შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ ჰაერიც მეზედმეტება (7)


1-02-2016, 22:31
ავტორი anuki-ano
ნანახია 2 250

კიდევ ორი ტკბილი დღე გავატარეთ ბავშვებმა ერთად და დღეს უკვე თბილისში ვბრუნდებოდით..
-ბავშვებო რა გჭირთ?სახეები რატომ ჩამოგტირით ყველას?იქაც ჩვეულებრივ გავაგრძელებთ გართობას..(ლაშა)
-გვიჭირს ლაშიკო ზღვის მიტოვება..(გიგა)


-ანუკ რა გჭირს შენ მაინც გაიღიმე(გიო)
-ისევ ასეთი ყურადღებიანი იქნები?
-ამაზე მეტადაც კი..
თავი დავადე მხრებზე და თვალები დავხუჭე...

-ანო სახლში ხარ უკვე შეგიძლია ჩახვიდე..
-კარგით გაკოცეთ ბავშვებო..
გადმოვედი მანქანიდან გიოც გადმოვიდა რომ დამხმარებოდა ჩემოდნის გადმოღებაში...
-ვსო ახლა გამიღიმე და წადი(გიო)
-მომენატრები
-მონატრეებას არ გაცლი ყოველდღე გნახავ..ერთადერთი განსხვავება ისაა რომ ერთ სასტუმროში აღარ გავიღვიძებთ..
ჩამეხუტა,თავზე მაკოცა და სახლში გამიშვა...


-დედუციი როგორ ხარ?(მე)
-ჩემი მეტიჩარა ჩამოვიდა..
ძლიერად ჩავეხუტე...მივხვდი რა საშინლად მენატრებოდა ამ დროის განმავლობაში...
-მომიყევი დედაა აბა რა ხდებოდა ზღვაზე?
-მე სიაახლეები მაქვს..შეყვარებული ვარ..
-ვინაა?რამხელაა?სად ცხოვრობს?სწავლობს?სად გაიცანი?
-დამშვიდდი დედა მოგიყვები ყველაფერს დავსხდეთ თან შენი გაკეთებული ყავაც როგორ მენატრებოდა..
მოვუყევი ყველაფერი დეტალურად და ასე თუ ისე დავუკმაყოფილე ინტერესები..ფოტოც ვანახე და ძალიან მოიხიბლა...
ჩემს ოთახში შევედი და ჩემს გემრიელ საწოლზე გადავეშვი.მგზავრობისგან ისე ვიყავი დაღლილი მაშინვე ჩამეძინა...
როდდესაც გამომეღვიძა უკვე ძალიან გვიანი იყო და მობილურს რომ დავხედე უამრავი ნარეკი და შეტყობინება იყო გიოსგან..გადავურეკე მაშინვე...
-ცოცხალი ხარ ადამიანო?(გიო)
-ისეთი დაღლილი ვიყავი გავითიშე..
-მომენატრეე უკვე 5 საათი,20 წუთი და 30 წამია არ მინახიხარ..
-რა მასხარა ხაარ...მეც მომენატრე სიყვარულოო..
-ხო მართლა ნინამ დამირეკა და ყველა დაგვპატიჟა ხვალ კლუბში დაბადებისდღე ჰქონია..
-აუ არ წავიდეთ რააა..
-კაი ტეხავს რა ყველა იქნება და ჩვენც მივიდეთ..
-ნუ კაი ჯანდაბას წამოვალ მმეც..


ვემზადებოდი ნინას დაბადებისდღისთვის...შავი მოკლე ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი,წითელი ფეხსაცმელი,თმა ავიწიე და ყელზე დავიკიდე სვაროვსკის თვლის ყელსაბამი რომლის თვალიც ლავიწებს შორის მოთავსდა...
-ანუკა მოგაკითხეს გამოდი..(დედა)

-ჩემო პრინცესა როგორც ყოველთვის გადასარევად გამოიყურები..
-გმადლობთ ბატონო ჩემო..
გაეცინა და გულთან მიმიხუტა...

ბარში შესვლისთანავე ჩემი მზერა ერთმა პიროვნებამ მიიპყრო რომელიც ძალიან მეცნობოდა თუმცა განათების გამო სახეზე ვერ ვხედავდი..მივედით უფრო ახლოს მაგიდასთან ყველას მივესალმეთ და როგორც იქნა განათება შეიცვალა და იმ პიროვნების სახე უკვე მკაფიოდ დავინახე..ეს ის პიროვნება იყო რომელმაც მოახერხა და დამიკარგა იმედი იმის,რომ შეიძლება ვინმეს ენდო..მის გამო მტკიოდა გული თითქმის ნახევარი წელი...
მეგონა მის დანახვაზე სხვანაირი რეაქცია მექნებოდა და ძველი სიყვარული თავს შემახსენებდა თუმცა შევცდი ამ ადამიანის დანახვამ ჩემში მხოლოდ სიბრალულის გრძნობა აღძრა...გიოს უფრო ძლიერად მოვუჭირე ხელი და მის გვერდით თავაწეული ვიდექით...
-ვაა ანუშკი შენ აქ საიდან?
-არ აქვს არსებითი მნიშვნელობა შენთვის..
-გაიცანით ეს რატია ჩემი ბიძაშვილი..(ნინა)
ახლა როგორც არასდროს ისე ვნატრობდი ჩემი ტასო გვერდით მყოლოდა..
მე და გიოც დავსხედით . ძალიან მინდოდა სახლში წამოსვლა,მაგრამ არ მინდოდა გიორგისთვის საღამო გამეფუჭებინა...არც მინდოდა გიორგის გაეგო რატიზე რამე რადგან ვიცოდი ვერ გადაურჩებოდა რატი, იმის გამო რომ მე ასე მატკინა..

-უკაცრავად შეიძლება ვიცეკვოთ?(რატი)
ძალიან შემეშინდა რატის ხმის გაგონების და ფრთხილად თვალები გავაპარე გიოსკენ და თვალებით მანიშნა იცეკვეო...
-არა დაღლილი ვარ და არ მინდა..
-ჯერ ახლა შემოხვედი და უკვე დაიღალე?
-ადექი ანუკა იცეკვე(გიო)
ვერაფერი ვეღარ გავაწყე მათ წინაღმდეგ და საცეკვაოდ ავდექი...

-ასე მალე დამივიწყე?
-შენი ყოველივე საქციელის გამო კიდევ გვიან დაგივიწყე..
-ეს შენი ბიჭია?
-დიახ..არ მინდა შენთან ცეკვა და აღარ შემაწუხო..
ხელი ძლიერად მომიჭირა მკლავზე...
-უნდა დავილაპარაკოთ!გამოდი გარეთ ან აქ ავტეხ ერთ ამბავს...
მივხვდი რომ ჯიუტობას აზრი არ ქონდა და ჯობდა გავსულიყავი.ყველაფერი გამერკვია ერთხელ და სამუდამოდ..
-შენ ამ იდიოტთან ვერ იქნები..შენ ჩემი ხარ!!მარტო ჩემი და სხვისი არასდროს გახდები!
-როდესაც ვინმე უყვართ მათ პირველსავე შემხვედრთან არ ღალატობენ..ყველაფერი დამთავრდა და ყველაზე მთავარი მე გიო მიყვარს!
თანდათან ჩემკენ მოდიოდა..ვცდილობდი ნერვიულობა არ შემმჩნეოდა და მეც ფრთხილად უკან ვიხევდი თუმცა უკან მალევე კედელი დამხვდა და ვეღარ დავუსხლტი ხელიდან...ხელები დამიკავა და ძალით მაკოცა და ყველაზე საშინელი რაც მოხდა ზუსტად ამ მომენტში გიორგი გამოვიდა გარეთ..
-ანუკა მითხარი რომ მომეჩვენა.
-არაფერი მოგჩვენებია ძმაო...ჩვენ რთმანეთი გვიყვარს და შენ ზედმეტი ხარ..
-არა გიო მისმინეე არასწორად გაიგე ყველაფერი...
-გაჩუმდიი!!!
ისეთი ხმით იღრიალა გიორრგიმ მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
-გთხოვ მომისმინე...აგიხსნი ყველაფერს..
-არ შემეხო!!!!! შენ კიდევ არაკოცო როგორ მინდა დაგარტყა მაგრამ შენი ბრალი არაა გოგო არ იყო წინააღმდეგი და მე რა ნამუსით დაგარტყა...ანუკა იცოდე არ გაბედო ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამოჩენა..მძულს ჩემი თავი იმის გამო რომ მიყვარდი...წავედი თორე რამეს ძალიან ცუდს გეტყვი და არ ღირს..მშვიდობით და ბედნიერებას გისურვებთ..
გიორგის თვალები არასდროს დამავიწყდება და მის თვალზე ცრემლი რომელიც ასე მოურიდებლად გადმოეშვა გიორგის თვალიდან..მძულდა ჩემი თავი იმის გამო რომ ასე ახლოს მოვუშვი რატი..დამნაშავე ვიყავი რომ გიორგის არაფერი ვუთხარი,მაგრამ მე ხო მისი დაცვა მინდოდა მხოლოდ...წასვლისას გიორგიმ ისეთი მზერა შემატოვა,რომ ფეხები მომეკვეთა და ძირს დავეშვი..საშინელი გრძნობა დამეუფლა და ვტიროდი გულის ამოვარდნამდე..
-ანუკა კარგად ხარ?მაპატიე არ მეგონა მართლა თუ გიყვარდა მეგონა ჩემს გასაღიზიანებლად იქცეოდი ასე...
-გაეთრიეე!!!!არ მინდა შენი ბინძური ხმის გაგონება!!!!
წამოვხტი,სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი..გული მქონდა დამძიმებული და მხოლოდ ტირილი და კივილი მინდოდა...დედა და მამა ბებოსთან წავიდნენ სახლში მარტო ვიყავი და ემოციებისგან დავიცლებოდი...
სახლში შევედი და იქვე კართან ჩავიკეცე...სული მტკიოდა იმის გამო რომ მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე...გიოს ცრემლები ეს რაღაც არარეალური იყო მეგონა მისნაირი ბიჭები არასდროს ტირიან...იატაკზე ვიყავი გაწოლილი და ბოლო ხმაზე ვტიროდი..ტირილისგაან ისე დავიღალე არც მახსოვს როგორ ჩამეძინა...



№1  offline წევრი natia-natia

ცოტა თავები გაზარდე კაი ისე ძალიან კარგი ისტორიაა

 


№2  offline წევრი anuki-ano

natia-natia
ცოტა თავები გაზარდე კაი ისე ძალიან კარგი ისტორიაა

ვცდილობ ყოველდღე ავტვირთო მომდევნო თავი და ამიტომ არაა დიდი თავები..

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მეტი ემოცია მინდა. უფრო მეეტიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent