შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (5)


31-01-2016, 22:43
ავტორი N7
ნანახია 2 511

V.
შუა ღამით ოთახის კარმა დაიჭრიალა. ძლივს ჩაძინებულმა თვალები ფართოდ გაახილა და ღამის წყვდიადში შეეცადა სტუმრის ამოცნობა. რომ ვერ შეძლო, ტუმბოს გადასწვდა და ღამის სანათი აანთო. რა გასაკვირი იყო, დაჩი შემოვიდა. ძველებურად, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ქალს მიაჩერდა.
- ლილე სადაა? - ჰკითხა უცებ ლინამ, როცა ვერც გვერდზე დაიგულა და ვერც მამაკაცთან.
- დედაშენთან დაწვა, - მოკლედ გასცა პასუხი. - ახლა შენ მითხარი, რა ხდება, ორი კვირით სად და რატომ მიდიხარ?
- ამის გამო გამაღვიძე? - გაოგნებულმა ჰკითხა. - თან შენს ინტერესის სფეროს არ უნდა წარმოადგენდეს! გახსოვს, საბოლოო წერტილი?
- სანამ ოფიციალურად მაინც გვქვია ცოლ-ქმარი, მოგიწევს პასუხი გამცე, - წარბშეკრულმა შეუღრინა.
ამოიხვნეშა, მზერა ფარდებგაწეული ფანჯრისკენ გააცოცა და დაიწყო:
- ჩემი კლინიკა მგზავნის გერმანიაში, გამოცდილებისა და ცოდნის გასაღრმავებლად. არ უნდა მეთქვა, რაც გინდა, ის უნდა გეფიქრა. ჩამოვალ თუ არა, გავშორდებით. დაჩი, მე არ მჭირდება შენნაირი ადამიანი გვერდით!
- ლინ, აქამდე ყველაფერი კარგად იყო... რა შეიცვალა? - სახეზე ჩამოუსვა ხელი.
მისი ქმედებით გაავებულმა შემოხედა და სახიდან მოაშორებინა ცივი თითები.
- შენ შეიცვალე, დაჩი!
- არ შევცვლილვარ, მე ისევ ის კაცი ვარ, შენ რომ შეგიყვარდა... - ფეხზე წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა.
- მეც მომაწევინე რა, - საწოლზე წამოიწია და ტუმბოზე მიგდებული საფერფლე გამოსწია.
- ეწევი? - ინტერესით გადმოხედა. - ისევ? - კიდევ ერთი ღერი ამოაძვრინა და გაუწოდა.
ტუჩებს შორის მოიქცია და მოუკიდა.
- გიკვირს?
- მიკვირს.
- ზედმეტი სტრესი რომ გექნება, მიხვდები მერე, - მხრები აიჩეჩა. - ფანჯარა გამოაღე.
- და მაინც, რა მოხდა ჩვენს შორის? - გზაში ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე.
- შეიცვალე-მეთქი, საკმარისი მიზეზი არ არის?
- მაშინ, გამოდის, მხოლოდ მე კი არა, შენც შეიცვალე! - კედელს მიეყრდნო და თავი უკან გადასწია. - ორ ადამიანს შორის დავაში, ერთი არასდროსაა დამნაშავე, ორივე მხარეს რაღაც წვლილი მიუძღვის.
ლინას გაეცინა.
- ეგ ქუჩამ გასწავლა?
- რა შუაშია ქუჩა, გოგო? ცოლად რომ მომყვებოდი, მაშინ რა, ბირჟაზე არ დავდიოდი?
- დაჩი, მაშინ პატარა ბიჭი იყავი, ახლა კიდევ შვილიანი კაცი ხარ, რა ვერ შეიგნე? - გაბრაზებულმა წამოიძახა და ღრმად შეუშვა სიგარეტის კვამლი ფილტვებში.
- რას გადაეკიდე ამ შვილს? არ ვუვლი? ცუდი მამა ვარ?
- ზუსტად, არ უვლი და ცუდი მამა ხარ!
- ცდები, ლინა, ძალიან ცდები! - ტონს დაუწია და აჭრილი ხმით უთხრა.
- თუ ვცდები, იყოს მასე, ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, მაგრამ წინ ორი კვირა გაქვს და უნდა დამიმტკიცო! - მუქარასავით გაისმა მისი შერბილებული ტონი. სანათის გამოსართავად გადაიხარა და ოთახშიც სიბნელე ფეხაკრეფით შემოვიდა.
- ძილინებისა, ლინ! - ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.
დიდხანს იტრიალა ქალმა საწოლში და ბოლოს ჩაეძინა, როგორც იყო.
***
აეროპორტში გასაცილებლად მთელი ოჯახი და სადაქალო მოჰყვა. ლილეს წყალი უგუბდებოდა თვალებში, თან არ ეთმობოდა დედა გასაშვებად, თან ბედნიერი იყო, რომ ამ წასვლით დედიკოც ბედნიერდებოდა. ამ ორ ემოციას შორის გაჩაღებულიყო პატარაში დიდი ბრძოლა.
- დე, ხო მალე დაბრუნდები? - ჰკითხა და წვრილი ხელები ფეხებზე შემოხვია.
- ჩემო პატარა, ხომ დაგპირდი? იცოდე, ყოველდღე დაგირეკავ და მამიკოს ამბები გამაგებინე, რა გააკეთეთ ამ დღეს, კაი? - უჩურჩულა და შუბლზე აკოცა. - ბებიკო არ დაღალო, კარგი? და თუ ამ ყველაფერს შეასრულებ, ძალიან, ძალიან მალე დაგიბრუნდები, გპირდები!
- კარგი, დე. შევასრულებ, - გაიღიმა და თვითონაც აკოცა.
მერე ყველას სათითაოდ გამოემშვიდობა. ამასობაში ჩასხდომა გამოაცხადეს და ლიფტში შევიდა. აცრემლიანებულმა დაუქნია ხელი თავის პატარას, სანამ თვალს მოეფარებოდა კოცნაც გაუზავნა.
თვითმფრინავში პირველად არ უწევდა ასვლა, აქამდე დედასთანაც გადაფრენილა და საფრანგეთიც მოუვლია, თუმცა მარტო არასდროს. საფრანგეთში დაჩისთან ერთად იყო, გერმანიაში კიდევ ლილუსა და დაჩისთან ერთად, ახლა სრულებით მარტოს უწევდა წასვლა, ორი კვირით უცხო ქვეყანაში დარჩენა და ცოტა არ იყოს ეშინოდა. ყველაზე მეტად ლილუს დატოვება უჭირდა, ღმერთმა იცის დაჩი რამეს გააკეთებდა თუ ლიაკოს კისერზე ჩამოეკიდებოდა ყველა.
გაჭირვებით იპოვნა თვითმფრინავში ადგილი. უნდოდა ფანჯარასთან მოხვედრილიყო, თუმც ციფრი ერთით ასცდენოდა და მისი უცნობი მეზობელი დაიკავებდა ამ ადგილს. ცოტა ხანი ცქმუტავდა სავარძელზე და ხალხს ათვალიერებდა, შემდეგ მობეზრდა და ტელეფონი ამოიღო. სურათების დათვალიერება დაიწყო, თითქოს უკვე დიდი ხანი არ ენახოს ლილეო. ათვალიერებდა და იღიმოდა.
- უკაცრავად, შემატარებ? - მამაკაცის ხმა მოესმა, ოდნავ ნაცნობი, კვლავინდებურად ბოხი, სევდიანი. გაკვირვებულმა ახედა. ის იყო, „კაფის სტუმარი“.
- თქვენ? - იკითხა მექანიკურად და პირი დახურა.
- მე, - მხრები აიჩეჩა, ზედა საბარგულში პატარა ჩემოდანი შედო და მოუბრუნდა ქალს. - ჩემი ადგილია იქ და შეგიძლიათ შემატაროთ ან გადაჯდეთ.
- ამ... შეიძლება გავცვალოთ ადგილები? - უხერხულად გაუღიმა.
- მიბრძანდი, - ღრენვით ჩაილაპარაკა.
დაბნეული ლინა სწრაფად გადახტა ფანჯრისკენ სავარძელში. გახევებულმა მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა და სივრცეს თვალი გაუშტერა.
- საყვარელი ბავშვია... დედას ჰგავს, - თითქოს სასხვათაშორისოდ თქვა მამაკაცმა.
შეშინებულმა დახედა ჯერაც მოციმციმე სურათებს და შემდეგ შეპარვით გააცოცა მზერა მამაკაცისკენ.
- თქვენ რა იცით, რომ ჩემი შვილია? - ხმა გაებზარა, წვალებით თქვა.
- დაგავიწყდათ, გიცნობთ-მეთქი რომ გითხარით? - ღიმილით ჩაილაპარაკა და ყურსასმენები მოირგო.
„ეს კაცი ჭკუიდან გადამიყვანს!“ - გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, ღვედი მოირგო და კომფორტულად მოთავსდა.
მერე ყველაფერი ერთფეროვანი და ულამაზესი იყო. ღრუბლებზე მოლივლივე თვითმფრინავი...სიამოვნებით გაყოფდა ხელს ფანჯარაში, რომ შესძლებოდა, და შეეხებოდა, აისრულებდა ბავშვობის ოცნებას.
***
როგორც კი გამოაცხადეს ღვედი შეიკარითო, შიშით გადაიკრა და ჩაძინებულ, სიმღერებში ჩაფლულ მამაკაცს გადახედა. რამდენიმე წამი იორჭოფა გავაღვიძო თუ არაო და ბოლოს ოდნავ შეახო მხარზე ხელი, შეანჯღრია. ბღვერვით გადმოხედა მამაკაცმა და ყურსასმენი მოიძრო.
- რა ხდება? - ძილისგან ხმა აჭროდა.
- ღვედი შეიკარი, - ჩურჩულით უთხრა და სწრაფად აარიდა მზერა.
- მაგისთვის გამაღვიძე? - ჩაიფრუტუნა უკმაყოფილოდ და ღვედს გადასწვდა.
- რა ვიცი, მაპატიე, შენ თუ მტკივნეული ფრენით გაღვიძება გერჩია, - მხრები აიჩეჩა და ჩუმად ჩაიბუტბუტა: იდიოტიო.
- მომესმა? - თავი ქვემოთ ჩასწია და ისე ახედა ქალს.
- არ მოგესმა, - გათამამებულმა ამოიფრუტუნა. - და საერთოდ, რა ბედის ირონიაა! - წამოიძახა.
- გაჩუმდი, არაა საჭირო სხვებიც გააღვიძო, - სიცილით თქვა და ისევ საზურგეს მიეყრდნო. - რატომაა ბედის ირონია?
ლინას გაეცინა, სიმწრით.
- აბა რა ვუწოდო იმას, რომ ვიღაც პარანოიკი ექიმი დამსდევს, ჩემზე ინფორმაციას იძიებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ჩემზე და შემდეგ ჰოი, საოცრებავ, ამხელა კლინიკიდან ჩვენ ორი მივფრინავთ გერმანიაში ნახევარი თვით! - სარკაზმით ჰქონდა აღჭურვილი თითოეული მიმიკა და ირონიით გაჟღენთილი ბგერები.
- კარგად ვიშრომეთ მათი აზრით, ალბათ, შენც და მეც, - მხრები აიჩეჩა უდარდელად და თვალები დახუჭა. ნელ-ნელა დაშვება იწყო თვითმფრინავმა.
- უეჭველად, - გაეცინა ქალს და მამაკაცისმსგავსად მოიქცა.
სიყალბის თეორია (5)


***
დიდი მადლობა ყველას, რომ კითხულობთ და გვერდში მიდგახართ!
მიყვარხართ!



№1 სტუმარი darina

Es kaci ar momwons me, ragac ar damevasa, imedia ar ugalatebs dachis amastan jerjerobit mainc gatxovili qalia, dachis davetanxmebi im azrshi rom or adamianshi davashi orivea damnashave, me mainc minda, rom problemebi moagvaron, ojaxis dangreva ase martivi ar aris.

 


№2  offline წევრი N7

darina
Es kaci ar momwons me, ragac ar damevasa, imedia ar ugalatebs dachis amastan jerjerobit mainc gatxovili qalia, dachis davetanxmebi im azrshi rom or adamianshi davashi orivea damnashave, me mainc minda, rom problemebi moagvaron, ojaxis dangreva ase martivi ar aris.

სრულიად გეთანხმები, მაგრამ წერის პროცესში რას გადავწყვეტ, არ ვიცი..
იმედია მოგეწონება, რაც იქნება❤
მახარებ, ძალიან❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი N7

SEREBRO
Kargia momwons velodebii shemdeg tavs sakvarelo <33

დიდი მადლობა, საოცრად მახარებ❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent