიტყვით მილიონერი ბიჭის გულის მოგებას ყველა ცდილობდა,ისიც იღიმოდა და არჩევანის გაკეთებას ცდილობდა.მაინცდამაინც სანდრაზე,რომელიც მინით შემოღობილ ადგილას იჯდა და თავისვის მუშაობდა. რატომ გააჩერა მზერა ვერ მივხვდი. -გამარჯობაააა --გამარჯობათ სანდრა ზრდილობის გამო მიესალმა და საქმე განაგრძო -არ მკითხავ ვინ ვარ? -იცით უამრავი საქმე მაქვს ასე რომ არა -კარგი კარგიი,ისე მე ნიკა მქვია სანდრა ნიკამ სანდრას მაგიდაზე დადებული მისი სახელი ამოიკითხა -ალექსანდრა -ოჰოუ ასე მკაცრად? -დიახ და უკაცრავად უნდა ვიმუშაო რიჩარდი შორიდან უყურებდა ყველაფერს და ეღიმებოდა,კი სიამოვნებით დაუმტვრევდა ცხვირპირს ბატონ ნიკას თავისი უხამსი მზერის და ალბათ უფრო უხამსი ფიქრების გამო,მაგრამ სანდრას სიტყვების მერე ზედმეტად ჩათვალა ჩარევა.მართალია არაფერს იმჩნევდა მაგრამ სანდრამ მშვენივრად იცოდა რიჩარდი რომ უყურებდა და ისიც იცოდა სიამაყით რომ იჯგიმებოდა სანდრას სიტყვების მოსმენისას.მაგრამ მერე ერთი მშვენიერი იდეა მოუვიდა თავში.განა არ იცოდა რიჩარდი უბრალოდ რომ აეჭვიანებდა ლიკათი,არაფერი დაშავდებოდა თუ თვითნაც გამოიყენებდა ნიკას.ნიკაც ხელს უწყობდა სანდრას გეგმებს,ძალიან ხშირად დადიოდა კომპანიაში,აქამდე თუ არაფრად აგდებდა მამის ბიზნესს ახლა დაინტერესდა,საქმე არც ახლა ადარდება მარტო იმიტომ მოდიოდა რომ სანდრა ენახა და ის უკმაყოფილობის გრძნობა რომ ქალმა უარი უთხრა დაეკმაყოფილებინა.ნოდარს უხაროდა ჩემი შვილი გონს მოეგოო.კომპანიას პრობლემები შეექმნა რაღაცას ედავებოდნენ.კომპანიას რამდენიმე ადვოკატი ყავდა,მათ შორის რიჩარდი და სანდრა.ეს საქმე ამ ორს დაავალეს,ერთად უხდებოდათ მუშაობა,ათას საბუთს ამოწმებდნენ სადმე რამე შეცდომა ხომ არ გაეპარათ.რიჩარდი თავს ძლივს იკავებდა სანდრას რომ არ მივარდნოდა და ის წითელი ტუჩები არ დაეკოცნა,ამას სანდრაც გრძნობდა და მუშაობის დროს გამუდმებით იწვალებდა ტუჩებს ხანაც ენის წვერს გადაისვამდა და რიჩარდს უარესს უშვრებოდა.ამდენი ხანი უქალოდ ადვილი კი არაა.არც არავის იცნობს რომ გაერთოს,ლიკასთან კიდევ არაფერი არ უნდა ქონდეს,იცის რომ სანდრა ყველასთან დაწოლას აპატიებს ლიკას გარდა. -სანდრა რას მიკეთებ? ყურში ჩასჩურჩულა რიჩარდმა სანდრას ტუჩებს რომ იკვნეტდა.არც თვითონ იყო ნაკლებ დღეში მაგრამ ხომ არაფერს შეიმჩნევდა,გაეღიმა რიჩარდის სახეზე. -რას? -კარგად იცი რასაც -ნწ არაა სანდრამ უდარდელად აიჩეჩა მხრები და საპირფარეშოში გავიდა,რა ეგონა იქ განმარტოვდებოდა და სახეზე წყლის შესხმით დამშვიდდებოდა?ვერ მივართვი,რიჩარდი ისეთი სახით შეუვარდა და ტუჩებზე დაეძგერა გააზრებაც ვერ მოასწრო.აქ ხშირად წერენ აჩუქა პირველი კოცნა პირველი განცდა,პირველი ვნება,არაფერიც არ ყოფილა ასე,არც პირველად აღელვებულა და არც კოცნა იყო პირველი,გასაგიჟებელი კი იყო.თავიდან სანდრაც აყვა კოცნაში,თავის შეკავება რომც ნდომოდა ვერ შეძლებდა.ცოტა ხნის მერე ისევ თვითონ მოშორდა -იდიოტო რას აკეთებ? -აბა რა გეგონა გამომიწვევდი მერე უკანალის ქნევით დატოვებდი ოთახს და მორჩა?.. რიჩარდმა საჩვენებელი თით დაუქნია და ისევ უტკბილეს ტუჩებს წაეტანა საკოცნელად. -მოშორდიიი სანდრა მოჩვენებითი გაბრაზებით გამოვიდა საპირფარეშოდან,გაეღიმა,მოეწონა კოცნა,არ იტყოდა კიდევ უარს მაგრამ სამსახურში იყო თან ხომ უდნა გაერთულებინა ყველაფერი აბა რიღას სანდრა იქნებოდა ის რომ ეკეთებინა რაც სიამოვნებას ანიჭებს.ასეთი შევარდნები კიდევ იყო რამდნეიმე,რიჩარდი უკვე გიჟად იყო სანდრა ისევ რომ არ ტყდებოდა.ნიკა კი უფრო აქტიურობდა.სანდრამ და რიჩარდმა ყველა პრობლემა რომ მოაგვარეს ნოდარმა ყველა თანამშრომელი დიბარა სათათბიროში რაღაცის განსახილველად.ნიკა სანდრას გვერდით დაჯდა და თავისი აზრით უკვე „შეკერილ“ სანდრას მომხიბვლელად გაუღიმა.რიჩარდი წვას გრძნობდა უკვე საფეთქლებში ისე ეშლებოდა ნერვენი ნიკას უტიფარ მზერაზე სანდრას ფერანგის ღარში რომ იყურებოდა.ნოდარმა პერსონალური მადლობა გადაუხადა რიჩარდს და სანდრას -სანდრა რომ ავიყვანე სამსახურში ამბობდნენ მამამისის ხათრით დააწყებინა მუშაობაო,ყველამ კარგად იცის ჩემი და სანდრას მამის მეგობრობის შესახებ,ახლა იმედია დარწმუნდით რომ სანდრა ნამდვილი პროფესიონალია,მან ყველანაირი პრობლემა მოგვაშორა და ასევე დიდი მადლობა რიჩარდს,არ ვიცი რამ გადაგაწყვეტინა ლონდონიდან თბილისში ჩამოსვლა მაგრამ მიხარია რომ ჩემთან მოხვდი და არა სხვაგან.და მაინც რატომ ჩამოხვედი? -ერთი ლამაზი მიზეზის გამო ნოდარს გაეღიმა მიხვდა საქმე ქალს რომ ეხებოდა და გაჩუმდა,მერე ყველა თანამშრომელი შეაფასა ზოგი კარგად ზოგი ცუდად,ლიკამ კარგი შეფასება მიიღო,პიარის მეტი მაინც არაფერი ეხერხება და აბა რა იქნებოდა.ნიკა საერთოდ არ უსმენდა ნოდარს სანდრას რაღაცას უყვებოდა,ის კი რიჩარდის სიტყვებზე ფიქრობდა,რა არ იცოდა რომ თბილისში მის გამო ჩამოვიდა?როგორ არა მაგრამ ასე აღიარება უფრო სასიამოვნო მოსასმენი იყო. -სანდრა არ მისმენ? -ერთი წუთით დაგტოვებ სანდრამ მომნუსხველი მზერა სტყორცნა და ოთახიდან გავიდა,ისევ საპირფარეშო ისევ დასამშვიდებლად სახეზე შესხმული წყალი,მრგვალი წვეთები ტუჩემზე და რიჩარდის გახშირებული სუნთქვა.სამსახურში რომ არ ყოფილიყო ალბათ მარტო კოცნას არ დასჯერდებოდა.ამჯერად სანდრასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა,კოცნაში აყვა.თუ გინახავთ სრულიად დადებილებული ადამიანი ეგრე დადიდოა მთელი დღე რიჩარდი.ორივე კვდებიოდა ერთმანეთის სურვილით მაგრამ სიტყვებს არ ამბობდნენ,რიჩარდისთვის არც იყო სიტყვები საჭირო მაგრამ როდესაც მსოფლიოში ყველაზე ჭირვეული არსება გიყვარს სიტყვებიც აუცილებელია და ამ სიტყვების დამტკიცებაც.რიჩარდი კი მხოლოდ კოცნით შემოიფარგლებოდა ჯერ ჯერობით.იცოდა სანდრამ რიჩარდს რაც გაააქტიურებდა და იმ დღით ნიკას შეთავაზებას მასთან ერთად წასულიყო ბანკეტზე რომელსაც კომპანია მართავდა დათანხმდა.რიჩარდი გადაირია -გოგო აზრზე ხარ რას აკეთებ? -რა გგონია ერთი ორს მაკოცებ და შენი ვარ? სანდრამ საჩვენებელი თითი ზუსტად ისე აუქნია როგორც რიჩარდმა პირველი კოცნისას.რიჩარდს ძარღვები დაებერა სიბრაზისგან. -დაგიმტკიცებ რომ იმ ერთი ორი კოცნის გარეშეც ჩემი იყავი სანდრამ გაიგონდა რიჩარდის სიტყვები კბილებიდან მოგუდულად რომ გამოსცემდა და გაეღიმა.ეს კი იყო მართლაც მასე მაგრამ სანდრას მეტი სჭირდებოდა.ალბათ უფრო მეტი რომანტიკა ან მეტი ვნება რა ვიცი უცნაური ქალია მოგეხსენებათ.აქამდე რიჩარდი არ აპირებდა ბანკეტზე წასვლას მაგრამ ახლა აუცილებლად წავიდოდა,აბა იმ იდიოტთან მარტო დატოვებდა სანდრას?დარბაზში ხალხი ირეოდა,რიჩარდს ვისკის ჭიქა ეჭირა და დრო და დრო იყუდებდა.სანდრა რომ გამოჩნდა ნიკასთან ერთად ლამის ცეცხლი წაეკიდა.ულამაზესი შავი კაბა ეცვა ზომაზე მეტად გამომწვევი ალბათ ესეც გეგმის ნაწილი იყო.ერთადერთი რასაც რიჩარდი ამჩნევდა სანდრას სილამაზე და მასზე მიშტერებული ნიკა იყო.როგორ უნდოდა მივარდნოდა და მის წელზე მოხვეული ხელი მოემტვრია მაგრამ ასე ვერ მოიქცეოდა.სანდრა ყველას უღიმოდა,ყველა მათ აქებდა შესანიშნავი წყვილი ხართო.რიჩარდი მთელი საღამო იმ ბომბივით იყო წამებში რომ უნდა აფეთქდეს,მაგრამ როგორღაც ინარჩუნებდა სიმშვიდეს.ლიკამ რომ ცეკვა შესთავაზა საშინლად დაეზარა ადგომა მაგრამ უარს არ ეტყოდა,ბოლო ბოლო კაცია და ზრდილობის საკითხია.თანაც მე ვფიქრობ ეს პიარის ლიკა არც ისე ცუდი ვინმეა.რიჩარდი და ლიკა მოქნილად ცეკვავდნენ,ლიკა თბილად უღიმოდა,ასე არასდროს შეუხედავს ლიკას,მალე სანდრას რომ სთხოვა მეწყვილეები გავცვალოთო ერთ-ერთ თანამშრომელს რომ მოხვია ხელი და სანდრა რიჩარდს დაუტოვა რიჩარდი მიხვდა მის გამოხედვას.არც ისეთი ცუდი ვარო ალბათ ეს იყო. -ალექსანდრა რას აკეთებ? -დიდი ხანია ალექსანდრა ვარ? -დიდი ხანია ვიღაც სირებს ეკიდები კისერზე? გაბრაზდა სანდრა მაგრამ შანსს არ გაუშვებდა ხელიდან რიჩარდის გაემწარებინა -დიდი ხანია ჩემზე ეჭვიანობ?და სხვათაშორის ნიკა მშვენიერი ყმაწვილია სანამ რიჩარდმა რამე უთხრა მელოდიაც დამთავრდა და სანდრა სკამისკენ წავიდა.ცოტა ხანში გასასვლელისკენ წავიდა ძალიან იყო დაღლილი სახლში უნდოდა.დაბარებულებივით ორივე უკან გაყვა.რიჩარდი რომ გავიდა ზომაზე მეტად ნასვამი ნიკა სანდრას უხნიდა რომ სულ არ იყო მთვრალი და შეეძლო მისი სახლში წაყვანა -ნიკა მომისმინე ახლა ხარ ნასვამი და მანქანაზე არ დაგსვამ -სანდრა მე გაგიყვან მეთქი -მე თვითონაც შევძლებ -სანდრა ნიკამ ხელი მოკიდა მაჯაში და მის უკანა სავარძელში ჩასმას აპირებდა რიჩარდი რომ გამოვიდა. -თავი დაანებე მე წავიყვან სანდრა არ ელოდა რიჩარდს. -შენ საერთოდ ვინ ხარ? ბარბაცით შეტრიალდა ნიკა -ოხ შენ მგონი საპატიო ადვოკატი ხარ ლონდონიდან,რაო ჩემი ნაშა დაგევასა?ნიკამ სანდრას გადახვია ხელი და კოცნა დაუპირა.რიჩარდი ისე იყო ანთებული სანდრას თხოვნისთვის თავი დაენებებინა არ მიუქცევია ყურადღება.ისე ცემა საყელოში წვდა და დაარტყა.არც ნიკა დარჩენია ვალში.ისეთი ჩხუბი ატეხეს სანდრას კივილიც კი აღარ ისმოდა,მერე რესტორნის დაცვა გამოვიდა და გააშველეს.რიჩარდი ისე იყო ნაცემი სულ სისხლი სდიოდა მაგრამ ნიკა უარეს დღეში იყო.რომელიმე ძვალი თუ ექნებოდა მთელი მადლობა უნდა ეთქვა. -რიჩარდ კარგი რაა,რა დღეში ხარ ხედავ? სანდრა ვერ წარმოიდგენდა რიჩარდი თუ ჩხუბს ატეხავდა,ადამიანი შუაგული თუ არა ჩრდილოეთ ევროპიდან ასე მხეცურად არ ეგონა თუ იჩხუბებდა.მის სახეს რომ შეხედა გული შეუღონდა ისედაც ნასვამი რიჩარდი ახლა ძლივსღა იდგა ფეხზე,სანდრამ თავის მანქანაში ჩასვა თვითნ საჭესთან დაჯდა და სახლშ წაიყვანა. -კარგი რა რიჩარდ ასე როგორ მოიქეცი? -აბა რა გინდოდა შემერჩინა როგორ გეძახდა ნაშას? თითქმის უკვე გათიშულმა გამოსცრა კბილებიდან რიჩარდმა.თავისთან მიიყვანა ანასთან რომ მისულიყვნენ პანიკებში ჩავარდებოდა.რიჩარდი ძლივს გამოაფხიზლა რომ სახლში ასულიყვნენ,კიდევ ერთხელ შეეკითხა დარწმუნებული ხარ რომ ყველა ძვალი მრთელი გაქვს და კლინიკაში არ გინდაო -არა მეთქი მირჩევნია შენ მომიარო -სანდრა მხარში ამოუდგა და ლიფტამდე მისვლაში დაეხმარა ,მისაღებში შიყვანა და დივანზე დასვა,არაფრის თავი აღარ ჰქონდა,მარტო ის უნდოდა სანდრას არაამქვეყნიური სურნელი ესუნთქა და გათიშულიყო.სანდრა ცრემლიანი თვალებით უყურებდა რიჩარდის ჭრილობებს და თვითონაც სტკიოდა მგონი.ყველაფერი მოიტანა რომ სახე გაეწმინდა.თან ბურტყუნებდა და ლანძღავდა თავი ასეთ დღეში რომ ჩაიგდო. -ტიპიური ქართველი კაცი ხარ რა,ჩემი ძმისნაირად იქცევი ზუსტად ბამბით წმენდდა სისხლს და თან ეჩხუბებოდა.რიჩარდმა დახუჭული თვალები ძლივს გაახილა.ისედაც ხომ ყველაფერი ტრიალებდა და ახლა გაორმაგებული სისწრაფით დაუტრიალდა რიჩარდს.ამ სიტყვების გაგონება ახლა ყველაზე მედატ სჭირდებოდა ალბათ იმაზე მედატ გაუხარდა ვიდრე სანდრს მიყვარხარ გაახარებდა.ანა ბევრს უყვებოდა სანდრაზე მის ხასიათზე პრინციპებზე.იცოდა რომ მისთვის საქართველო იყო ყველაფერ წმინდას დასაბამი,არაქართველს არასდროს შეიყვარებდა,და ცოლად ხომ მითუმეტეს არ გაყვებოდა.ასე ფიქრობდა და რა ექნა.ახლა მისი ნათქვამი ტიპიური ქართველი კაცი ხარო მალამოსავით მოედო საშინლად ამწვარ ჭრილობებზე,ჩემს ძმას გავხარო რომ უთხრა ეგონა სიხარულისგან ჭრილობებიც კი პირს შეკრავდნენ და გაქრებოდნენ.სანდრას ბედნიერმა შეხედა ისეთი თვალებით სანდრას აქამდე რომ არ ენახა. -ანუ ცოლად გამომყვები? -ღმერთო რა მაგრად ცემა აშკარად ბოდავს რიჩარდს ახლა ნამდვიალდ არ ჰქონდალაპარაკის გაგრძელების თავი.უკეთ რომ იქნებოდა აუცილებლად დაელაპარაკებოდა სანდრას,ახლა კი ძილი უნდოდა,სანდრას ხელები მის სახეზე დაცოცავდნენ და სიმშვდეს გვრიდნენ. -ღმერთო როგორი ნაცემი ხარ საზიზღარმა ნიკამ რა გიქნა. სანდრა უკვე მძინარე რიჩარდს სახეზე ეფერებოდა და ჭრილობებზე კოცნიდა.კარგა ხანი მის გვერდით იჯდა რიჩარდივით თავი საზურგეზე ჰქონდამიყრდნობილი და ფიქრობდა,როგორ გაუმართლა რომ რიჩარდი იპოვნა.მერე რა რომ მათზე არეული ურთიერთობა არავის ჰქონია,მერე რა თუ უცნაურად იქცეოდნენ,მერე რა თუ ჯერ ერთად არ იყვნენ სანდრა ბედნიერი იყო რომ თავისი ქართველი ლონდონელი იპოვნა.რომ გააცნობიერა რიჩარდის წარმოშობა ბარიერს საერთოდ არ ქმნიდა გააჟრიალა,აქამდე სულ ფიქრობდა რომ არაქართველს არასდროს დაუკავშირებდა ცხოვრებს,მაგრამ რიჩარდი სულ სხვა იყო ცოტაოდენი აქცენტი რომ არა ის ქართველი იყო,ისეთი სანდრას რომ ეყვარებოდა.თვითნ კი უნდოდა არასდროს მოშორებოდა მაგრამ მერე შეეცოდა ასე მჯდომი რიჩარდი და დივანზე დაწოლაში დაეხმარა.პლედი დააფარა და ასე დახრილი კიდევ კარგა ხანს უყურებდა,სანამ რიჩარდის მობილური არ აზმუვლდა.ჯიბიდან ამოაცალა და უპასუხა. -ვაჟბატონო არ იცი რომ ბებრუხანასავით სულ უნდა გაკონტროლებდე?რატომ არ დამირეკე თუ არ მოდიოდი? -ანა? -ახლა სანდრას ხმა უბრალოდ მეჩვენება თუ შენ ხარ? -მე ვარ -მდა მდაა რა ხდება შენ რატომ მპასუხობ რიჩარდის მობილურზე? -აქაა და იმიტომ -ოხ მივხვდი როგორღაც ეგ რა უნდა მანდ საქმე ეგაა -ძინავს -უი მეე შუა გზაში ჩაეძინა თუ რა ხდება? -ოო ცუდადაა და დაეძინა - ვაიმე იმპოტენტი აღმოჩნდა? ანა სიცილით კვდებოდა უკვე -მოკლედ შენ ხომ ვერაფერს გაგაგებინებს კაცი,თუ გამოეთრევი ხვალ ჩემთან აგიხსნი რა არ მაქ ახლა თავი მეძინება -ეჰ ვერ დაგადგათ საშველი რა,,გვერდით მიანც მიუწექი სხვა თუ ვერაფერი -წადი მოისპე რააა რადგან ანამ მასხარაობა დაიწყო სანდრამაც არაფერი უთხრა რა აზრი ჰქონდა შუაღამისას მის აფორიაქებას.იცოდა რიჩარდი სიგიჟემდე რომ უყვარდა და ტყუილად აღარ ანერვიულა.თვითონ იყო სამაგიეროდ საშინლად დაღლილი და განერვიულებული.შხაპი მიიღო და მისაღებში,დივნის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაჯდა.მთელი ღამე უყურებდა.რიჩარდის ერთი შეწუხებული სახეც კი გულს უღონებდა.უყურებდა რიჩარდის მშვიდ და თან ტკივილიან სახეს.აქამდე თუ ეგონა რომ ალექსანდრე უყვარდა მაშინ დარწმუნდა რომ არ იყო მართალი.სიყვარული ის იყო რიჩარდის მიმართ რომ გრძნობდა.იმის გაცნობიერებაზე რომ მას უყვარს გააჟრჟოლა -ღმერთო ჩემო მიყვარს აღფრთოვანებულმა წამოიძახა,თითქოს გააცნობიერა რამდენს ნიშნავდა მის წინ მწოლი მამაკაცი.იქამდე უყურა სანამ არ ჩაეძინა.დილით რიჩარდის წამოჯდომა და სანდრას თვალების ჭყეტა ერთი იყო.რიჩარს არც შეუმჩნევია სანდრა,წამოჯდა თუ არა მაისური აიწია რომ დაენახა რა აწუხებდა ასე ძალიან,სანდრამ რიჩარდის დალურჯებული და საშინლად სექსუალური სხეული რომ დაინახა სახე მოებრიცა ტკივილისგან,წამოხტა და მასთან მივიდა,მაისური უფრო მაღლა აუწია და სილურჯეებს ხელით შეეხო -ღმერთო რა დღეში ხარ ძალიან გტკივა? რიჩარდი საოცარ მუხტს გრძნობდა პატარა თითები რომ დაძვრებოდნენ მის სხეულზე,სავარძელს მიშტერებოდა და იაზრებდა რომ სანდრა მთელი ღამე მასთან იყო და არ დასიზმრებია. -ასე თუ გააგრძელებ ხელების ფათურს მე არა მაგრამ შენ გეტკინება -იდიოტო შენი ფიქრები შენთვის შეინახე -მე ვიგულისმე რომ ჩემი სილურჯეების ნახვა შენ გულს გატკენს -მითუმეტეს სანდრამ გაბრაზებულმა დაუყვირა და სამზარეულოში გავარდა.თითქმის ყველა კარადა გამოაღო,თითქოს სხვის სახლში იყო ისეთ დაბნეული ეძებდა ყავას,ცხელი სუნთქვა იგრძნო ყელში და ეკალმა დაასხა,მაგრამ არ შებრუნებულა რიჩარდი მის უკან იდგა ახლოს,მაგრამ არ ეხებოდა,გრძნობდა როგორ უნდოდა სანდრას,გონებას თუ არა სხეულს მაინც,მისი შეხება და ეღიმებოდა -ასე გამწარებული რას ეძებ? -ყურში ჩასჩურჩულა რიჩარდმა და ცხვირი გაუხახუნა კისერში სანდრას ჟრუანტელმა დაუარა გაბრაზებული საჩხუბრად შეტრიალდა,ისე სწრაფად რომ ზედ აეკრო რიჩარდს,სულ დაიბნა ასე ახლოს არავისთან ყოფილა.ხმას ვეღარ იღებდა -სითბო,ასე ნუ იბნევი ჩასჩურჩულა და ცხელი ტუჩები ლოყაზე მიაკრო.დადუმებული სანდრა სამზარეულოში დატოვა და თვითონ გაღიმებული გავიდა მისაღებში.სანდრა კარგა ხანი იდგა გაშტერებული,გვიან გაიგონა სიტყვებიც,რიჩარდი დივანზე იყო წამოგორებული და ტელევიზორს აწვალებდა. სანდრა ისევ გაბრაზებული გავარდა მისაღებში,რა აბრაზებდა?უფრო სწორად რატომ აიძულებდა თავს გაბრაზებულიყო?უკვე დამოუკიდებელი ქალი იყო,არც არავინ და არაფერი უშლიდა ხელს,მათ შორის დაბრკოლება აღარ არსებობდა,მაგრამ სანდრა რის სანდრა იქნებოდა მდგომარეობა რომ გაემარტივებინა.რიჩარდი მის წინ აესვეტა და თვალებში ჩააშტერდა საშინლად მოსწონდა მისი თვალები,რომ ვერ გაეგო რა ფერის იყო. -რა სითბო? -შენ სითბო -რა მე სითბო? -შენ, ჩემი სითბო სანდრამ თითქოს მობეზრებულმა აიქნია ხელი და საძინებელში შევიდა.სარკის წინ იდგა და თავის თავს უღიმოდა -მე სითბო...მე მისი სითბო საშინლად მოსწონდა რიჩარდის სიტყვები,თითქოს მართლაც სითბო ჩაეღვარა ამ სიტყვების მოსმენისას,არც ერთი კომპლიმენტი ასეთი სასიამოვნო არ ყოფილა,არაფერი გახარებია ასე.დიდი ხანი რომ აღარ გავიდა ოთახიდან რიჩარდმა შეხედა სარკის წინ სულელურად გაღიმებულს,სიცილი აუტყდა,უარესად ასტკივდა სხეული სანდრამ რომ რიჩარდის სახე დაინახა წამში მასთან გაჩნდა -კიდევ გტკივა? -შენ რომ ახლოს ხარ აღარ,შენ მიყუჩებ -მე გიყუჩებ კი არა გონება და კიდევ რაღაც რაღაცები გაგირბის ბილწი აზრებისკენ სანდრამ გვერდი აუარა და სამზარეულოში გავიდა.ახლა მაინც გაეკეთებინა ყავა.რიჩარდი ცდილობდა აღარ გაცინებოდა,ყველაფერი სტკიოდა სიცილის დროს.გაკვირვებული იყო,სანდრა რომელიც რამდენიმე წუთის უკან იბნეოდა მისი სიახლოვისგან ახლა აქეთ იწვევდა.რიჩარდს ფიქრი არ დასცალდა კარიდან მოესმა ანას ხმა -აბა მოვედი და მოყევი რა მოხდა გუშინ? რიჩარდის დანახვაზე გაჩუმდა,მაგრამ მერე მისი სახე რომ დაინახა იმხელა იყვირა სანდრაც კი გამოვარდა სამზარეულოდან -ანა შენ ხარ?რა იყო გოგო რა გაყვირებს? -მე ვარ რა იყო ვერ მიცანი?მიდი შენ ყავა გამიკეთე შენ კიდევ ამიხსენი რა ჯანდაბა გჭირს?ან აქ რას აკეთებ ანა წინ დაუდგა და შეუსვენებლივ მიაყარა სიტყვები. -რა უნდა მჭირდეს? -რა რა უნდა გჭირდეს,თითქოს მურვან ყრუს გამოექცაო ტყვეობიდან ისეთი სახე გაქვს -რაო? -ღმერთო ჩემო რიჩარდ ისტორია თავიდან უნდა გასწავლო,ვინ გცემა ასე? -ერთი ორი მომხვდა რა -ერთი ორი?მე კიდევ მგონია რომ ეგ ერთი ორი შეკრებილი და მერე კვადრატში აყვანილი იყო რიჩარდი ჩაფიქრდა ანას ნათქვამზე და მერე ისეთი სიცილი აუტყდა გაბუსხუკლი სანდრაც კი აიყოლია. -ანა საოცრება ხარ რა,ისეთ რამეს იტყვი ხოლმე კარგა ხანი ვერ ვხვდები -სანამ კიდე რამე მომიფიქრებია მომიყევი რა ჯანდაბა მოხდა ყველაფერი დაწვრილებით მოაყოლა.ხშირად აწყვეტინებდა და ლანძღავდა ნიკას -ჰმ ეგ იდიოტი ჩემი გოგო მოინდომა?ვერ მივართვი -ხომ კარგად მოსცხე ჰა? -ის ხო შენზე მეტად ნაცემია მითხარი -კარგი ანა დაწყნარდი,ხო ის უარეს დღეშია. -ისე როგორ მოგიარა თქვი ანამ სანდრას ჩუმად გადაუჩურჩულა რიჩარდს და გაეღიმა,რიჩარდმაც შესანიშნავადო უპასუხა და დააკმაყოფილა ანა.სანდრას მობილური რეკავდა,რომ უპასუხა ისეთი სახე მიიღო რიჩარდს ეგონა ვინმე მოკვდაო,თავის ოთახში გავიდა და კარგა ხანი საუბრობდა -ვინ იყო? სანდრამ ყურადღება არ მიაქცია რიჩარდის კითხვას -სანდრა მართლა ვინ იყო? -ნოდარი -სულ მთლად უფროსი? -ხოო -მერე რაო?მოიცა ეგ ნიკას მამა არაა?აუ ახლა არ მითხრა ნიკას გამო მისაყვებურაო -ვგიჟდები ამ კაცზე,პირიქით,ბოდიშები მიხადა ასეთ კაცს ნიკასნაირი იდიოტი შვილი როგორ ყავს არ ვიცი. -სანდრა რაღაც უნდა გითხრა -რა იყო რიჩარდ? -არ მინდა რომ მანდ იმუშაო სანდრას ეგონა მოესმა ან რიჩარდი ხუმრობდა,გაიცინა რიჩარდს რომ არ შეუცვლია გამომეტყველება,უფრო მეტად გაეცინა -ღმერთო ჩემო ეს მართლა დავითივით იქცევა -შენი ძმა რა შუაშია? -ზუსტად მისნაირად აზროვნებს,რომ არ ვიცოდე ინგლისელი როა ვიტყოდი აზიატია მეთქი -სანდრა მართალია კომპლიმენტია დავითს რომ მადარებ მაგრამ ახლა ჯობს დაფიქრდე იქიდან წამოსვლაზე -რა კომპლიმენტი ნეტა შენ რა იცი როგორია -მე ძალიან მომწონს და სანდრას პირი ღია დარჩა,და სხვათაშორის მეც,ეს როგორ გამომრჩა არ ვიცი,როგორც ჩანს რიჩარდს დავითი გაუცვნია.მოწონებია კიდეც -შენ საიდან იცნობ? -რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ ძალიან კარგი ძმა გყავს სანდრას თვალები აუციმციმდა თავისი საყვარელი ძმის გახსენებაზე. -დიახ ჩემი ძმა საუკეთესოა -და ხვდები რომ მაგ საუკეთესოს მადარებ? სანდრა მიხვდა რომ გამოიჭირეს და თავი მობეზრებულად გადაატრიალა.რა თქმა უნდა პასუხი არ გაუცია,რა უნდა ეთქვა შენც ჩემი ძმისავით საუკეთესო ხარო?ანა კარგა ხანი იყო მათთან მერე აიტეხა ჩიტმა თავის ბუდე იცისო და რიჩარდი სახლში წაიყვანა.სანდრას არ უნდოდა გაეშვა მაგრამ ხომ არ გამოამჟღავნებდა.მეორე დღეს რიჩარდმა მიაკითხა და სამსახურში ერთად წასვლა შესთავაზა. -გისმე რიჩარდ -სადარბაზოსთან ვარ ჩამო -რა გინდა კი მაგრამ აქ? -სამსახურში არ მოდიხარ? -შენ მასეთ მდგომარეობაში აპირებ წასვლას? -მე კი და შენც თუ ჩამოხვალ აღარ დავაგვიანებთ -როდიდან იკისრე ჩემი მძღოლობა? -დღეიდან და წინააღმდენი ხარ? -ჩამოვალ ორ წუთში რიჩრდმა გაღიმებულმა გათიშა მობიულური და სადარბაზოს კარს დაუწყო ყურება.სანდრა როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა -დილა მშვიდობის როგორ ხარ? -მე კარგად და შენ?გტკივა კიდე სილურჯეები? -ნწ არც ისე რიჩარდი მანქანას მართავდა და თან სანდრასკენ იყურებოდა,გრძნობდა რომ მათი ურთიერთობა უფრო თბებოდა.გადმოსვლისას კარი გაუღო და ხელი შეაშველა -ასე როდიდან იქცევი? -მას მერე რაც შენგან წინააღმდეგობას აღარ ვგრძნობ სანრას გაეღიმა რიჩარდი მართალი იყო წინააღმდეგობა მართლაც აღარ იგძნობოდა,მეტიც სანდრას საშინლად სიამოვნებდა რიჩარდის მკლავი მის წელზე და თანამშრომლების ხარბი მზერა თვალებით რომ ჭამდნენ. მაგიდასთან მიაცილა რიჩარდმა და თვითონ თავისი მაგიდისკენ წავიდა -იმედი მაქვს ჭკვიანად მოიქცევი -მე ყოველთვის ჭკვიანად ვიქცევი -მასე რომ იყოს ახლა ერთი ტონით ღია სახის კანი მექნებოდა და ეს ხალხიც ასე დაჟინებით არ დააშტერდებოდა სილურჯეებს -შენ რა სულ უნდა მახსენო? -ნწ არა,მარტო მანამ სანამ ჩემი ცოლი არ გახდები სანდრას პასუხს აღარ დალოდებია,იცოდა რამე მწარეს ეტყოდა და ხასიათს წაუხდენდა,არადა სულ არ აპირებდა რამე ცუდის თქმას ძალიანაც ესიამოვნა რიჩარდის სიტყვები.საბედნიეროდ ნიკა აღარ გამოჩენილა.სანდრა და ანა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყვნენ,დავითი ცოლს ირთავდა.წინ და უკან დარბოდნენ,სანდრა გიჟდება თამთაზე ისე უყვარს,ყველაფერში ეხმარება,თითქმის ყველაფერი მან მოაგვარა,ყველაფერი ულამაზესი და იდეალური იქნება,რა თქმა უნდა რიჩარდიც მიწვეულია ქორწილში,როგორც ჩანს რიჩარდს და დავითს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.სანდრა დავითთან იყო სახლში, ისე ნერვიულობდა ლამის დავითსაც გადააჭარბა რომელიც სულ გაფითრებული იყო -დავით არ გინდა ახლა უარესად ნუ მხდი -შენ რა განერვიულებს ერთი ვიცოდე რაა -ვაიმე როგორ თუ რა ჩემი ერთადერთი ძმა ცოლს ირთავს,უსაყვარლეს თამთას,მერე მალე ძმისშვილიც მეყოლება და არაა ასაღელვებელი? -შენ ჩემს მომავალ შვილებზე ფიქრს გირჩევნია შენსაზე იზრუნო -რისი თქმა გინდა ახლა მაგით -არაფერი არაფერი აი ნახე რიჩარდიც მოსულა დავითმა ეშმაკურად გაუღიმა და რიჩარდს და ანას მიესალმა.სანდრა რომ შეტრიალდა ეგონა დადნებოდა,რიჩარდი ისეთი სიმპატიური იყო თვალები გაუფართოვდა,არც რიჩარდი იყო უკეთეს დღეში ულამაზესი სანდრას დანახვისას, გრძელი შინდისფერი კაბა რომ ამშვენებდა და საშნლად სექსუალური იყო,სისხლი აუდუღდა მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა და მისკენ გაემართა -მაგიჟებ რიჩარდმა წელზე მოხვია ხელი და ყურში ჩასჩურჩულა,ისეთი ხმა ჰქონდა სურვილს ერთი ბეწოთიც რომ ვერ ფარავს -ისეთი ხმა გაქვს თითქოს უკვე გამაშიშვლე -საშინლად კარგი ხარ რიჩარდი სანდრას კისერში და თმაში დაძვრებოდა ცხვირით და სანდრას სურნელს იყნოსავდა -რიჩარდ გაჩერდი თორემ ერთადერთი ძმის ქორწილს ვერ დავესწრები -ქორწილის მერეც შეიძლება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.