შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერამდენედ მეჯახები? (2 თავი)


31-01-2016, 16:44
ავტორი mimimimo
ნანახია 3 076

ცრემლიანი თვალებით დავხედე, რომ ავიღე ეკრანი გაბზარული ჰქონდა.. ორი თავით მაღალ მამაკაცს ავხედე და პირველად მისი ცისფერი თვალები შევამჩნიე „დიდი არაფერი“ -გავიფიქრე და თავი დავხხარე..
-მე.. უკაცრავად.. - გვერდი ავუარე და გარეთ გავედი..
სახლში მისული, დედა დამხვდა ნინასთან ერთად..
-ნი.. - ჩავეხუტე და სლუკუნი დავიწყე..
-რა გჭირს? - გაოგნდა დედა.
-დედა.. აი ტელეფონი.. ვიღაც იდიოტს შევეჯახე და დამაგდებინა.. - ამოვისლუკუნე და ტელეფონი ვანახე.. კუთხით დაცემული ოდნავ გაიბზარა.. ძალიან მიყვარდა ეს ტელეფონი.. ის, ხომ ალექსანდრემ მაჩუქა.. ჩემი ალექსანდრე.. ნინას ძმა, არ მიყვარს, არ ვუყურებ როგორც ბიჭს.. მიყვარს როგორც ძმა და მასზე ვაფანატებ..3 წლითაა ჩემზე დიდი, ნინაზე 4 წლით.. მახსოვს ჩემი პირველი სიტყვა „ალექჩანდლე“ იყო..
-კაი დაწყნარდი.. წავიღებთ ხელოსანთან და გააკეთებ ან სულაც ახალს გიყიდის შენი „ალექჩანდლე“ - გაიცინა და თმაზე ჩამომისვა ხელი..
-მოვიდეს, რა..
-კარგი ახლავე დავურეკავ.. ნელიკო ტელეფონი მომაწოდე.. - დედაჩემს უთხრა და ტელეფონიც გამოართვა... - სანდრიკო.. დროზე მოდი რა.. შენი გოგო ტირის..
-რა? რა სჭირს? ახლავე მოვდივარ.. - ტელეფონი გათიშა და ზუსტად 10 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა.. სწრაფად გავიქეცი და გავაღე.. უცებ მოვეხვიე და სლუკუნი დავიწყე...
-სან.. მაპატიე რა.. -ცრემლიანი თვალებით ავხედე
-რა მოხდა იტყვით? - გაგიჟებული იყო უკვე, სახეზე ფერი არ ედო..
-ისა.. მე.. - თითებს ვიმტვრევდი არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ მისი ნაჩუქარი ტელეფონი გავტეხე..
- შემთხვევით ვიღაც დაეჯახა და შენ ნაჩუქარ ტელეფონს ეკრანი გაებზარა.. - უთხრა ნინამ.. ალექსანდრემ სიცილი ატეხა..
-აუ, რა გაცინებს?-ამოვისრუტუნე და უფრო მივეკარი...
-ჩემი სულელი ხარ, რა.. მაგის გამო ტიროდი? გამიხეთქე გული.. -დედაჩემი ღმილით გვიყურებდა და თან ცრემლი უგორავდა..
-დე... მოდი.. - ჩავეხუტეთ ოთხივე ერთმანეთს.. ბოლოს დაღამდა კიდეც.. ალექსანდრე წავიდა ცოლი მელოდებაო.. უი,ხო სულ დამავიწყდა ალექსანდრეს ცოლი ყავს უკვე მესამე წელია და ორი წლის ანასტასია.. ისეთი საყვარელია ტიტინს რომ დაიწყებს.. მისი ცოლი ნატა კი ჩემხელაა.. ძალიან გამგები გოგოა..
-ნინა.. გოგო დღეს გავიაროთ რა საყიდლებზე.. - ჩავყვირე ტელეფონში
-კარგი.. მერე ხომ წამოხვალ შენ?
-სად?
-მმ.. კლუბში
-აუ ნი.. - სახე დავმანჭე - ხო იცი არ მიყვარს ეს ჯანდაბა უბედურებები
-ეე.. წამო რა.. გიომ ძმაკაცი ჩამოვიდაო 1 კვირის წინო, მერე ისევ წავიდა ვერ გავიცანით და ძვლივს გამოვიჭირეთო რომ გვენახაო და წამო გეხვეწები.. - ამოიწუწუნა
-მაგ ყელს შეეშვი თორემ ჩამოიფხაჭნე მგონი..-ჩაიფხუკუნა..
-ეე, შენ რა იცი?
-მაგ თვალებს დაგთხრი ისე მიყვარხარ.. კაი მიდი აბა 5 საათისკენ გამოგივლი და გავიდეთ..
-ბეზ ბაზარა დაიკო.. ლავ.. - კოცნა გაუგზავნა და გათიშა.. უკვე 3 საათი იყო ამიტომ მომზადება დააიწყო.. არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას მთელი დღე რომ ემზადება.. ამიტომ იცოდა ნახევარ საათში მოემზადებოდა და აბაზანაში შევიდა.. მთელი საათი ინებივრა ბოლოს გამოვიდა და მოემზადა.. ჯინსის ღია ცისფერი დახეული შარვალი ჩაიცვა და საათს დახედა 4:37 იყო..
-არაუშავს.. ყავას დავლევთ - თქვა და გავიდა გარეთ..5 წუთში ნინათან იყო.. გადაკოცნა და სახლში შევიდა..
-ხეზე აძვრა ხოჭო როგორა ხარ გოჭო? - სიცილით გადახედა გიორგის და თმები აუჩეჩა
-გოგო.. შენი გოჭი ვარ მე? - გაიღიმა გიომაც..
-ყავა ხომ? - შემოვიდა ნინა
-კეე - გაიცინა - ოღონდ ისევ არ გამხადო ცუდად - გაიხსენა ინა თვეში „ გაჩალიჩებული „
-არა კაცო - გაიცინა ნინამაც და ყავის მომზადება დაიწყო... ცოტა ხანს ისაუბრეს ბოლოს წამოდგნენ..
-გიუშა ხომ გაგვიყვან? - გაუღიმა ნინამ
-გიუშას მოგცემ შენ მოიცა.. -გგამაფრთხილებლად შეხედა ნინა კი ფხუკუნებდა - წამოდით.. რამდენი ხანი იბოდიალებთ?
-რავი 2-3 საათი ალბათ თუ მეტი არა.. - თქვა ნინამ და დაქალს გახედა.. გიომ მაღაზიებთან გაუჩერა და თვითონ წავიდა..
-აბა რა გინდა ახლა შენ? - გადახედა ნინამ
-რა და ალექსანდრეს დაბაადების დღე ხომ მოდის და ძალიან ლამაზი კაბა მინდა.. ბრჭყვიალებით და შავი რომ იყოს
-აუ, რა შავი კაი რა.. ლურჯი, მწვანე ან რამე ასეთი კარგი?
-ჰო ვნახოთ.. - გაიცინა და თვალიერება დაიწყეს..
-ეს არ წავა?
-ძალიან გახსნილია
-ეს ნახე რა კაი ფერია?
-არა არ მომწონს მოკლეა ძალიან
-ეს? ბრწყინავს თან შავია...
-აუ არ მინდა - ვწუწუნებდი და ნინასაც თავს ვაბეზრებდი...
-ვა ვერ ვნახე შენი მოსაწონი კაბა რა.. -ამოიბუზღუნა ნინამ..
-მოდი შენ აქეთ ნახე მე იქით ვნახავ კარგი? - ვკითხე და „შემოვუხაზე მისი ტერიტორია“
-კარგი.. - გავიყეთ.. ბევრი ვარჩიე მაგრამ ვერაფერი ვერ ვნახე ბოლოს ნინას ხმა მომესმა.. არც თუ ისე ხმამაღლა რომ დამიძახა

-ანამარია დროზე ცუდად ვარ მოეთრიე გოგო - შეშინებული გავიქეცი და ვიღაცას შევეჯახე.. ეტყობა ეჩქარებოდა მამაკაცს თავი ვერ შევიკავე წავიქეცი და ისიც ზემოდან დამეცა.. გავიჭყლიტე რასაც ქვია..
-აი.. - საწყლად ამოვიკნავლე.. და მამაკაცს შევხედე.. - იდიოტო იქნებ მოახერხო და ადგე.. - შევუბრიალე თვალები და გავიფიქრე „კიდევ კარგი კაბა არ ჩავიცვი“
- მე ძალიან კომფორტულად ვარ.. - ირონიულად თქვა და ახლა ამოვიცანი მისი ცისფერი თვალები, რომელიც ნელ-ნელა მუქდებოდა და სულ ბოლოს მწვანე გახდა...
-კრეტინი..
- მერადენედ მეჯახები? - ირონიულად გაიღიმა და წამოდგა თან ხელი გამომიწოდა... მეც ჩემი ხელი შევაგებე.. რომ შევეხე დენმა დამარტყა, ეს რაღაც სასწაული იყო.. გულიც ამოვარდნას ლამობდა..
- მე რა შუაში ვარ.. ეტყობა შენ ვერ იყურები თვალებში - არც მე დავაკელი
-წაკბენებიც ვიცითო? - ისევ ეს ირონია.. გაიღიმა.. ნეტავ არ გაეღიმა.. ისეთი სიმპატიური იყო.. ჩავიკარგე ამ ღიმილში.. მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე და თვალებში ჯიქურად ჩავაჩერდი. უცებ ფხუკუნი მომესმა, გავიხედე და ნინა შემრჩა ხელში..
-ჰო, ვიცითო - გავუღიმე - სხვათაშორის მესამედ გეჯახები - თვალი ჩავუკარი და ნინასკენ წამოვედი.. - მაგ ღიმილს სახეზე შეგახმობ მოიცა გავიდეთ.. – ვუთხარი და მკლავში ნაზად მოვკიდე ხელი.. ჰომ.. ნაზად.. როგორც კი დავიგულე მარტო ეგრევე ვუჩქმიტე და წამოიკივლა კიდევაც
-მეტკინა იდიოტკა - შემომიბღვირა..
-რა გინდოდა? ცუდად მყოფს შენ არ გავხარ... - ყბა მოვღრიცე და დამანჭულმა შევხედე..
-რა და აი, შეხედე.. მგონი უნდა მოგეწონოს.. - გვერდით გავიხედე და გავიყინე.. ლამაზი ლურჯი, მოიასამნისფრო კაბა იყო.. ზურგზე ამოღებული, გრძელმკლავიანი, რომელიც ლანდავდა.. საოცრება იყო ძალიან მომეწონა..
-ვყიდულობ! - ამაყად განვაცხადე..
-ჩემი ლამაზუკა..ა ახლა მე ამარჩევინე რამე რა..
-აბა როგორი კაბა გინდა შენ?
-მმ.. იცი როგორი? გრძელი რომ იყოს.. სადა ოღონდ, ფერს მნიშვნელობა არ აქვს..
-ერთი კაბა ვნახე.. დაახლოებით ეგეტია.. წამო აბა..
-წამო.. - სასურველი კაბა ვაჩვენე.. თვალები გაუბრწყინდა - მომწონს ვყიდულობ! განაცხადა და გაიღიმა .. შავი გრძელი კაბა იყო.. ჩახსნილი...
-რა იყიდეთ?- კაბის ნახვა დააპირა გიომ..
-ხელი - ხელზე დავარტყი მსუბუქად და გავუღიმე..-ზეგ ნახავ -ვუთხი და გავიცინე..
-უიმე უჟმურკა- ჩაიქირქლა გიომ და ნინას გადახედა..
სახლში დაღლილი მივედი, ცოტა ხანს წამოვწექი შემდეგ მომზადება დავიწყე..
ერი მაისური და ყვავილებიანი მუხლს აცდენილი კაბა ჩავიცვი.. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ტელეფონზეც გაისმა სარის ხმა..
-სად ხარ მარიანა?
-გოგო სახელს ნუ მიცვლი - შევუბღვირე.. -ჩამოვდივარ..
-კარგი გელოდებით.. - გავუთიშე, მოსაცმელი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი..
ნინას მოცისფრო კაბა ეცვა, საყვარელი იყო.. მალე მივედი კლუბში, მანქანიდან გადმოვედი და შევედით.. სიგარეტის სუნმა უმალ ამიწვა ცხვირი და სახე დავმანჭე.. გიომ მაგიდასთან მიგვიყვანა და „ძმააკაცი“ უნდა გაეცნო მზერა რომ გამიშეშდა, გულისცემაც ყურებს მიგუბებდა, ეჭვი მაქვს მუსიკა რომ არა ალბათ ყველა გაიგებდა..
ძმაკაცში როდესაც „შემჯახებელი“ ამოვიცნე გავბრაზდი გამიხარდა - რაღაც ამოუცნობი დამემართა.. სული ამიფორიაქა მისმა ნახვამ..
-დამიანე გაიცანი ეს ანამარიაა, ანამარია ეს..
-ვიცნობთ როგორღაც.. -ვუთხარი და გავუღიმე...
-სასიამოვნოა- მისმა ბოხმა ხმამ მეტად ამაფორიაქა..
-ძალიან კარგი.. - გაიღიმა გიომ..



№1  offline მოდერი tsn

კარგი იყოო :-*:-)

 


№2  offline წევრი cancara

აჰაჰა კაია მომწონს ასე გაგრძელე

 


№3  offline წევრი tvinischia

Kargi iko gaagrdzele da tavebi gazarde da xo mtavari male dade xolme ra ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent