შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XVI)


31-01-2016, 05:10
ავტორი Nina))
ნანახია 3 558

თავისი ადგილი დაიკავა ელენამ,როდესაც გვერდით თავისი კურსელი ანა დაუჯდა,საზიზღარი გოგოა,არასდროს უყვარდა ელენას ის და არა მარტო ელენას,ტიპიური თავქარიანი გოგოა,რომელიც მამამისის სახელით სარგებლობს და ამიტომ არავინ აგდებს უნივერსიტეტიდან,მე ვიტყოდი ვერ აგდებენ,თორემ მათზე რომ იყოს ახლავე გაუძახებდნენ გარეთ,როგორც უკვე ავღნიშნე გვერდით დაუჯდა და ამრეზით შეხედა
-კუკლა-ცალყბად გაუღიმა ანამ
-რა გინდა,ანა,პირდაპირ თქვი და მერე მომცილდი შენს ხასიათზე არ ვარ-უხეშად მიუგო ელენამ
-ოუ,დაწყნარდი,მე არაფერი მინდა,ხომ გახსოვს რომ მეუბნებოდი,საშინელი ადამიანი ხარ,ყველას მშვიდობას უნგრევო-გაახსენა ბოლო შეკამათება
-მაგას რა დამავიწყებს,ძვირფასო!-ირონიით შეხედა ელენამ
-მაგ ირონიას მოვიცილებდი,პრინციპში მაშინაც გითხარი ჩემზე უკეთესი არაფრით ხარ-მეთქი,უბრალოდ ამის გამომჟღავნებას ცოტაოდენი დრო დასჭირდება-მეთქი,შენგან უფრო მეტ დროს მოველოდი სხვათა შორის,მაგრამ ისეთი მოხერხებული არ ყოფილხარ როგორიც მეგონე
-რა გინდა,ანა?-ხელები ნერვულად დაარტყა მაგიდას,ყველამ მათ შეხედა თუმცა ელენას არ აინტერესებდა ისე იყო გამწარებული,ჯერ ნინათი და ახლა ანაც დაემატა ზედ
-მე არაფერი,უბრალოდ ამ საწყალმა არსებამ რა დაგიშავა ვერ ვხვდები-თვალებით ნინაზე ანიშნა - მეც კი,შენი თქმით უკანასკნელი ადამიანიც არ გავიმეტებდი მას ამ ტკივილისთვის
-ვერ ვხვდები-დაბნეულმა ჩაილაპარაკა
-ოუ,კარგი რაა,მთელმა უნივერსიტეტმა იცის რომ შენს გამო მოხდა იგი ფსიქიატრიულში
-რა?-თვალები შუბლზე აუვიდა გოგონას
-ნუ მსახიობობ,არ გამოგდის,შენ მას საქმრო წაართვი,მას კი სტრესისგან მუცელი მოეშალა-ეს უკვე უდავოდ ზედმეტი იყო -საშინელი ადამიანი როგორ ხარ? - ცოტაც და იღრიალებდა,ყველაფერს დაამსხვრევდა მის ირგვლივ,ვერ ხვდებოდა რატომ დაუმალა დემეტრემ ეს ყველაფერი,ახლა აქედან გაქცევა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო,მითუმეტეს ცრემლები სადაცაა იპოვიდნენ გარეთ გამოსასვლელ გზას,მაგრამ აქედან გასვლა დამარცხებას ნიშნავდა,იმდენად არის შოკირებული რომ შეიძლება გულიც წაუვიდეს,ჰაერი არ ჰყოფნის,ირგვლივ ყველაფერი იხუთება,ასე ჰგონია ახლა გული წაუვა,ყველაფერი დატრიალდა,მაგიდას ჩაებღაუჭა რომ გონზე დარჩენილიყო,თვალები დახუჭა,შემდეგ გაახილა და ირონიით შეხედა ანას
-ღმერთო ჩემო,რამხელა სიყალბეა,ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს,ამდენი არარეალური ამბებისა და დრამებისგან დავიღალე,ძვირფასო.-ცალყბად გაუღიმა და მისთვის და საერთოდ არავისთვის აღარ შეუხედავს,ერთ წერტილს მიშტერებოდა და ცდილობდა მალე გასულიყო დრო,რომ აქედან გაქცეულიყო,ვერ ხვდებოდა,მისი გონება ამდენს ვეღარ გადაიტანდა,ამდენის გადახარშვა არ შეეძლო..ღმა ჩასუნთქვაც აღარ შველოდა,ისრები მიიზლაზნებოდნენ,ტაატით მიიწევდნენ წინ და ლამისიყო აფეთქებულიყო და შუა აუდიტორიაში დაეწყო კივილი,უნდოდა ყველა მოეკლა მის ირგვლივ,ყველა მერე საკუთარ თავსაც მოიკლავდა და დასრულდებოდა ყველაფერი,როცა გაანალიზა რაზე ფირქრობდა თავი გააქნია არასასურველი ფიქრების განსადევნად. როგორც იქნა საგნის საათებმა ჩაიარეს და თავისუფალი იყო,თეკლა მოძებნა,რომელიც გასასვლელში ელოდებოდა და ხელით ანიშნა შიგნით შემოსულიყო
-თეკლა,ახლა რაც გავიგე უბრალოდ შოკია.გთხოვ დემეტრეს როდესაც ნახავ,უთხარი რომ კახიმ გამომიარა და სოფელში წავედით,შენ კი კაკის ჩემს სახლთან დაატოვებინე,უბრალოდ მოიფიქრე რამე,როგორცკი შეძლებ მომაკითხე,მასთან ახლა ვერ გავჩერდები.
-შენ სად წახვალ,ღმერთო ჩემო,ელენა,არაფერი მესმის,რა მოხდა?
-არაფერი,უკანა გასასვლელიდან გავალ და შემდეგ ყველაფერს მოგიყვები კარგი?
-ჯანდაბა,კარგი,არ გინდა წამოვიდე? მივწერ კაკის რომ მეც თან წამოგყევი
-უკეთესი აზრია,წამოდი.-ხელი დაავლო თეკლას და ორივე უკანა გასასვლელით გავიდა,ტაქსი გააჩერეს და სახლის მისამართი უთხრეს,ელენამ ვეღარ მოითმინა და ცრემლებს გასაქანი მისცა,თეკლა გაოგნდა,როდესაც მის სახეზე ცრემლები დაინახა,კითხვა უნდოდა,მაგრამ დააცალა სანამ სახლში მივიდოდნენ.
ელენა? ელენა კი განადგურებული იჯდა ტაქსიში და ვერაფერზე ფიქრობდა...

დემეტრე დიდანს იდგა მანქანით უნივერსიტეტის ეზოში,მაგრამ ელენა არ ჩანდა,ბოლოს ვეღარ მოითმინა და მანქანიდან გადავიდა,სადაც ნინა შეეჩეხა
-გამარჯობა,რომეო-მოჩვენებითი სევდით გაუღიმა გოგონამ და ქვევიდან ამოხედა,მამაკაცს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია,გზის გაგრძელებას აპირებდა,როდესაც ნინას ხელებმა შეაჩერეს
-ჯანდაბა,ნინა,რა გინდა?-უხეშად მიუგო გოგონას
-ნუ ღელავ,ის აქ არარის,ვერ დაგვინახავს-ირონიულად გაუღიმა,მამაკაცს სახეზე გაკვირვება დაეტყო და სანამ რაიმეს იტყოდა ნინამ განაგრძო კვლავ- გაგიკვირდა? ორი წუთის წინ წავიდა თეკლასთან ერთად,ოუ, თან უკანა გასასვლელიდან,ალბათ შენი ნახვა არ უნდოდა
-შეუძლებელია,ის მე უნდა დამლოდებოდა,ალბათ რაღაც მოხდა.-ნერვულად შეიცურა ხელები თმებში და მანქანისკენ წავიდა,ნინას აღარ შეუჩერებია,დემეტრემ ელენას დაურეკა,მაგრამ არ უპასუხა,საგონებელში ჩავარდა,გული ცუდს უგრძნობდა,შეიძლება რამე დაემართა კახის,ან ნინამ უთხრა რამე,ან შესაძლოა თეკლა გახდა ცუდად,ათას რამეზე ფიქრობდა დემეტრე,ბოლოს ტელეფონს წვდა ისევ და კაკის დაურეკა

-კაკი,ხომ არ იცი ელენა და თეკლა სად არიან?
-დემეტრე,თეკლამ მომწერა რომ არ მივსულიყავი,ასე მითხრა კახიმ გამოგვიარა მე და ელენას ორი საათის წინ და სოფელში წავედით სასწრაფოდო,მე მეგონა ელენა გეტყოდა
-ოუ,სულ გადამავიწყდა,ძმაო,მაპატიე.-მოუბოდიშა ბიძაშვილს და ტელეფონი გაუთიშა,ანუ გამოდის კაკი და დემეტრე მოატყუეს,ნინამ უთხრა ორი წუთის წინო,თეკლამ კი ორი საათის წინო,შესაძლოა ნინა ხლართავს რაღაცას,მაგრამ ნინა თუ ხლართავს რატომ მოატყუა თეკლამ კაკი,არ უნდოდა კაკისთვის რამე ეამბო,რაღაც იმალებოდა ამ ყველაფრის უკან არ იცოდა რა,მაგრამ აუცილებლად გაარკვევდა..

ელენამ ყველაფერი უამბო თეკლას,თეკლაც ისეთივე შოკირებული იყო,როგორც ელენა,მაგრამ მანიც ეჭვობდა
-ელენა,ხომ იცი ნინა სანდო არაა
-ხო,მაგრამ იმდენად საშინელი ვერ იქნება,თეკლა,რომ ბავშვის შესახებ მოეტუებინა,თან ეს ფსიქიატრიული,არამგონია ამდენად უთავმოყვარეო იყოს,ის არ დაიმცირებდა თავს და არ იტყოდა რომ ფსიქიატრიულში იწვა,შეუძლებელია,შესაძლოა ნინა ზნედაცემულია,მაგრამ საკუთარი თავი ძალიან უყვარს- ელენა ვერ ხვდებოდა რომ ზუსტად თავმოყვარეობის გამო აკეთებდა ნინა ამ ყველაფერს და ვერც იმას ხვდებოდა ძალაუნებურად როგორ მიდიოდა იქამდე,სადამდეც ნინას უნდოდა რომ მისულიყო
-დემეტრეს უნდა ელეპარაკო,ელენა,ასე ვერ გაექცევი
-ვიცი,მაგრამ დღეს არა,უკვე ზედმეტად ბევრი რამ გავიგე,დღეს ვერ გავარკვევ ამ ყველაფერს,დღეს ზედმეტია-ამოიგმინა ელენამ და თეკლას გადახედა- კაკის რას ეტყვი?
-ა-აჰ.. არ ვიცი- ამიბუტბუტა ღონებამიხდილმა და საწოლზე გაწვა,ელენამ თავი დამნაშავედ იგრძნო
-რომ იჩხუბოთ ჩემი ბრალი იქნება,რა სულელი ვარ.-თვითონაც მიბაძა თეკლას და საწოლზე გაწვა - იქნებ დაურეკო? უბრალოდ აუხსნა ყველაფერი,ლერი სახლშია?
-არა,დღეს და ხვალ არ იქნება
-მშვენიერი,დაურეკე კაკის და ყველაფერი აუხსენი,ნუ დეტალები არ გინდა,უბრალოდ უთხარი რომ გაბრაზებული ვარ,მე კიდევ დროებით გავალ სადმე ბარში ან კლუბში,ცოტას დავლევ გპირდეპი,კახას ვეტყვი რომ შენთან ვრჩები
-რა? არა,რა სისულელეა,ამას არ გავაკეთებ!
-თეკლა,იცოდე გააკეთებ,თორემ კაკის დაკარგავ
-მირჩევნია დავკარგო,ვიდრე შენ დაკარგო საკუთარი თავი. არა,ელენა,ამას არ გავაკეთებ
-ჯანდაბა,მე გავაკეთებ იცოდე!-უყვირა მეგობარს და საწოლზე წამოჯდა,თეკლა ცოტა ხანს არ განძრეულა,მერე ადგა და კაკის დაურეკა... ელენა წამოდგა,შავი ჯინსი,შავი ამოღებული ზედა,შავი ტყავის ქურთუკი და შავი ბოტები,მშვენიერია,ასე ადვილად თვალში საცემი არ,დალევა სჭირდება, ასე უფრო უკეთ იქნება,მერე ადგება და დემეტრეს დაელაპარაკება,უფრო მეტი გამბედაობით,თეკლა მთელი ამ ხნის განმავლობაში უყურებდა საუკეთესო მეგობარს და ფიქრობდა როგორ გამოეტეხა მისამართზე

-ელენა,ის მაინც მითხარი სად იქნები?
-რომელიმე კლუბში,თეკლა.-მხრები აიჩეჩა ელენამ
-ბავშვივით ნუ იქცევი,საღამოს ორისთვის მოგაკითხავთ,ეგეც ზედმეტია,მითხარი,მანამ არ შეგაწუხებ გპირდები
-არა!-თითი დაუქნია მეგობარს- ჩემი მანქანით წავალ
-ელენა,ნუ ჯიუტობ!
-მე წავედი..-ხელი დაუქნია დაქალს და მანქანა დაქოქა,გზაზე კინაღამ ავარიაში მოჰყვა,მთელი გზა დემეტრეზე,ნინაზე და მათ შვილზე ფიქრობდა,შეუძლებელია დემეტრეს ეღალატოს მისთვის,ხომ იცის კაკისგან რომ დემეტრეს მიყვარხარ თავისი მამისთვისაც კი არ აქვს ნათქვამი,არც ახლობლებს ეუბნება..მაგრამ ელენას ხომ უთხრა,არ იცის რაზე იფიქროს,იქნებ იმიტომ დაუმალა რომ ნაყოფი მოსცილდა ნინას,იქნებ დემეტრემ მოაცილებია,არამგონია,ნინა არ ჰგავს ისეთ გოგოს,რომელიც შვილს მოიშორებს,არც დემეტრე ჰგავს მკვლელ მამას...როგორც იქნა მიაღწია კლუბამდე და შიგნით შევიდა,ცოტა მოშორებით დაჯდა და სასმელი შეუკვეთა
-მარტინი თუ შეიძლება-ბარმენს მიმზიდველად გაუღიმა,ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა,მაგრამ არ გამოუვიდა ტუჩებთან მიტანილი სითხიდან ნახევარი გადმოესხა,ბარმენს მეორე შეუკვეთა და ხელებში ჩამალა სახე,თითქოსდა სახეზე ხელის მოჭერით რაიმეს უშველიდა...

-კაკი,ვიცი,ვიცი რომ სისულელე გავაკეთე,მაგრამ დაურეკე დემეტრეს,უბრალოდ დაურეკე და უთხარი რომ იპოვოს ელენა და დაელაპარაკოს
-თეკლა,რა ხდება ვერ ვხვდები
-უბრალოდ უთხარი კარგი? ელენას სჭირდება ახლა დემეტრე მანამ,სანამ რაიმე სისულელე გაუკეთებია
-სად არის ელენა,ან რატომ მომატყუე ვერ ვხვდები-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ნერვულად დაიწყო იქეთ-აქეთ სიარული
-მისმინე,კაკი. - მიუახლოვდა თეკლა და მისი სახე ხელებში მოიქცია - კაკი,მენდე,უბრალოდ საშინლად გულგატეხილი იყო ელენა,დაურეკე დემეტრეს და უთხარი მოძებნოს ახლომდებარე კლუბებში
-ჯანდაბა,თეკლა,ვერაფერს ვხვდები-ტელეფონს დაავლო ხელი და დემეტრეს დაურეკა,ყველაფერი რაც თეკლამ უთხრა უამბო და ისიც გაგიჟებული გაიქცა ელენას საძებნად - ახლა კი მომიყევი რა მოხდა..
-გარეთ გელოდებოდი,როდესაც ელენა ვნახე,საშინელი ფერი ედო,ცუდად იყო ვხედავდი,მითხრა რომ დემეტრესთვის გადამეცა თითქოსდა სოფელში იყო,თუმცა მარტო ვერსად გავუშვებდი და შენ მოგწერე რომ ერთად წავედით სოფელში,გზაზე ტიროდა,საშინელ დღეში იყო,ნინაზე გაუგია,კაკი,ყველაფერი,ვერ ვხვდები მე მიანც რატომ მატყუებდი
-ნინაზე? ნინაზე რა გაიგო,თეკლა,მას შემდეგ არ ყოფილა დემეტრე მასთან,რაც ნინამ ის ფოტო გამოაქვეყნა
-გამოდის მაშინ დაფეხმძიმდა
-რა?-თვალები ჭყიტა მამაკაცმა და ყბა ლამის იატაკამდე დაეწერა - რა სისულელეს ამბობ თუ ხვდები მაინც,ნინას მორიგი სისულელე რაშიც ორივე ერთად გაებით - ნერვულად დაიწყო იქეთ-აქეთ სიარული
-ღმერთო ჩემო,მე მაინც რამ გამომაშტერა,ჯანდაბა,ელენას ტელეფონი გამორთული აქვს,ნეტა რაიმე სისულელეს არ ჩაიდენდეს
-შარია ის გოგო,შარი! სულ ვეუბნებოდი დემეტრეს შეეშვი ნინას,შეეშვი-მეთქი მაგრამ არ დამიჯერა,აჰა,ძლივს აწყობილ ურთიერთობას როგორ ურევს!-ჩაიღრინა მამაკაცმა
-ნეტა იპოვიდეს დემეტრე ელენას,მეტი არაფერი მინდა-მიეხუტა მამაკაცს..

-კიდევ ერთი დამისხი თუ შეიძლება-კვლავ მიმართა ბარმენს,უკვე სათვალავი აერია მერამდენე ჭიქა მარტინს სვამდა,თუმცა ხვდებოდა რომ ყოველ ახალ ჭიქაზე უფრო და უფრო ღებულობდა სიამოვნებას და ყველა კომპლექსი და ყველა დარდი თითო ყლუპს ყვებოდა.აღარ ფიქრობდა ნინაზე,აღაც დემეტრეზე,აღარც მათ გარდაცვლილ ნაყოფზე,უბრალოდ ყველაფერი ერთად გადაავიწყდა,ბოლო ჭიქაც დალია და საცეკვაოდ შუა გულში გაემართა,მარტო დადგა და ისე ოსტატურად და მოქნილად დაიწყო ცეკვა,რომ ყველამ მას შეხედა,ელენა კი წუთით ტკბებოდა და დახვეწილად იქევდა ფეხებს,ხელბსა და თავს,დასცხა და ქურთუკი გაიძრო,ცეკვა კი კვლავ განაგრძო, მერე ერთ ერთი მამაკაცი უკნიდან მიუახლოვდა და ხელი თეძოზე შემოჭიდა
-საოცრად მიმზიდველი ხარ-უჩურჩულა ყურთან,პასუხის გაცემას აპირებდა,როდესაც სიცარიელე იგრძნო ზურგს უკან,მაგრამ ეს სიცარიელე სწრაფად ჩაანაცვლა ნაცნობმა სურნელმა და როდესაც უკან გაიხედა დემეტრეს სიბრაზისგან ანთებულ და კიდევ უფრო დაბნელებულ შავ თვალებ გადააწყდა,მაგრამ სულაც არ შეშინებია,საერთოდაც რეაგირება არ ჰქონია რაზეც კიდევ უფრო გაბრაზდა მამაკაცი,მკლავში ხელი ჩაავლო და შუაგულიდან გამოათრია
-მთელი დღეა გირეკავ,შენ კი არ მპასუხობ!-დაიჭექა მამაკაცის ხმამ,როდესაც შედარებით უხმო ადგილას გავიდნენ
-არ მაინტერესებს,მატყუარებს არ ვესაუბრები!-მხრები აიჩეჩა ელენამ და ბარმენს კიდევ ერთი მარტინი სთხოვა,მანაც არ დააყოვნა და მარტინი მოუტანა,ელენა დალევას აპირებდა,როდესაც მამაკაცმა ხელი კრა და მთელი სითხე დაბლა დაღვარა
-ნუ ცდილობ ჩემი მოთმინების გამოცდას! სწრაფად დაავლე ნივთებს ხელი და გავდივართ!-უყვირა მამაკაცმა და ბარმენს ანგარიში გაუსწორა
-არსადაც არ მოვდივარ და ვინ მოგცა უფლება ჩემი სასმლის ფულის გადახდისა!
-ელენა,მთვრალი ხარ,მაგრამ არ მაინტერესებს ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ ახლა ადგები და წამოხვალ ჩემთან ერთად!-მკაცრად ჩაილაპარაკა და ქურთუკი მოშიშვლებულ მკერდზე მიაფარა
-თუ არა?!-გაკაპასდა გოგონა და ხელები გადააჯვარედინა
-რომ არა?! ესე იგი,ჩემს მოთმინებას ცდი,შესანიშნავია!-ელენას ხელი დაავლო და ზურგზე მოიკიდა,მერე კი დინჯად დაუყვა გასასვლელისკენ გზას,ყურადღება არ მიუქცევია ელენას ყვირილისთვისა და მისი მუშტების ქნევისთვის,სანამ მანქანაში არ ჩასვა და ღვედი არ შეუკრა,მანამ მისთვის ხელი არ გაუშვია,მერე სწრაფად მოუარა და მანქანა დაქოქა,გზაზე ორივე ჩუმად იყო,თუმცა ხმაურიც რომ ყოფილიყო აუცილებლად გაიგებდა ელენას გახშირებულ სუნთქვას,მანქანა უკაცრიელ ადგილას გააჩერა,ღვედი შეიხსნა და გოგონას მიუბრუნდა
-ვერ გავიგე რა ხდება,რატომ არ დამიკავშირდი საერთოდ-ელენამ ამრეზით შეხედა
-იმსახურებ კი?
-ვერ გავიგე,ნამიოკებით ნუ მელაპარაკები ხომ იცი არ მიყვარს!
-ოჰ,დიდო დემეტრე,ბოდიში მომიხდია თქვენთვის არასაყვარელი საქციელისთვის-კვლავ განაგრძობდა ირონიით საუბარს გოგონა
-ელენა!-იღრიალა მოთმინება დაკარგულმა დემეტრემ და ელენამ თვალები დახუჭა,მერე გაახილა და ცრემლებმაც რაღა თქმა უნდა,იპოვნეს გზა,მამაკაცს სახე ეცვალა,თუმცა ის გაბრაზება,რომელიც ელენას საქციელმა გამოიწვია ჯერაც ბრწყინავდა მის შავ თვალებში
-კიდევ აქეთ მიყვირი? იცოდი ნინა ორსულად რომ იყო? - მამაკაცს სახეზე ფერი ეცვალა - რა თქმა უნდა,იცოდი და ნუთუ ასეთი არაკაცი ხარ რომ ბავშვის მოცილება სთხოვე? ნუთუ ისიც ისეთი საზიზღარი ადამიანია რომ თავისი შვილი მოიშორა,მხოლოდ იმიტომ რომ შენ უთხარი ეს?! არ მჯერა დემეტრე,არა!
-რა თქმა უნდა,არ უნდა გჯეროდეს,აი,რატომ იდგა ნინა დღეს ასეთი გამარჯვებული სახით,როდესაც შენ მოგაკითხე მას გადავეყარე,მან მითხრა რომ ახლახანს წახვედი და არ დამელოდე,მას შემდეგ მთელი დღეა გეძებ,მაგრამ უშედეგოდ! ვერ ვხვდები მსგავსი რამ როგორ უნდა დაიჯერო იმ გოგოსგან,ჩვენ ყოველთვის მაღალ დონეზე ვიცავდით თავს,მე მას შემდეგ არ ვყოფილვარ მასთან,რაც აეროპორტში დაგხვდი,ელენა,ვერ ხვდები რომ მივარხარ?! ნუთუ მართლა ასეთი არაკაცი გგონივარ,ნუთუ ვერ გამიცანი მთელი ამ დროის განმავლობაში! - გაბრაზებული საუბრობდა მამაკაცი და დროდადრო საჭეს ურტყამდა ხოლმე ხელებს,ელენა კი შეუჩერებლივ ტიროდა,მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა ნინასა და ანას რომ დაუჯრა მაგიტომ და მამაკაცში ეჭვი რომ შეეპარა
-მაპატიე,დემეტრე,რომ არ მაპატიო იმასაც გავიგებ,საშინელი ადამიანი ვარ,ნინას რომ დავუჯერე მაგიტომ-თავი დახარა გოგონამ და როდესაც მამაკაცისგან ვერაფერი გაიგო გადასვლას აპირებდა მანქანიდან,მაგრამ დემეტრეს ძლიერმა ხელებმა შეაჩერეს
-ვერ ვხვდები ასეთი რატომ გგონივარ-მისკენ მიაბრუნა მამაკაცმა და თვალებში საშინელი ტკივილით სავსე თვალებით ჩახედა,ელენას გული გაუჩერდა,საშინელი ტკივილი იგრძნო მის მიდამოებში, და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეძულდა
-მაპატიე-ამოიჩურჩულა გოგონამ და თვალები დახარა,ისე უნდოდა ახლა მამაკაცის ტუჩებზე შეხება,როგორც წყალი უდაბნოში დაკარგულს
-გთხოვ,მსგავსი აღარასდროს იფიქრო,ელენა,მე არასდროს ვეტყვი ქალს რომ ბავშვი მოიშოროს!-ახლა დემეტრემ დახარა თვალები და ღრმად ჩაისუნთქა,ელენას მოთმინების ფიალა ამოეწურა და მამაკაცის ტუჩებს დააცხრა,მამაკაცმაც კოცნითვე უპასუხა,ეს ის იყო რაც სჭირდებოდათ,ორივეს ჰაერივით სჭირდება ერთმანეთი უბრალოდ ზოგჯერ ისეთი რთულები არიან....
-სახლში ვერ მივალ,ნათქვამი მაქვს კახისთვის თეკლასთან ვრჩები-მეთქი,თან ნასვამს რომ მნახავს გაგიჟება
-კარგი,ჩემთან წამოდი-გაუღიმა მამაკაცმა
-შენთან?-დაიბნა გოგონა
-ჰო,ჩემთან,ნუ ღელავ მარტო ვცხოვრობ,მამაჩემი ცალკე ცხოვრობს
-ამმ..კარგი,თეკლას დავურეკავ-მორცხვად დახარა თავი,თეკლას დაურეკა და ყველაფერი მოკლედ უამბო,შემდეგ ისიც შეაპარა რომ დემეტრესთან რჩებოდა და ტელეფონი გაუთიშა,ამასობაში დემეტრეს ბინაშიც მივიდნენ.

-როგორი სულელები არიან,კაკი,დემეტრესთან არის ელენა უვნებლად-მიუგო ტელეფონს მიღმა მყოფ მამაკაცს
-გიჟს გავდა დემეტრე რომ ვნახე შემეშინდა
-ჰო,კაკი,მეც შემეშინდა რომ ვნახე,მეგონა მოკლავდა,ელენას
-რა სისულელეა,თეკლა,ის არასდროს ასწევს გოგოზე ხელს,მითუმეტეს ელენას,ყველას სათითაოდ წაართმევს სიცოცხლეს ვინც ელენას უშნოდ შეეხება,დარწმუნებული ვარ
-როგორ უყვართ არა ერთმანეთი?
-შეყვარებული დემეტრე პირველად ვნახე
-მერე,როგორია წინა დემეტრესთან შედარებით?
-მეკითხები თეკლა? ამას კითხვა რათ უნდა,შენ ჩემზე უკეთ უნა ხვდებოდე,ომ შეყვარებული დემეტრე ათასჯერ სჯობს იმ დემეტრეს,რომელსაც ადრე ვიცნობდი
-ჰო,ელენაც ასეთია,უფრო გალაღებულია,დათოც ხომ შეყვარებული იყო,მაგრამ ვფიქრობ რომ დათო სხვანაირად არც არასდროს ყვარებია,რაშიც დემეტრემ მიახვედრა თავისი სიუხეშით
-რომ ყვარებოდა ვერ დაივიწყებდა თეკლა,გამოდის არ ჰყვარებია
-შენ რა იცი?-ჩაეძია გოგონა
-ათასი ტყვია რომ მესროლონ,მთელი მეხსიერება რომ წამიშალონ,შენ და შენს სიყვარულს როგორ დავივიწყებ,თეკლა?-ცოტათი ნაწყენი ხმით უთხრა კაკიმ და თეკლას შეუძლია დაიფიცოს,მიუხედავად სიშორისა, მან მის თვალწინ დაინახა კაკის სიყვარულით გაბწყინებული თვალები
-მიყვარხარ კაკი!
-მეც მიყვარხარ,თეკლა! მინდა რომ სულ მიმეორებდე ამ სიტყვებს!
-მიყვარხარ.-კიდევ ერთხელ უჩურჩულა მამაკაცს და ფართოდ გაიღიმა...


-ჩემს რომელიმე მაისურს მოგცემ,ისე უფრო გემრიელად დაგეძინება-შესთავაზა მამაკაცმა და გარდერობში დაიწყო ქექვა,როდესაც გოგონამ შეაჩერა
-იქნებ ეს მოგეცა,რომელიც გაცვია?- დემეტრეს გაუკვირდა,მაგრამ დაუფიქრებლად გადაიძრო მაისური,იგივე გააკეთა ელენამაც,საერთოდ არ უფიქრია იმაზე რომ დემეტრეს წინ შიშვლდებოდა, როდესაც გოგონას უნაკლო სხეული კვლავ დაინახა მისკენ მიიზიდა და ყურში უჩურჩულა
-ასე ნუ აკეთებ,თორემ აქედან დაქალებული გახვალ-მსუბუქად უკბინა ყურის ძირში და ხელები ხერხემალზე ჩაუსრიალა,ელენას სხეული თითქოს სითხედ ქცეულიყო და საყრდენ წერტილს ვერ პოულობდა,რომ არ წაქცეულიყო კისერზე მოხვია მამაკაცს ხელები,დეემტრემ კი ეს ყველაფერი ბიძგად ჩათვალა და მხეცივით დაეწაფა ტუჩებზე....ფრთხილად წაიყვანა საწოლისკენ და ასევე ფრთხილად დააწვინა,იმხელა მუხტი წარმოიშვა ამ ორ ადამიანს შორის,იმხელა ენერგია,რომელიც ერთმანეთის სხეულისკენ ექაჩებოდნენ,იმხელა მიზიდულობას გრძნობდა ორივე რომ ეშინოდათ ვაი თუ ვერ დაიტია ჩვენმა სხეულმა ამდენი ენერგიაო,ფრთხილობდა დემეტრე,არ უნდოდა გოგონასთვის რაიმე არასწორი გაეკეთებინა და ამით მისი მთელი ცხოვრება შეეცვალა,ნელა მოექცა ზევიდან და გოგონას თვალებში ჩახედა
-მითხარი რომ გინდა,თორემ შეცდომა რომ მომივიდეს თავს არასდროს ვაპატიებ- მყარად ჩაილაპარაკა სიტყვები და როდესაც ელენას ყურთასმენას მიწვდნენ ეს სიტყვები,კიდევ უფრო დარწმუნდა გოგონა გადაწყვეტილების სიმყარეში,თქმით ვერ გაბედა,მიუხედავად ალკოჰოლის მოზღვავებული დოზისა თავის სიხლში,მაინც არ ეყო სითამამე ხმამაღლა განეცხადებინა თავისი სურვილი და საპასუხოდ კოცნა არჩია,ამ დროიდან კი მამაკაცის და ელენაც,ორივე ერთად გადაეშვა ვნების მორევში,საიდანაც ამოსვლას არც ერთი ჩქარობდა და არც მეორე...

------------
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენს აზრს აფიქსირებთ თითოეული,არაფერი იქნებოდა ეს მოთხრობა რომ არა თქვენ!
სავარაუდოდ რამდენიმე თავში დასრულდება,არ მინდა ძალიან გავწელო და თავი მოგაბეზროთ.
ძალიან მიყვარხართ!



№1 სტუმარი darina

Ra sulelia es gogo, xom icoda nina ranairi iyo rogor daujera, me demetres adgilas im klubshi erti kargad shemovcxebdi, jer dalaparakeboda mere echxuba, magram eg momwons amat wyvilshi ertmanets daalewaven yvelafers, shemdeg ki iseti sherigeba aqvt, ertmanetis ndoba unda qondet da ase avshvebivit ar unda ijerebdnen yvelafers.karvi tavi iyo, momewona, droa elenam droa ninas tavisi adgili miuchonos.

 


№2 სტუმარი Lanuka lanu

Magari iyo shemo shokoladoooo.momewonaaa dzn gaardzele veli shemdeg tavs

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან მინდა ნინას საკადრისი პასუხი გასცეს ელენემ.დანარჩენი ყველაფერი კარგია,მომწონს და არ მინდა მალე დასრულდეს :((( ❤️❤️

 


№4  offline მოდერი Nina))

როგორი თბილები ხართ,გოგოებო,მადლობა ძალიან დიდი love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5  offline მოდერი Eleniko13

მეც ვეთანხმები ლანას, ნინამ პასუხი უნდა აგოს.
პერფექტ !
ელენა სულელია, მაგრამ მაინც მიყვარს.
დემეტრემ კიდე თავი მოთოკოს ხოლმე :დდ
გთხოვ, შვილებზე და შვილიშვილებზე ნუღარ წახვალ რა...
არ მინდა დასასრული:(((
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი natia-natia

ძაან მაგარია

 


№7  offline მოდერი Nina))

ყველაზე კარგები ხართ,თქვენ!
მიყვარხართ ^^
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent