შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XVIII)


2-02-2016, 02:30
ავტორი Nina))
ნანახია 3 920

-როგორი მომთხოვნი სხეული გაქვს,ელენა,არასდროს შემიძლია უარი ვთქვა შენს სათუთ კანზე-უკნიდან აეკრო მამაკაცი გოგონას და სწრაფადვე გახდა მიზეზი ათასი პეპლისა მუცელში,დახორკლილი კანისა და ანთებული თვალებისა..
-დემეტრე..-ღონემიხდილმა მოიბუტბუტა გოგონამ და მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა,გონება დააკარგვინა მამაკაცის ცხელმა სუნთქვამ ყურთან,ნელ-ნელა წინ მოდიოდა ეს ცხელი სუნთქვა და ბოლოს მარტივი მოძრაობით თავისკენ შეიბრუნა დემეტრემ გოგონა
-როგორ არ შემიძლია უშენოდ ერთი წამითაც კი-განაგრძობდა ვნებამორეული დემეტრე საუბარს და არ ადარდებდა თავის გრძნობებს რომ აშიშვლებდა
-არც მე მინდა რომ უშენოდ ვიყო..
-არც მოგიწევს,ელენა,გპირდები..
-ერთი წამიც კი არ შემიძლია წარმოვიდგინო შენს გარეშე,ეს..ეს ყველაფერი უკუნით სიბნელეს წააგავს,დემეტრე,თითქოს სიბნელით ვივსები შენ რომ არ ხარ..
-ჩშშშ-შეაწყვეტინა გოგონას არაფრის მომცემი ფიქრები და აბრიალებულ თვალებში ჩახედა-ხომ იცი რომ მიყვარხარ! - ამოიჩურჩულა წარბშეუხრელად,გოგონას კიდევ უფრო აენთო თვალები
-გამიმეორე,დემეტრე,იმდენად სიამოვნებს ჩემს თითოეულ ნაწილს ამ სიტყვის შენგან მოსმენა რომ ნეტარების ზენიტში ვიმყოფები..
-მიყვარხარ,მიყვარხარ,ელენა!-თავბრუდამხვევი ხმით განაგრძობდა მამაკაცი საუბარს
-მეც მიყვარხარ,დემეტრე,მინდა რომ სამუდამოდ ვიყოთ ერთად,მეშინია რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ეს ყველაფერი უბრალოდ ტკბილი სიზმარი აღმოჩნდება
-ამაზე შეგიძლია არასდროს იდარდო,ელენა,შენ ჩემი ხარ,მე მეკუთვნი,მე მეკუთვნი და ერთ დღესაც არ მოგიწევს უჩემო ცხოვრება,გპირდები..
-მპირდები..
-გპირდები,ელენა,სიტყვას ყოველთვის ვასრულებ-კვლავ ვნება მორეული და ხრიწიანი ხმით უჩურჩულა გოგონას და ტუჩები ყელზე მიაწეპა...
დილით გამოღვიძებულს დემეტრე გვერდით აღარ დახვდა,რაზეც ცოტათი გაბრაზდა,მაგრამ როდესაც გონებაში წუხანდელი ღამე აღიდგინა ბედნიერებამ მოიცვა მისი თითოეული ნაწილი,მამაკაცის ნათქვამი "მიყვარხარ" გაახსენდა და ყურებამდე გაეღიმა,ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა,როდესაც საყვარელი ადამიანისგან იგებ ამ სიტყვას,მითუმეტეს მაშინ,როდესაც იგი ძალიან,ძალიან იშვიათად ამბობს ამას..ის ფაქტი აგიჟებს ელენას რომ გონება ეკარგება,როდესაც გოგონას ხედავს მამაკაცი,უჩვეულოდ თბილად ჩაეღიმა ელენას და ზლაზნვით წამოდგა,ახლა თერთმეტი საათია, პირველი ლექცია კი სამ საათზე აქვს,მშვენიერია,შევა და შხაპს მიიღებს,შხაპი,მშვენიერია სხეულისთვისაც და ფიქრისთვისაც. შხაპის ქვეშ იდგა და ფიქრობდა თითოეულ დღეზე,იმ დღეებზე,რომელშიც დემეტრე გამოჩნდა,ამ ერთი შეხედვით ცივმა მამაკაცმა რადიკალურად შეუცვალა ცხოვრება,რა თქმა უნდა კარგისკენ,ყველაფერი კარგი მას შემდეგ მოხდა რაც დემეტრე გამოჩნდა,თითქოს ცხოვრების რუტინა დაურღვია და ახალი განრიგი შეუდგინა,განრიგი,რომელშიც არაფერი წერია, იქ ყველაფერი მოულოდნელად ხდება, ასეც არის, მხოლოდ წვრილმანებშია ბედნიერება,გოგონას გაეღიმა და როდესაც დარწმუნა რომ მისი სხეულის თითოეული ნაკვთი შოკოლადისა და მწრყვის საოცარი სინთეზირებული გელით გაიჟღინთა პირსახოცი შემოიხვია და ფეხის წვერებით გავიდა თავის ოთახში,კარადასთან დადგა და შავი,სველი დალალები იქეთ-აქეთ მოიქნია,ეცადა დაეწურა. ადგილზე გაიყინა,როდესაც მამაკაცის ცხელი სუნთქვა და კიდევ უფრო ცხელი ტუჩები იგრძნო კისერზე,გონება მიებლანდა და მამაკაცს მიეყრდნო,რათა ძალა არ გამოლოეოდა და არ წაქცეულიყო,მამაკაცს გაეღიმა და კვლავ განაგრძო გოგონასთვის თავგზის არევა,ნელა დააცოცებდა ტუჩებს გოგონას მხრებზე და შემდეგ ერთი მარტივი მოძრაობით სველი პირსახოცი უხმოდ დააგდო იატაკზე,კისერში მსუბუქად ჩაასო კბილები და გოგონამ ტუჩზე იკბინა,რათა მოულოდნელი და ფრიად სასიამოვნო ამოძახილი ჩაეხშო,ნაწილის ჩახშობა გამოუვიდა,მაგრამ როდესაც გოგონას ხმა ხელმეორედ მოწყდა ბაგეებს დემეტრე კიდევ უფრო გახელდა და ნატკენ ადგილას თავისი გავარვარებული ტუჩები მიაკრო,შემდეგ გოგონა თავისკენ შემოიბრუნა და თვალებში ჩახედა
-იცი რა მიყვარს? აი,ასე ,ჩემს შეხებაზე რომ დნები,გონებას კარგავ..-გოგონამ ქვევიდან ამოხედა,მაგრამ ისე იყო დემეტრეს სიმხურვალით დატყვევებული რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა - ასე რომ მიყურებ,ქვევიდან,მაშინ როგორი ბავშვი ხარ,მაგრამ საკმარისია შეგეხო,შენში ეს ყველაფერი იძინებს და ისეთი ვნებიანი და გახელებული ქალი იღვიძებს რომ შემიძლია მთელი ცხოვრების მანძილზე დავუკოცნო სხეულის თითოეული ნაკვთი - ახლა გოგონას ცხვირს გაეთამაშა მამაკაცი ცხვირით,ეს უკვე ზედმეტი იყო,ელენამ ერთი ხელი კეფაში,ხოლო მეორე თმებში შეუცურა და მისკენ მიქაჩა ოდნავ,მამაკაცისთვის ეს ყველაფერი უკვე პიკი იყო,ამიტომ დაავლო გოგონას ხელი და ელვისებური სისწრაფით გააქანა საწოლისკენ
-ისეთი ნაზი ხარ,მაგრამ ამავდროულად ისეთი სექსუალური,ისეთი ვნებიანი,ელენა ერთადერთი ქალი ხარ,გეფიცები,ვისზეც ასე ვკარგავ გონებას,ვისი შეხების მეტი არაფერი მინდა...-გოგონას საშინლად სიამოვნებდა მამაკაცის გულახდილი საუბარი,მამაკაცმა ტუჩები გადააცოცა გოგონას ყელზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ ელენას გასაღვიძებლად,რომელიც ასე უყვარდა მამაკაცს,თვალები აუბრიალდა გოგონას და ახლა თვითონ დაეწაფა მამაკაცის ტუჩებს,სხეულის ყველა ნაკვთი დაუკოცნა მამაკაცმა და ახლა ჩახუტებული ჰყავს,აპირებს არსად გაუშვას
-შენ,ისეთი კარგი ხარ,ელენა...-კვლავ განაგრძობდა მამაკაცი ბუტბუტს - არასდროს წახვიდე ჩემგან..-ფარული ნატვრა როგორც იქნა გაუმხილა გოგონას და ელენას ჩაეღიმა,მამაკაცის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და მისკენ შებრუნდა
-არასდროს წავალ,ოღონდ შენ ასე ძლიერად მომხვიე ხელები და არ მომცე წასვლის უფლება,საკმარისია შენს თვალებში ვიგრძნო ეს ყველაფერი მაშინვე ქანდაკებად ვიქცევი და ვერავინ და ვერაფერი მომაცვლევინებს ფეხს.
-მიყვარხარ!-კვლავ გაიმეორა ელენასთვის სანატრელი სიტყვა და ის იყო ელენას უნდა ეკოცნა,როდესაც კახის ხმა მოესმა მისაღებიდან
-ელე,ჩამოდი,საუზმე მზად არის
-ახლავე,მამი,თმებს გავიშრობ ოღონდ-ჩასძახა კახას და დაუსრულებელ საქმეს დაუბრუნდა
-გვეყო,თორემ ვეღარასდროს ავდგებით აქედან-გაეხუმრა მამაკაცი და ცხვირზე გაკრა თითი
-კარგი,მართალი ხარ.-დაეთანხმა ელენა და ხალათი მოიცვა,მამაკაცმა სწრაფად ჩაიცვა და წასვლას აპირებდა,როდესაც ელენას მიუბრუნდა
-დაჯექი,თმებს გაგიშრობს- ისეთი სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა ელენასთვის ეს სიტყვები,რომ თვალები გაუბრწყინდა და ყურებამდე გაიღიმა,მერე თითქოს გონს მოეგოო და მამაკაცს ხელი აუფრიალა ცხვირ წინ
-აქ ხარ,დემეტრე,სად წახვედი?-ჩუმად აკისკისდა გოგონა და მამაკაცს დაეკიდა კისერზე - დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?
-სანამ გადამიფიქრებია-წარბი აუწია მამაკაცმა,ელენამ კი სასწრაფოდ მიუშვირა თმები
-ოღონდ სარკესთან მოდი,უნდა გიყურო ასეთ მომენტს ვერ გამოვყოვებ-გამოაჯავრა გოგონამ და სარკესთან ჩამოჯდა,მამაკაცმა ფენი აიღო და გოგონას თმების გამშრალება დაუწყო,ისეთი საოცარი სანახავი იყო დემეტრე დევდარიანი ფენით ხელში,რომელიც გოგონას თმას უშრობდა რომ გენახათ აუცილებლად დადნებოდით,ელენა ყურებამდე გაკრეჭილი უყურებდა მამაკაცი,როდესაც თავის საქმეს მორჩა ელენას შეხედა
-რა გაცინებს?
-არაფერიი,უბრალოდ წარმოვიდგინე,როგორ უშრობ ჩვენს გოგოს თმებს-თავისივე ფიქრებზე წამოწითლდა გოგონა და თავი დახარა
-წარმოდგენა არ დაგჭირდება,ელე,ჩვენ მაგასაც ვნახავთ,მალე.-ყურის ძირში აკოცა გოგონას და აივნიდან ქურდივით გადაიპარა,ელენას გაეღიმა მამაკაცზე,როგორ ქურდივით იპარება ხოლმე მის სახლში,რომ არა დემეტრე,ალბათ ახლა ისევ რუტინულად გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება,ფეხაკრეფით ჩაირბინა კიბეები და მამის გვერდით მოთავსდა მაგიდასთან
-დილა მშვიდობისა,მა.-გაუღიმა კახას და თავის კუთვნილ წლის შეექცა
-დილა მშვიდობის,ელენა,შენთვის ახალი ამბავი მაქვს
-რა ხდება?-ყურები ჭყიტა გოგონამ
-რომ დაგპირდი შენს სივს შევიტან-მეთქი,წერილი მომივიდა და გასაუბრებაზე გიბარებენ-გოგონამ თავიდან იფიქრა მომესმაო,მერე იფიქრა მატყუებსო,მაგრამ როდესაც კახის სერიოზულ თვალებს წააწყდა ბედნიერებისგან წამოხტა და მამას დაეკიდა კისერზე,ორივე ლოყა სათითაოდ დაუკოცნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიკავა ადგილი
-ყველაზე მაგარი მამა ხარ მსოფლიოში
-ელენა,დანარჩენი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,წელს მაგისტრატურას ამთავრებ და ეს სამუშაო ხომ იცი როგორი რთული იქნება,გასაუბრებაზე მაქსიმალურად თავდაჯერებული უნდა იყო,თუნდაც იმიტომ რომ მე შენი მჯერა! -გაუღიმა გოგონას და მის მოციცქნულ მტევანს საკუთარი ძლიერი ხელი დაადო ზევიდან
-მიყვარხარ,მა.
-მეც მიყვარხარ,ელენა.
ზევითაც ზლაზნვით ავიდა,კარადა გამოაღო,მუქი ჯინსი,შავი ზედა,ნაცრისფერი ნაქსოვი ჟაკეტი,შავი ბოტები ჩაიცვა და ცოტაოდენი მაკიაჟი გაიკეთა,რათა სახე ერთ ტონალობაში მოეყვანა,დემეტრეს წყალობით გამშრალი შავი დალალები უწესრიგოდ მიმოიყარა და ჩანთას დაავლო ხელი,თან კიბეებზე ჩადიოდა თან თეკლას ელაპარაკებოდა
-დილა მშვიდობისა,გამოგიარო?
-რა ვიცი,მე უკვე დიდი ხანია გელოდები
-კარგი მოვდივარ-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ტელეფონით და გაუთიშა,
გარეთ გასულზე სწრაფადვე შეეგება შემოდგომის სუსხი და ხარბად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი,შემოდგომა მისი საყვარელი დროა,მისი აზრით ეს ერთ-ერთი საუცხოო ქმნილებათაგანია,რომელიც ღმერთმა შექმნა,ძალიან უყვარს როდესაც ფერადი ფოთლები შრიალით წყდება ხეს და უწესრიგოდ იფანტება ნაცრისფერ ასფალტზე,მხოლოდ ფოთლები ზრუნავს ნაცრიფერი ასფალტის წითელ-ყვითლად შეკაზმაზე და ზოგჯერ ნერვებიც კი ეშლება,მეეზოვეები რომ ამ სილამაზეს აფუჭებენ,ახლა სიამოვნებით წავიდოდა უნივერსიტეტში ფეხით თავის ბინასთან ახლოს მდებარე პარკის გავლით და სიამოვნებით მოავლებდა აწითლებულ წიფელს თვალს,შიგადაშიგ ყვითელიც რომ დაკრავდა,მაგრამ აგვიანდება,თანაც თეკლა ელოდება,სწრაფი ნაბიჯებით მოუარა მანქანას და ჩაჯდა შიგნით,ელვისებური სისწრაფით მოწყვიტა მანქანა ასფალტს და რამდენიმე ძირს დავარდნილი წითელი ფოთოლიც ააშრიალა.
-ზუსტად ოცი წუთია გელოდები,დააგვიანე!
-კარგი,კარგი,იმედია მთელი დღე ასეთ ხასიათზე არ იქნები
-ნუ რას ვიზამთ,ყველასთან ვერ ათევს შეყვარებული ღამეს-ღრენით ჩაილაპარაკა გოგონამ და შემდეგ თავისივე ნათქვამზე ჩაეღიმა
-ასე მეტყობა?
-თვალები გიბრწყინავს,ელენა-გაუღიმა დაქალს
-აბა მზად ხარ?
-რისთვის?-გაიკვირვა თეკლამ
-ნინასთვის
-დარწმუნებული ხარ?
-რა თმქა უნდა,აი,ნახავ მე არაფერს ვიზამ,თვითონ მივპოვნის-თავდაჯერებით ჩაილაპარაკა გოგონამ და მანქანა დააპარკინგა,შემდეგ გადმოვიდა,რომელსაც თან თეკლა გადმოყვა,ჟაკეტი გაისწორა,ჩანთას ხელი მოკიდა და ეზოში შეაბიჯა,შებიჯებული არ ჰქონდა,როდესაც გვერდით ანა და ცრემლიანი ნინა ამოუდგა,ელენას გულში ჩაეცინა გოგონას უტიფრობაზე,მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია,დაელოდა მათ არასწორ ნაბიჯს,შუა ეზოში იყვნენ,როდესაც ანამ ხელი დაავლო და გააჩერა,შემდეგ კი ბოლო ხმაზე დაუწყო ყვირილი

-შენ რა ადამიანი ხარ? გოგონას ბავშვი მოაშორე,ფსიქიატრიულში გამოკეტე და ახლა მოსვენებასაც არ აძლევ,საქმრო წაართვი-ბოლო ხმაზე ყვიროდა ანა და აქვითინებულ ნინას უყურებდა,აი შენი არასწორი ნაბიჯიც,თეკლა აპირებდა ელენას ხელი გამოეგლიჯა ანასთვის,მაგრამ ელენამ ანიშნა არ ჩაერიოო და ისიც დასთანხმდა,ხალხის ბრბო შეიყარა ირგვლივ და წრედ შემოკრე ამ ოთხს,აი,შენი ბრბოც,ჩურცული დაიწყეს ერთმანეთში,ბრბომ ანგელოზივით მარიტა არ დაინანა და ელენა დაენანებოდათ? რა თქმა უნდა,არა! კვლავ განაგრძობდნენ ჩურჩულს,ზოგი კი ათას საშინელებას ეძახდა გოგონას,ელენამ ხელი გაინთავისუფლა და ახლა თვითონ გადავიდა იერიშზე
-ღმერთო ჩემო,რა დონის მდაბიო უნდა იყო ადამიანი ასე რომ იქცეოდე,მე მისთვის არავინ წამირთმევია,თუ ასე ხართ დაინტერესებული ჩემი ცხოვრებით გეტყვით რომ რაც ნინა და დემეტრე დაშორდნენ ერთმანეთს მათ შემდეგ დავიწყეთ შეხვედრა,რაც შეეხება ამ ფსიქიატრიულს,ამ ბავშვს,ამ ყველაფერს სისულელეს,დამადასტურებელი საბუთი გაქვთ იმისა რომ თქვენ მართლები ხართ?-ანა წამოენთო
-ამ დაბეჩავებულ გოგოზე მეტი საბუთი რა გინდა,ღმერთო ჩემო როგორი სიძვის დიაცი ხარ,ელენა!
-ჩემზე უკეთ შენ იცი,ანა,როგორი თვალთმაქცია ის,თქვენგან განსხვავებით მე მაქვს იმის საბუთი რომ ნინა არც ორსულად იყო და საერთოდ არც არცერთ ფსიქიატრიულში არ იმყოფებოდა არა რამდენიმე დღით,არამედ რამდენიმე საათითაც კი,ნინა,დავიჯერო დედობა არასდროს გინდოდა? ასე როგორ დაეცი,როგორ დაბრმავდი ასე და ამდენი სისულელე როგორ შეთხზი? დაიჭირე შენი დოსიე,აქ ყველაფერია შენს შესახებ, მე არც შენს არ არსებულ ბავშვს შევხებივარ და არც შენი ფსიქიკა გამომიყვანია მწყობრიდა,ჩემზე უკეთ შენ იცი ეს ყოველივე,მაგრამ თუ თქვენც გაინტერესებთ აქ არის და ყველას შეგხვდებათ-ქაღალდების დასტა ამოიტანა ელენამ,ხელები უკანკალებდა,არ უნდოდა ამ ყველაფრის გაკეთება,მაგრამ იძულებული იყო გაეკეთებინა,აიძულა ნინამ ეს ყველაფერი,არა,ამ გოგოს თავს არაფრით დააჩაგვრინებს - შენ! შენ კი ნინა შენი სახე გამოავლინე დღეს,ანა დიდი ხნის წინათ ვიცოდი რაც იყო,ღმერთო ჩემო ასე როგორ შეგიძლიათ ითამაშოთ ადამიანის ნერვებზე,მეცოდებით! ნინა,დაგავიწყდა რომ ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული ადამიანი ყოველთვის იპოვის ერთმანეთთან დასაბრუნებელ გზას! - ქაღალდები ჰაერში ააფრიალა,თითოეულ მათგანზე ნინას დოსიე იყო,ყველაფერი ეწერა მისი ჯანმრთელობის შესახებ,რომელიც სამედიცინო ბეჭდით იყო დამოწმებული,ყელი მოიღერა გოგონამ და ხალხის ბრბო გაარღვია თეკლასთან ერთად,თუმცა ბრბო აღარ იყო ბრბო,ზოგი ტაშს უკრავდა,ზოგი გმირს ეძახდა,ელენას ახარებდა რომ ბრბო დაშალა,მაგრამ ნინას მდგომარეობა საერთოდ არ ახარებდა,პირიქით დარდობდა კიდევაც მასზე,ისედაც ბუნებისგან დაჩაგრულს ბოროტებისკენ უბიძგა,ახლა სულ გაგიჟდება,შეეცოდა ნინა,მიუხედავად იმისა რომ ამდენი ტკივილი და დამცირება მიაყენა მაინც შეეცოდა,მაგრამ არ შეიმჩნია
-შოკი ხარ! ელენა,შოკი!-შეაქო დაქალმა და ორივე გაემართა აუდიტორიისკენ.
დრო საშინლად გაიწელა,კიდევ კარგი ფანჯარასთან იჯდა ელენა და შემოდგომას ადევნებდა თვალყურს,თორემ ჭკუიდან შეიშლებოდა,როგორც იქნა დაასრულეს ლექციები,ექვსი საათი იყო საათს რომ დახედა,გარეთ არც კაკი და არც დემეტრე დახვდათ,გოგონამ ტელეფონი ამოიღო და დემეტრეს დაურეკა
-რამ შეგაწუხა,ლამაზო?-სარკაზმით სავსე სიტყვებით მიმართა მამაკაცმა
-გინდა მოგაკითხო?-ტუჩზე იკბინა გოგონამ და პასუხის მოლოდინში ტუჩს აწვალებდა
-ნუ აწვალებ მაგ ტუჩს,ჩემი წვალებაც ეყოფა,რა თქმა უნდა,მოდი,გელოდებით მე და ჩემი ფართო დივანი.-ჩაიხითხითა მამაკაცმა და ელენა წამოწითლდა და კვლავ იკბინა ტუჩზე,თეკლა მიხვდა რაშიცი იყო საქმე და მანაც დემეტრეს მსგავსად ჩაიხითხითა,ელენამ თვალები გადაატრიალა და დემეტრე დატუქსა
-იცოდე არ მოვალ!
-ხომ იცი რომ სხეული იმ ღამის შემდეგ შენ აღარ გემორჩილება,მას ახალი ბატონი ჰყავს და მისი სიმხურვალისკენ მიილტვის,ამიტომ ჩაჯექი შენს მანქანაში და სწრაფად მოდი ჩემთან,საშინლად მომენატრა უკვე შენი სიმხურვალე-კვლავ წამოწითლდა გოგონა
-დემეტრე,ნუ გაწუხებს ბილწი აზრები-სიცილით გაუთიშა ტელეფონი და როდესაც საბოლოოდ დაუბრუნდა ამქვეყნიერებას მანქანა დაძრა.
-როგორი გაბრწყინებული თვალებით ელაპარაკებოდი,ელენა.
-შენ თავს რატომ არ უყურებ ხოლმე?-გაუღიმა დაქალს
-ერთხელ მაინც შემარჩინე რაიმე-თვალები გადაატრიალა თეკლამ
-კაკიმ რაო?
-რა თქმა უნდა მოდიო,რას იტყოდა ელენა,აბა?
-კარგი ხო,აბა დემეტრე ისეთია ზოგჯერ შეიძლება საწოლიდანაც გადამაგდოს-ამოიხითხითა ელენამ
როდესაც კომპანიის პირველ სართულზე შედგა ფეხი,იმ წამსვე დაინახა ლიფტში მჯდარი ნინა და ელვისებური სისწრაფით გავარდა კიბეებისკენ,ქოშინით აირბინა სამი სართული და ყურიც არ დაუგდია არც თეკლას და არც დემეტრეს მდივნის ძახილისთვის,მთელი ძალითა და ღონით შეგლიჯა დემეტრეს კაბინეტის კარები,მთელი ხუთი წუთი გაშეშებული უყურებდა სცენას,კვლავ ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ,მერე როგორღაც ფეხებში გამოცლილი ძალა მოიკრიფა და წელში გასწორდა,ხმაურით მიხურა კარები და დამფრთხალ ორ სახეზე ირონიულად ჩაეღიმა,თქვენც კარგად იცით რა სიძლიერედ უჯდებოდა ელენას ეს ყველაფერი,შეიძლება ნინას შემდეგ გაქცეულიყო ელენაც და ტირილით მომკვდარიყო,მაგრამ ახლა ნინას არ მისცემდა გამარჯვების საშუალებას,სამი საათის წინ ნინას ამცირებდა,ახლა კი რა უცებ შემოუტრიალდა ბედი,ნინა უთხრის საფლავს
-უკაცრავად,გაერთეთ,ახლა კი ჩემი მამაკაცი დამიბრუნეთ თუ შეიძლება-ამრეზით შეხედა ნინას- როგორც ჩანს საკადრისი პასუხი არ მიგიღია - კვლავ განაგრძობდა ირონიულ საუაბრს და დროდადრო სკამს მოკიდებდა ხელს რომ არ წაქცეულიყო- კარგი,ვაღიარებ,საერთოდ არ ვნერვიულობ,კაცი იმისთვის არის კაცი რომ სიძვის დიაცთან გავიდეს ხოლმე,ზნედაცემულ ქალებთან გაერთოდ-ჩანთიდან ერთჯერადი სალფეთქი ამოიტანა და დემეტრეს წიწკით მოწმინდა ტუჩები სადაც ნინას ტუჩსაცხი დარჩენოდა,დემეტრე ჯერ კიდევ აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა,მერე ნინას მიუბრუნდა - შეიგნე,ძვირფასო,რომ მისთვის ყოველთვის იაფასიანი ზნედაცემული იქნები! - ცალყბად გაუღიმა გოგონას და როდესაც ნინამ ხელი ასწია გასარტყმელად დეწმეტრე სწრაფად მოეგო გონს და ხელი შეუკავა,ძლიერად მოუჭირა და კარისკენ უბიძგა
-მგონი საკადრისი პასუხი გაგცეს! მეორედ არ დაგინახო აქ მოსული!-უღრიალა და ბიძგი მისცა გოგონას,ნინა შოკირებული წამოენთო,ყვიროდა,წიოდა,საქაღალდეები დაბლა დაუყარა,როგორც სჩვევია,საკალმედან კალმები გადმოყარა,იქაურობა ნაომარს დაამსგავსა ,მუქარითა და წივილ-კივილით გავიდა,იმუქრებოდა არ შეგარჩენთო,ხმაურზე ოთახში კაკი,მერაბი და თეკლა შემოვიდა
-მშვიდობაა?-იკითხა მერაბმმა
-კი,რა თქმა უნდა,წიკებმა მოუარა-მხრები აიჩეჩა ელენამ და სიმწრით გაიღიმა
-დარმწუნებული ხარ?-დაეჭვებით კითხა თეკლამ
-კი თეკლა,დაწყნარდი.-სამეულმა ოთახი დატოვა და როდესაც ელენამ კარი დაკეტილი დაიგულა მისკენ წამოსული მამაკაცისგან უკან გახტა
-არ გაბედო,დემეტრე,და იმ ბინძური ხელებით არ შემეხო,რომლითაც წინათ ნინას სხეულს ეხებოდი-გამწარებული სახე ჰქონდა ელენას-დრო გაქვს დემეტრე,ერთი კვირა,შეგიძლია მოაგვარო ეს პრობლემა და ეს გოგო აღარასდროს დამანახო! მანამ არ გამეკარო იმ შენი ბინძური ხელებით! -ამრეზით ჩაილაპარაკა გოგონამ და იქაურობას გაეცალა,არ გაკიდებია დემეტრე,იცოდა ასეთ მდგომარეობაში გოგონას მარტო ყოფნა რომ უნდოდა..
ელენამ მანქანა თეკლას დაუტოვა და თვითონ გადაწყვიტა ფეხით გაესეირნა,დადიოდა ქუჩაში და აკვირდებოდა ადამიანებს,არაადამიანებს,თვალთმაქცებს,ორპირებს,ბედნიერებს და უბრალოდ ბედნიერების მოთამაშეებს,მათ იცოდნენ რომ აღარაფერი გააბედნიერებდათ,მაგრამ თავისი მტკივნეული მხარის ჩვენება არ უნდოდათ,არ უნდოდათ დაეთრგუნათ ირგვლიმყოფები,მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ გარშემომყოფთ მხოლოდ ადამიანის ტკივილის დანახვა სიამოვნებთ,ტკივილისას კალთას გადაგიშლიან და უფლებას მოგცემენ იტიროთ,მაგრამ როდესაც წამოდგომას დააპირებთ ზუსტად მაშინ ჩაგცხებენ უკნიდან დანას,დადიოდა ელენა ქუჩაში და ინტერესით ათვალიერებდა არე-მარეს,წითელ-ყვითელი უწესრიგოთ მიმოფანტული ფოთლები,მხოლოდ ეს ერთი რამღა დარჩა ამ ბოლო დროს ამ ქვეყნად ჩვეულებრივი,მხოლოდ ბუნება,ერთადერთი მან არ დაკარგა პირვანდელი სახე,დადიოდა და ფიქრობდა ყველაფერზე,თავი გასკდომაზე ჰქონდა,ბოლოს დაღლილობა იგრძნო და ტაქსი გააჩერა,ტაქსიში ჩაჯდა და თავისი მისამართი უთხრა,მანქანაში ანსამბლი მეტეხის მე შენ მიყვარხარს ჰანგები გაისმა,გაუკვირდა,ზოგადად ტაქსისტებს დარდიმანდული სიმღერები ახასიათებთ,ალბათ ამ მამაკაცს ძალიან აქვს დამწუხრებული გული,ღმერთო ჩემო,რაზე ფიქრობს ეს გოგო,სულ გაააფრინა,მამაკაცმა სიგარეტი ამოიღო და გოგონას ჰკითხა: "შეიძლებაო?" ელენა მხოლოდ თავი დაუქნია და თვითონაც ამოიღო სიგარეტი,ერთად ეწეოდნენ ტაქსიში ტაქსისტი და ელენა,მანქანა თავის ბინასთან ახლოს გააჩერებინა ,დანარჩენი მანძილის ფეხით გავლა არჩია,საკმაოდ ბნელოდა,თავისი მანქანა დაინახა და გაეღიმა თეკლაზე,მერე მშვიდად შეაბიჯა სადარბაზოში,როდესაც ვიღაცამ უეცრად კედელზე ააკრა და ცხელი და გავარვარებული ტუჩები მიაკრა ყელზე
-არ შემიძლია შენთან ასე შორს და თან ასე ახლოს ყოფნა...-ამოიგმინა და მსუბუქად დაასო კბილები,დემეტრეს საფირმო ქცევა ეცნო,ჩაეღიმა გოგონას...


---------
ეს მეორე თავია ბავშვებო,გამწარებული დავიწყე თორმეტი საათიდან წერა და ძლივს მოვრჩი ორზე,დავდებ-მეთქი და ეგრევე წამეშალა,მერე ისევ დავიწყე და რა როგორ დავწერე არ ვიცი,არადა ძალიან მომწონდა ის თავი საუცხოო პეიზაჟი მქონდა აღწერილი...
მაინც ვეცადე და დავწერე,არ ვიცი როგორია,ისე სწრაფად ვწერდი,თან ნახევრად მძინავს.
ჰო,რა მაინტერესებს ბავშვებო,გინდათ რომ რამდენიმე თავში დასრულდეს თუ ცოტა კიდევ "გავწელო"(კარგი მნიშვნელობით,ახალი თავგადასავლები შევმატო) ნუ თუ დავასრულებ ახალი მოთხრომა მიტივტივებს გონებაში,თქვენ როგორც იტყვით ისე გავაკეთებ.
მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხართ!



№1  offline წევრი milangirl

თუ სულ ასე კარგად გააგრძელებ და ჩხუბი შემდეგ მალევე ასე საყვარლად შეარიგებ ხოლმე მაშინ წერე რამდენიც გინდა wink ისე მომდევნო ისტორიაც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ და ამას როცა დაამთავრებ ის შემივსებს ნაკლოვანების შეგრძნებას. ძალიან კარგად წერ

 


№2  offline მოდერი X.G

ვაუ ძააან მაგარიამომეწონა

 


№3  offline წევრი Pepper

Ra sayvarlebi Arian <3 sul chxuboben magram bolos mainc ver shordebian ertmanets <3 kargi istoriaa <3

 


№4 სტუმარი Lana

ვაიმე საყვარლები ^_^ ძალიან მომწონს ეს მოთხრობა,გამახარე ელენეს სიძლიერით რაც ნინას მიმართ გამოიჩინა.ძაალიან კარგია!! (Lanasstatusebi ვარ ოღონდ ახლა მომხმარებელის სახელით ვარ შემოსული :დდ

 


№5  offline მოდერი Nina))

როგორ მიყვარხართ რომ იცოდეთ,საერთოდ არ ვნანობ რომ ღამე გავტეხე გუშინ,თქვენ სითბოდ ღირდა,
ყველაზე თბილები და ყველაზე კარგები ხართ თქვენ.
მიყვარხართ <3!!!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№6  offline წევრი natia-natia

ვგიჟდები შენზე და მალე მოაშორე ეს ნინა ამათ თორე დავიტანჯე

 


№7  offline მოდერი Nina))

მადლობა,ძალიან დიდი,გოგოებო. ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8 სტუმარი Elene

ყოჩააააღ :დ ნუ არაფერს ვუტყვი ფაქტია რო სასწაული ისტორიაა თან არაგვიანებ ეს დამატებული ნუ ძაან მაგარია და მონეწონა უხონოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent