ბედისწერას ვერსად გაექცევი -4-
დილით გიჟივით წამოხტა, როგორც ყოველთვის გვიან გაიღვიძა. იბანავა და მარისთან გადაქანდა. -აეეეეეეეეეეეეე გილოცააავ.. ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ბედნიერება და ჩემი ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა. ანი სიცილით გადაწვა მარის საწოლზე. -ჰე გოგო მორჩი სიცილს და მითხარი რას ვშვრებით დღეს. -ვაიიმეე ცუდადდ ვარ რამდენი იქოთქოთე რაიყოო. კლუბში მივდივართ რა საღამოს ჩვენი სასტავი. -მოიცაა ბიჭები ჩამოდიან ანუ? -ხოო აბაა -აუ რა მაგარიაააა. ანიმ იყვირა ბოლო ხმაზე და ცეკვა დაიწყო. - ცხრისთვის გავალთ რა და შენ რომ იცი სამდღიანი მომზადებები ეგრე ნუ დაიწყებ. უთხრა მარიმ სიცილით. -უიი გოგოო წავედი ახლა კაბა ხო უნდა ვიყიდო წამოხვალ შეენც? - არაა გიოს უნდა შევხვდე; -ქორწილია ქეიფია გრიალი, გრიალი,გრიალი... -აუუ გაჩუმდიი. გაუქანა ბალიში ანის. -კაი ხო სამარე ვარ,წავედი რაა. -მოიცაა და გუშინ რა ქენი გაარკვიე? -აუ არ გვინდა დღეს რა ეგ თემა, ეშლება ალბად ნომერი. ანი სახლში ავიდა, ფული და მანქანის გასაღები აიღო და წავიდა საყიდლებზე. ბევრი იბოდიალა და ბოლოს ფირუზისფერი მოკლე კაბა შეარჩია ამოღებული ზურგით. მარისთვისაც აარჩია საჩუქარი და სახლში დაბრუნდა. მარიმ დაურეკა -გოგო; -ჰოო; -ჩამოვიდნენ; -რაა? საად არიაანნ? -დაბლაა; ანიმ ტელეფონი გათიშა და დაბლა გაექანა. -ჩემი დათუჩააა. ჩაეხუტა ანი დათოს. დათოდან ნიკაზე გადავიდა და ბოლოს თორნიკეს მიადგა. -ვაიმეე როგორ მომენატრეეთ. -სულ რაღაც 2კვირაა არ გინახივართ. უთხრა ნიკამ სიცილით. -ჰოჰო დამცინეე შენ სხვა რა დაგრჩენია. -აეეე აბა სასტავ მომხედეთ. ბავშვემა მარის სიცილით გახედეს. -გავდივარ მე და მაქსიმუმ 1საათში დავბრუნდები. 8სკენ მოდით და წავიდეთ რა. -კაი მარიუს გაგიყვანო? უთხრა დათომ. -არაა წავალ მე. აბა თქვენ იცით. დაიშალნენ ბავშვები. ანი სახლში მარტო იყო და საჭმლის კეთება დაიწყო. მუსიკები ჩართო და საქმეს შეუდგა. ტელეფონზე ისევ ალექსანდრემ დაურეკა. ანიმ გათიშა. ისევ დარეკა, ისევ გათიშა, მესამეჯერაც იგივე მოხდა. ანი გაბრაზდა და გამწარებულმა დანა ხის დაფაზე მაგრად ჩაარჭო. -რა უნდა თავს რატომ არ მანებებს. წამოიყვირა. ამასობაში სახლში მშობლებიც დაბრუნდნენ. -დედუუ, მამუუ მოდით საჭმელი გაგიკეთეთ. -მმ რა გემრიელობებია მამიი. -მააშ . შეიფერა ანიმ და სუფრა გაშალა. -დეედი დანას რა უქენი? გაკვირვებულმა გახედა ქეთიმ თავის შვილს. ანიმ ვერაფერი მოიფიქრა და გაეკრიჭა დედამისს. -დაჯექი შენ ჭამე ამოვარჭობ ამას აქედან. ამის თქმა და მამამისის სიცილი ერთი იყო. -კაი კაი ამოარჭე უთხრა დედამ სიცილით. -წავედი მე მოვემზადო. -მანქანით მიდიხარ? -არა ტაქსით წავალთ-წამოვალთ. ანი ოთახში შევიდა. რაღაც განსაკუთრებულად უხაროდა, მაგრამ რა არ იცოდა.. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, კაბა ჩაიცვა და თმა დაიხვია. ბოლოს სუნამოც დაისხა და მაღლებიც ჩაიცვა. სარკის წინ დადგა და დატრიალდა. თავისი თავით მოიხიბლა. თვალები განსაკუთრებულად უციმციმებდა. - ირაკლი ეს გოგო არ მოგვტაცონ ჩვენ. -ნუ კაეე რაა დეეე. უთხრა ანიმ სიცილით. -წავედი მოკლედ მე და დაგირეკავთ.. ანის დაბლა ბიჭები დახვდნენ. - ეუუფ ამას უყურეთ რა გოგოა. თქვა თორნიკემ და ანისკენ წავიდა. - მარტო თვალებით მიიზიდავს ეს ყველას. -ოოოჰ ნუ აზვიადებთ რაა. უთხრა ანამ და გაწითლდა. -აი მეორე ანგელოზიც მოდის. -მარიიამ ვაუუუ. -შოკეე ხარ, უთხრა ანიმ. -აუუ დღეს ფხიზლად უნდა ვიყოთ არ მოგვტაცონ ესენი. თქვა დათომ -ხო კი ჩიაცვეს მოკლე კაბები და გამოაჩინეს ორ მეტრიანი ფეხები... -აბა სხვა რაი გინდა სიმოონ? უთხრა ანამ იმერული კილოთი. ყველას სიცილი აუტყდა. -აუ ამან რამე სასაცილო რო არ თქვას ისე მოკვდება. თქვა დათომ. -წავედით დროზე, თორე ოთხი პირი მოკვდება წამის მეასედებში. თქვა მარიმ სიცილით. ტაქსი გააჩერეს და წავიდნენ. - გიორგი მოდის? გადაუჩურჩულა ანიმ მარის. -კიი -ამ ფორმაში რო დაგინახავს პირდაპირ გაგაქანებს და ცოლად მოგიყვანს; -რა გიხარია მერე მეჯვარე შენ იქნები; -ნუ ეგ რათქმაუნდაა. კლუბში შევიდნენ და დასხდნენ. სასმელი, ცეკვა, სიცილი... ანის ცეკვა ძალიან უყვარდა და ერთი სიმღერაც არ გამოუტოვებია. ბიჭებთან ერთადაც იცეკვა, უცხოებმაც ბევრჯერ გამოიცეკვეს. ანი მუდმივად ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა,მაგრამ ვერავის საეჭვოს ვერ ხედავდა.მარი და გიორგი ძირითადად სულ ერთად ცეკვავდა. ბიჭებმა საკმაოდ დალიეს, ბოლოს ძლივს ლაპარაკობდნენ, გოგოებსაც არ დაუკლიათ. . -დავიშალოთ უკვე, 3 საათი იწყება თან ხო ხედავ ფეხზე ძლივს დგანან ესენი. უთხრა მარიმ ანის -კაი წავიდეეთ. ბიჭები გასასვლელისკენ წაიყვანეს. ანი კარებთან იდგა როდესაც DJმ თქვა: -ახლა კი სპეციალური შეკვეთა liberian girl ანიმ ამ სიმღერის სახელი რომ გაიგო უზომოდ გაუხარდა. -აუუ მარიი როარ ვიცეკვო არ შემიძლიააა, ხოიცი როგორ მიყვარს ეს სიმღერაა. - ჰოჰოო მიდი ვიცი; -მერე ამათ გაიყვან მარტოო?? -კიკი მიდი გოგო სანამ ამათ გავიყვან შენ მორჩები ცეკვას. -ჯიგარრ. ანიმ მარის ლოყაზე აკოცა და დარბაზში შევიდა. - და იცოდეთ ბედისწერას ვერსად გაექცევით..თქვა DJმ. ანი გაფითრდა,დაიბნა და უკან მიბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სინათლე მისკენ იყო მიმართული ხალხი კი მას უყურებდა, უნდა ეცეკვა სხვა გზა არ იყო. ანი რიტმს აყვა. ლამაზად და ვნებიანად ცეკვავდა. -რაა გოგოაა. ისმოდა ხმები... უცბად უკნიდან ვიღაცის მძლავრი ხელები იგრძნო, შეეშინდა და მისკენ მიბრუნდა. -ნუ გეშინია, უბრალოდ ამყევი. უთხრა უცნობმა,რომლის სახესაც ქუდი ფარავდა. ანის ამ ვნებიანი ხმის გაგონებაზე ერთიანად დააჟრიალა, უცნობს მიენდო და მას აჰყვა. ანი მთელი სხეულით უცნობს მიეკრო და ყელზე მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო, თავბრუ დაეხვა კინაღამ გული წაუვიდა, მაგრამ თავი გაიმაგრა. შემდეგ ცხელი ხელი იგრძნო მის შიშველ ფეხზე, რომელიც უცნობმა მაღლა ააწევინა და წელზე შემოახვევინა,დაატრიალა. ანის გული კინაღამ ამოუვარდა. ისევ ტრიალი, ანიმ მას სახეზე ხელები ჩამოუსვა,მისი სახის ნაკვთები შეიგრძნო, თუმცა სახეს მაინც ვერ ხედავდა. ბოლოს უცნობს ქუდი მოხადა, იფიქრა ვნახავ ვინ არისო, მაგრამ ამასობაში სინათლემ სხვა წყვილისკენ გადაინაცვლა. ანიმ უცნობი ვერ დაინახა, მისი ქუდი დაიფარა და გასასვლელისკენ გაიქცა. ამ დროს სიმღერაც დამთავრდა და სინათლემ ისევ იმ ადგილისკენ გადაინაცვლა სადაც ანი და უცნობი ცეკვავდნენ. მაგრამ იქ მხოლოდ უცნობი ბიჭი იდგა,რომელიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ანის ეძებდა. -წავედით. ჩაკიდა ხელი კარებში შემოსულ მარის, გარეთ გაიყვანა და ტაქსში ჩასვა. -რა მოხდა გოგო რა გიჟივით გამოვარდი? ანი სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ისეთი აღელვებული იყო, მარის ძლივს მოუყვა ცეკვის აბავი. -კარგიი ანიი რაა პირველად ხოარ გიცეკვია უცნობთან ერთად. -არა არა ეს სხვა იყო, სულ სხვა რამ. -გადამრევ მე შენ. ანის არაფერი უთქვამს. სახლში შევიდა თუ არა დაღლილი საწოლზე გადაწვა, უცნობთან ვნებიან ცეკვაზე ფიქრობდა და მის ქუდს ეფერებოდა. გაახსენდა მისი თითოეული შეხება.. -რა მჭირს რა მემართება. იძახდა თავისთვის. -მაინც გავიგებ ვინ ხარ. თქვა ანიმ და ისევ ფიქრებში გაერთო, მაგრამ ბოლოს დაღლილს დაეძინა. დილით რომ გაიღვიძა სახლში არავინ დახვდა, იბანავა, თავი უსკდებოდა, თითქოს გუშინდელი არ ახსოვდა. აბაზანიდან რომ გამოვიდა ოთახში დაგდებული ქუდი დაინახა. გაახსენდა ყველაფერი და სასიამოვნოდ დააყარა. ცდილობდა აღარ ეფიქრა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, შიოდა მაგრამ,ლუკმა პირში არ გადასდიოდა. ჩანგალს თეფშზე უკაკუნენდა და ფიქრობდა: -ბედისწერას ვერსად გაექცევი.. რატომ თქვა ეს DJმ, ან ის უცნობი საიდან გაჩნდა... რა მითხრა? ნუ გეშინია, ამყევიო.. ანის მარტო ეს სიტყვები უტრიალებდა თავში. უცბად წამოდგა ფეხზე და ხმამაღლა თქვა -ალექსანდრე არაბული! ის იყო....ის... ის უნდა ყოფილიყო.. ის.. ზუსტად იგივე ხმა და იგივე ტემბრი.. ანი ოთახში შევარდა, გამოიცვალა და კლუბის გზას დაადგა. უნდა გაეგო ვინ იყო იდუმალი პარტნიორი... უნდა გაეგო მისი ეჭვები სიმართლე იყო თუ არა... ------------------ ესეც მეოთხე თავი. აბა რას იტყვით? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.