შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (თავი 5)


31-01-2016, 18:30
ავტორი ninas gogo
ნანახია 1 980

ტასო და მარიამი ადგნენ, ოთახი დაალაგეს, თვალებთან ჩაშავებული ადგილები მსუბუქი მაკიაჟით დაფარეს, ნინასთან გავიდნენ და არაფერი შეიმჩნეს. მადა არ ჰქონდათ, არ უსაზმიათ, ნინამ იეჭვა რაღაც მოხდაო მაგრამ ბოლოს ძლივს დაამშვიდა მარიამმა რომ ყველაფერი კარგად იყო. წავიდნენ უნივერსიტეტში, გუშინდელი ამბავის მერე ორივეს ხალისი დაკარგვოდათ და მოწყენილები იყვნენ, ხმას არ იღებდნენ და ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა მათ ეკა.
-რა გჭირთ?
ეკა შეშინებული უყურებდა ტასოს და მარიამს, ასეთები არასდროს ენახა, ისინი ხომ უნივერსიტეტის ყველაზე მხიარული და გიჟი გოგოები იყვნენ. მართალია დიდხანს არ იცნობდნენ ერთმანეთს და ძალიან ახლოს არ იყვნენ მაგრამ ეკასთვის უკვე მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, ყელში რაღაც ეჩხირებოდა, გულში ამოუცნობ ტკვილს გრძნობდა, ვიღაც ან რაღაც ტკიოდა და ვერ მიმხვდარიყო რა იყო მიზეზი. ბოლოს როგორც იქნა გოგოები ფიქრებიდან გამოერკვნენ და ეკას შეხედეს.
-უი ეკა ბოდიში რაღაზე ვფიქრობდი დაა. ტასო წინ წაიწია და გადაკოცნა ეკა, იგივენაირად მოიქცა მარიამიც.
-რა გჭირთ რა მოხდა? ასე უცნაურად რატომ ხართ?
-არა გოგო არაფერიი. ტასომ მოჩვენიბთად გაუღიმა არ უნდოდა შემჩნევა და თამაშშიც მარიამი აყვა მაგრამ იმდენად ჰქონდათ გულში ტკვილი დაგროვილი და იმდენად გრძნობდნენ ნიკას მდგომარეობას, სახეზე ეტყობოდათ ყველაფერი და თამაშიც არ გამოუვიდათ.
- გეყოფათ ეხლა, თქვენი მეგობარი არ ვარ? ცუდად ხართ გატყობთ ხო? რაღაც მოხდა. ხომ იცით ნებისმიერ სიტუაციაში თქვენთან ვარ.
-ნიკას მოუვიდა ავარია..
მარიამმა ვეღარაფერი მოიფიქრა, არ უნდიდა ეს საშინელი ტყუილი ეთქვა მაგრამ არც ის უნდოდა გაეგო ვინმეს სინამდვილეში რა ხდებოდა და ტასოს გადახედა რომ არაფერი ეთქვა
-მაგრამ კარგადაა საბედნიეროდ, უბრალოდ ვინერვიულეთ, ჯობია არავინ იცოდეს რა, არ უყვარს ნიკას მერე ყურადღებები და მერე მასზე რო ნერვიულებენ და არავის უთხრა ხო ეკ? და არც ნიკას უთხრა მერე რამე.
ეკა გაშეშებული იდგა, ნიკა.. ნიკაა. მხოლოს ეს სახელი უტრიალებდა თავში. როდესაც მარიამმა ეს ფრაზა უთხრა მის მერე აღარაფერი ესმომდა, წამით თვალები დაუბნელდა, მერე ესმოდა მაგრამ კარგადააა.. ხო ნიკა კარგად ხარ. მადლობა ღმერთს. ხო ხო და თავს ამხნევებდა. ვერ ხვდებოდა ასე ძალიან რატო დაიწყო მასზე ნერვიულობა. ის ხომ ეხლახანს გაიცნო და არც კი იცოდა ვინ იყო რა იყო, როგორი იყო. მარიამი და ტასო შევიდნენ აუდიტორიაში, ეკა კი პრეზენტაცია ჰქონდა გასაკეთებელი და თავის ჯგუფთან ერთად წავიდა მოსამზადებლად. მარიამი თვალებით დემეტრეს ეძებდა. უნდოდა მასთან ყოფილიყო და ჩახუტებოდა და ის სურნელი შეეგრძნო, ცეკვის მომენტს იხსენებდა, მის მომაჯადოვებელ ღიმილს, ამ ფიქრებისას დებილივით გაეღიმა და საკუთარ თავზე გაბრაზდა იმ იდიოტზე ფიქრის ნება როგორ მისცა საკუთარ თავს და თავისი გეგმაც გაახსენდა.
-ძალიან კარგი, იდიოტი დღეს არ ბრძანდება არ ამეშლება ნერვები მარიამმა ჩაიბურტყუნა თავისთვის და გვერდზე ვიღაც დაუჯდა, მაშინვე მთელი სხეული აეწვა, მიხვდა ვინც იყო
-ვინ იდიოტი გიშლის ნერვებს მარიამ? და როგორც იცოდა ისევ ისე ირონიულად გაუღიმა
-რა შენი საქმეა დემეტრეეე
- სწერვობა არ გიხდება
მარიამს თვალი ჩაუკრა.მარიამს უნდოდა პასუხის გაცემა მაგრამ ვინ აცადა? ხელს მიშლი მოსმენაშიო განუცხადა ბატონმა დემეტრემ. მარიამო გაბრაზდა, ხელები გადაიჯვარა და დემეტრეს ზურგი შეაქცია. დემეტრეს ამ საქცილებზე გაიღიმა და რა ბავშვიაო გაიფიქრა. ანასტასიამ მარიამს შეხედა და თავს ძლივს იკავებდა არ გაცინებოდა თორემ ოოოო, სიცოცხლეს გამოემშვიდებოდა. ლექცია ძალიან საინტერესო იყო და ყველა სტუნდენტი სულგანაბული უსმედნენ, ბოლოს სასაცილო მომენტებს იხსენებდა ლექტორი და გამხიარულდნენ. აუდიტორიაში სიცილის ხმები გაისმოდა. მარიამიც და ტასოც ხასიათზე მოვიდნენ. ლექცია დამთავრდა, გარეთ გამოვიდნენ და ეკას შეხვდნენ. ეკუნამ როგორც კი დაინახა გოგოების სახე მათთან ერთად ისიც მოვიდა ხასიათზე, გულის სიღრმეში სხვა რამეს გრძნობდა, უნდოდა წამით ენახა ნიკა და მასთან ყოფილიყო. ტასო გოგოები თავის სახლში მიიწვია და ორივე დათანხმდნენ ამ წინადადებაზე. ტასოს სახლში ავიდნენ, სამზარეულოში შევიდნენ და კერძების მომზადება დაიწყეს, პროდუქტი დააკლდათ და ერთერთი მათგანი მაღაზიაში უნდა წასულიყო საყიდლად , სამივემ წუწუნი დაიწყო, ძალიან ეზარებოდათ და ჯეირანის თამაში დაიწყეს, თამაში ტასომ წააგო ამიტომაც ის უნდა ჩასულიყო მაღაზიაში.საფულე და ტელეფონი აიღო, მანტო მოიცვა და კიბეებზე ჩავიდა. მაღაზიაში იყიდა რაც ჭირდებოდა, პარკებს ძლივს იჭერდა, მაღაზიის კარები უნდა გაეღო უცბად შეეჯახა ორი თავით დიდს, დაკუნთულ სხეულიან ბიჭს სადაცაა ძირს უნდა დაცემულიყო როდესაც წელზე ხელი შეუცურეს და ისევ ისე წვავდა, ისევ ვიღაცის მკლავებში იმყოფებოდა როგორც მაშინ ერთხელ.. და მეორეჯერ და ისევ ის თვალები რომლის შეხედვისას სხვა სამყაროში იძირებოდა.
-უკვე სამჯერ..
გაისმა მისი ბოხი ხმა რომლის გაგონებისას ჟრუანტელს გგვრიდა. ისევ ის ხმა და მისი სახე.. ის უკვე მის სახეს ხედავდა. სინათლეზე კარგად ჩანდა მისი ყველა ნაკვთი. ოჰ რამდენჯერ წამოერდგინა ტასოს მისი უცნობი. მისი ნაკვთები მისი ცხვირი, წარბები, ტუჩები. რამდენჯერ უფიქრია მასზე, მაგრამ თავს არ აძლებდა ამის ნებას ეფიქრა. როგორი მადლობელი იყო ბოლოს რომ გადაარჩინა. იმაზე უკეთესი იყო ვიდრე წარმოედგინა. მისი შავი თმა, პატარა ოდნავ კეხიანი ცხვირი რომელიც უფრო მამაკაცურს ხდიდა, სქელი ტუჩები. მამაკაცმა ჩაახველა, ტასო მიხვდა რომ ფიქრებში გადაეშვა და მას დაჟინებულად აკვირდებოდა. შერცხვა, თავი დახარა ბოლოს თავი ასწია შეხედა როდესაც მის ღიმილს გადააწყდა, ისევ დაიბნა მაგრამ თავს შეუძახა და ხელი გაუწოდა მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ იმ დღეს გადაარჩინა, მამაკაცმა თავისი დაძარღვული ხელი შეაგება ნაზ ნატიფ თითებს შეუმჩნევლად ჩამოუსვა.
-შეხვედრამდე ლამაზო
გაუღიმა და წავიდა.
ანასტასია დარჩა ასეთ მდგომარეობაში, დატოვო უცნობმა პასუხგაუცემლად. პარკები აიღო და სასწრაფოდ ავიდა სახლში. გოგოები გამოვიდნენ ამდენიხანი სად ხარო და როცა დაინახეს ანასტასიას ფერდაკარგული სახე შეშფოთდნენ.
-გოგო რამოხდა?(მარიამი)
-ის ვნახეეე
-რაააააააააა?
-რა რააა?
ეკამ ვერ გაიგო რა ხდებოდა რა რააო კითხულობდა.
ანასტასია სამზარეულოში გავიდა. ონკანიდან წყალი მოუშვა ჭიქა გაავსო და სულმოუთქმენლად დალია, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ბოლოს გოგოები მაგიდასთან მოიხმო რომ დამსხდარიყვნენ. ყველაფერი მოუყვა მათ, ეკას დეტალებში უამბო დანარჩენები ამბავი და როცა მოყოლა დაასრულა მათ გაღიმებულსახეებს შეეხედა.
-დედაა მერე შვილო სახელი ვერ კითხე?(მარიამი)
-აუ დამავიწყდა(ტასო)
-ვაიმე რამ გამოგაშტერა მადლობა რომ უთხარი სახელი რატო არ კითხე ვაიმე ტასო შემიწირავ შენ, აუისე რა სიმპატიური ყოფილაა ხოო?
-აუ დამანებე თავი( ტასო)
- ვააა, ტასო და უცნობი კაი წყვილია ხოიცი და სიცილი დაიწყო ეკამ და აყვა მარიამიც.
- გოგო საშენოა კაკრას შენ ხო ეგეთები მოგწონს იდუმალი ბიჭები შეხვედრამდეო ანუ გნახავს რა აუ მაგარი ინტრიგა ამბავია ეს რა (მარიამი)
-გადითრა იდუმალი არა ის, გამანებეთ იქნებ მანიკია, დროზე ადექით წამოდით მოვრჩეთ კეთებას ტყუილად მოვიტანე ამდენი პროდუქტი?(ტასო)
-ხოხო ავდგეთ( ეკა)
მორჩნენ გოგოები მზადებას და მეცადინაობას შეუდგნენ. კარზე ზარი გაისმა და კარებთან გავიდნენ და უზარმაზარი ვარდების თაიგული დახვდათ ბარათით. გაკვირვებულებმა ამხელა ვარდის თაიგული პირდაპირი მნიშნველობით შემოთრიეს სახლში. სანამ ბარათს გახსნიდნენ ბჭობა დაიწყეს
-ჰმმ ტას ვინ მოგართვა ნეტა?(ეკა)
-ოო ჯერ იქნება ჩემი არაა (ტასო)
- რა შენი არაა გოგო, შენი სახლის კარებთან დატოვეს აქ შენ ხარ აბა ვისი იქნება უეჭველი შენ მოგართვეს(მარიამი)
-კი მაგრამ ვისგან?(ტასო)
მარიამმა და ეკამ ერთმანეთს გადახედეს და თვალი ჩაუკრეს და ერთროულად წამორთქვეს უცნობისგააააან
- რა უცნობი ხო არ გააფრინეთ? მორჩით და გავხსნათ ბარათი 1, 2 და 3
სამივე ერთმანეთს უყურებდნენ, ცალცალკე წაიკითხეს და ხმამაღლა კითხვა დაიწყეს
-ჩემ გოგოს ნანუკას(ეკა)
-მიყვარხარ ყველაზე მეტად(ტასო)
-შენი ბიჭი (მარიამი)
-ამაშიც რო არ გვიმართლებს რააა(ტასო)
- ხო უეჭველი შეეშალათ ეხ
დანანებით გააქნია მარიამმა თავი მაგრამ უცბად ხტუნვა დაიწყო
-გოგოეებო მისმინეთ(მარიამი)
რაააო შეხედეს ტასომ და ეკამ მარის.
-სურათი გადამიღეთ რაა , ვითომ მე მომიტანეს უნდა ავტივირთო , გავხეთქო გულზე ყველა განსაკუთრებით ნინი და ნუცა
ნინი და ნუცა უნივერსიტეტის "შემეტენე" გოგოები, უკვე ვეღარ მოთვლიდი ვისი რომელი რამდენი ბიჭის შეყვარებულები იყვნენ. სინამდვილეში მარიამს სხვა რამის გამოთაც უფრო უნდოდა ისინი გაეხეთქა გულზე, მარიამმა კარგად შენიშნა როგორ ჭამდნენ თვალებით დემტრეს ნინი და ნუცა მაგრამ მარიამი რის მარიამია ეგ რო შეემჩნია და მეორე მიზეზი ბატონი დემეტრე. თავისი ჭკუით კი ფიქრობდა რომ დემეტრეს მარიამი ეკიდა, ან უფროსწორედ მორიგი ვარიანტი იქნებოდა მისთვის მარიამი მაგრამ არ სურდა ესე ყოფილიყო,მარიამს უნდა ეჩვენებინა რომ ის სხვა გოგოებს არ გავს და ასე მკლავებში არავის ჩაუვარდება ვინც კი რამეს აჩუქებს, ის თავის თავს ასეთ რამეს არასოდეს აკადრებს,უნდოდა დაენახა რომ მას ყავდა უამრავი თაყვანისცემელი და ყავდა ბიჭი რომელიც მოსწონდა და დემეტრე აბა ვინ ჯანდაბა იყო? ოხ მარიამი მარიამი რა იყო? თუ მიზანს დაისახავდა აუცილებლად მიაგწევდა. ეკამ და ტასომ სურათი გადაუღეს , თვითონაც იმაიმუნეს და ამასობაში თაიგულების ნამდვილი პატრონიც მივიდა ჩემს შეყვარებულს სართული აერია და საჩუქარი დატოვა ალბათ აქო როდესაც გოგოებმა უზარმაზარი ვარდის თაიგული გადასცეს. გოგონამ ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო, გოგოებიც აყვნენ და ჩაეხუტნენ და ერთმანეთი გაიცნეს, დარჩენა შესთავაზეს და ნანუკაც დათახმდა , საერთო ენა მალევე იპოვეს და დაახლოვდნენ უკვე კიდეც, ისე იყვნენ თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ



№1 სტუმარი A

Gaagrdzele sainteresoa momwons da axal tavsac velodebi.......

 


№2 სტუმარი Nino

Zalian ZALIAN KARGIA erti suli maq rodis daicyeba mati sasiyvarulo ambebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent