შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (22) ნაწილი (2)


30-01-2016, 14:08
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 946

აეროპორტში ადრე მივედით,ფრენა 12 საათზე იყო,თუმცა ათასი რამ იყო მოსაგვარებელი მანამდე,რეგისტრაციაც უნდა გაგვევლო,მოსაცდელ ჰოლში სკამზე ვისხედით მე და ნათია,მამა ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-ნია
-ჰო-ღიმილით გავხედე ნათიას
-რა მოხდა არ მეტყვი? 3 დღეა ალეკო სახლში გაკითხავს,გირეკავს,მაგრამ შენ არც პასუხობ და არც ნახულობ,იჩხუბეთ? რატომ არაფერს მიყვები?შენი და ვარ უცხო ხო არა?
-არა,არ გვიჩხუბია,უბრალოდ მასთან ყოფნა აღარ მინდა-მხრები უდარდელად ავიჩეჩე და გავუღიმე
-სერიოზულად?-მასაც გაეცინა-მეგონა თქვენ ორნი სამუდამოდ ერთად იქნებოდით
-ადრე მეც მასე მეგონა,მაგრამ ახლა აღარ მინდა
-მერე როდის აპირებ ამის თქმას? ცოდოა ბიჭი,გაარკვიე მაინც
-ცოდოა?-გულიანად გამეცინა-ჰო,მართლა ცოდოა,მაგაში მართალი ხარ-ძლივს შევწყვიტე სიცილი
-რამე გაწყენინა?
-ეგ ვერასოდეს ვერაფერს ვეღარ მაწყენინებს
-აშკარად რაღაც მოხდა და არ ამბობ ბოლომდე
-ამაზე აღარ მინდა ნათია ლაპარაკი,ვსიო მოვრჩეთ კარგი?
-ჰო მიდი ყოველთვის ყველაფერი ჩაიკალი გულში! შენს დაქალებს კარგად ეჭორავები ხოლმე!-კბილებში გამოსცრა და მამასთან მივიდა
ღრმად ამოვისუნთქე და თვალები მაგრად დავხუჭე,შენ ამას შეძლებ ნია! ცხოვრებას მის გარეშეც შეძლებ! ის არარაობაა,უფლება არ მისცე თავს მასზე ისევ იფიქრო! სანამ სიმ ბარათს ამოვიღებდი ტელეფონიდან გაუჩერებლივ რეკავდა ტელეფონი,ის არარაობა იყო.გამეცინა მწარედ და ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოვიღე.მერე ნათიასთანაც რეკავდა,გაუჩერებლად რეკავდა სანამ მანაც არ ამოიღო ბარათი ტელეფონიდან.
ახალ ცხოვრებას დავიწყებ,მას არასოდეს შემოვუშვებ ჩემს ცხოვრებაში,ეს უკვე დამთავრებულია,ამ საკითხს მეტად აღარ შევეხები.საკმარისია უკვე,მართლა საკმარისია! რამდენი ვუთმინე? და რა მივიღე სანაცვლოდ? დამცირება და ღალატი,ტყუილი და 1000 უბედურება. ისევე ატირდება როგორც მე მატირა! ამის დროც მოვა,მე ამის მჯერა!
1 საათში უკვე თვითმფრინავში ვისხედით,რამდენიმე საათში კი მოსკოვის აეროპორტში ვიყავით. ჩემი დეიდაშვილები დაგვხვდნენ,ორივეს გადავეხვიე,იმდენად გამიხარდა მათი დანახვა,რომ მგონი ყველაფერი გადამავიწყდა.საშინლად ყინავდა მოსკოვში,ალბათ -20 გრადუსი მაინც იყო.აკანკალებული ჩავჯექი მანქანაში.უხო ქალაქი,უცხო ხედები ამ ყველაფერმა ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე.მალე სახლშიც მივედით.გადავეხვიე მონატრებულ დეიდას. ვივახშმეთ და მარიამმა ჩემი ოთახი მაჩვენა,ბავშვობაშიც აქ ვიწექით ხოლმე მე და ნათია.ნაცნობმა გარემომ ღიმილი მომგვარა. სოციალური ქსელი გავაუქმე,საერთოდ ყველაფერი გავაუმე საიდან კი შეძლებდა ჩემთან დაკავშირებას. დიდი იმედი მქონდა,რომ ეს 10 დღე დადებითად იმოქმედებდა და ცხოვრების სხვა ტალღაზე გადამრთავდა.რუსული კარგად არ ვიცოდი,ამიტომაც მათთან კომუნიკაცია ცოტათი მიჭირდა. არ გამიმართლა,გული ისევ ისე საშინლად მტკიოდა,სული მეყინებოდა მომხდარი რომ მახსენდებოდა,ეს 10 დღე ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა,ღამე ვერ ვიძინებდი,ვფორიაქობდი,გული ყელში მებჯინებოდა,სუნტქვაც კი მიჭირდა. როგორ მინდოდა ტირილი,მინდოდა მეღრიალა მთელ ხმაზე და გულიდან სამუდამოდ ამომეგლიჯა ის არარაობა.ჩემი თავი მძულდა ასეთი უსუსსური რომ ვიყავი და ამ ყველაფრის შემდეგა არ შემეძლო მისი დავიწყება.გვიანი იყო რომ გამომეღვიძა,ოფლში ვცურავდი,ახლა ისე ძალიან მინდოდა ტირილი როგორც არასდროს. ფეხზე ბოტები ამოვიცვიც,ხალათი მოვიცხვი და კორპუსის სახურავზე ავედი.ისე ციოდა ძვალსა და რბილში ატანდათუმცა სულ არ მედარდებოდა,აქედან შემეძლო ისე მეღრიალა რომ ჩემს ხმას ვერავინ გაიგებდა,მთელ ხმაზე დავიწყე ღრიალი და ამოვიხრიალე,გული ისე მტკიოდა მეგონა ამ ღამეს ვერ გადავიტანდი. არვიცი,როგორ ან რანაირად მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემში არსებულმა ყველანაირმა ბოროტმა არსებამ გამოიღვიძა,რომელიც მხოლოდ იმისკენ იყო მიმართული რომ დანელია გაემწარებინა,ადამიანი როდესაც ყველანაირ ზღვარს ცდება ის უნდა გააქრო სმაუდამოდ შენი ცხოვრებიდან,გადავწყვიტე ზუსტად ისეთივე ტკივილი მიმეყენებინა მისთვის როგორიც მე მომაყენა,მას სულიარად ვერ გავანადგურებდი,რადგანაც სული არც გააჩნდა და რაც არ გაჩნიათ იმას ვერც ატკენ,მას მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს მივაყენებდი და ამითი ვატკენდი.საკმარისია ამდენი ჰუმანიზმი! დროა ღია ბრძოლაზე გადავიდეთ!კმარა ამდენი ტკივილი და დამცირება! ახლა შენ გეტკინება დანელია,და თან როგორ გეტკინება!
ამ ათმა დღემაც სწრაფად განვლო,ვცქმუტავდი ისე მინდოდა საქართველოში დაბრუნება და მისთვის სამაგიეროს გადახდა. საქართველოში დავბრუნდი თუ არა მაშინვე გოგონები ამოვიდნენ ჩემთან.
-სალომე და ლადო დაშორდნენ ერთმანეთს,გიგა და ელენეც-დაიწუწუნა თეონამ
-რა? როდის?-პირი დავაღე გაოცებისგან-ელენე და სალომეს ველოდებოდი უნდა მოსულიყვნენ
-იმ დღესვე აქედან რომ წავიდნენ
-კი მაგრამ რატომ?
-თქვენც დანელიასნაირები ხართო და დაშორდნენ,ან ის ან ჩვენო
-ეგენი ვერ არიან?მოოვიდნენ,ნახე რას ვუზამ ორივეს,გიგა და ლადო რა შუაში არიან?
-შენ არ იძახდი შანსი არაა მათ არ ცოდნოდათო? შენც ხო აღარ გინდოდა მათთან ურთიერთობა.
-ეგ სულ სხვა რამეა,ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ,მათ ჩემთვის არასოდეს უწყენინებიათ,რა მათი ბრალია ასეთი იდიოტი რომ არის დანელია?
-არ ვიცი რა,შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი აირია ნია,ახლოსაც კი არ ვიკარებდთ არცერთს.შენ არ იცი და ვერც კი წრამოიდგენ რა დღეში ჩავაგდეთ დანელია იმ დღეს
-რა? მოიცა მას ველაფერი უთხარით?-თვალები ვჭყიტე
-არ უნდა გვეთქვა? ნია ასეთი დებილი როგორ ხარ?! ამდენს როგორ უთმენ გოგო?
-ხოდა დღეიდან მაგან ნახოს ვინ ვის მოუთმენს
-რას აპირებ?-გაოცებულებმა შემომხედეს გოგონებმა
-მოვიდნენ სალომე და ელენე
როგორც იქნა მათაც მოაღწიაეს და მოვიდნენ. მათი სახეები უნდა გენეხათ,აშკარა იყო რომ ბიჭებთან დაშორებამ ძალიან ცუდად იმოქმედა მათზე.ორივეს გადავეხვიე
-თქვენ სულ გაგიჟდით ხომ?
-ახლა არ დაიწყო ნია,არ ვაპირებთ შერიგებას
-სისულელეს რო აკეთებთ ხვდებით ხომ?რა შუაში არიან ისინი?
-სამივე ერთი ნაგავია!
-გაჩუმდი სალომე! მათ არაფერი დაუშავებიათ! ყველამ კარგად ვიცით რომ მათ დანელიას საქციელზე არ უნდა აგონ პასუხი!
ტელეფონი ავიღე და გიგას დავურეკე
-რას აკეთებ?-თვალები გაუფართოვდათ
-ნახავთ რასაც!
-გიგა ლადოს დაურეკე და ჩემთან ამოდით
-ნია,შენ ცოცხალი ხარ?
-ახლა მაგისი დრო არაა,გელოდებით მიდი,ხომ იცი სადაც ვცხოვრობ?
-კი ვიცი მოვალთ
თავიდა ძალიან გაბრაზდნენ სალომე და ელენე,თუმცა ვერ დავუშვებდი ჩემს გამო მათ უბედურებაზე მეყურებინა,უსამართლობა იყო და თან როგორი. თვალები შუბლზე ამივიდა სამივე კარის ზღურბლტან რომ დავინახე,ისიც იყო. რა დამემართა? ჰოი საოცრებავ არც არაფერი არ დამმართნია,გამოვეცალე რომ შემოსულიყვნენ,სახლში მხოლოდ გოგონები და ჩვენ ვიყავით.დანელიას სახე რომ დაგენახათ შეგცოდებოდათ უეჭველად,ყველაფერი ერთად ეწერა სახეზე
-ნია ძლივს გნახე-მომიახლოვდა-რა მოხდა არ მეტყვი? რამდენი კვირაა გეძებ,ვცდილობ დაგიკავშირდე რა დაგემართა?
-გიგა,ხო გითხარი მარტო შენ და ლადო მოდითქო?ეს ვინ დაპატიჟა?
-ვაბშე აგვიხსნით რა ხდება?-ასეთი სერიოზული ლადო არ მახსოვს-გშორდებითო და წახვედით,საზიზღარი სიტყვებით გვლანძღეთ ხმას ამოიღებთ რომელიმე? სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ
-მოკლედ-დავიწყე მე-ელენე და სალომე ჩემი და ამის გამო დაგშორდნენ-ისე უბრალოდ ვლაპარაკობდი გეგონებოდათ არაფერი მედარდებაო
-და შენ? შენ რა დაგემართა აღარ მეტყვი?-წამოიფხორა დანელია
-რა უნდა დამმართნოდა? იგივე რაც შენ-მხრები ავიჩეჩე,აქ ვითომც არაფერიო
-ვერ გავიგე?
-არ მიყვარხარ აკო,და არც მინდა მოგატყუო
-რა?-სიმწრისგან გაეცინა-მათი სახეები რომ დაგენახათ,იმდენად საცოდავად და სასაცილოდ გამოიყურებოდნენ თავი ძლივს შევიკავე
-რაც გაიგე,სამაგიერო გადაგიხადე-თვალი ჩავუკარი
-რა ქენი?-კიდევ იდიოტივით იღიმოდა,აშკარა იყო რომ ვერ იჯერებდა
-აბა რა გეგონა?იმ ყველაფრის შემდეგ ისევ მიყვარდი?ისე სიმართლე რომ გითხრა არც არასოდეს მყვარებიხარ,უბრალოდ ეგოიზმი იყო და იმან გადამრია,მეტი არაფერი.
-მეღადავები ხო?-ბიჭებს გახედა
-რას გეღადავება,შენ რა შესაყვარებელი ხარ-სიცილით უპასუხა ლანამ
-კარგი რა აკო,არასოდეს მყავრებიხარ,შენნაირი უსუსრი ტიპი როგორ უნდა შეგიყვარდეს?-გამეცია და ლანას გადავხედე-შენ რა გეგონა რაც გააკეთე ასე შეგრჩებოდა? კარგად არ მიცნობ გეტყობა.
-არ მჯერა ნია,შენ ასეთი არ ხარ
-ეჰ ჩემო ალექსანდრე...ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება ის საერთოდ სიტყვის ღირსიც კი არ უნდა გახადო,არ გიკვირს რომ ახლა აქ დგახარ და მე რაღაცაც გიხსნი?
-რაღაც მოხდა და ამას იმიტო ამბობ ხო? მითხარი რა მოხდა,ყველაფრის ახსნა შემიძლია ნია
-ასახსნელი რა დარჩა? გეუბნები სამაგიერო გადაგიხადეთქო და რაღა გინდა? ხო ხვდები რო ზედმეტი ხარ და უნდა წახვიდე?საერთოდ არ შეგრჩა თავმოყვარეობა?




_________________________________
მგონი რამდენს გაუხარდება ახლა ჩემი ასეთი გადაწყვეტილება.



№1 სტუმარი Lanuka lanu

Auuu sagol shen ra ai dzn magari da dzlieri xar.girsiaaaa tan dzaaaan.yochag.midi gaagrdzele ai vgijdebi ise mainteresebs mere rogor ganvitarda yvelaperiiiii.

 


№2  offline წევრი cancara

დაზალიან გამიხარდა კარგათ იქცევი კაი კაი მალე დადე

 


№3  offline მოდერი Eleniko13

ნიაკოო, როგორ შემიყვარდი.
ხომ მიყვარდი, ახლა ასმაგად შემიყვარდი.
წარმატებები შენ და დიდი ხანი აწამე ეგ არამზადა.
ბოლოს მაინც გამოუტყდი, ოღონდ შერიგებას არ ვგულისხმობ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი Pepper

amaze metad araferi gamxarebia. girsia ako ufro metis kidec. girsia is edaitanjos rogorc shen. dzalian mowmons es sheni istoria. da erru suli maqvs gagrdzeleba wavikitxo

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ბრავო ნია.ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები,ბოლოს უთხარი რის გამოც დაშორდი.თან ბოლომდე ხომ არ წაგიკითხია მესიჯები?იქნებ სადაც შეწყვიტე კითხვა იმის შემდეგ გამოსწორდა და მართლა შეუყვარდი?არ ვიცი ამდენი ამბის შემდეგ როგორ ვცდილობ მის გამართლებას,არაკაცია...

 


№6  offline მოდერი Anye-Any

ყველას მადლობა <3 მინდა გირჩიოთ რომ ადამიანი რომელმაც ერთხელ გიღალატათ არასოდეს დააბრუნოთ ისევ თქვენს ცხოვრებაში,არ აქვს მნიშვვნელობა ეს შეყვარებული იქნება თუ მეგობარი,ამით თავს აარიდებთ უარეს ტკივილს.

 


№7  offline მოდერი bibo

Simartle gitxra me ar minda asetad iqce ai upro sxvas movelodi shengan ar minda akosnair araraobaze ipiqro da masavit iazrovnooo da atkino guli sxvas.magas gmertic mixedavs da dachoqebs ise atirebs ro sheni cremlebi monagoni iqneba.nurapris da nuravis gamo aivseb guls bogmit.icode shen dazaraldebi shen inaneb da shen gaipuchwb xasiats me girchev sheshvi eg adamiani zizgis girssic ara.shenisaqmis shenici magram sidzulvils da samagieros gadaxdas nu chaideb gulshi rasac sxvas uketeb ormagad ukan brundeba da shen dagazaralebs icode ....ubralod sheshvi da shen cxovrebas mixede.ragacashi mainc echvi mepareba momkali da ragac ar mesmis da ra vqnaaa....daelaparake jobia gige ra xdeba vidre uazro es brdzola da shurisdzieba.vgrdznob ragacashia saqme .daelaparake nu itanjav tavs hsenze moqmedebs eg vidre sxvaze da ase ro ar girchev me mase moqcevas

 


№8  offline მოდერი Anye-Any

შემდეგი თავი ნამდვილად გაგაოცებთ,ცხოვრება ისეთი უცნაური რამაა ზუსტად ის ხდება ყოველთვის რასაც ვერასოდეს წარმოიდგენთ.

 


№9 სტუმარი EmiIy

Anye-Any
შემდეგი თავი ნამდვილად გაგაოცებთ,ცხოვრება ისეთი უცნაური რამაა ზუსტად ის ხდება ყოველთვის რასაც ვერასოდეს წარმოიდგენთ.

Velodebi shemdeg tavs moutmenIad ❤❤

 


№10  offline წევრი elegant

დარწმუნებული ვარ ერთად იქნებით. შეიძლება ბევრი დააშავა მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალო გაუგებრობა მგონია.

 


№11 სტუმარი mtvaro svani

au ra magari xar rs ubralod vamayob shenit niaaaaa.asec mouxdeba magas.axla magan itiros.magram ratom mgonia ro im dampals mainc uyvars nia da iseti idiotia ver afasebs tu? ...... ar vici martla davibeni

 


№12  offline წევრი elene tiko payne 1DFAN (165616)

აუ ძალიან მაგარი ადამიანი ხარრაააა საოცრება მალე დადე რა შემდეგი.... დანელია მეტის ღირსი ხარ☺☺☺☺

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent