შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული თუ სექსუალური მოცეკვავე ? (თავი 4)


31-01-2016, 22:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 572

-ჰო,ქობულეთში-ისე უპასუხა,რომ გოგონასთვის არც კი შეუხედავს.
-რამდენიმე წლის წინ,მგონი-ჩაილაპარაკა ევამ და სითხე მოსვა.
-ევა,დავასრულე უკვე..როცა მორჩები,გამოდი,დაგელოდებით-გაბრიელი ფეხზე წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა,სწორედ იქ,სადაც გოგონები დააბინავეს.

ქობულეთი არ უყვარდა ევას.რამდენიმე წელი მართლაც არ ენახა აქაურობა,ახლა კი მარიამმა აიძულა.მაგიდის ალაგებაში დაეხმარა გოგონებს და შემდეგ გაბრიელთან გავიდა.ცოტა ხანში ყველანი პლაჟისკენ მიდიოდნენ.საუკეთესო ადგილი ამოარჩიეს და წამოწვნენ.გოგონები რაღაცაზესაუბრობდნენ მეორე მხარეს,გიგა კი განრიელს მიშტერებოდა,დროდადრო თვალს აშორებდა და ფიქრობდა რა ეთქვა.ეტყობოდა,რომ რაღაც ძალიან აინტერესებდა.
-არ დარჩები?
-ვერა,ხვალ მივფირინავ.
-უი,ჰო..-მეტი არაფერი უთქვამს,წყლისკენ წავიდა და მარიამს თვალით ანიშნა,გამომყევიო.
-დამელოდეთ!-ლეაც მათკენ წავიდა.
-არ ჩახვალ?-გაბრიელმა მზერა ევას მიაპყრო.
-ჯერ არა-ბიჭი გვერდით მიუწვა და თვალები დახუჭა..
-უცნაურად იქცევა გიგა,თუ მეჩვენება?
-არ ვიცი.მგონი,არა.
-კარგი,დაივიწყე...ქობულეთში მართლა რამდენიმე წლის წინ იყავი?
-ჰო,არ მიყვარს აქაურობა..ბათუმი მირჩევნია,მაგრამ არც მისი ზღვა მიყვარს..იშვიათად თუა გამჭვირვალე,ეგვიპტის მერე ტეხავს აქაურობა.
-ნამდვილად..მეც მიყვარს ეგვიპტე..კარგი იყო,ჰო?
-ძალიან,თითქმის საერთოდ არ გვეძინა,მაგრად ვერთობოდით.
-ძალიან ლამაზი ხარ,ძალიან ლამაზი და ნაზი კანი გაქვს..არ დაგეწვას...დამცავს წაგისვამ,კარგი? დაგვიწყები.
-კარგი-მიაწოდა კრები ბიჭს და გასწორდა-ზურგზე ვერ ვისმამ და ბეჭებზე.
-ახლავე..-ჰოროზონტს გახედა და დაინახა გიგა,რომელიც მისკენ მოდიოდა,მარიამი გვერდით მოჰყვებოდა.გოგონაკისკისებდა,რაღაცასუყვებოდა,რაც საინტერესო უნდა ყოფილიყო,მაგრამ ბიჭი არ უსმენდა.ევას უყურებდა და ლამის იყო თვალები გადმოსცვივნოდა.გაბრიელის ხელები არ ჩქარობდნენ,ნელა და ჰაეროვნად მოძრაობდნენ მის უკან.
-მორჩი?
-ჯერ არა-ნასიამოვნები ხმით უთხრა გაბრიელმა და გოგონას თავი მისკენ მიატრიალებინა.იმ წამს ის წლები გაახსენდა ევას,ის წლები,როცა სულ იმაზე ფიქრობდა,მოსწონდა თუ არა გიგას .გაახსენდა,რომ ამას ხან უარყოფდა და ხან აღიარებდა..გაახსენდა,რომ დაორთქლილ ფანჯრებზე ბევრ ზამთარს თუ შემოდგომას უწერია გიგას სახელი..შეეცადა,რომ წყვილისთვის არ შეეხედა,გაბრიელისკენ მიბრუნდა და მაზი გამოართვა.
-ახლა ჩემით-პრესზე დაიწყო წასმა,შემდეგ მკერდისკენ ავიდა..გრძნობდა,რომ ორივე ბიჭი აშტერდებოა,უხერხულობის პიკს აღწევდა გოგონა,შემდეგ გრძელსა და ლამაზ ფეხებზე ჩააცურა ხელი.ბოლოს,როგორც იქნა დაასრულა წასმა,და მზერაც შეწყდა.
-არ ჩახვალთ?-გვერდით გასწია თავი გიგამ და წყვისლ მიაჩერდა.
-ჯერ არა-უპასუხა გაბრიელმა და ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა.
-ლამაზი მზე...-ბიჭს გახედა ევამ და სათვალე მოირგო.
-არ თქვა,რომ მას ეჯიბრეი სილამაზეში?-ხელი გააცურა და გოგონას ხელს ჩასჭიდა.ევამ ისევ იგრძნო მწველი მზერა.ნუთუ გიგას მათ უყურებდა?
-რამე მოხდა?-მარიამს არ გამოჰპარვია შეყვარებულის დაძაბვა,მას ხომ წლების განმავლობაში იცნობდა,იცოდა რა წყინდა,რა ახარებდა,როდის იყო კარგ ხასიათზე და როდის ცუდზე.
-არაფერი,ძალიან დაცხა..-მუცელზე დაწვა და მარიამის ხელი თავქვეშ ამოიდო.უნოდოდა,რომ ისევ ძველებურად დამტკბარიყო გოგონას სიახლოვით.
-ვგიჟდები შენზე,გიგა!-მარიამმა აკიაფებული თვალებით შეხედა ბიჭს და მხარზე აკოცა.
-მეც,პატარა-შეეცადე ისე ისეთივე თბილი ყოფილიყო მარიამთან,როგორც ადრე.

-რამდენიმე საათია,რაც ასე ვწევართ
-მიყვარს ასე..ეგვიპტეშიც ასე ვიყავით ხოლმე...-უპასუხა ლეას და გაბრიელისკენ მიბრუნდა.
-ევა,რატომ მაბნევ? არ მინდა წასვლა..-სევდიანად თქვა ბიჭმა და ხელი კისერზე შემოდო მომღიმარ გოგონას.
-ისევ წყვილობანას ვთამაშობთ?-ყურში ჩასჩურჩულად ბიჭს.
-არ ვიცი..მაგრამ როლებში ძალიან შევედი,მგონი...და,მგონი...უბრალოდ შენს გარეშე მიჭირს.
-მეგობრები..-გაიღიმა გოგონამ.მისი მზერიდან იგრძნობოდა,რომის კოცნა აღარ ახსოვდა ან იქნებ არ უნდოდა,რომ ხსომებოდა...
-ის დღე..ბანკეტის დაუვიწყდარი იყო..საოცარი გოგო ხარ..მაბედნიერებ და არ ვიცი ახლა რატომ ვამბობ ამას..ამ ადგილას და ამ წამს..
-დრო სწრაფია და,ალბათ,ამიტომ...-გოგონამ გაუღიმა და მზერა მისკენ წაიღო..გრძნობდა,რომ იგივეს თქმა უნდოდა,ბაგეები უკრთოდა და ერთი სული ჰქონდა როდის განმეორდებოდა იგივე..ისევ უნდოდა შეეგრძნო გაბრიელის სექსუალური ტუჩები! ასეთი კოცნა იშვიათი იყო..რაღაც საოცრებებს ახდენდა მასზე ბიჭი.
-ევა,მინდა,რომ შენც წამოხვიდა..ვიცი,რომ ესენი არ გამოგიშვებენ,მაგრამ ეს ხომ პარიზია..იქ ყველაფერი სხვაა..არ მინდა,დაგაძალო..მაგრამ დაფიქრებად ღირს,მგონი..
-რამდენი ხნით მიდიხარ?-სერიოზულად ჰკითხა გოგონამ.
-ორი კვირით-პასუხზე ჩაფიქრდა.ვინ იცის რას ფიქრობდა,მაგრამ არაფერი უპასუხია.
-მოდი,ჩავიდეთ-ზღვისკენ გაიხედა და ბიჭმაც ხელი ჩასჭიდა.შოდან ისევ გრძნობდა გიგას მზარას.
-საოცრად ვცურავ-ამაყად უთხრა ბიჭს და ხელი გაუშვა.
-ბალონს გასცდები?
-აბა რა..ყოველთვი!-დაიკლაკნა,ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და წყალში გადაეშვა..მიდიოდა წინ,ცურვაში ბადალი არ ჰყავდა...მიდიოდა წინ და ბალონსაც კარგად გასცდა,ბიჭი არ იძრდა,ღელავდა,თვითონაც წავიდოდა,მაგრამ არ შეეძლო,ადგილზე გაყინულიყო და გოგონას ადევნებდა თვალს..იცოდა,რომ დაბრუნდებოდა,მაგრამ მაიცნ ღელავდა,მას ხომ არასდოს ენახა ევას ცურვად,არასდროს!
-ნახე,საღილ...-ფეხზე წამოდგა მარიამი.ამდენი ხნის მანძილზე თურმე თვალს ადევნებდა ევას.
-რა იყო?-გიგა ზურგით იყო,მაგრამ შეყვარებულის ხმამ შემოაბრუნა,მზე ხელით დაიჩრდილა და წინ გაიხედა.
-ევა საოცარი გოგოა-მარიამი აღტაცებას ვერ მალავდა.
-ჰო,არაა შენნაირი მუდო-ჩაეცინა ბიჭს.
-ჩუ რა..-თავზე დაახტა მარიამი და ღიტინი დაუწყო დაბნეულ ბიჭს,რომელიც უხერხულად იშმუშნებოდა.
-ჩემი გოგო ხარ..-გულში ჩაიკრა გაბრიელმა გოგონა,რომელიც უკვე ნაპირზე იყო და სუნთქვას არეგულირებდა.უხაროდა ბიჭს,რომ ასეთი იყო ევა,უხაროდა,რომ ის საუკეთესო გოგონა იყო..უხაროდა,რომ მას იცნობდა და ამდენი ხნის მანძილზე ძლიერ მიეჩვია,ძლიერ შეიგრძნო და გაითავისა მისი მთელი არსება.
-რატომ გიკვირს? მე ძლიერი ვარ..-ამაყად თქვა და თავი მკერდზე მიადო.ამას გათვიცნიერებულად არ აკეთებდა,რა საკვირველია..უბრალოდ რაღაც ძალა უხმობდა მეგობრიკსკენ..ა
-ევა..
-ერთად წავიდეთ,კარგი? ისევ გავსცდეთ იმ ბალონს..-გახედა ჰორიზონტს,პლაჟისკენ აღრა იხედებოდა,სხვის საქმეში არ უნდოდა ჩარევა...არ უნდოდა,რომ რაღაც სისულეებზე ფიქრით თავი მოწყინა.
-კარგი..მაგრამ შენნაირი გაბედული არ ვარ.
-წამო,რა..-ხელიჩასჭიდა ბიჭს და წყლისკენ უბიძგა.
-კარგი..
-ერთი..ორი..სამი...და-გოგონა ისევ მოსწყდა ადგილს,ამჯერად გაბრიელიც გვერდით მიჰყვებოდა..
-ლამაზია ზღვა და სუფთა..შორს,შორს-შესანიშნავ ხასიათზე ჩანდა ევა...
-ევა,შენზე ლამაზი არავიანაა!-გულწრფელად თქვა ბიჭმა.
-აი,ბალონიც..მალეგავსცდებით..-დაღლილი არ იყო გოგონა,არც ეშინოდა,წინ მიიწევდადა დროდადრო ბიჭს უყურებდა.
-მოდი,აქ გავჩერდეთ..რაღაც უნდა გითხრა..-ხელი ჩასჭიდა ევას..-შენ რპომანტიკოსი ხარ,შესანიშნავ რამეებს ქმნი...გახსოვს,მაშინ რა გითხარია,დამატყვევა-მეთქი შენმა შემოქმედებამ..
-ჰო..-თავი დაუქნია გოგონამ.არიცოდა რის თქმას აპირებდა გაბრიელი.
-ახლა კი შენ დამატყვევე...ბანალურად არ მოგეჩვენოს,მაგრამ..გულიდან ამოდის ეს სიტყევბი,რომლებსაც ახლა გეტყვი..იცოდე,რომ,იცოდე,რომ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია..-მიყვარხარ,ევა...ძალიან,ძალიან..უკიდეგანოდ,ყველაზე მეტად...-იმ წამს მიაშტერდა ევას..უნდოდა,რომ ეკოცნა,მაგრამ თავი შეიკავა..აინტერესებდა საყვარელი ადამიანის რეაქცია.
-არ ვიცი რა გითხრა..არ ველოდი..სულ მეგონა,რომ მეგობრები ვიყავით...-არაფერი უპასუხია ბიჭს,უბრალოდ გაუღიმა..იცოდა,რომ დრო სჭირდებოდა..კმაყოფილი სახე ჰქონდა გაბრიელს.უხაროდა,რომ სათქმელი თქვა და არაფერს შეუშინდა..იმ წამს ისიც ძლიერი იყო და ამას მთელი არსებით გრძნობდა.
ისევ გასცურეს,ნაპირეზე გამოვდინენ და პლაჟისკენ გასწიეს...მარიამი მათ უყურებდა..
-ცოტა არ იყოს შემეშინდა,რომ გაჩერდით.
-კარგი რა..--კისკისით უპასუხა ევამ და თავისი ადგილი დაიკავა,გაბრიელიც გევრდით მიუჯდა.
-საოცარი ხარ..
-არაა საჭირო ამდენი კპმპლიმენტი..-ღიმილით თქვა და სათვალე მოირგო..
-აუ,მაგარი ხარ რა..-ლეა გვერდით მიუჯდა ევას და თავი მუცელზე დაადო.
-ვიწვი,აიღე თავი-წუწუნით თქვა გოგონამ და დაქალს შეუბდღვირა.
-ავიშალოთ რა..სადმე გავისეირნოთ,რამდენიმე საათში წავალ და..-გაბრიელმა ხელი გაუწოდა ევას და ფეხზე წამოაყენა.
-შეგიძლია მაისური გადამაცვა ფრთხილად,ვიწვი..მცხელა და თან მზე მომეკიდა...-მუდარით შეხედა ბიჭმა ევა.
-რა თქმა უნდა-გვერდით მყოფთათვის არ შეუხედავს,აიღო ბიჭის ზედა,ფეხის წვერებზე აიწია და თავი ჩააყოფინა.

სადღაც კაფეში შეიარესს,ცოტაც ისეირნეს..მაგრამ გაბრიელი ხასიათზე ვერ იყო..ორკვიანი განშორების ეშინოდა..იცოდა,რომ ევა საშინლა მოენატრებოდა.უნდოდა,რომ ბოლო საათებში მაინც მარტო ყოფილიყო მასთან.
როგორც იქნა,დაიშალნენ..დაღლილი გოგონები სახლისკენ წავიდნენ და გიგაც წაიყვანეს..გაბრიელი და ევა მარტონი დარჩნენ..ბულვარზე დასხდნენ და ერთმანეთის ხელებს დაუწყეს ყურება.
-არ წამოხვალ?-გოგონას სახე ხელებში მოიქცია ბიჭმა.
-ვერა...სხვა დროს..-ეცადა გაენეიტრალებინა სათქმელი.
-კარგი...მაშინ უბრალოდ ადექი..ისევ ისე ვიაროთ,როგორც მაშინ,იმ ღამეს,როცა პირველი თოვლი ესტუმრა თბილისს.
-კარგი..მცხელა!
-მეც,მცხელა,მაგრამ მე შენგან მცხელა!
გოგონას გაეღიმა,ბოლოს კისკისიც დააყოლა და ჰორიზონტს გახედ..მასაც ცხელოდა გაბრიელისგან წამოსული სიმხურვალის გამო..ბიჭმა მხარზე ხელი ნაზად დაადო და ნაბიჯს შეუნელა..სასიამოვნო იყო,მხოლოდ ის ორნი და სხვა არავინ..სხვა ვერავის ხედავდა ბიჭი..ევა კი მიდიოდა და არ იცოდა სად...გრძნობდა,რომ მასში გარდატეხა იგრძნობოდა..იქნებ ეს მეტამორფოზა იყო..მეტამორფოზა ცხოვრების მეთვრამეტე წელს.

-კარგი.უნდა წავიდე..მომენატრები ყველანი..-გახედა ბიჭმა მეგობრებს და მზერა ევაზე გააჩერა..გოგონას ტუჩები კრთოდა..ყველა მას მიშტერებოდა..გაბრიელმა იგრძნო,რომ ისევ წყივილი ეგონათ გიგასა და მარიამს ისინი..სხვანაირად არ გამოვიდოდა და თან მას ეს ძალიან უნდოდა..უნდოდა,რომ გოგონას აკანკალებული ტუჩების სურვილი შეესრულებინა..მთელი სხეული ევასკენ უხმოდა,იწვოდა და პრთქლი ასდიოდა მის გულს..ასეთი რამ მას ჯერ არასდროს განეცა..
-ევა..მომენატრებიი..მოიფიქრე,კარგი? გვიანი არასდროსაა...პარიზი...-ჩასჩურჩულა და შემდეგ თავზე ხელი მოკიდა..იცოდა ევამ,რის გაკეთებასაც აპირებდა ბიჭი,მანაც გაუყარა თვალი თვალში..გაბრიელამ იმ წამებში მეორედ აკოცა,მეორედ გადასცა საშინლად სასიამოვნო ემოცია..ეს კოცნა უფრო ამაღელვებელი იყოო,თუნდაც იმიტომ,რომ სხვებიც უყურებდნენ...ალბათ,გიგას ისევ უბრწყინავდა თვალები ბრაზისგან,მაგრამ ევა უკან არ იხედებოდა...
-მეც მომენატრები...-თავი მოაშორა ბიჭს და ღიმილიანი სახით ახედა.
-მიყვარხარ,ევა! ძალიან მიყვარხარ!-ყველას გასაგონად თქვა და მანქანისკენ წავიდა..ახლა თითოეული მათგანისთვის ნათელი იყო ყველაფერი...ოთახში შევიდნენ თუ არა,ლეა ხომ გეუბნებოდის მზერით უყურებდა გოგონას,მაგრამ ევა არაფერს ამბობდა..არ უნდოდა ვინმეს გაეგო,რომ შუა ზღვაში აუხსნა ბიჭმა სიყვარულისიყვარული პირველად..ეს საშინლად რომანტიკული იყო! ევა თვლიდა,რომეს მხოლოდ მის გულს უნდა შეენახა.

-საოცარი ბიჭია-გვერდით მიუწვა მარიამი.
-კლუბში მივდივართ..რას იტყვით?-ლეამშემოაღო კარგი.
-რა დორს კლუბია! დავიღალეთ..ხვალ რა..-მუდარით გახედა ევამ.
-კარგი,ჰო..-ლეა ოთახიდან გავიდა,მისაღებში მოთავსდა ხალიჩაზე და ტელევიზორს მიაშტერდა.
-ხვალ წავიდეთო?-სათქმელს მიუხდა გიგა.
-ჰო,დაღლილები ვართ და..
-კარგი..-ბიჭმა უხერხულად უპასუხა და ისევ ტელევიზორს შეხედა.
-ფეხბურთს არასდროს ვუყურებ-აღნიშნა ლეამ დაისევ მიაშტერდა ეკრანს.
-ახლა უყურებ,ჰო?
-კი,უბრალოდ მეძინება და ვერ ვიძინებ..
-რატომ?
-ალბათ,ის მწვავს,რომ ჩემს დაქალზე ყურებამდეა შეყვარებული ორი ბიჭი..მე კი ამის გადახარშვა მის მაგივრად მიმძიმს...-გიგას სახე შეეცვალა,მაგრამ არაფერი უპასუხა...მიხვდა,რომ ლეამ იცოდა,ხვდებოდა..ნუთუ ასეთუ აშკარააო-გაიფიქრა და თავი ბალიშს მიაყრდნო.

მეორე დღეს უჩვეულოდ კარგ ხასითზე იყო.გულით საღამოს ელოდა,კერძოდ,კი გაბრიელის ზარს..
-როგორ ხართ აბა? სადმე წავიდეთ და გავერთოთ.სახლში არაფრის მომზადე არაა..კაფეში შევიაროთ და მერე ისევ პლაჟზე..მერე საღამოს კლუბში,მანამდე ვიბოდიალოთ,კარგი ადგილები ვიცი-ისმოდა გიგას ხმა.ევას კი სულ არ უნდოდა არსად წასვლა,თუმცა საკუთარ თავს დააჯერა,რომ უნდოდა ნდომებოდა,ფეხზე წამოდგა დაყურადღების გადასატანად მოემზადა..
-როგორ ხართ?-მაცივრიდან ყინულები გამოიტანა და წყალში ჩაყარა.
-წვენი არ გირჩევნია?-მზრუნველად ჰკითხა მარიამმა.
-არა.
-ჩემი გოგო..-ლეა ღიმილით შეხედა.
-გაბრიელი გვაკლია,ალბათ....-გიგამ უემოციოდ აღნიშნა.
-გამოცდების პასუხები როდისსაა,ლეა?-სხვა თემაზე გადაიტანა ევამ საუბარი.
-საუკუნეა რაც დევს...
-მაგრამ არ ვნახულობ..მინდა,რომ გრანტთან ერთად გავიგო..არ მიყვარს მოცდა.
-ისე აკარგი ქულები ავიღეთ ჩვენ..კმაყოფილნი ვართ..-მარიამმა გახედა გიგას.
-მეც...არ მიყვარს მოცდა და პასუხები ვიცი-ღიმილით თქვა ლეამ.

ადვილი მისახვედრი იყო,თუ რას ფიქრობდა ევა ყოველ საღამოს.უნდოდა,რომ პასუხების გაგებისთანავე პარიზში წასულიყო,სიუპრიზი უნდოდა,რომ მოეწყო გაბრიელისთვი.იცოდა რომელ სასტუმროშიც რჩებოდა და იცოდა,რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
გოგონას ბოლო ხანებმა თავდაჯერებულობა შემატა,აღარ იყო ის უმწეო ევა,იგი უკვე ძლიერი გოგონა იყო.ძლიერი,საკუთარ თავსა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული.
არ აღიარებდა,რომ სულ გაბრიელის ბოლო სიტყვები ახსენდებოდა..ახსენდებოდა,რაც უთხრა შუა ზღვაშ..გრძნობდა,რომ შუა ზღვაში იწყებოდა მისი ბედნიერება..ვერ ხვდებოდა,რომ ეს მართალი იყო..იღვიძებდა და სიზმარიც კი ეგონა.
დილას ექვსზე დგებოდა ხოლმე.ბულვარში მიდიოდა სარბენად.უყვარდა დილის სირბილი,როცა თმას უჩეჩავდა ნაზი სიო.ეს უკანასკნელი გაბრიელს ახსენებდა.
შავი მოკლე შორტები ჩაიცვა,შავივე ტოპი გადაიცვა და ყურსასმენები გაირჭო.ისევ ჩაიარა კიბეები და გეზე ბულვარისკენ აიღო,ბათუმისას ვერ შეედრებოდა,მაგრამ არარაობას სჯობდა.ყოველთვის მარტო მიდიოდა ხოლმე ამ გზაზე,მაგრამ იმ დღეს ფეხის ხმა მოემსა უკნიდან.გაუკვირდა,მაგრამ არ მიუხედავს,უკან მიხედვა ცუდის ნიშანიაო,ჯე რკიდევ როდის ასწავლიდა ლონდა.
დიდი ხნის გათენებული იყო.ისევ ისეთი იყო აჭარის ცა,ისევ ანათებდა სუფთად და გულწრფელად,მაგრამ თითქოს რაღაც ვერ იყო რიგზე..უკნიდან ვიღაც რიტმს ურღვედა.მაინც არ გაიხედა,მაინც არ გაიხედა ევამ უკან,უბრალოდ არ გაიხედა.
ბულვარზე იყო უკვე,დაიწყო სირბილი,მხოლოდ ჰორიზონტს უყურებდა...მუსიკას აუწია,რათა ვიღაცის ფეხის ხმა არ გაეგო,არ უყვარდა,როცა ვინმე სიმშვიდეს ურღვევდა,უბრალოდ არ უყვარდა.
მთელი ერთი საათი ირბინა,შემდეგ კი გაჩერდა,ძლიერა ამოისუნთქა,გაგრძელებას არ აპირებდა,რომელი მორბბენალი ეგ იყო.
-დაიღალე?-უკნიდან ხმა მოესმა,ნაცნობი ხმა,ხმა,რომელიც მთელი 12 წლის განმავლობაში ესმოდა..ეს მშობლიური ხმა იყო,მაგრამ მასში არანაირ ვნებას არ იწვედა..მგონი,ასეც იყო! მასში არ აღძრავდა ქალურ საწყსებს გიგას გულწრფელი ხმა.
-ჰო..ვერ შეგამჩნიე..-შეაცბუნა ბიჭის დანახვამ.
-ლამაზად დარბოდი..ხელი ვერ შეგიშალე.
-ჰო? რას აპირებ ახლა?-სასხვათაშორისოდ ჰკითხა ბიჭს.
-შენ?
-მე უნდა გავცურო..დილის ზღვა მიყვარს..
-მეც წამოვალ..
-კარგად ცურავ შენც...ანუ ბალონს გავსცდებით-კისკისით თქვა და ძრს ჩაირბინა.მაშინვე გაიხადა ტოპი,შორტი და საცურაო კოსტუმით ზღვაში შევვარდა..წყალი გამჭვირვალე მოეჩვენა,შედარებით გამჭვირვალე და სუფთა.
-წუხელ არ უწვიმია.
-ჰო? წავედით?-ჰკითხა გიგას ისე,რომ უკან არ მიუხედავს.
-ჰო.არ გეშინია?
-დამცინი-ღიმილით თქვა და წყლისკენ წავიდა.ევამ შესცურა..ცურვა მისთვის საუკეთესო რელაქსაცია იყო,ამ დროს მხოლოდ წყალზე ფიქრობდა,ნერვები უმვიდდებოდა.ბოლო დროს ტავს გამოუტყდა,რომ ერთადერთი ადგილი,სადაც გაბრიელზე არ ფიქრობდა წყალი იყო,მაგრამ ესეც არასწორი აღმოჩნდა..ცურვისას იმ სიტყვებზე ფიქრობდა,რომელიც ბიჭმა შუა ზღვაში უთხრა,შუა ზღვაში.
-ჰეიი..გავცდით..-ღიმილით თქვა და უკან მიიხედა,მაგრამ ბიჭი ვერ დალანდა..გული შეუწუხდა,ნეტავ სად არისო..იმ წამს სხვა რამეზე მართლაც ვერ ფიქრობდა..
-გიგაააა-მთელი ხმით ყვიროდა გოგონა.წინ წავიდა ცურვით,ისე სწრაფად მიდიოდა,როგორც არასდროს..გული უსწრაფესად უცემდა,არ იცოდა რა ექნა..ბიჭი დალანდა,როგორც იქნა დალადა..არ ჰქონდა გავლილი სამაშველო კურსები,ამიტომ გააკეთა ის,რაც პირველად მოაფიქრდა..ბიჭს მთელი ძალით ჩასჭიდა ოდნავ ხელი ხელზე და ნაპირისკენ წამოათრია..ეშინოდა,ნუთუ ვერ მივასწარიო..
გიგა გონზე ვერ იყო..ალბათ,წყალში რამე დაემართა ან კუნთი გაენასკვა ან რამე...ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას აზრი არ ჰქონდა.ექიმობის არაფერი გაეგებოდა,სულ რომ არაფერი მისმა დაქალმაც ხელი აიღო ერთ დროს საოცნებო რადიოლოგიაზე,ამ უკანასკენლს ეკონომიკური არჩია.
ყვირილს აზრი არ ჰქონდა,ვინ იყო გარშემო,რომ დამხარებოდა.ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფოში დარეკე..ეშინოდა,თრთოდა,ბიჭს მთელი ძალით აჭერდა მკერდზე ხელებს..ცრემელბი არ სცვიოდა,არ შეეძლო ტირილი..მერე თავს დაკარგავდა და ვეღარ იქნებოდა ძლიერი.
როგორც იქნა,სასწრაფო მოვიდა...ბიჭი გამოაფხიზლეს..ნერვიულობის ნიადაგზე მოუვიდაო-დაასკვნეს და მანქანაში შეიყვანეს...ბიჭი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს.
-ევა..რა მოხდა?-გოგონა აჰყვა ზემოთ.ჩაცმაც კი ვერ მოეაზრებინა,ისევ სველი კუპალნიკით იყო.
-რაღაც მოგივიდა.
-შენ დამეხმარე? შენ გამომიყვანე?-სათქმელს თავს ძლივს აბამდა ბიჭი.
-ჰო.
-ძლიერი გოგო ხარ..საოცარი..-მეტი ვერაფერი თქვა,ძალა არ ეყო.
-თქვენ მისი ვინ ხართ?-ჰკითხა ექიმმა.
-მეგობარი..-ბიჭი პალატაში შეიყვანეს.
-გამოკვლევებს ჩავუტარებთ.
-კარგი.
აკანკალებული ხმით დაურეკა მარიამს.მეგორებრები ცოტა ხანში მოგროვდნენ და ყველანი ერთად უყვნენ.
-ვწუხვარ..ჩემი ბრალია,არ უნდა წამეყვანა..-სევდიანი ხმით ამბობდა ევა,მარიამი კი ამშვიდებდა და იხუტებდა.
-ის სულ გადიოდა შორს..შენზე ნაკლებად არ ცურავდა....უბრალოდ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა.
-ბიჭი ძლიერ ღელავდა..ნერვიულობდა...თქვენ არაფერ შუაში ხართ-როგორც ჩანს,ექიმმა გაიგო მათი საუბარი და ჩაერთო.
-ჰო,მაგრამ მე რომ არა..
-გაჩუმდი,ევა! მართალია ექიმი-ბრძანების კილოთი უთხრა მარიამმა და ცრემლები ძლივს შეიკავა.არ უნდოდა,რომ დაქალი უფრო აენერვიულებინა.

იმ დღეს ისევ დაურეკა გაბრიელმა.ყოველ საღამოს ურეკავდა ხოლმე.მისი წასვლიდან მეშვიდე დღე იყო.
-უპასუხებ?-ჰკითხა ლეამ და დაქალს ხელი ჩასჭიდა.
-ჰო.-ფეხზე წამოდგა ევა და ტელეფონი ყურთან მიიტანა.
-ევა...
-გისმენ,გაბრიელ..
-ჩვეული ხმა არ გაქვს..რამე მოხდა?
-კარგი არაფერი.
-ევა,მითხარი.
-გიგას გულმა უმტყუვდა..ნერვიულობის ნიადაგზეო...
-ზღვაში? მერე?
-მე დავეხმარე..და თავს დამნაშავედ ვგრძნობ..მე ვუთხარი,რომ წამოსულიყო.
-ვწუხვარ..მისმინე,დაწყნარდი..არაა შენი ბრალი...უბრალოდ ასე დაემართა..შენ რა იცოდაი..დაწყნარდი,გთხოვ,ევა!-სევდიანად უთხრა,თუმცა ბოლოს მაინც გამაგრებულად გამოუვიდა.
-ჰო,უბრალოდ მეშინია..
-დაწყნარდი,გთხოვ,ევა..
-კარგი
-დამპირდი.
-ჰო,გპირდები..
ათრთოლებული ხმით გათიშა ტელეფონი და ძველ ადგილს დაუბრუნდა.
-მისმინე,არაფერია ისეთიო..უბრალოდ წამლები უნდა სვას ცოტა ხანი და ზედმეტად არ იფიქროს-მარიამი გადაეხვია ევას.
-მართლა?
-ჰო,გოგო..დამშვიდდი.
-შეიძლება ვნახო?
კი,შედი..მე უკვე ვნახე...კარგადაა მართლა!
ფეხაკრეფით შევიდა გიგას პალატაში,გვერდით მიუჯდა და დადუმდა.
-მადლობ,შენ რომ არა ცოცხალი არ ვიქნებოდი.
-ვწუხვარ,რომ იმ დღე მე წაგიყვანე შორს.
-გოგო,ჩუმად! შენ გგონია მართლა მეშინოდა? შენზე არანაკლებ ვცურავ და შორსაც მინდიდოი სულ..ჰო გითხა მარიამმა? თავს ნუ იდანაშაულებ ტყუილად,გთხოვ,ევა..
-კარგი..უბრალოდ ..
-არანაირი უბრალოდ!
-კარგი...მიხარია,რომ კარგად ხარ-გიგამ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და ხელი ძლიერად ჩაკიდა.
რამდენიმე ხანი იყვნენ ასე..მხოლოდ საათის ისრების მოძრაობა არღევდა მათ სიჩუმეს..სამარისებულობამდე ცოტაღა აკლდა!
-ევა...-სიჩუმე გიგამ დაარღვია.
-გისმენ.
-დღეს პასუხები იქნებოდა..ნახე...არ ნახე?
-ვნახავ..ახლა ვნახოთ..-ტელეფონი ამოიღო და ნერვიულად აათამაშა თითები.
-ომგ! ღადაობს!-სიცილი აუტყდა გოგონას.
-რა იყო?
-პროსტა რა ქულებია....80-ქართული,ლიტერატურა-80,ინგლისური-100,უნარები-80...რეკორტი მომიხსნია...არა,შანსი არააა-სიცილი აუტყდა და ბიჭს კისერზე ხელები შემოხვია..პირველად იყო მასთან ასე ახლოს..ესიამოვნა,მაგრამ ვნება არ უგრძვნია,მხოლოდ დაძმური სიყვარული იგრძნო..
-მანახე..საღოლ..-დააცქერდა გიგა ტელეფონს..სუნთქვა ეკროდა,გოგონას სიახლოვეს მთლად მოეტეხა ამხელა ბიჭი..-100 კი არა,1000 პროცენტი უნდა გქონდეს..
-არ მჯერა..ისევ არ მჯერა!-სიცილს ვერ იკავებდა ევა.
-გილოცავ..მოდი,აქ...-ხელები ძლიერად შემოხვია ევას და თავი მის გრძელსა და გაშლილ თმებში ჩარგო.
-ჰეი..რა ხმებია?-გოგონები შემოიჭრნენ ოთახში.
-სასწაული მოახდინა..
-აუ,ახლა დამიწყენებ გამოჭმვასა და ინტერვიუებს-ღიმილით თქვა ეიფორიაში მყოფმა ევამ.
-რა მოხდა?-ცნობისმოყვარედ დაქაჩა თვალები მარიამმა.
-აჰა,ნახე..-ტელეფონი თვალებზე ააფარა გოგონებს.
-ოჰ,შენ...-ორივემ ერთდროულად ჩაიკრა გუშლში ევა...მათი კისკისი ექიმმა გაიგო და პალატის კარი შემოაღო.
-რა მოხდა?
-ჩვენი დაქალი წლის საუკეთესო აბიტურიენტია,უკვე სტუდენტი..უმაღლესი ყველაფერში..-ემოციებში იყო მარიამი.
-გაბრიელს უნდა დავურეკო-პალატიდან გავიდა ევა.
-ევა..დღეს...
-ჰო,გაბრიელ...დღეს მე საუკეთესო სტუდენტი გავხდი..ყველაფერში უმაღლესი ქულა,არც ერთით ნაკლები..
-ღადაობ?
-შენ წარმოიდგინე არა.
-ვიცოდი..ყველაზე მაგარი გოგო ხარ.
-შენ რას შვრები?
-დღეს პირველი ადგილი ავიღეთ...
-გილოცავ..
-ნეტავ აქ იყო..
-ჰო,კარგი იქნებოდა,მაგრამ მათ ვჭირდები აქ...
-მალე მეც ჩამოვალ.

ევას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ზაფხული იყო...არ სჯეროდა,რომ ასეთი მაღალი ქუელბი აიღო..რამდენიმე ინტერვიუ აიღეს მისგან,დიდი ამბით დებდნენ ხვადასხვა საიზე მის ფოტოებს..ეს სიამოვნებდა,მალე ცეკვაც დაბრუნდა არდადეგებიდან,მალე პირველად მივიდოდა უნივერსიტეტში..მაგრამ გაბრიელი აგვიანებდა და ეს აფიქრებდა,ენატრებოდა ბიჭი..

-ყველაზე მაგარი შვილი მყავს..-სიცილით შემოვიდა ოთახში ლონდა.
-დე,რა მოხდა?
-რაღაც შეკვრაა შენთვის...შეფუთულია და არ გავხსენი.
-მართლა? სადაა?-დიდი ვარდისფერი ყუთი ოთახში შეათრია და დააცქერდა.წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ყოფილიყო შიგ.
რამდენიმე წუთი უყურა-უყურა და შემდეგ გადაწყვიტა,რომ გაეხსნა.ეიფელის კოშკის ქანდაკება დახვდა,რომელსაც კარი ჰქონდა..კარი გააღო და მედალიონს გადააწყდა,რომელსაც ეწერა „მუდამ შენი გაბრიელი“.ქართული ასოების დანახვა ესიამოვნა..მიხვდა,რომ მისგან იყო..შემდეგ კონვერტს გადააწყდა,რა წერიაპ-გაიფიქრა,გახია და წერილია ამოიღო.
„მენატრებოდი..ისევ მენატრები...“
გაეღიმა...გაეყინა მთელი სხეული და შემდეგ გული არნახული ემოციით აუთამაშდა.ნუთუ ეს მართალი იყო! ნუთუ მართალი იყო ის,რაც მის თავს ხდებოდა..კატო გაახსენდა იმ ბედნიერ წამს და გული ეტკინა...რა უცნაურია!-ზოგის ცხოვრება წაღმა მიდის,ზოგის-აღმა...
მთელი ღამე ვერ დაიძინა...არ ესმოდა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი..არ ესმოდა რატომ ფიქრობდა გიგა მასზე...დიალს ადრე გაეღვიძა..ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ბებიასმისი გამოგზავნილი ფელამუშის ჭამა დაიწყო,თუმცა მალევე შეჩრდა.იგრძნო,რომ ძლივს ყლაპავდა..
-დე,ვიღაც გირეკავს..-მოესმა დედის ხმა.
-ჰო..ვინაა? ქალაქის ტელეფონზე როდიდან მირეკავენ?-კისკისით წავიდა ყურმილის ასაღებად.
-ჩუ..შენი დამრიგებელია.
-რაო? რა უნდა? უნდა მომილოცოს..მარა უკვე მომილოცა...-გაკვირვება ვერ დამალა ევამ.
-გამარჯობათ..
-როგორ ხარ,ევა?
-კარგად,თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მეც არამიშავს..რაღაც თემაზე მინდოდა მესაუბრა შენთან..
-გისმენთ.
-ტელეფონზე არ შემიძლია.
-დიახ..ასეთ რა?-დაიბნა ევა.
-სადმე შევხვდეთ და დავილაპარაკოთ..ჩემთან რაღაც კაფეა.
-კარგით-არ ჰქონდა საუბრის თავი,მაგრამ მაინს დასთანხმდა.

-რა უნდოდა?
-რა ვიცი..შემხვდი,უნდა გესაუბროო..რა უნდა ერთი..-ბუზღუნით უთხრა ლონდას.
-კაი,მიდი..თუ რამეა,აქ ვარ..
-ხვალო..
-ჰო,კაი,არ იდარდო.
-არა,დე..რა მადარდებს.

-ერთ კვირაში დაბადების დღე გაქვს!-შეახსენა ლეამ.
-ვიცი..
-რა მოხდა,გოგო?
-გაბრიელმა მაგარი რაღაც მაჩუქა..განახო?
-ახლავე...

ღამით ანერვიულებული დაწვა..გაბრიელს მადლობა გადაუხადა და ისე დაწვა.
-გოგო,ჯერ ვერ მოვდივარ..რის მადლობა..
-ნუ დარდობ...შენი ცეკვებბი ვანხე,მაგარია ძალიან.
-მადლობ..

დამრიგებელთან შეხვედრის გამო რატომღაც ღელავდა..რატომ თვითონაც არ იცოდა...მშობლების ნაჩუქარი მანქანა დაქოქა და პირდაპირ იმ კაფესკენ წავიდა,სადაც ჰქონდა დანიშნული პაემანი.
-გამარჯობათ..როგორ ბრძანდებით?-გადაკოცნა დამრიგებელი და ჩამოჯდა.
-არ ვიცოდი მეთქვა თუ არა.
-რა ხდება?-გოგონამ უფრო გაიკვირვა.
-ვიცოდი,რომ გიგა მოგწონდა...
-საიდან?
-ყველაფერს ხვდება უფროსის გული...
-აი,რას ნიშნავს მეორე დედობა..-ენაზე ეკბინა ევას.
-და დღეს მას უყვარხარ..გავიგე რა შეემთხვა ქობულეთში..გავიგე და მინდა,რომ გითხრა..მას ალხა უყვარხარ..ადრე იმას გრძნობდა,რასაც შენ..მაგრამ ბავშვი იყო.ახლა კი..ყველაფერი რთულადაა..-სათქმელს თავს ძლივს უყრიდა ქალი.
-არ მესმის..მას მარიამი ჰყავს და უყვარს..და გინდ ასე იყოს,რატომ მეუბნებით?
-უბრალოდ უნდა იცოდე..
-დღეს მეც მყავს ადამიანი,რომელიც მიყვარს..მასაც ვუყვარვარ..ის საუკეთესოა...და გიგა..გიგას დავუახლოვდი ამ ზაფხულს..ჩვენ მეგობრები ვართ..ვიცი რამდენად ძნელია მისი გამოთრევა,ვიცი როდისაა ცუდ ხასითზე და როდის კარგზე..ვიცი როდის აბრაზებს მარიამს და როდის კოცნის..ვიცი როგორ ესიყვარულება მას...-სახეზე ხელები აიფარა..არ უნდოდა,რაც დამრიგებელმა უთხრა,მართალი ყოფილიყო,არ უნდოდა..
-კარგი,დამშვიდდი..კიდევ ერთხელ გილოცავ...გააკვირვე მთელი სკოლა..
-ეს ჩემი შრომი შედეგია,მას..
-ვიცი,ჩემო კარგი..ევა,ვამაყობ შენით..

-რა მოხდა?
-გიგას უყვარხარო....და ეს ყველაფერი..თურმე...მოკლედ,გაამგიჟებს ეს ქალი..
-მეც იმავეს ვფიქრობდი..ერთ დღეს წამომცდა ქობულეთში,რომ..ცუდად ვარ,ჩემს დაქალზე ორი ბიჭ გიჟდება-მეთქი.
-ვერა ხარ შენ.
-კარგი,მაპატიე...უბრალოდ დაწყნარდი..მალე ჩამოვა გაბრიელი და ყველაფერი კარგად იქნება..

და ამ დროს კარზე ზარი გაისმა...
____
ჩემო ტკბილებო,ესეც მომდევნო თავი...დასარული უკვე მაქვს დაწერილი.სიზმარმა გადამაწყვეტინა რამდენიმე დღის წინ..
მიყვარხართ ძალიან და ველი შეფასებებს.
იმედია,მოგეწონებათ.



№1  offline მოდერი tsn

ვაიმე როგორ გამიხარდაა, უმაგრესია გაბრიელი..

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

tsn
ვაიმე როგორ გამიხარდაა, უმაგრესია გაბრიელი..

love

 


№3 სტუმარი anita

magari xar da kargad wer

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

anita
magari xar da kargad wer

გმადლობ

 


№5 სტუმარი hm

ცოტა წერა დახვეწე :)
ხოო და კიდევ - გიგასთან ამდენ წლიან ურთიერთობას წყალში ნუ ჩაყრი "სექსუალური მოცეკვავის" გამო,არაა ასე ადვილი პირველი სიყვარულის დავიწყება :)

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

hm
ცოტა წერა დახვეწე :)
ხოო და კიდევ - გიგასთან ამდენ წლიან ურთიერთობას წყალში ნუ ჩაყრი "სექსუალური მოცეკვავის" გამო,არაა ასე ადვილი პირველი სიყვარულის დავიწყება :)

რას გულისხმობ დახვეწაში?

 


№7 სტუმარი Mariami

Kato gardaicvala tu isev komashia ver gavige

 


№8  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან საინტერესოა

 


№9 სტუმარი Ani

Kargi iyo magrad wer wuna ar aqvs,ogond mainc guli damwyda rom gabrieli sheuyvarda... albat satanadod ar yvarebia giga, mesmis mariamis xatrit siyvaruls ver gaubavda gigas isic mesmis rom megobars ver ugalatebda, magra es magram sul iqneba imirtom rom evas ar yvarebia gigi... shemecoda gigi... gabrieli ki imsaxurebda bednierebas, mas uyvarda arc evaze vidzaxi rom cudia da bednierebas ar imsaxurebs,evas tavisi bedniereba xvda wilad, ai rac sheexeba katos mand ver gavige komashia tu ra xdebaa? Mokled magari gogo xara da kargad wer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent