შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (4)


30-01-2016, 21:29
ავტორი N7
ნანახია 2 673

IV.
– ჩემი ახალი კომპანია მართავს პატარა ღონისძიებას, – ოთახში დაჩი შემოვიდა.
წიგნში სანიშნე ჩადო, გვერდზე გადადო, სათვალე მოიხსნა და დააკვირდა ადამიანს, რომელსაც ჯერაც ქმარი ერქვა მისი.
– მერე? – საწოლზე წამოჯდა და საბანი ზემოთ დაქაჩა.
მისკენ წამოვიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. საბნით დაფარულ ფეხზე მოუჭირა თითები და გაუღიმა.
– როგორც ხდება ხოლმე, მეუღლეები მოჰყავთ... – მრავლისმეტყველად გაუღიმა.
– მერე?
– იმედია, უარს არ მეტყვი, – ხელი ჩაუტარა.
– მორჩი, – მკაცრად დაუბრიალა თვალები. – სულ ცოტა, სულ ცოტა წამოიზარდოს ლილუ და ეს ფორმალობაც გაქრება ჩვენ შორის!
– რატომ გაღიზიანებს ყველაფერი... ხომ ვაკეთებ, რასაც გინდა?
გაეცინა.
– დაჩი, ჩვენ შორის ყველაფერს საბოლოოდ დაესვა წერტილი. ეს დასასრულია, – გაუღიმა. – შეგიძლია ნებისმიერი გოგო წაიყვანო, მაინც არ მიცნობენ, არ მეწყინება.
– ცუდად მექცევი, ლინა. ინანებ, – დაიმუქრა და წამოდგა. – ანუ არა?
– მოკლედ და კონკრეტულად.
მამაკაცი ოთახიდან გავიდა.
ერთ ხანს ცარიელ კედელს უყურა ქალმა, ბოლოს ამოიხვნეშა, შუქი ჩააქრო და გვერდი იცვალა. როგორც ყოველი დაძინების წინ, ახლაც ის საშინელი დღე უტრიალებდა კადრებად, როცა ხელებში შემოაკვდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც თურმე შეეძლო.
***
ოპერაცია დაასრულა თუ არა, ქუდი მოიხადა, დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ექთანს გახედა, რომელიც უღიმოდა.
- გილოცავ, ლინა.
- გმადლობ, ჟან. რას მეუბნებოდი წეღან?
- შეხვედრა გვაქვს უფროსობასთან, - საათს ახედა. - ხუთ წუთში.
- დროში ვიწვებით? - ამოიხვნეშა, აპარატი გამორთო და საოპერაციოდან გავიდა.
არავინ დაუხვდა, ძალიან გაუკვირდა. მართალია რთული ოპერაცია არ იყო, მაგრამ, როგორც წესი, მის პაციენტებს ყოველთვის ყავდათ პატრონი. მის უკან მომავალ ექთანს გახედა.
- ჟან, პაციენტს არავინ ელოდა?
- არავინ. სრულიად მარტო მოვიდა... - მხრები აიჩეჩა. - მეც გამიკვირდა. არადა, საყვარელი გოგოა, ასეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და დავიჯერო არავინ ჰყავს, გვერდში დასადგომად?! - ამოიხვნეშა ქალმა და გვერდით გაუხვია. - შეხვედრაზე გნახავთ.
გაოცებული იყო, ძალიან გაოცებული. საცოდავმა, უმწეო გოგომ ყველაფერი დაკარგა, შვილი არ ეყოლებოდა აღარასდროს და მასთან არავინ იყო? ერთი ახლობელიც კი? სიმწრით გაეღიმა, გაიფიქრა: „ბედის ირონიააო“ და კაბინეტში შევიდა.
გამოიცვალა, მოწესრიგდა და საკონფერენციო დარბაზისკენ წავიდა.
***
მთელი თხუთმეტი წუთი უაზრობებზე საუბრობდნენ. ძირითადად იმფრასტრუქტურაზე, რაც სრულებით არ ეხებოდა და აინტერესებდა ლინას. „მაინც თვითონ წყვეტენ, ჩვენ რაზე შეგვკრიბესო“ - ფიქრობდა.
- როგორც იცით, ყოველ წელს ორ ექიმს გზავნის ჩვენი დიდი კომპანია. წელს თითოეულ თქვენგანს მინდა მოვახსენო უდიდესი მადლობა, გაწეული სამუშაოსთვის, რადგან დღეისობით თქვენი კლინიკა საუკეთესოა. ამიტომ, ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა ასარჩევად. ერთ-ერთი თქვენი ექიმი გაემგზავრება გერმანიაში ორი კვირით, - ღიმილით ჩამოარაკრაკა შუა ხნის ქალმა და ლინას მიაშტერა თვალი. - უსამართლობა იქნებოდა, რომ თქვენ, ქალბატონო ლინა, დაგვეჩაგრეთ იმის გამო, რომ მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ოპერაცია ჩაგივარდათ... ამიტომ, ის ერთადერთი ექიმი, რომელიც გერმანიაში გაემგზავრება და მიიღებს მეტ ცოდნას, გამოცდილებას და დასვენებას, იქნებით თქვენ.
არ დაიჯერა. უფრო სწორად, ვერ. პირი ოდნავ შეეხსნა და თითები მიაშველა. ო, როგორი პრესტიჟი და საოცარი პრიზია, მაგრამ უარის თქმაზე ფიქრობს.
წამოდგა და ახლოს მივიდა ქალთან.
- უღრმესი მადლობა, სასიხარულოდ გაოცებული ვარ, ასე რომ დამაფასეთ, მართლა, მაგრამ... მაგრამ ბოდიში უნდა მოგიხადოთ და სხვა კანდიდატის არჩევა გთხოვოთ, რადგან არ ვიმსახურებ... წელს არა, - თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია და უმოწყალო სახით მიაჩერდა ქალს.
- ამ პრიზზე უარს ვერ იტყვით... - შეედავა უმალ. - ამაზე ყველა ექიმი ოცნებობს, ყველა!
- დამერწმუნეთ, მეც სიამოვნებით ვიღებ თქვენს შემოთავაზებას, მაგრამ ისეთი მძიმე ემოციური ფონი მაქვს, არ შემიძლია... მომიტევეთ.
- ლინა, გთხოვთ, ასე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ! - ხმა დაიმკაცრა, ჩაახველა და გააგრძელა: - ამის შემდეგ ყველაფერი თქვენს სახელზეა, გინდა წადით და გინდა ნუ წახვალთ. აზრი არ აქვს იმის თხოვნას, რომ სხვას დავუთმოთ თქვენი ადგილი!
***
სახლში ერთიანად გადაღლილი მივიდა. დედა საჭმელს უმზადებდა სამზარეულოში, დაჩი კი კვლავინდებურად ფეხბურთს ჩასჯდომოდა. ქურთუკი გაიხადა, ფეხსაცმელიც და ფეხაკრეფით შევიდა მისაღებში.
- ვისი თამაშია? - ჰკითხა ინტერესით და ტელევიზორს მიაჩერდა.
- წითელი ეშმაკები და შენი თეთრები თამაშობენ, - გაუღიმა თბილად.
- ჰო? ანგარიში?
- იგებთ, 3-2.
- ცუდი შედეგია, - მხრები აიჩეჩა. აღსანიშნავია მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ... ღმერთო, გიჟდებოდა მასზე. ჯერაც პატარა ბავშვი იყო, მამამ რომ ასწავლა თამაში და ლამის თხუთმეტ წლამდე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. მერე ქალური ნიშნები გამოუჩნდა და თამაშის სიყვარული ყურების სიყვარულში გადაეზარდა. ჰოდა, აგერ უკვე მერამდენე წელია, გულშემატკივრობს „თეთრებს“.
- რატო? - გაკვირვებით გადმოხედა.
„რა მალ-მალე გასულელდება ხოლმე!“ - გაიფიქრა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, ტვინი იჭყლიტე და თავად მიხვდიო.
დედასთან შეიჭყიტა სამზარეულოში. მხოლოდ დედამისი კი არ ფუსფუსებდა, ლილუც ებლანდებოდა ქალს ფეხებში, ვითომ ეხმარებოდა. გაეღიმა და კარის ჩარჩოში გაჩერდა. სანამ არ შეამჩნევდნენ, მანამდე დატკბებოდა მათით.
- დეე! - წამოძახა ლილემ და სხარტად გამოექანა ქალისკენ.
- ჩემო პატარა, ეხმარები ბებიკოს? - ხელში აიტაცა პატარა სხეული და კისერში აკოცა.
- ხო, დე, შენ რომ გიყვარს, პერაშკებს გიმზადებთ! - აღტაცებით წამოიძახა და სახეზე დააკვირდა ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით.
- მართლა, დე? როგორ მიხვდებით ხოლმე შენ და ბებო, რაზე ვოცნებობ! - სიცილით უთხრა, ჩამოსვა და ჯამთან მივიდა, გემრიელად რომ იწონებდნენ კარტოფილის ღვეზელები თავს.
გასინჯა.
- დედა, რა გემრიელია! - თავი ნასიამოვნებმა გადაიქნია.
- ჩემი გაკეთებულია! - ყელი მოიღერა პატარამ.
- მასეც ვიფიქრე, დე! - სიცილით აკოცა თავზე და სკამზე დაეშვა. - ძალიან დაგღალა, დედა?
- ამასთან როგორ უნდა დაიღალო! - მხიარული ტონით ჩაილაპარაკა, წინსაფარი მოიხსნა და სუფრის გაშლას შეუდგა.
- მე კი ძალიან დავიღალე და... - ამოიხვნეშა და მარჯვენა ლოყა გაშლილ ხელზე ჩამოდო.
- მოგიკვდი, დედა! - მტკივნეულად ჩაილაპარაკა ქალმა. - შენ ასე უნდა იღლებოდე და... - ჩურჩულით დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა, დაჩი შემოვიდა სამზარეულოში.
- ლიაკო, ეს რა გემრიელობები მოამზადე?!
- ხო, რა ვიცი... - აიწურა ქალი.
- მამიკო, იცი, მე დავეხმარე ბებოს! - ვერც ახლა დამალა ემოციები ლილემ და გაბრწყინებულმა ახედა კაცს.
- შენ ხომ ჩვენი მაგარი გოგო ხარ... - თავზე აკოცა და გვერდით მიუჯდა.
- დაჩი, სამსახურში რა ხდება? - თავი ასწია და ისე ჰკითხა ლინამ.
გაშლილ სუფრას მოუჯდა დაღლილი ლია და ლილეს დაუწყო რაღაცის ჩურჩული.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს, ლინ? - ღვეზელი ჩაკბიჩა და ამოხედა დაღლილობისგან წაშლილ ცოლს.
- რომ რამე, შვებულებას მოგცემენ?
- რატო, რა ხდება? - გაუკვირდა გულწრფელად.
- შეიძლება ორი კვირით მომიხდეს წასვლა და ბავშვის დატოვება მოგიწევთ...
- ხუმრობ? - გაეცინა. - სად მიდიხარ ან რატო მიდიხარ? - სერიოზულობით ჰკითხა.
ლიაც ელოდა პასუხს, ფაქტი იყო.
- ჯერ მე დავსვი კითხვა! - შეუღრინა გაბრაზებულმა.
- არ მგონია მომცენ, ჯერ ახალი მისული ვარ, კიდეც გამომაპანღურებენ, რომ ვუთხრა ორი კვირა შვებულება მინდა-მეთქი, - უდარდელად ჩაილაპარაკა.
საჩხუბრად დაბრიცა სახე ქალმა, მაგრამ დედამ შეაჩერა.
- მე დავიტოვებ, ლინ, სხვა საქმე მაინც რა მაქვს?
გაოცებულმა გადახედა ქალს, „არ იჩხუბოთო“ რომ ეწერა შუბლზე.
- დედა, ყველაფერი კარგი, მაგრამ ხომ უნდა შეიგრძნოს შვილის გაზრდის სიმძიმე?
- რას ამბობ, რომ... - წამოიწყო დაჩიმ, თუმცა ლინა ჩაეჩრა სიტყვაში.
- იმას ვამბობ, რომ შვებულება უნდა აიღო და ლილეს მიხედო! რომ დედაჩემი აქ დასასვენებლადაა და არა დასაღლელად! რომ ახლა მე დასაძინებლად მივდივარ და ბავშვს დააძინებ! არა? კარი ხომ იცი სადაა?
მთელი წინადადების მანძილზე ცდილობდა არ გატეხილიყო, ხმა არ გაბზარვოდა და ცრემლი არ დაენახებინა უვარგისი ქმრისთვის. წამოდგა და მაშინ აერია ნაბიჯი. შებარბაცდა, მაგრამ თავი შეიმაგრა.
ოთახში ცივი ჰაერი იჭრებოდა გახსნილი ფანჯრიდან. მის რაფაზე ჩამოდო იდაყვები და სიგარეტს მოუკიდა. კვლავაც შეერია გაზაფხულის სასიამოვნო სურნელს სიგარეტის მყრალი კვამლი.
მომენტალურად მოუნდა ასულიყო ამ რაფაზე, გაეშალა ხელები და ეფრინა იქამდე, სანამ ცივი ასფალტი სისხლისფრად არ შეიღებებოდა. მაგრამ, ღმერთო, ლილე... მის გამო ყველაფერი ჩარჩოებს სცდება და მაინც არ კვეთს ზღვარს.
***
დაგვიანებისთვის ბევრი ბოდიში... სიცხე მაქვს და აქაც რა ვიბოდიალე..
მოკლედ, მომიტევეთ.
გამიხარდება თუ მოგეწონათ <3



№1  offline მოდერი tsn

ნუ არ მესმის, შეიძლება იყო ცუდი ქმარი, მაგრამ ცუდი მშობელი? არა რა არ მომწონს დაჩი recourse

 


№2  offline წევრი N7

SEREBRO
Velodebodi rodis dadebdi axal tavs kargi iko momewona shemdeg tavs velodebi

მიხარია, რომ მოგეწონა <3 გმადლობ love

tsn
ნუ არ მესმის, შეიძლება იყო ცუდი ქმარი, მაგრამ ცუდი მშობელი? არა რა არ მომწონს დაჩი recourse

სამწუხაროდ, ბევრი 'ცუდი მშობლის' მაგალითი გვაქვს ყოფით ცხოვრებაში recourse
მიხარია, რომ კითხულობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი darina

amat ertad ra undat, saertod ar mesmis aseti wyvilis, dachis vamtyuneb shvilis mimart aseti civi damokidebuleba ar unda qondes, linasic ar mesmis, veraferi gavuge am wyvils. Shen rogorc yoveltvis dzalian kargi xar.

 


№4  offline წევრი N7

darina
amat ertad ra undat, saertod ar mesmis aseti wyvilis, dachis vamtyuneb shvilis mimart aseti civi damokidebuleba ar unda qondes, linasic ar mesmis, veraferi gavuge am wyvils. Shen rogorc yoveltvis dzalian kargi xar.

წყვილებს შორის მსგავსი გაუგებრბები ხდება.. მომავალში ყველაფერს დაწვრილებით გავიგებთ, ალბათ request
დიიდი მადლობა, საყვარელო! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5 სტუმარი ...

არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...

 


№6  offline წევრი N7

...
არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...

არაუშავს, ყველას ყველაფერი ხომ ვერ მოეწონება? tongue
მე კიდევ ბევრი დრო მაქვს ჩამოსაყალიბებლად, იმან იდარდოს, ვისაც სხვის 'კრიტიკაში' შემოაბერდა ნაადრევად wink
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი Nate

შენ და შენი თეორიები რა wink აუცილებლად წავიკითხავ რომ მორჩება
შენი სიცრუის თეროია ძალიან მიყვარდაა love იმედია ესეც მომეწონება fellow

...
არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...

რატო კითხულობ მაშ? smile

 


№8  offline წევრი N7

Nate
შენ და შენი თეორიები რა wink აუცილებლად წავიკითხავ რომ მორჩება
შენი სიცრუის თეროია ძალიან მიყვარდაა love იმედია ესეც მომეწონება fellow

...
არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...

რატო კითხულობ მაშ? smile

ჰომ, მე და ჩემი თეორიებიი wink
მიხარია, რომ მოგწონდა და ამას რომ წაიკითხავ, იმედია, ესეც მოგეწონება love
არაუშავს, სადღაც გულის სიღრმეში "უსწორდება" ალბათ ამ ერთფეროვნების კითხვა wink wink request
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი Nate

N7
Nate
შენ და შენი თეორიები რა wink აუცილებლად წავიკითხავ რომ მორჩება
შენი სიცრუის თეროია ძალიან მიყვარდაა love იმედია ესეც მომეწონება fellow

...
არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...

რატო კითხულობ მაშ? smile

ჰომ, მე და ჩემი თეორიებიი wink
მიხარია, რომ მოგწონდა და ამას რომ წაიკითხავ, იმედია, ესეც მოგეწონება love
არაუშავს, სადღაც გულის სიღრმეში "უსწორდება" ალბათ ამ ერთფეროვნების კითხვა wink wink request

დარწმუნებული ვარ მომეწონება, სხვა ისტორიებსაც გადავხედავ love

 


№10  offline მოდერი Eleniko13

შენ ხარ...
არ ვიცი ,
რა გითხრა.
მხოლოდ ის ვიცი ,
რომ შემიძლია დაუსრულებლად გკითხულოდე
და
ეს იმაზე მეტს ნიშნავს ,
ვიდრე მოწონება ,
თუნდაც სიყვარული.

...
არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...


ჩემო ძვირფასო ,
ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვსო ,
რომ ეუბნები ,
ალბათ შენ უფრო ჩამოყალიბებული ხარ .
თუმცა ამ ერთი კომენტარით მივხვდი შენი გემოვნება .
რათქმაუნდა, შენ ჩვენს ისტორიებს როგორ წაიკითხავ, ალბათ მხოლოდ დასტოევსკს და ტოლსტოის კითხულობ.
გვაპატიე, რომ ვარსებობთ.
კრიტიკა მესმის, მაგრამ ეს კრიტიკა არ არის.
ასე რომ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№11  offline წევრი N7

Eleniko13
შენ ხარ...
არ ვიცი ,
რა გითხრა.
მხოლოდ ის ვიცი ,
რომ შემიძლია დაუსრულებლად გკითხულოდე
და
ეს იმაზე მეტს ნიშნავს ,
ვიდრე მოწონება ,
თუნდაც სიყვარული.

...
არ მომწონს. საერთოდ შენი წერის სტილი აე მომწონს... ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვს. რაღაც შენი ისტორიები არ მიზიდავს. ყველა ერთმანეთს ჰგავს...


ჩემო ძვირფასო ,
ჩამოუყალიბებელი წერის სტილი გაქვსო ,
რომ ეუბნები ,
ალბათ შენ უფრო ჩამოყალიბებული ხარ .
თუმცა ამ ერთი კომენტარით მივხვდი შენი გემოვნება .
რათქმაუნდა, შენ ჩვენს ისტორიებს როგორ წაიკითხავ, ალბათ მხოლოდ დასტოევსკს და ტოლსტოის კითხულობ.
გვაპატიე, რომ ვარსებობთ.
კრიტიკა მესმის, მაგრამ ეს კრიტიკა არ არის.
ასე რომ...

დიდი მადლობა, შენ ხარ ჩემი პირადი სიტკბო!
გმადლობ, რომ არსებობ!
ძალიან გამახარე love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent