შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (10)


2-02-2016, 01:47
ავტორი Masho_97
ნანახია 3 314

- მოდი დედა აქ - თქვა დედამ და წამოდგა. პატარა ბავშვივით ჩამიკრა გულში. ეს დღე ერთ-ერთი ბედნიერი იყო ბედნიერ დღეებს შორის. ქეიფი გვიანობამდე გაგრძელდა.
***
ქორწილისთვის გაცხარებული მზადება მიდიოდა. ცალკე ლაშა და ლიზი, ცალკე ჩვენ, მზადების პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული. გადავწყვიტეთ ერთი დიდი დარბაზი დაგვეჯავშნა.ქორწილამდე ორი კვირა რჩებოდა, ბარგი ჩავალაგე და ნიკამ სწრაფად ჩაარბენინა კიბეებზე.
- სად გეჩქარება? - გაოცებულმა შევხედე.
- გული მისკდება არ გადაიიფიქრო - მითხრა სიცილით დახურა საბარგულის კარი.მანქანაში ჩავსხედით. დედაჩემი ისეთი თვალებით მიყურებდა,თითქოს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში ან სხვა პლანეტაზე მივემგზავრებოდი.
- ხვალ საღამოს გამოვალ დე - გადავძახე ფანჯრიდან.
- უხ, არ მჯერა! - ბედნიერმა დაძრა მანქანა ჩემმა ბიჭმა.
ჩვენი ბინა მესამე სართულზე იყო, ორი დიდი აივნით, აპრილი მიიწურა და საშინელი სიცხე იყო,სული მეხუთებოდა
- ქორწილის მერე სადმე გრილ ადგილას წავიდეთ რა.. აღარ შემიძლია ამ ქალაქში სული მეხუთება..
- სადაც ჩემი გოგო იტყვის.. - მითხრა და სახლში ბოლო ჩემოდანი შემოაგორა.
- სადმე.. მმმ.. მთაში!
- არ მგონია ახლა შენთვის მთაში სიარული უსაფრთხო იყოს..
- ბორჯომში მაინც წავიდთ, სუფთა ჰაერზე.. - ვთქვი და უკმაყოფილოდ დავეშვი დივანზე, ოთახს თვალი მოვავლე და სიამაყით შევხეედე ნიკას. გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. მხარზე თავი დავადე. ცალი ხელი მუცელზე დამადო.
- ნეტა გოგოა თუ ბიჭი?
- შენ რომელი გინდა? - გადავხედე
- არ აქვს მნიშვნელობა... თუ გოგო იქნება.. ოხ.. შენნაირი,ოღონდ პაწაწუნა.. ერთნაირ კაბებს შეგიკერავთ, წინ დაგისვავთ და ბევრს ვიცინებ...
- ალუჩა მინდა.. - ამოვილუღლუღე საწყლად, სასწრაფოდ წამოხტა.ოთახიდან ისე გავიდა ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი. გამეცინა. 10 წუთში წინ ალუჩით სავსე ლანგარი მედო.
ცოტახანში შოკოლადი მომინდა, შემდეგ ფორთოხალი,არაჟანი,მარწყვი... ჩემი ბიჭიც თვალისდახამხამებაში მიჩენდა ყველაფერს. ღამის 4 საათი იყო რომ გამეღვიძა და პიცა მომინდა. ვწრიალებდი, ვერ ვისვენებდი..
- ცუდად ხომ არ ხარ? - ძლივს წამოყო თავი ნიკამ.
- არა..კარგად ვარ.
- ვერ იძინებ? რომელია საათია ტო
- ხუთი დაიწყო...
- ამჯერად რა გინდა.. - თქვა და წამოჯდა.
- პიცა მინდა...
-ადექი ჩაიცვი.
- რატომ?
- კაფე ვიცი 24 საათი მუშაობენ და კარგი პიცაც აქვთ, მიდი ადექი.
ლოყაზე ვაკოცე ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეს და საწოლიდან საჩქაროდ წამოვფრინდი. სასაცილოდ, პატარა ბავშვებივით ხელჩაკიდულები შევედით პიცერიაში, სალაროსთან მდგარმა უძილობით სახეწაშლილმა გოგომ გაოცებულმა შემოგვხედა.
- პიცა სოკოს გარეშე - თქვა ნიკამ,გოგონას გაოცებულ სახეს რომ წააწყდა გაიღიმა და თქვა - მეუღლეა ორსულად და მაწამებს... ღამის 5 საათზე პიცის საჭმელად წამომიყვანა..ხვალ ხინკალს შევჭამთ ალბათ ამ დროს.. მერე ხაშზეც წამიყვანს..
გოგონამ გაიცინა, მერე მე გადმომხედა და შეკვეთის მოსატანად წავიდა. ასე გემრიელად პიცა ჯერ არასდროს არ მეჭამა, ნიკას მაგიდაზე ლამის ჩამოეძინა. სახლში რომ დავბრუნდით 7 ხდებოდა. ორივეს გაგუდულს გვეძინა, პირველი საათი იყო ნიკას ტელეფონმა რომ გაგვაღვიძა.
- ჰო.. - ძლივს უპასუხა ნიკამ, საწოლზე წამოვჯექი - ბიჭო მეძინა.. აი ლიზი რო ორსულად იქნება და ღამის 5 საათზე პიცერიაში წაგიყვანს მერე მეტლიკინე კიდე გვიანობამდე ძილზე.... სანამ დრო გაქვს შეგიძლია გადაიფიქრო, მე მაგარი შევცდი - თქვა და სიცილით გადმომხედა.
- უნდა გავიდე..
- სად? - უკმაყოფილოდ შევხედე.
- ქორწილის საქმეებზე პატარა
- და მე აქ მარტო უნდა დამტოვო?
- ვაიმე.. - თქვა და ჩამეხუტა - ბევრი სასიარულო გვაქვს, შენ კიდევ ადექი დღეს დაურეკე დედაშენს და ლიზის და კაბის საყიდლად წადი.
- ძალიან კარგი, წავალ! - ვთქვი და ტელეფონს ვეცი.
- დე.. რას შვები.. კი კარგად.. დღეს უნდა წამომყვე... - სანამ მე ტელეფონზე ვსაუბრობდი ნიკა გაემზადა.
- მოიცადე ჭამე რამე, ეგრე არ წახვიდე.. - ვთქვი და წამოდგომა დავაპირე
- ჩემით მივაგნებ სამზარეულოს, იწექი შენ - მოვიდა,შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა
-მიყვარხარ!! - მივაძახე ოთახიდან გასულს
- მე არა! - გამომძახა სამზარეულოდან.
***
- მასუქებს! - ვთქვი უკმაყოფილოდ და კიდევ ერთი კაბა დავიწუნე.
- მეგი დეიდა ამას ვუთხრათ რომ ორსულადაა და უკვე მუცელი ეტყობა თუ თავისით მიხვდება? - დაღლილი სახით გადახედა ლიზიმ დედაჩემს.
- იმაზე რთული ხასიათი აქვს ორსულობის დროს ვიდრე მეგონა.. - დაღლილი სახითვე უპასუხა დედამ.
- ანუ გინდათ თქვათ რომ გავსუქდი?
- არა! - ერთხმად მიპასუხა ორივემ.
მთელს დღეს ვიარეთ ერთი მაღაზიიდან მეორეში, ვერაფერი ავარჩიე, კაბის ყიდვა მეორე დღისთვის გადავწყვიტე, დედა და ლიზი ძლივს დავიყოლიე გაყოლაზე..სახლში დაღლილი დავბრუნდი, შინ ნიკა და თენგო დამხვდნენ.
- აბა რა ქენი? - მკითხა ნიკამ და ხელცარიელი რომ დამინახა თენგოს გადახედა - ხო გეუბნებოდი, მთელი კვირა ივლის ახლა კაბაზე
- ძალიან გავსუქდი? - თენგოს შევხედე
- არ გასუქდი, მარტო მუცელი დაგეტყო..
- მოიცა ბიჭო ფანჯრიდან გადაგვყრის ორივეს რას ეუბნები..
- კომპეტენტური აზრი მჭირდებოდა და მივიღე.. რა ვქნა გაბერილი ვარ კაბებში..
- ნუ აჭარბებ..- თქვა ნიკამ - პატარა მუცელი გაქვს ჯერ, ოდნავ გაშვებული კაბა იყიდე და არ შეგეტყობა.
- არ გშიათ? - ვთქვი და მაცივარს მივვარდი. მაცივრის გამოღება და ჩემი ცუდად გახდომა ერთი იყო. ყველაფრის სუნს გამძაფრებულად აღვიქვამდი, სასწრაფოდ გავვარდი საპირფარეშოში. ნიკაც უკან მომყვა.
- ნია.. სასწრაფოში დავრეკო? - შეშინებული მიყურებდა.
- არა.. კარგად ვარ..ხდება ხოლმე..
- დავრეკავ რა..
- ვაიმე ნიკა.. რას ეტყვი, ჩემი ცოლია ცუდად და გული აერია,რამე უშველეთო?
- იქნებ ღებინების საწინააღმდეგო მოგცენ რამე..ცოდო ხარ..
- არა, ექიმმა მითხრა რამდენიმე თქვე,სანამ ბავშვი არ ჩამოყალიბდება ტოქსიკოზი გექნებაო...
- ტოქსიკ რაო?
- გულის რევაო - ვთქვი და სიცილით გავედი მისაღებში. ახლა თენგო წამოხტა
- კარგად ხარ? რა ხდება?
- ვაიმე... ცუდად ყოფნასაც არ მაცდით ხო?
- რანაირი პრეტენზიული საპატარძლოა - თქვა თენგომ და ნიკას გადახედა სიცილით.
- არა ძმაო, ცოლზე არც იფიქრო - სიცილითვე მიუგო ნიკამ.
- რაღაც მინდა და ვერ ვიგებ რა - ნიკას გვერდით დავჯექი.
- ახლა უყურე დაახეთქებს რაღაც საოცრებას - გადახედა თენგოს და თვალი ჩაუკრა.
- ყურძენი მინდა!
- აჰა.. - წამოდგა და თენგოს გადახედა.
- იყავი ბიჯო მე წავალ.. - თქვა და წამოხტა - რა ფრის ყურძენი ქალბატონო
- მმმ.. არ ვიცი, ორივე წამომიღე და რომ დავინახავ მივხვდები რომელი მინდა.
- აი რა ნათლია ყავს ჩემს პატარას - შეაქო ნიკამ თენგომ. ნახევარ საათში თენგო შავი და თეთრი ყურძნით სავსე პარკებით დაბრუნდა.
- რა არის ბიჭო, ღვინის დაწურვას კიარ ვაპირებ რა ამბავია..
- ბიჭო ხვალაც რო მოუნდეს, ზეგაც.. დადე და იყოს სახლში რა..
- მადლობა თენგო.. - ვუთხარი ისე რომ არც გავნძრეულვარ.
- მოიცა, ყურძენი არ გინდა? - გაოცებული სახით გადმომხედა ნიკამ.
- რავიცი, აღარ..
- ეს გამაგიჟებს.. - თქვა და სამზარეულოში შევიდა.
მთელი საღამო თენგო ჩვენთან იყო, ისევ ქორწილს განიხილავდნენ. დასაძინებლად გვაინ დავწექით. თავი ნიკას მხარზე მედო
-ნიკა,ხვალ 2ზე გინეკოლოგთან ვართ დაბარებულები
- მოიცა, მეც ორსულად ვარ?
- კი, ეხო უნდა გადაგიღოს...
- კაი კაი ნუ მებუტები, ხოიცი მარტოს არც გაგიშვებ.

***
გინეკოლოს კაბინეტთან ვიცდიდით.
- ბერიძე... - დაიძახა კარებში მდგარმა ქალმა. - უი, თქვენ? აბა როგორ ხართ.. არ მავიწყდება ამ ბატონის ბედნიერი თვალები..
- ჭირვეული ორსულია - თქვა ნიკამ და გაიცინა.
- ხო, ზოგადად ამ პერიოდში ქალები მომთხოვნები ხდებიან.. ხან რას მოგთხოვს ხან რას.. აბა აქ დაწექი ჩემო კარგო.. აჰა.. აი პატარაც... გულის ცემა გესმით?
განაბულები ვუსმენდით ჩვენი პატარას გულისცემას.
- ყველაფერი რიგზეა..ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ახლა მე ვიტამინებს დაგიწერ რაც უნდა მიიღო, ხვალიდან დაიწყეთ მიღება...
- მეც ექიმო? - სასაცილოდ შეხედა ნიკამ ექიმს.
- აი თქვენს ორსულობაზე მერე ვისაუბროთ - სიცილითვე დაუბრუნა პასუხი ექიმმა და ისევ ნიკას მიმართა - ახლა თქვენ გავალებთ, ამ გოგონას ყოველ დილით სტაფილოს ან ვაშლის წვენი დაალევინოთ, მონაცვლეობით...
- აუცილებლად - თქვა და მკაცრი სახით გადმომხედა - არ დამიწყო ახლა არ დავლევო და ასეო და ისეო.. ომ ხედავ ექიმმა დამავალა..
-და კიდევ, ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი რძე..
- რძეს არ დავლევ! - სასოწარკვეთილმა შევძახე.
- დალევს - მშვიდად უპასუხა ნიკამ.

***
ეს დღე სახლში გავატარეთ. ქორწილის დაგეგმვა არ წყდებოდა.
მეორე დღისით ლიზი და მე ერთად წავედით კაბის საყიდლად, და როგორც იქნა ორივე შინ კაბებით დავბრუნდით.
- აუ მანახე რა.. - პატარა ბავშვივით შემომეგება კარებში ნიკა.
- იოცნებე - ვთქვი და ცივი მზერა შევაგებე
- აუ გთხოოვ გთხოოვ.. - ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა
- ქორწილამდე კაბის ნახვა ცუდის ნიშანიაო , არ გაგიგია?
- კარგი რა, მეტი მეტი მეტეორი დაგვეცეს ქორწილის დღეს, სხვა რა უნდა მოხდეს?
- ნუ მაბრაზებ, ხო იცი არ შეიძლება ჩემთვის ნერვიულობა. - ვთქვი და კაბა ოთახში შევიტანე.
მთელი საღამო ბუზღუნებდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მაინც ჩემი გავიტანე. საღამოს რძით სავსე ჭიქით დამადგა თავზე.
- შანსი არაა..
- არის.. - თავთან დამიჯდა - ხომ იცი, ბავშვისთვისაა საჭირო..
- მაშინ შენც დალიე..
- ჩემს მუცელში არ ზის ბავშვი.. მიდი ახლა,ნუ წუწუნებ..
- კარგი - ვთქვი და ჭიქა ცივად გამოვართვი. ასე მეგონა მთელი საუკუნე გავიდა,სანამ მე ის რძით სავსე ჭიქა დავლიე. მალევე დამეძინა.
ქორწილამდე 1 კვირა რჩებოდა. მთელს დღეებს მზადებას ვუნდებოდით. ქორწილის წინა დღეს გინეკოლოგთან ვიყავით დაბარებულები, ბავშვის სქესი უნდა გაგვეგო.
- და მაინც, შენ რომელი გინდა? - საჭესთან მჯდომ ნიკას გადავხედე.
- ვაიმე ნუ შემჭამე, დღეში ათჯერ მეკითხები.
- ხოდა მიპასუხე ვა..
- არ აქვს ნია მნიშვნელობა, არა! და შენ რომელი გინდა?
- არ აქვს მნიშვნელობა..
საავადმყოფოში მივედი.
- მობრძანდით, მობრძანდით, სულ მახარებს თქვენი დანახვა..
- გაამრჯობათ..
- აბა რას შვებით... გიჯერებს? - თვალით ანიშნა ექიმმა ჩემზე.
- კი, დამჯერი გოგოა. - თქვა და პატარა ბავშვივით თავზე ხელი დამადო.
- აბა, გოგო გინდათ თუ ბიჭი?
გამეცინა და ნიკას შევხედე.
- კარგით რა ექიმო, თქვეენც?
- უბრალოდ ვიკითხე.. - სიცილით თქვა ქალმა და ეკრანს მიუბრუნდა. - აბა ვნახოთ.. აი პატარა... დღითიდღე იზრდება თქვენი.. ბიჭუნაა.. - თქვა და ღიმილით გადმოგვხედა.
- ბიჭი.. - ხელები აიფარა ნიკამ პირზე და თვალები აუცრემლიანდა.
-გილოცავთ საყვარლებო, სახელოვანი ვაჟკაცი გაგეზარდოთ. სულ ასეთი გახარებულები მენახეთ..
დიდხანს გვლოცა ქალბატონმა ქეთინომ და საავადმყოფოდან ბედნიერები გამოგვისტუმრა, მანქანაში ჩავსხედით თუ არა, ნიკამ ბიჭებს დაურეკა,ახალი ამბავი სიხარულით აცნო. მუცელი უკვე ძალიან სასაცილოდ მეტყობოდა. წონის პრობლემა არასდროს მქონია და სიმართლე რომ გითხრაც ახლა ვიყავი მომატებული, უბრალოდ პატარა მუცელი მქონდა.
საღამოს ვერც მე და ვერც ნიკა ვერ ვისვენებდი, მომდევნო დღისით ხომ ჩვენი ქორწილი იყო. 10 ხდებოდა ლაშამ რომ დარეკა, მე და ლიზი ვერ ვისვენებთ, აღარ ვიცით რა გავაკეთოთო, ნიკა ბედნიერი წამოხტა საწოლიდან, ახლავე ჩვენთან გამოგიყვანთო. მე ავდექი, სუფრა გავაწყვე ტკბილეულით და ხილით. მალევე მოვიდნენ. იმ ღამეს ჩვენთან დარჩნენ, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ.სამწუხაროდ სტუმრების ოთახის არქონის გამო ლაშას და ნიკას მისაღებში,დივანზე მოუწიათ წოლა, მე და ლიზი კი,როგორც მომდევნო დღის დედოფლები, კომფორტულად მოვკალათდით.
დილით ბიჭების ბურდღუნმა გაგვაღვიძა, ცხრა საათი ხდებოდა, სასწრაფოდ წამოვდექით და გავემზადეთ, სალონში მთელი დღის გატარება გვიწევდა.
- რა გადუდღუნებთ? - სამზარეულოში შევედი, ბიჭები ყავას სვამდნენ.
- წელი მტკივა ტო,ვეღარ ვიშლები - საცოდავი თვალებით შემომხედა ლაშამ
- მე კიდევ არ მეგონა შენზე საშინელი ძილი თუ იცოდა ვინმემ - მომიბრუნდა ნიკა და შემდეგ ლაშას გადახედა წყენით - დამანგრია გვერდები..კიდევ კარგი ეს არ მომყავს ცოლად..
- იოცნებე ჩემნაირი ცოლი საზიზღარო! - სასაცილოდ მიაძახა ლაშამ.
- მეც მინდა ყავა..
- ნია, ყავის რა გითხრა,მაგრამ აგერ კარადაზე ვაშლის წვენია და დალიე.
მალე ლიზის გამოვიდა, ბიჭები რესტორანში გავიდნენ,დეკორაციის სანახავად, მე და ლიზი კი დედაჩემთან და ლიზის დედასთან, ლეილა დეიდასთან ერთად სალონში წავედით.
ისე სწრაფად მოახლოვდა ჯვრისწერის დრო... „ფართხაფურთხით“ ვიცმევდით მე და ლიზი საქორწინო კაბებს. ყველანი ჩემს და ნიკას სახლში შევიკრიბეთ და ველოდებოდით სასიძოებს.
- ეს რა დღე დაგვიდგა,გელა, გოგოებს ჩვენი სახლიდან არ უნდა ვაცილებდეთ? - გადახედა მამამ უკმაყოფილოდ ლიზის მამას.
- აბა კაცო მეც მაგაზე არ ვჩხუბობ? ამ ახალგაზრდებს ყველაფერი თავის ნებაზე უნდათ!
ლიზის მეჯვარე ჩვენი კურსელი გოგონა იყო, მე კი დიდი ხვეწნის შემდეგ მაკო ძლივს დავითანხმე მეჯვარეობაზე.სასიძოებიც მალე მოვიდნენ...
სახლიდან გაცილების იმიტაცია მოვაწყვეთ, ერთი სული გვქონდა ეკლესიაში როდის მივიდოდით და ჯვარს როდის დავიწერდით. ულამაზესი,მზიანი დღე იყო, მთელი ქალაქი მოვიარეთ, წინ ორი თეთრი მანქანა მიდიოდა, ერთში მე და ნიკა, მეორეში კი ლიზი და ლაშა ისხდნენ,უკან უამრავი მანქანა მოგვყვებოდა.
დღემ საოცრად ჩაიარა,ეკლესიაში ჯვრისწერა ზაპარს გავდა. უამრავ საჩუქრებს ვიღებდით, საღამოს ძალიან დავიღალე, თავბრუ მეხვეოდა. ღამის 3 საათისთვის ძლივს დავიშალეთ, ნიკა ოდნავ ნასვამი იყო,სახლში ტაქსით გამოვედით, იმ ღამით, ვინაიდან და რადგანაც მე სასმლის სუნზე ცუდად გავხდი,ნიკას დივანზე მოუწია წოლა.
შუადღით გავიღვიძე,ნიკა გვერდით მეწვა,საწყლად,ტანსაცმლით.არ გავაღვიძე.
მოუსვენრად ვიყავი, დავდიოდი წინ და უკან, რაღაც მინდოდა მაგრამ რა მეც ვერ ვიგებდი, საჭმლის გაკეთების ხასიათზე მოვედი, სამზარეულოში დავიწყე ბოდიალი. სალათა გავაკეთე,მალე ჩემს მეუღლესაც გაეღვიძა..მეუღლე..როგორ მეუცხოვებოდა ეს სიტყვა.
- დილამშვიდობის გაბერილო - მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-მთელი ეს დრო ახლა ასე უნდა დამცინო?
- მშია!
სუფრა გავაწყვე.
-ნია.. რაღაც მინდა რომ გკითხო..
-გისსმენ - ვთქვი და მეც მაგიდას მივუჯექი.
- ჩვენს ბიჭს მამაშენის სახელი უნდა დავარქვათ - კობა, თუ მამაჩემის- მერაბი
სიცილი ამიტყდა.
- საუკუნე შემახსენე...
- ოცდამეერთე - ძლივს გადაყლაპა ლუკმა
- ხოდა არაფერი მსგავსი...
- შენ გაიხარე - სკამი ჩემსკენ გადმოაჩოჩა - აბა რა გინდა რომ დავარქვათ?
- ბევრი არ მიფიქრია სახელზე, გავიგე თუ არა რომ ბიჭი იყო,ვიფიქრე..
- ჰე თქვი..
- ალექსანდრე..
- ყველაზე მაგრად მიყვარხარ!- თქვა და თვალები სიხარულით აუციმციმდა. - ვფიქრობდი როგორ მეთქვა შენთვის.. თან ხომ იცი, ამბობენ გარდაცვლილის სახელის დარქმევა არშეიძლებაო..ვიფიქრე არ დამთანხმდებოდი..
- სსისულელეს ამბობ, ალექსი ჩვენთვის გარდაცვლილი არ არის და არც არასდოს იქნება და კიდევ.. ახლა გაგებუტები, ეგ როგორ იფიქრე?
- კარგი ახლა ნუ გამებუსხები..მე იცი რა მაქვს დღეს შენთვის?
-რა? -სიხარულით წამოვყავი თავი.
ადგა და კარადასთან მივიდა:
-დადაააააამმ... სტაფილოს წვენი!
-უნამუსო ხარ! - წვენი ცივად გამოვართვი. - იცი რა საზიზღარი გემო აქვს?
- ო,კაი ახლა
-აბა მოსვი ცოტა - წვენი პირთან მივუტანე, პატარა ყლუპვი მოსვა და ყველანაირად შეეცადა არ დაჯღანულიყო,მაგრამ ამაოდ.
-კარგია?
-გადასარევი - მიპასუხა და ენა გამომიყო. - დალიე,დალიე და ბავშვი თუ გაგაბრაზებს,დააყვედრე,მეშენი გულისთვის ნახე რას ვსვამდი თქო და თან დაალევინე, უფრო დაგაფასებს..
მთელი დღე მაიმუნობაში გავატარეთ. საღამოს ნიკას გერმანიიდან დაურეკეს, ერთ კვირაში ნიკას ფირმა საქართველოში იქნებოდა.

(როგორ წუწუნებთ მალე რომ რჩება, ხოდა ააა ბატონო,მეათე თავი შუაზე გაგიყავით am love )



№1  offline მოდერი tsn

კარგი იყო ძალიან ♥♥♥

 


№2  offline წევრი lamazmani

კაია ძალიან მომწონს ძაან მაგარია მარა არ გაგეყო ჯობდა კაია მომწონს ძაან ველი შემდეგ თავს მოუთმენლად love

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან თბილი თავი იყო,მომწონს ძალიან!ველოდები გაგრძელებას .ძალიან სიამოვნებს ამ მოთხრობის კითხვა.❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი გიჟი გოგონა :)

მაინც მმეპატარავა wink კარგია ყოჩაღ ^_^ ასე მციერ დროში შემაყვარე თავი winked გელოდები ახალი თავით feel

 


№5 სტუმარი Black

E da rato gayavi..mara umagresi gogo qal cenwinkchveni rdzali ramdeni tvisaa?wink

 


№6  offline წევრი Masho_97

ოოთხიისააა ოთხის

 


№7  offline წევრი natia-natia

აუუ რაა საყვარლობაა

 


№8  offline წევრი heart emoticon

აუუ მაგარია რამდენი ვიცინეე <3 :D

 


№9 სტუმარი nino k.d..

dedaa rato miwa ar shamwams? (mezoblis wyvevalaa) wina tavis wakitxva damaviwydaaa da exla wavikitxe es ra saocreba xar dzalian tbili iyo orive tavi da ro gavige orsulad iyo imwutas vifiqre ro.bichi iqneboda da aleqsandres daarqmevdnen. male dade raa da erti ori tavi bavshvzec dawere raa gtxooooov. dzalain gtxooooov love shenc miyvarxar!

 


№10  offline წევრი Firefly

მეც მინდა ასეთი ქმარი...
გელოდები მოუთმენლად
--------------------
M.T

 


№11  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian sayvarlebi ariann
--------------------
G.ke

 


№12 სტუმარი Ана

Aii gadasarevi iyo dzalian tbili da tkbili tan saxelze aleqsio rac me amaze vitire nu ityvi ra :(( Boroto rato gayavi ? :Ddd male mtavrdeba?

 


№13 სტუმარი 060216

აღარ აგრძელებ?

 


№14  offline წევრი kaxelii

სადაა დაპირებული დასასრული??

 


№15  offline წევრი мариамо

sadaa dasasruli?

 


№16  offline წევრი kaxelii

ველოდები დასასრულს და მალე იქნებაა???

 


№17  offline წევრი mimimimo

რატომ არ ასრულებ? wassat არა და გელოდები რამდენი ხანია no

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent