შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(9)


30-01-2016, 22:28
ავტორი zoi
ნანახია 2 186

-ქორწილის მერეც შეიძლება
რიჩარდმა ყურის ბიბილოს მოსდო კბილი და მერე კისერში მიაკრა გავარვარებული ტუჩები
-ახლა უნდა მოგშორდე ცოტა ხნით
-სანდრა დაუძახე იმასაც სად წავიდა და გავდივართ.
ყველაფერი ულამაზესი იყო,პირველად ვუყურებდი ქართულ ქორწილს და ძალიან მომწონდა.ასეთი ტრადიციული ქორწილები თუ კიდე არსებობდა არ ვიცოდი.ჯერ თამთასთან იყვნენ სახლში.ულამაზესი პატარძალი იყო.დავითი და თამთა კი შესანიშნავი წყვილი,იქიდან ეკლესიაში წავიდნენ,მცხეთაში დაიწერეს ჯვარი.მეც იქ ვიყავი და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი ადგილი არასდროს მინახავს,ჯვრისწერის რიტუალი ხომ ულამაზესი იყო.ვიდექი და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანების ჯვრისწერას გასუნთქული ვუყურებდი.ვიგრძენი რომ ამაზე მშვიდად არსად არასდროს არ ვყოფილვარ და იმასაც მივხვდი რომ აქ კიდევ ბევრჯერ დავბრუნდებოდი.რესტორანი იყო ულამაზესი,უამრავი ხალხი ულოცავდა სიძე-პატარძალს,სანდრა უბედნიერესი იყო.აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა ძმას და აწ უკვე რძალს.უბედნიერესი იყო ასეთი კარგი გოგო რომ შეუყვარდა დავითს.დროდდრო რიჩარდისკენ აპარებდა მზერას და ტუჩებს იკვნეტდა.ზუსტად იცოდა რომ ის ღამე იქნებოდა საუკეთესო მის ცხოვრებაში,ალბათ მაგიტომაც ვერ ისვენებდა ერთ ადგილას,ზომაზე მეტსაც სვამდა,აშკარად ნერვიულობდა პირველ ღამეზე,ხო ხო პირველზე,ეს ხომ მისთვის პირველი იქნებოდა,სულ მიკვირდა როგორ ძლებდა მაგრამ ფაქტია არავინ ყოლია.
-სითბო გეხვეწები ამდენს ნუ სვამ რა
-რატო გეშინია უკონტროლო არ გავხდე?
- ნწ არა,მეშინია არ დაგავიწყდეს
-რა იყო რამეს აპირებ და არ ვიცი?
რიჩარდი უკვე ხელებს ასრიალებდა მის სხეულზე და საპირფარეშოსკენ მიყავდა,კარი მიხურა თუ არა ზედ ააკრო და მოწყურებულ ბაგეს დაეკონა,სანდრას ისე სიამოვნებდა რიჩარდის შეხება შეწინააღმდეგება არც კი უფიქრია,მიუხედავად იმისა რომ მისი მშობლები იქ იყვნენ და შეიძლებოდა ნებისმიერ დროს შესულიყვნენ.
-მოდი წავიდეთ რა
ამოიკვნესა სანდრამ და თავი უკან გადაწია რიჩარდს რომ გაადვილებოდა მოფერება
-რას მთავაზობ მაცდურო ქალბატონო?
-მგონი მოგწონს ჩემს დივანზე ძილი
-საძინებელი მირჩევნია და ძილს საერთოდ არ ვაპირებ
რიჩარდმა ერთხელ კიდევ აკოცა და ხელჩაკიდებული გაიყვანა დარბაზში,უკვე გვიანი იყო,ყველა ნასვამი და სიყვარულისბუშტ გამსკდარი,მაინც ვერავინ გაიგებდა მათ გაპარვას,სანდრა მხოლოდ მშობლებს დაემშვიდობა უთხრა მეძინებაო და კარში მდგარი რიჩარდისკენ გაღიმებული გავიდა.რესტორნის გამოსასვლელთან იყვნენ უკვე სიძე პატარძალს რომ გადააწყდნენ,როგორც ჩანს ისინიც ვეღარ ითმენდნენ,დავითს გაუკვირდა მათი დანახვა,ქართველების ხასიათიდან გამომდინარე ვიფიქრე გაბრაზდებოდა კიდეც მაგრამ არა,რიჩარდს თვალი ჩაუკრა და გააფრთხილა თუ რამე ისე იქნება როგორც სანდრას არ უნდა მოგკლავო.იმანაც ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი რომ ეგრე იქნებაო.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სანდრას არ გაუგია,სანდრაც და თამთაც ზუსტად ერთნაირ მდგომარეობაში იყვნენ,სულ რომ არ ცოდნოდა დავითს რომ რიჩარდს სანდრა უყვარს,(ხო ეს რიჩარდმა თვითონ უთხრა და უამრავი ახსნა განმარტების მერე დაითანხმა დავითი მათ ურთიერთობაზე),მაინც მიხვდებოდა რომ სანდრა პირველი ღამის გამო ღელავდა,ისეთი სასაცილო შესახედები იყვნენ რძალ-მული მეც კი გამეცინა.
-თამთ შეატყვე რომ ზუსტად შენსავით გამოიყურებოდა?
მანქანაში რომ ჩასხდნენ მაშინ კითხა დავითმა ცოლს,რა თქმა უნდა მიხვდა თამთა რასაც გულისხმობდა დავითი
-რა ჩემსავით წითელი კაბა ეცვა
-შინდისფერი და ზუსტად შენსავით ღელავდა,ისე რიჩარდი კარგი ბიჭია ხო?
-ხო კარგი ბიჭია და შენ გირჩევნია ნელა ატარო პირველი ღამის გარეშე ნუ მომკლავ
დავითს სიცილი აუტყდა და სიჩქარეს ოდნავ უკლო,
-ეს იმიტომ რომ მე მოვკვდები შენი პირველი ღამის გარეშე
-სანდრა თავს ვეღარ იკავებდა,მიუხედავდ იმისა რომ ლამის მიფრინავდა რიჩარდის მანქანა მაინც ვერ ითმენდა,რიჩარდს ერთი ხელი საჭეზე ედო მეორეთი სანდრას ეფერებოდა.ლამის ლიფტში მოათავეს ყველაფერი,საბედნიეროდ კარი მალე გაიღო და ლიფტიც გადარჩა.გასაღები ძლივს მოარგო კარს,მიიხურეს თუ არა კარი გიჟებივით ეძგერნენ ერთმაენთს,სანდრა გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდა რომელიც რიჩარდს არ ესმოდა ვნება მორეული სანდრას უზადო სხეულის მეტს ვეღარაფერს ამჩნევდა,წელზე შეისვა და ისე შეიყვანა საძინებელში,სანდრა მთელ სხეულს უკოცნიდა და აღუწერელ სიამოვნებას გრძნობდა,რიჩარდის ტუჩები,კისერი,პრესი,ყველაზე გემრიელ რამედ მიაჩნდა,არანაკლებ იყო რიჩარდიც,ქალი როგორი არ ყოლია მაგრამ ასეთი არასდროს.რიჩარდი ერთი წამით მოწყდა მის ბაგეებს
-მითხარი ხომ არ ინანებ?
-იმედი მაქვს არ მომცემ სინანულის საშუალებას და მალე გააგრძელებ
რიჩარდსაც მეტი რა უნდოდა დაუბრუნდა უკვე ყველაზე საყვარელ საქმეს,კიდევ რაც გავიგონე ის იყო როგორ ბუტბუტებდა სანდრას მკერზე მიკრული ტუჩებით რიჩარდი
-შენზე თბილი ამქვეყნად არავინაა
-და შენზე ცხელი რიჩარდ იწვი მგონი.
სანდრას ხმამაღალი ამოკვნესა იმის ნიშანი იყო რომ აქამდე უცნობ სიტკბოებას და სიამოვნებას გაუგო გემო, და კიდევ იმის რომ რიჩარდი ყველაზე შესაფერისი კაცი იყო მისთვის,რიჩარდი წამით გაშეშდა,ხომ თბილოდა მის თვალებში სანდრას დანახვისას ახლა მთლად ლავა დაუტრიალდა მგონი,უზარმაზარი სიხარული და სიამაყე იყო მის თვალებში
-შენ რა ახლა აპირებ გაჩერებას?
სანდრა თმაში წვდა და თავისკენ მიიზიდა.რა თქმა უნდა გაჩერებას არ აპირებდა,არც მაშინ და არც არასოდეს მაგრამ ძალები ხომ სჭირდებოდათ,
-სანდრა მიყვარხარ აქამდე მითქვამს?
კიდევ ერთხელ მოაცილა ტუჩები ქალის სხეულს
-ყოველშემთხვევაში აქამდე დადებითი პასუხი არ მიგღია
მთლიანად ბედნიერი იყო რიჩარდი,მის წინ მწოლი სიამოვნებისგან აკვნესებული ქალი მხოლოდ მისი იყო მაშინაც და საერთოდ ყოველთვისაც.როგორც ჯერ გამოუცდელი,სანდრა მალევე დაიღალა და გამთენიისას ჩაეძინა.რიჩარდი უყურებდა საშნლად ლამაზ და სასურველ ქალს და სიყვარულით ევსებოდა სხეული.დილითაც სანდრაზე ადრე გაეღვიძა,იმის შეგრძნებამ რომ საყვარელი ქალი ყავდა და ცხოვრებაში პირველად იღვიძებდა ქალის გვერძე კიდევ უფრო გააბედნიერა.იქამდე არასდროს რჩებოდა ქალთან დილამდე,თვითონაც და ისიც მიიღებდნენ სიამოვნებას და ეგ იყო.მაშინ კი მიხვდა რომ არანაკლებ დიდი სიამოვნებაა იღვიძებდე ულამაზეს ქალთან ერთად,რომელიც იცი რომ მხოლოდ შენია.აქამდე ეს არასდროს უგრძვნია.სანდრას თავზე დაჰყურებდა და მის ოდნავ გაპობილ ბაგეზე,მაცდურად რომ გამოიყურებოდა,თითებს ასრიალებდა,სანდრას ღიმილით გაეღვიძა ტუჩები საკოცნელად გამობრიცა რაზეც რიჩარდს გაეცინა
-გაუმაძღარო
-რა გიკვირს ერთი ვინ გამაძღობდა?
სანდრა ისევ მის ტუჩებს წაეტანა,რიჩარდი რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ,ერთ დღეში დახელოვნებული სანდრა არაფერს არ აცდიდა.როგორც იქნა წამით მოსწყვიტა ტუჩები
-პანტერა ხარ ჩემი გამოუცდელი პანტერა
-იმის გამო მაჩერებ რომ დამცინო?
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ
-მორჩი მერე ლაპარაკს და დამიმტკიცე
რიჩარდი ისედაც ძლივს აბამდა ორ სიტყვას და სანდრას წაქეზებამ სულ დაუკარგა ლაპარაკის სურვილი,სურვილთან რაც ასოცირდებოდა მარტო სანდრა იყო.დაიჯერებთ ამ გამოუცდელ გოგოს რამდენი შესძლებია.ერთი კვირა საძინებლიდან არ გააყოფინა თავი რიჩარდს,არც ის იყო წინააღმდეგი მართალია მაგრამ საჭმელი ხომ სჭირდებოდათ.ანა გიჟს გავდა არც ერთი ჩანდა არც მეორე,ქორწილიდანვე დაიკარგნენ,კი ხვდებოდა რაშიც იყო საქმე მაგრამ ერთი სული ჰქონდა სანდრას როდის დაელაპარაკებოდა.მობილურები დამჯდარი,კარი ჩაკეტილი,არანაირი საკონტაქტო საშუალება,აბა არ გაგიჟდებოდა ჩემი ცნობისმოყვარე ქალბატონი?ხოდა სანამ ისინი მაიმუნობდნენ მე მასთან წავედი,ცოტა არ იყოს და ძნელია როცა ამ ყველაფერს წერ.ბოლოს და ბოლოს მეც ხომ კაცი ვარ.ჩემი და ანას ამბების მოყოლას არ ვაპირებ,გავა დრო და ალბათ დავწერ ისტორიას აი იმას მთავარი გმირი ანა რომ იქნება.არც ანას პირველი ღამის შესახებ ვაპირებ არაფრის მოყოლას,ის მხოლოდ ჩემი იყო და აწი ვიცი რომ სულ მასე იქნება.ვიტყვი მხოლოდ ერთს გავოცდი.არც სანდრა გავდა დიდად მოკრძალებულ ქალს და არც ანა,მაგრამ ფაქტია მე და რიჩარდი მსოფლიოში უბედნიერეს კაცებად გვაქციეს.იქ ჩვენთან ხომ ვერ შეხვდები ქალს რომელიც შენ გიძღვნის თავს და მზადაა სულ შენთან იყოს,ალბათ მასეთებიც არსებობენ მაგრამ იშვიათი.
სანდრას ეძინა რიჩარდი სამზარეულოში იყო გასული და ყავას ელოდებოდა.ბართან იჯდა ხელებით ეყრდნობოდა და ფიქრობდა რამდენი რამე შეიცვალა მის ცხოვრებაში,ერთი ჭკუამხიარული ადვოკატი იყო,ქალი უამრავი ყავდა მაგრამ ყველა ერთნაირი,ტუჩსაცხს თუ წაიდღაბნიდნენ სხვადასხვა ფერს.ფიქრობდა როგორ გაუმართლა როცა იმ საქმეზე მიამაგრეს რომელიც სანდრას ეკუთვნოდა,როგორ გაუმართლა როცა მის მკაცრ იმიჯს არ დანებდა,როგორ გაუმართლა ანა რომ ყავდა და არ მისცა დანებების საშუალება,ყველაზე მეტად გაუმართლა საქართველოში ჩამოსვლა და აქ დარჩენა რომ გადაწყვიტა.მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება,საჩუქარი ყველაფერი საუკეთესო სანდრა იყო.იაზრებდა რამხელა ნაბიჯი გადადგა სანდრამ.როგორ ენდო,ერთი წამითაც არ უფიქრია რომ სანდრა ქალიშვილი იქნებოდა,ამი გაგებამ გააოცა,არც იმას არ ფიქრობდა რომ თუ გოგო ქალიშვილი არ იქნებოდა ცოლად არ მოიყვანდა რა სისულელეა,ასე რომ ეფიქრა სანდრასაც არ დაუახლოვდებოდა,მაგრამ იმან გააბედნიერა რომ ხმოლოდ მისი იყო დ სხვა არავისი.მთელი არსებით სხეულითაც და სულითაც სულ მას ეკუთვნოდა.სანდრა სამზარეულოს კარს იყო მიყრდნობილი და რიჩარდს ღიმილით უყურებდა.
-რატომ გამომეპარე?
სანდრა მსათან მიკუსკუსდა და კალთაში ჩაუხტა,თმის წვალება დაუწყო და მასთან ერთად მოთმინებისაც
-სანდრა მაკვირვებ იცი?
-რატო?
-კაცი რო შემოგხედავს გამოცდილი ქალივით იქცევი,ერთი კვირაა განცი გამაძრე
სანდრამ ბოლომდე არ დაამთავრებინა ვითომ გაბუსხული წამოხტა მისი მუხლებიდან.
-ესეიგი უკვე დაგღალე არა?ჰმ შენ არ იყავი სიყარულს რომ მეფიცებოდი?
სანდრა ოთახიდან გასვლას აპირებდა ახარხარებული რიჩარდი ზურგიდან რომ აეკრო და კისერში აკოცა
-ოხ სითბო დავიჯერო ახლა მაგას ფიქრობ?
-აბა რას უნდა ვფიქრობდე?დამღალეო და
რიჩარდმა სერიოზული სახით შეატრიალა სანდრა და თავი მაღლა ააწევინა
-სითბო მისმინე და სულ გახსოვდეს,შენ მე ვერასდროს დამღლი,შენი სიყვარული არასდროს დამღლის შენთან სე**ი ხო საერთოდ
რიჩარდს გაეცინა ანას აწითლებულ სახეზე
-შეიძლება დიდად რომანტიკოსი ვარ მაგრამ,ლაპარაკი არ მეხერხება,უბრალოდ მინდა იცოდე რომ პირველივე დღიდან მთელი ჩემი გული დაიკავე,შენ ისეთი მკაცრი ჩანდი შორიდან,არავინ იცოდა რომ შენ სითბო იყავი ჩემი სითბო,არასდროს ვინანებ იმ დროს რაც შენზე ფიქრში გავატარე,არც არასდროს დამავიწყდება ის დანჯვა მაგრამ ღმერთის ყოველთვის მადლობელი ვიქნები რომ ანა გამომიგზავნა,რომელმაც არ მომცა დანებების საშუალება,შენს გარეშე ვერასდროს ვიქნები ბედნიერი და გთხოვ ამაში ეჭვი ნუ გეპარება,შენ ჩემთვის ყოველთვის იქნები სიხარულის მომტანი და რაც მთავარია ჩემი სითბო
-რა გამოდის ცოლობას მთხოვ?
-ნუ ცოტა სხვანაირად ვაპირებდი მაგრამ რადგან ასე დაიჟინე

გთხოვთ ვინც წაიკითხავთ არ დაიშუროდ კრიტიკა,ძალიან დიდი სურვილი მაქვს განვვითარდე,(ხო,მე ვაცნობიერებ რომ ეს არაა ხარისხიანი მოთხრობა)და მინდა რომ დამეხმაროთ,კრიტიკის გარეშე წინსვლა წარმოუდგენლად მიმაცნია



№1 სტუმარი Black

Ra kritikaze laparakob zoi umagresi xar magra mevaseba es motxroba ubralod didi xani ro ar chandi mkitxvelebs daaviwydat es motxroba

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

ამ ისტორიას 2014 წლიდან მოყოლებული ვკითხულობდი,მას შემდეგ რაც პირველად დადე და მერე დიდხანს მომიწია ლოდინი.მაგრამ მიხარია რომ გააგრძელე .ძალიან კარგია.არ ვაპირებ თუნდაც ერთ რამეში მაინც გაგაკრიტიკო.უბრალოდ კრიტიკის საფუძველს ვერ ვხედავ.ძალიან მომწონს და მიხარია რომ გააგრძელე...უბრალდ არ ვიცი როგორ გამიგებ მაგრამ ალექსანდრეს ბედიც მაინტერესებს.ცხადია სანდრა რიჩარდთან დარჩა მაგრამ რა ვქნა ალექსანდრეც მეცოდება.კარგია რომ სანდრა მასთან არ დარჩა,მაგრამ მთლად ნუ მიაგდებ ალექსანდრეს იქნებ იმასაც ეშველოს რამე wink უკანასკნელ ნაძირალასაც ხომ ეძლევა შანსი.იქნებ სანდრასთან არა მაგრამ სხვასთან გაუმართლოს. მაგრამ ეს მხოლოდ შენი გადასაწყევტია ,მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და ნუ მიიღებ ამას ცუდად.კრიტიკად ან გავლენის მოხდენის მცდელობად .გაგრძელე ,ველოდები .ძალიან მომწონს love

 


№3  offline წევრი zoi

Black
Ra kritikaze laparakob zoi umagresi xar magra mevaseba es motxroba ubralod didi xani ro ar chandi mkitxvelebs daaviwydat es motxroba

ძალიან დიდი მადლობა აწი აღარ დავიკარგებიი <3

nini namicheishvili
ამ ისტორიას 2014 წლიდან მოყოლებული ვკითხულობდი,მას შემდეგ რაც პირველად დადე და მერე დიდხანს მომიწია ლოდინი.მაგრამ მიხარია რომ გააგრძელე .ძალიან კარგია.არ ვაპირებ თუნდაც ერთ რამეში მაინც გაგაკრიტიკო.უბრალოდ კრიტიკის საფუძველს ვერ ვხედავ.ძალიან მომწონს და მიხარია რომ გააგრძელე...უბრალდ არ ვიცი როგორ გამიგებ მაგრამ ალექსანდრეს ბედიც მაინტერესებს.ცხადია სანდრა რიჩარდთან დარჩა მაგრამ რა ვქნა ალექსანდრეც მეცოდება.კარგია რომ სანდრა მასთან არ დარჩა,მაგრამ მთლად ნუ მიაგდებ ალექსანდრეს იქნებ იმასაც ეშველოს რამე wink უკანასკნელ ნაძირალასაც ხომ ეძლევა შანსი.იქნებ სანდრასთან არა მაგრამ სხვასთან გაუმართლოს. მაგრამ ეს მხოლოდ შენი გადასაწყევტია ,მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და ნუ მიიღებ ამას ცუდად.კრიტიკად ან გავლენის მოხდენის მცდელობად .გაგრძელე ,ველოდები .ძალიან მომწონს love

ძალიან მიხარია რომ კითხულობ,ჩემთვის თითოეული მკითხველი ძვირფასი და მნიშვნელოვანია,ეს ისტორია ალექსანდრეს და სანდრას პროტოტიპებზეა აგებული,ალექსანდე გამოჩნდება რა თქმა უნდა,რამდენად კარგი იქნება მისი დასასრული ჯერ არ გადამიწყვეტია,მაგრამ რის გამოც ეს ისტორია დავიწყე იმას მიიღებს...

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

მიხარიაა თუ გამოჩნდებააა .საერთოდ ყველაფერი მომწონს მე ამ ისტორიაში love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent